სმენის ვექტორი კომბინაციებში (ნაწილი მესამე)


კან-სმენა

  დღევანდელ ლექციაში განვიხილავთ კანური და სმენური ფსიქოტიპების კომბინაციას, მის განსაკუთრებულობებს, ქცევით მახასიათებლებსა თუ დამახასიათებელ სტრესებს. ნორმალურ პირობებში სმენის ვექტორი, იღებს კანურ პრაგმატიზმს, თვითკონტროლს, დისციპლინირებულობას, ამდიდრებს მას აბსტრაქტული ინტელექტით და აძლევს მიმართულებას. 

  როგორც იცით კანის ვექტორის ფუნქციაა შემოსაზღვრა. ადამიანის სხეულზე კანი ვლინდება საზღვრად ფიზიკურ სხეულსა და გარე სამყაროს შორის, ის შემოსაზღვრავს სხეულს და აქცევს მას ფორმაში. ამასთან კანური ზონა პირველია სხეულზე, რომელიც ხვდება გარე სამყაროში მომხდარ ცვლილებებს და ახდენს მათთან შეგუება - ადაპტირებას. ზუსტად იმავე ფუნქციას ასრულებს კანური ფსიქოტიპი ჯგუფში. ის შემოსაზღვრავს ჯგუფს, აძლევს მას ფორმას, აორგანიზებს და ეხმარება გარემოში მომხდარ ცვლილებებთან ადაპტაციაში. კანური ფსიქოტიპის ადამიანთა მთავარი ფასეულობაა: ნებისმიერი რესურსის ეფექტურად გამოყენება.

  სმენის ვექტორის ფუნქცია არსის შემეცნება, მიზეზ-შედეგობრიობის ძიება და სამყაროს კანონზომიერებების შესწავლაა. სმენური რეალიზაცია გულისხმობს საკუთარი შემეცნების შედეგის გარეთ გამოტანას. ამას კი სმენის ვექტორიანი აკეთებს იდეებით. ქმნის გარკვეულ მსოფლმხედველობრივ მოდელს (იქნება ეს მეცნიერული თეორია, საინჟინრო-ტექნიკური ნოვაცია, ფსიქოლოგიური, ფილოსოფიური თუ სულიერი სწავლების დანერგვა (ან არსებულის განვითარება) და ხდება ამ მსოფლმხედველობის გამავრცელებელი (ან გამტარი). სმენითი ფსიქოტიპი ესაა ადამიანი რომელიც ცხოვრობს სრულიად განსხვავებულ განზომილებაში (არსთა სამყაროში).

  რას გვაძლევს ამ ორი ვექტორის, სურვილთა ამ ორი ნაკრების კომბინირება? კან-სმენა ეს არის კანი და სმენა ერთად, მოძრაობა + იდეა. ესაა იდეა, გადმოტანილი ქმედებაში, იდეა მისი პრაგმატული გამოყენებით, ან არსებული იდეის დახვეწით. სწორედ კან-სმენები დგანან ყოველი ტექნიკური ნოვაციის (თუმცა არა რევოლუციურ აღმოჩენათა) უკან, სწორედ კან-სმენები აუმჯობესებენ უკვე არსებულ გამოგონებებს. სწორედ ისინი ქმნიან მიკროჩიპებს, უახლეს ელექტროტექნიკას, ისინი არიან რობოინჟინრები და ტექნიკური პროგრესის წინამძღოლები. სწორედ კან-სმენების შექმნილია პერსონალური კომპიუტერი, ვინდოუსი, ინტერნეტ ქსელი, ასევე ყველა წამყვანი სოციალური თუ საძიებო ქსელი (facebook-ი, google, skype და ა.შ.). თანამედროვე ეპოქაში კან-სმენები (ყნოსვებთან ერათად) ქმნიან პოლიტიკურ, სოციალურ, თუ ეკონომიკურ ამინდს. ხშირად სწორედ კან-სმენები არიან ახალი რელიგიური მოძღვრებებისა და ფანატიზმამდე აყვანილი იდეების შემოქმედები და გამტარები... საკმარისია მაგალითისთვის ავიღოთ პერსონალური კომპიუტერი. პირველი თაობის კომპიუტერები (რომელიც ასევე სმენის ვექტორიანებმა გამოიგონეს და ააწყეს) უზარმაზარი ზომის იყო, შიგნით მოთავსებული გიგანტური ლამპებით, ეს მოხდა 1940 წელს. იდეა კი 1945 წელს განხორციელდა ამერიკელი ფიზიკოსების ჯონ ეკერტმისა (Jon Eckert) და ჯონ მოუჩის (Jone Mauchiy) მიერ. პირველ კომპიუტერს კი სახელად ENIAC უწოდეს. ეს უზარმაზარი "ყუთი" ერთ დიდ ოთახს იკავებდა და მას მხოლოდ არითმეტიკული გამოთვლები შეეძლო. მართალია იმ დროისთვის პირველი კომპიუტერი იყო, მაგრამ, სრულიად უსარგებლო, რადგან მხოლოდ გამოთვლებისთვის დაახლოებით მოიხმარდა იმდენ ელექტრო-ენერგიას რამდენსაც 1 დიდი ფაბრიკა. ის უმარტივესი ოპერაციების შესრულებასაც დიდ დროს ახმარდა, მეხსიერება კი რამოდენიმე მბ-ს არ აღემატებოდა. კან-სმენური ზომის წყალობით, მოხდა ამ კომპიუტერის პერსონალურ კომპიუტერად ქცევა. დღეს ერთ პატარა პლანშეტში თავსდება თავსდება საკმაოდ დიდი მოცულობის ინფორმაცია. შედარებისთვის ის იტევს მეტი წიგნს, ვიდრე ეს საშუალო ზომის ბიბლიოთეკას შეუძლია.

