კანური ფსიქოტიპის ხასიათი


 კანური ფსიქოტიპის ხასიათი




გარე სივრცის ადამიანი

პრელუდიიის ნაცვლად:

“ქრისტე 30 კი არა 29.96 ვერცხლად გაყიდეს”

იუდას სახარება

“ზოგადად სიყვარული და კერძოდ, კი ქრისტესი კიდევ ერთი საშუალებაა უამრავიდან სხვის ჯიბეში ჩასძვრომად. და კიდევ რამდენი ხერხი მოიგონა კაცობრიობამ ჩემს ჯიბეში ჩასაძვრომად?”

გააფთრებული კანის ქვემოთ მოყვანილი აღსარების ავტორის მოსაზრება.

შესავალი

ფროიდი წერდა: “ეროგენული ზონების კვლევისას უკვე გავარკვიეთ, რომ კანის გარკვეული უბნები მხოლოდ განსაკუთრებულად მაღალ გაღიზიანებს გრძნობენ, ისევე როგორც ხშირ შემთხვევაში კანის მთელი საფარი. ამიტომაც ნუ გაგვიკვირდებათ, როცა კანის ზოგიერთი სახეობის საერთო გაღიზიანებადობას მივაწერთ ძალიან მაღალ ეროგენულ მგრძნობელობას. განსაკუთრებით ტემპერატურულ გამღიზიანებლებზე რეაქცია, ასეთი შესაძლოა იყოს თბილი აბაზანის თერაპიული დატვირთვა.”

ამ ადამიანებს კანზე ნაზი შეხება დადებითი ემოციების წყარო ხდება. ჩვენს კანზე ეროგენული ზონები საკმაოდ ბევრია. ისინი ნაწილობრივ ფიქსირებულია და ნაწილობრივ მოხეტიალე. ასეთი უბნების ეროგენულობა, აღგზნებადობა და აქტიურობა თავს იჩენს როგორც სქესობრივი აქტის წინ, ისე მისი მიმდინარეობისას. ზოგიერთმა ქალმა ტრამვაიში დგომისას შესაძლოა იგრძნოს, როგორ შეეხო ახალგაზრდა კაცი გასვლისას და “თითქოს კანზე ეკალმა დამაყარა”

ზოგიერთისთვის საკმარისია გაიხსენოს ანდა წარმოიდგინოს იგივე სიტუაცია და მსგავსი შეგრძნებები დაეუფლოს. ამ უბნების მგრძნობელობის აღმოჩენის შემდეგ, უკვე შეიძლება მათ გაუცნობიერებელ გაღიზიანებაზეც გადავიდეთ, რასაც ჩვენი აზრით შესალოა სუბლიმაცია ვუწოდოთ.

რა სასიამოვნოა, როცა გრილი ნიავი ან საყვრელი ადამიანის ცხელი სუნთქვა გელამუნება. კურდღლის თათის მსუბუქი შეხება კანზე? საყვარელი თითების ნაზი შეხება? თანდათან ეს შეგრძნებები აღარაა საკმარისი და აი, ამ დროს მიდიან აბანოში. არყის ხის ცოცხი – პოემა. ნაძვის წიწვების? ჭინჭრის? ზოგიერთი ბავშვი შიშვლდება და ჭინჭრებში დარბის. ნეტავ რატომ?

პატივცემული კანი – კონტრასტული შხაპის ჭეშმარიტი დამფასებელი. როცა უკვე ჭინჭრის დასუსხვაც აღარაა საკმარისი თამამად გადადიან ეკლიან მავთულზე, ლურსმნებზე ძილზე, თვითდაზიანებებზე და ა.შ. პირდაპირი და ირიბი თვითდაზიანების ხერხები ამოუწურავია. თქვენ უკვე გაებით მაზოხიზმის კლანჭებში – ტკივილისგან სიამოვნების მიღების კომპლექსი, ტანჯვისგან, უბედურებისგან, ტოტალური წარუმატებლობისგან, ტანზე გაჩენილი სხვა და სხვა წყლულების შეხორცებისთვის განგებ ხელის შეშლისგან, იგივე ეხება სულიერ ტკივილსაც (ეს კომპლექსი კარგად აღწერა ავსტრიელმა მწერალმა ლ.ზ.მაზოხმა).

მაზოხისტური კომპლექსით სიამოვნების მიღების მექანიზმი საკმაოდ მარტივია. კანური ფსიქოტიპის ორგანიზმი მწვავე ტკივილისგან ენდოგენური ნარკოტიკებით იცავს თავს. როგორც კი ჩამოყალიბდება ჩაკეტილი წრე “ტკივილი – შინაგანი ნარკოტიკი”, ადამიანი ტკივილის საშუალებით თვითნარკოტიზაციას იწვევს და ტკივილის ნარკომანი ხდება.

