ფსევდოჰუმანიზმი, ანუ რა არის ჩვენი სიცოცხლე ხელოვნებასთან შედარებით?


ფსევდოჰუმანიზმი, ანუ რა არის ჩვენი სიცოცხლე ხელოვნებასთან შედარებით?

სილამაზე მაყურებლის თვალი

მინაზებული, ელიტარული ქალბატონები ჭრილობებისა და ავადმყოფობის გაფიქრებაზეც კი რომ გული მისდით, მედდები – რომლებიც პაციენტებს უვლიან – მკურნალობენ, აჭმევენ, ბანენ და აცმევენ პაციენტებს, ეს ორივე ჯგუფი ერთი ვექტორის – ვიზუალის წარმომადგენლები არიან. ფსიქიკის ერთი და იგივე თვისებები – ემოციური კავშირის მოთხოვნილება, მაგრამ პირველ ჯგუფს – მიღების, ყურადღების მიქცევის სურვილი ამოძრავებს, მეორეს კი – გაცემის, თანაგრძნობის, მწუხარების გაზიარების და გრძნობების გარეთ გამოტანის.

ორივეს თავიანთი ადგილი აქვთ საზოგადოებაში, შეცდომას დავუშვებთ თუ შევაფასებთ ვინ უკეთესია ვინ უარესი. ყველა თავის წვლილს დებს კაცობრიობის განვითარებაში, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტყუილად არ ცხოვრობს.

სხვა საქმეა, როცა არსებული რეალიზაცია არასაკმარისია, ადამიანი იტანჯება უკმარისობებით, ფრუსტრაციით, სიცარიელით და თავის ტანჯვას სკანდალებით, გულის აცრუებით, ისტერიკით და საკუთარი თავის ჩაკეტვით გამოხატავს.

როცა ხელოვნება უკვე საკმარისი აღარ არის, როცა მოთმინების ფიალა ივსება, ზიზღი ნაპირებიდან გადმოდის, კულტურის დონე თავის მნიშვნელობას კარგავს და ადგილს უთმობს მწვავე მოთხოვნილებას რეალიზდეს როგორმე მაინც, ნებისმიერი მისაღები მეთოდით შეავსოს ვიზუალური ვექტორის პირდაღებული სიცარიელეები.

საკუთარი ფსიქიკის მოთხოვნილებების სისტემური გააზრების გარეშე, ჩვენ ვცდილობთ საკუთარ სურვილებში ვიპოვოთ გამოსავალი. ყველაზე ხშირად კი ყველაზე ადვილად მისაწვდომ გზას ვირჩევთ, ელემენტარულ ხერხს – პირდაპირ გზას – მომეცით, შემომხედეთ, მისურვეთ, შემიყვარეთ!

როცა ემოცია საკმარისი აღარაა

ეს ის შემთხვევაა, როცა სწორედ ვიზუალი, რომელიც მოწოდებულია საზოგადოებაში ზიზღის და სიძულვილის დონე შეამციროს, არამხოლოდ წყვეტს ამის კეთებას, არამედ სიძულვლისა და გაბოროტების საერთო საწყაოში თავისი წვლილიც შეაქვს.

ამ მომენტში ხელოვნება, კულტურის გარეგანი გამოვლინება, აღზრდა, განათლება და მსგავსი – ადამიანის სიცოცხლეზე, თანაგრძნობის უნარზე, სიყვარულსა და ყველაფრის მიუხედავად პატიებაზე მნიშვნელოვანი ხდება.

როცა ხელოვნებათცოდნე ვიზუალი აქტიურად იწყებს ქალაქების დაბომბვის მხარდაჭერას, როცა მხატვარი ნაციზმის იდეებს ქადაგებს, როცა ექიმი თავისი პაციენტების გაფილტვრას იწყებს და ირჩევს ვის უმკურნალოს და ვის არა, გარკვეული საკუთარი მოსაზრებების მიხედვით თუ რომელი კონკრეტული ადამიანი იმსახურებს სიცოცხლეს და რომელი არაა.

