რა არის თვითშეფასება?
რა არის თვითშეფასება?
ალბათ ერთხელ მაინც მოგისმენიათ რჩევა ტელეეკრანიდან, რომ საჭიროა მხოლოდ საკუთარი თავის შეყვარება და თქვენი ცხოვრება მაშინვე აეწყობა: მაშინვე მოგაქცევთ ყურადღებას ოცნების მამაკაცი/ქალი, ზედმეტი კილოგრამები თავისით გაქრება და სამსახურშიც აუცილებლად მაშინვე დაგაწინაურებენ. რა ტქმა უნდა ეს ასე არ არის და ამ ყველაფრის მისაღწევად თქვენი ძალისხმევაა საჭირო. მაგრამ მაშინაც კი, ასე რომ იყოს, ასე ადვილია – ,,შეიყვაროთ საკუთარი თავი“?! რა გვიშლის ამაში ხელს? იმისთვის, რომ გავიგოთ, როგორ ავიმაღლოთ თვითშეფასება, ჯერ უნდა ვიცოდეთ მისი მუშაობის პრინციპი და ის, თუ საერთოდ რა არის თვითშეფასება.
როგორ ავიმაღლოთ თვითშეფასება?
,,თვითშეფასება – ეს არის ადამიანის წარმოდგენა, ჯგუფში საკუთარი ქმედების მნიშვნელობაზე და საკუთარი თავის, ხარისხის და გრძნობების, ნაკლისა და უპირატესობების შეფასება, მათი გამოვლენა ღიად, ან ფარულად. მაქსიმალურად ადექვატური დამოკიდებულება საკუთარ თავთან – თვითშეფასების უმაღლესი დონეა.“ (ა.სპირკინი – ფილოსოფოსი).
სვფ-ს თანახმად, თითოეულ ადამიანს აქვს მინიმუმ ერთი ქვედა ვექტორი, საშუალოდ კი თანამედროვე ეპოქაში, ადამიანთა უმრავლესობას აქვს 3-5 ვექტორი. როდესაც ადამიანი სრულად არეალიზებს საკუთარ შესაძლებლობებსა და ტალანტს, როდესაც გარემო და შექმნილი მდგომარეობა მის რეალიზაციაზე დადებით გავლენას ახდენს, ის თავს კარგად გრძნობს.
რაზეა დამოკიდებული ადექვატური თვითშეფასება რვავე ვექტორში?
ადამიანის ადექვატური თვითშეფასება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად არეალიზებს ის საკუთარ ბუნებრივ ტალანტს და თვისებებს, თანდაყოლილი ფასეულობების მიხედვით. რამდენადაც ადამიანი გასცემს თავის უნარს, იმდენად ახერხებს ის საკუთარი ვექტორული სურვილის ავსებას. ამ ავსებიდან გამომდინარე მას აქვს კარგი სულიერი მდგომარეობა და ადექვატური თვითშეფასება.
ანალური ფსიქოტიპის (ვექტორის) წარმომადგენლებს აქვთ ერთი უცნაურობა: თუ ისინი განავითარებენ საკუთარ პროფესიონალიზმს და გახდებიან საკუთარი საქმის დაფასებული და ავტორიტეტული სპეციალისტები, მათ ხშირად უყალიბდებათ გადაჭარბებული წარმოდგენა საკუთარ თავზე. გარდა ამისა, ასეთი ადამიანისთვის ოჯახი, ხელსეუხებელი ფასეულობაა: თუ მას აქვს კარგი და მოყვარული ოჯახი, ეს დამატებითი ფაქტორია ანალის ვექტორიანი ადამიანის თვითშეფასების ამაღლებისათვის. თუ ანალის ვექტორიან ადამიანს შესაძლებლობა აქვს ასწავლოს მომავალ თაობას, გაუზიაროს მათ თავისი ცოდნა, ან დაწეროს წიგნი საკუთარ ცხოვრებაზე, ის გრძნობს, რომ მისი ცხოვრება ფუჭი არ ყოფილა.
