ურეთრალური ფსიქოტიპის გარეგნული იერსახე


ურეთრალური ფსიქოტიპის გარეგნული იერსახე

 ურეთრალის ვექტორიანი ბავშვები ყველაზე გვიან გადაეჩვევიან ხოლმე ჩასველებას. არა იმიტომ რომ განვითარებაში რაიმე ჩამორჩენა აქვთ. დიდხანს იმიტომ ისველებს, რომ ეს პროცესი უბრალოდ სიამოვნებს. ურეთრალის ვექტორიანი ბავშვი დაბადებიდანვე წარმოაჩენს, რომ მას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს შარდვის პროცესთან. ის თავიდანვე ვერ იტანს პამპერსებს, საფენებს, ვერ იტანს იმას, რაც მას თავისუფლად მოძრაობის საშუალებას უზღუდავს. ეს ყველაფერი მასში იწვევს განზიდულობას და ქვეცნობიერ პროტესტს, ამიტომ პროტესტის ნიშნად ისველებს. როდესაც ზედმეტად შეკოჭავენ ჩვრებში, მას ცხელა და ამას ასევე დაუყოვნებლივ ჩასველებით გამოხატავს. ბებერი, ხანდაზმულ ასაკში მყოფი, არარეალიზებული ურეთრალი რომელიც ვერ შედგა ბელადად, ხშირად ვეღარ იკავებს შარდს და მის შარდს განსაკუთებულად მყრალი სუნი უდის (სხვათა შორის ასევე ძალიან ყარს არარეალიზებული ანალის ვექტორიანიც, აქ ვგულისხმობთ არა მის ტანსაცმელს, ან თავის არმოვლას, არამედ მისი სხეულის სიმყრალეს). არარეალიზებულ ურეთრალსაც და ანალსაც ასდით საშინელი სუნი. რატომ ხდება ასე? იმიტომ რომ ამით ბუნება ხაზს უსვამს მათ არარეალიზებულობას. ბუნებაში არაფერი ხდება ისე, უბრალოდ. ყველაფერი რაც ხდება ადამიანის გონებაში, ან სხეულში, ეს უპირობოდ გამომდინარეობს მისი ფუძიდან. რატომ ხდება, რომ ურეთრალის ვექტორიანი აგროვებს შარდს და შემდეგ მისი გამოშვებით იღებს სიამოვნებას? აქ აუცილებელია გავიაზროთ, ყველა ცოცხალი არსება, იმისვის რომ გადარჩეს როგორღაც უნდა განვითარდეს, ის უნდა წავიდეს ყოველმხრივ წინ. ბუნებაში არ არსებობს მოძრაობა უკან. არ არსებობს არც უძრაობა, იმიტომ რომ თუ შენ დგახარ უძრავად, ამასობაში სხვები შენს ხარჯზე გააფართოებენ საკუთარ ტერიტორიას. ეს ასე მუშაობს ყველასთვის. რაც უფრო განვითარებულ დონეზე ვლინდება ცოცხალი ნივთიერება, მით უფრო დიდი შესაძლებლობა აქვს მას გააფართოვის საკუთარი სასიცოცხლო სივრცე. ცხოველები საკუთარი ტერიტორიის მონიშვნას აკეთებენ სწორედ შარდის დახმარებით.

