ყოფნა – არ ყოფნა. ნიჭის მარცვალი


ყოფნა – არ ყოფნა. ნიჭის მარცვალი

ზრდა და რეალიზაცია 

 ცხოველთა სამყაროში არსებობა, ორ ეტაპად იყოფა: სქესობრივ მომწიფებამდე (პუბერტატის ასაკი) - ესაა განვითარების პერიოდი, როცა სწავლობენ ორიენტირებასა და ნადირობას. და სქესობრივი მომწიფების შემდგომი პერიოდი - ესაა რეალიზაციის დრო, როცა ცხოველი უკვე დამოუკიდებლად მოქმედებს და მრავლდება.

 ადამიანიც მსგავს მდგომარეობაშია: ბავშვობა ყველაზე შესაფერი დროა ცოდნის ასათვისებლად და ფსიქიკაც უფრო მოძრავია. მომწიფების შემდეგ, განვითარების სურვილს გადაწონის თვითრეალიზების, საზოგადოებაში განსაზღვრული მდგომარეობის დაკავების სურვილი. თუმცა ადამიანი ჩამორჩება ცხოველის განვითარებას თვითრეალიზაციის გრაფიკის მიხედვით. ცხოველების შემთხვევაში თვითრეალიზების მოთხოვნა ზუსტად ემთხვევა მომწიფების ასაკს. ადამიანი კი სოციუმის სრულფასოვანი წევრი მხოლოდ მას შემდეგ ხდება, რაც აითვისებს კაცობრიობის არსებობის მანძილზე დაგროვებულ დიდი რაოდენობის ცოდნას საკუთარ განვითარებაზე. ასეა თუ ისე ადამიანი განვითარებას პუბერტატის ასაკის შემდეგაც განაგრძობს. მაგრამ სხვადასხვა ვექტორებს განვითარების სურვილი სხვადასხვა სიმძლავრით უვლინდებათ. ხშირ შემთხვევაში მუშაობს შემდეგი წესი: ის რაც ბავშვობის ასაკში ადვილად ასათვისებელია - ზრდასრულ ასაკში სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს. ზრდასრული ადამიანი მხოლოდ კი არ უნდა ვითარდებოდეს - მან მკაფიოდ უნდა იცოდეს რაში სჭირდება ეს და კონკრეტულად რისი შეცვლა სურს. ასეთი მიდგომა თავისთავად მოითხოვს განვითარებულ აზროვნების უნარს.

სისტემურ-ვექტორული ფსიქოანალიზის მიხედვით, ნებისმიერი განვითარება ეტაპობრივად მიმდინარეობს, დაწყებული ყველაზე პრიმიტიული კუნთური სტადიიდან – ანალურ, კანურ და ურეთრალურ ფაზამდე. ბავშვის გაზრდაც არაა გამონაკლისი. ბავშვი იწყებს ცხოვრებას პირველყოფილი მდგომარეობიდან, მან ჯერ არ იცის რა არის კარგი და რა ცუდი, ვერ გრძნობს სხვათა სურვილებს და მითუმეტეს არ შეუძია მათი გათვალისწინება. უფროსებს ხშირად არ ესმით, რომ ეს გარკვეული ცხოვრებისეული ეტაპია, და ნერვიულობენ ამის გამო. თუ 12 წლის გოგონამ გამომწვევი მაკიაჟი გაიკეთა, ეს არ ნიშნავს რომ ის პროსტიტუციით დაკავდება. ან თუ ბიჭმა მოიპარა რამე აუცილებლად ქურდად ჩამოყალიბდება, ეს მხოლოდ ეტაპია ასაკში. თუ ბავშვს არ ჰქონია გადატანილი ფსიქოლოგიური ტრამვა, ის ადვილად დაძლევს განვითარების ამ ეტაპს. თუმცა ადამიანი შესაძლოა მართლაც გაიყინოს ერთ ეტაპზე. ასეთ ქმედებას სვფ-ს მიხედვით ეწოდება არქეტიპული მდგომარეობა. ეს ნიშნავს, რომ, ოდესღაც, ძველ დროში, ეს იყო ქცევის ნორმა, მაგრამ, თანამედროვე მოთხოვნები აიძულებს ადამიანს გონებრივი განვითარების მაღალ საფეხურზე ასვლას. განვითარების კვალდაკვალ, ბავშვები ითვისებენ სოციუმის ახალ მოთხოვნებს, სწავლობენ ურთიერთობებს, ითვისებენ უფროსი თაობების ღირებულებებს, ცდილობენ საკუთარი ვექტორული შესაძლებლობების გახსნას. ქვემოთ განვიხილავთ იმ ტრავმებს, რომელთა არსებობას შეუძლია „გატეხოს“ და დაამუხრუჭოს ბავშვის განვითარება.

