კან-ვიზუალი მდედრი. ქალი რომელიც არ შობს


კან-ვიზუალი მდედრი. ქალი რომელიც არ შობს

ბურლანის ჯგუფის ეს სტატია სავსეა სისტემური შეცდომებით. ამის გამო სვფ-ს ქართულ ჯგუფში ბევრი ვიფიქრეთ, ღირდა თუ არა მისი თარგმნა და საიტზე დადება. გადავწყვიტეთ გვეთარგმნა და იქ, სადაც ბურლანს უხეში შეცდომები აქვს დაშვებული, დაგვეწერა საკუთარი განმარტებები და შენიშვნები – სერგო ღამბაშიძე

მამაკაცების დამოკიდებულება კან-ვიზუალი ქალისადმი

ყოველთვის მიმზიდველი, ნებისმიერი მამაკაცისათვის სასურველი, თითოეულთან განსაკუთრებული ურთიერთობის გზის გამომნახველი, ყოველთვის ყურადღების ცენტრში, რომელიც ყველას უყვარს და მაინც, ხშირად ის მარტოა, პარტნიორის გარეშე.

კან-ვიზუალი მდედრის არქეტიპები:

 ურეთრალი ბელადის მუზა, სულისჩამდგმელი და სტიმულის მიმცემი დიადი საქმეებისაკენ. კან-ვიზუალის „დახმარებით“ ურეთრალი ვერ ახერხებს თავისი გენის გაგრძელებას, ამიტომ, ეს კავშირი შობს და ავითარებს კულტურის, ჰუმანიზმის იდეებს (აქ ბურლანი ცდება. რა თქმა უნდა კან-ვიზუალი მდედრი არაა ანალივით, ან კუნთის ვექტორიანი მდედრივით ,,ნაყოფიერი“, მაგრამ იმის თქმა რომ ის ბავშვებს საერთოდ არ აჩენს, შეცდომაა – ს.ღ.)

 ქალი მომავლიდან ურეთრალი მოზარდისათვის, რომელიც უბიძგებს მას განივითაროს ურეთრალური ვექტორის მთავარი თვისებები – გულმოწყალება და სამართლიანობა ყველასათვის, ჯოგის თითოეული წევრისათვის. მოზარდის აღმზრდელი ისე, რომ გადაარჩინოს პატარა ბელადი „მარტოსულ მგლობას“.

 ამბიციური კანი ლიდერის, ურეთრალური ტახტის პირველი პრეტენდენტის, ოცნება – ის კან-ვიზუალ ქალს ირჩევს, როგორც ძალაუფლების ატრიბუტს, ბელადის რანგის დამადასტურებელს. განსაკუთრებით ფასეული კანისათვის ის კან-ვიზუალია, რომელიც მანამდე ურეთრალ ბელადთან იყო (აქ ბურლანს რატომღაც ავიწყდება განვითარების დონეების მითითება და ისიც, რომ განვითარებული კან-ვიზუალი მდედრი არაა პასიური, ანუ ის არაა მდედრი რომელსაც ,,ირჩევენ“ და თანხმდება. ხშირად ის ურთიერთობებში წამყვანია. – ს.ღ.)

 ჯოგის შეუცვლელი მეგობარი ომის პერიოდში – კან-ვიზუალი მდედრი ერთადერთია, რომელსაც შეუძლია ომის მდგომარეობაში მყოფი კუნთის ვექტორიანები მშვიდობის მდგომარეობაში გადაიყვანოს.

 და პეპელა, რომელიც მუდმივად უსხლტება ხელიდან სახლში ჯდომის მოყვარულ ანალს – რომელსაც მისი დავიწყება არ ძალუძს და შეუძლია, მთელი ცხოვრების განმავლობაში ელოდოს (ბურლანი აქაც ცდება. ერთვექტორიანი ანალი მონოგამია, ამიტომ მის ფსიქიკაში სიტყვა ,,განშორება“ არ არსებობს. ამიტომ მისგან გაქცეულ, ან წასულ მდედრს, ის ვერასოდეს ივიწყებს. თუმცა ერთადერთი მდედრი, რომელსაც ანალი მთელი ცხოვრება დაელოდება და მზადაა ღალატიც კი აპატიოს, ურეთრალი მდედრია. მისგან გაქცეულ კან-ვიზუალთან ის მუქარიტ ურთიერთობს – ,,დამიბრუნდი ან არ ვიცი რას გიზამ“ და ეს ხშირად ტრაგიკული შედეგით მთავრდება – ს.ღ.)