როდესაც დახეული კაბა უფრო მეტ წუხილს იწვევს ვიდრე მოკლული ბავშვი, ეს ნიშნავს რომ ვიზუალი ძალიან იტანჯება სიცარიელით, რაც აიძულებს საკუთარ თავზე უფრო კონცენტრირდეს ვიდრე სხვებზე. რაც უფრო მეტ ხანს რჩება ადამიანი ასეთ მდგომარეობაში მით მეტად უცხო ხდება მისთვის სხვა ადამიანების წუხილი. ყოველდღიურად მისი პირადი ინტერესები, შეხედულებები ცხოვრებაზე, მცდარი თუ სწორი მოსაზრებები უფრო და უფრო მეტ სივრცეს იკავებენ და იქიდან დევნიან სხვებს.

ყველაზე უფრო თანამგრძნობი ვიზუალის სურვილები და საჭიროებები აუვსებლობით იტანჯება, მხოლოდ ნაწილობრივ რეალიზდება ყოველდღიურ საქმიანობაში, ეს კი ადამიანის ცხოვრებით სრულყოფილად ტკბობაში ხელს უშლის.

შინაგანი დისკომფორტი ისე იზრდება, რომ სულში სხვისი ტკივილისთვის ადგილი აღარ რჩება. ამგვარად, ბუნებრივად მგრძნობიარე ადამიანი, რომელსაც დაბადებიდან თანდაყილილი აქვს სხვისი მწუხარების გაზიარების უნარი ნებისმიერ სხვა ვექტორზე მეტად, სწორედ ის გადაიქცევა უგულო და პასიურად სასტიკ ადამიანადაც კი.

არარეალიზებული ვიზუალური სურვილები შესაძლოა სხვადასხვა შიშების, ფობიების, პანიკის შეტევების, ცრურწმენების და სხვა ფსიქოლოგიური ნაგვის განვითარების საფუძველი გახდეს, რაც ცხოვრებას გვიბინძურებს და მის ხარისხს ქვემოთ სწევს.

სიყვარულისთვის დაბადებული გულგრილობით მოგკლავს

მთელი კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში სწორედ ვიზუალების ძალისხმევით შემოდიოდა კულტურა, ხელოვნება, თანაგრძნობა, ურიერთგაგება და სიყვარული. მათი წყალობით კაცობრიობის განვითარების ყოველ ახალ დონეზე სულ უფრო ფასდებოდა ადამიანის სიცოცხლე და თავის პიკს ამ ღირებულებამ თანამედროვე სამყაროში მიაღწია.

ყოველ თაობაში უფრო და უფრო დიდი ტემპერამენტის ადამიანები იბადებიან. ვექტორებში სურვილის ძალა იზრდება და შესაბამის რეალიზაციას მოითხოვს. ტემპერამენტის ზრდასთან ერთად ტანჯვისა და ფსიქოლოგიური სიცარიელის დონეც იზრდება.

ამიტომაც დღეც სულ უფრო მეტ ვიზუალს ვხედავთ, რომლებიც რეალიზებას ყველაზე მაღალ დონეზე – ადამიანისთვის თანაგრძნობის გაწევის დონეზე ცდილობენ, იქვე კი გვხვდებიან სხვებიც ამავე ვექტორის წარმომადგენლები, რომლებსაც შეუძლიათ გულგრილობით დაგახრჩონ, ეზიზღებათ გარშემომყოფები სხვა და სხვა მიზეზების გამო.

მოხალისეების მოძრაობები, საქველმოქმედო ფონდები, თავშესაფრები და ჰოსპისები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და სოცილაური პროექტები – მათი მასშტაბი და რაოდენობა კოლოსალურად გაზრდილია წარსულთან შედარებით.

თუმცაღა ყველაზე ხშირად სწორედ ვიზუალები (კულტური, მედიცინის, ხელოვნების სფეროების მუშაკები) ფრუდტრაციის წნეხის გავლენით ადამიანებისადმი დაუფარავი ზიზღის გამოხატვამდე ეშვებიან.

