პროფესიონალი თუ ფეთხუმი


პროფესიონალი თუ ფეთხუმი ძალზე ცუდი მდგომარეობაა, როცა ადამიანში ცდილობენ განავითარონ ის თვისებები, რომლებიც საერთოდ არ აქვს. ვექტორი ამ თვისებათა ერთიანობაა, და ყველას აქვს ერთი ან რამოდენიმე ვექტორი. ეცადო მიიბა ის ვექტორები და მათი თვისებები, რომლებიც არაა დაბადებიდან თანდაყოლილი – ისევე შეუძლებელია, როგორც მათი წაშლა არსებობის შემთხვევაში. თუმცა შესაძლებელია ზოგიერთი ვექტორული სურვილის დაშენება, დათრგუნვა ან იგნორირება. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს შეიძლება ცხოვრებისეულ ტრაგედიად იქცეს. დავუშვათ ბავშვი არის ანალის ვექტორიანი, ეს ნიშნავს, რომ მას შეუძლია ფოკუსირდეს ერთ დავალებაზე, შეასრულოს ხარისხიანად, ჩაუღრმავდეს ყველაფერს დეტალურად და აითვისოს დიდი მოცულობის, საჭირო ინფორმაცია. მაგრამ ამ დროს არ აქვს კანის ვექტორი – ეს ნიშნავს, რომ სისწრაფე და მრავალფუნქციურობა მისთვის მიუღწეველია და და შესაბამისად არაა მისი ბუნებრივი ფუნქცია. ასეთი ფლეგმატური ბავშვის კანის ვექტორიანი მშობლები ძალიან უკმაყოფილო იქნებიან, თავად არც თუ კარგად განვითარებულები, მაშასადამე წარუმატებელი ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე მათი სურვილი რესურსების ორგანიზების – იქცა მბრძანებლობის სურვილად. ხედავენ რომ ბავშვი მათი გადმოსახედიდან ნელა მოქმედებს, ისინი გაღიზიანებული აწვდიან ახალ-ახალ მითითებებს. პატარა ანალი ბავშვი მობილიზდა რომ შეიკრას თასმები და აი უკვე ახალი ბრძანება ისმის – ჩაიცვი ქურთუკი!! ჯერ არ ჩაუცვამს ქურთუკი და ისევ საყვედურიანი მითითება – წავედით!! ასეთი მიდგომა არა მხოლოდ არ დააჩქარებს ბავშვს (ვერ განუვითარებთ არარსებულ თვისებას) არამედ არ მისცემს არსებულ თვისებებს განვითარების საშუალებას. ასეთ შემთხვევაში ზედმიწევნით მოწესრიგებული ანალური თვისებების მატარებელი პროფესიონალის მაგივრად, მივიღებთ ფეთხუმ, ზერელე ადამიანს, რომელიც გამუდმებით ტოვებს საქმეს დაუსრულებელს. სულ სხვა შედეგს მიიღებენ მშობლები, რომელთაც ეყოფათ მოთმინება და გონიერება – არ დააჩქარონ! მისცენ ბავშვს ნორმალურად განვითარების საშუალება მისთვის საჭირო ტემპის გათვალისწინებით. ამუშაონ ინფორმაციის დამუშავებასთან, უკითხონ წიგნები, მისცენ საშუალება ფოკუსირდეს ერთ საქმეზე ვიდრე არ ამოწურავს მას. ასე აღზრდილი ანალი ბავშვი უპირობოდ ჩამოყალიბდება მაღალკვალიფიცირებულ პროფესიონალად.

ასევე სამწუხაროდ ეწყობა იმ ბავშვების ბედი, ვინც გამუდმებით სტრესში იმყოფება. ვიზუალი ბავშვი ეს ძალიან ემოციური და მგრძნობიარე ბავშვია, რომელსაც სულ ყურადღება, სითბო და სიყვარული სჭირდება. მხოლოდ ზრუნვით უზრუნველყოფილი შეძლებს ის სხვების თანაგრძნობას. ვიზუალები მშიშარები არიან, შიში მათთვის სტრესის მდგომარეობაა. თუ პატარა ვიზუალს მოუყვებით საშიშ ზღაპრებს, ამით მხოლოდ შეაფერხებთ მისი საჭირო მიმართულებით განვითარებას. პუბერტატის ასაკის დაძლევის შემდეგ ის იწყებს საკუთარი თავის სიბრალულს, ზრუნავს იმაზე რომ მთელი ყურადღებით მისკენ იყვნენ მიმართული, წინააღმდეგ შემთხვევაში ნევროზდება და სხვა და სხვა საშუალებებს მიმართავს რათა მიიღოს სასურველი ყურადღება. პატარა შეშინებული ვიზუალის ძლიერი წარმოსახვის უნარი, ლამაზი ნახატების ნაცვლად, ყველა ბნელ კუთხეში მონსტრებს „ხატავს“. ასეთი ქვეცნობიერი შიში მაგნიტივითაა მრავალი უსიამოვნო სიტუაციისთვის. ცხოველები კარგად გრძნობენ შიშს და არა მარტო ცხოველები, ნებისმიერმა მანიაკი მის თვალებში უძირო შიშს ხედავს. თუ ვიზუალ ბავშვს განუვითარდება მასში დაბადებიდან დაყოლილი ემპათიის უნარი, მას დიდი შანსი აქვს განივითაროს ძლიერი წარმოსახვითი ინტელექტი, რასაც წარმატებით გამოიყენებდა როგორც ფსიქოლოგი, პედაგოგი, ექიმი, ლიტერატურის მცოდნე. ასეთი განვითარებული ვიზუალიდან მუდამ მოედინება სიყვარული მის გარშემომყოფებზე.


მასალა თარგმნილია ვ.იუნევის ლექციებიდან ვიზუალური ვექტორის გარეგნული იერსახე

  • ნიშნები და ცრურწმენები

  • კულტურული აღმასვლა მასებში

  • ქალური სიყვარული თუ შებრალება?

  • ოჰ, ეს საოცრად განსხვავებული სიყვარული

  • ვიზუალების შესახებ

  • ეს თვალწარმტაცი კან-ვიზუალური სამყარო

  • ვიზუალური ვექტორის დამახასიათებელი დაზიანებები და სტრესები

  • ვიზუალური ვექტორი - ვრცელი მიმოხილვა