კანის ვექტორის რანჟირება და ოჯახური ურთიერთობები


კანის ვექტორის რანჟირება და ოჯახური ურთიერთობები    

ხშირად ისმის კითხვა, შეიძლება თუ არა კანის ვექტორიანი იყოს ქორწინებაში ერთგული? პასუხია არა. ერთვექტორიანი კანის, ან თუ ინდივიდი კან-კუნთია, ქორწინება მთავრდება ან განქორწინებით, ან იმყოფება ქორწინებაში, მაგრამ ხშირად ღალატობს ცოლს, ან ქმარს.

ერთვექტორიანი კანის, ან კან-კუნთის, ქორწინებაში გაჩერება იგივეა, ციყვს, რომელიც ხიდან ხეზე ხტება, აიძულო ბეჰემოტივით ერთ ადგილას წოლა. კანის ვექტორს ეს არ შეუძლია, ყოველი მცდელობა მისი ერთ ქორწინებაში გაჩერების, არის მის ბუნებაზე ზეწოლა. ციყვი რომ გალიაში დაამწყვდიოთ ნახავთ, რომ ის გალიის გისოსებს ღრღნის, ან გალიაში უნდა ჩამოუკიდოთ ბორბალი, რომ მასში ირბინოს, რაც ცვალებადობის ილუზიას უქმნის, ასევეა კანიც. შევხედოთ ამ მდგომარეობას სხვა მხრიდან, ეცადეთ აიძულოთ ბეჰემოტი მოიქცეს ციყვივით, ეს იგივეა ანალს აიძულო კანივით იცხოვროს, თქვენ ამას ვერ შეძლებთ, ეს მის ბუნებაზე ზეწოლაა, ამას მთელი მისი არსება შეეწინააღმდეგება. ისევე როგორც ანალი არ არის შექმნილი აქეთ-იქით სირბილისთვის, ისევე კანის ვექტორიანი არ არის შექმნილი მონოგამური ქორწინებისათვის. განვითარებულ, კარგად რეალიზებულ ანალს თქვენ ვერ აიძულებთ ცოლს უღალატოს, სწორედ ასევე ვერ აიძულებთ ნორმალურად რეალიზებულ კანს, იყოს ბედნიერი ერთ ქორწინებაში.

რა შემთხვევაში შეიძლება კანის ვექტორიანი გაჩერდეს ქორწინებაში?

თუ ის დაამუხრუჭებს თავის ნამდვილ ბუნებას (ეს ხდება მაშინ როცა ის იზრდება ანალური ფასეულობებით), როდესაც ცხოვრობს მკაფიო ანალურ მენტალიტეტში (მაგალითად მთაში) სადაც ოჯახი ყველაფერზე მაღლა დგას, ეს ნიშნავს რომ შენ ან ამ ფასეულობებს დაემორჩილები, ან ჩაგქოლავენ და მოგკლავენ, ამიტომ კანის ვექტორიანი ამ დროს ბედნიერი რა თქმა უნდა არ არის, მაგრამ იძულებულია ქორწინებაში გაჩერდეს, ბუნება არავის პატიობს საკუთარ თავზე უარის თქმას, ამიტომ ამ დროს ის იტანჯება, ეს სტრესი და ტანჯვა კი გამოვლინდება მის სხეულზე დაავადებების სახით, როგორც ცუდი მდგომარეობის გამოხატულება. ვლინდება დაავადებები, მაგალითად კანის მძიმე ავადმყოფობები, ან ავთვისებიანი სიმსივნე. ეს ცუდი სცენარია, არსებობს კარგი სცენარიც. როცა ვსაუბრობთ განვითარებულ კანის ვექტორზე, მას შეუძლია თავის მისწრაფება სიახლისადმი, გადაიტანოს საკუთარ სამსახურზე, თავის ჯგუფურ რეალიზებაზე, ამ დროს მას აღარ აქვს ძლიერი მისწრაფება, რომ სიახლის ფაქტორი ჩამოიტანოს ურთიერთობის დონეზე და ასახოს ეს პარტნიორების ხშირ ცვლაში. როდესაც კანის ვექტორიანი არის, მაგალითად დიდი კომპანიის მენეჯერი, მის გარშემო ყოველ წუთს ხდება რაღაც ახალი, სიტუაცია ყოველ წუთს იცვლება, კანის ვექტორიანი კი ამ ცვლილებებს უნდა გაუმკლავდეს, ამ დროს ახალი პარტნიორის გაჩენის აუცილებლობა აღარ აქვს, იმიტომ რომ თავის მისწრაფებას სიახლის ფაქტორისადმი სამსახურში სრულიად იკმაყოფილებს. ასეთ მდგომარეობაში შესაძლებელია კანის ვექტორიანმა არ იცვალოს პარტნიორები ხშირად. ის შინაგანად არ არის ქორწინების ერთგული, იმიტომ რომ სიტყვა ერთგულება მისი თვისება არ არის, მას უბრალოდ აღარ აქვს სურვილი წყვილში ზედმეტი ურთიერთობების, იმიტომ რომ ის მთლიანად თვითრეალიზაციითაა დაკავებული, პარტნიორების ცვლა კი მას დროს აკარგვინებს. ეს არ მოხდება ისეთი განუვითარებელი, ,,მუქთახორა“ და მომხვეჭელი კანის ვექტორიანების შემთხვევაში, როგორებიც მრავლად არიან ჩვენს ირგვლივ. განვითარებული კანის ვექტორიანი არ კარგავს დროს, ის თავის თვისებებს აყენებს ჯგუფის სამსახურში, ჯგუფი კი მას სამაგიეროდ აძლევს რანგს, მას აქვს აზარტი აიმაღლოს რანგი, მთელი მისი ენერგია ამაზე იხარჯება, ამიტომ პარტნიორების ხშირ ცვლას აღარ საჭიროებს. ეს ეხება მხოლოდ მაღალრეალიზებულ კანის ვექტორიანებს, რომლებიც არც თუ ისე ბევრნი არიან. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ სტანდარტული კანის ვექტორიანები ასეთები არ არიან, მათ გაცილებით მეტის მიღება უნდათ, ვიდრე გაცემა შეუძლიათ, ისიც აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ეპოქაში ერთვექტორიან კანს პრაქტიკულად ვერ შეხვდებით, სხვადასხვა ვექტორულ წყობაში კი კანის ვექტორი სხვადასხვანაირად მოქმედებს, ამიტომ მისი ურთიერთობები ვექტორულ წყობაზეა დამოკიდებული. კანი ვიზუალთან ერთად შეიძლება იმყოფებოდეს ხანგრძლივ ურთიერთობაში, ვიზუალის წყალობით ის ურთიერთობას სიყვარულზე აფუძნებს, კან-ანალის კომბინაციისას ანალის წყალობით შეიძლება იყოს ერთგული მეუღლე, სხვა დართული ვექტორები ეხმარება კანს, ჰქონდეს ნორმალური ოჯახური ურთიერთობა.

როგორ ურთიერთობს საპირისპირო სქესთან კანის ვექტორიანი მამრი

კანის ვექტორიანი მამრის ქალებთან დამოკიდებულება, მათი დაახლოების პროცესში დამოკიდებულია მისი განვითარების დონეზე (რომელიც ფორმირდება აღზრდის შედეგად). განვითარების განსხვავებული დონეები იძლევა აზროვნების განსხვავებულ უნარებს, მსოფლმხედველობას, წარმოდგენას საკუთარ თავზე.

გოგონებისადმი საკუთარ სიმპათიას ის ფულით და ფასიანი საჩუქრებით გამოხატავს. მისი ცხოვრებისეული ხედვა რაოდენობრივია, ამიტომ მისი აზროვნება მუშაობს ნებისმიერი მოვლენის აწონვა-შედარების პრინციპით. სანამ რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებს, მანამდე ის აუცილებლად დაფიქრდება იმაზე, თუ რა სარგებელს მოუტანს მას ეს ქმედება. რესტორნები, მოგზაურობები, ძვირფასი საჩუქრები – ყველა ეს ქმედება მიმართულია სასურველი მდედრის მონადირება-დაპყრობისკენ. გოგონა კანი მამრისთვის – არის გარკვეულწილად საკუთრება, რესურსი, რომელსაც ის ფლობს. შეიძლება ითქვას, რომ თავის მდედრს ის ყიდულობს (თვითონ ასე თვლის), რადგან კანის ვექტორიანის მთავარი საზომი სოციუმთან ურთიერთობისას – ფულია.

კანური მამრი თავისი ბუნებით რომანტიკოსი არ არის. მას არ აქვს შინაგანი მოთხოვნილება, გოგონას ყვავილები უყიდოს. მისი რაციონალური გონებისთვის ეს წყალში გადაყრილი ფულია. თუმცა, რადგან ის ფლობს ფსიქიკური მოქნილობის თვისებას, მას შეუძლია შეეწყოს სასურველი მდედრის სურვილებს, მანამ, სანამ ეს მდედრი მისთვის საინტერესოა. ის სასურველი მდედრის ,,მოქრთამვას“ მანამ აგრძელებს, სანამ მასში ხედავს ,,სიახლის ფაქტორს“. როდესაც ამ მდედრთან ურთიერთობა გახდება რუტინული კანი მამრი კარგავს მის მიმართ ლტოლვას. იქმნება შთაბეჭდილება ,,გადაუყვარდა“. კანური ფსიქოტიპის ფსიქიკის საფუძველი არის – ფორმა. როგორც სხეულს აძლევს კანი ფორმას, ასევე კანური ფსიქოტიპი ფორმას აძლევს ნებისმიერ მოვლენას, მათ შორის წყვილში ურთიერთობასაც. ეს ვრცელდება საკუთარი ვნებების კონტროლზეც. ბუნებამ კანის ვექტორიანს მიანიჭა ეკონომიის თვისება. ეს მახასიათებელი ვლინდება მისი ცხოვრების ყველა სფეროში, მათ შორის გრძნობათა ეკონომიურად გამოხატვაშიც. კანის ვექტორიანი ძუნწია როგორც ქებაში, ისე გრძნობების გამოხატვაშიც, ამასთან რაც ნაკლებადაა განვითარებული, მით უფრო ძუნწია.

კანის ვექტორის რანჟირება

კანის ვექტორი იერარქიაში მუდმივად მეორეა და სწორ პირობებში ვერასოდეს მიაღწევს პირველ ადგილს, რომელიც ეკუთვნის ურეთრალის ვექტორიანს. ეს კანის ვექტორიანებისთვის შეჯიბრის ტოლფასია და მათში ავლენს ამბიციებს, მათ ქვეცნობიერად იციან, რომ პირველი ადგილი არ ეკუთვნით და ამისთვის საჭირო თვისებები არ აქვთ, თუმცა როდესაც კანის ვექტორიანები გადადიან ომის მდგომარეობაში, ურთიერთკონკურენციისას იმდენად იჭრებიან მბრძანებლის როლში, რომ აღარ შეუძლიათ ამაზე უარი თქმა და უნდებათ პირველ საფეხურზე ყოფნა, აღარ აკმაყოფილებთ დაქვემდებარებაში ყოფნა, ჩასაფრებულები ელიან როდის წაიფორხილებს ურეთრალი ბელადი, რომ მისი ადგილი თავად დაიკაონ, თუმცა ბუნებრივად კანის ვექტორს ეს ადგილი არ ეკუთვნის, არ შეუძლია სრულყოფილად მართვა, ამიტომ ამ შემთხვევაში ჯგუფი უბრალოდ იშლება, რადგან ბუნებრივი იერარქიით არ არის რანჟირებული. მაგრამ კანის ვექტორიანები ამდენს ვერ აცნობიერებენ, მათ შინაგანად ყველა თავისნაირი გონიათ, მათი აზრით ყველას უნდა ფული და ძალაუფლება, ხოლო ვინც სხვა რამეს ამბობს, თვალთმაქცობს, თვლიან რომ მათზე დაბლა მდგომებს მათი ადგილის დაჭერა უნდათ, მათზე მაღლა მდგომები კი უბრალოდ თანამდებობას ებღაუჭებიან (ასე თვლიან სხვებზე რადგან თავად არიან ასეთები), კანის ვექტორიანი ცოლი მუდამ უჩიჩინებს ანალის ვექტორიან ქმარს: ,,გაინძერი, სად არის შენი ამბიციები!“, მათი აზრით ურეთრალები ყველაზე ,,გაქნილი“ და წარმატებული კანის ვექტორიანები არიან, ანალები კი ძალზე ზანტი კანის ვექტორიანები. განვითარებულ კანის ვექტორიანებს პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ, განუვითარებლები კი საერთოდ უპასუხისმგებლოები არიან. კანის ვექტორიანების თვისებებს შორის, არ არსებობს ურეთრალის ვექტორიანის მსგავსი შინაგანი თავისუფლება, სწორედ ამიტომ კანის ვექტორიანებს იერარქიაში ქვემოდან, ურეთრალის თავისუფლებისმოყვარეობა, კანურ უპასუხისმგებლობად ეჩვენებათ. კანის ვექტორიანებს ანალიც კანის ვექტორიანი გონიათ, ოღონდ ძალზე ზანტი, ისეთი ლიდერის თვისებები რომ არ გამოუმუშავებია, კანის ვექტორიანებს არ ესმით, რომ თუ ანალი გახდება ლიდერი, ის ვერ შეძლებს ჯგუფის გაკონტროლებას, მას არ აქვს საჭირო მოქნილობა ადაპტაციისთვის, მისი თვისებები კი წარსულისკენაა მიმართული, ამიტომ როცა წინ წასვლა იქნება საჭირო, ანალი ხელს უკან გაიშვერს, კანის ვექტრიანები სწრაფები არიან და ალბათ დაემორჩილებოდნენ მის ბრძანებას, სწრაფად გაიქცეოდნენ უკან და როცა ანალის ზანტი ტვინი გაიაზრებდა რომ წინ წასვლაა საჭირო, ეს დაგვიანებით მოხდებოდა და ის მარტო დარჩებოდა მდგომარეობის პირისპირ, ანალის ფუნქცია განსხვავებულია და მას ამ ფუნქციის შესასრულებლად სიჩქარე არ სჭირდება. სწორედ ამიტომ ურთიერთდაქვემდებარება მხოლოდ კანური თვისებაა, ამ თვისების წყალობით იკეთებენ ისინი სამსახურებრივ კარიერას, ანალებმაც შეიძლება წაიწიონ წინ, მაგრამ ეს ძირითადად პროფესიონალური წინსვლაა და არა კარიერული, კანის ვექტორიანი კი შეიძლება ისე ,,გაძვრეს“ მაღალ თანამდებობაზე, რომ საერთოდ არ იყოს პროფესიონალი. ურეთრალს რაც შეეხება, მას მორჩილება საერთოდ არ შეუძლია.


მსგავსი სტატიები

  • კანის ვექტორის რანჟირება და ოჯახური ურთიერთობები

  • კანის ვექტორი - განვითარება

  • შურის ჭია

  • კანის ვექტორის საუკეთესო განვითარება

  • ქვედა ვექტორები კომბინაციებში

  • კანის ვექტორის ზოგადი მიმოხილვა

  • ქალი მომავლიდან

  • კანის ვექტორის ფუძე და მოცულობა