ყოველი ცალკეული არსების შარდს, აქვს ინდივიდუალური, ყველასგან განსხვავებული სუნი, რომლის დახმარებითაც ხვდებიან ცხოველები, რომ ეს სხვისი ტერიტორიაა. თქვენ უკვე იცით, რომ რანჟირება სუნების დახმარებით ხდება, ადამიანები სწორედ სუნით რანჟირდებიან. ბიჭები გოგონებს სუნით (ფერომონებით) ირჩევენ. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს ასევე სუნებიდან გამომდინარეობს ისეთი გრძნობებიც კი, როგორიცაა: შიში, სიძულვილი, სიყვარული, მისწრაფება, მეგობრობა. სუნი უნიკალურია, რომ ავიღოთ მილიონი კანის ვექტორიანი, ყველა მათგან კანური სუნი ასდის, მაგრამ ამასთანავე თითოეულს აქვს საკუთარი, სხვებისგან გამორჩეული სუნი, ასეა ყველა ვექტორში. სუნი მიანიშნებს არა მხოლოდ იმაზე თუ ვინ არის ამ სუნის პატრონი, არამედ იმაზეც, თუ რა მდგომარეობაშია ის. სხვანაირად რომ ვთქვათ, ესაა მისი პირადი ეგოს სუნი, სწორედ ასე ,,ყარს“ მისი კონკრეტული, პატარა ეგოიზმი. ამიტომაც ადგილის ,,მონიშვნაც“ ასევე სუნის მეშვეობით ხდება (ეს პროცესები მიმდინარეობს არაცნობიერ დონეზე და მისი აშკარად შეგრძნება ყველას არ შეუძლია, ამ სახის რანჟირება ხდება არაცნობიერში და მასზე ყნოსვის ვექტორია პასუხისმგებელი). ყველა ,,ყარს“ თავისებურად. მაგრამ ურეთრალის ვექტორიანი ბელადი, სხვებისგან განსხვავებით, მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ ,,ყარს“. ის ტერიტორიას ნიშნავს არა მხოლოდ თავისთვის, არამედ მთელი ჯგუფისთვის, ამიტომ ის ,,სუნს უშვებს“ ჯგუფისთვის. ის როგორც ბელადი, როგორც პასუხისმგებელი ჯგუფის სიცოცხლესა და გაფართოებაზე, პირველყოფილ ჯოგში გარს უვლიდა თავისი ჯოგის ტერიტორიას და აკეთებდა ამ ტერიტორიის მონიშვნას შარდით. 50000 წლის წინ როდესაც ბელადი გარს უვლიდა თვისი ჯოგის ტერიტორიას, ამოწმებდა გუშაგებს, ამოწმებდა ტერიტორიას, ის ჩერდებოდა ყოველ ხესთან და ბუჩქთან და აკეთბდა საზღვრი მონიშვნას, ამას აკეთებდა შარდით, იქ ტოვებდა პირადად თავის სუნს. ყველასთვის ვინც ახლომახლო გაჭაჭანდებოდა, ამ სუნის წყალობით გასაგები ხდებოდა, რომ აქ ბინადრობს ძლიერი ბელადი და ამ საზღვრის გადაკვეთა მომაკვდინებელია. მას შემდეგ რაც ბელადი საზღვარზე ტოვებდა თავის ნიშანს, ყველასთვის გასაგებს, ეს ნიშანი, ეს სუნი გამოყოფდა ჯოგის ტერიტორიას დანარჩენი ლანდშაფტისაგან. მდედრები, რომლებიც ამ ტერიტორიის შიგნით ცხოვრობდნენ, კან-ვიზუალი აღმზრდელი მდედრები, ანალის ვექტორიანი მეოჯახე მდედრები, თავს დაცულად გრძნობდნენ. ბელადის მიერ მონიშნული ტერიტორიის შიგნით მცხოვრები ყოველი ადამიანი ხვდებოდა, რომ სანამ ამ ტერიტორიაზე იქნებოდა მას საფრთხე არ ემუქრებოდა. მათ იცავდა ბელადი. მაგრამ მონიშნული ტერიტორიის მიღმა იყო ველური ჯუნგლები და იქ ყველას თავის თავზე უნდა ეზრუნა, ბელადი ვლინდებოდა საზღვრად ჯოგის ტერიტორიასა და გარე ლანდშაფტს შორის. თუ ჩაუფიქრდებით ამ პროცესს, მაშინვე მიხვდებით, რომ პრინციპში ეს დღესაც ასევე მუშაობს. ყოველ ადამიანს აქვს საკუთარი, იმდენად უნიკალური სუნი, რომ მისი გაყალბება, ან რაიმეში არევა, პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს დღესაც ასევე ხდება, უბრალოდ ცოტა განსხვავებულად მუშაობს. გარშემო ძალინ ბევრი სუნი ტრიალებს, ძალიან ბევრი ადამიანია, ისინი მუდმივად იცვლებიან, არის ხელოვნური საშუალებები, სუნამოები და სხვა. ამიტომ გასაგებია, რომ დღეს ბანკის მოლარე ადამიანებს სუნების მიხედვით ვერ განასხვავებს. ამიტომ მოშარდვის მაგიერ, ჩვენ უკვე ხელს ვაწერთ. ანალის ვექტორიანი ხელს აწერს მტკიცე, ლამაზი და თანაბრი, მომრგვალებული ასოებით ნაწერი კალიგრაფიით, სახელისა და გვარის ბოლოს აუცილებლად წერტილს დასვამს, ზოგჯერ კი ხელმოწერის ქვემოთ ხაზს უსვამს. კანის ვექტორიანი წვრილი ასოებით აჩხაბაჩხა, გაურკვევლად აწერს ხელს, ისე რომ ვერც კი შეძლებთ ამოიკითხოთ იქ რა წერია. გასაგებია, რომ ურეთრალსაც თავისებური ხელმოწერა აქვს, ფართე ჟესტებით, დიდი ასოებით, მისი ხელმოწერა ცილდება ხელმოწერისათვის განკუთვნილ ადგილს, ყოველთვის საჭირო საზღვრებს ცილდება.

თავისუფალი, გაკრული კალიგრაფიით, თუმცა არა გაურკვევლად, პირდაპირ წარმოაჩენს, რომ ბელადია, პრაქტიკულად ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. როგორც სხვა ვექტორებში, ისე ურეთრალურ ვექტორში, მისი ეროგენული ზონის მდგომარეობა, პირდაპირ კავშირშია მისი ფსიქიკის მდგომარეობასთან. ამიტომ თუ რამე ისე არ მიდის როგორც საჭიროა, ურეთრალის ვექტორიანებს პირველ რიგში შარდ-სასქესო სისტემა უავადდებათ. ერთ-ერთი უდიდესი რუსი მონარქი, ურეთრალის ვექტორიანი პეტრე პირველი, სწორედ შარდ-სასქესო სისტემის ავადმყოფობამ შეიწირა.

