მეფე ქალი - ფარით ან ფარზე


მეფე ქალი - ფარით ან ფარზე

ურეთრალური გოგონა სრულფასოვანი ბელადია. ის ხშირად მეთაურობს ბიჭების ურდოს, მას ნაკლებად აინტერესებს კაბები და სამკაულები, თმა ან მოკლედ აქვს შეჭრილი ან მოუწესრიგებელ კონად აქვს შეკრული. ურეთრალური ქალი - გოგონების საზოგადოდ მიღებულ წესებში ვერ ჯდება, ის არ ცდილობს მშობლებისგან მოდური ტანსაცმლისა და სამკაულების მიღებას, ხშირად გამოხატული გულგრილობით ეკიდება საკუთარ გარეგნობას, შეიძლება ცოტა უხეშადაც გამოიყურებოდეს.

ის ვინმეს წინააღმდეგ ,,მეგობრულ ალიანსებს“ არ ქმნის, არც ჭორაობაში ერთვება. მას ეს ყველაფერი არ სჭირდება. ბავშვობაში ოჯახში სჯობს მას ოჯახის სრულფასოვანი წევრივით მოექცეთ - რჩევა კითხეთ, გარკვეული პასუხისმგებლობები დააკისრეთ… ურეთრალი გოგონაც დაუმორჩილებელია, მაგრამ თუ ჯოგის (ოჯახის) დახმარებისკენ უბიძგებთ ის იმაზე მეტს გააკეთებს ვიდრე ფიქრობთ.

ურეთრალური გოგონა ურეთრალ მამრზე უფრო შემწყნარებელია თქვენი სისუსტეების მიმართ, გარკვეულწილად უფრო რბილია. მაგრამ არც კი ცადოთ მისი დამორჩილება. ისევე გაიქცევა როგორც პროტესტის სცენარსი მყოფი ურეთრალი ბიჭი, უფრო შორს და უფრო უიმედოდ. აი ზეწოლისაგან გასრესილ, ან სადისტი ანალი მამის გავლენის ქვეს მყოფ ურეთრალ მდედრში კი ხშირად განსხვავებული სცენარი ვითარდება შეიძლება სექსუალური ორიენტაციაც კი შეიცვალოს.

საკმაოდ თვალშისაცემი დაუხვეწაობისა და გარდერობში მოდური ტანსაცმლის ნაკლებობის დროსაც ეს გოგონა ორივე სქესის ყურადღებით სარგებლობს. ბიჭები მზად არიან ყველაფერში მხარი დაუჭირონ, გოგონები კი ცდილობენ დაუმეგობრდნენ. მაგრამ ეს არც კან-ვიზუალიების ჯგუფებია და არც ანალ-ვიზუალი თანმხლებების ხელგაყრილი სიარული. ის ყოველთვის ცენტრშია გარშემო კი ისინი ვინც დაცვასა და მფარველობას ეძებს.

ურეთრალური გოგონა - ,,ცუდი გოგოა“. თუ კან-ვიზუალი ამბოხზე და თავისუფლებაზე მხოლოდ ოცნებობს, ურეთრალი ასეთი ცხოვრებით ყოველდღე ცხოვრობს და ყოველთვის იმას იღებს რაც უნდა.

მასწავლებლებს ურეთრალი გოგონასი ეშინიათ და ყველანაირად ცდილობენ თავიდან მოიშორონ, მშობლებს ურჩევნ სხვა სკოლაში გადაიყვანონ. დიდი არაფერი წარმატებები აქვს მაგარამ ყველა საგანში მოსწრებასაც ხომ ვერსად წაიღებ. აქ მასწავლებელი უძლურია. კლასში სადაც ურეთრალური გოგონაა მასწავლებელი მხოლოდ ფორმალურად მართავს. აქ მასწავლებლის ერთად ერთი გამოსავალი ამ ბავშვზე პასუხისმგებლობის დაკისრებაა, პრაქტიკაში კი მასწავლებლის მარჯვენა ხელი ანალური ფრიადოსანია რომელსაც ჟურნალი დააქვს და არც სხვებს აძლევს დაუმორჩილებლობის უფლებას. და პირიქით. თუ ცდილობენ ურეთრალის კლასისგან იზოლაციას, არ მიყავთ ლაშქრობებში, საერთო ღონისძიებებსაც არიდებენ, მასწავლებლები ხსირად აღმოჩნდებიან ხოლმე სასცილოები.

