უძილობა – როცა საძილე საშუალებები უძლურია


უძილობა – როცა საძილე საშუალებები უძლურია

ოთახში ისე ბნელა რომ თვალები დახუჭული გაქვს თუ გახელილი სულ ერთია… უკვე ორი საათი გავიდა რაც საძილე საშუალების მესამე აბი დავლიე. ეს ცხვრების, სპილოების და სხვა ცხოველების თვლაც რა სისულელეა სულ არ მშველის არაფერს. გარეთ ქარი უბერავს, სამზარეულოში ფანჯარა იღება, ლიფტი ამოვიდა, სადღაც შორს გზატკეცილზე მოტოციკლებით დაჰქრიან,წყლის ჩხრიალი ჩამეხმის… ვეღარ გავიგე მცივა თუ მცხელა, დაჭმუჭნული ლოგინი მწვავს.

როგორ დავიღალე!

დავიღალე იმით, რომ ვწევარ და ვერ ვიძინებ, მინდა, სურვილით ვიწვი ისე მინდა დაძინება და არ შემიძლია. როგორც მინდა გამოვრო ეს ფიქრების დაუსრულებლი ნაკადი თავში და დავიძინო. ერთი თითქოს ებღაუჭება მეორეს და ასე დაუსრულებლად, შეუსვენებლივ. აუტანელია! თავს ვაიძულებ არაფერზე არ ვიფიქრო, გავითიშო, აბსტრაგირებას მივმართო, შევწყვიტო მონოლოგი მაგრამ არ გამოდის! ფიქრები ტარაკნებივით მოძვრებიან ჩემს გონებაში. გვიფიქრე, გვიფიქრე, გვიფიქრე…

მომასვენეთ!

ღმერთო, როგორ მინდა ძილი! ძილი კარგია, ალბათ ასე კარგია სიკვდილის მერეც. ცა გაფერმკრთალდა, მალე ინათებს…კიდევ ერთი უძილო ღამე მოვიტოვე უკან და კიდე ერთ უაზრო დღეში შევაბიჯე. ახლა გონება გაითიშება. მხოლოდ ორი-სამი საათით, უსიზმროდ, უბრალოდ იმიტომ რომ გზაში არ ჩამეძინოს, წყალობა – მშიერი ძაღლისთვის მიგდებული გამოხრული ძვალივით,წინ კი უსასრულო დღე და კიდევ ერთი უძილო ღამეა.

წრეზე დავრბივარ…

ინსომნია ანუ უძილობა, ძილის ისეთი რღვევაა, როცა ორგანიზმი ვერ ისვენებს, არც ერთ მახასიათებელს არც ხარისხობრივს არც რაოდენობრივს აზრი არ აქვს, რადგანაც ძილის ხანგრძლივობაცა და სიღრმეც ყველასთვის ინდივიდულურია…

ძილი ერთადერთი მდგომარეობაა როცა ფიზიკურ სხეულთან ერთად ფსიქიკურიც ისვენებს. ამიტომ სწორედ უძილობა აღიქმება როგორც აუტანელი დაღლილობა ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვის მაგიერ.

უძილობის მიზეზი უამრვია სტრესიბან დაწყებული ნერვიული სისტემის ქრონიკული დაავადებებით დამთავრებული. უძილობას ხშირად დეპრესიაც ერთვის. უძილობის დიაგნოზის დასამელად აუცილებელია ძილის დარღვევას ადგილი ჰქონდეს არა ნაკლებ კვირაში სამჯერ ერთი თვის განმავლობაში და ძლიერ გავლენას ახდენდეს პაციენტის ფუნქციონალურ და სოციალურ აქტივობაზე.

ჩვენ მივეჩვიეთ რომ დახმარებას მაშინ ვითხოვთ როცა ეს ძლიერი გავლენა უკვე რეგულარულია, როცა პაციენტი ყველაფრისთვის მზადაა, რომ თუნდაც ერთი ღამით დაიძინოს. ამ დროისთვის უკვე გამოყენებულია ყველა შინაური სშუალება – რეჟიმის ნორმალიზაცია, დიეტები, ძილის წინ გასეირნება, ვალერიანი, მელისა და ყველა ბალახი და საშუალება რაც ურეცეპტოდ იყიდება, მაგრამ მგდომარეობა სულ უფრო მძიმდება.

