ურეთრალური ფსიქოტიპის ხასიათი. მომავლის ადამიანი


ურეთრალური ფსიქოტიპის ხასიათი. მომავლის ადამიანი

კეისარი ან არაფერი

მაშ ასე,  ფამილარულად ვეხვევი ფროიდს და შეგახსენებთ რომ თავის სტატიაში: “ხასიათი და ანალური ეროტიკა” – ზიგმუნდ ფროიდმა კარგად აღნიშნა ანალური ფსიქოტიპის ხასიათის თავისებურება  სრულიად საწინააღმდეგო ტიპაჟის – ურეთრალური ფსიქოტიპის ადამიანის ფონზე, რომელსაც დიამეტრალურად გასხვავებული თვისებები აქვს.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ნაწყვეტს მოცემული სტატიიდან: “საჭიროა ხასიათის სხვა ტიპსაც მივაქციოთ ყურადღება და გამოვარკვიოთ კავშირები ხასიათსა და სხვა და სხვა ეროგენულ ზონებს შორის. ჩემთვის ჯერ კიდევ თვალშისაცემია ის, რომ ადამიანები ვინც შარდის შეუკავებლობით იტანჯებიან, უზომო ცეცხლოვანი პატივმოყვარეობით გამოირჩევიან.” (მე კი დავამატებ – პატივმოყვარეობით, სიამაყით, ძალაუფლების წყურვილით ვ.ტ.).

“ვინაა ჩვენს შორის, ვის უნდა ვიცნობდე?“

ყურადღებით დააკვირდით მეთაური, ლიდერი, ბელადი – ყველა ეს დომინანტი ტიპაჟია, ლოკომოტივი, რომელსაც მორჩილად მიჰყვება გუნდი. ამგვარად ვრწმუნდებით რომ სისტემური ფსიქოანალიზის სიღრმეში, ისევე როგორც ყველგან, მუშაობს დუალიზმის საერთო სისტემური პრინციპი, ან დიოკოსმიური დიკოსმეზის პრინციპი.

მაშ ასე, ჩვენს შორის არიან ადამიანები რომლებიც გამოირჩევიან გარკვეული სომატური თავისებურებით. ტუბური არხი, რომელიც შარდის ბუშტს გარე ორგანოებთან აერთებს იგივე საშარდე მილი (ურეთრა) ამ ადამინებში განსაკუთრებული მგრძნობელობით გამოირჩევა. იმდენად, რომ ეს ადამიანები შარდვისას მძაფრ ემოციებს განიცდიან, ამპლიტუდის მიხედვით ორგატულების მსგავსს.

ეროგენული ზონა – ურეთრა (ქალებს დამატებით კლიტორიც) და გენიტალიების გარშემო ზონა.

ამ თავისებურებას ეს ხალხი ჯერ კიდევ ბავშვობაში აღმოაჩენს. შარდვის პირველი ბავშვური აქტები ახალგაზრდა ფსიქიკაში ილექება როგორც ძალიან მიმზიდველი პროცედურა. ახალგაზრდა ორგანიზმი იმპრინტინგირებს (ინგლ. Imprinting – დამჩნევა) შარდვის პროცესს, ის არაცნობიერი ფსიქიკის მექანიზმის დახმარებით მიისწრაფვის ამ პროცედურიდან ცოტაოდენი სიამოვნება მაინც მიიღოს.

ჩნდება და თანდათან მყარდება გაუცნობიერებელი ჩვევა, ანდა ჩვევათა კომპლექსი ნებისმიერი გზით დააგროვოს შარდი რომ მერე მისი “გამოტყორცნისას” განიცადოს თითქმის ორგასტული სიამოვნება. ანუ შარდვით განიცადოს ორგაზმი და არა მაშინ როცა დედა სთხოვს ამას, ან კარგი ტონის წესები მოითხოვენ, არამედ საკუთარი სურვილით როცა ორგანიზმი შესაფერისად მოდუნებულია. მაგალითად ძილში როცა ემოციონალური განმუხტვის პროცესს არაფერი უშლის ხელს.

სიზმრების შინაარსიც ჩვენი გმირის ყველა სუბლიმაციას ერგება. მით უფრო, რომ ურეთრალები სომატოფსიქოლოგიური ტიპის ხალხია, უკვე აღნიშნულ ჰიპერურეთრალურ მგრძნობელობასთან ერთად, ”ძალიან ცხელ” ბიოქიმიასაც ფლობენ. ამ თავისუფლებისმოყვარე და აქტიურ ხალხს ყოველთვის სცხელა. ეს ის პერსონაჟია რომელიც ხშირად ზამთარში ერთადერთი მაისურით დადის.

