ნიშნები და ცრურწმენები
ნიშნები და ცრურწმენები
გზაზე შავმა კატამ გადაგვირბინა… თითქოსდა მერე რა მოხდა, ბევრი ისე ჩაივლის ვერ შეამჩნევს, მაგრამ ყველა არა… სარკე გატყდა და მომავალი უსიამოვნებების შიშიც გაიზარდა.
საიდან მოდის ყოველივე ეს? რატომ დაუკავშირეს ადამიანებმა ისეთი მოვლენები, როგორიცაა გზაზე კატის გადარბენა ან სარკის გატეხვა უსიამოვნო ცხოვრებისეულ სიტუაციებს, მათ შორის ხომ არანაირი ლოგიკური კავშირი არაა.
ნებისმიერი ადამიანი ცდილობს გაექცეს უსიამოვნებას, რომელიც მოულოდნელად შეიძლება დაატყდეს თავს. ყველა ისურვებდა წინასწარ გამოეცნო ისინი და თავი აერიდებინა. როგორც ამბობენ: რომ იცოდე სად დაეცემი, თივას დაიგებდი. სწორედ სიცოცხლის გამო შიში და მომავლის შეუცნობლობა წარმოადგენს ნებისმიერი ნიშნისა და ცრურწმენის საფუძველს.
შეუცნობლის შიში
მთავარი სენსორი, რითიც ადამიანი გარე სამყაროს შეიმეცნებს, თვალებია. ვიზუალური ვექტორის მქონე ადამიანების განსაკუთრებულად მგრძნობიარე თვალები კი მათ გაცილებით მეტის, უკეთესად და უფრო შორს დანახვის საშუალებას აძლევს. ამასთან ვიზუალები ემოციური, შთაბეჭდილებებიანი ხალხია, ისინი შიშს იმაზე გაცილებით მძაფრად განიცდიან, ვიდრე ადამიანთა უმრავლესობა, რომლებიც უბრალოდ ცდილობენ ფრთხილად იყვნენ და უსიამოვნო სიტუაციების შექმნასა და პროვოცირებას გაექცნენ. განსაკუთრებული მხედველობა ჯერ კიდევ უხსოვარ დროს სიცოცხლის გადარჩენის გარანტი იყო. საფრთხის დროულად შემჩნევის და მისგან თავის დაცვის ხერხი. ვინ გაარჩევს ლეოპარდის მოძრავ ლაქებს, მზით გაჩახჩახებულ სავანაში მაღალ ბალახში რომ მოძვრება? მხოლოდ ვიზუალ დღის მეთვალყურეს, რომლის ზემგრძნობიარე სენსორებს შავის ელფერების გარჩევაც კი შეუძლიათ. სხვებისგან განსხვავებით, რომელთათვის შავი მხოლოდ შავია. კიდევ ვის სიამოვნებს ველური ბუნების სურათების დანახვა ვიზუალებივით? ეს მხოლოდ მათი თვისებაა – აქეთ-იქეთ ყურება ყველაზე მცირე დეტალების დანახვა და საფრთხის შემჩნევისას მომენტალური ძლიერი შიში და ამ შიშის ყველა გარშემომყოფზე გადაცემა. შედეგად შესაძლებელი ხდება საფრთხეს დროულად გაექცნენ და მთელი ჯოგის სიცოცხლე გადაარჩინონ.
მაგრამ როცა მზიანი დღე დაისით იცვლება და ბინდი წვება, ღამდება. მზე კი მიდის მაგრამ წყვდიადში ჩამალული ,,მტრები“ რჩებიან, სიბნელეში თვალები მგძნობელობას კარგავენ და გამოდის რომ სიცოცხლეც საფრთხის ქვეშაა. სწორედ ამ დროს ჩნდება სიბნელის შიში ყველაზე ადრეული პირველყოფილი შიში, ზოგადსაკაცობრიო თვითგადარჩენის ინსტინქტის ვიზუალური გამოხატულება, სიკვდილის შიში.