კანის ვექტორის წარმომადგენლები ავლენენ თვითკმაოყოფილებას მაშინ, როდესაც წარმატებით ახერხებენ ადამიანების, მოვლენების, ან საკუთარი თავის ორგანიზებას. მაგალითად თუ თვითდისციპლინის წყალობით შეძლეს წონაში დაკლება. კანის ვექტორიანის თვითშეფასება იზრდება მაშინ, თუ ის წარმატებულია კარიერაში და წინ მიიწევს კარიერულ კიბეზე. ასევე მაშინ, თუ მოახერხა რესურსების დაზოგვა, სარფიანად დააბანდა ფული, დადო მომგებიანი გარიგება, ანუ თუ რამენაირად გაიუმჯობესა არსებული მდგომარეობა.
ურეთრალური ვექტორის წარმომადგენლებს ადეკვატური თვითშეფასება და კარგი სულიერი მდგომარეობა აქვთ მაშინ, თუ ახერხებენ ბელადობას, მიუძღვიან ხალხს და ხალხიც მათ მისდევს, თუ მისი ჯგუფი სწორადაა რანჟირებული და ახერხებს წარმატების მიღწევას. თუ მისი ჯგუფი კარგადაა, ურეთრალი კმაყოფილია.
კუნთური ადამიანი კმაყოფილია, თუ აქვს ყველაფერი, რაც აუცილებელია არსებობისათვის (სასიცოცხლო უზრუნველყოფისთვის): საჭმელი, წყალი და სახურავი თავს ზემოთ. ის ასევე კარგად გრზნობს თავს თუ სხვებივითაა (არც უკეთესაც და არც უარესად).
ვიზუალის თვითსეფასება ლაგდება იმის მიხედვით თუ რამდენად ლამაზად გრძნობს თავს და რამდენად შეუძლია სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენა. ვიზუალის თვითსეფასებაზე ასევე აისახება მისი თაყვანისმცემლებისა და რომანების რაოდენობა. თუ ვექტორი კარგად განვითარებულია, მაშინ ის კმაყოფილებას გრძნობს საქველმოქმედო პროექტებში მონაწილეობითაც. ვიზუალი ასევე იღებს ავსებას სიყვარულით, დადებითი ურთიერთობებით და იმის შეგრძნებით, რომ არ ეშინია.
სმენის ვექტორიანი კმაყოფილია, თუ მასში ცოცხლობს იდეა, თუ ის წარმატებულია მწერლობაში, მეცნიერებაში, ფსიქოლოგიაში ან ფილოსოფიაში (ზოგჯერ ბიზნესში, ინჟინერიაში, მუსიკასა და რეჟისურაშიც). თუ სხვებთან მიმართებაში თავს აღიქვამს ჭკვიანად, განვითარებულად და პროგრესულად.
ორალი კმაყოფილია თუ მსმენელი ყავს. რაც უფრო დიდია ის ჯგუფი, რომელსაც ის აერთიანებს თავისი ორატორული ტალანტით, მით უკეთ გრძნობს ის თავს. თუ ორალის ვექტორიანი ადამიანი ფლობს შესაძლებლობას შექმნას ახალი კერძი, ან დააგემოვნოს რაიმე გემრიელი (საჭმელი, ან სასმელი), მისთვის ესეც კმაყოფილების წყაროა.
ყნოსვის ვექტორიანი კმაყოფილებას გრძნობს მაშინ, თუ აქვს ძალაუფლება და ძალაუფლების ,,ძაფები“ თავს მის ხელში იყრის, ის კი ამით ჭკვიანურად მანიპულირებს. ის თავს კარგად გრძნობს მაშინაც, თუ შეძლო ჯგუფისთვის საფრთხის არიდება (ყნოსვის ვექტორიანის კმაყოფილების წყაროა ისიც, თუ მან შეძლო ბელადის ხელდასმა. რა თქმა უნდა ის მოხარული იქნება, თუ ბელადმა მას ეს დაუფასა და პირველ მრჩევლად დანიშნა. პ.ს. სხვათა შორის ბელადის უსაფრთხოებისთვის უმჯობესია, ყნოსვას ეს დაუფასოს. – მთარგმნელის შენიშვნა).