ორვექტორიან კან-ვიზუალს არ აქვს მაღალი სექსუალური მოთხოვნილება – და რაც აქვს, ის უფრო ურთიერთობაზე თანხმობით გამოიხატება, ვიდრე ნამდვილი ვნებით, თუმცა, სწორედ მას ჰყავს პარტნიორების ყველაზე დიდი რაოდენობა მთელი ცხოვრების განმავლობაში – ის არ შობს, როგორც ყველა სხვა მშობელი ქალი, მასზე არ ვრცელდება საწყისი კანის ვექტორის რეგლამენტაცია – მას არ ეზღუდება სექსუალობა.

კან-ვიზუალი მდედრი, ეს არის ქალი, რომელსაც განვითარების სხვადასხვა დონეზე, ურთიერთობის სცენარი აქვს ნებისმიერი ვექტორული წყობის მქონე მამრთან.

კან-ვიზუალი – ყველასგან განსხვავებული მდედრი

კან-ვიზუალი ქალი – ყოველგვარი ქალურის შებრუნებულია. ბავშვობაში დარბის ბიჭებთან ერთად, თამაშობს ექთნობანას, მკურნალობს ბიჭების წარმოსახვით ავადმყოფობებს, უკეთებს ნემსებს. ქალების გარემოცვა „კუდიანად“ აღიქვამს – რომელსაც ადვილად შეუძლია ნებისმიერი კაცის მოხიბლვა…

ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ის არაა შობისთვის „მოწყობილი“, ის დღის მცველია, ჯოგის ომში გამყოლია, განურჩევლად ყველას მომხიბვლელი, მეომრების ჭრილობების მომვლელია. ის მეომარი მდედრია, ომში კი ბავშვის გაჩენის ადგილი არ არის.

კან-ვიზუალი ის ქალია, რომელსაც ყველა ელტვის, ანალიც კი – ერთგული, თავდადებული ოჯახის კაცი – სექსუალური დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, „გადაუხვევს მარცხნივ“, კან-ვიზუალ მეძავთან (ბურლანს აქ რატომღაც ავიწყდება იმის თქმა რომ მეძავი მხოლოდ განუვითარებელი კან-ვიზუალია. ასევე ავიწყდება აღნიშნოს, რომ განვითარებული ანალი პარტნიორს არასოდეს ღალატობს), აღიქვამს მას როგორც უბრალოდ სხეულს, არ თვლის ამას ღალატად, არც დამნაშავედ მიიჩნევს თავს – არსებულ ფაქტს უბრალოდ უარყოფს. კუნთის ვექტორიც ასევე მიყვება ამ ქალს – მოჯადოებული კან-ვიზუალის უნებლიე ფლირტითა და თვალების ფახულით.

განვიტარებული კან-ვიზუალი მდედრი ხდება აღმზრდელი, ხშირად მასწავლებელი, რომელსაც აღმერთებენ მოსწავლეები და ემოციურად დამოკიდებულნი ხდებიან მასზე. ინტელიგენტი, დახვეწილი ქალი. „მე ჩემი თავი მთლიანად ბავშვებს მივუძღვენი“, „ჩემი სიცოცხლე თეატრს დავუთმე“, „გათხოვებისა და შვილების გაჩენისათვის დრო არ დამრჩა“ – კან-ვიზუალი ქალების დამახასიათებელი ფრაზებია. ოჯახის არყოლა, მარტოსულობა, თაყვანისმცემლების დიდი რიცხვი, ხშირად თან სდევს კან-ვიზუალ მდედრს.