გულს ვერ მოატყუებ

საქმე იმაშია, რომ გაუცხოების, სიძულვილის და გაბოროტების პრიმიტიულ გამოვლინებამდე დაშვებისას იგივე ვიზუალი გულის სიღრმეში გრძნობს, რომ მისთვის ეს უცხოა. ეს ყველაფერი ვერ ავსებს, უკეთ ვერ ხდება, თავს კარგად ვერ გრძნობს, არსადაა კმაყოფილება რომელსაც ნამდვილი რეალიზაცია მოიტანდა. არსადა სიცოცხლის ნამდვილი სიხარული, არის მხოლოდ იძულებითი აგრესია შიშების, დაუკმაყოფილებლობისა და სიცარიელის გავლენით, ფსიქიკის სწორედ იმ სიბრტყეში რომელიც ბუნებამ უბოძა და რომლესაც დანიშნულებისამებრ ვერ იყენებს.

ნამდვილი ექიმი არასოდეს დაფიქრდება დაეხმაროს პაციენტს თუ არა. ნამდვილი მხატვარი ყველაფერში დაინახავს სილამაზეს და მას ტილოზე გადმოიტანს, ნამდვილ ხელოვნებათმცოდნეს ხელოვნების ნიმუში არ გამოეპარება, მაგრამ არც ერთი მათგანი ამ ყველაფერს ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა არ დააყენებს. მხოლოდ ვიზუალი მასწავლებელი ასწავლის ბავშვებს უანგარო სიყვარულს განურჩევლად ადამიანის ნებისმიერი თვისებისა.

ყოველი ვინც ისიც რა არის ნამდვილი გრძნობები, ვისთვისაც კულტურა ცარიელი სიტვები არაა, ვინც აფასებს ხელოვნებას და შეუძლია აქ თავისი თავი გამოავლინოს, მას გულთან მიაქვს სხვისი წუხილი, აბსოლუტურად ყველა ვიზუალს შეუძლია საკუთარი თავის ამ ვექტორის უმაღლეს დონეზე რეალიზება. მიიღოს ამისგან განუზომელი კმაყოფილება და ნამდვილი სიხარული სრულყოფილი ცხოვრებისგან. პრიმიტიული გაუცხოებისთვის უკვე ადგილი აღარ რჩება ყოველგვარი მიზეზის მიუხედავად.

ბევრი ვიზუალი, რომლებმაც სვფ-ს ტრენინგი გაიარეს, ღიად საუბრობენ მათ ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებზე. ფსიქოლოგიური ნაგვის მძიმე ტვირთი ბავშვობის შიშების, ფიქსაციების, ცრურწმენების, პანიკური შეტევების და თანდაყოლილი სურვილების მცდარი აღქმის სახით, არ აძლევდა მათ საშუალებას გახსნილიყვნენ და საკუთარი რეალიზება თავიანთი ტემპერამენტის მიხედვით მოახდინათ.

თავიანთ შიშებში, ფობიებში და წარუმატებლობაში, ფსიქოლოგიურ წინაღმდეგობებში ერთხელ გარკვეულები აცნობიერებენ რა თვიანთ ნამდვილ სურილებს და პოტენციალს, თავიანთ ცხოვრებაზე კონტროლს საკუთარ ხელში იღებენ. გაცნობიერებულად და განზრახ ირჩევენ სცენარს საკუთარი ცხოვრებისთვის თავიანთი თანდაყოლილი ფსიქოლოგიური თვისებების სარეალიზაციოდ.

ყველა ასე თუ ისე დაკავშირებულნი ვართ, შეუძლებელია მთლიანად უგულებელყო სხვისი ტანჯვა, შესაძლებელია მხოლოდ სხვებთან ერთად გაიზიარო ის, მაშინ ყველა შეძლებს როგორმე მაინც გაიღიმოს.

წყარო

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

  • ვიზუალი და მისი თავისებურებები

  • ვიზუალური ფსიქოტიპის გამოვლინებები

  • ქალური სიყვარული თუ შებრალება?

  • ზედა ვექტორების გავლენა წყენის მდგომარეობაზე (ანალ-ვიზუალი)

  • ვიზუალური ვექტორი - ვრცელი მიმოხილვა

  • კულტურული აღმასვლა მასებში

  • „ის“, ვისიც სტივენ კინგსაც კი ეშინოდა

  • ვიზუალების შესახებ