ნეგატიური სცენარი ანალურ ფსიქოტიპში (2)


ნეგატიური სცენარი ანალურ ფსიქოტიპში (2)

ანალის ვექტორიანი "სუფთას" სცენარით

,სუფთა“, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ასევე ნეგატიური სცენარია… ამ შემთხვევაში ანალის ვექტორიანი თავის ბუნებრივ დანიშნულებას თიტქოს 100%-ით ასრულებს, ის გადასცემს დაგროვილ ინფორმაციას ზუსტად, დაწვრილებით, უწვრილმანეს დეტალებამდე, მაშინაც კი როცა ამის საჭიროება საერთოდ არ დგას. თუ ,,სუფთას“ სცენარის მქონე ანალი ამასთანავე განუვითარებელიცაა, მასზე ჯიუტ და შეუგნებელ ადამიანს დედამიწაზე ვერ ნახავთ. რა ფაქტებიც არ უნდა მოუყვანოთ, ის მაინც ჯიუტად იდგება თავის ნათქვამზე. თუ თვლის, რომ მართალია, მოკვდება, მაგრამ აზრს არ შეიცვლის.

არანაირი კომპრომისი

თუ ,,სუფთას“ სცენარის მქონე ანალი მეტ-ნაკლებად განვითარებულია – ის არის უკიდურესად კირკიტა, პედანტი და პერფექციონისტი. ასეთებს სურთ ყველაფერი იყოს იდეალურად, აკურატულად, სრულყოფილად. ნებისმიერი უსუფთაობა, ან უზუსტობა მას კოლოსალურ დისკომფორტს უქმნის და უჩენს სურვილს გამოასწოროს, გაასწოროს, დააზუსტოს არა მხოლოდ თავისი, არამედ სხვისი საქმეც, რაც გვერდიდან ჩანს როგორც მომაბეზრებელი მაკრიტიკებლობა.

როდესაც ასეთ სცენარს ემატება სხვა ცუდი მდგომარეობა, მაშინ მისგან ვიღებთ არა მხოლოდ მომაბეზრებელ კრიტიკოსს, არამედ ჭეშმარიტ მორალისტურ სადიზმს, რომლებიც სხვებს ნებისმიერი წვრილმანის გამო აკრიტიკებენ და დასცინიან, თან ამას აკეთებენ მეთოდურად და თანმიმდევრულად. ხოლო როდესაც საქმე ეხება ხელით შეხებას, ისინი არ არის უტვინო მოჩხუბრები, არამედ ზუსტი და ფრთხილი მწვალებლები, რომლებიც აუჩქარებლად და ჭკვიანურად აწამებენ საკუთარ მსხვერპლს. ამას ისე ფუთავენ, თითქოს თქვენივე კეთილდღეობისთვის გაწამებენ, გეუბნებიან ამას შენივე სიკეთისთვის ვაკეთებ რომ გამოსწორდეო. სინამდვილეში მათი ეს საქციელი არის საკუთარი ტანჯვის გამო შურისძიება თქვენს ხარჯზე, რადგან ასეთები როგორც წესი საკუთარ ვექტორში არ არიან რეალიზებულები. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ანალები პირველ რიგში მიმართავენ სხვების მორალურ დამცირებას. საკუთარ პოტენციალს და ერუდიციას ისინი მიმართავენ იქით, რომ დაამტკიცონ, თუ რამდენად უინტელექტოები არიან სხვები მათთან შედარებით. ასეთი ანალის ვექტორიანები ხშირად იყენებენ სპეციალიზებულ და რთულ ტერმინებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ თვლიან, რომ თანამოსაუბრე ვერ გაიგებს რაზეა საუბარი. ანდა იყენებენ ძველ ავტორიტეტთა ტერმინებს (ზოგჯერ ლათინურ, ან რომელიმე უცხო ენაზე) – ამით სხვებს აიძულებენ აღიარონ მათი ინტელექტუალური უპირატესობა.

წყენის სიმძიმიდან გამომდინარე მისი ეს ქმედება მერყეობს მსუბუქი შენიშვნებიდან უკიდურეს კრიტიკოსობამდე და მტანჯველ მორალისტობამდე.

ანალი და ჩვევა

არსებობს ნამდვილი ანალური მოვლენა, რომელსაც ეწოდება ჩვევა, ეს მკაფიო გამოხატულებაა ლანდშაფტთან ანალური თანაბრობისა, საყოფაცხოვრებო დონეზე. ესაა თანაბრობა დროში, ანუ როგორც ადრე აკეთებდა, ეს მოქმედება შენახული და დაარქივებულია მის გონებაში, ამიტომ ნებისმიერ მიმსგავსებულ სიტუაციაში იცის, რომ სწორედ ასე უნდა გააკეთოს. ანალის ვექტორიანის ფსიქიკა რაღაცით მოგაგონებთ ტროლეიბუსს, ის მუდამ ერთი და იმავე ხაზზე დადის, ერთი და იმავე გზით. ანალის ვექტორიანებს უყვართ როცა სახლში ყველა ნივთი თავის ადგილზე დევს, ანალის ვექტორიანის ყოველი მოქმედება გადმოღებულია წარსულიდან, ყოველი მოქმედება განმეორებადი და ნაცნობია. ყველაფერს ისე აკეთებს როგორც შეეჩვევა, თუ ორი წლისას დედა ჯერ მარცხენა ფეხსაცმელს აცმევდა ხოლმე და შემდეგ მარჯვენას, ის სიკვდილამდე ასე გააგრძელებს, რადგან ასეა შეჩვეული. თუ მშობლიური სახლიდან საცხოვრებლად სხვაგან გადასვლამ მოუწია, ის ახალ სახლს ზუსტად ისე მოაწყობს, როგორც ძველი სახლი იყო მოწყობილი. ანალის ვექტორიანები 100%-ით ჩვევის მონები არიან ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით. ისინი ყველაფერს ისე აკეთებენ როგორც შეეჩვევიან, შესაწვავ კარტოფილსაც კი მუდამ ერთნაირად ჭრიან, ძილითაც კი მუდამ ერთი და იმავე პოზაში ძინავთ.

კარგი ბიჭის კომპლექსი

ანალის ვექტორიანები ბავშვობიდანვე მგრძნობიარენი არიან შექების მიმართ. შექება მათი გულის მოსაგებად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ანალი პატარაობაში რაღაცას რომ გააკეთებს მიდის დედასთან უყურებს თვალებში და ელოდება როდის შეაქებს დედა და ქების ნიშნად შუბლზე აკოცებს, ეს მისთვის იმის ნიშანია, რომ ყველაფერი კარგად გააკეთა, ის კარგი და დამჯერია, დედას უყვარს და ყველაფერი რიგზეა. მივლენ დედასთან და ეუბნებიან: დედა ოთახი დავალეგე, ხომ ყოჩაღი ვარ? თუ დედა შეაქებს ეს ძალიან სიამოვნებთ. თუ დედა მიხვდა, რომ მის შვილს შექება ჭირდება და ქება მისთვის მოქმედების მოტივატორია, ასეთი დედა შვილს ყოველთვის შეაქებს და ანალის ვექტორიანი ბავშვიც აუცილებლად გააკეთებს ყველაფერს რასაც დაავალებენ, რომ დედის ქება დაიმსახუროს. მაგრამ თუ დედას მისი შექება ზედმეტი მოუვიდა და მაშინაც კი აქებს, როცა ბავშვს ქება რეალურად არ დაუმსახურებია, მაშინ ანალურ ვექტორში წარმოიშობა ძალზე ცუდი სცენარი, რომელსაც ეწოდება ,,კარგი ბიჭის კომპლექსი“. ამ დროს ანალი ბავშვი ეჩვევა ბევრ და დაუმსახურებელ ქებას, ეს ისე არ გაიგოთ, თითქოს შექება ცუდია, ცუდი მხოლოდ დაუმსახურებელი ქებაა. ასეთი ქების გარეშე უკვე აღარაფერს აკეთებს, ეს კი ზრდასრულობისას მას არაქმედითუნარიანად აქცევს, რადგან მზადაა ყველაფერი გააკეთოს, ოღონდ ვიღაცისგან ქება და მადლობა დაიმსახუროს. შემდეგში როცა სამსახურს იწყებს, როგორც წესი შოულობს ისეთ სამსახურს, სადაც დაბალი ანაზღაურება და ბევრი სამუშაო აქვს, ამას კი ისევ საკუთარ თავს აბრალებს, მეტი უნდა ვიმუშაო რომ პატივისცემა და მადლობა დავიმსახუროო. ასეთი ანალები მაშინაც კი როცა უკვე ხანში შესული, მელოტი ბაბუები არიან, შექებისადმი ისევ ძალზე მგრძნობიარენი რჩებიან. ყველა სტუმარს ათვალიერებინებენ სახლს, ეუბნებიან, რომ ყველაფერი საკუთარი ხელით გააკეთეს, შემდეგ კი სტუმრებს თვალებში შეციცინებენ და ელოდებიან როდის შეაქებენ ხელმარჯვეობისთვის. ამიტომ თუ თქვენ ანალის ვექტორიანი შვილი გყავთ, ძალზე ფრთხილად უნდა იყოთ მასი შექებისას, რადგან თუ ის ქებას მართლაც იმსახურებს, მაგრამ თქვენ არ შეაქეთ, ამის გამო მას განუვითარდება წყენა, ხოლო თუ დაუმსახურებლად შეაქებთ, ის გახდება შექებაზე დამოკიდებული. ტყუილად არ თქვათ, რომ მას რაღაც კარგად გამოდის, რადგან მას აქვს შინაგანად იმის შეგრძნება თუ რეალურად რა შეუძლია და თუ იტყუებით ამას აუცილებლად იგრძნობს. ეს ნიშნავს რომ მას არასწორ ინფორმაციას აძლევთ, ანუ მასთან ურთიერთობაში არ ხართ გულწრფელი, ეს კი მას ასევე ანაწყენებს. მეორე მხრივ, თუ მას არ აქებთ, როცა ამას მართლა იმსახურებს, ეს ანალი ბავშვისთვის ნიშნავს, რომ თქვენ მისი ქმედებით უკმაყოფილო ხართ.

