რეალური მშობლები და ვირტუალური შვილები. კომპიუტერი – ზიანი თუ სარგებელი?


რეალური მშობლები და ვირტუალური შვილები.კომპიუტერი – ზიანი თუ სარგებელი?

ინტერნეტ კომუნიკაციები, ონლაინ თამაშები ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ბავშვის ვირტუალურ ცხოვრებაში ჩართულობა ხშირად აშფოთებს მშობლებს და მოითხოვს მათგან გადაწყვიტონ, როგორ მიუდგნენ შვილის კომპიუტერით გატაცებას. 

ჩვენ ვცხოვრობთ რთულ, ცვალებად სამყაროში. რაც დღეს აქტუალური იყო, ელვის სიწრაფით ძველდება და ხვალ უკვე დაკარგავს პოპულარობას. მაშინ, როდესაც მოზრდილი ასაკის ადამიანებს დრო სჭირდებათ კომპიუტერულ ტექნოლოგიებში გასარკვევად და ფეხის ასაწყობად, ბავშვები ადრეული ასაკიდან მეგობრობენ ტექნიკასთან. 

მაგალითად, ჩემი მეგობრის შვილი ორი წლის ასაკში აიპადზე თამაშობდა, თვითონ იწერდა მულტფილმებსა და განახლებებს. სამი წლისა სკაიპში ურეკავდა ბებოს და თამაშებში ისეთ ტურებს ხურავდა, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს რომ უჭირდათ. 

ინტერნეტ კომუნიკაციები, ონლაინ თამაშები ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ბავშვის ვირტუალურ ცხოვრებაში ჩართულობა ხშირად აშფოთებს მშობლებს და მოითხოვს გადაწყვიტონ, როგორ მიუდგნენ შვილის კომპიუტერით გატაცებას. 

პირობითად მშობლები სამ კატეგორიად შეიძლება დავყოთ: 

1. ისინი, რომლებიც საერთოდ უკრძალავენ ბავშვებს კომპიუტერის გამოყენებას, ინტერნეტით სარგებლობას და თამაშს. 

2. ისინი, რომლებიც ამისათვის მხოლოდ გარკვეულ დროს გამოყოფენ. 

3. ისინი, რომლებიც საერთოდ არ აკონტროლებენ მათ და აძლევენ საშუალებას კომპიუტერთან იყვნენ იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც თავად ბავშვებს მოესურვებათ. 

მივყვეთ და სისტემურად განვიხილოთ, რა შედეგი მოაქვს თითოეულ მიდგომას. 

 

არაა კომპიუტერი, არაა პრობლემა 

მშობლების ნერვიულობა ბავშვების კომპიუტერით გატაცებისადმი გასაგებია – ისინი გაიზარდნენ სხვა დროში, სხვა ღირებულებებით. საინტერესოა, რომ ყოველი მეექვსე შემთხვევა, როცა მშობლები მიმართავენ ფსიქოლოგს, სწორედ კომპიუტერულ დამოკიდებულებას უკავშირდება. ამასთან, პრობლემა, უმეტესად, მშობლების თვალთახედვით, მათ გონებაში არსებობდა. 

„ჩვენი პრობლემა თქვენ ხართ, თქვენი პრობლემა კი თქვენი აზროვნებაა“ – ერთ-ერთი „კომპიუტერდამოკიდებული“ ბავშვის დასკვნა. 

მიუხედავად ამისა, დღეს საკმარისზე მეტი მშობელი ხელმძღვანელობს პოსტულატით – „რატომ შევიქმნათ სირთულეები? არავითარი კომპიუტერი შინ, არავითარი მობილური, ხანდახან კი ტელევიზორზეც ვთქვათ უარი“, ჩვენ ხომ ამ ყველაფრის გარეშე გავიზარდეთ და ნორმალურ ადამიანებად ჩამოვყალიბდით. 

ამ მიდგომით ბავშვს ცოდნისა და ინფორმაციის მისაღებად მხოლოდ მშობლების გამოცდილება, წიგნები, სახელმძღვანელოები, ინფორმაციის ტრადიციული და მოძლეველბული მეთოდები რჩება… ასევე მთლიანად კარგავს შესაძლებლობას, თანამედროვე სამყაროს ახალ რეალობასთან ადაპტირდეს და ბავშვი, მშობლების დამსახურებით, რჩება წარსულში. 

ეს ტკბილი სიტყვა „თავისუფლება“ 

კომპიუტერის გამოყენების დრო შეუზღუდავია. ბავშვი მთელი დღის განმავლობაში თავის ნებაზეა, შეუძლია დღეობით იჯდეს კოპიუტერთან, დაივიწყოს სკოლა, ვალდებულებები შინ, გარესამყარო მთლიანად. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მშობლებს უფრო უადვილდებათ უყიდონ ბავშვს ახალი კომპიუტერული თამაში, რომ „დააწყნარონ“, ვიდრე მისი აღზრდით დაკავდნენ. 

