კუნთის ვექტორიანი ბავშვები


კუნთის ვექტორიანი ბავშვები

სავარაუდოდ, ამ სტატიის მკითხველთა აღსაზრდელ ბავშვებს აქვთ ნებისმიერი ვექტორული წყობა, მაგრმ არ არიან ერთვექტორიანი კუნთები. ეს კი უკვე პრინციპულად სხვა სიტუაციაა. კუნთის ვექტორი სხვა ვექტორებთან კომბინაციაში აძლიერებს ქვედა ვექტორების თვისებებს. კუნთი ბავშვი ეს საოცრებაა. როგორ შეიძლება და როგორ არ შეიძლება მისი აღზრდა.

იმედი და საყრდენი კაცობრიობისთვის

ასეთი უბრალო და გამოუცნობი ბავშვები

კუნთი ბავშვის გარეგნობა

კუნთი ბავშვის გარეგნული მახასიათებლით ამოცნობა არაა ადვილი. ერთადერთი რითაც კუნთი ბავშვი გამოირჩევა ესაა ჯანსაღი აღნაგობა, თუმცა ანალი ბავშვებიც გამოირჩევიან ამავე ნიშნით – ამიტომ არ შეიძლება მხოლოდ ამ მახასიათებელზე დაყრდნობა კუნთის დიაგნოსტირებისას. გაცილებით ძლიერი ინდიკატორია მისი გარემოში ადაპტაციის უნარი.

თუ მრავალვექტორიან მშობლებს (კუნთის გარეშე) გაუჩნდებათ ერთვექტორიანი კუნთი ბავშვი, მათ ყოველთვის უცნაურად მოეჩვენებათ ბავშვის ქცევა. რჩება შთაბეჭდილება, რომ ასეთ ბავშვს არ აინტერესებს გარესამყარო, თითქოს ცოტა „მოშტეროა“ და არაფრის გაკეთება არ შეუძლია (თუმცა ასეთი შტრიხი შეიძლება სმენის ვექტორიან ბავშვსაც ახასიათებდეს). სისტემური ფსიქოანალიზის ცოდნის გარეშე ასეც ვიფიქრებდით, მაგრამ კუნთის ვექტორული მახასიათებლების ცოდნით ვაანალიზებთ: კუნთი ბავშვი უდიდეს როლს ასრულებს ბუნებაში, ის არანაირად არაა „დაზარალებული“, მას აქვს თავისი მისია და ამ მისიის შესრულების ადეკვატური თვისებები. მასალიდან-კუნთის ვექტორის შესახებ-ჩვენ ვიცით, რომ ყველაფერი რაც კუნთს აინტერესებს ესაა: ჭამა, სმა, სუნთქვა, ძილი, (ჭ.ს.ს.ძ) არსებობა. სხვა ყველაფერში, გარდა ამ სფეროებისა ის ფრთხილია (უფრთხის). კუნთის განვითარების კრიტერიუმი, ესაა შესრულებული სამუშაოს ოდენობა და შედეგად განვითარებული კუნთური მასა, ძალა და გამძლეობა. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ კუნთ ბავშვს აბსოლუტურად არ სჭირდება სასკოლო მასალის ათვისება-შედეგი ამას არ მოყვება. გარდა ამისა, მის ბუნებრივ განვითარებას შეაფერხებს კიდეც. კითხვა-ეს ინტელექტუალური შრომაა და არა ფიზიკური. „ჭკვიანი“ ტექსტების კითხვა კუნთი ბავშვის გონებრივ შესაძლებლობებს აღემატება.

რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა მივაჩვიოთ კითხვას, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ გამოიმუშაოს უნარი შეფერხების გარეშე შეძლოს ტექსტის წაკითხვა. ნუ ეცდებით შეასწავლოთ მას მუსიკა, უცხო ენები, ჭადრაკი, ხატვა ან კრეატიული აზროვნება. ყველაფერი რაც სხვა ბავშვებს ავითარებს, მას უბრალოდ არ სჭირდება, რადგან სიამოვნებას (გარდა ჭ.ს.ს.ძ) მხოლოდ თავისი ეროგენული ზონის, კუნთის მიერ შესრულებული მუშაობით იღებს. ასევე არაა საჭირო დაკავდეს საბრძოლო ხელოვნების შესწავლით, ვინაიდან ამ სფეროს ათვისების შანსი დიდია, თუმცა გამოყენებას მხოლოდ ჩხუბით მიღებული სიამოვნებისთვის შეეცდება. აუცილებელია ვიზრუნოთ, რომ თავისი ძალა საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოებში დახარჯოს.

  • რისხვა და მონოტონია

  • კუნთის ვექტორის არსი

  • კუნთის ვექტორიანი ბავშვები

  • დაბადების ფაზა & ადამიანები კუნთის ვექტორით

  • როგორ გვეხმარება კუნთის ვექტორი ცხოვრებისეული მოვლენების მართვაში

  • კუნთური ფსიქოტიპის ხასიათი

  • კუნთის ვექტორიანის სურვილები

  • ცოტა რამ, კუნთის ანუ შავი ვექტორის მქონე ადამიანზე