ვიზუალური ვექტორის გარეგნული იერსახე


ვიზუალური ვექტორის გარეგნული იერსახე
თვით ცნება: გარეგნული იერსახე, პირდაპირ კავშირშია ვიზუალურ ვექტორთან. ყველაფერი რაც კავშირშია გარეგნულობასთან, გამორჩევასთან, მოდურ ჩაცმულობასთან და ვარცხნილობებთან, სამკაულებთან, ტატუებთან, მაღალქუსლიან ფეხსაცმელებთან, დახვეწილი მაკიაჟი, ლამაზად მოხატული სახე, არის ვიზუალური ვექტორის მახასიათებლები. ვიზუალის ვექტორიანები არიან ისინი, ვინც ესწრაფვიან გარეგნობის გაუმჯობესებას პლასტიკური ოპერაციებით. სხვა დანარჩენებს გარეგნული იერისადმი ასეთი ყურადღება არ ახასიათებთ. (ალბათ გინახავთ მხატვრული ფილმი ,,მას სიკვდილი უხდება“, სადაც ორი ქალი ცდილობს ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ, იკეთებენ პლასტიკურ ოპერაციებს, მაკიაჟებს, ბოლოს კი ნაწილებად იშლებიან, ეს ფილმი ძალიან კარგად აღწერს ვიზუალის ვექტორიანების სწრაფვას – გამოიყურებოდნენ მუდამ ლამაზად და ახალგაზრდულად _ მთარგმნელის შენიშვნა). მხოლოდ ვიზუალის ვექტორიანი შეიძლება მივიდეს იმ მდგომარეობამდე, რომ ბოტოქსის სიჭარბისგან ტუჩებს ვეღარ ამოძრავებდეს (განსაკუთრებით მაშინ, თუ განუვითრებელია). ვიზუალის ვექტორიანები ყველაზე მეტად ესწრაფვიან ახალგაზრდობის შენარჩუნებას, ყველა სხვაზე მეტად ცდილობენ ასაკის დამალვას. ვიზუალური ვექტორი მუდამ ესწრაფვის სილამაზეს, ლამაზი სხეულის შესანარჩუნებლად ვიზუალს შეუძლია არ ჭამოს, სწორედ ვიზუალის ვექტორიანები იცავენ ათასნაირ დიეტებს, ზოგჯერ კი ისეთ უკიდურეს დიეტებამდე მიდიან და ისე ხდებიან, რომ ვერ გაიგებთ დიეტა დაიცვა, თუ საკონცენტრაციო ბანაკში აშიმშილეს. ,,სტაფილოს დიეტაზე ვარ, ერთი თვე დღეში 100 გრამი სტაფილო უნდა ვჭამო!“. რვიდან შვიდი ვექტორისთვის აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ შიმშილის დროს უნდა ჭამოს, ვიზუალები კი ითმენენ, შიმშილობენ სანამ გულწასულები არ დაეცემიან. რატომ? იმიტომ რომ ვიზუალური ვექტორი ანტიცვლილებაა. ვიზუალური ვექტორი თავისი არსით მოცემული მდგომარეობის შენარჩუნებაა, კარდების დროში გაჩერება.

ვიზუალის ვექტორიანებს უყვართ ტატუები, ხშირად აქვთ მთელი სხეული მოხატული. ასევე ახასიათებთ სხვადასხვანაირი პირსინგები, უცნაური და გამომწვევი ვარცხნილობები. ვიზუალის ვექტორიანების ფსიქიკა მათგან ითხოვს, რომ რაღაცნაირად გამოირჩეოდნენ სხვების ფონზე (ტატუები უყვართ ანალებსაც, მაგრამ ანალური ტატუირება ძირითადად განსხვავებული სახისაა, ანალები ხშირად ისვირინგებენ პირველი შეყვარებულის სახელს, სიტყვა ,,დედას“, ,,სამშობლოს“, საკუთარ სახელს, მაგრამ ანალის ვექტორიანებს აქვთ თავისი შტრიხი რის იქითაც აღარ მიდიან). ვიზუალის ვექტორიანმა შეიძლება ნებისმიერი რამ ამოისვირინგოს: ყვავილი, პეპელა, იეროგლიფი, ზოდიაქო და ა.შ.

ვიზუალის ვექტორიანი ბიჭები (განსაკუთრებით კან-ვიზუალები) ხშირად გამოიყურებიან გოგონებივით. კან-ვიზუალები (როგორც გოგონები, ისე ბიჭები) ასაკშიც კი ხშირად ახალგაზრდულად გამოიყურებიან, თვალები შეღებილი აქვთ, ტუჩები ბანტივით გამოწეული ,,მოპრუწული“, როგორც წესი გამხდრები, სხეულს ადემონსტრირებენ, ტანის მანერული რხევით დადიან, ძალზე გრაციოზულები, ნაზები არიან. მაშინაც კი აგრძელებენ კეკლუცობას, როდესაც სიბერისგან მუხლები უკანკალებთ და თავზე თმები თითქმის აღარ აქვთ შერჩენილი.

ვიზუალის ვექტორიანები იცვამენ თვალშისაცემად, ხშირად გამომწვევადაც. უყვართ ფერადი, ჭრელა-ჭრულა ტანსაცმელი, მოკლე კაბები, უყვართ როდესაც მათი ჩაცმულობა სხვებს აღაფრთოვანებს. თუ ვისაუბრებთ ტანსაცმელზე, მას გააჩნია საკუთარი საფუძვლები და არსი. ტანსაცმლის პირველადი არსი მდგომარეობდა არა მხოლოდ სიცივისაგან თავდაცვაში, არამედ გამორჩევაში. ანალ-ვიზუალურ ფაზაში ადამიანებმა დაიწყეს გამოცალკევება და გამორჩევა. ანალის ვექტორიანი გამოყოფას ახდენს ხარსხით, ვიზუალი კი სიკაშკაშით. ანალ-ვიზუალურ ფაზაში ტანსაცმელი იყო საშუალება გამოყოფის და სხვებისაგან გამორჩევისათვის. მაგალითად: არსებობდა სხვადასხვა ჩაცმულობა სხვადასხვა სოციალური ფენებისთვის. ზოგ ქვეყანაში (მაგალითად იაპონიაში) არსებობდა სამეფო ფერის სამოსი და ამ ფერის სამოსის ჩაცმის უფლება მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრებს ჰქონდათ. ტანსაცმელი ხაზს უსვამდა ადამიანის კუთვნილებას ამა თუ იმ სოციალური ფენისადმი, ასევე დაკავებულ სტატუსს.

ვიზუალის ვექტორიანებს ხშირად აქვთ მიდრეკილება შიშვლად სიარულისაკენ. გამოვლენის პირველ ხანებში სამოსი პირველ რიგში ფარავდა განსაზღვრულ ადგილებს (კერძოდ სასქესო ნაწილებს). რატომ? იმიტომ, რომ ეს ადგილები შეწყვილების პერიოდში გამოსცემდნენ სპეციფიურ სუნს, ამ დროს ხდება ფერომონების ჭარბად გამოცემა, ეს სუნი საპირისპირო სქესს იწვევდა და უყვებოდა საკუთარი ბუნების შესახებ. ამ სუნით, ხდებოდა რანჟირება პირველყოფილ ჯოგში, ეს სუნი ყვებოდა შობადობის შესაძლებლობაზე. მამრებს შორის იერარქიაც ასევე სუნებზე გავლით ხდებოდა. ეს სუნები გამოვლენილი იყო ფერომონებით. ტანისამოსით მოხდა ამ ფერომონების დაფარვა. თუ კან-ვიზუალ მდედრს (საუბარია ორვექტორიან კან-ვიზუალზე და არა პოლიმორფზე რომელსაც აქვს კან-ვიზუალის სცენარი) არსობრივად შევხედავთ, ის სხვების ანტია, ანტისექსი, ანტიმკვლელობა, ანტირანჟირება. ვინაიდან ის არ შობს, მას არ აქვს ბუნებრივი მოთხოვნილება, რომ ფერომონები დაფაროს, ის მთლიანად გახსნილია, აქედან მოდის ვიზუალების სიყვარული სიშიშვლისადმი. კან-ვიზუალები ყველა სხვაზე მეტად ადემონსტრირებენ საკუთარ სხეულს, ყველა სხვაზე ხშირად დადიან საცვლების გარეშე. ყველა სხვაზე ხშირად შიშვლდებიან სახალხოდ.

წყარო

  • ღამეული იმედები სამყაროს აღსასრულზე

  • კან-ვიზუალი მდედრი. ქალი რომელიც არ შობს

  • ზედა ვექტორების გავლენა წყენის მდგომარეობაზე (ანალ-ვიზუალი)

  • კანური და ვიზუალური ფსიქოტიპები, მსგავსებები და განსხვავებები

  • კან-ვიზუალი მდედრი

  • კან-ვიზუალი ბიჭები

  • ფსევდოჰუმანიზმი, ანუ რა არის ჩვენი სიცოცხლე ხელოვნებასთან შედარებით?

  • რატომ ვერ დაგისახელებთ ადამიანურ დონემდე განვითარებული ვიზუალის მაგალითს?