რა ხდება მერე, როცა გულმოდგინე კვლევის მერეც კი მიზეზს ვერ პოულობენ. რატომ იტანჯება უძილობით ფიზიკურად სრულიად ჯანმრთელი ადამიანი? ან როგორ ავხსნათ ის რომ ძლიერი საძილე საშუალების შემდეგაც კი პაციენტს მდგომარეობა არ უმსუბუქდება?

ქვეცნობიერის აისბერგი

ცოტამ თუ იცის რომ ის ადამიანი ახლა რომ უძილობით იტანჯება ცოტა ხნის წინ დღე-ღამეში 10-12-14 საათი ეძინა გადაბმულად. სხვებს დღე-ღამეში 6-8 საათი სძინავთ და ეს სრულიად საკმარისია დასვენებისთვის მეტი უბრალოდ არც ჭირდებათ და არც უნდათ.

თუმცა არსებობს ხალხი ვისთვისაც ძილი არა მხოლოდ ფიზიკური არამედ ფსიქიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალებაცაა. იმ რვა ვექტორს შორის რომელსაც სვფ იცნობს, სმენის ვექტორი ამ მხრივ გამორჩეულია. ის აისბერგს გვაგონებს – ის რასაც ამჟღავნებს მხოლოდ აისბერგის წვერია მის უზარმაზარ პოტენციალში, და ამასთან ერთად ყველანაირი დაუკმაყოფილებლობის მსუბუქი მინიშნებაც.

ყველაზე მოცულობითი, ძლიერი და ჩვენს დროში შეიძლება ითქვას ერთადერთი ვექტორია ვისი მოთხოვნილებების ბოლომდე დაკმაყოფილებაც ვერ ხერხდება. მომხმარებლურ – კანურ ფაზაში, ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი ახირება დავიკმაყოფილოთ. მაგრამ რაც მეტი მატერიალური სიკეთე აქვს სმენას მით უფრო მძიმდება მისი მდგომარეობა, უფრო ნათლად ესმის, რომ არ არსებობს ამქვეყნად ისეთი შეგრძნება და შთაბეჭდილება რომელიც გაახარებს. და რაც უფრო ,,იმშევა“ სმენა მით უფრო იკლებს სხვა ვექტორების სურვილების მნიშვნელობა.

სმენური ძიება ყოველთვის ცდება მატერიის ფარგლებს. ცხოვრების აზრი, პირველმიზეზის გაგება, ყოფნისა და არყოფნის არსი, სამყაროს კანონები და შემოქმედის გამოვლინება, ადამიანის დედამიწაზე ცხოვრების მიზანი და მისი სიკვდილი ამ ყველაფრის ფიზიკური სიდიდეებით გაზომვა შეუძლებელია, და ყველაფერი ეს მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ერთი ვექტორისთვის – სმენისთვის.

პირველყოფილი პერიოდიდან მოყოლებული სმენის სპეციფიკური აბსტრაქტული ინტელექტის მუშაობისთვის აუცილებელი იყო ყურადღების კონცენტრაციის მაღალი ხარისხი, რაც მხოლოდ სრულ სიჩუმეში მიიღწეოდა, ამიტომაც სმენები ჯოგის ღამის დარაჯები იყვნენ, სავანის ღამეულ ხმებს უსმენდნენ. რაც უფრო მეტად ისმენდა მით უფრო უკვირდებოდა ყურის ბარაბნის გარე მხარეს და უფრო მეტი ინტენსივობით მუშაობდა აზრი.

მთელი კაცობრიობის ძიების ისტორიას მოსდევდა ისეთი ეფექტები როგორიცაა კლასიკური მუსიკა, ფიზიკა, ფილოსოფია, რელიგია, ეზოთერიკა, ისეთი იდეებით ენთებოდა როგორც რელიგიები, მეცნიერება, კვანტური ფიზიკა, ინტერნეტი და ა.შ. წარსულში სრულიად წარმოუდგენელი მოვლენებით.

ოდესღაც პირველად წარმოითქვა სიტყვა “მე“ და ამას საკუთარი თავის სხვებსგან გამოყოფა მოჰყვა. სმენამ საკუთარ თავში კითხვებზე პასუხის ძიება დაიწყო რომელთა პოვნაც მხოლოდ ცნობიერების ნაჭუჭიდან გარეთ გამოსულს შეეძლო. აზროვნების ტიტანური ძალისხმევა და სმენური ფსიქიკის გიგანტური დაძაბვა ენერგიის კოლოსალურ მარაგს მოითხოვს. რისი კომპენსირებაც თავის მხრივ სრულფასოვანი დასვენებით ხდება. როცა სწორედ ფსიქიკა ისვენებს ასეთი მოვლენა კი ძილია. ამიტომ სმენები ყველაზე მძინარა ხალხია, ხშირად მათ შუადღემდე სძინავთ და მერე შუაღამემედე მუშაობენ.