ყოველი ვექტორის წარმომადგენელი საკუთარი თავით კმაყოფილია და აქვს ადეკვატური თვითშეფასება, თუ ის ახერხებს საკუთარი სახეობრივი როლის შესრულებას. ხოლო თუ ვერ ასრულებს – თვითშეფასება დაქვეითებულია და ვიღებთ ნეგატიურ მდგომარეობას.
ტემპერამენტისა და თვითშეფასების ურთიერთკავშირი
სვფ-ს თანახმად, ტემპერამენტი – არის ვექტორის თვისებებათა სურვილის ძალა კონკრეტულ ადამიანში. ტემპერამენტი თანდაყოლილია და არ იცვლება, ის ერთნაირი სიმძლავრითაა მოცემული ერთი ადამიანის ყველა ვექტორში.
წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: ვიზუალური ვექტორის ყველა წარმომადგენელს თავი მოვუყაროთ ერთ წარმოსახვით ოთახში. ჩვენ დავინახავთ, რომ ვექტორი ყველას სხვადასხვა დონეზე აქვს. ერთი მოდელია, მეორე ექიმი, სხვა მხატვარი, იუველირი, ფსიქოთერაპევტი, მასწავლებელი, სტრიპტიზიორი, ვიღაც უბრალოდ შეშინებული და ისტერიული და ა.შ. ყველას ერთი და იგივე ვექტორი აქვს, რაც მათ აძლევს დაახლოებით ერთნაირ საწყის თვისებებს. მაგრამ მათ განასხვავებს დართული ქვედა ვექტორი, ასევე განვითარება, რეალიზაცია და ტემპერამენტი. თუ განვითარების დონე, განსაზღვრავს ადამიანის სარეალიზაციო დონეს, ტემპერამენტი გავლენას ახდენს მისი ქმედების მასშტაბებზე.
თვითშეფასების ფორმულა:
შინაგანი ზეწოლა (ტემპერამენტი) = გარე ზეწოლას (ოჯახი, სოციუმი) – ვიღებთ ადეკვატურ თვითშეფასებას.
შინაგანი ზეწოლა > გარე ზეწოლაზე – ვიღებთ გადამეტებულ თვითშეფასებას.
შინაგანი ზეწოლა < გარე ზეწოლაზე – ვიღებთ დაქვეითებულ თვითშეფასებას.
როგორ ვხდებით წარუმატებლები?
როდესაც ადამიანს აქვს მაღალი ტემპერამენტი, მაგრამ ის ვერ ახერხებს საკუთარი თვისებების განვითარებას და რეალიზებას, ან თვისებების განვითარება შეძლო, მაგრამ რეალიზებას ვერ ახერხებს, წარმოიშობა ,,ზეწოლისგან გასრესა“. ადამიანი გრძნობს, რომ მეტი შეუძლია. ზოგჯერ კიდეც ცდილობს რეალიზებას, მაგრამ პირველივე წარუმატებლობაზე ხელს ჩაიქნევს და იტყვის: ,,ხომ ვამბობდი! მე უიღბლო ვარ!“. თუ ეს რამდენჯერმე განმეორდა, გადადის მდგომარეობაში და იქცევა ცხოვრების სცენარად.
შევხედოთ სცენარებს (რომლებიც წარმოიშობა თვითშეფასებასთან კავშირში) ვექტორების მიხედვით. განვიხილოთ სხვადასხვა ვექტორის წარმომადგენლები სხვადასხვა მდგომარეობაში, როცა გარე ზეწოლა, არ უდრის ტემპერამენტს.
ორი ვექტორი – კანი და ანალი – გადამეტებული ზეწოლის მდგომარეობისას, ერთნაირად ცუდად არიან და ამ დროს ორივე მათგანს ერთნაირად ცუდი თვითშეფასება აქვს. ანალურ ვექტორში ამ დროს შეიძლება ფორმირდეს ,,უხეშის“, ან ,,ტაქტიკურის“, ,,ბინძურის, ან სუფთას“ სცენარები.
