კლასის ყველაზე ჭკვიანი ბავშვი
კლასის ყველაზე ჭკვიანი ბავშვი
მასწავლებლები აქებენ, მაგრამ მოსწავლეებს არ მოსწონთ, ბავშვი კი სულ უფრო უღრმავდება საკუთარ თავს, მშობლები კი ძალიან ამაყობენ და აღფრთოვანებულები არიან მისი მიღწევებით, ბავშვი უფრო იკეტება… უფრო ხშირად ზის მარტო თავის ოთახში, ჩამოფარებული ფარდებით და ერთი კვირთ ადრე დაწერილი დავალებებით… რათა არავინ შეაწუხოს. ყურსასმენებით, კომპიუტერთან, სიჩუმეში…
ყველა გამოცდა ფრიადზე ჩააბარა, რეპეტიტორი აღფრთოვანებულია, მოსწრება ძალიან მაღალია – ენუთუზიაზმი კი ნულზეა. ბავშვი ყველა სასკოლო და არასასკოლო დავალებას განსაცვიფრებლად ადვილად აკეთებს, საერთოდ არ იძაბება, თითქმის ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე. თითქმის მომენტალურად კარგავს სწავლისა და მეცადინეობის სურვილს. ყველაფერს სწრაფად აკეთებს რომ თავი დაანებონ, კომპიუტერთან და პლანშეტთან მარტო დატოვონ. სკოლაში არაა მისთვის საინტერესო საგანი. დამატებითი მეცადინეობები, წრეები, სექციები და რეპეტიტორები ყველაფერი ძალიან იოლად გამოსდის მაგრამ ვერ იტაცებს. ცეკვა, მუსიკა, სპორტი, ხატვა, ენები – ყველაფერი ადვილად მკრთალდება და აღარ იწვევს მასში უფრო ღრმად შესწავლის ინტერესს.
მე ყველაზე ჭკვიანი ვარ. მერე?
როცა გარშემო ყველა იმეორებს რომ შენ ჭკვიანი, ნიჭიერი და გენიალური ხარ უნებურად ამის დაჯერეას იწყებ. საკონტროლოს 20 წუთში ხსნი, გამოცდას მოუმზადებლად აბარებ, ამავე დროს მუსიკალურ და სამხატვრო სკოლასაც ასწრებ და ტენისისა და ცურვის სასკოლო გუნდშიც ხარ, ჩნდება ეჭვი რომ განსაკუთრებული ხარ,ყველაფერში საუკეთესო და თუ გენიალური არა ნიჭიერი მაინც. ის რაზეც სხვები ძალიან შრომობენ შენთვის უიოლესია. შენი კლასელები სემესტრის ბოლომდე სამიანების გარეშე ძლივს აღწევენ, შენ კი საშინაო დავაელებს შესვენებებზე წერ.
დროთა განმავლობაში წარმატებებს ვეღარ მოაქვთ ძველებური სიხარული და კმაყოფილება. რასაც ძალისხმევა არ ჭირდება აღარც განსაკუთრებულად ფასეულია მერე კი სულაც კარგავს აზრს. წარმატებების გამო თითქმის ყველაფერს გპატიობენ მაგრამ უკვე ნებისმიერ საჩუქარს, საყიდლებს და გასართობებს უფრო და უფრო ნაკლები სიამოვნება მოაქვს და ძალიამ მალეც გბეზრდება. რაც მეტი გაქვს მით უფრო ნაკლებად გინდა.
დგება ძლიერი ყოვლისმომცველი იმედგაცრუება, სიცოცხლე ცარიელდება აზრს კარგავს. თავში გამუდმებით რიალებს აზრი: “ყველაფერი მექნება რაც მომინდება, და რისთვის?ვინ დამეხმარება ამის გაგებაში? ფიზიკის ელემენტარულ ამოცანას რომ ვერ ხსნიან ისინი? მათი საუბარი მხოლოდ: ,,გადამაწერინე” და ,,ეს როგორ გამოგდის” ,,შემოიფარგლება”. თანდათან ქრება ყველა სტიმული, არაფერი აღარ გინდა, ვირტუალურ სამყაროში ხეტიალის გარდა და ეძებ პასუხებს, გამოსავლებს, მიზეზებს… იქ შენი არავის შურს, არავინ აღფრთოვანდება და არც არავის აინტერესებს ეს როგორ გამოგდის. იქ ხარ ის ვინც ხარ.
რისკები:
მაღალი პოტენციალი, აბსტრაქტული ინტელექტი, საკითხისადმი ღრმად ჩაწვდომის უნარი – ყოველივე ეს სმენის ვექტორიან ბავშვს სხვებზე ადვილად სწავლის საშუალებას აძლევს, თუმცა არასწორი განვითარების შედეგად ამ თვისებებსვე შეუძლიათ პატარა სმენა მახეში გააბან. სწავლაში დიდი წარმატება, საყოველთაო მოწონება, ადვილი გამარჯვებები – ყველაფერი ეს თანდაყოლილი ინტროვერტულობს ფონზე ბავშვში ამწიფებს აზრს რომ ის ყველაზე ჭკვიანია, ისახება ეგოცენტრიზმი, საკუთარ გენიალობაში თავდაჯერება და სოციუმისგან განდგომა. ამის შედეგად ძალისხმევის აზრი, მიღწევათა ფასი, შესრულებული სამუშაოთი სიხარული იკარგება და იმედგაცრუება იზრდება.