კიდევ რა შეიძლება ითქვას ურეთრალის შესახებ? ის მუდამ მზადაა, ნებისმიერს მისცეს საკუთარი სპერმა. რა განსაკუთრებულობა აქვს ამ მხრივ ურეთრალის ვექტორიანს? მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ რას ნიშნავს ურეთრალი. ურეთრალი ეს ის ადამიანია, რომელსაც მთელი ჯოგი მიყავს წინ მომავლისკენ, ახალი მდგომარეობისაკენ. რა არის მომავალი? ან რას ნიშნავს ახალი მდგომარეობა? პირველ რიგში, ყველაზე მეტად ეს არის ბავშვები. საჭიროა ჯოგმა არსებობა გააგრძელოს დროში. ყველაზე მატრივ, სხეულებრივ დონეზე, ესაა გამრავლება. რა თქმა უნდა ურეთრალი ბელადი, როგორც ჯოგის სიცოცხლის გარანტორი, ატარებს საუკეთესო შესაძლებლობას მიესწრაფვოდეს საწინააღმდეგო სქესს და საწინააღმდეგო სქესიდანაც იყოს მისწრაფება მის მიმართ. ბელადის ფერომონებისთვის, ნებისმიერი მდედრი, იქნება ეს კან-ვიზუალი, თუ უბრალოდ კანის, ანალის, კუნთის, თუ ნებისმიერ სხვა, გარდა სმენის ვექტორიანი მდედრისა, ნებისმიერი მდედრი სიამოვნებით გახდება ურეთრალის ვექტორიანის ვნების ობიექტი. გასაგებია, რომ ყველა მამრს (მდედრსაც) აქვს საკუთარი უნიკალური სუნი, სქესობრივი მომწიფების პერიოდში ეს სუნი განსაკუთრებით ძლიერია, მაგრამ ურეთრალის ვექტორიანი გამოსცემს სხვებზე მძლავრ და საწინააღმდეგო სქესისთვის განსაკუთრებით მიმზიდველ სუნს. ეს სუნი განსაკუთრებით იზიდავს იმ ქალებს, რომლებიც რაღაც მიზეზის გამო პარტნიორის გარეშე დარჩნენ, მაგრამ ჩვეულებრივად აქვთ შენარჩუნებული შობის უნარი. ეს საკითხი განსაკუთრებით პირველყოფილ ჯოგში იყო მკაფიო. წარმოიდგინეთ, იყვნენ მდედრები, რომლებსაც შეეძლოთ გაეჩინათ ბავშვი, მაგრამ ფიზიკური დეფექტის, ან რაღაც სხვა მიზეზის გამო ისინი მამრის გარეშე იყვნენ დარჩენილნი. ასეთ ქალებზე ზრუნვა და მათი განაყოფიერება ურეთრალი ბელადის პირდაპირ მოვალეობას წარმოადგენდა. ასევეა ურეთრალის ვექტორიანი მდედრიც, ნებისმიერი მამრი, რომელიც რჩებოდა მდედრის გარეშე, იყო დასახიჩრებული მტაცებლისგან და არ შეეძლო ებრძოლა მდედრის მოსაპოვებლად, მაგრამ მათი სპერმა ვარგისი იყო შთამომავლობის მისაღებად, ასეთ მამრებს, ურეთრალის ვექტორიანი მდედრი სიბრალულის გამო მაინც ,,სცემდა პატივს“ და მათგან ნაყოფიერდებოდა.

სხვა არცერთი ქალი ამ მამრებს არ მიიკარებდა, მაგრამ ურეთრალის ვექტორიანი მდედრის წყალობით ისინი მაინც ახერხებდნენ შთამომავლობის დატოვებას. პირველყოფილ ჯოგში ურეთრალი მდედრები იყვნენ სუპერმშობიარეები, მათ ნებისმიერისგან შეეძლოთ დაორსულება და ამით შთამომავლობის გაგრძელება. როგორც ურეთრალის ვექტორიანი მამრი, ისე ურეთრალის ვექტორიანი მდედრი, არიან განსაკუთრებით სასურველი სექსუალური პარტნიორები, საწინააღმდეგო სქესისთვის. როგორც ურეთრალის ვექტორიანი მამრი, ისე ურეთრალის ვექტორიანი მდედრი, ატარებენ შესაძლებლობას განიცადონ ყველაზე აშკარა და გამოხატული ორგაზმი. შეუძლიათ ყველაზე აშკარად გამოხატონ თვისი სექსუალური განცდები.