,,უხეშის“, და ,,ტაქტიკური“ – ეს გაყოფა ხდება აზროვნების განვითარების გამო: თუ ანალის ვექტორიანმა აზროვნება ვერ განივითარა, მაშინ ის აზროვნებს უხეში კატეგორიებით და როგორც წესი აღიქმება გაუზრდელ ადამიანად. ანალის ვექტორიანს ,,ტაქტიკურის“ სცენარი უფორმირდება მაშინ, თუ მას აიძულეს მიეღო საკუთარი ტემპერამენტის შესაბამისზე მეტი ცოდნა (ანუ ინფორმაციით გადაწვეს). ,,ტაქტიკური“ სცენარის მქონე ანალებს, პრობლემები აქვთ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით.
,,სუფთა“ და ,,ბინძური“ – ეს დაყოფა დევს ანალური ვექტორის ფუძეში, მისი ბუნებაშია ბოლომდე მიიყვანოს და სრულყოს ნებისმიერი დაწყებული საქმე. თუ ანალის ვექტორიანს ადამიანს ბავშვობაში მუდმივად ხელს უშლიდნენ საქმის (ან თუნდაც თამაშის) დაბოლოებაში, ეს მას ანერვოზებს და ის იზრდება ,,ბინძურის“ სცენარით (არ არის აუცილებელი, რომ ,,ბინძურის“ სცენარს რაიმე კავშირი ჰქონდეს ფიზიკურ სიბინძურესთან. ანალის ფსიქიკაში საქმის შესრულება ასოცირდება სისუფთავესთან, მისი სიტყვებია ,,საქმე სუფთად გაკეთდა“, ხოლო საქმის დაბოლოების უუნარობა, მისთვის ნიშნავს, რომ საქმე უსუფთაოა, ამას ეწოდება ,,ბინძურის“ სცენარი – მთარგმნელის შენიშვნა). ,,სუფთაც“ ასევე ნეგატიური სცენარია, ასეთი ანალი ითვალისწინებს ზედმეტად ბევრს უსარგებლო დეტალს და სრულად კარგავს მთლიანობის აღქმას. ამ დროს შეიძლება ინფორმაციის გადაცემისას ამას აკეთებდეს ზედმიწევნით ზუსტად, მძიმეებზე და წერტილებზე აქცენტით, ისე, რომ საერთოდ გამორჩეს ყურადღებიდან გადასაცემი ინფორმაციის მნიშვნელობა (სკოლაში მყავდა ამ სცენარის მატარებელი გეოგრაფიის მასწავლებელი, რომელიც მოითხოვდა გაკვეთილი სიტყვასიტყვით ისე მოგვეყოლა, როგორც წიგნში ეწერა, ეს ზოგჯერ სრულ სისულელემდე მიდიოდა. მაგ: წიგნში ეწერა: ,,საქართველოს ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთი, დასავლეთით შავი ზღვა და ა.შ. თუ მოსწავლე გაკვეთილის მოყოლას იწყებდა იმით რომ დასავლეთით შავი ზღვა ესაზღვრება და ჩრდილოეთით რუსეთი, ,,სუფთას“ სცენარის მქონე მასწავლებელი მოსწავლეს ამის გამო ნიშანს აკლებდა, წიგნს ნუ უხვევო – მთარგმნელის შენიშვნა).
ანალური ვექტორის წარმომადგენელთა თვითშეფასება მერყეობს დაწყებული საკუთარი თავის პროფესიონალ და კარგ მეოჯახედ აღქმიდან, ყველაფრით უკმაყოფილო და ბინძური სადისტით აღქმამდე დამთავრებული.
ვასწავლი რადაც არ უნდა დამიჯდეს!