მისთვის შვილიც, კავალერიც და თაყვანისმცემელიც

ძალიან საინტერესოა კან-ვიზუალ ქალის საკუთარ ახალშობილ შვილზე რეაქციების დაკვირვება. მას ეშინია, რომ დაუვარდება, ხელში არ აჰყავს, გვერდით სძინავს და ეშინია რომ ღრმად ჩაეძინება და რამეს დაუშავებს. საერთოდ არ იცის, რა ქნას, რა მოუხერხოს. კან-ვიზუალ ქალს არ აქვს დედობრივი ინსტინქტი, ამიტომ სამ წლამდე მას ძალიან უჭირს ბავშვთან „გამკლავება“. მეგობრებსაც სულ იმას ეწუწუნება, რომ „ცუდი დედაა, ბავშვის მოვლა არ შეუძლია, აი, მარიამს და კატოს უადვილდებათ, მოქმედებებში თავდაჯერებულნი არიან, აი, თვითონ კი, არაფერი გამოსდის.“

როცა ბავშვი წამოიზრდება და უკვე ახერხებს გააზრებულად მოქმედებას, კან-ვიზუალი დედა ცდილობს მასთან ემოციური კონტაქტის დამყარებას – ვიზუალური ვექტორის და ამ შემთხვევაში, დედის ერთადერთ შესაძლო საშუალებას.

თუ კან-ვიზუალი მდედრი განუვითარებელია, ის არ ახდენს კაცების დიფერენცირებას და ყველასთან ახერხებს ფლირტს. მაგალითად: როდესაც შინ მოდის მოზარდი ბიჭი, მაგალითად შვილის მეგობარი, იწყება საუბრები: „და გოგოებთან როგორ მიდის საქმეები? აი, მე, შენხელას ძალიან შემიყვარდა…“ და მთელი ეს დრო უყურებს მოზარდს მომხიბვლელი თვალებით. ყველა შემთხვევაში ის ხიბლავს, მიმართავს ფლირტს. ეს არ ნიშნავს, რომ კან-ვიზუალი ქალი ძალით ცდილობს უკლებლივ ყველას მოხიბლვას, არა. ეს პროცესი ქვეცნობიერ დონეზე მიმდინარეობს.

ხშირად კან-ვიზუალი მდედრის გადამეტებული ემოციური ზრუნვა, სტრესულია მისი შვილისთვის (განსაკუთარებით ბიჭისთვის). ის მზადაა მთელი ცხოვრება გაატაროს მის გვერდით, ყოველდღე უმზადოს სადილი და ვახშამი. ამგვარად, მას შეუძლია ანალის ვექტორიანი ვაჟი სამუდამოდ თავისზე დამოკიდებული გახადოს. სწორედ ასეთ შემთხვევაში ყალიბდება „დედიკოს ბიჭის“ სცენარი.

დასკვნა

კან-ვიზუალი ქალი თავის თავში მოიცავს მრავალ განსხვავებულ სცენარს: ტემპერამენტის, ლანდშაფტის გავლენების, განვითარების დონისა და მდგომარეობიდან გამომდინარე (ომისა და მშვიდობის მდგომარეობები).

საუკეთესო განვითარების შემთხვევაში, ის წყვილდება ურეთრალ ბელადთან (აქ ბურლანი ისევ ცდება. საუკეთესოდ განვითარებული კან-ვიზუალი მდედრი ურეთრალს ყურადღებასაც არ აქცევს მას უკვე მეტაფიზიკური კატეგორიები იზიდავს. ამიტომ ამ დროს ის ურთიერთობას იწყებს სმენის ვექტორიანთან, ან საერთოდ არავისთან – ს.ღ.). ურეთრალი ერთადერთია, რომელსაც არ აქვს ფლობის სურვილი, კან-ვიზუალი კი ერთადერთია, რომელსაც არ აქვს მოთხოვნილება, ეკუთვნოდეს. მისი სცენარი ბელადთან, რაღაც დონეზე გადამწყვეტია და სწორედ მას ენიჭება მთავარი ქალის (ჯოგის ბელადის ქალის) როლის შესრულება ჯგუფში.

კან-ვიზუალი ქალი ყოველთვის რჩება გადამწყვეტად, როდა ერთმანეთს ხვდება ქალური და მამაკაცური საწყისი, როცა საქმე ეხება მომავლისკენ მოძრაობას.

წყარო

მთარგმნელი: ნუცა ნიკოლიშვილი

  • სიყვარულზე შიშისა და საყვედურების გარეშე

  • ქალური სიყვარული თუ შებრალება?

  • გრძნობა და გონება

  • პროფესიონალი თუ ფეთხუმი

  • „ის“, ვისიც სტივენ კინგსაც კი ეშინოდა

  • ოჰ, ეს საოცრად განსხვავებული სიყვარული

  • რა დგას კან-ვიზუალი ქალის მაცდურობის უკან?

  • ვიზუალის განვითარები დონეები