თვითშემეცნების გზა – ჩემი სულის ფსკერზე


თვითშემეცნების გზა – ჩემი სულის ფსკერზე

უძველესი პერიოდიდად გვმოძღვრავდნენ – „შეიცან თავი შენი“. უბრწყინვალესი გონებანი პასუხებს ეძებდნენ ფილოსოფიაში, პოეზიაში, მუსიკაში, ეზოთერიკაში, მისტიკაში, ასტროლოგიაში, ფიზიკაში, ალქიმიაში. ისინი ეძებდნენ გასხივოსნების გზებს, თვითშემეცნება უპირველეს ამოცანად დაისახეს, მაგრამ ეს საკითხი დღემდე ღიად რჩება და იოტისოდენადაც არ არის მიახლოებული პასუხი კითხვაზე „ვინ ვარ მე, რატომ ვარ“. ფიზიკოსი სამყაროს არსს ფორმულით გამოხატავს, მუსიკოსი – სიმთა რხევაში გამოსახულ სულიერი მდგომარეობით, პოეტი – წერილობითი და ჟღერადი სიტყვით, მხატვარი – ხატსახეებით, რელიგიები ღმერთით, მაგრამ პასუხი არ ჩანს. საკუთარის „მეს“ განუსაზღვრელობამ მეოცე საუკუნეში უამრავი დახურული სექტის წარმოშობას შეუწყო ხელი, რომელთა უმრავლესობა მარგინალურია, ოცდამეერთე საუკუნემ კი სხვადასხვა ფსიქოლოგიების ტოტალური წარმოშობით წარმოაჩინა თავი, მაგრამ პასუხად ისევ სიცარიელის მდუმარებაა.

თავის „მესთან“ ბრძოლაწაგებული ადამიანი მიდის ფსიქოლოგთან და ეუბნება – „იცით, ფეხებს თვითონ მივყავარ ფანჯრისკენ, მე აღარ შემიძლია თავის მოთოკვა, დამეხმარეთ“ . ყველა ფსიქლოგს ერთი პსუხი აქვს – „მე მესმის თქვენი, ყველაფერი ძალიან მარტივია – შეიყვარეთ თავი“.

შემეცნება, არსის ძიება, უმეტესობას დიდად არც აინტერესებს, მაგრამ არიან განსაკუთრებული ადამიანები, რომელთა დიფერენცირებას, პირველად ექვსი ათასი წლის განმავლობაში, ახდენს სისტემურ–ვექტორული ფსიქოლოგია. ესენი არიან სმენის ვექტორის მქონე ადამიანები. მათი სურვილები არ არის მიმართული ფიზიკური სამყაროს ფასეულობებისაკენ.

თვითშემეცნება, სხეულში სულის აღმოჩენა და ბოლოსდაბოლოს თქმა „ მე – ადამიანი“ – აი ეს არის მათი ცხოვრების აზრი. ამ ადამიანების მთელი შინაგანი ძალები და სურვილები მიმართუილია თავისი „მეს“ შესახებ კითხვებზე პასუხის მიღებისკენ და მათთვის ამის გარდა აღარაფერი აღარ არსებობს. დღეს ადამიანთა ეგოიზმი იმდენად გაიზარდა, რომ ღმერთის განსაზღვრების შემცვლელებმა ფაქტიურად დაკარგეს მნიშვნელობა. ეს იმდენად აშკარაა, რომ მტკიცებაც არ სჭირდება. რელიგია – ყოფილი დიდებით შემკობილი ეს გაფერადებული კუბო, საზოგადოებრივი არარაობა, რომელიც ტრადიციებს ებღაუჭება, უკვე აღარავის სჭირდება. სულიერი ადამიანების დიდი ნაწილი რელიგიისგან არაფერ ღირებულს აღარ ელიან იმიტომ, რომ სულიერი სურვილების სიძლიერე იმდენად მაღალია, რომ სმენას პირდაპირ სურს თავის შემეცნება, ნამდვილი შემოქმედის და არა მისი საცოდავი პატენტის განცდა.

