ანალური ვექტორი. ოჯახური ურთიერთობები და ლიბიდო


ანალური ვექტორი. ოჯახური ურთიერთობები და ლიბიდო 

როგორც იცით ანალური ვექტორი ქვედა ვექტორია. რას ნიშნავს ქვედა ვექტორი? ქვედა ვექტორი ნიშნავს ცხოველურ ბუნებას ადამიანში. ქვედა ვექტორი ნიშნავს ლიბიდოს. თუ ანალური ვექტორის ფსიქიკური სხეულის მოცულობას შევხედავთ ენერგიის მეოთხედიდან, ის ყველაზე დიდი ლიბიდოა. როგორც იცით, ყველაზე პატარა ლიბიდო კანის ვექტორიანებს აქვთ, ურეთრალებს საშუალო, მაგრამ ცეცხლოვანი, ანალებს კი ყველაზე დიდი, კუნთის ვექტორს ახლა არ ვეხებით, რადგან მასთან ყველაფერი სხვაგვარადაა. რას ნიშნავს ენერგიის მეოთხედი? შეგახსენებთ, რომ საკაცობრიო დონეზე ესაა მთელი ორი ვექტორი, ყნოსვის ვექტორი – რომელიც პასუხისმგებელია მმართველობაზე და რანჟირებაზე (ეს ორი რამ პრინციპში არსობრივად ერთი და იგივეა), და ორალური ვექტორი – რომელიც პასუხისმგებელია გაერთიანებაზე, ნაწილებისაგან შეადგინოს გარკვეული ჯგუფი, ისე რომ შეიქმნას უფრო მაღალი წესრიგის ერთობა, რასთნაც არ უნდა იყოს ის შეფარდებული. პირობითად: რომ წარმიდგინოთ დანა, ის ერთი ცალკეული ნივთია, მაგრამ თუ მასთან ერთად განვათავსებთ, ჩანგალს, კოვზს, თეფშს, უკვე მივიღებთ სამზარეულოს კომპლექტს, რომელიც ხარისხობრივად ახალი რამაა, რაღაც აზრით ეს ნივთები ერთიანდებიან ჯგუფად, რომელიც უკვე ხარისხობრივად უფრო მაღალ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. მხოლოდ ერთი დანით, ან მხოლოდ ჩანგლით, სუფრას ვერ გაშლი, მაგრამ სამზარეულოს მთელი ნაკრებით ეს უკვე შესაძლებელია. პრინციპში ზუსტად ასეა ადამიანებშიც, რადგან ერთი ადამიანი მხოლოდ ერთი ადამიანია და მეტი არაფერი, მაგრამ ქალის და კაცის წყვილში ურთიერთობა უკვე ოჯახია. ოჯახი კი ხარისხობრივად ახალ წესრიგს ნიშნავს, ამ ურთიერთობით შეიძლება შეიქმნას ახალი სხეული, დაიბადოს ბავშვი. ამიტომ ლიბიდო, არის ის მოვლენა რაზე გავლითაც ინდივიდი, როგორც ცოცხალი ნივთიერების კაფსულა, მიმართავს და ალაგებს თავის ურთიერთობებს სხვა ადამიანებთან. ეს შეიძლება დავყოთ ორ მიმართულებად: 1. ესაა რანჟირება და ურთიერთობა თავისივე სქესის ადამიანებთან (აქ არანაირ სექსუალურ გადახრას არ ვგულისხმობთ), აქ იგულისხმება ჩვეულებრივი ყოფითი ურთიერთობები, თანამშრომლებთან, მეგობრებთან, რომელიც ასევე ლიბიდოდან გამომდინარეობს. ასევე პიროვნული რანგის დაკავება და ჯგუფში რანჟირება. ეს არის ის რაზეც ჯგუფურ დონეზე პასუხისმგებელია ყნოსვის ვექტორი. 2.ესაა ურთიერთობა საწინააღმდეგო სქესის ინდივიდებთან, პრინციპში მათთან წყვილში ურთიერთობისას პიროვნება კი არ კონკურირებს, არამედ ერთიანდება და იწყებს ხანგრძლივ ოჯახურ ურთიერთობას. ყველაფერი ეს ხდება ასევე ლიბიდოდან გამომდინადე.

