ორალის ვექტორიანი ბავშვები


ორალის ვექტორიანი ბავშვები

 „არ ვილაპარაკოთ?!“ 

 მოლაპარაკე, ენერგიული და მიმბაძველი პატარა - ეს ძირითადად ორალის ვექტორიანი ბავშვები არიან. ისინი ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცევიან, მათი მშობლები კი ემოციურად დაქანცულები არიან. თუკი შევისწავლით ასეთი ბავშვის თავისებურებებს, მერწმუნეთ, მათი აღზრადა არათუ გამაღიზიანებელი - საინტერესო და სახალისო იქნება.

ბავშვის დაბადების შემდეგ სახლში მხოლოდ მისი ხმა ისმის? ის მუდამ ლაპარაკობს ან ყვირის, გაუთავებლად ყვება გამოგონილ ამბებს და მისი გაჩერება შეუძლებელია? უყვარს გემრიელობები და ჭამის დროსაც არ წყვეტს ლაპარაკს? გილოცავთ!! თქვენ ორალის ვექტორიანი ბავშვი გყავთ. რაშია მათი ხიბლი? ის კომპანიის სული და გულია. მას შეუძლია ხუმრობა, ძალიან ემოციურია და გარშემომყოფებს შეუძლია გადასდოს კარგი განწყობა. ერთადერთი ვისაც მათთან ურთიერთობა უჭირთ - ეს მშობლებია. მაშინაც კი, თუ მშობლები გაეცნობიან ყველა ნიუანსს და მზად იქნებიან უცნაურობებისთვის შეუძლიათ იამაყონ შვილის გამორჩეული არტისტიზმით. ის ყოველთვის ყურადღების ცენტრშია, სიამოვნებით იცინის და ტკბება ცხოვრებით. ისინი ხომ შეგრძნებებით ცხოვრობენ. ურთიერთობა, თავისი აზრის გამოთქმა, ემოციის გამოხატვა ძირითადი ცენტრის - პირის მეშვეობით - ეს ყველაზე დიდი სიხარულია ორალი ბავშვის ცხოვრებაში. ამიტომ, ასეთი ბავშვის მშობლებმა უნდა გაამახვილონ ყურადღება, რომ განუვითარონ ბავშვს ვერბალური კომუნიკაციის საშუალებები.

ორალი ბავშვის მშობლების პრობლემა - ისინი ბევრს ყვირიან.

გახსოვდეთ, ეს არაა თავნებობა - ესაა გამოხატვის მცდელობა, საკუთარი ბუნების ნების აღსრულება. მათი ტალანტი ლაპარაკია და ბავშვობიდან ეუფლებიან მისი გამოყენების მეთოდებს. სულ ახლახან ამოიღო ხმა და უკვე ტესტავს მას.

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რამდენად არაკორექტულად იქცევიან მშობლები, როდესაც არ ესმით თუ რა მნიშვნელობის მოთხოვნას უზღუდავენ შვილს. მაგალითად სმენა მშობელი ვერ იტანს ხმაურს და ყველანაირად ხელს უშლის ორალი შვილის ბუნების პირველ გამოვლინებას. ანალი მშობელი დასჯის ორალ ბავშვს თვითგამოვლენისთვის. კანი მშობლები ასევე აწვალებენ მას შეზღუდვებით და მხოლოდ ორალი მშობელი ქაქანებს და ყვირის კიდეც მასთან ერთად. ამ სახით ისინი ორალურად ურთიერთობან, განიცდიან თვისობრივ სიახლოვეს.

ძვირფასო მშობლებო, დაიმახსოვრეთ, ორალი ბავშვის თვითგამოვლენის შეზღუდვა/დასჯით თქვენ ხელს უწყობთ - აპროვოცირებთ მის არშემდგარ მომავალს, უკეთეს შემთხვევაში ლოგოპედური პრობლემების წარმოქმნას.

ორალი ბავშვი ბევრს ჭამს.

და აქ საქმე მადაში არაა. ის უბრალოდ სიამოვნებას იღებს სამყაროს აღქმის მისეული ცენტრით განცდილი შეგრძნებებით. არ ღირს ამ საქმეში შეზღუდვები დავუწესოთ, რადგან მათ აზროვნებაში ეს ჩამოაყალიბებს დაახლოებით ასეთი შნაარსის დებულებას: „მე არ ვიმსახურებ ცხოვრებისეული სიამოვნებებით ტკბობას“ - ეს ცუდია! თუ მაინც გაშინებთ ბავშვის მადა მაშინ ჯობია შეეცადოთ მისი ტალანტის გამოვლინებას სწორი მიმართულება მისცეთ.

ნაადრევად იწყებენ ტყუილების შეთხზვას.

რატომ იტყუებიან ორალი ბავშვები? როგორც უკვე ვთქვით ასეთი ბავშვების (დიდებისაც) დანიშნულებაა ლაპარაკი. მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია 100% ყურადღებით უსმენდნენ. უფრო მეტი ყურადღების მისაქცევად და მსმენელის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, მიდრეკილნი არიან - შეალამაზონ მონათხრობი. მათ შესწევთ უნარი უშუალოდ თხრობის პროცესში ისე შეთხზან მოვლენები, დეტალები, რომ მათში ადვილად ეჭვს ვერ შეიტან. მათი ფსიქოტიპი იმართება ვერბალური ინტელექტით, ეს კი ნიშნავს, რომ ისინი ჯერ ახმოვანებენ აზრს, ხოლო შემდეგ კი იაზრებენ მას.

თქვენ უკვე იცით ამის შესახებ, მაშ დაეხმარეთ მათ ჩაწვდნენ საკუთარ იდეებს და გაიაზრონ ისინი. და არავითარ შემთხვევაში არ დასაჯოთ „ დაუფიქრებლად ლაპარაკის“ გამო.

იმისათვის, რომ დავეხმაროთ ორალ ბავშვს ტალანტის რეალიზებაში და მათთვის მახასიათებელ პრობლემებთან გამკლავებაში, საჭიროა გამოვიყენოთ შემდეგი მეთოდები: უსმინეთ მას გულისყურით და ყურადღება მიაქციეთ ყველაფერს რასაც ამბობს. დაუსვით კითხვები, გამოხატეთ ინტერესი. აგრძნობინეთ, რომ მისი ამქვეყნად მოვლენა ძალზე მნიშვნელოვანია. ატარეთ ორატორული ტექნიკის დახვეწის კურსებზე, ვოკალის გაკვეთილებზე, ნებისმიერ წრეზე სადაც ყურადღება გამახვილებული იქნება ვერბალურ კომუნიკაციაზე. შესაძლოა წარმატებას სამსახიობო ხელოვნებაში მიაღწიოს, ორალ ბავშვებს ხომ ასე უყვართ „გამოჯავრება“.

იყავით ყურადღებიანი და მზრუნველი მათი მოთხოვნილებების მიმართ და თქვენ შეძლებთ აღზარდოთ თქვენი ორალი შვილი კარგ პოლიტიკოსად, მომღერლად, საინტერესო საზოგადო ფიგურად. და არ დაგავიწყდეთ!! უკითხეთ მას წიგნები. ამით განუვითარებთ ინტელექტს და გაამდიდრებთ მის ლექსიკურ მარაგს. ასვე სასარგებლო საქმით დააკავებთ მის მშფოთვარე ენერგიას.

ავტორი: ვ.იუნევი

მთარგმნელი: ekoterine sagittarius

  • ორალური ვექტორი კომბინაციებში

  • ორალური ზომის როლი და რაობა

  • ფრთხილად, სკანდალისტია!

  • ომის და მშვიდობის მდგომარეობები კან-ორალურ ფსიქოტიპში

  • ვინ სექსზე, ვინ ღმერთზე – სმენური და ორალური სიტყვა

  • იტყუება თუ არა?!

  • როგორ მეტყველებენ ორალის ვექტორიანები?!

  • ზედა ვექტორების გავლენა წყენის მდგომარეობაზე