ურეთრალის ვექტორიანი მამრიც და მდედრიც, არიან ყველაზე ვნებიანი პარტნიორები. ამაზე დაწვრილებით ვისაუბრებთ მაშინ, როდესაც განვიხილავთ ურეთრალური ვექტორის ოჯახურ ურთიერთობებს. მაგრამ ურეთრალის ვნებიანობის საკითხი ძალიან საინტერესოა. ურეთრალური ვნება ვლინდება მის ყოველ ქმედებაში. ურეთრალი ამას განსაკუთრებით მკაფიოდ ავლენს მაშინ როდესაც საქმე შეეხება მის დამოკიდებულებას ალკოჰოლთან, ან ნარკოტიკთან. ურეთრალის ვექტორიანი ბუნებრივად ვნებიანია, ამიტომ ყველაფერს რასაც ის აკეთებს, აკეთებს მთელი ძალით, მთელი არსებით, მთელი ენერგიით, 100% -იანი დატვირთვით. ურეთრალი თავის ენერგიას, ანალის ვექტორიანივით მთელ ცხოვრებაზე კი არ ანაწილებს, არამედ ნებისმიერ მოქმედებაში ბოლომდე იხარჯება. სწორედ ამიტომ ის მთელი ვნებით მიესწრაფვის ქალებსაც (თუ მდედრი ურეთრალია კაცებს), მთელი ვნებით მიუძღვის ჯარს ბრძოლაში, მთელი ვნებით ომობს. მაგრამ თუ ურეთრალი გალოთდა, ასევე მთელი ვნებით ეძლევა ლოთობას, სვამს გათიშვამდე, სიკვდილამდე. თუ ის გალოთდა, ან განარკომანდა, ამაში იმდენად ეშვება, რომ მოკლე დროში ეღება ბოლო. გალოთებულ, ან განარკომანებულ ურეთრალს, პრაქტიკულად არ აქვს გამოსწორების შანსი. რატომ? იმიტომ რომ ურეთრალის ვექტორიანს ფსიქიკაში არ აქვს მუხრუჭი.

საერთოდ ყველა ვექტორი თვისებურად სვამს. ანალის ვექტორიანი სვამს ისე როგორც ერთხელ მიეჩვევა, ანალს არ აქვს თვითკონტროლი და დისციპლინა, მაგრამ ასევე არ აქვს ზღვარს გადასვლის სურვილი, მისი ყოველი ქმედება გამომდინარეობს პირადი გამოცდილებიდან, ან მამა-პაპის დარიგებებიდან. ერთ ვექტორიან ანალს არ აქვს მიდრეკილება გალოთებისკენ. თუ ანალი ლოთდება, ეს გამოწვეულია მისი ცხოვრებისეული, ან სექსუალური არარეალიზებულობით. ის ყოველ დღე ,,გულის გადასაყოლებლად“ სვავს და შემდეგ ეს ჩვევაში გადასდის, მაგრამ ასეთი ლოთობა შინაგანი მოთხოვნილებიდან კი არ გამომდინარეობს, არამედ გარე ფაქტორებიდან.

როგორ ლოთდებიან კანის ვექტორიანები? თვდაპირველად სმას იწყებენ მაშინ, თუ სასმელი ,,მუქთაა“, ფიქრობს რომ სასმელი უფასოდ იშოვა და თუ თვითონ არ დალევს სხვები დაულევენ, ,,გარშემო ხომ ყველანი ქურდები არიან“ (ასე ფიქრობენ კანის ვექტორიანები). ამიტომ თუ ბოთლი გახსნილია, რაღა სხვას დარჩეს და ურჩევნიათ თვითონ დალიონ. ბოლოს იმდენი მოსდით, რომ ღობის ძირში გორავენ. კანის ვექტორიან ადამიანს, ბუნებრივად შეუძლია თვითკონტროლი, მას შეუძლია თავის დანებება ყველაფრისთვის, მას შეუძლია ხანგრძლივად თავშეკავება (სექსისგანაც კი). თუ კანის ვექტორიანი გალოთდა ეს ასევე გარე ფაქტორების გამო ხდება, პიროვნული არარეალიზებულობის გამო.

  ურეთრალის შემთხვევაში საქმე სულ სხვანაირადაა. ლოთობას ისიც პიროვნული არარეალიზებულობის გამო იწყებს, მაგრამ ეს ანალივით სექსუალური არარეალიზებულობის გამო კი არ ხდება, არამედ ჯგუფში ვერ რეალიზების გამო. მაგრამ ურეთრალური ლოთობის განსაკუთრებულობა ისაა, რომ მას სხვებისგან განსხვავებით ლოთობისკენ უბიძგებს არა მხოლოდ გარეგანი, არამედ შინაგანი ფაქტორებიც, რომელთა გამოც სიტუაცია კატასტროფულად მძიმდება. ჩვენ ვსაუბრობთ ურეთრალის ვნებაზე, რომელიც სწორი რეალიზაციის დროს მისი წამყვანი ფაქტორია, მაგრამ არარეალიზეულობის დროს მთავარი დამღუპველი ფაქტორი ხდება. როგორც გითხარით, რაც არ უნდა აკეთოს ურეთრალმა, ამას აკეთებს მთელი არსებით, მთელი ენერგიით. ურეთრალური ვექტორის სახეობრივი როლი, მისგან მოითხოვს მუდმივ მოქმედებას. წაიყვანს ჯგუფს მომავლისაკენ, დაინახავს ახალ მომავალს, ახლა მისკენ გაუძღვება ჯგუფს და ასე უსასრულოდ, რადგან თავად მომავალიც ასევე უსასრულოა. ამიტომ ურეთრალის ვექტორიანი მუდმივ მოძრაობაშია. ეს მუდმივი და კოლოსალური ფსიქიკური დაძაბულობაა, მუდმივი მოთხოვნილება - გაუძღვეს ჯოგს მომავლისაკენ. თუ ის ვერ რეალიზდება ბელადად, წინამძღოლობის მოთხოვნილება აქვს, მაგრამ შესაძლებლობა არა, ანუ ფსიქიკა დაძაბულია, მაგრამ ამ დაძაბულობას ბელადობით ვერ იხსნის და ცდილობს მის მოხსნას სასმელით. მისი ფსიქიკა მუდმივად ითხოვს უფრო მეტს, თუ ბელადია ის ჯოგს მიუძღვის უფრო და უფრო წინ, მაგრამ თუ გალოთდა სვამს უფრო და უფრო მეტს. არარეალიზებულ ურეთრალს მაინც აქვს თავისი სახეობრივი როლის შესრულების მოთხოვნილება, მაგრამ იმის გამო რომ ამის შესაძლებლობა არ აქვს, თავისი შეუსრულებელი ფუნქცია, მას თითქოს ახრჩობს და ცდილობს ეს შეგრძნება სასმელით მოიხსნას. რა თქმა უნდა ეს ურეთრალისთვის ცუდი მდგომარეობაა.