თუკი კანური ლიდერი პირველობისკენ სწრაფვაში არაფერს ერიდება და ყველა ხერხს მიმართავს, მათ შორის მცირე ინტრიგებს მასწავლებლებსა და კლასელებს შორის, ურეთრალური მოზარდი სულ სხვანაირად იქცევა. ის იშვიათად მოქმედებს თავად, მისთვის ჯოგი მუშაობს. ამის დამტკიცება შეუძლებელია. ფორმალურად ის ეჭვქვეშ არაა, მაგრამ მასწავლებელმა ხომ ნამდვილად იცის ვინ გატეხა სკოლის საიტი და ვინ შთააგონა ძალიან კარგ ბიჭს სამი დღე მჯდარიყო და კოდები ეძებნა.

თავშიც კი არავის მოუვა რატომ გააკეთა მან ეს. პედაგოგებს ძალიან გაუკვირდებოდათ, იმის გაგება, რომ გატეხვის მიზეზი მასწავლებლის შემთხვევით წამოცდენილი ფრაზა გახდა; გგონიათ ურეთრალ გოგონას ფიზიკის ორიანები ანაღვლებს, განსაკუთრების ახლა როცა ასე უსირცხვილოდ გაუშვეს ფიზიკის მოხუცი მასწავლებელი, მის მაგივრად კი…

მოზარდებს სამართლიანობის გრძნობა გამძაფრებული აქვთ. ურეთრალური მოზარდის შემთხვევაში კი ეს გრძნობა ყველაზე უპირატესია და ამავე დროს არა იმდენად თავის მხრივ რამდნედაც იმათზე მიმართული ვისაც თავის ჯოგის წევრებად თვლის. საკუთარი თავისთვის მხოლოდ ის უნდა რომ მთლიანად ჯოგს ეკუთვნოდეს. თავისი თავისუფლების შეგრძნების პროეცირებას ჯოგზე ახდენს და როცა ჯოგსს უჭირს, როცა ფორმალური ლიდერები აწვებიან ბელადი უბრალოდ რევოლუციას აწყობს რათა ვერავინ გაექცეს სასჯელს.

ურეთრალის საქციელს სარკესავით ირეკლავენ კანი-გოგონები. თუ ურეთრალი გაიქცა სახლიდან ელოდეთ რომ კანებიც იგივეს გააკეთებენ ოღონდ მცირე დისტანციაზე, როგორც წესი სწორედ ურეთრალის ფრთის ქვეშ ტუმცა ცოტა ხნით მალე ისევ დედიკოსთან და მამიკოსთან გაუშვებს რადგან დიდსულოვნად ესმის რომ ჯერ საველე-სამოგზაურო გზა ჯერ მათთვის ადრეა.

ურეთრალ-გოგონას კლასის ყველა ცოდვა ბრალდება და ის თავიდანაც არ იცილებს, ის ხომ ჯოგზე პასუხისმგებელია, მასწავლებლები კი მისთვის არასოდეს არიან ავტორიტეტები. ის თავს უფროსად გრძნობს მაშინაც კი თუ ასაკით უმცროსია. მაგალითად სიხარულით მეურვეობს უფროს, ,,კან-ვიზუალ დას“ მარად გოგონას.