გაუცნობიერებლის მიმართ შიში რისი დანახვაც ვიზუალის თვალებს არ შეუძლიათ. შეუძლებელია განსაზღვრა რა იმალება სიბნელეში, წარმოსახვაში სურათებს ხატავს, სიბნელეზე გაცილებით საშინელს. სწორი შენიშვნაა ,,ისე არ წვიმს როგორც ქუხს”, ვიზუალური ვექტორის უზარმაზარი ემოციური ამპლიტუდა ქვემოთ ცხოველურ შიშში ეცემა, საშინელი სურათი რეალობად ეჩვენება და ძარღვებში სისხლი ეყინება. ეს ხერხი დიდი ხანია ცნობილია ჰოლივუდელი თრილერების რეჟისორებისთვის. ბნელი დერეფანი, ცუდი განათება, ავბედითი სიჩუმე, უცებ ზარი და “ააა” – მთავარი გმირის ყურისწამღები ყვირილი. ჯერ ხომ რეალურად საშიშიც არაფერი მომხდარა, მაგრამ საჭირო არც იყო, ფანტაზიორმა ვიზუალებმა უკვე მთელი სულისშემძვრელი სისხლიანი სიკვდილის სცენები წარმოიდგინეს. სიკვდილის შიში – ვიზუალური ვექტორის მთავარი შიშია. ქვეცნობიერად ამ შიშმა გამოძახილიც ჰპოვა – ,,შიშს დიდი თვალები აქვს”.
ვის არ ეშინია სიბნელის?
ღამის ცვლაში სადარჯოდ ვიზუალი დღის მეთვალყურის ,,უფროსი ძმა” – ღამის სმენური მეთვალყურე გამოდის. მიწაზე ჯდება და ზის გაუნძრევლად, ფიქრობს… სიჩუმით ტკბება… და უცებ! ლეოპარდის თათის ქვეშ ტოტი გადატყდა. ,,საფრთხის შესახებ მესმის” – ამბობს სმენა და მთელი ჯოგი ხეებზეა, კუნთურმა ძალოსნებმა კი კეტებს წამოავლეს ხელი. გადარჩნენ. იმიტომ რომ მან გაიგონა. ვიზუალი გოგონა უცნაურ სმენასთან მიირბენს: ,,როგორ შეგიძლია ყოველ ღამე ასე სიბნელეში ჯდომა? მხეცების არ გეშინია?” სმენა კი თავდაჯერებით პასუხობს: ,,მე ყველაფერი მესმის და ყველაფერი ვიცი”.
პირველყოფილმა საფრთხეებმა გადაიარა, აღარ იყო ჯოგის დღისით და ღამით გუშაგობის აუცილებლობა. ადამიანები თავს ქალაქის კედლებით იცავდნენ, კან-ვიზუალ გოგონებსაც აღარ სჭირდებათ სიცოცხლის გადასარჩენად შეშინება. ახლა მათი მდიდარი ემოციურობა ყოველივე ცოცხალის მიმართ სიყვარულისკენაა მიმართული, ადამიანის სიცოცოხლე მათთვის კულტურულ ფასეულობამდეა აყვანილი, მთელი კაცობრიობის კულტურული განვითარებაც ხომ მათი წყალობითაა. სმენები კი სიბნელეში გარე სამყაროს ხმებზე კონცენტრაციიდან საკუთარ თავში ჩაღრმავებაზე გადავიდნენ – რას ნიშნავს “მე” და სადაა მისი ადგილი ამ ვრცელი ვარსკვლევებიანი ცის ქვეშ… და მთელი არსებული თეორიების ფუძემდებლები გახდნენ – ფილოსოფოსები რომლებიც საგნების ბუნებას წვდებიან, სამყაროს საიდუმლოს ამოხსნის მოსურნე ასტროლოგები, სამყაროს შექმნის საიდუმლოს გასაგებად მიმართული რელიგიურ სწავლებათა შემქმნელები.