ანალური ფსიქოტიპის გონებაში ყველას და ყველაფერს თავისი ადგილი აქვს მიჩენილი, ნებისმიერ მოვლენას, თუ ადამიანს თავისი განყოფილება აქვს. აქ განთავსებული ინფორმაცია ლაგდება ხარისხების მიხედვით. ანალის ვექტორიანები აღიქვამენ, რომ სქესთა განსხვავება თვით სხეულზეც კი იგრძნობა. ამიტომ ანალის ვექტორიანების გონებაში მდედრი და მამრი სხვადასხვა განყოფილებაში (სხვადასხვა ხარისხში) არიან მოთავსებულები, ამასთან ანალური ვექტორი მკვეთრად მამრობითი ვექტორია (არა იმ კუთხით თითქოს ამ ვექტორის მატარებელი ქალები არ არსებობენ, ეს ვექტორი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ორივე სქესში თანაბარი რაოდენობით ვლინდება, უბრალოდ ამ ვექტორში მამრობითი საწყისი დომინირებს). ანალი მამრები თავს მდედრზე მაღლა აღიქვამენ, ამიტომ მდედრობითი სქესის ადამიანი, სხვა გონებრივ დანაყოფშია, მათთვის ისიც კი გაუგებარია, რა არსებაა მდედრი, საერთოდ ადამიანია ის თუ არა?! ნებისმიერ შემთხვევაში ქალი ანალი მამრებისთვის ისეთი ქმნილებაა, რომელიც სხვა ,,განყოფილებაში“ უნდა მოთავსდეს.

ანალის ვექტორიანები ასე აღიქვამენ, რადგან ეს გამომდინარეობს სამყაროს აღქმის მათი მექანიზმიდან. ამიტომ ასეთ აღქმას ვერაფერს მოუხერხებენ, მათთვის ქალი სხვა სქესის მქონე არსებაა, მას აქვს განსხვავებული ნიშნები, ამიტომ ანალების აზრით, მას განსხვავებული ხარისხი ენიჭება.

ასეთი ხედვიდან გამომდინარე ამყარებენ მთელ თავის ურთიერთობებს ანალის ვექტორიანები. როგორც ალბათ ხვდებით ანალის ვექტორიანი მამრები თავის თავს ცუდ ხარისხს არ მიანიჭებენ, ისინი თვლიან: რომ მათი მამაკაცური ვაჟკაცობა, ღირსება, ნებისყოფა, დედაკაცურ თვისებებზე უპირობოდ უკეთესია. ამიტომ მათი აზრით, კაცი ქალზე მეტ პატივისცემას იმსახურებს. ამიტომ ანალურ ეპოქაში მამაკაცები მუდამ უპირატეს მდგომარეობაში იყვნენ. ანალურ ფაზაში ქალს ექცეოდნენ ისე, როგორც კაცზე დაბლა მდგომ არსებას. მიდგომა ასეთი იყო: ,,ჩემი დედაკაცია და როგორც მინდა ისე მოვექცევი, მინდა ვცემ, მინდა მოვკლავ“. ანუ ქალი კაცის ერთგვარ დანამატად, კაცის საკუთრებად მიიჩნეოდა, მას ასე ვთქვათ შინაური ცხოველივით ექცეოდნენ. ასე იყო მთელი ანალური ფაზის, რამოდენიმე ათასწლეულის განმავლობაში. ანალს ვექტორიანი მამრები თვლიან, რომ მხოლოდ ბოლო პერიოდში დედაკაცებმა გამოავლინეს გაუგონარი თავხედობა, მათ უკვე ადამიანობაზე გაუჩნდათ პრეტენზია.

დღეს კაცობრიობა უკვე განვითარების კანურ ფაზაშია გადასული, ამიტომ უკვე აღარ შეიძლება დედაკაცის თოფზე, ან ძაღლზე გადაცვლა. რადგან კაცობრიობა ანალური კატეგორიებით უკვე აღარ აზროვნებს და ქორწინებაც აღარ მიიჩნება ისეთ ერთობად სადაც კაცი უპირობო ოჯახის უფროსია. ქალი აღარ ითვლება კაცის დამატებად. გასაგებია, რომ კანურ ფაზაში, წინ წამოვიდა კანური ფასეულობები, კანის ვექტორიანები კი ხარისხებით კი არ აზროვნებენ, არამედ რაოდენობრივად. კანის ვექტორიანები ფიქრობენ ეფექტურობის, გამოსადეგობის კატეგორიებით. კანის ვექტორიანები ანალური ავტორიტეტებით კი არა, არამედ მოლაპარაკებებით ურთიერთობენ. ამიტომ კანურ მოლაპარაკებებში ორ ადამიანს შორის ყოველთვის დგას კანონი, რომელიც რეგულირებას უკეთებს მათ ურთიერთობას. ამიტომ კანის ვექტორიანები ისე როგორც ყველაფერ სხვას, ქორწინებასაც ისე უყურებენ როგორც ერთგვარ გარიგებას, მოლაპარაკებას. კანური ეპოქა სტანდარტიზაციის ეპოქაა, ესაა ეპოქა სტანდარტული ნაწარმის, ფასფუდის. ყველაფერი სტანდარტიზებული და გათანასწორებულია. შესაბამისად კანური კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

ქორწინება კანის ვექტორიანებისთვის ორი თანასწორუფლებიანი ადამიანის მოლაპარაკებაა, თავისი პლიუსებით და მინუსებით. აქ აღარ იგულისხმება რომელიმე სქესის ჩაგვრა, კანონი არ ცნობს ვინმეს დომინირებას. კანურ ფაზაში ქალი უფლებრივად გაუთანაბრდა კაცს, მას უკვე სეუზლია იმუშაოს და სამსახურში კაცს თანასწორი კონკურენცია გაუწიოს.