  ამ ორი ფსიქოტიპის კომბინირებაში ვხვდებით საოცარ და უკიდურესობამდე მისულ გამოვლინებებს. კან-სმენები ხშირად ქადაგებენ სხვადასხვა ასკეზებს, საკვების აკრძალვის, სხვადასხვა რამისგან თავშეკავების იდეებს. ის სმენასთან ერთად კანიცაა, კანი კი ისეც შეზღუდვაა, ის ყველაზე უკეთ გრძნობს, რომელი საკვებია რთულად მოსანელებელი და რა ამძიმებს მის სხეულს, მას სურს ფიზიკური სიმსუბუქე, რაც სმენასთან ერთად ფსიქიკის სიმსუბუქის სურვილში გადადის. მხოლოდ კან-სმენამ შეიძლება ჩათვალოს, რომ მას სექსი ენერგიას აცლის და რაც საინტერესოა, მისთვის ეს ასეცაა, რადგან კანის ისეც წერტილოვან ლიბიდოს, სმენის ვექტორი ათჯერ ამცირებს, ამიტომ კან-სმენას სექსი საერთოდ აცლის ძალას, იმდენად, რომ მას აღარ შეუძლია იფიქროს და კონცენტრირება აზრებზე მოახდინოს. 

  ხშირად კან-სმენა მიდის უდაბნოში ასკეტად, ზის თავის განმარტოებულ სენაკში წყალზე და გამხმარ პურზე, ყოველ დღე ერთი და იგივეს უყურებს, ყველასგან გამოცალკევებულია, ასეთი არავის ჭირდება, სადღაც შორს დაფრინავს, ზოგჯერ საერთოდ უძრავად ზის. სად წავიდა მისი კანის ვექტორი? კანი ხომ მომხვეჭელია? კანს ხომ მუდამ მაღლა აძვრომა სურს კარიერულ კიბეზე? სად წავიდა ეს ფაქტორები ამ კან-სმენაში, რომელიც სადღაც განცალკევდა? ადამიანების უმეტესობა მას ვერასოდეს გაუგებს, რადგან ის საერთოდ სხვა სამყაროში ცხოვრობს. უმრავლესობა ცხოვრობს ფიზიკურ სამყაროში და ისინი ტკბობას აქ იღებენ. ის კი არაფიზიკურ სამყაროში ცხოვრობს, მთელი მისი ტკბობა, მთელი მისი მისწრაფებები აზრებში, მის ფიქრებში, მის იდეებშია. ის სიბრტყე სადაც ის კანურ შედარებებს და შეჯიბრს ახდენს, აქ არ არის, მისი კანი არსად წასულა, უბრალოდ იმდენად სიღრმეშია მისი სმენა წასული, რომ კანის ვექტორი მხოლოდ იდეებთან თუ კონკურირებს. ამიტომ მას არ აინტერესებს გემრიელია თუ არა გამხმარი პური, არ ანიჭებს ტკბობას ფიქიკური ურთიერთობები, მას სრულიად სხვა ამბიციები აქვს, კერძოდ: რამდენად მიუახლოვდება პირველმიზეზს, რამდენად შორს წავა. 