იდეების გენერატორი თუ ნარკომანი.

სმენა ბავშვი ჩაფიქრებულია, არ დახტის თანატოლებთან ერთად, ზის სიჩუმეში და ფიქრობს, ან სვამს დიდებითვისაც უჩვეულო კითხვებს. თუ დავაინტერესებთ მეცნიერებებით ან პროგრამირებით, ის განავითარებს თვის აბსტრაქტულ ინტელექტს და კონცენტრაციის შესაძლებლობებს. სმენა ბავშვისთვის სტრესი ესაა ხმაური, ჩხუბი, განსაკუთრებით თუ მისკენაა მიმართული, ასევე წვრილმანებით მისი შეწუხება. თუ არ ავამოქმედებთ მის შესაძლებლობებს და შევუქმნით სტრესულ გარემოს, ის ჩავარდება დეპრესიაში, გადაინაცვლებს რეალურიდან წარმოსახვით სამყაროში, თავს შეიქცევს ნარკოტიკებით ან კომპიუტერული თამაშებით. სმენა ისევე როგორც ურეთრა და ყნოსვა, დომინანტი ვექტორია. ეს კი ნიშნავს, რომ თუ სმენა რაიმეთი თვითონ დაინტერესდა, ბოლომდე დაიხარჯება რეალიზაციაში. მაგრამ აიძულო მას რამის გაკეთება ძნელია. რაც მეტად დააძალებთ - მეტ პროტესტს მიიღებთ. ძლიერი ზეწოლის შემთხვევაში მისი პროტესტი შეიძლება ცხოვრების სცენარადაც კი იქცეს. დომინანტი ვექტორისთვის ასევე აუცილებელია თავად აცნობიერებდეს ქმედების არსს. მათთვის „ასეა საჭირო“ არგუმენტი ვერ იქნება. რაც შეეხება სმენის ვექტორის არსებობას ეს მეტყველებს სამყაროს წყობის გააზრების განუსაზღვრელ შესაძლებლობებზე და ასევე ახალ ახალი იდეების გენერირების უსასრულო შესაძლებლობებზე.

თავი თუ მეთაური

ურეთრალი ბავშვი: ის პასუხისმგებელია მოძრაობაზე მომავალში, ის ბელადია ბავშვობის ასაკიდან. არ ემორჩილება, არ იღებს წესებს, გრძნობს რომ თავადაა პასუხისმგებელი როგორც საკუთარ თავზე, ასევე ჯგუფზე. ვერ იტანს მბრძანებლობას. თუ მოინდომეთ აიძულოთ რამე, ის უბრალოდ გაიქცევა სახლიდან. თუ საზოგადოებას მტრულად განწყობილს ხედავს, შესაძლოა დამნაშავეთა ჯგუფის ბელადი ან მარტოხელა ბოროტმოქმედი გახდეს. ის შეიძლება დათრგუნოთ – მაგრამ შედეგი არ იქნება კარგი. ურეთრალი გაიზრდება მშიშარა, ვერ შეძლებს პასუხისმგებლობის აღებას რომ შეასრულოს მისია. ხოლო თუ მას განუვითარებთ პასუხისმგებლობის გრძნობას – მისცემთ უფრო მეტ, რთულ დავალებებს და საშუალებას იყოს პასუხისმგებელი გჯუფზე, მაშინ მას საკუთარი თავის რწმენა შეემატება, იგრძნობს საკუთარი ძალების საჭიროებას და ურეთრალი ბავშვი გაიზრდება სრულყოფილი ბელადი. მისი დევიზია: „ვინ, თუ არა მე?“ – მისი მოქმედება ცვლის ადამიანთა ცხოვრებას მომავალში, რომელზეც პასუხს აგებს.