ანალის ვექტორიანები ხედავენ, დროება შეიცვალა და ფიქრობენ, რომ ,,დედაკაცები გათავხედდნენ“. ქალები უკვე კაცს უპირობო ოჯახის უფროსად აღარ მიიჩნევენ.

ანალების წარმოდგენით იდეალური ქორწინება ასე გამოიყურება: ქალი უნდა ემორჩილებოდეს ქმარს, ატარებდეს ჩადრს, ან თავშალს, ეს იმას აღნიშნავს რომ ეს ქალი მხოლოდ ქმარს ეკუთვნის და სხვას მისთვის შეხედვის უფლებაც კი არ აქვს. ანალური გაგებით კაცი ქალზე აღმატებულია, ამიტომ მას შეუძლია როგორც უნდა ისე იაროს და სადაც უნდა იქ წავიდეს, ქალი კი უნდა იჯდეს სახლში, უნდა იყოს ჩუმად და მხოლოდ ქმრის ნებართვით ამოიღოს ხმა. ანალური მენტალიტეტის ქვეყნებში ქალებს დღემდე ასე ექცევიან, მეტიც ქალს არ აძლევენ უფლებას თავისუფლად ჩაიცვას, ასეთ ქვეყნებში ქალი ვალდებულია სხეულის ყველა ნაწილი ტანსაცმლის ქვეშ ჰქონდეს დამალული. ძველად არსებობდა ასეთი ნივთი, ,,ერთგულების ქამარი“, ეს იყო ლითონის საცვალი, რომელიც კლიტით იკეტებოდა, როდესაც ქმარი სადღაც მიდიოდა, ცოლს ,,ერთგულების ქამარს აცმევდა, კლიტეს კეტავდა და გასაღები თან მიჰქონდა. ანალის ვექტორიანებს ნება რომ ჰქონდეთ, დღესაც სიამოვნებით გაუკეთებდნენ თავის ცოლებს იგივეს. ეს მათთვის ცოლის ერთგულების გარანტი იყო.

თუ ძველ საოჯახო ფოტოებს დააკვირდებით, ხშირად ნახავთ ასეთ სურათს: ცენტრში ზის ქმარი, მის უკან, ან მის ფეხთით ცოლია, აქეთ-იქით კი შვილები, ეს ანალური აზრით კარგად წარმოაჩენს თუ ვინ დომინირებს ოჯახში. ანალის ვექტორიანებს ნება რომ მისცე, ცოლს საყელურს მოაბავდნენ და ისე ატარებდნენ აქეთ იქით, ან საერთოდ დააბამდნენ. თუმცა ანალის ვექტორიანი მამრების სამწუხაროდ ეს დრო ნელ-ნელა წარსულს ბარდება. ისეთ ქვეყანაშიც კი როგორიც ანალური მენტალიტეტის საქართველოა, ეს ეპოქა მიდის. ამიტომ ქალები თანდათან უარს ამბობენ ქმრების უსიტყვო მორჩილებაზე და იწყებენ თვისი უფლებებისათვის ბრძოლას. ანალის ვექტორიანების სამწუხაროდ მათი ფასეულობები ქრება და ეს დრო აღარასოდეს დაბრუნდება. ანალის ვექტორიანებისან ხშირად გაიგონებთ: ,,სადამდე დავეცით, დღეს ცოლები ქმრებს თავზე ახტებიან“.

მთარგმნელი: სერგო ღამბაშიძე

თარგმნილია ვ.იუნევის ლექციიდან

YOU MAY ALSO LIKE

  • ანალური ფსიქოტიპის ხასიათი

  • გადადებული ცხოვრების სინდრომი

  • ანალური ვექტორის ზოგადი მიმოხილვა

  • როგორ ვაპატიოთ შვილებს

  • ანალის ვექტორიანი მშობლების ურეთრალი შვილი

  • რას გვატყობინებენ ჩვენი შიშები

  • ანალური ვექტორი - აზროვნება

  • ყნოსვითი ფსიქოტიპის გამოვლინებები (ანალ-ყნოსვა სმენით)