კუნთის ვექტორის საბაზისო თვისებები
კუნთის ვექტორის საბაზისო თვისებები
კუნთის ვექტორის მქონე ადამიანები–ძალიან უბრალო ხალხია. ისინი არ ფლობენ ფიქრისა და განსჯის უნარს. მათთვის მთავარი მხოლოდ ერთი რამაა: ჭამა, სმა, ძილი და სუნთქვა. ამათზეა ზუსტად ნათქვამი: რასაც ჩასძახებ ზუსტად იმას ამოგძახებსო. ვინ არიან ეს ადამიანები და რას აკეთებენ ისინი? ესენი მშენებლებია, ფერმერები, ესენი ადამიანებია, რომლებიც მუშაობენ (როგორც გვეჩვენება ჩვენ) არაადამიანურ პირობებში, ასრულებენ უმძიმეს სამუშაობს. ესენი არიან ის ხალხი, რომლებსაც შეუძლიათ ერთდროულად 15 კაცის შემადგენლობით იცხოვრონ ერთ პატარა ოთახში და “იბალახონ” უდრვინტველად. არც ერთ სხვა ფსიქოტიპის არ შეუძლია გაუძლოს ისეთ პირობებს,რომელსაც უძლებენ ასეთი ტიპის ადამიანები: ვიზუალური ფსიქოტიპები მაშინათვე ავად გახდებიან, ანალური არ ააშენებს სხვის ქონებას( თავისას კი სიამოვნებით), კანის ვექტორიანს შეუძლია მხოლოდ მიუთითოს-“რომელი აგური თუ სად დაიდოს. მაგრამ ვიღაცას ხომ უწევს ამ არასასიამოვნო და მძიმე სამუშაოს შესრულება, იმისათვის რომ საზოგადოებამ მოხერხებულად და ლამაზად იარსებოს?
ამიტომაც ბუნებამ შექმნა ადამიანები კუნთის ვექტორით. მთავარი აქ, რაც უნდა დავიმახსოვროთ არის ის, რომ მისი ადამიანური მოთხოვნილებები 100% ემთხვევა სხეულის მოთხოვნილებებს: ის არ არ არის ძუნწი, მომჭირნე(არ გადაინახავს საჭმელს ხვალინდელი დღისთვის), რადგან სხეული არ იღებს იმაზე მეტს, ვიდრე სჭირდება. სივრცე შემოსაზღვრულია და მოთხოვნილებები წარმოექმნება აქ და ახლა: გემრიელად გამოიძინოს, დანაყრდეს და ” აქლემივით” არ გადაინახოს.
ჩვენი სურვილი შევინახოთ მაცივარში საჭმელი ხვალისთვის ან მომდენო დღეებისათვის ცხოველურ დონეზე აღმატებულს წარმოადგენს. დააკვირდით ბუნებას, ლომი ერთჯერადად მოიპოვებს საჭმელს–მოკლა და შეჭამა, ნარჩენები შეხვდა ტურებს, ტყრების ნარჩენები კიდევ სხვას და ა.შ., რადგან სხეულს არ შეუძლია მეტის მოთავსება. აითვისა იმდენი რამდენიც სჭირდებოდა და მორჩა. ასევეა სწორედ კუნთის ვექტორიანი ადამიანიც, ის მაქსიმალურად უახლოვდება ცხოველურ დონეს–იღებს იმდენს, რამდენიც სჭირდება მის ორგანიზმს საარსებოდ. ასეთი ტიპის ადამიანები არ გადაიღებენ დამატებით ულუფას არც თავითვის, მითუმეტეს ცოლისთვის თუ ახლობლისთვის.
კუნთის ვეტორისთვისთვის დამახასიათებელი სურვილი ჭამა,სმა, ძილი და სუნთქვა ასევე ყველა სხვა ვექტორსაც გააჩნია, რადგან ველას გააჩნია სხეული. თუ უკანასკნელს განვალაგებთ მეოთხედების(კვარტელი) მიხედვით, მაშინ შემდეგ სურათს მივიღებთ:
1. საჭმელი–ეს სივრცეა. ჯგუფი წინათ იმართებოდა სწორედ ამ მოთხოვნილების მიხედვით.
2. სითხე–სიმბოლიზირებს დროს: გამდინარი წყალი–ეს მომავალია, როგორც მაგალითად მდინარე. ხოლო წარსული–ეს მუდამ დამდგარი წყალია,მაგალითად ჭაობი.
3. ძილი–ეს ინფორმაციაა.
4. სუნთქვა - ეს ენერგიაა, ყველა ძველი თუ ახალი პრაქტიკოსი ენერგიის მართვას გვასწავლის სუნთქვის საშუალებით.
პ.ს. კიდევ ბევრი შეიძლებოდა გვეთქვა ზემოთმოყვანილ საკითხზე, მაგრამ მცირე დროში ეს შეუძლებელია. დაინტერესებულებს შეუძლიათ შეუერთდნენ ვექტორული ფსიქოლოგიის ქართულ ჯგუფს და გაიგონ უფრო მეტი.