დიეტა სისტემური თვალთახედვით
დიეტა სისტემური თვალთახედვით
ვინ და როგორ იცავს დიეტას?
დიეტა თავისი არსით გულისხმობს კონკრეტული სურსათის და კვების წესების წინასწარ შედგენილ კომბინაციას.
კაცობრიობა გადის განვითარების ფაზებს, თითოეულ ფაზაში იცვლება ღირებულებები. დიეტა - ეს არის კან-ვიზუალური ფაზის თანმხლები მოვლენა. მას ძირითადად წონაში დასაკლებად მიმართავენ, თუმცა, არსებობს სხვადასხვა ტიპის დიეტა, რომლებიც ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად ინიშნება.
პირველ რიგში, კანური ფსიქიკა მოითხოვს სხეულის სიმსუბუქეს, მოქნილობას. შესაბამისად, კანები ხშირად აქტიურად მისდევენ ამა თუ იმ დიეტას და კონკრეტულ ფსიქიკურ მდგომარეობაში ხანგრძლივად შიმშილობენ კიდეც. მაგალითად: კან-სმენა, რომელსაც იდეად აღებული აქვს კანის თვითშეზღუდვის თვისება - არამარტო ცხოვრების წესად გაიხდის დიეტაზე ყოფნას, არამედ სხვებსაც მოუწოდებს იგივე ქმედებისკენ. აღსანიშნავია, რომ ვეგეტარიანელები და ვეგანები უმეტესად კან-ვიზუალები, კან-სმენები და კან-ვიზუალ-სმენები არიან (თუმცა განვითარებული ვიზუალი ვეგეტარიანელი უმეტესად არა დიეტის, არამედ ცხოველთა მკვლელობის ტაბუირების გამო ხდება). გარდა იმ ქვეყნებისა, სადაც ვეგეტარიანელობა ტრადიციაა (მაგალითად, ინდოეთში). ასეთ ქვეყნებში ვეგეტარიანული ცხოვრების წესს ყველაზე მკაცრად ანალები იცავენ, მაგრამ ამას აკეთებენ არა შინაგანი მოთხოვნილების, არამედ იმის გამო, რომ მათთან ეს ტრადიციაა (ასევე კუნთები, რომლებსაც ასწავლეს, რომ ასეა საჭირო).
ზოგადად, კანის ვექტორიანებს სჭირდებათ ჯანსაღი და დაბალანსებული კვება. ისინი გამუდმებით ითვლიან მისაღებ და დასახარჯ კალორიებს. კან-სმენები იგონებენ ათასნაირ დიეტებს. როგორც წესი, ისინი დიეტის გარდა მიმართავენ კვებით ასკეზებს და ზოგადად ხშირად ცხოვრობენ ასკეტური ცხოვრებით, რაც კვების რეჟიმზეც აისახება. კანები ხშირად იკვებებიან რეჟიმის დაცვით, ისინი თითქმის ყოველთვის ტოვებენ ბოლო ლუკმას.
ასევე იცავს დიეტას ვიზუალური ფსიქოტიპი, თუმცა ამ შემთხვევაში მოტივი შეიძლება იყოს მოხდენილი სხეულის მიღება, თანამედროვე მოდის ტენდენციების მიყოლა, ვიზუალის ამჟამინდელი სხეულის მდგომარეობის შენარჩუნება და ა.შ. მხოლოდ ვიზუალი დაიცავს დიეტას მოდის გამო. ხშირად კან-ვიზუალები ისე იწამებენ თავს დიეტით, რომ სხეული სრულ ანორექსიამდე მიჰყავთ. მოდის სფეროში ავადმყოფურად გამხდარი ვიზუალებისთვის ალბათ ერთხელ მაინც მოგიკრავთ თვალი. თუ კან-ვიზუალს ვიზუალი სხეულებრივ ფასეულობებში აქვს, შესაძლოა ნახევარი კგ-ს მომატებაზეც კი ისტერიკა დაემართოს.
„სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს“
ვიზუალს ახასიათებს იდეალიზაცია და მისთვის მნიშვნელოვანია ხელი შეუშალოს დროის მსვლელობას, როგორც იდეალების გარდაუვალ ნგრევას. მათ ეშინიათ სიბერის, დაუძლურებული და ულამაზო სხეულის, ამის გამო იცავენ უკიდურესად მძიმე დიეტებს, რომელთა გაფიქრებაზეც კი ორალის ვექტორიანს ყბა ჩამოუვარდებოდა.
„ჭამა სიამოვნებაა“
განსაკუთრებით რთული დიეტის დაცვა მათთვისაა, ვისთვისაც ჭამა სიამოვნებაა. ორალის ვექტორიანებისთვის დიეტა ნამდვილი ტანჯვაა. ისინი ჭამენ არა მხოლოდ შიმშილისას, არამედ საკუთარი ეროგენული ზონის სტიმულირების მიზნითაც. ამის გამო ხშირად აწუხებთ ზედმეტი წონა, უმეტესად ანალ-ორალებს და ნაკლებად კან-ორალებს. დაიწყებს დიეტას ორალის ვექტორიანი და რამოდენიმე მტანჯველი დღის შემდეგ მათი მოთმინების ძაფი წყდება. თუ კიდევ გაუძლო ორიოდე დღე, დიდი ალბათობით, მის გარშემომყოფებს უკვე ექნებათ შენიშნული ორალის გუნება-განწყობილების მკვეთრად უარყოფითი ცვლილება. სტრესულ სიტუაციებში ორალის ვექტორიანები კრძალავენ ჭამას. ეს საგანგაშო ნიშანია, მათი ეროგენული ზონა არის პირი და ენა, სადაც განთავსებულია გემოვნების რეცეპტორები. ძლიერი სტრესის დროს კი უქვეითდებათ ეს შეგრძნებები. ის, რაც მანამდე სიამოვნებას ანიჭებდათ, სტრესის დროს სრულიად ყურადღების მიღმა რჩება.
კუნთის ვექტორიანს პრინციპში საერთოდ არ სჭირდება დიეტა. იგი არასოდეს ჭამს იმაზე მეტს, რასაც სხეული ვერ მოინელებს. მისთვის დიეტის დაცვის იძულება არც იფიქროთ, ეს შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს თქვენთვისვე. საჭმელზე აკრძალვების დაწესებით უხეშად ეხებით კუნთის საბაზისო სურვილს.
სტრესის დროს მიღებული კალორიები და ზედმეტი წონა ხშირად ანალებს და ანალ-ორალებს აწუხებთ. ანალის ვექტორიანისთვის კომფორტულია იყოს მყარად. ფიზიკური სიმძიმე მათ ფსიქიკას ამშვიდებს. ამ დროს მათი თავდაჯერება და სიმყარე შედარებით ადვილად მიღწევადი ხდება. დიეტაზე მყოფი ანალის ვექტორიანი საცოდავი დასანახია, დადის ხვნეშით, ხშირად მიდის მაცივართან და სასწორთან და ყოველ ჯერზე იმედგაცრუებული ბრუნდება უკან. ანალებს ნელი მეტაბოლიზმი ახასიათებთ, აქედან გამომდინარე საკმაო ნებისყოფის გამოვლენა უწევთ, სანამ მათი ორგანიზმი „მიხვდება“, რომ დიეტაზეა და შემდეგ შეეჩვევა ამ ახალ კვების წესს.
ურეთრალები არ ცნობენ შეზღუდვებსა და წესებს. მათთვის არც დიეტაა გამონაკლისი. მათ პრაქტიკულად არ აწუხებთ ჭარბი წონა და კარგა გემრიელად ჭამა მათთვის აუცილებელიცაა.
სმენები არ ინტერესდებიან მსგავსი საკითხებით, თუ ქვედა ვექტორების მდგომარეობაში არ არიან ან თვისება არ აქვთ აღებული იდეად (მაგალითად კანური თვითშეზღუდვა). მათთვის მთავარია რაღაც შეჭამონ, რომ მათი სხეული არ მოკვდეს. არ აწუხებთ ზედმეტი კილოგრამები, თუ არ ერთვით ორალი.
ყნოსვები საკმაოდ პრეტენზიული ფსიქოტიპები არიან კვების საკითხში. ვერ იტანენ მძაფრსუნიან და ძნელად მოსანელებელ საკვებს. სილამაზის გამო დიეტის დაცვაზე წონის დასაკლებად ყველაზე ნაკლებად ყნოსვები შეიწუხებენ თავს. კან-ყნოსვები ხშირად თხელი და სუსტი აგებულების არიან. დიეტის დაცვა მათ ინტერესებში არ შედის. შეიძლება თავად დაუნიშნონ სხვებს თუ მედიცინის სფეროში მუშაობენ.
და ბოლოს, ისინი, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება სისტემური რჩევები დიეტის პროცესის შესამსუბუქებლად არიან ორალის, ანალის და ვიზუალის ვექტორიანები.
ორალის ვექტორიანისთვის დიეტა შედარებით გაიოლდება თუ მის ცხოველურ ენერგიას მიმართულებას შევუცვლით. ორალის ვექტორიანის სურვილია გააერთიანოს ჯგუფი ვერბალურად, როცა ამას ვერ ახერხებს, საკუთარ ეროგენულ ზონას იკმაყოფილებს უზომო ჭამით. საკმარისია მისი ყურადღება მიმართულ იქნას საუბრისკენ, სიმღერისკენ ან მსგავსი აქტივობისკენ, რომ ოდნავ მაინც შემცირდეს გამუდმებული ჭამის სურვილი.
ანალის ვექტორიანს დიეტის დაცვაში დაეხმარება თუ ეყოლება დიეტოლოგი, რომელიც მისცემს მითითებებს, მის შედეგებს გააკონტროლებს და შეაქებს მიღწევებისთვის.
ვიზუალისთვის დიეტის დროს პროცესს გაამარტივებს ფოტოების გადაღება ინტერვალებით, სადაც ასახული იქნება ცვლილებები. ამ ფოტოების გაზიარებით, ვიზუალი იღებს უკუკავშირს ადამიანებისგან. მას სჭირდება იყოს შესამჩნევი, ბრწყინავდეს. ხშირად ლამაზი, მოდური ტანსაცმლის ერთი ან რამოდენიმე ზომით პატარა მოდელების ყიდვა აძლევთ სტიმულს მიაღწიონ მიზანს.
ავტორი: ნინო მეგრელიშვილი
YOU MAY ALSO LIKE