„მეც მქონდა შეთხვევა, როცა აბსოლიტურად დავკარგე კავშირი ამ სამყაროსთან. სამყარო ჩემთვის ილუზიად იქცა, სხეული კი ზედმეტ ტვირთად. დავკარგე დროის შეგრძნება, დღე და ღამე ამერია, სიცოცხლის შეგრძნება საერთოდ არ მქონდა, იყო მხოლოდ დეპრესია, რომლის ჩახშობასაც მძიმე მუსიკით და ალკოჰოლით ვცდილობდი. საერთოდ ვერ ვხედავდი გაღვიძების აზრს და ამავე დროს არც დაძინება შემეძლო, შევწყვიტე ურთიერთობები და სწორედ ამ დროს დამებადა აზრი.. გამყინავი აზრი თვითმკვლელობაზე. უცებ ვიგრძენი, რომ ყველაფერი აბსოლიტურად სულერთი გახდა და ვგრძნობდი უკანასკნელი ნაბიჯის დაუვიწყარ სიმსუბუქეს … რამ შემაჩერა? არ ვიცი, ალბათ შიშმა. არ დავიღლები ამ შიშის მადლიერებით, რადგან სულ მალე დიდი ბედნიერება მელოდა – მე შევიტყე სისტემურ–ვექტორული ფსიქოლოგიის შესახებ. ეს იყო საშვი გაცნობიერებულ ცხოვრებაში“. სვფ არის მეთოდი, რომელიც სმენის ვექტორის მქონე ადამიანს აძლევს შესაძლებლობას საკუთარი თავივით შეიცნოს სხვა ადამიანები, გარემო და შინაგან სამყაროზე კონცენტრირებით შეიგრძნოს ღვთაებრიობა თავის თავში. პირველად 6 ათასი წლის განმავლობაში ადამიანის სულის შესწავლისას ჩვენ ვიღებთ პასუხებს ყველა კითხვაზე, პასუხებს, რომლებიც ყველაზე ნატიფად ეხებიან ჩვენი ფსიქიურის სიმებს, რომლებიც ყველაზე ღრმად, არაცნობიერშია დაფარული, ამ პასუხების უქონლობა ტანჯვას იწვევს. დაფიქრდი, შენ შეგიძლია გააგრძელო ყვირილი უსასრულობაში უცნაურ და გამოუსადეგარ დღეებზე, სიტყვებზე, კითხვებზე, შეგიძლია იფიქრო, რომ თავად გაუმკლავდები ამ ყველაფერს, მაგრამ თუ ასეა, მაშინ რატომ გიჩნდება მისიკვდილებამდე დათრობა ან უბრალოდ სიკვდილის სურვილი? რატომ არ შეგიძლია დაივიწყო დანაშაულის შეგრძნება, ან გაუმკლავდე კომპლექსებს, რომლებიც გიშლიან ხელს ცხოვრებაში? რატომ არ გამოდის დიდი ხნის წინანდელი იდეის რეალიზება? სადაა ფესვები, სადაა შენი სურვილების საწყისი? არ ღირს შედეგების მკურნალიობა, ჯობია შენს ნამდვილ თავს მოჰკიდო ხელი.

წყარო

  • ნუთუ თავი უნდა მოვიკლათ

  • თვითმკვლელი ტერორისტები – ვინ არიან ისინი?

  • საიდან ჩნდება სურვილი ვუსმინოთ მუსიკას?

  • აბსტრაქტული სექსი – სამურაებიდან ანიმემდე. – სმენის ფარული ვიბრაციები.

  • მუდმივად გინდა ძილი

  • კან-სმენური ფსიქოტიპის რეალიზაცია

  • რჩევები სმენის ვექტორიანი ბავშვების მშობლებს

  • გრძნობა და გონება