ჰიკიკომორი. შავი ცრემლები საბნის ქვეშ მონიტორთან


ჰიკიკომორი. შავი ცრემლები საბნის ქვეშ მონიტორთან

(ჰიკიკომორი – ადამიანი რომელიც უარს ამბობს სოციალურ ცხოვრებაზე და ხშირად ესწრაფვის უკიდურეს იზოლაციას სოციუმისაგან, სხვადასხვა პირადი თუ სოციალური ფაქტორების გამო). 

ალექსიმ თვალები ნელა გაახილა. ოთახში დიდი გაჭირვებით შემოაღწია უკანასკნელმა სხივმა.”უკვე ექვსი იქნება” – გაუელვა თავში. მერე რა, დილა მშვიდობისა ამის დედაც. ადგომა არ უნდოდა ახალი დღე გაუცხოების გარდა სხვას ისევ არაფერს მოასწავებდა. მაგრამ ის უკვე გადაეჩვია იმაზე ფიქრს თუ რატომ იღვიძებდა. ფიქრის განწყობაც აღარ ჰქონია კარგა ხანია. უკვე დიდი ხანია აღარ უფიქრის თუ რატომ იღვიძებს. ფიქრის განწყობაც აღარ ჰქონია კარგა ხანია. გაიღვიძა და გაიღვიძა. არც კი უფიქრია რამის ჩაცმა, ხელის მექანიკური მოძრაობით ჩართო კომპიუტერი, ის ერთადერთი მანქანა რომელიც რეალობასთან აკავშირებდა. დაიწყო ახალი დღე. 

“არ შეცდე ოთახი არ დატოვო, მზის შუქი რად გინდა თუ ეწევი, კარს მიღმა უაზროა ყველაფერი. და განსაკურებით სიხარულის შეძახილები, მხოლოდ ტუალეტში გადი და მაშინვე დაბრუნდი.” ი.ბროდსკი 

ვინ რთავს ,,ტუმბლერს“ (ტუმბლერი – მცირეგაბარიტიანი გადამრთველი). 

ალექსის უკვე დიდი ხანია სურვილები გაუქრა. სამსახურში მოწყობაც კი აღარ შეეძლო იმიტომ რომ წელიწადში რამდენჯერმე ისეთი მდგომარეობის ტალღა ატყდება როცა თავს მცენარედ გრძნობს. მან არასოდეს იცის როდის დადგება ეს პერიოდი – გაუცხოების, ჩაკეტვის და ტოტალური შინაგანი შფოთვის დრო. შეუძლებელია დროის, საკუთარი მდგომარეობის, სურვილების განკარგვა რასაც თანდათან გამოუვალობის შეგრძნებამდე მიჰყავს. ყველანაირი საუბარი რომ თავი ხელში უნდა აიყვანოს ყოველთვის სასაცილოდ ეჩვენებოდა. თავი? ხელში აიყვანოს? ის ხომ ახალგაზრდა სიმპათიური ყმაწვილია რომელსაც პერსპექტიულობის ყველა შანსი აქვს. 

იქ სადღაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში გოგონებსაც კი მოსწონთ ხოლმე. მაგრამ ეს ჩვეულებრივი ცხოვრება დიდხანს არ გრძელდება. მოულოდნელად გაუცხოების საშინელი პერიოდი დგება, როცა აღარავისი ნახვა, აღარც გაღვიძება და აღარც ცხოვრება აღარ უნდა. თითქოსდა ვიღაცა შინაგან გადამრთველს რთავს და მას თავისი თავის განკარგვა უკვე აღარ შეუძლია. ჭამა, ძილი და სხვა ყველა სიამოვნება მისთის დაუშვებელი ფუფუნება ხდება. დედა რომ არა, რომელიც პერიოდულად შემოდის საჭმელი მოაქვს და ამხნევებს, თავად კვება არც კი გაახსენდებოდა. უნდა მთვარეს შეჰყმუვლოს. მაგრამ ესეც კი არ გამოსდის. მხოლოდ კედელს ეკვრის ანდა კომპიუტერს უზის გამონათების მოკლე პერიოდებში. 