ურეთრალი ბიჭის აღზრდის ყველა სიძნელეს ამ შემთხვევაში სხვა მხარეებიც ემატება. ის ადრე მომწიფდება ადრე იწყებს სქესობრივ ცხოვრებას, და რაც განსაკუთრებით საწყენია მშობლებისთვის, ხშირად ადრე და ძალიან ადვილად აჩენს შვილს და როგორც წესი იგივე მშობლებისთვის არც თუ ისე სასურველი ბიჭისგან, ხშირად მისგან ბევრად უფროსისგან მაგრამ მხოლოდ ასაკითა და არა განვითარებით. ეს ან კან-ვიზუალი ,,მსხვერპლია” ან რომელიმე განდევნილი მამრი - მარგინალი აუტსაიდერი.

მეფე-ქალი უკმარისობების მიხედვით გასცემს ასეა ჩადებული მის ურეთრალურ ბუნებაში. თანდაყოლილი ჯანმრთელობითა და ძლიერი სულით ის საშუალებას აძლევს არც თუ ისე ძლიერ და კონკურენტუნარიან მამაკაცს დრო გაიხანგრძლივოს. ამ “საჩუქარს” დიდხან ატარებს ზურგით ვიდრე ძალა ეყოფა და ძალა კი მას ძალიან ბევრი აქვს. ის არა მხოლოდ შვილს გაუჩენს ამ ბიჭს არამედ რეალიზებაშიც დაეხმარება, მის არც თუ ისე ბედნიერ ცხოვრებას გამოასწორებს. ეს ყველაფერი ვერაფერი ნუგეშია ურეთრალის მშობლებისთვის რომლებსაც ბედნიერება უნდოდათ თავისი შვილისთვის ისე როგორც თავად აღიქვამდნენ მას; იმ სიკეთეების მოხმარება რომელიც მამაკაცს მოაქვს. ეს ჯობია თავიდანვე გამორიცხოთ და მუდამ გახსოვდეთ რომ თქვენი შვილის ბედნიერება საჭიროებების მიხედვით გაცემაა და შესაბამისად ის ბედნიერია.

ურეთრალ-გოგონას უნდა დაეხმაროთ და ნუ დაელოდები როდის გთხოვთ შველას რადგან ის ამას არასოდეს გააკეთებს. ნურც მადლიერებას დაელოდებით სამუდამო სიყვარულისა და ერთგულების ფიცით. თუ არ დაეხმარებით ის ყველაფერს თავად გაართმევს თავს თუნდაც ეს შეუძლებელი გეჩვენოთ.

დასკვნა.

ურეთრალური ბავშვები იმისთვის მოდიან რათა გავჩვენონ რომ შეუძლებელი შესაძლებელია. ისინი ძლიერი იმპულსია საკუთარი მშობლების განვითარებისთვის. ნებისმიერი ბავშვის აღზრად მშობლებისთვის მიზეზია რომ უკეთესები გახდნენ. მაგრამ მხოლოდ ურეთრალი გვასწავლის წარმოუდგენელ რამეებს: აიღოს მხოლოდ გასაცემად, ათავისუფლებს სტერეოტიპებისგან, ნამდვილ თავისუფლებას გაჩვენებთ.

სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგია პირველად გვაძლევს ურეთრალური ბავშვების გაგების ხელსაწყოს. ისინი არიან “ბავშვები პირიქით”, და მათ ეძლევათ საშუალებას გაიზარდონ, განვითარდნენ და რეალიზდნენ ჩვენთვის ასე საჭირო, მომავლის, მშვენიერ ადამიანებად, რომლებსაც შეუძლიათ თავი გაართვან ამოცანებს სხვა რომ ვერავინ გაართმევს თავს.

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

წყარო

  • შინაგანი მრჩეველი

  • ბელადის აზროვნება და დამოკიდებულებები

  • პოლიგამია ურეთრალურ ვექტორში

  • ურეთრალური ფსიქოტიპის ხასიათი. მომავლის ადამიანი

  • ურეთრალური ფსიქოტიპის გარეგნული იერსახე

  • ქვედა ვექტორები კომბინაციებში

  • ურეთრალური და ორალური ვექტორების კომბინაცია

  • შეცდომები ურეთრალური ფსიქოტიპის დიაგნოსტირებისას