სმენა ქალი – ვინ არის ის?


სმენა ქალი – ვინ არის ის?

ადამიანები ხშირად ინტერესდებიან – ვინ არის ასეთი ეს სმენა ქალი, რითი განსხვავდება სხვებისგან? ან საერთოდ, რითი განსხვავდება ის, თუნდაც სმენა მამაკაცისგან? რა არის მისი დანიშნულება?

საქმე ის არის, რომ სმენის ვექტორული თვისებები მამაკაცებში უფრო მკვეთრად იკვეთება, რადგან მამაკაცურმა გენმა ეს თვისებები თავისი სახეობრივი როლის აღსრულებით ათასწლეულების განმავლობაში გამოიმუშავა (ანალურ ეპოქაში ანალური დამოკიდებულების გამო ქალებს თითქმის არ ეძლეოდათ ჯგუფში სრულფასოვანი რეალიზაციის საშუალება, ეს განსაკუთრებით სწორედ სმენა ქალებს ეხება – ს.ღ.). ამ კუთხით ქალები მხოლოდ გზის დასაწყისში არიან, რადგან სოციუმში აქტიური გასვლა მათ მხოლოდ საუკუნის წინ დაიწყეს. მიუხედავად ამისა, სმენა ქალის თვისებები პრაქტიკულად არ განსხვავდება სმენა მამაკაცის თვისებებისგან. უფრო დაწვრილებით განვიხილოთ, რა თვისებები აქვს სმენის მშვენიერი სქესის წაარმომადგენლებს და რა ელფერს იძენს ის, სხვა ვექტორებთან კავშირში.

ცალკე სამყარო

სმენა ქალბატონი ჭკვიანი და ეგოცენტრულია. მისი პრიორიტეტები და ინტერესები მატერიალური სამყაროდან ძალიან შორსაა, მამაკაცებზე, ბავშვებზე და ლამაზ ტანსაცმელზე ფიქრები მისთვის მეორეხარისხოვანია. ჩვეულებრივი ყოფითი ცხოვრებით დაუკმაყოფილებლობას სმენა მიჰყავს კითხვებთან – „ვინ ვარ მე? რა არის იმ ყველაფრის აზრი, რაც მემართება? რაში მჭირდება ეს ყველაფერი? რატომ?“ აი, ასეთი ფიქრები უჩნდება სმენა ქალს.

გარედან ისე ჩანს, რომ ეს ქალი საერთოდ სხვა სამყაროდანაა, ყოველთვის თავის ფიქრებშია ჩაძირული, გაბნეული თავის აზრებში, განყენებული მზერით… მისი აზრები, მისი მდგომარეობა მისთვის ერთადერთი რეალობაა და ამავე დროს ერთადერთიცაა რაც მას რეალურად ადარდებს.

ფიქრი – სიამოვნებაა, ამიტომ განმარტოება ურჩევნია ხმაურიან კამპანიას. სიჩუმე დასვენევისთვის და კონცენტრაციისთვის უკიდურესად აუცილებელია მისთვის. ყური – მისი ყველაზე მგრძნობიარე სენსორია, ამიტომ არ უყვიროთ მას, სმენა ასე ვერაფერს გაიგებს, პირიქით, უფრო მეტად ღრმად ჩაიძირება თავის თავში და შეიკეტება თავის ნაჭუჭში, თუ გინდათ სმენას რამე გააგებინოთ, ჩურჩულით, დაბალ ხმაზე ესაუბრეთ. პოტენციურად ასეთ ქალს უზარმაზარი აბსტრაქტული ინტელექტი აქვს. სმენის ვექტორის რეალიზაციისთვის შესანიშნავი სფეროებია – მუსიკა, მეცნიერება, ლიტერატურა, ლინგვისტიკა, პროგრამირება.

შტრიხები პორტრეტისთვის

ვიზუალ-სმენა ქალი – ეს უკვე აბსტრაქტულ–ფორმითი ინტელექტია, რომელიც რეალიზების შესაძლებლობას იძლევა არამხოლოდ ზუსტ მეცნიერებებში, არამედ ხელოვნებაშიც, რადგანაც მას ემოციური სფერო უფრო მეტად გამოკვეთილი აქვს. კანური თვისებების არსებობისას შეიძლება მივიღოთ მსახიობი, რომელსაც როლში განსაკუთრებული სიღრმით შესვლის უნარი ექნება. ასეთ ქალს აქვს სხვა ადამიანებთან ემოციური კავშირების დამყარების პოტენციალი, მას უკვე სურს ურთიერთობა, თუმცა მისი ეს სურვილი, შეიძლება სმენამ ჩაახშოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა სმენა არასაკმარისად რეალიზებულია, როცა მას არ აქვს პასუხი მთავარ კითხვაზე – რა არის ცხოვრების აზრი?

სხვა ვექტორების თანაარსებობა ქალის სმენას სხვადასხვა ხმოვანებას ანიჭებს. ურეთრალური თვისებების დამატებით – ვიღებთ თითქოსდა ზეთის და წყლის ნაერთს, ისინი ერთმანეთში არ ირევიან. ურეთრალ-სმენა ქალი ყოვლად შეუთავსებელი უკიდურისობების ნაზავია. ის ხან ცხოვრების ორომტრიალში უკიდურესად გადაეშვება ხოლმე (ურეთრალური თვისებებით) – უყვარს სიცოცხლე, და ამ სიყვარულს უკიდურესად ძლიერად გამოხატავს, სექსუალურობა პიკზეა, არავითარი შეზღუდულობა. ხან კი არსის ძებნაში გადაეშვება და ამ დროს არავითარი მატერიალური სურვილები აღარ აქვს, სხეულიც კი ხელისსემშლელი ხდება, სულის სიცარიელემ კი შავი ხვრელივით შეიძლება შთანთქას. ასე ხდება ცხოვრების აზრის, ადამიანის ბუნების ძიების სმენური სურვილის არასათანადო რეალიზების შემთხვევაში და მაშინ უსასრულობაში ნახტომამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი რჩება… ვექტორების ასეთმა თანწყობამ შეიძლება წარმოშვას სუიციდური კომპლექსი, ან მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი. ზოგში ეს ყველაფერი ურეთრალ-სმენა პოეტის, მარინა ცვეტაევას მსგავსად შეიძლება რეალიზდეს. ზოგი კი შეიძლება ამ გაუცნობიერებელ საქანელაზე მთელი ცხოვრება უაზროდ ირწეოდეს. ურეთრალ-სმენაა მაგალითად ზემფირა, დიანა არბენინა, მადონა.

კანური თვისებები სმენას იდეებით შეპყრობილობას ანიჭებს, ეს განსაკუთრებით ძლიერად სოციალური გარდაქმნების და სულიერი გადაწყობების შემთხვევაში ვლინდება. ასეთ მდგომარეობაში მყოფმა კან–სმენა ქალმა შეიძლება ადამიანების დიდი მასაც აიყოლიოს, ცუდი სმენური მდგომარეობის დროს კი ტერორისტიც შეიძლება გახდეს. კანი დაბალი ლიბიდოთი გამოირჩევა, სმენის არსებობის შემთხვევაში კი საერთოდ ასექსუალურიც შეიძლება იყოს. კანსმენა ქალის სექსუალურობა მხოლოდ ძალიან გამოცდილმა მამაკაცმა შეიძლება გააღვიძოს და ისიც იმ შემთხვევაში თუ მას კანსმენა ქალის ბუნება ღრმად ესმის.

ანალ–სმენა მწერლობაში, ფსიქიატრიაში, მეცნიერებებში, პროგრამირებაში რეალიზდება. ანალ-სმენა წერითი სიტყვის დიდოსტატია ნებისმიერი კუთხით, იქნება ეს რომანის წერა, ისტორიული კვლევა, სამეცნიერო დისერტაცია თუ თარგმანი. ანალ-სმენები ჯერ მხოლოდ ეხლა იწყებენ ამ სფეროების ათვისებას, თუმცა საუკეთესო მწერლები და მთარგმნელები მათ შორის უკვე საკმაოდ ბევრნი არიან.

როცა სმენა ჩახშობილია

უზარმაზარი ფსიქიკის მოცულობის არარეალიზებულობა სმენას უდიდეს ტკივილს ანიჭებს. ტანჯავს აპათია, უძილობა, თავის ტკივილი, დეპრესია, რომელმაც სუიციდიც შეიძლება აფიქრებინოს. პრობლემა ისაა, რომ ფსიქოლოგიის სპეციფიკური ცოდნის გარეშე ამ ყველაფრის გააზრება ძალიან რთულია. ასეთი მაღალტექნოლოგიური ნავიგატორის გარეშე ნებისმიერი ვექტორის მქონეს გაუჭირდება ცხოვრება, მითუმეტეს რთული იქნება ცხოვრებაში ორიენტირება სმენისთვის, რომლის ძირითადი სურვილებიც სრულიად არამატერიალურია – სურვილი გაიგოს ვინ არის, გაიგოს პირველმიზეზი… ასეთი ადამიანი წლობით შეიძლება განიცდიდეს ცხოვრებისგან დაუკმაყოფილებლობას ისე, რომ ბოლომდე ვერც გააცნობიეროს ასე რა ტანჯავს.

მომავლის ამოცანა

ერთ–ერთი სმენური სურვილია სხვა ადამიანის ფსიქიკის შეცნობა. სვფ ამ სურვილის მთლიანად რეალიზების შესაძლებლობას იძლევა. როცა ადამიანის ფსიქიკა უკვე გამოცანა აღარ არის, სხვა კითხვებზეც ჩნდება პასუხები… სმენას კი უამრავი კითხვა აწუხებს… კითხვები ცხოვრებაზე, არსზე, თითოული ადამიანის ადგილზე ამ სამყაროში და მათზე პასუხების პოვნით სმენის ცხოვრებასაც აზრი ეძლევა, ჩნდება სიცოცხლის სურვილი, თვალებში ნაპერწკლები ინთება, ყოველი დღე კი სიხარულით ივსება. მაგრამ ეს კიდე ყველაფერი არ არის, საკუთარი თავის გახსნით და ცხოვრების აზრის პოვნით სმენა ქალები იხსნებიან წყვილური ურთიერთობისთვის და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს – ქალის სურვილი მამაკაცსაც უღვიძებს სურვილს, სწორედ სმენა ქალს შეუძლია უბიძგოს სმენა მამაკაცს შემეცნებისკენ, გააღვივოს ადამიანებთან ახალი – სმენური, სულიერი კავშირების ინტერესი, რათა მომავლის საზოგადოება შეიქმნას, რომელიც სწორედ ამ კავშირებზე აიგება, კავშირებზე, სიძულვილის გარეშე…

რადგანაც როცა ადამიანი სხვას აღიქვამს, როგორც საკუთარ თავს, მის სურვილებს კი საკუთარი სურვილებივით ითავისებს, მას არასოდეს არ მიაყენებს ზიანს. ამ ამოცანის გლობალურობა და პერსპექტიულობა სმენებს სუნთქვას უკრავს. მისი მართლაც უზარმაზარი ფსიქიკის მოცულობისთვის ეს ამოცანა ნამდვილად ღირსეულია. აი როგორ უნდა განხორციელდეს ეს, ამის პასუხი მხოლოდ სისტემურ–ვექტორულ ფსიქოლოგიაში იმალება, აქ სმენა ქალებმა შეიძლება თავისი შემეცნების სურვილის მოცულობა აივსონ. გამოყენებული იქნება სმენის ყველა თანდაყოლილი თვისება და შეძენილი უნარები: ფსიქიკის შესწავლის ინტერესი, კონცენტრაციის უნარი, სხვა ადამიანის მოსმენის უნარი, აბსტრაქტული კატეგორიებით ოპერირება, სხვა ვექტორები მხოლოდ დამხმარენი იქნებიან დომინანტური სურვილის რეალიზაციაში – ანალური ვექტორი ფენომენალური მეხსიერებით და ინფორმააციის სისტემატიზირების სურვილით დაეხმარება, კანის ვექტორი – მიზეზ–შედეგობრივი კავთირების მეთვალყურეობაში, ვიზუალი – ემპათიის უნარით და სხვა ადამიანების ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესების სურვილით და ა. შ.

მთარგმნელი: ლიზი ხუციშვილი

წყარო

  • რა განაპირობებს ფანატიზმს?

  • სმენის ვექტორიანი მოზარდობისას

  • თვითშემეცნების გზა – ჩემი სულის ფსკერზე

  • რა არის იდეა სმენის ვექტორში?

  • სმენის ვექტორიანი ქალი: საით მიდის ის

  • სმენის ვექტორი კომბინაციებში (ნაწილი მესამე)

  • სმენის ვექტორის ზოგადი მიმოხილვა

  • როცა ქალი სამყაროს ზომისაა