უსაფრთხოების გარანტი თუ წვრილმანი ინტრიგანი

ყნოსვის ვექტორიანი – მელანქოლიური ადამიანი. ის მუდმივად უკმაყოფილოა, მისთვის ყველაფერი ყარს – გნებავთ საჭმელი – გნებავთ ადამიანები. მისი ამოცანაა ძალაუფლება საკუთარი უსაფრთხოებისთვის. თუ ყნოსვამ მონახა გზა საკუთარი უსაფრთხოებისთვის – ის უზრუნველყოფს მთელი ჯგუფის უსაფრთხოებასაც, რომელსაც თვითონ ეკუთვნის. „ომი“ მისი ბუნებრივი მდგომარეობაა. ზეწოლა აუცილებელია მისი ინტუიტიური ინტელექტის განვითარებისთვის. თუ ზაწოლა არასაკმარისია, ის თავად ქმნის კომფლიქტურ სიტუაციებს – თუნდაც ნათესავებს შორის. განვითარებული ყნოსვის ადამიანი გახდება პოლიტიკოსი, ფინანსისტი, სწავლული. განუვითარებელი კი წვრილმან ინტრიგანად დარჩება.

ღორმუცელა თუ ორატორი

ორალი ბავშვი ყვება ათასგვარ ისტორიას და ყვება ისე, რომ აუცილებლად მოუსმენთ. მართალია ხან აზვიადებს მოვლენებს (თუ ფიქრობს რომ აუდიტორია ინტერესს კარგავს). რაც უფრო ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, მით უფრო ფანტასტიკურია მისი მონათხრობის სიუჟეტი. თუ შენიშნა, რომ უფროსების ყურადრებას უცენზურო სიტყვებით იქცევს, აუცილებლად ჩააქსოვს მათ საუბარში. თუ ვერ განივითარა ბავშვობიდან ორატორული შესაძლებლობები – ის გახდება მოლაყბე და ღორმუცელა. ხოლო თუ სჯიდნენ კიდეც, შეიძლება მეტყველების პრობლემაც განუვითარდეს. არა და შესაძლოა გამხდარიყო საჯარო გამოსვლების ვარსკვლავი, ლექტორი – რომლის ბაგეთაგან მოწყვეტილი ფრთიანი ფრაზები ქვეყანას მოიფრენდა. მას, როგორ არავის სხვას, შეუძლია ხალხის გონებამდე მიიტანოს ისეთი რთულად გასაგები საგნები, როგორიცაა მაგალითად – სისტემურ ვექტორული ფსიქოანალიზი, ან ნებისმიერი ონტოლოგიური თუ თეოლოგიური საკითხი.

 ბიცეპსებსა და ტრიცეპსებზე

კუნთის ვექტორი სუფთა სახით დიდი იშვათობაა თანამედროვე რთულ ლანდშაპტში, მეგაპოლისებში. ის უფრო მიყრუებულ პროვინციაში შეიძლება შეგვხვდეს. კუნთი შეიძლება მივაჩვიოთ სასარგებლო ფიზიკურ შრომას და საკუთარი ძალების საზოგადოებისთვის სარგებლის მომტან საქმიანობაში ხარჯვას. წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად გამონახავს თავის ადგილს მარგინალი კანის სამსახურში ჩადგომით ან ურეთრალი ბანდიტის ბანდაში.

   საჭიროა მცირე ასაკიდანვე გავიგოთ რა შესაძლებლობები აქვს პატარას, რომ სწორი მიმართულებით განვავითაროთ ისინი. ამაში კი მშობლების შეუდარებელი მრჩეველი ნამდვილად იქნება სისტემურ-ვექტორული ფსიქოანალიზი.

ავტორი: ვ.იუნევი

მთარგმნელი: ekoterine sagittarius

  • ზიგმუნდ ფროიდი - ხასიათი და ანალური ეროტიკა

  • ყნოსვის ვექტორის ამოსვლა ანალ-სმენის სცენარში

  • მოკლედ რვა ვექტორის შესახებ

  • ყოფნა – არ ყოფნა. ნიჭის მარცვალი

  • პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე (5)

  • ურეთრალური ფაზა

  • დიაგნოსტიკა. ასაკი

  • ჯგუფი, როგორც სისტემა მოქმედებასა და განვითარებაში