ანალურ ვექტორში მისი სურვილი ასწავლოს სხვებს ზოგჯერ არც თუ ისე კარგ სახეს იღებს. არის შემთხვევები, რომ ანალის ვექტორიანები კითხულობენ ძალიან ბევრ წიგნს (განურჩევლად ჟანრისა), აგროვებენ დიდ ინფორმაციას, ამ ინფორმაციის მნიშვნელობის გააზრების გარეშე. შემდეგ კი ცდილობენ ეს ინფორმაცია ყველას ჩაუტენონ თავში, მაშინაც კი როცა ეს არავის ჭირდება. ისინი ცდილობენ ხაზი გაუსვან საკუთარ ნასწავლობას, იშველიებენ ციტატებს წაკითხული წიგნებიდან. თუ ვინმე შეეკამათება, მის არგუმენტებს არც უსმენენ და მანამ უბურღავენ ტვინს საკუთარი ,,განათლებულობით“, სანამ მოპირდაპირეს თავი არ აეხდება და ან არ დაეთანხმება, ან მის ცოდნას არ აღიარებს. როგორც წესი ასეთი ანალის ვექტორიანები კარგ მასწავლებლებად ვერ რეალიზდებიან, რადგან ისინი ასწავლიან მხოლოდ თავის მიერ წაკითხულის შინაარს და არა მნიშვნელობას.
ხშირად ყველაფერი მთავრდები იმით, რომ ასეთ ანალის ვექტორიანთან ურთიერთობა ყველას ბეზრდება და აღარავის უჩნდება სურვილი მასთან ისაუბროს. თუ ანალის ვექტორიანი ასეთ დროს მიხვდა, რომ გაურბიან, მას შეიძლება დაუფორმირდეს ,,წყენა საზოგადოებაზე“. ამ შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს ნეგატიური სცენარის ახალი კატეგორია – ,,ბოროტი ტროლი“. მან შეიძლება აირჩიოს ერთი ობიექტი (როგორც წესი კანის ვექტორიანი), რომელსაც ყველაფერს უწუნებს და ცდილობს თავში საკუთარი ფასეულობები ჩაუტენოს (ზოგჯერ კი ხდება ინტერნეტ ტროლი, რომელიც შედის სხვადასხვა ჯგუფებსა და გვერდებზე და ყველას ლანძღავს, ან ამცირებს – მთარგმნელის შენიშვნა).
თუ ამ პრობლემას სვფ-ს კუთხით შევაფასებთ, დავინახავთ, რომ ამ ადამიანს აქვს სურვილი – თავისი გამოცდილება სხვებს გაუზიაროს, მაგრამ მან ვერ განავითარა უნარი, დაეგროვებინა საჭირო სახის ინფორმაცია, ხოლო მის მიერ დაგროვილი ინფორმაცია და ამ ინფორმაციის მიწოდების ფორმა არავის ჭირდებოდა.
ვინც ზემოთაა, ის მართავს!
კანის ვექტორიანების წარმომადგენელთა თვითშეფასება მუდმივად მერყეობს პრინციპით ,,ვინ მაღლა – ვინ ქვემოთ“. თუ ის ადამიანი, რომელსაც კანის ვექტორიანი ,,ეტოლება“, მასზე მაღლაა თანამდებობით, ან ფინანსური მიღწევით, მაშინ ის მას ,,ეტენება“ და ექვემდებარება, ხოლო თუ თვითონ აღემატება მაშინ ზემოდან უყურებს.
ზეწოლისგან გასრესილ კანის ვექტორიანს კატასტროფულად ბევრი ცხოვრებისეული პრობლემა აქვს. ეს შეიძლება გამოვლინდეს: ალკოჰოლიზმში, ქურდობაში, მაზოხიზმში – ანუ უკიდურესად წარუმატებელ სცენარებში, მაგრამ ყველა მათგანს აერთიანებს ,,უიღბლო“ კანის კლასიკური სცენარი.
კლასიკური ,,უიღბლოს“ სცენარი გულისხმობს ადაპტაციას ვერბალურ სადიზმთან. როდესაც კანის ვექტორიან ბავშვს ეჩხუბებიან კანური ქცევებისთვის და ახდენენ მასზე გადაჭარბებულ ზეწოლას (რომელიც აღემატება მის ტემპერამენტს), ის ახდენს ადაპტირებას ამ ზეწოლასთან და შედეგად აღარ სეუძლია მის გარეშე ცხოვრება. შედეგად მისი ფსიქიკა ითხოვს, რომ მას უყვირონ, დაამცირონ. ამიტომ ასეთი კანის ვექტორიანი მუდმივად ეძებს უსიამოვნებებს, მაგალითად ცუდადა ასრულებს სამუშაოს, რომ უფროსმა უყვიროს (შემდეგ კი იწუწუნოს, რომ მას ყველა ცუდად ექცევა). ხშირად უწყობს სკანდალებს ცოლს/ქმარს, რომ მოახდინოს ჩხუბის და თავისი გალანძღვა-დამცირების პროვოცირება.
როგორ გამოვიყურებიიიი?
ვიზუალების თვითშეფასება მერყეობს ,,მე ვარ ყველაზე ლამაზი და მომხიბვლელი“-დან ,,მე ვარ უშნო“-მდე.
ზეწოლის სიჭარბემ შეიძლება გამოიწვიოს სოციოფობია (საზოგადოების, სოციუმის და მასთან ურთიერთობის შიში), ან ცალკეული შიშები რაც კავშირშია ადამიანებთან ურთიერთობასთან (მაგალითად ყველა ბოროტი, ან საშიში ეჩვენებოდეს). ასეთი ადამიანი საკუთარი თავით გლობალურად უკმაყოფილოა: ხშირად საკუთარ თავს ულამაზოდ, ზოგჯერ მახინჯადაც თვლის, ფიქრობს რომ სხვებს უშნოდ, ან საზიზღრად მიაჩნიათ, ამიტომ საკუთარი თავის მთლიანად გადაკეთება სურს (სწორედ ესაა უმთავრესი საფუველი პლასტიკურ ქირურგებთან გამუდმებული ვიზიტებისა).
ვიზუალური ვექტორის წარმომადგენლებს შიშები ხშირად ფიზიკურ დონეზეც უვლინდებათ: მათი შიში, რომ მათი სხეული უშნოა, გადადის სურვილში, ისე ჩაიცვან, რომ საერთოდ არაფერი უჩანდეთ.
მოვიყვანოთ ერთი მაგალითი:
,,თეთრი ყვავი“
ლენა – ჭკვიანი, სიმპათიური გოგონაა, არცისე ცუდი ფიგურით და დიდი ფახულა თვალებით, მაგრამ უცნაურად იცვამს და იქცევა. მისი თანამშრომლები მის ზურგს უკან უცნაურობაზე ჭორაობენ: აცვია უცნაური ფერის, ორი ზომით დიდი სამოსი და საერთოდ არ ხმარობს მაკიაჟს. ერთხელ სამსახურში ის მივიდა ლიფის გარეშე და თავის მიერ შეკერილი უცნაური ტრუსით. მიუხედავად იმისა, რომ მისი ეს ჩაცმულობა, თითქმის საერთოდ არ ფარავდა მის ინტიმურ ზონებს, ეს სექსუალურად არავის ჩაუთვლია. კოლეგები შოკში ჩავარდნენ და არ იცოდნენ რა რეაქცია ჰქონოდათ. მოგვიანებით გაირკვა, რომ გოგონა ლიფს საერთოდ არ ატარებდა, რადგან მკერდის კიბოს გაჩენისა ეშინოდა და თვლიდა, რომ ლიფი მის მკერდს დაბეგვავდა და კიბოს გამოიწვევდა. ხოლო სინთეტიკურ საცვლებს, თავის მიერ შეკერილი ბამბის საცვალი ერჩია, რადგან თვლიდა, რომ ეს უფრო ბუნებრივი იყო.
ლენა ვიზუალი იყო, მას ქვეცნობიერად (ისევე როგორც ყველა ვიზუალს) სურდა ყოფილიყო გამორჩეული, მის ამ სურვილს ემატებოდა ფობიათა მთელი რიგი – ეშინოდა მკერდის კიბოსი, ეშინოდა, რომ ადამიანებს არ მოეწონებოდათ. უარყოფის შიშის გამო ერჩია ჩაკეტილიყო და ნაკლებად ეურთიერთა სხვებთან.