მომავლის ადამიანი

ურეთრალი – დომინანტი და მომავლის ადამიანია, ამიტომ მისი მთავარი ფუქცია ჯოგის გადარჩენაზე ზრუნვაა. ბელადის მთავარი საზრუნავია “მე უნდა უზრუნველვყო ჯოგის გადარჩენა აქ და ახლა, და ყველაფერი წინასწარ უნდა გავთვალო”. ანუ არა მხოლოდ ახლა, არამედ ახლო და შორეულ პერსპექტივაში. ახალ ადგილას მოხვედრილი ურეთრალი პირველ რიგში ტერიტორიას მონიშნავს. მოსანიშნად აუცილებელი სითხე მას ყოველთვის ჭარბად აქვს.

როცა მოცემულ ტიპს ქმნიდა, ბუნებამ თავიდანვე იზრუნა და მომავალი ურეთრალი ბელადის თვითგავრცელების გენეტიკურ მექანიზმზე. ბუნებამ ის ჰიპერსექსუალობით დააჯილდოვა. მისი გაუცნობიერებელი ამოცანაა ჯოგის ყველა მდედრის განაყოფიერება, პერსპექტივაში კი მთელი პლანეტის. როგორც ბიბლიაშია ნათქვამი “და დალოცა ღმერთმა ისინი და უთხრა ინაყოფიერეთ და იმრავლეთ. აავსეთ მიწა, იბატონეთ ზღვის თევზებზე, მხეცებსა და ციურ ფრინველებზე და ყველანაირ ჯოგზე დედამიწაზე და მცოცავებზე”.

დამახასიათებელი დეტალი: ზეამოცანიდან გამომდინარე გაანაყოფიეროს მთელი ჯოგი, პერსპექტივაში კი მთელი პლანეტა, ურეთრალური მამრი მოზრდილი მდედრებიდან იწყებს ანდა სულაც ასაკგადაცილებულებიდან. სწორედ მათგან, რადგან ისინი შესაძლოა დაიხოცონ, ის კი მათ ,,გაბედიერებას" ვეღარ მოასწრებს. ბუნებრივიცაა, რომ სწორედ ურეთრალს უკავშირდება გერონტოფილია – ლტოლვა მოხუცებულთა მიმართ (“გერონტო” მოხუცი, “ფილია” სიყვარული).

ამიტომაც ურეთრალი მამრისთვის ხშირია იწვეს ქალთან რომელიც დედად შეეფერება (ზოგჯერ სულაც საკუთარ დედასთან). ქალთა გერონტოფილიაც არაა იშვიათი მოვლენა. გაუცნობიერებელი მიზეზი აქაც იგივეა – დაორსულდეს ამ ბებრისგან, თორებ ღმერთმა ნუ ქნას და რომ მოკვდეეს? ამათ შემდეგ გასაბედნიერებელთა სიაში ხვდებიან – კოჭლი, კუზიანი, ელამი, ცალხელა, ანუ ყველა ის ვინც სხვებმა არ აირჩიეს.

ურეთრალის ზეამოცანაა მთელი პლანეტა გაანაყოფიეროს.

ურეთრალი ქალის ზეამოცანა – განაყოფიერდეს ნებისმიერი გზით.

სირცხვილის და სხვა გამონაგონის გარეშე, გამომდინარე აქედან კი ურეთრალისგან ცოლქმრული ერთგულების მოთხოვნა – უზნეო და პათოლოგიურია! ისინი ხომ მხოლოდ საკუთარ სახეობრივ როლს ასრულებენ “გამნაყოფიერებლის” ან “ მშობელის”.

ბელადი

თავისფლებისკენ სწრაფვა მთელ რიგ თანმხლებ თვისებებს წარმოშობს: ავტორიტეტების მკვეთრი უარყოფა და მათი გაბათილება, თავისუფლება დიქტატის დოგმებისა და წესებისაგან. თავისუფლებისკენ სწრაფვა და შეზღუდვების სიძულვილი ურეთრალს ხშირად სექსში გადააქვს. ის ისეც ნორმაზე მაღალ სექსუალობას ფლობს და ცდილობს სექსი ჰქონდეს ყველაფერთან რაც მოძრაობს, უფრო მარტივად რომ ვთქვათ უყვარს სექსი, სექსს უდგება შემოქმედებითად, არც თუ იშვიათად რამოდენიმე სექსუალური პარტნიორი ჰყავს ერთდროულად, იწყენს რეგულარული, მრავალფეროვანი სექსის გარეშე, იწყენს და ნევროზიც ეწყება.

თავისუფლებისკენ სწრაფვა უვითარდება კრეატიულად, იყენებს გაუკვალავ ბილიკებს. ორიგინალური, ინდივიდუალური მიდგომა ყველაფერში, თავისებური ველოსიპედის გამოგონება. ძველი წესების მსხვრევა იქამდე მიდის, რომ ხშირად რეფორმებისა და რევოლუციების ავტორი სწორედ ურეთრალია (ურეთრალები აწყობენ რევოლუციებს და აჟიტირებული კუნთები მერე მთელ ქვეყანას სისხლში ახრჩობენ).

დოგმებისგან მაქსიმალური განთავისუფლება, ამოცანის გლობალურად დასმას გულისხმობს. ყველაზე უფრო გლობალური ამოცანა კი – მეტი მობილიზაცია, ძველი სისტემის ნგრევა, პირადი სიმამაცე და თავხედობაც კი.

თავისუფლებისადმი სწრაფვას იქითკენ მივყავართ, რომ ხშრად უწესრიგობაში ცხოვრობს, წესრიგისკენ მოწოდება და მით უფრო მისი დაძალება მასში შემოქმედებითი ძარღვის გაწყვეტის ტოლფასია. თავისუფლებისკენ სწრაფვა ხშირად ავანტიურაში გადადის.

საკუთარ თავში დაურწმუნებლობის კომპლექსი – ესაა ყოველდღიური შემოწმება თავი გაწიროს ჯოგისთვის. ამისთვის ყველა საშუალება გამოდგება, უფსკრულზე თოკზე გავლა, აივნის კიდეზე ფეხებგადმოკიდებული ჯდომა და ა.შ.

ვინც არ რისკავს ის არ სვამს შამპანიურს

არქეტიპული სიუჟეტი: ურეთრალური ბელადი წინ მიუძღვის ჯოგს, მისი მოვალეობაა დაუყოვნებლივ ორიენტირება ოპერატიულ ვითარებაში და ყველასთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მაქსიმალურად სწრაფად მიღება.

ურეთრალს სიცოცხლე რისკის გარეშე არ სჭირდება. რისკის გამო ის ყველაფერზე წავა მათ შორის იბრძოლებს სამშობლოსთვის სამშობლოშივე. განსაკუთრებით მაშინ, როცა კუნთური და ურეთრალური კომპლექსები ერთ ადამიანში იყრის თავს. ასეთ ადამიანებს გუმილიოვი პასიონარიებს ეძახის, ეთნოგრაფიაში კი მათ ტრიქსტერები ეწოდებათ – მასხარა-ონავრები.

მშვიდობიან ცხოვრებაში მათ ცხელ თავებს ეძახიან, ხოლო ომში - გმირებს, ავტომაგისტრალზე - აწყვეტილებს, აღმოჩენათა ისტორიაში - პირველაღმომჩენებს, მედიცინაში - ექსპერიმენტატორებს საკუთარ თავზე, გეოფიზიკაში კი მეხისკენ მიმავლებს. სწორედ ისინი ეშვებიან გამოღვიძებული ვულკანის ყელში, გადაცურავენ ნიანგებით სავსე ნილოსს, ითამაშებენ “რუსულ რულეტს”, ფსონად მთელ ქონებს ჩამოვლენ და წააგებენ ანდა მოიგებენ. მათთვის “ფული წყალივითაა, თუ გართობაა გართობა იყოს”. რისკი კი მძფრი ემოციური განცდაა სიკვდილ-სიცოცხლეს შორის ზღვარზე ყოფნის სიტკბო. ამ შეგრძნებას მძაფრი ენდოგენური ბიოქიმიური პროცესები ახლავს თან, რომლებსაც თვითნარკოტიკიზაციის თვისება აქვთ. რისკით დაავადება ისევე შესაძლებელია როგორც ნარკომანიით, და ძალიან გაუმართლათ გარშემომყოფებს თუ რისკით დაავადება მხოლოდ აუტოდესტრუქციულ ქცევებში გამოიხატება და მის წამოწყებეში “კუნთურად“ არაა ჩართული რომელიმე ბანდა.

სასიკვდილო რისკის შემცველი სიტუაციების დეფიციტი, მასში აზარტული თამაშების მიმართ მოთხოვნილებას აჩენს. დაპროგრამებული სტანდარტული ცხოვრებიდან ანარქიის სამეფოში გაქცევა, ბრმა იღბლის დევნა, სკანდალური პოპულარობა, აი ურეთრალური ქცევის ნამდვილი მოტივები. ბანქო, სათამაშო ავტომატები, რუსული რულეტკა”, კიდევ შეიძლება რისკიანი და აზრტული თამაში “რევოლუციაც” ითამაშოს, მსოფლიო მასშტაბის!

რა თქმა უნდა არსებობს მათი რისკიანობის სოციალურად მისაღები ფორმები, ცირკის არენაზე, მეხანძრედ ან მაშველად მუშაობა, სპორტის რისკის შემცველი სახეობები, ახალი საფრენი აპარატებისა და პარაშუტების გამოცდა, შემთხვევითი სულაც არაა, რომ კოსმოსში გასაფრენად მფრინავ- გამომცდელებს იყენებდნენ…

იური გაგარინი -  მსოფლიოში პირველი კოსმონავტი… საპატიო მოფარდაგებულ გზაზეც კი გახსნილი თასმებით გაიარა. აკურატულობა ურეთრალის ძლიერი მხარე არაა, “არ წაიქცეს მაინც” - ფიქრობდა მთელი ქვეყანა. და წაიქცა კიდეც… ცოტა მოგვიანებით სასწავლო-გამოსაცდელი გამანადგურებლის მიგ-15 გამოცდისას. თავისი სიმაღლე უკვე დაიპყრო და მიწაზე აღარაფერი ესაქმებოდა.

თუ ურეთრალს აღარ ეტყვით, რომ ის გენიოსია, საკუთარი თავის ქებას თავად განაგრძობს. ამიტომაც თუ ბედმა ურეთრალი განძი გარგუნათ, ნუ დაზოგავთ ქება-დიდებას, მისი ზედმეტი შექება შეუძლებელია, “აჰ როგორ გენიალურად შეკარი თასმები!“ და ერთ კვირაში თასმების შეკვრის ახალ სისტემას შექმნის.

ურეთალისთვის ცოტაა მხოლოდ მისი სიყვარული, ისიც უნდა გიყვარდეთ რის გარეშეც მას სიცოცხლე არ შეუძლია. “მე თუ გიყვარვართ ჩემი კაპრიზებიც შეიყვარეთ” და სიყვარულთან ერთად კიდევ აუცილებელია, რომ მისი მტრები გძულდეთ.

ავსტრალიაში “ავსტრალიური რულეტკა“ მოიგონეს – სიმაღლიდან ხტომა. ერთდროულად ექვსი კაცი ხტება სიმაღლიდან ფეხებზე რეზინებშებმული, ერთერთის საბელი მიწამდე სიმაღლეზე გრძელია და სახლში მხოლოდ ხუთი ბრუნდება. ასეთი ,,სიამოვნებისთვის“ ურეთრალები დიდძალ ფულს იხდიან.

კიდევ ერთი ურეთრალური ლოზუნგი: - “მთვრალს ოკეანეც გუბედ უჩანს”

ურეთრალის თავისუფლებისმოყვარეობაა ესაა ყველაფრისგან თავისუფლება – მორალის, ზნეობის, კულტურის, მეცნიერების, სიმძიმის ძალისგანაც კი, აქედან ჩნდება გაუცნობიერებელი ლტოლვა თავისუფალი ფრენისდმი, პარაშუტით თუ მის გარეშე, თუ მეცნიერებაში ან ხელოვნებაში საკუთარი გაკვალული გზა არ აქვს, მაშინ თავისუფლების ცრუ შეგრძნებას - ალკოჰოლიზმს მიმართავს, დათვრა და გათავისუფლდა - აკეთე რაც გინდა (აკეთე და არა შეჰქმენი) ყველაფერი რაც გაუცნობიერებლად გინდა.

სწრაფ დადებით ეფექტზე და დაუყოვნებლივ გაცემაზე ორიენტირება ურეთრალს არა მხოლოდ მოთმინებისა და ლოდინის უნარს, არამედ დროებითი ქმნადობის პერპექტივასაც ართმევს. ის ხომ მომავლის ადამიანია. თუ ვერ ახერხებს გაცემას აქ და ახლა - ეს მის დემორალიზებას იწვევს, ინიციატივასა და ცხოვრების აზრს უკარგავს. დღევანდელი დღით ცხოვრება სულიერად აღარიბებს, გაურბის ადამიანებს და ნევროტულ, ალკოჰოლურ და ნარკოტიკულ მარტოობაში ეშვება.

ურეთრალი მიდრეკილია ალკოჰოლიზმისკენ, ეს განსაკუთრებით სწრაფად მაშინ ხდება როცა ის ვერ ასრულებს თავის მთავარ ამოცანას გაანაყოფიეროს მთელი მსოფლიო. გენიალური გამომგონელი ბოთლის ფსკერზე ეშვება როცა ხვდება რომ მისი გამოგონებები არავის სჭირდება. ლოთდება როცა ხვდება, რომ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს უკვე ისე აღარ აინტერესებთ როგორც ახალგაზრდობაში. პერსპექტივის დაკარგვა მომავლის ადამიანისთვის ყველაზე დიდი უბედურებაა - ის ხომ სწორედ მომავალს კარგავს.

თუ ანალური ფსიქოტიპი სიახლეზე ,,გაშეშებით“ რეაგირებს, ურეთრალი დაუყოვნებლივ მოქმედებს. თავში არის გარკვეული ენდოგენური ჯირკვალი, რომელიც მთლი ორგანიზმის ჰორმონალური სისტემის მმართველ ჰორმონს გამოიმუშავებს. იგივე ჯირკვალი გამოიმუშავებს სპირტსაც რაც ჩვენი ტვინის, ჩვენი კომპიუტერის მუშაობისთვისაა საჭირო. მაგრამ მოდი შევხედოთ როგორაა მოწყობილი: ურეთრალი ესაა რაციონალური გამომგონებელი. თუ არის გარედან მიწოდებული ალკოჰოლი, სისტემა მომენტალურად თიშავს შიგნიდან მის გამომუშავებას. და აი ურეთრალების პრობლემა: “არც ერთი ნაბიჯი უკან” – თუ ის ამ ჯირკვალს გამორთავს ეს უკვე სამუდამოა. როგორც კი გარედან მოხვედრილი ალკოჰოლი ცოცხალი ნივთიერების კაფსულაში ხვდება, ამ ორგანოს აუცილებლობაც აღარ არსებობს, ურეთრალი კი გადაწყვეტილების მიმღებია. რასაც ის წყეტს ეს საბოლოო და სამუდამოა. ამიტომაც ურეთრალური ალკოჰოლიზმის განკურნება ყველაზე რთულია რადგანაც პრობლემა უკვე შინაგანი ორგანოების ფუნქციის მოშლამდეა დასული.

ურეთრალები იბადებიან თანდაყოლილი, გენეტიკური მიდრეკილებით ალკოჰოლიზმისკენ.

როგორ ვიცნოთ?

თუ თქვენი პარტნიორი ნაკლებად იტანს ვიწრო, დახურულ სივრცეს და მით უფრო თუ კლაუსტროფობიაც ახასიათებს (უფანჯრო ნაგებობები) მაშინ ის ცალსახად ურეთრალია (ტალკაჩოვი აქ ცდება. კლაუსტროფობია ურეთრალის გარდა შეიძლება ახასიათებდეს სმენასაც და ვიზუალსაც - ს.ღ).

თუ თქვენს პარტნიორს ბავშვობაში დიდი ხნის განმავლობაში ტანჯავდა შარდის შეუკავებლობა, მაშინ ეს ურეთრალურ ფიქსაციაზე მიგვანიშნებს, რაც როგორც წესი დომინანტურია.

თუ თქვენი პარტნიორი ყურადღებას არ აქცევს საკუთარ ტანსაცმელს, (ლაქები, დაჭმუჭნულია, მელნის კვალია) და მასთან ერთად ეს ოჯახში მიღებული ნაკლი არაა, არამედ თავისთავად გაჩენილი თვისება, ესეც ურეთრალური ფიქსაციის მახასიათებელია, ურეთრალი წესრიგის იგნორირებას ეწევა, ის გაუცნობიერებლად მიისწრაფვის წესების რღვევისაკენ, დაურბის ნებისმიერ შეზღუდვას (ეს თვისებები შეიძლება ახასიათებდეს სმენის ვექტორიანსაც – ს.ღ.). მისგან განსხვავებით ანალს უყვარს წესრიგი. უფრო მეტიც უყვარს განუხრელად მისდიოს წესებს.

თუ თქვენი პარტნიორს ადვილად იტაცებს აზარტული თმაშები (კაზინო, დოღი, რბოლა), მაგრამ ამავე დროს არაა ჩაციკლული მოთამაშე, მაშინ ის ურეთრალური ტიპის ადამიანია. ზოგიერთ ურეთრალს უყვარს მანქანით მაღალ სიჩქარეზე სიარული და სასურველია წესების გარეშე.

თუ თქვენს პარტნიორს სიმაღლისა და გადმოვარდნისა არ ეშინია, მაშინ ის ურეთრალია.

თუ ადვილად და დიდი რაოდენობით ხარჯავს ფულს, პერიოდულად ზედმეტად და გაუმართლებლადაც, მაშინ ის ურეთრალია, მისი მომჭირნეობა ძლიან უსისტემო, ეპიზოდური ხასიაისაა, და უფრო გარემოს და არსებული სიტუაციის თავსმოხვეული მოვლენაა.

თუ თქვენი პარტნიორი პროსტატით, ურეთრიტით და მსგავსი დაავადებით იტანჯება ადვილად შეიძლება, რომ ურეტრალური ტიპის იყოს მაგრამ ოჯახურ ცხოვრებაში ყველაფერი წესრიგში არ ჰქონდეს (გვიანდელი დაკვირვებებით დადასტურდა, რომ შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები ანალის ვექტორიანებსაც ხშირად აღენიშნებათ – ს.ღ.).

თუ თქვენი პარტნიორი ადვილად და სიამოვნებით ხელით რეცხავს სარეცხს და ჭურჭელს, მაშინ ის ურეთრალური ტიპისაა, რეცხვის პროცესში მონაწილეობს წყლის ჭავლი, ხოლო წყალი მისი სტიქიაა (წყლის ჭავლის დასხმა სხეულზე, მათ შორის ხელზე, კანებს უფრო სიამოვნებთ - ს.ღ).

ურეთრალური მოდალობის პრედიკატები აზარტული, ლიდერი, ხელმძღვანელობა, ფიქრი, გაზრება.

ტენდენციები.

ურეთრალურობა

1.ურ. დაუდევრობა – ან. წესრიგი

2.ურ.ლაკონურობა – ორ.მრალასიტყვაობა

3.ურ. მფლანგველობა – კან. ეკონომია

4.ურ.აქტიურობა – სმ.პასიურობა

5.ურ. პატივმოყვარეობა – ყნოს. გაუცხოება

6.ურ. გადამწყვეტობა – ვიზ.სიფრთილე

7.ურ. დამოუკიდებლობა – კუნთ. კონფორმიზმი

ნიშნები

ალტრუიზმი, ლიდერობა, ინიციატივა, დიდების წყურვილი, ფეთქებადი ხასიათი, ტაქტიკური ოსტატობა, ცნობისმოყვარეობა, იუმორი, თავისუფლებისმოყვარეობა, რისკი, მიზანმიმართულობა, სიამაყე, სოციალურობა, ძებნის ინტერესი, უტაქტობა, სიმამაცე, ადვილად ერთვება ერთი საკითხიდან მეორეზე, არააკურატული, სპონტანური, არაორგანიზებული, კრეატიული, თავშეუკავაბელი, კონცენტრირებული, ჰიპერსექსუალური.

წყარო

ავტორი: ვ. ტალკაჩოვი

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

  • ბელადის აზროვნება და დამოკიდებულებები

  • ურეთრალის ვექტორიანი მდედრი

  • მართვის კანონები. ურეთრალი ბელადი და ზედა ვექტორების ოთხეული

  • შეცდომები ურეთრალური ფსიქოტიპის დიაგნოსტირებისას

  • ურეთრალური ვექტორის ზოგადი მიმოხილვა

  • განსხვავება კანური და ურეთრალური ფსიქოტიპის ბავშვებს შორის

  • ურეთრალ-სმენა ვიზუალით

  • გონებაში მეფის გარეშე. საკუთარი შვილის რეგენტობა