სმენური მოთხოვნილებები – ეს ყველაზე დიდი უკმარისობებია და ყველაზე მტკივნეულად სწორედ მათი აუვსებლობა აღიქმება, მეორე მხრივ სწორედ მათ დაკმაყოფილებას მოაქვს ყველაზე დიდი კმაყოფილება და სიხარული. მხოლოდ ამისშ ემდეგ იჩენენ თავს სხვა ვექტორების მოთხოვნილებები, მათ შორის ლიბიდოზე პასუხისმგებელი ქვედებისაც.

როგორც იქნა კვანტური ფიზიკის ამოცანის პასუხს მიაგენი და უცებ გვერდით მერხზე მომხიბლელი თანაკურელიც შეამჩნიე.

ზარალის ანაზღაურება

ყველა სიამოვნებისკენ მივისწრაფვით და ამიტომ გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ვცდილობთ ჩვენი თანდაყოლილი თვისების რეალიზებას. სმენები რეალიზებას კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, კოსმიური კვლევების სფეროში, საომარ ინჟინერიაში, მედიცინაში განსაკუთრებით კარდიოქირურგიაში, ნეიროქირურგიასა და ფსიქიატრიაში აღწევენ, ხელოვნებაში ხშირად მუსიკოსი-კომპოზიტორები, ფანტასტი მწერლები ან პოეტები.

და რა ხდება მაშინ როცა სმენური სამუშაო არ გამოდის? როცა ფსიქიკა დაძაბული არაა, აბსტრაქტული აზროვნება არ გამოიყენება, მახვილი სმენა კი მძიმე როკით იხშობა, რომ ცხოვრებაში ხელი არ შეუშალონ. ამ შემთხვევაში სმენური შეუვსებელი უკმარისობები იზრდება და ყოველწუთს გვახსენებენ თავს. ისე რომ ვერც აცნობიერებს რა ხდება, რატომაა რომ გარეგნული კეთილდღეობის მიუხედავად სულიერი მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა. სმენა ცდილობს მტკოვნეული რეალობიდან წავიდეს იქ სადაც ნაკლები ტკივილია – ძილში.

ასეთი სმენები ძილის უამრავი საათის მერეც კი თავს დასვენებულებად ვერ გრძნობენ. გაქცევის მცდელობები სამუდამო არაა, ბუნების წინააღმდეგ ვერ წახვალ, ის თითქოსდა ახსენებს სმენას მისი სახეობრივი როლის შესახებ და ძილს ართმევს, არ მუშაობ სმენურად და ვერც იძინებ. სმენურ გონებრივ სამუშაოს ვერაფრით ჩაანაცვლებ, ამიტომაც ძილის მოსაწერიგებელი ნებისმიერი რეკომენდაცია რომელიც სხვა ვექტორებთან მუშაობს, აქ უშედეგოა. კანის მატერიალური დოვლათის დაკარგვის სტრესი, ანდა ვიზუალის ემოციური რყევები რაც უძილობის მიზეზი ხდება შეუძლებელია ყოველდღე განმეორდეს – ღამიდან ღამემდე უსასრულო უძილობა მხოლოდ სმენური ხასიათისაა.

მაშინაც კი როცა უძილობით შეწუხებული სმენა ძლიერ საძილე საშუალებას იღებს რომელიც ორგანიზმს დაძინების საშუალებას აძლევს – ძილს სიმშვიდისა და დასვენების განცდა მაინც არ მოაქვს ეს ფიზიკური სხეულის შვებაა მაგრამ არანაირად ფსიქკურის. და აი ამ დროს იწყება სმენაში დეპრესია და სუიციდური ფიქრები.