რამდენ ხანს გრძელდება გაუცხოების პერიოდი? 

ხანდახან რამდენიმე თვეს. სინამდვილეში დროის ათვლა უკვე დიდი ხანია შეწყვიტა. სიცოცხლის ასეთი გრაფიკით ძალიანაც ვერ ,,გაიჯეჯილებ". სამსახური ვერ ითმენს ისეთ ადამიანს, რომელსაც ყველა მომენტში სოციოფობია შეიძლება დაეწყოს. ერთადერთი რაც დარჩა თავისი მათემატიკური შესაძლებლობების პოკერში გამოცდაღა იყო. ესაა მისი ერთადერთი შემოსავალი და ასე ცხოვრობს. 

პარტნიორები? ისინი ადრე თუ გვიან მაინც ტოვებენ მას. თავადაც როცა ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება ხვდება, რომ არც უნდა დააკავოს ისინი მათივე სასიკეთოდ. ექიმები ვერ ეუბნბიან რა ხდება. გამოწერილი წამლები არ შველიან. ისინი ალბათ სულ ოდნავ უმსუბუქებენ გამწვავებულ მდგომარეობებს. ანდა სულაც რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს. 

სიცოცხლეში სხვა სურვილი არ აქვს გარდა ერთისა – SOS მსგავსად რომ კივის სულის სიღრმიდან – დაელოდოს და გაუძლოს იქამდე ვიდრე ისევ განთავისუფლდება. 

გამარჯობა, მე ჰიკიკომორი ვარ. 

,,არ გამოხვიდე ოთახიდან, დაე მხოლოდ ოთახმა იცოდეს როგორ გამოიყურები. და სულაც ინკოგნიტო ერგო სუმ, როგორც შენიშნა ფორმამ გულში, სუბსტანციამ არ გამოხვიდე ოთახიდან, ემანდ საფრანგეთი არ დაგხვდეს გარეთ.” ი.ბროდსკი 

ალექსის გაუცხოების სინდრომები ერთეული შემთხვევები სულაც არაა. ახალგაზრდები – გარე სამყაროს ამგვარი აღქმით სულ უფრო ხშირად გვხვდებიან. იაპონიაში ეს საზოგადო ტერმინ ჰიკიკომორით გამოიხატა (hikikomori – “მოწყვეტა, წასვლა, განდგომა,” “დაჭერილი, ჩამწყვდეული ყოფნა”) სხვა სიტყვებით ჰიკიკომორი – სოციალური ადაპტაციის განსაკუთრებული აშლილობაა მოზარდებსა და ახალგაზრდებში რაც გაუცხოებაში და ადამიანებთან კონტაქტის უქონლობაში გამოიხატება. ჯერ კიდევ რამოდენიმე წლის წინ მეცნიერები თვლიდნენ, რომ იაპონიაში დაახლოებით 1 მილიონი ჰიკიკომორი იყო, ახალგაზრდობის მეხუთედი და იაპონიის მთელი მოსახლეობის თითქმის 1% . ადამიანებს შორის ჰიკიკომორი დისკომფორტს, შიშს, არასრულფასოვნების გრძნობას და პანიკას განიცდის. და თუ ექიმები სოციოფობიას ფსიქოთერაპიით, ტრანკვილიზატორებით და ანიდეპრესანტებით  ებრძვიან, შფოთვის შეგრძნებას უხსნიან, ანდა თავად ჰიკიკომორი იღებს გადაწყვეტილებას – საზოგადოებას განუდგება. 

აი რას წერენ საკუთარ თავზე ჰიკიკომორები: 