პროფესიონალი თუ ფეთხუმი

ძალზე ცუდი მდგომარეობაა, როცა ადამიანში ცდილობენ განავითარონ ის თვისებები, რომლებიც საერთოდ არ აქვს. ვექტორი ამ თვისებათა ერთიანობაა, და ყველას აქვს ერთი ან რამოდენიმე ვექტორი. ეცადო მოიბა ის ვექტორები და მათი თვისებები, რომლებიც არაა დაბადებიდან თანდაყოლილი – ისევე შეუძლებელია, როგორც მათი წაშლა არსებობის შემთხვევაში. თუმცა შესაძლებელია ზოგიერთი ვექტორული სურვილის დაშენება, დათრგუნვა ან იგნორირება. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს შეიძლება ცხოვრებისეულ ტრაგედიად იქცეს. დავუშვათ ბავშვი არის ანალის ვექტორიანი, ეს ნიშნავს, რომ მას შეუძლია ფოკუსირდეს ერთ დავალებაზე, შეასრულოს ხარისხიანად, ჩაუღრმავდეს ყველაფერს დეტალურად და აითვისოს დიდი მოცულობის, საჭირო ინფორმაცია. მაგრამ ამ დროს არ აქვს კანის ვექტორი – ეს ნიშნავს, რომ სისწრაფე და მრავალფუნქციურობა მისთვის მიუღწეველია და და შესაბამისად არაა მისი ბუნებრივი ფუნქცია. ასეთი ფლეგმატური ბავშვის კანის ვექტორიანი მშობლები ძალიან უკმაყოფილო იქნებიან, თავად არც თუ კარგად განვითარებულები, მაშასადამე წარუმატებელი ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე მათი სურვილი რესურსების ორგანიზების – იქცა მბრძანებლობის სურვილად. ხედავენ რომ ბავშვი მათი გადმოსახედიდან ნელა მოქმედებს, ისინი გაღიზიანებული აწვდიან ახალ-ახალ მითითებებს. პატარა ანალი ბავშვი მობილიზდა რომ შეიკრას თასმები და აი უკვე ახალი ბრძანება ისმის – ჩაიცვი ქურთუკი!! ჯერ არ ჩაუცვამს ქურთუკი და ისევ საყვედურიანი მითითება – წავედით!! ასეთი მიდგომა არა მხოლოდ არ დააჩქარებს ბავშვს (ვერ განუვითარებთ არარსებულ თვისებას) არამედ არ მისცემს არსებულ თვისებებს განვითარების საშუალებას. ასეთ შემთხვევაში ზედმიწევნით მოწესრიგებული ანალური თვისებების მატარებელი პროფესიონალის მაგივრად, მივიღებთ ფეთხუმ, ზერელე ადამიანს, რომელიც გამუდმებით ტოვებს საქმეს დაუსრულებელს. სულ სხვა შედეგს მიიღებენ მშობლები, რომელთაც ეყოფათ მოთმინება და გონიერება – არ დააჩქარონ! მისცენ ბავშვს ნორმალურად განვითარების საშუალება მისთვის საჭირო ტემპის გათვალისწინებით. ამუშაონ ინფორმაციის დამუშავებასთან, უკითხონ წიგნები, მისცენ საშუალება ფოკუსირდეს ერთ საქმეზე ვიდრე არ ამოწურავს მას. ასე აღზრდილი ანალი ბავშვი უპირობოდ ჩამოყალიბდება მაღალკვალიფიცირებულ პროფესიონალად.

ასევე სამწუხაროდ ეწყობა იმ ბავშვების ბედი, ვინც გამუდმებით სტრესში იმყოფება. ვიზუალი ბავშვი ეს ძალიან ემოციური და მგრძნობიარე ბავშვია, რომელსაც სულ ყურადღება, სითბო და სიყვარული სჭირდება. მხოლოდ ზრუნვით უზრუნველყოფილი შეძლებს ის სხვების თანაგრძნობას. ვიზუალები მშიშარები არიან, შიში მათთვის სტრესის მდგომარეობაა. თუ პატარა ვიზუალს მოუყვებით საშიშ ზღაპრებს, ამით მხოლოდ შეაფერხებთ მისი საჭირო მიმართულებით განვითარებას. პუბერტატის ასაკის დაძლევის შემდეგ ის იწყებს საკუთარი თავის სიბრალულს, ზრუნავს იმაზე რომ მთელი ყურადღებით მისკენ იყვნენ მიმართული, წინააღმდეგ შემთხვევაში ნევროზდება და სხვა და სხვა საშუალებებს მიმართავს რათა მიიღოს სასურველი ყურადღება. პატარა შეშინებული ვიზუალის ძლიერი წარმოსახვის უნარი, ლამაზი ნახატების ნაცვლად, ყველა ბნელ კუთხეში მონსტრებს „ხატავს“. ასეთი ქვეცნობიერი შიში მაგნიტივითაა მრავალი უსიამოვნო სიტუაციისთვის. ცხოველები კარგად გრძნობენ შიშს და არა მარტო ცხოველები, ნებისმიერმა მანიაკი მის თვალებში უძირო შიშს ხედავს. თუ ვიზუალ ბავშვს განუვითარდება მასში დაბადებიდან დაყოლილი ემპათიის უნარი, მას დიდი შანსი აქვს განივითაროს ძლიერი წარმოსახვითი ინტელექტი, რასაც წარმატებით გამოიყენებდა როგორც ფსიქოლოგი, პედაგოგი, ექიმი, ლიტერატურის მცოდნე. ასეთი განვითარებული ვიზუალიდან მუდამ მოედინება სიყვარული მის გარშემომყოფებზე.

ავტორი: სერგო ღამბაშიძე

YOU MAY ALSO LIKE

  • ნეგატიური სცენარი ანალურ ფსიქოტიპში (3)

  • გადადებული ცხოვრების სინდრომი

  • ინფარქტი და არითმია (ორიოდე სიტყვა ანალური ფსიქოტიპის შესახებ)

  • ბინძური ლექსიკის საიდუმლოებები

  • ქვედა ვექტორები კომბინაციებში

  • ანალური ფსიქოტიპის სტრესები

  • როგორ ვაპატიოთ შვილებს

  • მამაკაცებზე განაწყენება ანუ ყველა კაცი ერთნაირია