  კან-სმენაში ვხვდებით ისეთ მოვლენას, როგორიცაა ფანატიზმი. ესაა მდგომარეობა, როდესაც სმენური იდეა, მოქცეულია კანურ ჩარჩოებში. ასეთ დროს იდეოლოგი კან-სმენა საკუთარი იდეის მიღმა ვეღარაფერს ხედავს, მისთვის მხოლოდ თავისი იდეა არსებობს. ყველა, ვინც მის იდეას არ იღებს, ან ეწინააღმდეგება, მისთვის ,,საზღვრების გარეთაა“. ასეთებს კი სინდისის ქენჯნის გარეშე მოიშორებს, რადგან მათ ადამიანებად კი არ აღიქვამს, არამედ იდეის მტრებად. ყველაფერი, რაც მის იდეას ეწინააღმდეგება, ფანატიზმამდე მისული კან-სმენისთვის არარაობაა და მისი განადგურება არაფრად უღირს. სწორედ კან-სმენა ფანატიკოსები იყვნენ ინკვიზიტორთა აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც რელიგიური იდეის წინააღმდეგობისთვის სპობდნენ და კოცონზე გზავნიდნენ ასობით, ათასობით ადამიანს.

 

კან-სმენა-ორალით

  როდესაც კან-სმენას ერთვის ორალური ვექტორი, ის უკვე აღარაა სხვა კან-სმენებივით ზედმეტად უენერგიო. ორალური ვექტორი კან-სმენას მატებს არა მხოლოდ უზარმაზარ ცხოველურ ენერგიას, არამედ სოციალიზაციასაც. კან-სმენა ორალით არა მხოლოდ ბრწყინვალე მენეჯერი, ან ორატორია, არამედ შესანიშნავად შეუძლია საკუთარი იდეების პრეზენტაციაც. ასეთები ხშირად ატარებენ ბიზნეს-ტრენინგებს, ლექციებს წარმატებულობის თემაზე და ა.შ.

  კან-ორალ-სმენაში სმენის არც ისე კარგი განვითარების შემთხვევებში, როგორც წესი ინდივიდი გადადის კან-ორალის სცენარში. სმენა კი განვითარების შესაბამისად მთლიანად ერწყმის კანს, ან ორალს. ასეთ დროს როგორც წესი კანი გადადის ე.წ. ,,თავხედის“ სცენარში და თავს აღიქვამს ბუნებრივ ტემპერამენტზე მაღლა. ორალური ვექტორის კომბინაციებში, კან-ორალზე საუბრისას აღვნიშნეთ, რომ როდესაც კანის ვექტორიანი თავს აღიქვამს ბუნებრივ ტემპერამენტზე მაღლა, მას უფორმირდება თავხედის სცენარი, ის სხვებს ზემოდან უყურებს, უყვირის, ამცირებს. თუ ასეთ მდგომარეობაში მყოფი კანი სიმბიოზირდება ორალურ ვექტორთან, ასეთ დროს ის მუდმივად თავხედობს, არასოდეს ელოდება რიგს, ხოლო თუ ამის გამო ვინმემ შენიშვნა მისცა, ყვირილისა და ლანძღვის ნიაღვარს გადმოაფრქვევს. ოღონდ ასეთები არ ილანძღებიან ბინძური სიტყვებით (ბინძური სიტყვებით მხოლოდ განსაზღვრულ მდგომარეობაში მყოფი ანალები ილანძღებიან), კან-ორალები უფრო თავხედი სკანდალისტები არიან, ორალური ვექტორი ამ ყველაფერს ენერგიულობას და მკაფიოობას მატებს. 

  კან-ორალები კატასტროფულად მატყუარები არიან, მაგრამ მათი ტყუილი არ არის ანალ-ორალივით ისტორიის გაზვიადება, ან ტრაბახი. მათი ტყუილი თავხედური ხასიათისაა, ხშირად კი ცილისმწამებლურიც. სწორედ განუვითარებელი კან-ორალები არიან კლასიკური ჭორიკნები, მოკრავენ ყურს რაღაცას და წავიდააა... ბუზს სპილოდ აქცევენ, სპილოს-დინოზავრად. პატარა ჭორს კატასტროფულ მასშტაბამდე ბერავენ. ეს განსაკუთრებით რთულ სახეს იღებს, თუ ჭორის ობიექტის შურთ. კანურ შურს და მტაცებლურ ბუნებას, ემატება ორალური სიმხეცე და მზად არიან პოტენციური მსხვერპლი ,,ცოცხლად შეჭამონ“. 