ყოველი სმენა რაიმეს მიღწევის სურვილით – სამყაროს შექმნასთან ერთი-ერთზე გრძნობს თავს, თითქოს გარშემო ყველაფერი მხოლოდ იმიტომ შეიქმნა რომ მას სამყაროს საიდუმლოები გაუმჟღავნოს, მიდრეკილია ყველგან ნიშნები დაინახოს, გარშემო ყველაფერი ყოფიერების საიდუმლოებზე მის მოსაზრებებს და იდეებს ადასტურებს. მატარებელზე დავაგვიანე, ნეტავ ამით რისი თქმა სურთ? მისტიფიცირებენ სმენები. ვიზუალური ვექტორი ყოველთვის და ყველაფერში სმენას მიჰყვება, მის მოძრაობებს იმეორებს. ვიზუალები ყოველთვის ცდილობენ სმენური მემკვიდრეობიდან რაიმეთი ისარგებლონ, თავისებურად გადააკეთებენ, თავის თარგს მოარგებენ და საკუთარი საჭიროებებს დაუქვემდებერებენ. მთელი ისტორიის მანძილზე სმენურმა მისთიფიკატორებმა შესაქმის უამრავი იდუმალი თეორია შექმნეს. ვიზუალებს კი უხაროდათ, სჯეროდათ და შიშიც გაქრა. მათ გვერდით ხომ სმენაა, მას ყველაფერი ესმის, ყველაფერი იცის და მისთვის ცნობილია ხერხი, რითაც ყველას დაგვიცავს.
სამყაროს აღწერის სმენის ნებისმიერი აბსტრაქტული მცდელობა ვიზუალს შეუძლია ხატოვნად აღიქვას და მომავლის წინასწარმეტყველებისთვის გამოიყენოს. ყოველი სმენური ნიშანი რასაც არ უნდა ნიშნავდეს ის სმენისთვის, ვიზუალისთვის მოქმედების სახელძღვანელო ხდება. ასე გაჩნდა მკითხაობა, წინასწარმეტყველური ასტროლოგია, უაზრო წინასწარმეტყველებანი, ნიშნები და ცრურწმენები.
არასაკმარისად განვითარებული, სიყვარულის მდგომარეობაში ვერ გადასული ვიზუალი შიშის გარკვეულ დოზას აუცილებლად გრძნობს. რაც უფრო დიდია ეს შიში მით მეტია თავის დაცვის მოთხოვნილება და მით ნაკლებად აცნობიერებს რეალურად არსებულ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს. კარზე ნალი დაამაგრე და ყველა უბედურებისგან თავს დაიცავ, გააბრიყვე ყველა შავი კატა და მარჯვენა მხარეს გადააფურთხე… შავი კატა, რიცხვი 666 – ნებისმიერს ესმის რომ ეს უბრალოდ კატაა და უბრალოდ რიცხვია. შიშის მდგომარეობაში მყოფი ვიზუაები კი აქ რაღაც ავბედითს ხედავენ, როგორც იმ ტრილერის ბნელ დერეფანში. ხედავენ იმას რაც რეალურად არ არის.
ვიზუალური ვექტორის უმაღლესი განვითარება – ეს თანაგრძნობა და ახლობლებზე ზრუნვაა. სიყვარული ნიშნავს სხვის გამო შიშს, სხვაზე ზრუნვას, სხვაზე ფიქრს. ნამდვილი სიყვარული შიშის ადგილს აღარ ტოვებს – ,,ისე მიყვარს სიკვდილისაც არ მეშინია“ წარმოუდგენელია ისეთი ადამიანი რომელიც საყვარელი ადამიანის დასახმარებლად მიიჩქრის და გზაზე თუნდაც ასი შავი კატის გადარბენა დააბრკოლებს.
სმენა რომელიც საკუთარ თავს სისტემურ-ვექტორული აზროვნების გზით შეიმეცნებს მოსაზრებეს და იდეებს რომლებისც ვერ აძლევდნენ და არც შეეძლოთ პასუხების გაცემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კითხვებზე, სამუდამოდ ტოვებს. საკუთარ თავში ჩაღრმავებული ისევ და ისევ იაზრებს ამ იდეებს და ყოველ ჯერზე უფრო და უფრო ღრმად დაფარულ საიდუმლოს წვდება რომელთ აღმოჩენა ისევ მოუწევს მომავალში.
მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე