პრიმიტიული აზროვნება
პრიმიტიული აზროვნება
სხეულებრივი მოთხოვნილებები
ამ სტატიაში ვისაუბრებთ ვექტორზე, რომლის გარეშეც დანარჩენი 7 უბრალოდ ფიზიკურად ვერ გადარჩებოდა. ის შესაძლოა უხეში და უსიამოვნო გეგონოთ, მაგრამ სწორედ ის ასრულებს სიცოცხლის გასაგრძელებელად აუცილებელ ფუნქციებს. ესაა კუნთის ვექტორი.
დღეს ვისაუბრებთ ვექტორზე, რომლის არსი – სწორხაზოვანი აზროვნებაა. უკვე შეამჩნევდით, რომ ყოველი ვექტორი განსხვავებულია ისევე, როგორც მათი თვისებები და გამოვლინებები. ერთადერთი, რაც სერთოა ესაა სხეული, რომელსაც ერთნაირი მოთხოვნილებები აქვს – ჭამა, სმა, ძილი, სუნთქვა.
თუ მეოთხედებად დავალაგებთ ასეთ შედეგს მივიღებთ:
საკვები ესაა სივრცე, ადრე ჯგუფი სწორედ ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილებით იმართებოდა.
სითხე დროს განასახიერებს, წყლის მდინარება მომავალია, მაგალითად მდინარე. ხოლო წარსული ყოველთვის დამდგარი წყალია – ჭაობი.
ძილი ესაა ინფორმაცია.
სუნთქვა – ენერგიაა, ყველა ძველი და თანამედროვე პრაქტიკა გვასწავლის ენერგიის მართვას სუნთქვის საშუალლებით.
რვავე ვექტორისთვის არსებობს სხეულის 4 ერთნაირი თვისება და მოთხოვნილება.
კუნთის ვექტორიანები
სწორხაზოვანი აზროვნების მქონე ვექტორზე საუბარი, ადვილი იქნება რუსეთის მაგალითზე. ვინც ყოფილა ამ ქვეყანაშიც და სხვებშიც შეამჩნევდა უზარმაზარ სხვაობას რუსეთისა და სხვა ქვეყნების საზოგადოებას შორის. სხვაგან ყველა გიღიმის, დახმარებას გთავაზობს და ზრდილობიანად იქცევა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა სულაც არ უყვარდეთ. რუსეთში კი ყველას სახეზე აწერია… რა მძიმეა თავის გატანა გროშებით და სამსახური როგორ აიძულებს მოგემსახურონ როცა სრულიად არ აქვთ ამის სურვილი. საზღვარზეც, აეროპორტშიც პრაქტიკულად უხეშობისა და თავხედობის ტალღა გატყდებათ. მაშ ასე, რას ნიშნავს ეს სვფ-ს გადმოსახედიდან?
არსებობს ვექტორთა გარკვეული თვისებები რომლებიც ნაციონალობებს ახასიათებს (ამას მენტალიტეტს ვუწოდებთ). რუსული ნაციონალური მენტალიტეტი მოიცავს ურეთრალურ, ანალურ, კანის და ბოლოს კუნთის ვექტორებს (აქ იუნევი ცდება, რუსეთში გავრცელებულია ურეთრალ-კუნთური მენტალიტეტი, ხოლო კანური და ანალური ვექტორის დასენებები ნაციონალურ დონეზე გამოწვეულია ანალურიდან კანურზე გარდამავალი ეპოქით – ს.ღ.). სწორედ კუნთის ვექტორის გავლენაა ის, რომ რუსებს საშუალოზე მაღალი უკულტურობის მაჩვენებელი აქვთ, რაც ხშირად სრულ უკულტურობამდე აღწევს. ეს კუნთის ვექტორისთვისაა დამახასიათებელი.
კუნთები – უბრალო ხალხია. მათი უბრალოება კი იმაში მდგომარეობს, რომ აზროვნება და შეგრძნება ისე განვითარებული არ აქვთ როგორც სხვა ვექტორებს. ისინი არ სარგებლობენ ისეთი გრძელი და არასაჭირო გამოთქმებით როგორებიცაა “მოგესალმებით პატივცემულო ბატონებო და ქალბატონებო”. სწორედ ამიტომ შეიძლება უსიამოვნო და უკულტურო ადამიანებად ჩათვალოთ.
ადამიანის კუნთური მოდელი
მაინც რას აკეთებენ ისინი? ისინი არიან მშენებლები, ფერმერები, ხალხი, რომელიც მარტივ აზროვნებას იყენებს. მუშაობენ არადამიანურ პირობებში, დაკავებულნი არიან მძიმე ფიზიკური შრომით. მათ შეუძლიათ ერთ ოთახში 15 ადამიანმა იცხოვროს და ვერმიშელით გაიტანონ თავი. ვერც ერთი ვექტორი ვერ უძლებს მსგავს პირობებს, ვიზუალი მაშინვე ავად გახდება, ანალი ასწავლის რა და როგორ, მაგრამ ფიზიკურად ნაკლებად იმუშავებს, კანი მხოლოდ უხელძღვანელებს, რომელი აგური სად დადონ, მაგრამ ხომ უნდა არსებობდეს ვიღაც, ვინც ყველაზე მძიმესა და უსიამოვნოს გააკეთებს, რათა საზოგადოებამ ლამაზად და მოხერხებულად გააგრძელოს არსებობა.
სწორედ ამიტომ გააჩინა ბუნებამ კუნთები. მთავარი, რაც უნდა დავიმახსოვროთ ამ ადამიანის მოთხოვნილებები 100%-ით ემთხვევა სხეულის მოთხოვნილებებს. მისთვის აუცილებელია ჭამა, სმა, სუნთქვა და ძილი. ის არც ძუნწია, არც მარაგებს იკეთებს, რადგან სხეული არ იღებს იმაზე მეტს ვიდრე სჭირდება. მოცულობა შეზღუდულია და მოთხოვნილებები ჩნდებიან აქ და ახლა. გამოძინება, საკმარისი სუნთქვა, გამოკვება და მარაგისთვის აღარ ზრუნავს.
სურვილი, რომ საკვები ხვალისთვის და ზეგისთვის გავანაწილოთ უპირატესია ვიდრე ცხოველური დონე. ბუნებაში ლომი ხომ ერთი დღისთვის ზრუნავს – მოკლა და შეჭამა. რასაც ვერ შეჭამს ტურებს რჩებათ, რადგან სხეული ვერ დაიტევს იმაზე მეტს რისი დატევაც შეუძლია. სწორედ, კუნთის ვექტორია ყველაზე ახლოს ცხოველურ ბუნებასთან, მოიხმარს სწორედ იმდენს, რაც მისი ორგანიზმის ნორმალურად არსებობისთვისაა საჭირო. ადამიანის ეს ტიპი არასოდეს აიღებს ზედმეტს.
მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე