საშუალო ასაკის კრიზისი ქალებში
საშუალო ასაკის კრიზისი ქალებში
სად მიგვიყვანეს ოცნებებმა.
კრიზისი ქალებში – ცხოვრება გრძელდება ცეცხლი კი ჩაქრა…
ქალებში საშუალო ასაკის კრიზისის ნიშნებია ცხოვრებისადმი დაუკმაყოფილებლობის ზოგადი შეგრძნებით, ნეგატიური ფსიქოლოგიური მდგომარეობით, საკუთარი პიროვნების არასრულყოფილი რეალიზებულობის შეგრძნება, სიხარულის, ბედნიერების პოზიტივის ნაკლებობა, არც თუ იშვიათად ეს ყველაფერი მაშინ იჩენს თავს როცა ქალი მეტ ნაკლებად რეალიზებულია, შეუძლია საკუთარი თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოს და ცხოვრების ყველა სიმაღლე დაიპყროს.
ინფორმაცია ქალთა საშუალო ასაკის კრიზისზე სულ უფრო მოთხოვნადია მაშინ როცა ეს ასაკი 25-50 წლამდე ვარირებს.
რა ემართება თანამედროვე ქალს? რატომაა, რომ ზუსტად გაფურჩქვნის ასაკში ქრება ყოველგვარი სურვილი და მისწრაფება? რა აქრობს ენთუზიაზმის ცეცხლად ვერ აგიზგიზებულ ნაპერწკლებს, ახალგაზრდობის ოცნებებიც უკვე აღარ გვიზიდავს? ავადმყოფობა თუ ჰორმონები, ან იქნებ მაგნიტური ქარიშხალი, შაკიკი? სევდა და გადაღლაც შეიძლება…
როცა ფიზიკური ჯანმრთელობა ასე თუ ისე გვაკმაყოფილებს, ძებნას სხვაგან განვაგრძობთ, ახლიდან ვიაზრებთ ჩვენს ცხოვრებას და ხვდები რომ ყველაფერი უბრალოდ გზა იყო არსაით, რომ შენ საერთოდ არ ხარ ასეთი, მაგრამ არც ის იცი როგორი ხარ. ერთადერთი რაც ზუსტად იცით ისაა, რომ რაღაც აუცილებლად უნდა შეცვალოთ. იქნება ეს სამსახური, ქალაქი, სპეციალობა, საქმიანობის სფერო, შესაძლოა სანაცნობო წრეც და პარტნიორიც და იქნებ საკუთარი თავიც?
კრიზისი 25 წლის ასაკში, მერე 30, 40, 50 და ა.შ გაუთავებელი პრობლემები – შიშები, ფობიები, მარტოობა, დეპრესია, აპათია, მუდმივი გაღიზიანებულობა, წყენა, სიბრაზე, არაფერი არ ეწყობა, ყველაფერი გაცოფებთ, არაფერი აღარ გინდათ. რა ვუშველოთ ამ ყველაფერს? როგორ ვიცხოვროთ ასე? უსასრულო მკურნალობით ფსიქოთერაპევტთან? და მაინც როგორია ზღვარზე მისული ქალის ფსიქოლოგია?
სასოწარკვეთილები დახმარების ხელსაც კი ვეღარ ვამჩნევთ, ამიტომაც ქალებისთვის გაწეულ უფასო ფსიქოლოგიურ დახმარებას ნაკლებად აღვიქვამთ ხოლმე სერიოზულად. ჩვენი უნდობლობის გამო არაერთხელ გავმხდარვართ აფერისტებისა და შარლატანების მსხვერპლი, საუბარი კი ფსიქოლოგიაზეა, იმ სფეროზე სადაც ჩვენი სატკივარია, რომლის ახსნაც რთულია, უფრო რთული კი მისი გააზრება და მიხვედრაა.
ქალის სამყარო ცვლილებების ეპოქაში.
ვგრძნობთ როგორ ჩქარდება ცხოვრების რიტმი,როგორ იცვლება გარშემო ყველაფერი და ჩვენც ვიცვლებით. თანამედროვე კანურმა ფაზამ ქალთა და მამაკაცთა რელიზაციის შანსები შედარებით გაათანაბრა. დღეს უკვე აღარავითარი აზრი აღარ აქვს, საიდან ხარ, ვინ ხარ, რა სქესის, ეროვნების, სარწმუნოების, განათლების დონეც კი აღარაა მნიშვნელოვანი, არც ის თუ რა წვლილის შეტანა შეგიძლია საერთო საქმეში ან რა ნიჭსა და უნარს ფლობ, როგორია შენი შრომისა და პროდუქტიულობის უნარი, მნიშვნელოვანი მხოლოდ ისაა თუ რისი მიცემა შეგიძლია საზოგადოებისთვის.
როცა ქალი არჩვანის ასეთ მრავალფეროვნებას იღებს ყოველთვის ვერ ახერხებს მის მთლიანად რეალიზებას. ეს ფსიქოლოგიური დატვირთვა ხდება ხშირად საშუალო ასაკის კრიზისის განვითარების მიზეზი.
ათასწლელების განმავლობაში მამაკაცებს ასწავლიდნენ როგორც ეცხოვრათ და შეესრულებინათ თანდაყოლილი ფსიქოლოგიური თვისებების მიხედვით მიკუთვნებული სახეობრივი როლი. ის ყოველდღე იძულებული იყო საკუთარი პიროვნების რეალიზაცია იმ დონეზე მაინც უზრუნველეყო რამდენზე განვითარებაც ბავშვობაში შეძლო. ქალის როლი კი მისი თანდაყოლილი ფსიქოლოგიური თვისებების მიუხედავად შთამომავლობის გამჩენისა და გამზრდელამდე დაიყვანებოდა. მხოლოდ ეს წარმოადგენდა ქალის სახეობრივ როლს, გამნოკლისს მხოლოდ კან-ვიზუალი ქალები წარმოადგენდნენ, მათ მამაკაცებთან თანასწორი როლი ჰქონდათ როგორც რანჟირებულ მდედრებს. დამონაკლისები რა თქმა უნდა იყო მაგრამ საერთო ჯამში ქალის როლი მაინც შთამომავლობის გაგრძელების ფუნქციამდე დადიოდა. სხვა და სხვა ფსიქოლოგიური თვისებებით დაჯილდოებული ქალები მხოლოდ იმ რეალიზაციას უნდა დასჯერებოდნენ რასაც ოჯახი სთავაზობდა. ის ოჯახური კერის დამცველი იყო, უკეთეს შემთხვევაში ყველა სხვა დანარჩენი მოთხოვნილება ჰობის, გატაცების, თავისუფალ დროს საქმიანობის და რაიმე მსგავსი სახით რეალიზდებოდა, ოჯახი ყოველთვის მთავარ პრიორიტეტად რჩებოდა.
კანური ფაზის დადგომისას ვითარება შეიცვალა, ქალის ფსიქოლოგიური პოტენციალიც უფრო გაიზარდა, ახლა ყოველი ახალი თაობა წინასთან შედარებით სულ უფრო მეტ ტემპერამენტს და მასთან სურვილის ძალას ფლობს და ქალის ფსიქოლოგიასაც ცვლის.
განვითარების იმ დონეს რისთვისაც მამაკაცებს ათასწლეულები დასჭირდათ რამოდენიმე თაობაში ქალიც მიაღწევს. სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს ახლა. უკვე ძალიან ბევრი ქალი საკუთარ თავს ე.წ. მამაკაცურ პროფესიებში პოულობს – მართვა, წარმოება, შეიარაღებუი ძალები, პოლიტიკა და ა.შ.
თუმცა ისეც ხდება ხოლმე, რომ სურვილის ძალა საკმარისი არა, თანდაყოლილი პოტენციალი არასაკმარისია იმისთვის, რომ მთელი ცხოვრება დაძაბულობაში გავატაროთ და საწინააღმდეგო სქესთან თანასწორად შევძლოთ რეალიზება. ენთუზიაზმი ქრება, სურვილებიც ხუნდება, გაქანებაც სადღაც მიდის და ყველაფერი უაზრო, უხიბლო და უვარგისი გვგონია. თუ საშუალო ასაკის კრიზისი ქალს მაინც დაუდგა, რა უნდა ქნას, როგორ უნდა გადალახოს და მოერიოს მას, როგორ მოიწესრიგოს ფსიქოლოგიური მდგომარეობა და სიცოცხლის ხალისი დაიბრუნოს?
ქალური არქეტიპები ანუ როგორ არ ვიცეკვოთ საკუთარ დაკრულზე?
ქალის ცხოვრებაში კრიზისები დამოწვეულია ისეთი შეცდომებით რომლებსაც ხშირად “ყველაფერი ახლიდან დავიწყოთ” ანდა “ცხოვრება უკეთესისკენ შევცვალოთ” დევიზით ჩავდივართ. არც თუ იშვიათად პასუხი კითხვაზე როგორ გადავლახოთ საშუალო ასაკის კრიზისი ქალებში – ქმართან გაშორება, სხვა ქვეყანაში წასვლა, საქმიანობის სფეროს მკვეთრად შეცვლა და მსგავსი მკვეთრი გადაწყვეტილეებია. ვითაცას სიახლის სურვილი უბიძგებს, ვიღაცას ახალი ემოციური კაშირების შექმნის პერსპექტივა, ვიღაცას საკუთარი ცხოვრებისთვის აზრის მიცემის შესაძლებლობა, გაიგოს რაშია ყველარის აზრი და მიიღოს პასუხები შინაგან კითხვებზე.
მიმდინარე პროცესების ნამდვილი მიზეზის გაგების გარეშე, საკუთარი ფსიქიკის თავისებურებებზე დაუყრდნობლად, საკუთარი სურვილების ბუნებისა და რეალიზაციის შესაძლებლობების გაუთვალისწინებლად, ქალმა შეიძლება საკუთარ თავს შემთხვევით სწორედ თავისი ფსიქოლოგიური შესაძლებლობების რეალიზების საშუალება წაართვას, პასიურ მომხმარებლად აქციოს, ამას კი არანაირი გაუმჯობესება არ მოაქვს, მხოლოდ აუარესებს ისედაც უკვე ცუდ მდგომარეობაში მყოფ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.
ეს ქალებში ხშირად გაშორებების ფსიქოლოგიასაც ეხება, შორდებიან მხოლოდ იმისთვის რომ ახალი ურთიერთობა დაიწყონ, არსებული კავშირების გაწყვეტაზე მხოლოდ იმიტომ თანხმდებიან რომ შექმნილი კრიზისის მიზეზად სწორედ ამას თვლიან.
ფსიქიკის ყოველი თვისება მთელი ცხოვრების განმავლობაში რეალიზაციას მოითხოვს. რაც უფრო მაღალია ჩვენი სურვილების რეალიზაციის დონე ამ პროცესით მიღებული სიამოვნებაც იზრდება. დღეს ქალის ფსიქიკის მოთხოვნილებები თავიანთი ტემპერამენტით მამაკაცურებს არაფრით ჩამორჩებიან ეს კი იმას ნიშნავს რომ რეალიზაციის უქონლობით გამოწვეული უკმარისობებით გამოწვეული ტანჯვაც ასევე დიდია.
ქალებში საშუალო ასაკის კრიზისი უფრო ხშირად უბრალოდ შესვენებას ანდა პრიორიტეტების შეცვლას გულისხმობს, გადაფოკუსირებას სხვა ფსიქოლოგიურ თვისებებზე, ანდა ესაა გამაფრთხილებელი ნიშანი იმის რომ თქვენი ფსიქოლოგიური თვისებების ნაწილი რეალიზაციის გარეშე დარჩება. მთვლემარე პოტენციალი ხორცშესხმას საჭიროებს. მთავარი კი რაზეც ყველა კრიზისი მეტყველებს – დრო მოვიდა რომ საკუთარ თავში გავერკვეთ, გავიცნოთ საკუთარი თავი და ბოლომდე გავუგოთ მას, გავაცნობიეროთ ჩვენი ნამდვილი სურვილები, ფსიქოლოგიური თავისებურებები, შევიძინოთ ის ცოდნა რომელიც გარკვეული სიძნელეების დაძლევაში დაგვეხმარება, ხიდების დაწვისა და საკუთარი ცხოვრებით ექსპერიმენტების ჩატარების გარეშე.
სამწუხაროდ მხოლოდ ფსიქოლოგიური პრობლემის დადგომისას ვხვდებით რომ საკუთარ თავში გარკვევაა საჭირო. კრიზისის თემაზე სვფ-ს ტრენინგებზე მისვლისას ჩვენ მიმდინარე მოვლენებზე ღრმა ცოდნას ვიღებთ და ვიძენთჩიხიდან დამოუკიდებლად გამოსვლის უნარს.
მომავალი ცხოვრება მხოლოდ თქვენს ხელშია.
წყარო
მთარგმნელი ეკატერინე სამხარაძე.
მსგავსი სტატიები