არარეალიზებულ ურეთრალებს უყვართ მანქანის მართვა დიდი სიჩქარით, თვით ეს სიჩქარის შეგრძნება და მოძრაობის პროცესი მათ ძალიან სიამოვნებთ. არარეალიზებული ურეთრალი მანქანას მაქსიმალური სიჩქარით მართავს, თან მაქსიმალურად მიდის რისკზე, ასრულებს სახიფათო ტრიუკებს. ბუნებრივად ამის სურვილი ნებისმიერ ურეთრალს აქვს, მაგრამ რეალურად ასე მხოლოდ არარანჟრებული ურეთრალები იქცევიან. საერთოდ ნებისმიერი ქვედა ვექტორის მატარებელი საკუთარ მდგომარეობას, მანქანის მართვისას ძალზე მკაფიოდ ავლენს. შესაბამისად ურეთრალის ვექტორიანი, როგორც ბუნებრივად ყველაზე კაშკაშა ინდივიდი, აქაც სხვებზე მკაფიოდ წარმოჩინდება. ის ერთი მეორის მიყოლებით ამტვრევს მანქანებს, ან მოტოციკლებს და ხშირად ამას ეწირება კიდეც. ის მანქანის სწრაფად ტარებით, ასევე საკუთარი დაძაბულობის მოხსნას ცდილობს.

ურეთრალის უნარი, ორიენტირდეს ახალ სიტუაციაში, იქნება ეს გზაზე მოძრაობა თუ საომარი მდგომარეობა, მოძრაობა, ახალი ჯერაც შეუსწავლელი და აუთვისებელი მიწებისკენ, ურეთრალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მისი რეაქციის სისწრაფე ბევრად აღემატება კანის ვექტორისას, საფრთხის დროს ის მყისიერად რეაგირებს. მისი ასეთი სისწრაფე ყოველთვის მოულოდნელია მტრისთვის, ზოგჯერ კი თვით მისთვისაც. რაც ყველაზე საინტერესოა მისი ნახტომისებური შეტევა ყოველთვის სწორადაა მიმართული. არანაირი დაფიქრება და წინასწარ მსჯელობა, მყისიერი რეაქციით, ელვისებური სიწრაფით, ის უცებ გაიაზრებს პოტენციურ დანაკარგებს და სარგებელს, ეს ასე მხოლოდ ურეთრალს შეუძლია. ამიტომაცაა, რომ ავიაგამანადგურებლის პილოტები ყველაზე ხშირად სწორედ ურეთრალები არიან. საერთოდ თვითმფრინავის პილოტი, როგორც პროფესია ძირითადად ორი ვექტორის პროფესიაა, ურეთრალის და სმენის. უმეტესად ან ერთი, ან მეორე ხდება პილოტი, საუკეთესო პილოტს კი აქვს ორივე ვექტორი. რატომ მაინცდამაინც ეს ორი? იმიტომ რომ ბუნებრივად ეს ორი ფსიქოტიპი (სმენური და ურეთრალური) საკუთრ თავს სხვებზე აღმატებულად, სხვებზე მაღლა შეიგრძნობს. ურეთრალი თავს შეიგრძნობს სამეფო ტახტზე მჯდომ მეფედ, რომელიც ფლობს ფართო ხედვას და ეს ხედვა სწვდება მთელ ჯგუფს. ხედვას, არა საკუთრი თავისთვის, არა მხოლოდ თავისი ოჯახისთვის, არა პირადი გამორჩენისთის, არამედ მთელი ჯგუფისთვის. ამიტომ მას ბუნებრივად აქვს ისეთი აზროვნება, რომ თავს შეიგრძნობს სხებისაგან გამოცალკევებულად, ის ადის ყველა დანარჩენზე მაღლა. სწორედ ასე ხედავს თავს ურეთრალის ვექტორიანი: ვარ მე და არის ყველა დანარჩენი. ასევეა სმენის ვექტორში, ვარ მე და ყველა დანარჩენი. მაგრამ ურეთრალისგან განსხვავებით სმენის ვექტორის ,,მეფობა“ ამ სამყაროს არ ეხება. ის თავს შეიგრძნობს იმდენად მაღლა მდგომად, რომ შეუძლია შემეცნების დონით თვით შემოქმედი არსის დონეს მიაღწიოს. ამაზე მაღალი შემეცნება კი არ არსებობს (როდესაც შემოქმედ არსზე ვსაუბრობთ, მხედველობაში სულაც არ გვაქვს შემოქმედის ცნების რელიგიური გაგება, არამედ ამაში ვგულისხმობთ უბრალოდ უფრო მაღალი წესრიგის სისტემას). სწორედ ამიტომ ურეთრალიც და სმენაც თავს შეიგრძნობენ სხვებზე მაღლა და პრინციპში ასეც არიან, რადგან მათში საკუთრი თავის ასე შეგრძნება ბუნებისგანაა ჩადებული. მაგრამ არცერთს საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დაკავება გარანტირებული არ აქვს. შეიძლება ურეთრალმა მიაღწიოს კუთვნილ მდგომარეობას და იყოს სრულფასოვანი ბელადი. ან შეიძლება მთელი სიცოცხლე უბრალოდ იოცნებონ საკუთარი ადგილის დაკავებაზე, ეს კი ნიშნავს რომ იქნება არშემდგარი, არარეალიზებული ბელადი. ზუსტად ასევეა სმენის ვექტორიც. სწორედ ამიტომ გაფრენა, მათთვის იმის ქვეცნობიერ შეგრძნებას იძლევა, რომ ისინი სხვებზე მაღლა არიან. ისინი თვლიან რომ ასე შეიძლება გაექცნენ მატერიალური სამყაროს მარწუხებს, გაფრინდნენ და ზემოდან უცქირონ კანონებს, ადამიანებს. ,,სხვა ადამიანებს ფრენა არ შეუძლიათ, მე კი დავფრინავ“. ფრენაში ისინი პოულობენ თავისუფლების შეგრძნებას, ხედავენ უსასრულო სივრცეს, სწორედ ამიტომ ხდებიან პილოტები ამ ორი ვექტორის მატარებლები. ხოლო თუ ავიღებთ ურეთრალური ვექტორის რეაქციის სისწრაფეს სწორედ ამ ზესისწრაფის გამო ურეთრალები ხდებიან სწორედ ავიაგამანადგურებლის პილოტები.

ორი სიტყვით შევეხოთ ურეთრალის გარეგნულ მხარეს, როგორ გამოიყურება ის? ჩვენ ვხედავთ ურეთრალის მოქმედებებს, ისინი დადიან მოშვებულად, თავისუფლად, ფართე ნაბიჯებით, აბსოლუტურად ურიტმოდ, მისი მოძრაობები არ ჯდება რაღაც წინასწარგანსაზღვრულ წესრიგში. ურეთრალებს ხშირად აცვიათ მოღეღილი, თავისუფალი სამოსი. მაგრამ ამ თავისუფლებასთნ ერთად მუდმივად ემჩნევა მზადყოფნა შეტევისთვის. ამიტომ ურეთრალი არ არის ანალივით აკურატული, მაგრამ არც ,,ბინძური“ ანალივით ბინძური და უწესრიგო არ არის. ურეთრალის ვექტორიანი აკურატულობის საწინააღმდეგო მხარეა, ის საერთოდ არ აქცევს ყურადღებას ანალურ წვრილმანებს. ურეთრალებს არ უყვართ ზედმეტად მოწესრიგებული ვარცხნილობის გაკეთება, მას საერთოდ კიდია როგორ გამოიყურება, უბრალოდ ადგება, მოიცვამს რაც ხელში მოხვდება და ისე გადის სახლიდან. ის არ დაიწყებს თმის ორად გაყოფას ანალის ვექტორიანივით, არ მოყვება კან-ვიზუალივით მოდური ვარცხნილობის გაკეთებას, შეიძლება საერთოდ გაჩეჩილი თმით გავიდეს სახლიდან.

ასევეა ურეთრალის ვექტორიანი მდედრიც (განსაკუთრებით მაშინ, თუ არ ერთვის ვიზუალური ვექტორი). ის პატარაობიდანვე ასეთია, პირდაპირ საიუბილეო ბანკეტიდან, გამოსასვლელ კაბაში გამოწყობილი, შეიძლება გავარდეს შუა ქუჩაში თავისი თანმდევი ბიჭების ბანდასთან ერთად, შევარდეს პირდაპირ ტალახიან მინდორში და დაიწყოს ფეხბურთის თამაში. რაც ყველაზე სასაცილოა, ის კან-ვიზუალი გოგონასავით კარში კი არ ჩადგება, არამედ პირდაპირ თავდამსხმელი ფეხბურთელი იქნება, ის სათავეში ჩაუდგება საკუთარ გუნდს და ნებისმიერ ბიჭს აჯობებს. კანის ვექტორიანი დედა უკვე ისტერიკაშია ჩავარდნილი, უწივის: შვილო კაბა გაგესვრება! დაბრუნდი! ეს კი საერთოდ არ უსმენს. რა დროს კაბაა, როდესაც ის თავისი პირდაპირი ფუნქციის შესრულებითაა დაკავებული და ბიჭების არმიას ხელმძღვანელობს. შემდეგ ბრუნდება სახლში ტალახში ამოსვრილი, მაგრამ ბედნიერი, შერბის და ყვირის: დედა, ჩვენ მოვიგეთ, ჩემმა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა! ასეთია ურეთრალის ვექტორიანი მდედრი, ლაღი, თვისუფალი, არანაირი ყურადღება წვრილმანებზე. ის არ ცნობს არავითარ სტერეოტიპებს. ყველაფერს აკეთებს უკანმოუხედავად, ყურადღებას არ აქცევს თანატოლებს, ყურადღებას არ აქცევს მოდას. ურეთრალის ვექტორიანი მდედრები იყვნენ პირველები ქალთა შორის, რომლებმაც დაიწყეს თმის მოკლედ შეჭრა. ეს ძველ დროში უბრალოდ გაუგონარი მოვლენა იყო, იმიტომ რომ ქალები ისტორიულად, მთელი ანალური ეპოქის მანძილზე ატარებდნენ გრძელ თმებს. მაგრამ ურეთრალ მდედრებს (მამრებსაც) საერთოდ ,,კიდიათ“ ტრადიციები, ამიტომ მათ პირველებმა დაიწყეს თმების მოკლედ შეკრეჭა. შემდეგ კი როდესაც უკვე მოდაში თმის მოკლედ შეკრეჭა შემოვიდა და ყველა მოდას აყოლილი კან-ვიზუალი გოგონა მოკლედ შეჭრილი თმით დადიოდა, ურეთრალ-ვიზუალმა მდედრებმა ასევე პირველებმა დაიწყეს კვლავ გრძელი თმის ტარება. ასეა ყველაფერში, ამასთანავე ურეთრალ მდედრებს საერთოდ არ აინტერესებთ, თუ როგორ აღიქვამენ მამრები მათ თავისუფალ ქცევას. აი მაგალითად: კან-ვიზუალი მდედრი, პირიქით, ძალიან დიდ ყურედღებას უთმობს თვის გარეგნულ მხარეს, ორი საათი იპრანჭება სარკესთან და თუ სახლიდან გასულმა აღმოაჩინა რომ სადღაც სულ ოდნავ ზედმეტი მაკიაჟი აქვს გაკეთებული, მთელი დღე ცუდადაა და თვლის, რომ საშინლად გამოიყურება. ურეთრალი მდედრი ასეთ წვრილმანებს საერთოდ არ აქცევს ყურადღებას და პრინციპში არც ჭირდება, ის ბუნებრივად გამოსცემს ისეთ ფერომონებს, რომ სადაც კი გაივლის ყველა მამრი შეთანხმებულივით მისკენ იყურება, ყველას მასთან ყოფნა უნდა.

ჯერ კიდევ ფროიდი, რომელმაც მხოლოდ ივარაუდა ურეთრალური ტიპაჟის არსებობა, აყალიბებდა სამ ძირითად თვისებას, რომლებსაც მისი აზრით ფლობდნენ ასეთი ადამიანები. ესაა მოუწესრიგებლობა, გაუფრთხილებლობა და ცეცხლოვანი გამოხედვა. საერთოდ ურეთრალის მთელი ცხოვრება ცეცხლოვანია, ის ცეცხლოვანია ნებისმიერ მოქმედებაში. ცხელი, მწველი, ვნებიანი, ეს ის შეგრძნებებია რასაც მუდმივად შეიგრძნობს ურეთრალი საკუთრ თავში. ერთვექტორიან ურეთრალს მუდმივად ცხელა, მუდმივად მხურვალეა. მხურვალეა როგორც ხასიათით, ისე სხეულებრივად (თუმცა არის ერთი უცნაური შტრიხი: თუ არარეალიზებულ ურეთრალს ერთვის სმენაც, ის მუდმივად გაყინულია, მისი შინაგანი სიმხურვალე თითქოს მთლიანად სმენას აქვს შთანთქმული). ის ტკბება სიცოცხლის ყოველი წამით, სიამოვნებას იღებს ყველაფრისგან რასაც აკეთებს, მთელი არსებით ერთვება ომშიც და სექსშიც. მაშინაც კი როდესაც სამასი კაცით მთელ არმიასთან მიდის შეტევაზე, მიდის უეჭველ სიკვდილზე, ის არ განიცდის შიშს, უტევს მთელი არსებით, მთელი ძალით, მთელი მრისხანებით, და რაც ძალზე საინტერესოა ის ამითაც კი ახერხებს ტკბობის მიღებას. ეს ურეთრალის ვექტორიანს ეხმარება თავისი ფუნქციის შესრულებაში, რადგან სწორედ ის არის პასუხისმგებელი ჯოგის გადარჩენაზე ყველაზე რთულ სიტუაციებში.

თუ ფართოდ შევხედავთ როგორ არიან ქვედა ვექტორები ჯგუფში განლაგებულნი, აღმოვაჩენთ ერთ უცნაურობას, მათი განლაგება დამოკიდებულია მათი მეტაბოლიზმის (მონელების) სისწრაფეზე. პირველი მიდის ურეთრალი, რომელსაც ძალზე სწრაფი მეტაბოლიზმი და რეაქციის ყველაზე დიდი სისწრაფე აქვს, მისი სისწრაფე აღემატება თვით ლანდშაფტის სისწრაფეს.

კიდევ რა არის აღსანიშნავი ურეთრალის გარეგნულ იერსახეში? მას სახეზე მუდმივად დასთამაშებს ღიმილი, მაგრამ არა ვიზუალივით გაცისკროვნებული, არა ორალივით სულელური, არამედ ნამდვილი მხეცური, მტრისთვის თავზარდამცემი, ღიმილი, ღიმილი რომელიც ძალიან გავს მგლის ღრენას. ღიმილი რომელიც გვიჩვენებს, რომ ეს ადამიანი ტკბება სიცოცხლით. თითქოს მის გონებაში არ არის არცერთი ისეთი აზრი, რომელიც განწყობას გაუფუჭებს. აბსოლუტურად თვისუფალი, შეუზღუდავი. შეხედავ ადამიანს ხელებზე, კისერზე, და მაშინვე შეამჩნევთ რომ ის ცოცხალია, რადგან ხელებზეც და კისერზეც მკაფიოდ ემჩნევათ მფეთქავი ძარღვი. ამ ძარღვის ფეთქვაზე მაშინვე ცხადი ხდება როგორ ფეთქავს სიცოცხლე. ანალის ვექტორიანები ურეთრალის ღიმილს თავხედურ ღიმილს უწოდებენ. ანალის ვექტორიანები ქვეცნობიერად ხვდებიან, რომ ამ ღიმილში არ არის ავტორიტეტებით შემოსაზღვრულობა. ამ ღიმილში არ იგრძნობა არანაირი ზეწოლა, არაფერი არ ამძიმებს. ურეთრალი არ არის ისეთი ყველა რომ ,,დაიკიდოს“. უბრალოდ ის არ არის შებოჭილი სტერეოტიპებით. ის უბრალოდ არ ცნობს ავტორიტეტებს, არ ცნობს შაბლონებს. იმიტომ რომ ავტორიტეტები, შაბლონები, სტერეოტიპები, ეს ყველაფერი რაღაც ჩარჩოებში ზის. ურეთრალის ვექტორიანი პასუხისმგებელია მომავალზე, მომავალი კი უსასრულოა და არ შეიძლება რაიმე საზღვრებში ჩაჯდეს. კანის ვექტორიანები ურეთრალზე ამბობენ: რომ ის უპასუხისმგებლოა. წარმოიდგინეთ, კანის ვექტორიანი მთელი თვისი არსებით, მთელი ბუნებით შემოსაზღვრულია, ის თავადაა საზღვარი, საჭმელსაც ზღუდავს, სექსისგანაც კი კვირაობით თავას იკავებს, ის ამ შეზღუდვით შემოსაზღვრით იღებს სიამოვნებას. ამ დროს კი ხედავს ისეთ ადამიანს, რომელიც საერთოდ არაფრით არ იზღუდება. ურეთრალი აკეთებს რაც უნდა, როცა უნდა, სადაც უნდა და როგორც უნდა. ჰყავს იმდენი პარტნიორი – რამდენიც უნდა და როცა უნდა. მოკლედ არაფრით არ იზღუდება. ვიღაცის ასეთი ქცევა კი კანის ვექტორიანი ადამიანისთვის დამამცირებელია. კანის ვექტორიანი ყველანაირად ცდილობს ყველა გააკონტროლოს, მართოს ფულის დახმარებით. ეს ურეთრალი კი არავის ემორჩილება, უმართვია, საერთოდ ,,კიდია“ ფული, იმიტომ რომ დათვლა მომავლის უკუმხარეა, იმ აზრით, რომ დათვლა შეიძლება მხოლოდ იმის რაც აწმყოში არსებობს. ურეთრალი მომავალია, მომავალს კი ვერ დათვლი. ამიტომაც ურეთრალი არის თავისუფალი, გამბედავი, უშიშარი, ზღაპრული გმირი და გმირი რეალობაშიც. ურეთრალი აბსოლუტურად თავისუფალია, მაგრამ არა კანის ვექტორიანივით უმიზეზოდ შარიანი, ან ანალივით სადისტი და დესპოტი. მისი თავისუფლება კანური უპასუხისმგებლობა, ან ანალური სიჯიუტე კი არ არის, არამედ ნამდვილი შინაგანი თავისუფლება.

ავტორი: ვ.იუნევი

მთარგმნელი: სერგო ღამბაშიძე

  • ურეთრალური ფსიქოტიპის დარღვევები

  • შინაგანი მრჩეველი

  • ურეთრალური ვექტორის დაზიანებები და სტრესები

  • ურეთრალური და სმენის ვექტორების კომბინაცია

  • ურეთრალ-სმენური სუიციდალური კომპლექსი

  • ურეთრალური ფსიქოტიპის გარეგნული იერსახე

  • ანალის ვექტორიანი მშობლების ურეთრალი შვილი

  • ურეთრალ-სმენა ვიზუალით