“უკვე სამი წელია არ გამოვსულვარ სახლიდან, ალბათ ჰიკიკომორი ვარ. ჩვეულებრივი მხიარულიც კი ვიყავი, ვსწავლობდი, ვმუშაობდი ვცდილობდი საზოგადოების ნორმებს მოვრგებოდი – მწვერვალისთვის მინდოდა მიმეღწია, სამსახური მეშოვნა, ოჯახი შემექმნა. ასე მივაღწიე 23 წლამდე მერე კი უსიამოვნებები დაიწყო – საყვარელ გოგონას დავშორდი, ნათესავებმა დიდი თანხაზე გადამაგდეს, კარგი სამსახურიდან წამოვედი, რომ სხვა ფირმაში გადავსულიყავი იქ კი სულ ბოლო მომენტში აღარ ამიყვანეს… თანდათანობით საკუთარ თავში ჩავიკეტე, გაუცხოება დამეწყო და მეგობრებიც დავკარგე. თავდაპირველად დანაზოგით ვცხოვრობდი რომელიც ჩემი მოკრძალებული ცხოვრებით 1,5 წელი მეყო. მერე მშობლების ხარჯზე დავიწყე ცხოვრება. მერე კი მეგონა რომ დამცინოდნენ. შედეგად სამი წელი მარტოობაში, არანაირი მიზნები და წინსვლის სურვილი. სახლიდან გამოვდივარ მხოლოდ დილაობით – ასე 5 საათზე, საჭმლის საყიდლად და სტადიონზე სარბენად… ახლა მინდა ამ გაუცხოებას თავი დავაღწიო, მაგრამ ყველა მცდელობა ჯერჯერობით წარუმატებლად მთავრდება. თუმცა მე მაინც მინდა ამ თუნდაც უსამართლო საზოგადოებას დავუბრუნდე და არ დავრჩე ჩემს ინდივიდუალურ სამყაროში, სადაც უსიამოვნებებმა ჩამკეტეს.” 

“ბავშვი შესაძლოა გადაიქცეს ჰიკიკომორად თუ მშობლები მის ინდივიდუალობას თრგუნავენ, მეც ასე ვიყავი. ახლა კი უკვე რამდენიმე წელია ჰიკიკომორი ვარ. მართალია არც ისე სასტიკი როგორც იაპონელი. გარეთ იშვიათად გამოვდივარ, არავის მამაჩემისა და ჩემი ოჯახის გარდა არ ვეკონტაქტები. ადრე ის ყოველთვის მთრგუნავდა და ახლაც არ გამოსდის ურთიერთობა სულ ჭკუას სამწავლის. ობივატელების 90% –ისთვის ჩვენ სიმულიანტებად, ზარმაცებად, სულელებად და სუსტებად დავრჩებით.” 

“ფსიქოლოგიური კუთხიდან მე სოციუმი საერთოდ არ მიზიდავს. ისევე როგორც არ მას ვიზიდავ მე. მასთან გადაკვეთის მიზეზები მხოლოდ პრაქტიკული და ეკონომიკურია.” 

მაგრამ სხვა შემთხვევებიც არსებობს. ერთმა ფორუმელმა მოყვა როგორ იპოვა ერთი ჰიკიკომორი რომელმაც აუხსნა, რომ განდგომის გადაწყვეტილება “სავსებით ჯანსაღი იყო და საფუძვლად საზოგადოებისადმი ინტერესის დაობება ედო”. “ამას არანაირი პრობლემები არ უძღვოდა, მას მეგობრებიც ჰყავდა, შეყვარებულიც, სწავლობდა. უბრალოდ დაიღალა ამძიმებდა. ერთხელაც გადაწყვიტა რაღაც დრო მარტოს გაეტარებინა საკუთარ თავთან, რათა პრობლემის არსში გარკვეულიყო. შედეგად კი იმ აზრამდე მივიდა, რომ გასარკვევიც არაფერი იყო. სრულიად შესაძლებელია დარჩე საკუთარ ოთახში და არსად არ გახვიდე - ნებაყოფლობით გახდე ჰიკიკომორი, - წერდა გოგონა - როცა კითხვების დასმა დავიწყე რათა უფრო მეტად გამომეკვეთა მისი პიროვნების კონტურები მან დელიკატურად მითხრა რომ საუბრის გაგრძელება აღარ სურდა და გავიდა.” 

რაშია ჰიკიკომორის პრობლემის არსი? 

,,სულელი ნუ იქნები, ის იყავი ვინც ჯერ არავინ ყოფილა. არ გამოხვიდე ოთახიდან და მიეცი ავეჯს თავისუფლება შპალერს მიეზარდე, ჩაიკეტე და ბარიკადები აიგე ქრონოსის, კოსმოსის, ეროსის, რასისა და ვირუსის კარადით.“ ი.ბროდსკი. 