  როდესაც ამ სცენარში საქმეში ერთვება განუვითარებელი და სხვა ვექტორის მდგომარეობაში მყოფი სმენა, შედეგად ვიღებთ არა მხოლოდ სტანდარტული კან-ორალივით თავხედ სკანდალისტს, არამედ კატასტროფამდე მისულ სიტუაციას. ასეთ დროს უბრალოდ ზემოდან კი არ უყურებენ სხვებს, ან უბრალოდ კი არ კიდიათ, არამედ მიზანმიმართულად იწვევენ. მაგალითად სპეციალურად ესვრიან ფანჯრიდან მიმავალ მგზავრს სიგარეტის ფილტრს ან ბანანის ქერქს, შემდეგ კი დასცინიან. სპეციალურად აბოლებენ სახეში სხვებს სიგარეტის კვამლს. ამასთან ერთად არც ინტელექტით გამოირჩევიან, მათი სმენური მასშტაბები კი მხოლოდ სიტავხედის ასტრონომიულ მასშტაბებამდე ზრდაში იჩენს თავს. თითქოს სხვების დამცირება იდეამდე აქვთ აყვანილიო (როგორც წესი, სწორედ ამ სცენარს ატარებენ ყველაზე ავარდნილი ,,საქმის გამრჩევები“ და ე.წ. ,,ძველი ბიჭები“).  

 

კან-სმენა ვიზუალით

  როდესაც კან-სმენას ერთვის ვიზუალი, კან-სმენის სცენარი მდიდრდება ვიზუალური ემოციურობით, დახვეწილობით, ინტელექტით და ფანტაზიის უნარით. ამ კომბინირებით ვიღებთ ინჟინრებს, ვიდეო-თამაშების შემქმნელებს, პროგრამისტებს, ფოტოგრაფებს, მოგზაურებს, ექსტრემალებს და ა.შ.

  ხშირად კან-სმენურ იდეებში ვხვდებით მატერიისგან მოწყვეტის იდეას. რა არის ეს რეალურად? საქმე შემდეგშია: სმენის ვექტორი არამატერიალური ვექტორია და თავისი არსით ის საერთოდ მოწყვეტილია ფიზიკურ სამყაროს, როგორც წესი ,,დამიწებას“ და ფიზიკურ რეალიზებას, ის ახდენს დართულ ქვედა ვექტორზე გავლით. თუმცა კანის ვექტორი წერტილოვანი ლიბიდოა და სხვა ქვედა ვექტორების გარეშე ის ვერ ახერხებს სმენის გამყარებას. ის იმდენად წყდება სამყაროს, რომ ფიზიკური რეალობი მისთვის საერთოდ კარგავს მნიშვნელობას. ზოგჯერ ეს მიდის ისეთ უკიდურესობამდე, როგორიცაა სხეულისაგან გათავისუფლების სურვილი, რაც არცთუ იშვიათად მთავრდება თვითმკვლელობით, ან შიზოფრენიით. თუ ამ მდგომარეობაში მყოფ კან-სმენას, ერთვის ვიზუალი, ასეთ დროს სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება. ერთი მხრივ არის სმენა, რომელსაც კანი ვერ ამიწებს, მეორე მხრივ კი ვიზუალი, თავისი შიშებით, ემოციურობით და ფანტაზიის უზარმაზარი უნარით. ხშირა შემთხვევა, როცა ასეთი სმენის ვექტორიანი, მეტისმეტად ჩაკეტილია საკუთარი ფსიქიკის სიღრმეებში, აქვს გამოგონილი ურთიერთობები, ხშირად მისი ,,მე“ ერთ ადამიანში ვერ თავსდება და ქმნის წარმოსახვით შექმნის ალტერნატიულ ,,მეებს“, რომლებიც დაზიანებული ვიზუალის წყალობით კარგავენ ერთიანი პიროვნული ღერძის აღქმას და ვიღებთ პიროვნების გაორებას. თუ ამ სცენარში მონაწილეობენ სხვა ვექტორებიც, მაშინ სულაც არაა გამორიცხული, რომ კან-სმენამ შექმნას რამოდენიმე ალტერნატიული ,,მე“, რომელთაგან თითოეული ამა თუ იმ დართული ვექტორის მახასიათებლებს გამოავლენს. 

  არის კიდევ ერთი შტრიხი, კერძოდ: როდესაც საქმე ეხება კან-ვიზუალ-სმენა მდედრებს, ხშირად მათი სმენა ვიზუალის მდგომარეობაში გადადის და შედეგად ვიღებთ კან-ვიზუალის სცენარს. რატომ ხდება ასე? ამის ძირითადი მიზეზი ორია: 

1. არქეტიპი. ანალურ ფაზაში (ანალურ დამოკიდებულებათა გავლენის გამო) ქალებს ნაკლებად ეძლეოდათ ჯგუფში რეალიზაციის საშუალება, განსაკუთრებით ეს ეხება სმენის ვექტორიან მდედრებს, მათ (იშვიათი გამონაკლისის გარდა) არ ეძლეოდათ ჯგუფში სრულფასოვანი რეალიზაციის საშუალება, ამიტომ ვერ ფორმირდა სმენური მდედრის რეალიზაციის სრულფასოვანი არქეტიპი, რაც დღეს იწვევს იმას, რომ სმენა მდედრებს ხშირ შემთხვევაში უწევთ რეალიზდნენ არა სმენური, არამედ რომელიმე სხვა ვექტორის ფასეულობებით და ვინაიდან სმენურ ფასეულობებთან ყველაზე ახლოს მყოფი ვექტორი ვიზუალია, ამიტომ უფრო უადვილდებათ ვიზუალის სცენარით რეალიზება. 

2. სმენაც და ვიზუალიც ინფორმაციული მეოთხედის ვექტორებია ამასთან ორივე მათგანი მიმართულია გაუმჯობესებისაკენ (ვიზუალი როგორც არსებულის მორალურ-ეთიკურ-ესთეტიური გაუმჯობესება და სმენა როგორც მომდევნო მდგომარეობა), მაგრამ სმენური რეალიზაცია თანამედროვე სოციუმში უფრო რთულია, მისი არ ესმით და მისი განსხვავებულობა აწუხებთ თვით მისი ოჯახის წევრებსაც კი, ამიტომ მისი აბსტრაქტული აზროვნება ოჯახის წევრებს ხშირად არა თუ არ ესმით, არამედ აშინებთ კიდეც. ამას ემატება ისიც, რომ ჩვენთან, ანალურ მენტალიტეტში, მდედრისადმის ჯერ კიდევ შენარჩუნებულია ანალური დამოკიდებულება (რომელიც მდედრს მეორე ხარისხოვან არსებად აღიქვამს, მითუმეტეს სრულ უმეტესობას ვერ წარმოუდგენია შემეცნების მაძიებელი, ან სულიერი მასწავლებელი ქალი). შესაბამისად სმენის ვექტორიან მდედრზე ოჯახშივე მოდის უზარმაზარი ზეწოლა, იმდენად დიდი, რომ სმენის ვექტორი ვერ იღებს სმენური განვითარებისთვის საჭირო თვისებებს და მისი სმენურობა გადადის ფასეულობით ყველაზე ახლო მდგომ ვექტორში (უმეტესად ვიზუალში).

 

კან-სმენა ყნოსვით

  კან-სმენა ყნოსვით ქმნის ორ ძირითად სცენარს: კან-ყნოსვა სმენით და კან-სმენა ყნოსვით.

  როდესაც კან-სმენას ერთვის ყნოსვის ვექტორი, ეს არა მხოლოდ კარგი იდეოლოგი, ან ტექნიკური ნოვატორია, არამედ ბრწყინვალე ინტუიციით დაჯილდოებული ინდივიდიც, რომელიც საოცარი ალღოთი ხვდება თითოეული საქმის თუ იდეის წარმატების შანსს. კან-სმენები ყნოსვით არიან ბრწყინვალე პოლიტიკოსები, დიპლომატები, საერთაშორისო ჯაშუშები. ასევე ბრწყინვალე ტექნოლოგები, რობოინჟინრები და ბიოტექნოლოგები.

  კან-სმენა ყნოსვით, ესაა სმენური იდეოლოგი, მეცნიერი, სულიერი ლიდერი, რომლის იდეოლოგიური უნარები გაძლიერებულია ყნოსვის ინტუიციითა და ქვეცნობიერთან წვდომის უნარით. თუ ამ კომბინაციას ემატება ანალური ვექტორი, შეიძლება მივიღოთ გენიალური მეცნიერი, პროგრამისტი და ა.შ. (მაგ: ტესლა, ედისონი, ნიუტონი, ელონ მასკი, ბილ გეითსი, ცუკენბერგი და ა.შ.).

  როგორც იცით, ყნოსვის ვექტორი დაჯილდოებულია სხვა ინდივიდების სურვილების, უკმარისობების, და დაზიანებების ინტუიციური მიხვედრის უნარით. სმენის ვექტორი ყნოსვას ძენს მასშტაბებს და ის იღებს არა მხოლოდ  ქვეცნობიერის, არამედ ინდივიდის ფუნქციის ჭვრეტის უნარს. სმენის ვექტორის წყალობით ყნოსვა იძენს განვითარების უფრო სიღრმისეულ დონეს, ამ დროს მას უკვე აღარ ამძიმებს ადამიანების ფიზიკური ეგოს სიმყრალე, მათი საცოდავი უკმარისობის შეგრძნებები. ასეთ მდგომარეობამდე განვითარებული ყნოსვა ახდენს სრულ გახსნას (თვითგათქვეფას) მთლიან ქმნილებაში. ის ამ გზით ხდება მთლიანობა, ამიტომ ის აღარ კონკურირებს კონკრეტულ ადამიანებთან, რადგან ის სრული ქმნილების ნაწილი ხდება. ყნოსვა ,,მტრებს“ ეძებს მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი განვითარება არაა საკმარისი იმის გაგებისათვის, რომ ის ჯგუფზეა დამოკიდებული. როდესაც ყნოსვა ამ დონემდე ვითარდება, ის ხვდება, რომ მთელი ქმნილება ერთიანია, თვითონ კი ამ ერთიანობის ნაწილია, ამიტომ ის იწყებს ბრძოლას მატერიის შენარჩუნების, მისი დაცვისა და გადარჩენისათვის.

  ყნოსვის ვექტორის კომბინაციების ლექციაში ვთქვით, რომ კან-ყნოსვა სმენით არის კან-ყნოსვა, რომლის სმენის ვექტორი მთლიანად ემსახურება ყნოსვური ძალაუფლების იდეას. სმენის ვექტორი, რომელიც ვერ ახდენს ყნოსვაზე დომინაციას, ერთგვარად გვერდითაა გაწეული, თუმცა სხვა ვექტორების მდგომარეობში ყოფნისაგან განსხვავებით, ყნოსვასთან ის მაინც ინარჩუნებს იდეების გენერირებისა და აბსტრაგირების უნარს. კან-ყნოსვის შემთხვევაში, ამ კომბინაციაზე დართული სმენის ვექტორი, თითქმის მთლიანად გამოთიშულია იდეოლოგობას. სამაგიეროდ ინარჩუნებს საინტერესო იდეების აღქმის უნარს. ამიტომ ძალიან ხშირად კან-ყნოსვები (სმენით), რომლებიც ძალაუფლების მოპოვებას სულიერ, ან რელიგიურ სფეროში ცდილობენ, უბრალოდ სხვა სმენების იდეებს იპარავენ და მასზე გავლით იღებენ ძალაუფლებას.

 

ანალ-კან-სმენა

  ანალ-კან-სმენები ატარებენ როგორც ანალ-სმენის, ისე კან-სმენის ყველა ნიშან თვისებას. თუმცა იმის მიხედვით სცენარით ანალ-სმენაა თუ კან-სმენა, წინ წამოწეულია შესაბამისი სცენარის ფასეულობები და ქცევითი მოდელი, იმ განსხვავებით, რომ სცენარზე გავლენას ახდენს სცენარში არმყოფი დართული ვექტორი და მას საკუთარი თვისებებით ამდიდრებს. 

 

ავტორი: სერგო ღამბაშიძე

 

 

  • სმენითი ფსიქოტიპის ბნელი მხარე

  • კლასის ყველაზე ჭკვიანი ბავშვი

  • როგორ გავაღვიძოთ სმენა ქალის სექსუალობა

  • როცა ქალი სამყაროს ზომისაა

  • სმენის ვექტორის განსაკუთრებულობები ქალებში

  • მოზარდთა თვითმკვლელობები

  • ურეთრალ-სმენა ვიზუალით

  • ცხოვრება საჭიროსა და სასურველს შორის