ურეთრალური და ყნოსვითი ფსიქოტიპების კომბინაცია
ურეთრალური და ყნოსვითი ფსიქოტიპების კომბინაცია
ეს ყველაზე უნიკალური, მაგრამ ამასთან საკმაოდ უცნაური კომბინაციაა. საქმე იმაშია, რომ ბუნებრივ პირობებში ამ ორ ვექტორს განსაკუთრებული ურთიერთკავშირი და განსაზღვრულ შემთხვევებში მძლავრი ურთიერთმიზიდულობაც ახასიათებთ. რაშია ამ კავშირის არსი?
უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ურეთრალი – ბუნებრივი ბელადია, ის აღანთებს მთელ ჯგუფს და მიუძღვის მომავლისაკენ, ამასთან მას აქვს უნარი, დაინახოს თითოეული ადამიანის პოტენციალი ჯგუფთან მიმართებაში. ურეთრალის ხედვას, ხსირად არწივის ხედვას ადარებენ, რომელიც ზემოდან მთელ პანორამას უჭვრეტს. თუმცა არის მეორე მხარეც, მას არ აქვს უნარი, დაინახოს საფრთხე თითოეულში, ამასთან ურეთრალურ ფსიქოტიპს ფსიქიკაში არ გააჩნია მუხრუჭი, ამიტომ ძალიან ხშირად მისი ზედმეტი ,,აწყვეტილობა“ საფრთხეს შეიცავს მთელი ჯგუფისთვის. სწორედ მისი პირადი მრჩევლისა და საჭიროების შემთხვევაში მუხრუჭის ფუნქციას ითავსებს ყნოსვის ვექტორი. ყნოსვითი ფსიქოტიპი თავისი ყნოსვის და მის ფსიქიკურთან პროეცირების წყალობით ცოცხლობს – ყველაზე უკეთ გრძნობს საფრთხის მოახლოებას. ეს ყველაფერს ინტუიტიურ დონეზე განიცდის, ისე რომ ხშირად თავადაც არ ესმის რა ემართება. იქ სადაც ჯგუფის ყველა წევრი უძლურია სწორედ ყნოსვას პოულობს გამოსავალს. სწორედ იმიტომ, რომ გაუთვალისწინებელ სიძნელეებსა და საფრთხეებს გრძნობს, ის ასრულებს ურეთრალი ბელადის მრჩევლის ფუნქციას. ბუნებამ ყნოსვითი ფსიქოტიპი შესაბამისი თვისებებით დააჯილდოვა. ინტროვერტია, სიმართლეს ტყუილისაგან თითქმის ვერ არჩევს, ის ხომ სიცოცხლის შესანარჩუნებლადაა მომართული მორალისა და კულტურის გაუთვალისწინებლად. ის ნაკლებად შესამჩნევია რადგან თავისი ცუდი მდგომარეობების სხვებისგან დაფარვას ცდილობს, რათა საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყოს. შეუმჩნეველი, ინფორმაციის მიღების განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ ყნოსვას ყველასთვის დაფარულ, უნიკალურ, ყველასთვის მიუწვდომელ ინფორმაციასთან აქვს წვდომა, რისი დახმარებითაც მართვა და ძალაუფლების მოპოვება შეუძლია.
ჯგუფში ეს ორი ფსიქოტიპი ქმნის ურღვევ და დაუმარცხებელ ტანდემს. ბელადი, რომელიც ჯგუფის სათავეშია და უზრუნველყოფს ჯგუფის მომავალს და მისი სასიცოცხლო სივრცის გაფართოებას და მისი მრჩეველი, რომელიც უზრუნველყოფს ჯგუფის და თავად ბელადის უსაფრთხოებას. ეს ორი ვექტორი ერთიანდება რადგან ურეთრალისთვის ჯოგი უპირველესია, ის მან წინ უნდა წაიყვანოს და არავითარ შემთხვევაში შეცდომა არ უნდა დაუშვას. ყნოსვას კი ჯოგი საკუთარი გადარჩენის კუთხიდან აინტერესებს, რადგან დამოუკიდებლად გადარჩენა რთულია. ურეთრალი ეგუება ყნოსვას კიდევ იმიტომ რომ ეს უკანასკნელი მოვლენების განვითარების ყველაზე სწორ და წარმოუდგენელ ვარიანტებს სთავაზობს და ამით ბელადის ავტორიტეტსა და ხალხის უსაფრთხოებას უფრთხილდება. ბელადი კი თავის მხრივ მრჩეველს იმათი სიძულვილისგან იცავს ვისაც ყნოსვა გამჭოლად ხედავს. გამოდის რომ ეს ორი ვექტორი მშვენიერ კავშირს ქმნის რაც მთელი ჯგუფის განვითარებას უზრუნველყოფს.
ურეთრალ-ყნოსვა
ურეთრალ-ყნოსვები იყვნენ მსოფლიოში ყველაზე გამორჩეული მხედართმთავრები და დამპყრობლები: თემისტოკლე, ჰანიბალი, იულიუს კეისარი, სალადინი, ჩინგიზ ყაენი, თემურ ლენგი, იასუ ტოკუგავა, გიორგი ბრწყინვალე, ერნან კორტესი, შაჰ აბას პირველი, იოსებ სტალინი.
როცა ეს ორი ვექტორი ერთ ადამიანშია გამოვლენილი, მაშინ მას საზოგადოების დამოუკიდებლად მართვა შეუძლია და ამასთან ერთად ყველა საფრთხეს წინასწარ გრძნობს რაც რომელიმე წამოწყებას შეიძლება დაემართოს. ბელადი და მრჩეველი ერთ სხეულში ხვდება, ასეთი შერწყმა კი ურეთრალს შორსმჭვრეტელობას სძენს რასაც თავის მხრივ მეტი წარმატება მოაქვს. ის ერთდროულად არანჟირებს და სამყაროში გარღვევასაც ახდენს. შეუძლია უფრო უკეთ გათვალოს და უკეთ გაუგოს ჯგუფის ყველაზე შორს მდგომ წევრს (ის რაც არ ყოფნის ურეთრას – ის ვერ ხედავს სრულ სურათს და ვერ უკვირდება დეტალებს) და ამავე დროს მთელი ჯგუფის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. თუ ადამიანს ყველაზე განვითარებული სმენის ვექტორი აქვს, მაშინ ის ურეთრასთან ერთად ყნოსვაზე დომინირებს, ყნოსვა კი ამ ორი ვექტორის დასახმარებლად მოქმედებს.
თავის მხრივ ურეთრალური ვექტორი ყნოსვის ინტუიციას და მანიპულატორობას, აჯილდოებს ჯგუფისგან უკუკავშირის მიღების უნარით. ურეთრალ-ყნოსვა, სხვა ყნოსვებისაგან განსხვავებით, ჯგუფის წევრთათვის არაა მიუღებელი და საზიზღარი. პირიქით – ესაა გამორჩეული ინტუიციით და სტრატეგიული უნარებით დაჯილდოებული სარდალი. ბელადი, რომელმაც ზუსტად იცის ჯგუფის თითოეული წევრის ამბები. ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ურეთრალ-ყნოსვამ იცის მისი ჯგუფის თითოეული წევრის ცხოვრების უმნიშვნელო წვრილმანებიც კი და მათი სატკივარი საკუთარივით მიაქვს გულთან (არსებობს თქმულება, რომ იულიუს კეისარმა თავისი ყველა ლეგიონერის და მათი ოჯახის წევრების სახელებიც კი იცოდა). ბელადი, რომელიც არა მხოლოდ გენიალური მხედართმთავარი, არამედ კარგი და ჯგუფის თითოეულ წევრზე მზრუნველი პიროვნებაა.
სინამდვილეში ასეთი უნიკალურობა განპირობებულია ამ ორი ვექტორის თვისებათა შერწყმით. როცა ყნოსვით ინტუიციციურობას და სტრატეგიულობას ერთვის ურეთრალური არწივის ხედვა, ვნება და გულმოწყალება, თვისებათა ეს გაერთიანება გვაძლევს გამორჩეულ ბელადს, ერთდროულად ლომსა და მელას. გენიალურ მხედართმთავარს და მოქნილ დიპლომატს. ადამიანს რომელსაც ერთდროულად შეუძლია არმიის მეთაურობაც და მოლაპარაკებათა წარმართვაც. ურეთრალს, რომლისთვისაც დამარცხება არ ნიშნავს უპირობოს სიკვდილს (როგორც ეს სხვა ურეთრალების შემთხვევაშია) და რომელსაც მარცხის გამარჯვებით შეცვლა შეუძლია.
იმისთვის რომ მეტი გავიგოთ ურეთრალ-ყნოსვის, ამ ლომ-მელიის მოქმედების მექანიზმებზე, მაგალითად მოვიყვანოთ ურეთრალ-ყნოსვა იულიუს კეისარი. და ორი მაგალითი მისი ცხოვრებისეული ქმედებებიდან. ერთი კარგად აღწერს ურეთრალ-ყნოსვას ბრძოლაში, მეორე კი პოლიტიკაში:
1. როდესაც მას დაუპირსპირდა გნეუს პომპეუსი, მთელ რომში სახელგანთქმული და იმ დროისთვის უძლიერესი სარდალი. თუ ამ დაპირისპირების ქრონიკას გადავავლებთ თვალს, აღმოვაჩენთ, რომ მთელი ამ დაპირისპირების მანძილზე, პომპეუსის მხარეს იყო ცალსახა უპირატესობა, როგორც ხალხის, ისე ფინანსური თუ სხვა რესურსების მხრივ, მას მხარს უჭერდა რომის სენატიც. მაგრამ კეისარმა საბოლოოდ მაინც მოახერხა მისი დამარცხება.
როდესაც პომპეუსის ჯარების იმედით, რომის სენატმა კეისარი კანონგარეშედ გამოაცხადა, მას მხოლოდ ერთი ლეგიონი ჰყავდა (ისიც ამბოხებულები), მაგრამ კეისარი მარტო მივიდა ამბოხებულ ლეგიონში და არათუ ამბოხი ჩაახშო, არამედ სიკვდილითაც კი დასაჯა ამბოხის მეთაურები. მან ყნოსვურად ,,გათვალა“ საკუთარი ავტორიტეტის ძალა, კუნთის და ანალის ვექტორიან ლეგიონერებთან. შემდეგ კი ურეთრალურად ისე სწრაფად ჩაიყვანა ჯარი რომში, რომ პომპეუსმა არათუ ჯარის შაეკრება, გაქცევაც ძლივს მოასწრო. მოგვიანებით პომპეუსმა მაინც მოახერხა ჯარის შეკრება და ერთ ბრძოლაში კეისარი კიდეც დაამარცხა, მაგრამ ამ გამარჯვების გამოყენება ვერ შეძლო. დამარცხებული კეისარი (რომლის ადგილზეც ნებისმიერი სხვა სადღაც გადაიკარგებოდა) ელვისსისწრაფით მოტრიალდა და პომპეუსის ლეგიონები ისე დაამარცხა, პომპეუსმა გონს მოსვლაც ვერ მოასწრო.
2. კვლავ იულიუს კეისარი, მას სურდა გაეტანა სენატში კანონი ,,მიწის რეფორმის” შესახებ. გასაგებია, რომ იულიუს კეისრის ამ კანონს ყავდა როგორც მომხრეები – ისე მოწინააღმდეგეები. მისი ერთერთი მოწინააღმდეგე თვით რომის კონსული იყო. ერთ მშვენიერ დღეს რომის მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი შეიკრიბა ქალაქის მთავარ მოედანზე, იმისთვის რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხი გადაეჭრათ. ერთი მხრივ თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ კაცობრიობა მაშინ განვითარების ანალურ ფაზაში იმყოფებოდა. კაცობრიობას ანალური ფასეულობები და ავტორიტეტებით აზროვნება წარმართავდა, ამიტომ მოქალაქეებს არ ჰქონდათ უფლება ხმის მიცემა მანამ დაეწყოთ, სანამ კონსული არ იტყოდა, რომ ღმერთები ამ კანონის წინააღმდეგნი არ არიან. ეს იმ დროისთვის იმდენად მნიშვნელოვნად მიაჩნდათ, რომ მაშინაც კი თუ კონსული დროს წელავდა და ელოდა ,,ღმერთების ნიშანს”, რომის მთავარ მოედანზე შეკრებილი ხალხი მაინც ხმისამოუღებლად ელოდა თუ როდის გამოვიდოდა და რას იტყოდა კონსული. რომის მაშინდელ კონსულს კი ,,მიწის კანონის” განხილვა არანაირად არ სურდა. ამიტომ მან ხალხს უთხრა: ,,ღმერთები ნიშანს არ იძლევიანო”. შეიძლება დღეს სასაცილოდ გეჩვენებათ, მაგრამ მაშინდელი ხალხისთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანი იყო. რა მოიმოქმედა ურეთრალ-ყნოსვა კეისარმა? კეისარმა განახორციელა ძალზე უბრალო ქმედება, მან ხალხს მოუწოდა იმდროისთვის გაუგონარი რამის გაკეთებისკენ, კერძოდ თქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა რას ამბობს კონსული. თუ კონსულს ასე სურს შეუძლია სიკვდილამდე ელოდოს ,,ღმერთების ნიშანს”, ჩვენ კი ვიმოქმედოთო. მან გამოიყვანა გარეთ რომის მთელი მოსახლეობა და სახალხო განხილვით და კონსულის გვერდის ავლით, მიიღეს ,,კანონი მიწის შესახებ”. ამით დაირღვა მრავალსაუკუნოვანი და მანამდე ხელშეუხებელი ტრადიცია.
ურეთრალ-ყნოსვები არც კან-ყნოსვებივით მომჩვარულები არიან და არც ანალ-ყნოსვებივით მოსულები. აგებულებით საკმაოდ სუსტები ჩანან მაგრამ ამისდა მიუხედავად საკმოდ მკვრივები და ძლიერები. ხშირად აქვთ სახასიათო, ე.წ. ,,ქორისებრი მზერა“, არა სხვა ყნოსვებივით მსუსხავი, არამედ მბურღავი, თითქოს სულის სიღრმემდე წვდებაო. ურეთრალ-ყნოსვები გარეგნულად სხვა ურეთრალებივით იქცევიან, მაგრამ რეალურად მათზე ბევრად ფრთხილები და სტრატეგიულები არიან, მათ რეალურ გეგმებს ვერავინ იგებს. თუმცა არც სხვა ყნოსვებივით რჩებიან მუდმივად ჩრდილში. როდესაც მათი დრო დგება ელვისებურად იწყებენ მოქმედებას.
როგორც სხვა დანარჩენ კომბინაციებში, ურეთრალ-ყნოსვებშიც ვხვდებით რამოდენიმე დამახასიათებელ დარღვევას. ამ დარღვევათაგან უპირველესად ვლინდება მათი განსაკუთრებული, შეიძლება ითქვას მანიაკალურობამდე მისული ძალაუფლების სიყვარული, დიქტატორობა და ხშირად კი საშინელი სისასტიკეც. ურეთრალურ ,,რანგის დაკავების“ სურვილს, ყნოსვის ძალაუფლების წყურვილი ასტრონომიულ მასშტაბებამდე ზრდის. ხოლო თუ ამ ძალაუფლების აღება მოახერხა, მას მთელი ძალით ეჭიდება. თუ სხვა ურეთრალი ხშირად მის წინააღმდეგ ამბოხებულებსაც კი იწყალებს (ჯგუფის საკეთილდღეოდ), ურეთრალ-ყნოსვა მისი რანგის წინააღმდეგ მიმართულ, უმცირეს გამოვლინებასაც კი საშინელი სისასტიკით ახშობს. შაჰ აბასმა, მხოლოდ შეთქმულებაზე ეჭვის გამო, საკუთარი შვილი წამებით მოაკვლევინა, თემურ ლენგმა მის წინააღმდეგ ამბოხებული ჯარის ყოველი მებრძოლი დახოცა და მათ სისხლში იბანავა. იულიუს კეისარმა აჯანყებულ ლეგიონში ყოველი მეათე სიკვდილით დასაჯა, დამპყრობილ გალიაში კი სისხლის მდინარეები მიუშვა, აჯანყებულთა ერთერთი ტომი მთლიანად გააჟლეტინა. რომის დიქტატორი სულა, ადამიანებს იმისთვისაც კი სჯიდა სიკვდილით, თუ მოეჩვენებოდა, რომ მათ ,,სახიფათოდ შეხედეს“.
როდესაც ურეთრალ-ყნოსვას ერთვის ორალი, ამ დროს ამ უნიკალურ კომბინაციას ემატება კიდევ ერთი მძლავრი მექანიზმი ჯგუფის სამართავად, მას არა მხოლოდ სტრატეგიული დაგეგმვა და მეთაურობა შეუძლია, არამედ ხალხისთვის სიტყვით მიმართვა და ანთება.
ვიზუალური ვექტორი ურეთრალ-ყნოსვას კულტურითა და ინტელექტით აძლიერებს, ამასთან ოდნავ მაინც არბილებს მის სისასტიკესა და დიქტატორობისკენ სწრაფვას და მატებს შებრალებისა და გულმოწყალების მეტ უნარს.
სმენის ვექტორთან იქმნება კიდევ ერთი უნიკალურობა (ამ სამი ვექტორის სიმბიოზზე აუცილებლად გვექნება ცალკე ლექცია): ერთ ადამიანში თავს იყრის სამი დომინანტი ვექტორი, რომელთა სურვილები კარდინალურად ურთიერთსაპირისპიროა, ერთი მხრივ მას სურს მმართველობა და ძალაუფლება, მეორე მხრივ კი ესწრაფვის შემეცნებასა და სულიერებას. რა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობა აქვს სნერაში სმენაა თუ ყნოსვა, თუმცა თითოეულ შემთხვევაში, აქ ვიღებთ რამოდენიმე ქვესცენარს:
1. ურეთრალ-სმენა ყნოსვით. ა) თუ ურეთრა დომინირებს სმენაზე, ვიღებთ კლასიკურ ,,აწყვეტილი ურეთრალის“ სცენარს, თუმცა ყნოსვის ვექტორის არსებობის გამო ის ისე ადვილად არ ,,იტეხს კისერს“, როგორც სხვა მსგავსი სცენარის ურეთრალები. ბ) თუ სმენა დომინირებს ურეთრალზე, ვიღებთ მეტისმეტად ,,გაფრენილ“ სმენას, ხსირად პროტესტის სცენარით. ის ხან სმენურად მთლიანად შემეცნებასა და სულიერებას მიელტვის, ხანაც მისი სმენა თითქოს მთლიანად ქრება და იწყებს ურეთრალურად აწყვეტას. ხშირად ამ დროს ირგვლივ თითქმის ყველაფერს ანგრევს. თუმცა ყნოსვის ვექტორს აქაც შეაქვს საკუთარი კორექტივები. თუ ამ სცენარის ურეთრალ-სმენა (ყნოსვის გარეშე), უკონტროლოდ გადადის ერთი მდგომარეობიდან მეორეში, ყნოსვის ვექტორის არსებობის შემთხვევაში, ყნოსვა ამ სცენარს ანეიტრალებს. იმის მაგიერ, რომ ირგვლივ ყველაფერი გაანადგუროს, ის უბრალოდ სცნარს იცვლის და ურეთრალ-ყნოსვა ხდება, სტაბილიზაციის სემდეგ კი კვლავ უბრუნდება ურეთრალ-სმენის სცენარს. გ) როდესაც ურეთრალი და სმენა იდეალურად ერწყმიან ერთმანეთს. ამ დროს ვიღებთ სულიერი ბელადის სცენარს, ეს ადამიანი ხდება ახალი მოძღვრებების თუ მეცნიერული გარღვევების მოთავე. ყნოსვის ვექტორი ამ სცენარს მატებს ინტუიციურობას, სტრატეგიულობას და ჯგუფთან დიპლომატიურად მუშაობის უნარს. ამ დროს ყნოსვა ადამიანებით კი არ მანიპულირებს, არამედ იდეებით (ოღონდ კარგი გაგებით). მას აქვს უნარი, რომ იდეა ,,ყველას თავის ენაზე“ მიაწოდოს.
2. ურეთრალ-ყნოსვა სმენით. პრინციპში ძირითადი გამოხატულებით ეს თითქმის ჩვეულებრივი ურეთრალ-ყნოსვაა, იმ განსხვავებით, რომ სმენის ვექტორი დგას ყნოსვური ინტუიციისა და ურეთრალური ბელადობის სამსახურში და მათ აბსტრაგირების უნარს და უფრო ფართე ხედვას მატებს.
3. როდესაც ყნოსვა და სმენა ერთმანეთს ანეიტრალებენ (ვერცერთი ვერ ახერხებს დომინირებას). ა) თუ მათ გარდა ურეთრალს არ ერთვის სხვა ზედა ვექტორი, ამ დროს ვიღებთ მეტისმეტად აწყვეტილ და სრულიად დაუბალანსებელ ურეთრალს, ხსირად მდპ-თი (მანიაკალურ-დეპრესიული-ფსიქოზი). ბ) თუ ამ შემთხვევაში ურეთრალს ყნოსვის და სმენის გარდა ერთვის ვიზუალი, ის ხდება ურეთრალ-ვიზუალი, თუმცა სხვებზე უფრო ექსცენტრული. ამ სცენარის ადამიანები ხშირად რეალიზდებიან ხელოვნებაში. გ) თუ ამ შემთხვევაში ურეთრალს ყნოსვის და სმენის გარდა ერთვის ორალი, ის ხდება ურეთრალ-ორალი, რომლის ურეთრალური აწყვეტილობა გაძლიერებულია ორალური სიმხეცით. ასეთები ხშირად იმდენად იწყვეტენ, რომ სიცოცხლეს ციხით ასრულებენ, ან თავისივე ატეხილ ჩხუბში კლავენ.
სტატიის ავტორი: სერგო ღამბაშიძე