“ქსელში უამრავი ინფორმაციაა ჰიკიკომორიზე მაგრამ ჩემთვის ისინი არაფერ ახალს არ ამბობენ”- დაწერა ფორუმის ერთერთმა მკითხველმა. რა ვიცით მათზე? ის რომ ისინი საზოგადოებას ვირტუალურ რეალობას არჩევენ, შეძლებისდაგვარად გარეთ არ გადიან, დღე სძინავთ, ღამღამობით ტელევიზორს უყურებენ, კომპიუტერში თამაშობენ, ინტერნეტში ან ჩატში სხედან, კითხულობენ ანდა სულაც საათობით კედელს მიშტერებიან. ნათესავების კისერზე ცხოვრობენ. 

იქმნება შთაბეჭდილება რომ ჰიკიკომორი სიზარმაცის და მზის ქვეშ ადგილის დამკვიდრების სურვილის არქონის ნაყოფია, თუმცაღა თავად ჰიკიკომორი ძალიან ხშირად წერს ინტერნეტში, რომ არ იცის როგორ დააღწიოს თავი გაუცხოების მდგომარეობას რომელშიც თავადვე ჩაიგდო თავი. გაუცხოების მექანიზმი უკვე ამუშავებულია და საზოგადოებისადმი სიძულვილი და ხვალინდელ დღეში დაურწმუნებლობის გამო გაღიზიანება, საკუთარი ცხოვრების უმიზნობის განცდა ჰიკიკომორის ცხოვრებას აუტანელს ხდიან. პერიოდულად უჩნდება აზრი როგორმე განთავისუფლდეს ასეთი მდგომარეობისგან და მაშინ გაუცხოება უძლურებასა და ცხოვრების უაზრობაში გადაიზრდება. რაიმეს შეცვლის მცდელობები კრახს განიცდიან. 

მაგრამ ყველაფერი ეს უცებ არ ხდება. იქამდე ვიდრე საკუთარი ოთახის კარს მოიხურავს ჰიკიკომორი სოციალური გაუცხოების რთულ გზას გადის. მათ თრგუნავენ მშობლები, დასცინიან ნათესავები, ისინი სხვებზე მეტად გრძნობენ დაუცველობას და არასრულფასოვნებას, ეს კი სულ უფრო უბედურებად აქცევს. ხშირად ბრაზდებიან საკუთარ თავზე დაუცველობის და გაუცხოებიდან გამოსავლის ვერ პოვნის გამო. ნათესავებზეც ბრაზდებიან (განსაკუთრებით მაშინ როცა ისინი მოუწოდებენ ოთახიდან გამოვიდნენ და რამით დაკავდნენ) და საკუთარ თავზეც – შეუძლიათ თავი დაისახიჩრონ, თავს იკლავენ. 

და მაინც საიდან გაჩნდნენ თანამედროვე “სამურაები”? იაპონელი ფსიქოლოგების კვლევებზე დაყრდნობით ჰიკიკომორი ხდება ის, ვინც ვერ ახერხებს საზოგადოებაში თავისი ადგილის პოვნას, ვერ ასრულებს თავის სოციალურ როლს და ვერ ახერხებს იპოვოს თავისი ნამდვილი მე, საკუთარი თავი. ჰიკიკომორი როგორც მოვლენა მხოლოდ საშუალო კლასს ახასიათებს. ღარიბ ოჯახებში ჰიკიკომორი არ გვხვდება. შესაძლოა იმიტომ, რომ ურთიერთობაში პრობლემური ბავშვებიც კი იძულებულნი არიან იმუშავონ და თავი ირჩინონ, სხვა სიტყვებით “ხალხში გამოვიდნენ”. სადღაა გაუცხოების ფუფუნება. 