ცვლილებების ეპოქა

ჩვენ გარდამავალ ეპოქაში მოგვიწია ცხოვრება როცა კანური ფაზა ელვის სისწრაფით მიიწევს წინ მაგრამ ანალური ფაზის გამოძახილი ჯერ ისევ გვახსენებს თავს და უკან მიგვათრევს მაშინ როცა ჰორიზონტზე უკვე მომავალი მოსჩანს ჯერ-ჯერობით ჩვენთვის მიუწვდომელი ურეთრალური ფაზა, რომლის დადგომისთვის აუცილებელია სულიერი გარღვევა. ჩვენ ყველანი ვგრძნობთ ამას სხვა და სხვა დონეზე, გვესმის რომ მოხმარებამ თავისი თავი ამოწურა თანამედროვე ადამიანს რაღაც გაცილებით მეტი სჭირდება ვიდრე უბრალოდ მსუყე სადილია.

გაცნობიერებულობა, საკუთარი თავის, საკუთარი არსებობის აზრის შეცნობა, ესაა ის ახალი სულიერი საფეხური, რომელსაც ასე ველით სმენებისგან. მხოლოდ მათ შეუძლიათ ამ ნაბიჯის გადადგმა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ადამიანური განვითარების განუზომლად უფრო მაღალ დონეზე გადავიდეთ, და გავიგოთ რა არის იქ ურეთრალური ფაზის არსში.

ქრონიკული და მკუნალობას დაუქვემდებარებელი უძილობის შემთხვევების გახშირება ეს პირველი ნიშანია იმისა, რომ სმენური აზროვნების ნაყოფი კატასტროფულად ცოტაა. სმენას უჭირს პუბერტატის დასრულებამდე სათანადოდ განვითარება, მერე კი უჭირს თავისი თვისებების რეალიზება. საკუთარი ბუნების ვერ გაგება, საზოგადოების მიერი მისი უცნაური საჭიროებების ვერმიღება – ესაა ის წინააღმდეგობები რომლების გადალახვაც უწევს სმენურ აზრს, მერე უკევ შემდგარს საკუთარი თავის რეალიზება და ბოლოს თავისი მფლობელისთვის განუზომელი სიხარული და ბედნიერება მოაქვს.

დღეს არ არის არაფერი უფრო ძლიერი, მტკივნეული და ენერგიის დამხარჯველი და ამავე დროს თანამედროვე ადამიანის ისე ამავსებელი როგორც სმენაა.

საკუთარ თავს რომ გაუგო, უნდა გაჩუმდე

უძილობა განკურნებადია, იოლად და სამუდამოდ. იმის გაცნობიერებით თუ როგორ ვართ მოწყობილები სინამდვილეშე სისტემური აზროვნების ფორმირებით, რომელის ყველაფერი არსებულის რვგანზომილებიან მატრიცას ფსიქოლოგიური მექნიზმის გაგების საშუალებას გვაძლევს და ცხოვრების აზრას ვაცნობიერებ. ჭეშმარიტი სმენური აზროვნებით მიღებული სიამოვნება არაფერს შეედრება. ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია განსაკუთრებით ჩვეულებრივი ყოველდღიური სიტყვებით.

ეს დაახლოებით იმას გავს როცა პირველად იწყებ სუნთქვას და ვერ ძღები ჰაერით, პირველად ხედავ რაღაცას და თვალს ვერ აშორებ და ცხოვრებაში პირველად ცხოვრობ საკუთარი ცხოვრებით და აკეთებ ზუსტად იმას რისთვისაც მოხვედი ამ სამყაროში.

და ამ დროს გესმის რა არის ნამდვილი ბედნიერება საკუთარი მეს არსებობით გამოწვეულ ნამდვილს ბედნიერებას. ძილიც გავიწყდება და უძილობაც, უკვე აღარ გარბიხარ ძილში მაგრამ მკვდარივით ეცემი საწოლში, რათა ცხოვრებაში პირველად გაიღვიძლო ბედნიერმა!

საკუთარი თავის შეცნობის სიამოვნება შეუდარებელია და ეს მხოლოდ სიმოვნება კი არა ფსიქოთერაპიაა, ფსიქოთერაპიას კი ფსიქოსომატური შედეგები მოყვება.

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

წყარო

მსგავსი სტატიები

  • მოზარდთა თვითმკვლელობები

  • ისინი იბადებიან რათა შეიცნონ სამყარო

  • სმენის ვექტორის აბსტრაქტული ინტელექტი

  • საიდან ჩნდება სურვილი ვუსმინოთ მუსიკას?

  • როგორ გავაღვიძოთ სმენა ქალის სექსუალობა

  • სმენითი ბავშვების სწორად აღზრდა

  • კლასის ყველაზე ჭკვიანი ბავშვი

  • ღამეული იმედები სამყაროს აღსასრულზე