ეს ის შემთხვევაა, როცა საზღვრების არარსებობა მავნეა არამარტო ფიზიკური, არამედ ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის. ეს მდგომარეობა ნიშნავს, რომ ბავშვის განვითარება შემთხვევითობაზეა დამოკიდებული. შეიძლება, მან კომპიუტერი სასარგებლოდ გამოიყენოს, ისწავლოს, მეგობრებთან კონტაქტი იქონიოს, ცოდნა გაიღრმავოს, ან კიდევ მთელი თავისი დრო უაზროდ გაფანტოს. 

დროის ფეხდაფეხ 

მშობლები პასუხისმგებლობას იღებენ ბავშვის უსაფრთხოებაზე, ჯანმრთელობასა და როგორც მის ინტელექტუალურ, ისე დაბადებით გამოყოლილი უნარების განვითარებაზე. 

ფსიქოლოგები და მშობლები, ბავშვებისათვის კომპიუტერთან ყოფნის დროის გათვლისას ხშირად უშვებენ ერთსა და იმავე შეცდომას – ინტერნეტსა და კომპიუტერს ყოველივე ბოროტის სათავედ მიიჩნევენ და გულისთქმას აყოლილები, კრძალავენ მათ (თან ფულსა და ნერვებსაც ზოგავენ). 

შევხედოთ სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგიის გადმოსახედიდან და ვცადოთ, გავიგოთ, როგორია სწორი მიდგომა ბავშვებისა და ტექნიკის უახლესი მიღწევების მიმართ. 

მაშ ასე 

პირველი და მთავარი. კომპიუტერი, როგორც ასეთი ბოროტება არაა, თუმცა შეიძლება იქცეს ჩვენს ხელში. ეს მაშინ ხდება, თუ მას რეალური ცხოვრებიდან გასაქცევად გამოვიყენებთ და არა მასთან ადაპტაციის საშუალებად. რეალობიდან გაქცევა კომპიუტერის გამოყენებით არ იწყება, უფრო მაშინ, როდესაც ბავშვი კომპიუტერულ თამაშებში ბედნიერების, ფსიქოლოგიური სურვილების დაკმაყოფილების სუროგატს ხედავს. 

თუ მშობლებს ესმით ბავშვის, მსგავსი რამ არ მოხდება. კომპიუტერული ტექნოლოგიები დარჩება მხოლოდ და მხოლოდ ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებელ საშუალებად. თუ ჩვენ ვიცით ჩვენი შვილის შინაგანი სამყარო და მზად ვართ, ვიშრომოთ მისი განვითარებისათვის, მაშინ კომპიუტერი მხოლოდ სიკეთის მომტანი იქნება. 

მეორე და მთავარი. თუ ბავშვს არ მივცემთ საშუალებას ადაპტირდეს ახალ კომპიუტერულ რეალობაში, მას არ ვაძლევთ საშუალებას ადაპტირდეს ცხოვრებასთან. გვინდა თუ არა, ტექნოლოგიები ყველგანაა და ინტერნეტ-ტექნოლოგიების სამყაროში ვცხოვრობთ. მალე თითქმის ყველაფერი კომპიუტერის საშუალების ჩატარდება, ყველაზე მცირე წარმოებაც კი კომპიუტერულ სისტემაზე აეწყობა. 

ბავშვის ამოგლეჯა მისი თანამედროვეობიდან ნიშნავს, რომ მას მაუგლის ბედი მივუსაჯოთ. ამით მას შევუმცირებთ ადაპტაციისა და კონკურენტუნარიანობის შანსებს. 

მნიშვნელოვანია არ გვქონდეს ილუზია, რომ თუ კი პატარა ბავშვთან ვახერხებთ მის კომპიუტერთან ჩამოშორებას და ვუნაცვლებთ ხატვით, სხვადასხვა თამაშებითა თუ გასართობებით, მოზარდობის ასაკში ეს შეუძლებელი იქნება. გარდა ამისა, საკმაოდ ხშირად სწავლის პროცესში კომპიუტერი და ინტერნეტი აუცილებელია, მაგ. სკოლების ნაწილში აქტიურად გამოიყენებენ ელექტრონულ დღიურებს. 

აკრძალული ხილი ტკბილია. მკაცრი შეზღუდვა მშობლისგან – გზა კონფისკაციისაკენ, ბრძოლისა და პროტესტებისაკენ – რაც საბოლოოდ, მისი თანამედროვე ლანდშაფტისგან იზოლაციასთან მიგვიყვანს. 

როგორ დავხმაროთ ბავშვს განავითაროს თავისი შესაძლებლობები ინტერნეტ-ტექნოლოგიებში

იმისათვის, რომ ჩვენი შვილების დამოკიდებულებები კომპიუტერის მიმართ სწორად ჩამოვაყალიბოთ, პირველ რიგში, უნდა გავერკვეთ მათ ვექტორულ წყობაში, ხოლო შემდეგ შევძლოთ, სწორად დავაინტერესოთ და კარგი მიმართულებით წავიყვანოთ. 