ფსიქოლოგები აღწერენ ჰიკიკომორის როგორც მოვლენას, მის მოსალოდნელ შედეგებს, მაგრამ არაფერს ამბობენ გაუცხოების მოთხოვნილების გაჩენის საფუძველზე. ამ ფენომენის სხვა ჭრილს სვფ გვთავაზობს. ეს ეფუძნება იმას, რომ სასიცოცხლო სცენარი ბედნიერებისა და სიამოვნების მიღების სურვილებს მოიცავს. ის ამისკენ ბუნებით ბოძებული ვექტორებით მიისწრაფვის, რომლებიც მის სურვილთა ნაკრებს უყალიბებენ. როცა სიამოვნებას ვიღებთ ბედნიერები ვართ. ამ ბედნიერების ხარისხს კი ჩვენი ვექტორების განვითარება და რეალიზებულობა განსაზღვრავს. შინაგანი სიცარიელე და აუვსებელი უკმარისობები ადამიანს სრულფასოვანი სიამოვნების საშუალებას არ აძლევენ. მას მხოლოდ ერთი გზა რჩება – სიამოვნება მისთვის ხელმისაწვდომი გზებით მიიღოს. 

ჰიკიკომორის გაუცხოვება სხვა და სხვა ფაქტორებითაა გამოწვეული, შესაძლოა მათ შორის ისეთებიცაა რომელიც შეგნებულად ზიან მშობლების კისერზე. მაგრამ ყველაზე ხშირად ჰიკიკომორი თავისი სოციალური არაადაპტირებულობის გზას შემდეგი კითხვებით გადის “რატომ ვცხოვრობ? ვის სჭირდება ეს?” 

საკუთარი არსებობის აზრის ძიება ყველასთვის იდეაფიქსი როდი ხდება. იაპონელმა მეცნიერებმაც ტყუილად როდი შეამჩნიეს, რომ ,,ღარიბ ოჯახებში სადაა ყოფიერების აბსოლუტურ კატეგორიებზე, ფილოსოფიასა და სხვა ლაილაიზე ფიქრის ფუფუნება“. მაგრამ სმენის ვექტორიანებისთვის რომლებსაც საზოგადოება ჰიკიკომორიდ თვლის, ასეთი ძიება უბრალო ახირება კი არა სახეობრივი როლია, რომლებსაც ისინი გაუცნობიერებლად მისდევენ ნებისმიერ პირობებში და ნებისმიერ ლანდშაფტში. საკითხავი მხოლოდ ისაა, რამდენად განვითარებულნი არიან ისინი თავიანთი სახეობრივი როლის შესასრულებლად, დროისა და ლანდშაფტის გათვალისწინებით. 

სმენები პოტენციური გენიოსები არიან. თუ ერთი ადამიანის რეალიზებულ ვექტორს შეუძლია რომელიმე სფეროში გარღვევა მოახდინოს, ხოლო ნაციის დონეზე – საზოგადოებრივი მოწყობის ახალ იდეამდე, საერთო ჯამში კი კაცობრიობის განვითარების ახალ მიმართულებამდე, არარეალიზებულს პირიქით მთვითმკვლელობამდე, კატაკლიზმებამდე და გამოუსწორებელ პრობლემებადე მივყავართ. 

სულ უფრო მეტი ბავშვი გარბის კომპიუტერულ თამაშებში და ჰიკიკომორის რიგებს ავსებს, ჰიკიკომორი ეს შორეული, საშიში აღმოსავლური ზღაპარი არ არის, ეს დღევანდელი რეალობაა. საზოგადოებისგან გარიყულებად დარჩებიან ისინი თუ მაინც შეძლებენ საკუთარი ადგილის პოვნას? 

წყარო

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე  

  • ისტერიკა 2 წლამდე ბავშვებში

  • სტრესები და დაზიანებები. ზედა ვექტორების თავისებურებები

  • ნეგატიური სცენარები ანალურ ფსიქოტიპში (1)

  • აუტიზმი (პირველი ნაწილი).

  • კანური ფსიქოტიპის დაზიანებები და სტრესები

  • ინფარქტი და არითმია (ორიოდე სიტყვა ანალური ფსიქოტიპის შესახებ)

  • რას გვატყობინებენ ჩვენი შიშები

  • დედაა დამნაშავე! ანუ წყენა როგორც ცხოვრების სცენარი!