დროთა განმავლობში ტკივილი სულაც უკან იხევს და იკვეთება საოცარი მდგრადობა ტკივილისადმი, ხოლო ენდოგენური თვითნარკოტიზაცია სულ უფრო და უფრო ითრევს კანს. მაგრამ ასე იოლი სათქმელიც არაა “თუ გტკივა მაშინ რაღაა სასიამოვნო” საჭიროა ტკივილის ეს გაუცნობიერებელი ძიება როგორმე გააკულტურულოს, აუხსნას სხვებსა და საკუთარ თავსაც რატომ იღებს ტკივილი ტოტალურ ხასიათს, რატომ გამოდიან ტანჯვა და ტკივილი სოციალურ პლანზე, საციცოხლო სცენარის საფუძველი ხდება.

ვინაა ეს პერსონაჟი, რა არქეტიპური როლი აქვს პირველყოფილ ჯოგში , რაში გვჭირდება ის?

კანი – გარე სივრცის ადამიანია. ის ტერიტორიის ჰორიზონტალური დაპყრობითაა დაკავებული, ის საშუალო რგოლის მეთაურია.

სავარაუდოდ, პირველყოფილ ჯოგში კანის როლი დაიყვანებოდა ნადირობამდე, მეცხოველეობამდე, ის იყო წესრიგის დამცველი, როგორც მორალური ისე მატერიალური. ის მაგარი ნერვებით გამოირჩეობა, სწრაფად დარბოდა და დიდი გამძლეობაც არ აკლდა. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ არსებობდა პირველყოფილი მონადირების მთელი ლეგიონი და ისინი დღესაც არიან ჩვენს შორის.

ჯოგის გვერდით მიმავალი, მონადირე, კარგი მსროლელი, ალიმენტატორი (ლათ. Alimentum – საკვები, შემცველობა), საკვები მარაგის მომპოვებლები და დამცველები, ანუ მარაგის მომმარაგებელი და შემნახველი. მოიპოვებს და შეინახავს ნებისმიერ ნამცეცს, სოკოს, კენკრას, კანის შემდეგ ტყეში ჯობია აღარც შეხვიდეთ. შემგროვებლობა ხასიათის თვისება ხდება. თუ ნადავლს მოჰკრა თვალი ყოველ წამს მზადაა ჯოგს გამოეყოს და მსხვერპლს მივარდეს, ხელში ჩაიგდოს და… გგონიათ შეჭამს? არა, მარაგს მიამატებს, ხელშეუხებელ მარაგს. ეს მარაგი უნდა ეყოს მთელი ცხოვრება… მარაგი ჯიბეს ასქელებს და მისი თრევაც ძალიან ძნელია.

როცა მონადირე სწრაფად მირბის ტყეში, ტოტები მტკივნეულად სცემენ სხეულზე, ჩვენი გმირის სხეული ასეთ დროს გარკვეულ გამაყუჩებელ ნივთიერებებს გამოიმუშავებს, თვითნარკოტიზაციის მოქმედების თვისებების მქონე ბიოქიმიური პროდუქტებს. ცნობილია რომ მამაკაცებში ტესტოსტერონი ახშობს ტკივილის გრძნობას.

ტკივილზე ბიოქიმიური რეაქცია ხშრად ხდება საიდუმლო და გაუცნობიერებელი სიამოვნების წყარო. პავლოვის სქემის მიხედვით “ზარი-ნერწყვი”. კაშირი “ტკივილი -სიამოვნება” ჩვენი კანების სასიცოცხლო სცენარის პირობით-რეფლექტორული საფუძველი ხდება.

ახლა გაუცნობიერებელი ლტოლვა მიმართულია მხოლოდ ერთისკენ – ტანჯვის ძიებისკენ.

მაგრამ ტანჯვას პოვნა სჭირდება, აი, თვითდაზიანების საშუალებები კი ყოველთვის ხელთაა.

კანური ეროტიკა, ტკივილი და ტანჯვა

მაშ ასე, კანის ვექტორიანის ეროგენული ზონაა კანი. განსაკუთრებით ყელის, მკერდის, ზურგზე ბეჭის ფრთებს შორის კანი, ასევე ხელისა და ფეხის თითებს შორის მგრძნობიარეა კანი, ხელის მტევნების შიდა ნაწილი, კლიტორი და ჩუჩა.

ამ წერტილების აქტივაციისთვის არსებობს სრულიად უბრალო პროცედურა “მე თმა გავიშალე და ჩემი ეროგენული ზონების ინიცირება დავიწყე”. რაციონალური კანი რასაც გინდა იმას გეტყვით და ეს მისი საქციელის რაციონალიზაცია იქნება. სინამდვილეში აქ სხვა გაცილებით ნაზი მოტივი იმალება. ეროგენული ზონების ინიციაციის ხერხია ნაზი შეხება. თუ კანს შეაქებთ ის თავზე გადაისვამს ხელს. კანზე ხელის გადასმა სხვაგვარადაც შეიძლება, მაგალითად, ტემპერატურის ცვლილებებით.

ნელ-ნელა კანი ასეთ პროცედურებს ეჩვევა და აბანოს ცოცხი საკმარისი აღარაა. გადავდივართ ჭინჭარზე და როცა უკვე ესეც აღარაა საკმარისი გადავდივართ სხვა მტკივნეულ პროცედურებზე. საკუთარ თავს ტკივილს ვაყენებთ და ეს ჩვენი სიამოვნების მიღების საიდუმლო გზა ხდება. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ამ მოვლენას მაზოხისტური კომპლექსი ეწოდება. შეიძლება კანის სამართებლით დასერა ან წვრილი ჯაჭვებით საკუთარი თავის ცემა, ასეთია რელიგიური ცერემონია შაჰსეი-ვაჰსეი შიიტებთან (“შაჰ ჰუსეინ, ვაჰ ჰუსეინ “ დამახინჯებული გამოთქმა), ამ რიტუალში იმიტირებულია ხალიფა ალის ვაჟის ჰუსეინის ტანჯვა და სიკვდილი. ისინი ჯერ თავს წვრილი ჯაჭვით იშოლტავენ და მერე სამართებლით თავზე. ვინც მეტ სისხლს დაღვრის მას მეტად უყვარს კუმირი. მოცემულ შემთხვევაში ტკივილი სიამოვნების წყაროა, უბედურება და ტკივილი საიდულო სიხარულის განცდის საწინდარი ხდება – თვითნარკოტიზაცია.

მესმის თქვენი აღშფოთება და წინასწარ მოგახსენებთ, რომ ლურსმნებზე ყველა კანს არ სძინავს, მაგრამ აი, მათ საავტორო კომპლექსს ტკივილს, ტანჯვას აუცილებლად შეიქმნის თავისთვის ყოველი კანი.

ყბადაღებული სოციალური წარუმატებლობა, რასაც დაუსრულებელი ტანჯვა მოაქვს – კანის საციცოხლო სცენარში ყველაზე გავრცელებული მოვლენაა. ტანჯვა მისი ხასიათის თვისება ხდება. ტანჯვა სხვადასხვანაირად შეიძლება. შეიძლება ყველაზე საძულველ ადამიანს გაჰყვეს ცოლად, ყველაზე მოუსვენარი შვილები ჰყავდეს, ყველაზე არასასურველი პროფესია აირჩიოს და ა.შ. შეიძება იტანჯო, როცა საკუთარ თავს სექსუალურ სიამოვნებას მოაკლებ, მაგალითად რელიგიური მოსაზრებით. შეიძლება უიმედოდ იყო შეყვარებული ელვის პრესლიზე. აუცილებლად უნდა შექმნას და მოთმინებით ატაროს თავისი წამების ჯვარი.

მწყურვალი კანი მთელი ცხოვრება გახვრეტილი ჭურჭლით იღებს წყალს ცარიელი ჭიდან და ყველას ახვევს თავზე თავისი ოსტატობის გაკვეთილებს.

ქალი-კანის ბიოქომიური მექანიზმი უფრო ცვალებადია, ქალის ტკივილმედეგობის მაზოხისტურ ბიოქომიაში ჩართულობა უფრო ეფექტურია. ქალის ორგანიზმი მეტ ენდოგენურ ნარკოტიკს გამოიმუშავებს და შესაბამისად, მეტად ექვემდებარება კანურ კომპლექსს, თუმცა არც მამაკაცები ჩამორჩებიან. მაგრამ ქალებისთვის მეტადაა დამახასიათებელი სუბლიმაციური ტანჯვის საიდუმლო ნაკრები.

ახლა უნდა შევადგინოთ სცენარი, სადაც ტანჯვა ყოველ ფეხის ნაბიჯზეა ჩასაფრებული და თუ არ არის, მაშინ უნდა გამოვიგონოთ. ცხოვრება რომ უფრო ასატანი გახდეს, ცუდი ფიზიკური მდგომარეობა დრო და დრო აუცილებელია. აუცილებელია საკუთარი თავი დაასუსტონ, რათა ოჯახში საჭირო მდგომარეობას მიაღწიონ, ეს ადამიანები მხოლოდ მაშინ ხდებიან ნამდვილად ავად, როცა ვინმე ძალიან ცუდად ან პირიქით ძალიან კარგად ექცევა.

წარმოიდგინეთ რომ ფეხები წაგერთვათ – ფსიქოგენური პარალიზება გარანტირებული გაქვთ. ახლა საყვარელმა ქმარმა ხელით უნდა გატაროთ ხოლო თუ ასეთი არაა მაშინ ნათესავებმა და ახლობლებმა. ასე შეიძლება რენტული ნერვოზის მსხვერპლიც გახდე “მე აღარაფერი შემიძლია, სიარული, ჭამა, ძილი, პენსია დამინიშნეთ, აჰ არ გჯერათ? აი შეხედეთ ხელებიც წამერთვა” და ადამიანი საკუთრი თავის წამებას იწყებს. იწყება ნერვოზები, აცხადებს რომ კოვზიც კი ვერ მიაქვს პირთან, “მანქანით მატარეთ, ხელით მაჭამეთ, ტუალეტში მხოლოდ მეგობრის თანხლებით შევალ.” და ა.შ.