ანალის ვექტორიან ბავშვს თავისი შესანიშნვანი მეხსიერებითა და უნარით, მოახდინოს ყველაფრის სისტემატიზაცია, კომპიუტერში დააინტერესებს ანალიტიკური თამაშები. გარდა ამისა, ინტერნეტი მას გზას გაუხსნის უსასრულო ინფორმაციისა და მასალებისაკენ. თუმცა აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება კონტენტს. ბავშვმა მხოლოდ „სუფთა“ საიტები და მასალები უნდა მიიღოს. 

ანალ-ვიზუალ მოზარდებს ე.წ. ,,ქოფირაითერებად“ მუშაობა მოეწონებათ. მნიშვნელოვანია, რომ თავიდანვე მივაჩვიოთ ისინი შრომისმოყვარეობასა და სამუშაოს ხარისხიანად შესრულებას, ასევე ადეკვატურად შევაქოთ. მათვე მოეწონებათ კორექტორის სამუშაო. იგივე ეხება ანალ-სმენებსაც (ამ უკანასკნელთ პროგრამირებაც მოეწონებათ). 

კანები თავიანთი მოქნილი ფსიქიკითა და ლოგიკურად მოწყობილი ტვინით საჭიროებენ ლოგიკის, ინჟინერული უნარების განვითარებას. მათ „მონოპოლიის“ მსგავსი თამაშები მოეწონებათ, ანუ ყველაფერი ის, რაც გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას, დროულ ადაპტაციასა და ლიდერულ მონაცემებს, რაციონალურად მოწყობილი აზროვნებით გადადგმულ ნაბიჯებს მოითხოვს. 

მათთვის განსაკუთრებით სასარგებლოა ყველაფერი, რაც ორგანიზებას საჭიროებს. სწორედ კანებს სჭირდებათ მათში ჩადებული ლიდერული თვისებების განვითარება. 

ინტერნეტი შლის საზღვრებს და საშუალებას იძლევა, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მყოფმა ბავშვებმა ერთსა და იმავე ამოცანაზე იმუშაონ. ასეთ გარემოში ყოფნა კანებს მომავალში რეალური ორგანიზაციებისა და ადამიანური რესურსების მართვაში დაეხმარება. 

სმენისა და ვიზუალის მქონე ბავშვებისათვის ინტერნეტი განვითარების უსაზღვრო წყაროა. ვიზუალებისათვის ეს შეიძლება იყოს გემოვნების, ეთიკის, ესთეტიკის განვითარების საშუალება – იმის მიხედვით, თუ სად ცხოვრობთ და როგორი მატერიალური შესაძლებლობები გაქვთ, შეგიძლიათ მისცეთ ვიზუალს საშუალება გაეცნოს და ნახოს ხელოვნების ნიმუშები მსოფლიოში. კომპიუტერი მისთვის საშუალებად იქცევა, თავად შექმნას და თავის ფანტაზიას მისცეს გასაქანი. 

სმენებისათვის კომპიუტერი ხსნის გზას მუსიკის, ასტრონომიის, ფიზიკის, ინფორმატიკის, გენეტიკისაკენ. ვერავითარი ნახატი სახელმძღვანელოში ვერ შეცვლის 3D გამოსახულებას კომპიუტერში მზის სისტემისა თუ ადამიანის უჯრედებში მიმდინარე პროცესების შესახებ. ხოლო ინტერნეტში არსებული დიდი რაოდენობის მასალები ყველაზე რთულ საკითხებში, დაეხმარება მათ საუკეთესოდ განავითარონ თავიანთი უზარმაზარი აბსტრაქტული ინტელექტი. 

ჩვენ, უფროსებმა უნდა ვაღიაროთ, რომ კომპიუტერული ტექნიკა და ინტერნეტი – ეს არა „რაღაც ვირტუალური რეალობა“, არამედ ჩვენი სამყაროს განუყოფელი ნაწილი, რომელსაც შეუძლია შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი ბავშვების ადაპტაციაში თანამედროვე სამყაროსთან.

წყარო: https://www.yburlan.ru/biblioteka/deti-i-kompyuter 

მთარგმნელი: ნუცა ნიკოლიშვილი  

  • როგორ გვზღუდავს ჩვენივე გონება?

  • დეპრესია, სიბნელე და სიჩუმე მარტოხელა გულში.

  • ჰიკიკომორი. შავი ცრემლები საბნის ქვეშ მონიტორთან

  • ანალური ფსიქოტიპის სტრესები

  • ანალური ვექტორი. ლოგონევროზი

  • ზედა ვექტორების გავლენა წყენის მდგომარეობაზე (ანალ-ვიზუალი)

  • ყნოსვის "დაბნელება

  • ბინძური ლექსიკის საიდუმლოებები