განვიხილოთ ეს მაგალითი სვფ-ს პოზიციიდან: როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, სვფ-ს ფსიქოლოგთან ვიზიტის შემდეგ გაირკვა, რომ ლენას ჰქონდა გადაჭარბებული თვითშეფასება. ის თვლიდა, რომ ისედაც ლამაზი იყო და ამის საჩვენებლად არაფრის გაკეთება არ ჭირდებოდა. საკუთარ თავს ხშირად აძლევდა უფლებას, კრიტიკულად შეეფასებინა სხვათა გარეგნობა თუ ჩაცმულობა. თავის თავს ხშირად ადარებდა სხვებს და თვლიდა, რომ ისეც სხვებზე ლამაზია. მას ჰქონდა საშუალოზე მაღალი ტემპერამენტი, ეს ზრდიდა მის სურვილს – ყოფილიყო გამორჩეული. თუმცა იმის გამო რომ ვიზუალური ვექტორის თვისებებში არ იყო კარგად განვითარებული (არაცოცხალი, ან მცენარეული დონე), ადამიანებს ხედავდა და აფასებდა მხოლოდ ფიზიკურ (სხეულებრივ) დონეზე. სურდა საკუთარი სილამაზე ყველასთვის ეჩვენებინა, მაგრამ ამას ვერ აკეთებდა ისე, როგორც სურდა. ბავშვობაში მშობლები მისდამი უყურადღებობას იჩენდნენ (არასაკმარისი ზეწოლა), ამიტომ მან ვერ განავითარა საკუთარი ვიზუალური თვისებები. ის დარჩა განვითარების სხეულებრივ ფასეულობათა დონეზე, მაგრამ არ იცოდა ეს როგორ წარმოეჩინა, ამიტომ გადაწყვიტა, რომ ისეც ლამაზია და ამას ისეც ყველა უნდა ამჩნევდეს! აქედან გამომდინარეობდა მისი უცნაური ჩაცმულობა.
გადამეტებული თვითსეფასებით (საკუთარ თავს აღიქვამდა რეალურ ტემპერამენტზე მაღლა) შექმნილ სურათს ,,აგვირგვინებდა“ მისი შიშები. ის პერიოდულად თავს ესხმოდა მათ, ვისშიც კონკურენტს ხედავდა, თუმცა მთელი მისი კრიტიკა ვერ ცდებოდა ჩაცმულობასა და გარეგნულ მხარეს.
,,მე“ თუ ,,მე“ (ანუ თვითშეფასების ზომა)
სმენის ვექტორის წარმომადგენლების თვითშეფასება შეიძლება მერყეობდეს ,,მე ვარ ღმერთი“-დან ,,მე ვარ არარაობა“-მდე. ამ ყველაფრის ფესვებიც ასევე ბავშვობაშია საძებნელი.
სმენის ვექტორიანი ბავშვები განვითარებით ბევრად უსწრებენ წინ თანატოლებს, ამის გამო მათთან საერთო ენას ვერ პოულობენ, წყდებიან მათ და საკუთარ თავს მარტოსულებად აღიქვამენ. საკუთარი თავის განსაკუთრებულობის განცდა და ამის გამო სხვებისგან გაუცხოვება, მის თანატოლებში იწვევს მის მიმართ უკიდურესად ნეგატიურ დამოკიდებულებას – რაც ჩვენს პატარა ინტელექტუალს აიძულებს კიდევ უფრო მეტად გაუცხოვდეს და საკუთარ თავში ჩაიკეტოს. გართულებული ურთიერთობები კიდევ უფრო აძნელებენ მისთვის საკუთარი თავის, საკუთარი იდეის და ცხოვრების არსის პოვნას – ამიტომ მისთვის რთულდება თვითრეალიზებაც. ასე ფორმირდება ღრმა და ყოვლისმომცველი დეპრესია, რამაც სმენის ვექტორიანი ადამიანი შეიძლება თვითმკვლელობამდე მიიყვანოს.
როგორ გამოვიდეთ ნეგატიური სცენარიდან?