არაფერი რენტული ნევროზის გარდა, ამის უკან კი ტიპიური გაუცნობიერებელი კანური კომპლექსი იმალება. კანი-პერსონაჟი მთელი ცხოვრება ტირის “არც ესაა კარგი, არც ის, რამ გაახაროს?”

სახეში შემაფურთხეს? მერე რა? მეორედაც ისე მოვიქცევი რომ ისევ შემაფურთხონ, მერე კი უკვე ყველაფერი თავისთავად გამოვა. კანის აზრით ცხოვრება უიმედო დაავადებაა და მისგან განკურნება შეუძლებელია. ხოლო სიკვდილი ნელ-ნელა მოდის წამებით საკუთარი თავისა და ახლობლების.

ბედნიერება? ეს რას მომცემს? ყველა ქმედებიდან წვრილ წვრილი სარგებლის მიღება, მისი ხასიათის ნაწილი ხდება.

რა არის დერმატული ტიპი?

თქვენ მას ადვილად ამოიცნობთ.

ხასიათის ძირითადი თვისებები: დისციპლინა, გამძლეობა, ხელმომჭირნეობა, სიძუნწე, ლატენტური მაზოხიზმი, ანგარიშიანი, მატყუარა, ტკივილმედეგი, მისი დევიზა – მოითმინოს, აიტანოს ყველა უბედურება, გამოიმუშაოს ფული, გაწვრთნას ყველა და ყველაფერი.

ნერვიული სისტემა ძლიერია, ნერვული პროცესები მოძრავი და გაწონასწორებული.

ბიორიტმი მდგრადი, ამიტომაც კანი ანალს მისთვის აუტანელ რიტმში ჩააგდებს და ბოლოს ინფარქტსაც დამართებს. ანალი+კანი = ინფარქტს.

ტემპერამენტი – ქოლერიკი. განვითარებულია გადარჩენისა და საკბილოს შოვნის ინსტინქტი. კანი სპორტული ადამიანია – ჯოგში გვერდითი მონადირეა, მსროლელი, მომპოვებელი – ეს ხალხი სტერეოტიპურობით, მერკანტილიზმითა და კონფორმისტობით გამოირჩევიან.

კანს ადვილად გამოარჩევთ გარეგნობით, არც ერთი გრამი ცხიმი, ხმელი, გამხდარი და ჯანმრთელი. მამაკაცებს შესაძლოა ჰქონდეთ გრძელი თმა რომელიც მხრებს, კისერსა და ზურგს ელამუნება ანდა პირიქით სპორტული ვარცხნილობა რომელსაც რეგულარულად იჭრის.

ყოველთვის მოქნილი და გამოხატული ჟესტები. ცოტა მოუსვენარიც. ისინი მშვენიერი გიმნასტებია, მაგრამ მათ მოქმედებები ცოტა არ იყოს მექანიკური ხასიათისაა. მათი მაღალი მოტორული აქტიურობა მაშინვე მოგხვდებათ თვალში. სულ მოქმედებაშია, სულ რაღაც სასარგებლო საქმეს აკეთებს, დროს უქმად არ კარგავენ. დგანან და კითხულობენ, გარბიან ჭამენ, უნიტაზზე ჯდომისასაც კი ფიქრობენ კიდევ რით დაკავდნენ.

კანებს უყვართ სპორტული ტანსაცმელი, ტანსაცმელი რომელიც არ გბოჭავს და საშუალებას გაძლევს “ფსიქომოტორული ინტელექტით” გაიბრწყინოს. დიდი სიამოვნებით ატარებენ ზონარ-ჰალსტუხებს, ჰალსტუხი თავისთავად მორჩილების სიმბოლოა, ან რაციონალიზაციის დონეზე “ხაზგასმული, მკაცრი ზნეობა”. ხშირად ბოლომდე ცვეთენ ნივთებს, ხანდახან განახლებულ ძველ კოსტიუმსაც ყიდიან, რათა მერე თავისთვის ახალი იყიდონ, “მეორადების ბაზრობა “ – კანის წმინდა ტაძარია.

ტანსაცმელი ზუსტად იმდენი აქვს რომდენიც ყოველდღიურად ჩასაცმელად სჭირდება, სექენდ-ჰენდი მათი გამოგონებაა… და საიდუმლო სიამოვნებაც!

გვხვდება სპორტული გოგონებიც, რომლების ბიჭისგან გარჩევა ძალიან ძნელია, თავისებური: ,,ქალაბიჭა”, მუდამ პუანტებით მოსიარულე ბალერინა.

ატარებენ ბრასლეტებს, ძეწკვებს და მსგავს ბიჟუტერიას, პირსინგს. ტანსაცმელს არჩევენ გამძლე მასალისგან – ტყავი, ბეწვი, და თანაც ბეწვი სასიამოვნოდ ელამუნება მათ ეროგენულ ზონას.

კანები სწრაფად ჭამენ, საჭმელს არ არჩევენ, არ ყრიან დიდი ხნის პროდუქტებს, შესაძლოა ნაკლებად ვარგისი პროდუქტიც მიირთვან, მთავარია არ გაფუჭდეს. ახალი პროდუქტი ხელშეუხებელ მარაგებში ლაგდება. მარაგის გამოყენებაზე კი დიდი ხნის ნადები პროდუქტის უტილიზების მერე გადადიან, რომელიც იმ დროისთვის შელახვას უკვე ასწრებს. “ბავშვებო, რატომ არ ჭამთ ამ ყველს, ეს ხომ ჯერ ისევ კარგია” ღმერთმა ნუ ქნას და ბავშვებმა დამატებაც მოითხოვონ, ეს არ იქნება. ანდა შეიძლება მოლბეს და უთხრას ”ჭამეთ მაინც უნდა გადამეყარა”. თუ ანალი სუფრის გაშლისას რბილად მიგანიშნებთ ფასზე, კანი პირიქით მოურიდებლად განაცხადებს რომ ეს უკანასკნელია.

ერთი თხელი, გამხდარი პოლკოვნიკი მიყვებოდა როგორ იკვებებოდა მთელი ცხოვრება მხოლოდ პურითა და წყლით, ერთხელ კი დაამატა: “თუმცა ხანდახან მინდორში გავრბივარ ხოლმე მჟაუნის საჭმელად”. მისი ცოლი ზუსტად მას ჰგავს – ხმელი ჯოხი, პურზეც კი ეკონომიას აკეთებს, ქმარი დღეში 2კგ პურს ჭამს ცოლი კი მხოლოდ იმას, რასაც ქმარს მოპარავს.

კანებს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ ფულთან, ყოველთვის იციან სადაა ის და რამდენია, ხშირად ითვლიან მათ და საერთოდ უყვართ თვლა. ბედნიერება ფული არა, მაგრამ უფულობა კი ნამდვილად უბედურებაა. ყველაფერი მნიშვნელოვანი სწორედ ფულზე იყიდება. პირველადია ფულის შოვნის უუნარობა და ეკონომიით ცხოვრების უნარი. გარდა ამისა ცხოვრების უნარი გულისხმობს იმასაც, რომ ნაშოვნი ფული არ იხარჯება. ეს მდიდრების ხვედრია, ჩვენ კი საშუალოშემოსავლიანი მონები ვართ, საშუალო კლასი, ამიტომ ფული უნდა აგროვო როგორც ძუნწმა რაინდმა.

არითმეტიკული ნიჭიერების წყალობით ბუღალტრული უნარებიც აქვთ, მშვენივრად იმახსოვრებენ ციფრებს, ტელეფონის ნომრებს და ა.შ.

ახსოვთ ყველაფერი – განსაკუთრებით ვალები

თუ სამხედროა და არმიაში ყველაფერს უფასოდ იღებს და დისციპლინირებულიცაა. ის დასასვენებლადაც ფორმით წავა, ცოლსაც კი მწვანე სამხედრო მატერიის კაბებს ჩააცმევს.

უყვართ წესრიგი და დისციპლინა, ყველაფერი თავის ადგილზე და ყველაფერი თავის დროზე. ”საქმეს თავისი დრო აქვს, გართობას თავისი”, “ყველაფერი ისე უნდა იყოს როგორც საჭიროა”. ამ თვისებების წყალობით ძალიან ადვილად ახერხებს სოციალიზაციას. ”აკეთე ყველაფერი ისე როგორც უმრავლესობა” – ესაა მათი ქცევითი სტანდარტის ფარული რეკლამა.

ბავშვები ისეთი მორჩილები არიან, რომ სახლშიც კი კითხულობენ “შეიძლება პური კიდევ ავიღო?” შეიძლება ტუალეტში წავიდე?”. მოზრდილები კი ყოველდღიურ ცხოვრებაში ერთგვაროვნები და კონსერვატიულები, ცხოვრობენ სტანდარტების მიხედვით. როგორც მიეჩვივნენ ვარჯიშს ბავშობაში ისე ვარჯიშობენ მთელი ცხოვრება. დღის რეჟიმს წინასწარ გაწერენ ხოლმე და ცდილობენ არ დაარღვიონ. ამას ამტანობა და უსიამოვნებების ატანის უნარიც ემატება.

კანი კარგი ლოგიკოსია, აზროვნება ფორმალურ-ლოგიკური. მისთვის დამახასიათებელია ბიორიტმული აქტიურობა და როგორც შედეგი მათემატიკური ნიჭიერება. სისტემური ფსიქოლოგიის საფუძვლებს სწორედ კანები ქმნიან, რომლებიც ყველად და ყველაფერს ჰორიზონტალურ რიგებად აწყობენ, ნიჭი, უნარები, გონიერება… ასევე ვერტიკალურ რიგებად – მეხსიერება, ყურადღება, ნიჭიერება.

ბავშვობაში მეზობლის ბაღიდან ხილს იპარავს, ტალახიანი ჩექმები პირდაპირ საწოლთან უწყვია, რათა დილით ყველაფერი ახლოს ჰქონდეს, რომ ნაფოტებისა და ფიცრების შეგროვებაში დრო არ დაეკარგოს, მოაგროვოს ყელაფერი რაც გამოადგება.

მისი მეტსახელია “ეკონომკა”

კანი დროის ეკონომიას აკეთებს – სიარულისას ჭამს. საკვებზეც ეკონომიას აკეთებს გატაცებულია დიეტებით და სამკურნალო შიმშილობით. აკეთებს ფულის ეკონომიას ყოველთვის და ყველაფერზე. კანების მოგონილია ლოზუნგი “ეკონომიკა ეკონომიური უნდა იყოს”. ეკონომიისკენ მიდრეკილება ყველაფერში მჟღავნდება – კანი წვრილად წერს და ფურცელზე თავისუფალ ადგილს არ ტოვებს. საკუთარ სიგარეტსაც არ ეწევა. არ სვამს თუ არავინ დაპატიჟებს. კანები ეკონომიის მიზნით ხშირად სხვის ტანსაცმელს ატარებენ. ტანსაცმელი ზუსტად იმდენი აქვთ რამდენიც ყოველდღიური მოხმრებისთვის სჭირდებათ.

ადამიანებს აფასებს შემდეგი პრიზმით “რა სარგებელი მექნება მე ამისგან”. მისი მეგობრები ესაა საქმიანი ადამიანების ნაკრები. ყველაფერში მხოლოდ ცივი გათვლაა.

კანი დაბადებულია ანგარიშისთვის. ითვლის საფეხურებს, ფიგურებს ღობეებზე, ხეებს ბაღში, მას ფული კაპიკებამდეა აქვს დათვლილი “მილიონს თუ ერთი კაპიკი აკლია ის მილიონი აღარაა”.

პათოლოგიურად ძუნწია, გონების დაკარგვამდე – სიძუნწე ხშირად განუკურნებელ ფორმებამდე აქვს მისული.

კანი იკვეხნის “მას ყველაფერი დათვლილი აქვს, აგარაკი გადასაყრელი ნარჩენებისგან ააშენა – სრულიად უფასოდ“.

კანი ხშირად ვერ ხვდება რომ მცირე მოგების დევნაში, დიდს ხელიდან უშვებს. წვრილნამი გამორჩენისთვის შეუძლია საოცრება ჩაიდინოს. ბაზარშიც ყველაფერს იაფს ეძებს – ნახევრად დამპალს და მერე მიაქვს სახლში და ნახევარს ყრის. ეკონომია, სახლში აუცილებლად აქვს საშინაო ხარჯების აღრიცხვის წიგნი. 30% მეტ რისკზე ის არასოდეს წავა, ის წვრილი მოთამაშეა – შაში, დომინო.

არანაირი აზარტი, ყველაფერი გათვლილია

კანის რაციონალობა კარგად გამოდგება მისივე ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ. დაითვალეთ თვეში რა ღირებულების ალკოჰოლს მოიხმარს და მერე უთხარით ეს თანხა – ის მაშინვე მიატოვებს სმას.

ის ძალიან კარგად იმახსოვრებს ციფრებს.

მისი ინტელექტი ლოგიკური სიზუსტით გამოირჩევა. მხოლოდ ფულის გამო მუშაობს არანაირი ენთუზიაზმი, არანაირი ნორმის ზევით მუშაობა. თუ სამუშაო საათების ზემოთ კიდევ მუშაობს, მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით.

მისი ლოზუნგია “ფულით ყველაფერს იყიდი – სიყვარულსაც კი”. გოგონას შეიძლება რბილი ბეწვით მოეფერო, შეიძლება კუპიურითაც. ზარმაცი კანი ესაა ადამიანი, რომელსაც სამსახურისთვის არ უხდიან.

შევადაროთ – ანალი გულმოდგინედ ალაგებს სახლს, ასუფთავებს ყველა კუთხეს, კანი კი პირიქით – მხოლოდ გარეგნულად დაასუფთავებს და მტვერს კუთხეებში მიმალავს. ანალი ალაგებს სუფთად და აკურატულად, კანი რაციონალურად და დისციპლინირებულად. იქნებ რამეში ნაგავიც გამოდგეს? ეს არაა სისუფთავე სისუფთავის სიყვარულით, ესაა სისუფთავე წესრიგისთვის.

ამ შემთხვევაში მისთვის მნიშვნელოვანია ზუსტად შეასრულოს სოციალური შეკვეთა – “სისუფთავე ჯანმრთელობის საწინდარია“, მას კი ავადმყოფობისგან თავის დაცვა სურს. ეს სუბლიმაციურ მომენტზე კიდევ ერთი საინტერესო დაკვირვებაა.

მიაქციეთ ყურადღება მოცემული ტექსტის ეს თავი დაწერილია თავად კანის მიერ და თავისთავად გამოავლენს მისი ცხოვრების სტილის თავისებურებებს, პატარ-პატარა სიუჟეტებს ხელახლა განიხილავს რომ არაფერი გამორჩეს.

მენტალობა

ჩვენი მოსაზრებები მაგალითებით რომ გავამყაროთ, გავიხსენოთ ინგლისი. ინგლისის მენტალიტეტი კანურია. ესაა წესრიგი დისციპლინა, პუნქტუალობა და გამძლეობა. ინგლისის მენტალობას გეოგრაფიულ-ეკოლოგიური ფაქტორები განაპირობებენ, ენერგორესურსების სიღარიბე, ყველაფერი შემოტანილია, მთელი წლის განმავლობაში ერთგვაროვანი და უცვლელი კლიმატი.

გავიხსენოთ მარგარეტ ტეტჩერი. ჩვენ ვამბობთ, რომ კანი აბსოლუტური კონსერვანტია. ტეტჩერი კონსერვატული პარტიის ლიდერი იყო. ყოველი პოლიტიკური პარტია კი საზოგადოების მენტალიტეტის ერთ-ერთი სახეა. კონსერვატორული პარტია მთელი მსოფლიოს გასაწვრთნელადაა მომართული.

მარგარეტ ტეტჩერი მეეზოვეებთან ნაგავსაყრელებთან აძლევდა ინტერვიუს. საქორწინო კაბა საღამოს კაბად გადააკეთა და მერე დიდხანს ატარებდა. წვეულებებიდან ბუტერბროდები მიჰქონდა უკვე ინგლისის პრემიერმინისტრის რანგშიც კი. კანის ხელახლა აღზრდა არ შეიძლება.

ინგლისელებისთვის დამახასიათებელია საცხოვრებელ სახლებში დაბალი ტემპერატურის შენარჩუნება. ზამთარში საკუთარი თავის წამება 15 გრადუსიანი ტემპერატურით? სამაგიეროდ როგორი ეკონომია კეთდება საწვავზე.

საქმიანობის სახეები.

სამსახურში კანი ძალიან კარგია საშუალო რგოლზე.

შეგახსენებთ – ჯოგში მისი ადგილია მონადირე, მსროლელი, მომპოვებელი. როცა ჯოგში არაა ურეთრალი, ლიდერი ხდება კანი. თუ ურეთრალი აღიარებული ბელადია, კანისთვის აუცილებელია დაამტკიცოს თავისი ლიდერობა. გეგმა და რეჟიმი წარმატების საწინდარია. არ დაემორჩილო კანს – შეუძლებელია. უფროსი კანი დაგტანჯავთ ბრძანებებით, რომელიც გაზეპირებული აქვს. თავადაც ყველაფერს ანიდან ჰოემდე აკეთებს და თქვენგანაც იმავეს მოთხოვს. ძალიან შრომისუნარიანია, უსაქმურობა არ შეუძლია (დროს უქმად კარგავს), ამიტომაც ყველაფერი წინასწარ აქვს გაწერილი. ის ყოველთვის თავის დროზე მოდის და ვერ იგებს საერთოდ როგორ შეიძლება დაგვიანება.

თვითდისციპლინა არ უჭირს, მთელი დღის რეჟიმი განსაზღვრული აქვს. დისციპლინა მისთვის ფსიქიკური თანდაყოლილი ფაქტორია. საკუთარი თავის დისციპლინით წამება კი არსებობის ერთ ერთი ხერხია.

კანის გეომეტრიული სიმბოლოა ჯვარი. ფერი – ნარინჯისფერი, ოქროსფერი.

კანის კომფორტის რიცხვია 4. ჯარში, სადაც კანისთვის ფსიქოლოგიური კომფორტია შექმნილი ითვლიან ოთხ დათვლაზე.

ჩემი მასწავლებელი ვ.ა.განზენი არ იყო მოკლებული კანის ვექტორს. მან სამყაროს ოთხგანზომილებიანი მოდელი შემოგვთავაზე კოორდინატებით – დრო, სივრცე, ინფორმაცია ენერგია. ამ სისტემის ოთხი ელემენტი გარკვეულ სტრუქტურას ქმნის. ოთხიანი შეიძლება გავყოთ ორზე. ასეთი სისტემის სტრუქტურირება ბევრი სხვა ხერხითაც შეიძლება ასევე კონტროლიც შეიძლეა რაც კანისთვის ძლიან მნიშვნელოვანია.

კანისთვის დამახასიათებელი საქციელი და ჩვევები.

მაშ ასე, კანს უყვარს:

თითების ტკაცუნი.

ნამცეცებისა და ბუსუსებისს მოცილება.

საჩვენებელი თითით დამუქრება .

ხელში სხვა და სხვა პატარა ზომის ნივთების თამაში, ბურთის გაგორება.

ცხოველებს შორის უპირატესობას ანიჭებს კატებს და ცხენებს, უყვარს საცხენოსნო სპორტი.

ათი წელი აცვია ერთიდაიგივე კოსტიუმი და ახსოვს რა ღირდა ის.

მტვერს წმენდს უკანასკნელ ნაწილამდე.

სიამოვნებით ითვლის საჩუქრებს ქორწილში და მათ ღირებულებას.

სიამოვნებით აუთოებს დაჭმუჭნულ კუპიურას და ინახავს ყულაბაში.

ნებისმიერი პროდუქტის უტილიზება და თერმოდამუშავება.

ქმნის მარაგებს და ინახავს ყოველგვარ ნაგავს.

თითქმის ორგაზმს განიცდის როცა ზუსტად დროზე მოდის.

შიმშილი, როგორც თვითგვემის ერთერთი ფორმა.

შეუძლია მშვიდად გადაარჩიოს მარცვლეული და გადაყაროს ყველა მატლი.

ფულის სიყვარული, “ფულის პოვნა ბედნიერებაა”

კანს არ უყვარს:

როცა რაიმეს სთხოვენ ის მოწყალებას არ გასცემს.

კანი იტანჯება ზურგის ტკივილით და კანის დაავადებებით

ეშინია და ვერ იტანს გველებს, ბაყაყებს და მსგავს საზიზღრობებს.

ფსიქოანალიტიკოსის დაკვირვებები ხუმრობით და სერიოზულად.

,,მხოლოდ ტკივილით შეიძლება დაეხმაროთ ხალხს“ – ამ ფრაზის ავტორს საკუთარ თავზე თამამად შეუძლია თქვას, რომ ის ადამიანებს მწარე სიმართლეს ეუბნება. საკითხავია ვინ მიაგნო სასიცოცხლო სცენარების კორექტორი ფსიქოლოგის პროფესიას? ადამიანმა თუ მისმა გაუცნობიერებელმა სურვილმა – ადამიანებისთვის ტკივილი მიეყენებინა? მე ხომ ზუსტად ვიცი, რომ ადამიანების დახმარება ტკივილითაც შეიძლება.

ფსიქოთერაპია კანებისთვის

თუ თქვენ მაინც ვერ შეგვიყვარეთ ჩვენ, კანები – მოგვეკიდეთ გაგებით, ჩვენი ჩვენივე ფუნქციურ-როლური ინსტინქტის მსხვერპლი ვართ.

ტენდენციები

კან. ეკონომიურობა – ურ. მფლანგველობა.

კან. რაციონალურობა – ვიზ. ირაციონალურობა.

კან. მომთხოვნი – კუნთ. მორჩილი

კან. გათვლა – ანალ. გაფრთხილება.

კან.სიმშვიდე – ორ. მოუსვენრობა.

კან.ლოგიკურობა – სმ. ალოგიკურობა.

კან.პრინციპულობა – ყნოს.უპრინციპობა.

კან. სიძუნწე.

ნიშნები

დისციპლინა, მაზოხიზმი, სტერეოტიპულობა, შემსრულებელი, მომთხოვნი, ამტანი, მდგრადი, კოორდინირებული, სინქრონული, მოქნილი, ლაკონური, დამაჯერებელი, ძუნწი, სტანდარტული, წვრილმანებისადმი ყურადღებიანი, გამაღიზიანებელი, წამების წყურვილი, პასუხისმგებლობის გრძნობა, მოძრავი, კონსერვატიული.

ავტორი: ვ.ტალკაჩოვი

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

წყარო: http://www.viktor-sistema.com/shop/index.php?ukey=auxpage_kojny_vektor


მსგავსი სტატიები

  • კანის ვექტორის დამახასიათებელი დაზიანებები და სტრესები

  • ომის და მშვიდობის მდგომარეობები კან-ორალურ ფსიქოტიპში

  • კანის ვექტორის გარეგნული იერსახე

  • როგორ მუშაობს კანური და ანალური ვექტორების აზროვნება

  • როგორ აყალიბებს სტრესი მდგომარეობებს

  • ნეგატიური სცენარები კანის ვექტორში

  • როგორ სარგებლობს კანური ზომა ანალური აზროვნებით

  • ურეთრალური და კანის ვექტორების შეთავსება.