თვითშეფასების თემა საკმაოდ ღრმაა და მისი საფუძვლები ბავშვობიდან მოდის, თუმცა სწორი მიდგომის შემთხვევაში დარღვევათა უმეტესი ნაწილი სრულად ექვემდებარება პრევენციას. თუ თვითშეფასების კუთხით არსებობს დარღვევა, პირველ რიგში საჭიროა მისი წარმოშობის მიზეზები და სათავე, ამის შემდეგ უკვე შესაძლებელი ხდება პრევენციაზე მუშაობა.
კანის ვექტორიან ადამიანს ნეგატიური სცენარიდან გამოსვლა შეუძლია შინაგანი თვითკონტროლისა და დისციპლინის დახმარებით – რომელთა დახმარებითაც მას შეუძლია მიაღწიოს სასურველ ბალანსს.
ანალის ვექტორიანისთვის ნეგატიური სცენარიდან გამოსვლა ყველა სხვაზე რთულია, რადგან დასაწყისში მას მოუწევს გაიგოს და აღიაროს ის, რისი გაგება და აღიარებაც საერთოდ არ სურს – მან უნდა აღიაროს, რომ არასრულყოფილია და მისი გამოცდილების ის ნაწილი, რომელზე დაყრდნობითაც ის აქამდე მოქმედებდა, უნდა უარყოს (ანალები წარსულის ხალხია, მთელი მათი სამყარო წარსულის ირგვლივ ტრიალებს, ხოლო ამ ყველაფრის აღიარება ანალისთვის საკუთარ წარსულზე უარის თქმას ნიშნავს, რაც მათტვის წარმოუდგენლად რთულია – მთარგმნელის შენიშვნა). თუ ანალის ვექტორიანი ადამიანი შეძლებს საკუთარი პრობლემის ჭეშმარიტად გაცნობიერებას და გადაწყვეტს მის გამოსწორებას, მაშინ მისთვის უმჯობესია დაიწყოს მისთვის ავტორიტეტული ავტორების გაცნობით, რომლებიც მისი პრობლემის მსგავს საკითხებზე წერენ, სასურველია გაიაროს კონსულტაციები მდიდარი პრაქტიკის მქონე გამოცდილ და ავტორიტეტულ ფსიქოლოგებთან, ან ისეთ ადამიანთან ვისაც ის ჭკვიან, ბრძენ და ავტორიტეტულ პიროვნებად მიიჩნევს. სასურველია დააკვირდეს მისთვის ავტორიტეტული მწერლების თვითშეფასებას და შეადაროს ის საკუთარს. ამ ყველაფრის დახმარებით იპოვოს ის პრობლემები, რომლებიც მას ხელს უშლიან ჰარმონიულად ცხოვრებაში.
ვიზუალის ვექტორიანისთვის აუცილებელია გააცნობიეროს საკუთარი შიშები, შეწყვიტოს შიშით ცხოვრება, გადაამუშაოს ისინი და გარდაქმნას სხვებისადმი თანაგრძნობად, გახდეს სიყვარულის მატარებელი და განავითაროს ემპათია.
საკუთარ დარღვევებთან გამკლავება ყველაზე რთულიცაა და ყველაზე ადვილიც. ერთი მხრივ მარტივია, იმიტომ, რომ სმენის ვექტორი დომინანტია, მას გააჩნია გაცნობიერების უმაღლესი საფეხურის მიღწევის შესაძლებლობა, მას შეუძლია დაიქვემდებაროს და საკუთარი ცნობიერების სამსახურში ჩააყენოს ნებისმიერი იდეა. მეორე მხრივ, მისთვის ყველაზე რთულია, რადგან მას ყოველთვის არ შეუძლია დაინახოს იმის არსი, თუ რისთვისაა საჭირო რაიმეს შეცვლა. სმენის ვექტორიანები, არსის წვდომის, იდეის ხალხია. თუ არსს ხედავენ, მაშინ მათ ცხოვრებას აზრი აქვს. ხოლო თუ ვერა – მაშინ მოდის დეპრესია და სუიციდური აზრები.
წყარო
მთარგმნელი: სერგო ღამბაშიძე
მსგავსი სტატიები