როგორ ვაპატიოთ მამას
როგორ ვაპატიოთ მამას
,,ბოლოსდაბოლოს რა უნდა გავაკეთო, რომ თუნდაც ერთხელ საყვედურების ნაცვლად შემაქო, მამიკო რატომ მიკლავ ყოველთვის გულს? ”
თუ წარსულის მსგავსი მომენტები არ გვანებებენ თავს, სულ თავში გვიტრიალებს წარსულის სიმწარე და აწმყოში ცხოვრებას არ გვაცლის, როგორ შევძლო მამის პატიება?
მამა.. მამიკო,, მე შენთან მოვედი! როგორ მენატრებოდით შენ და ჩემი დაიკო,,, ისე მინდოდა თქვენი ნახვა.. ბოდიში მაგრამ სულ ტყუილად ჩამოხვედი, ჩემს სახლში შენი ადგილი არ არის, მე მხოლოდ ერთი ოთახი მაქვს, ვერსად დაგაძინებ, უკან წასვლა მოგიწევს...
მამის სიტყვები ტყვიასავით მომხვდა გულში, საჭმელი შევჭამე და უკან წამოვედი… მაშინ 8 წლის ვიყავი…
კიდევ ერთი აფეთქება
იატაკზე ვიწექი მუხლებმოხრილი… ტკივილი თითქოს მინელდა, ცრემლები ლოყებზე მოედინებოდნენ, თითქოს თავისით… ყველაფერი კარგადაა.. აგრესიის ამოხეთქვამ გადაიარა.. მამა გიჟს გავდა
ისე რომ იცოდე შენი და შენზე მეტად მიყვარდა და მეყვარება, რაც არ უნდა გააკეთო ის მაინც ჩემთვის ყოველთვის უფრო მეტად ძვირფასი იქნება. შენ კი მასთან შერიგებაში და ურთიერთობის დალაგებაში მიშლი ხელს. რა მოხდებოდა სახლში მოგეყვანა, როგორ ვერ დაითანხმე? ყველაფერს მარტო შენი თავისთვის აკეთებ. სადაა ახლა…
მამის სიტყვები სულში მწარედ ჩამებეჭდა, წლების განმავლობაში ვცდილობდი მომეშორებინა ეს საშინელი ფრაზები, მაგრამ ვერაფერმა მიშველა – ვერც ფსიქოლოგმა, ვერც რელიგიამ… წლების განმავლობაში ვცდილობდი გამეგო და მეპატიებინა მამისთვის, მაგრამ არ შემეძლო, ყველაფერი უკან მიტრიალდებოდა, რამე კარგიც რომ ეთქვა მისი უკვე აღარ მჯეროდა
სვფ-ს დახმარებით შევძლებთ ღრმად გავერკვეთ ადამიანების პატიების და შემდგომში წყენის დაგროვების თავიდან აცილების საკითხებში, იმდენად ღრმად, რომ დაგროვილი სიმწარე თოვლის ფიფქივით გადნება და უკვალოდ გაქრება.
როგორ ვისწავლოთ პატიება – პირველი ნაბიჯი
პირველი ნაბიჯი თავად წყენის არსებობის აღიარებაა, რადგან წყენა იმდენად შეუმჩნეველი შეიძლება იყოს, რომ მისგან გამოწვეულ ემოციებს შეიძლება სულ სხვა სახელი დავარქვათ. ეს გრძნობა იმდენად შეერწყმება ხოლმე ჩვენს ფსიქიკას, რომ რაღაც შეუმჩნეველ ჩვეულებად იქცევა. წყენა რომელიც გვგონია რომ წარსულს ჩავაბარეთ, მაინც გვმართავს და გვკარნახობს თავის წესებს… ადამიანი თანდათანობით იწყებს სხვების დადანაშაულებას. მისთვის გარემო სასტიკი და უსამართლო ადამიანებით ივსება. მამის ან სხვა ადამიანის პატიება არ გამოდის, იმის გამო, რომ წყენის ფაქტს ვერ ვაცნობიერებთ და წყენის გამოვლინებები როგორც წესი, სამართლიანობის ჩვენეული ხედვა გვგონია.
როგორ ვისწავლოთ პატიება – დაფარულის გახსნა
ამა თუ იმ სიტუაციებში ჩვენს მიერ გამოვლენილი რეაქციების გასაგებად უნდა გავერკვეთ საკითხში – ვინ ვართ და როგორ მუშაობს ჩვენი ფსიქიკა? მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება გავიგოთ, რას ნიშნავს პატიება და წყენისგან წამოსული სიძულვილისაგან განთავისუფლება. ყველა თავისებურად აღვიზარდეთ, გვინდა, არ გვინდა აღზრდა ჩვენზე მოქმედებს, ის ჩვენს მეხსიერებაში ჩარჩენილ ძველ კარებს გავს, რომელიც რამდენიმე ბოქლომითაა გადაკეტილი.
შეეცადეთ გაიხსენოთ ადამიანი, რომელმაც გული გატკინათ, გაიხსენეთ ყველაფერი რასაც გეუბნებოდათ, რას გრძნობთ მის ნათქვამზე? ბრაზს, უსამართლობის განცდას, თუ იმას, რომ ეს ადამიანი მტყუანი იყო? შეიძლება სხვა რამის მიღებას ელოდით და მიიღეთ სრულიად სხვა. როგორ იმოქმედა თქვენზე ამ უსამართლობამ! ვაპატიოთ და დავივიწყოთ? ეს განცდები ხომ სულს გვიხუთავს და სიმწარით გვივსებს გულს, ამის დავიწყება შეუძლებელია, თუმცა დროთა განმავლობაში ეს სიმწარე ნელდება და გარკვეული პერიოდის მერე თითქმის ვეღარც ვგრძნობთ.
როგორ ვაპატიოთ და განვთავისუფლდეთ წყენისგან – წყენის სფუძველის მექანიზმი
ჩვენი ფსიქიკა იმგვარადაა მოწყობილი, რომ ყველაფერს სამართლიანობის ჭრილში აღვიქვავთ, ანუ თანაბრად… ჩვენი კომფორტი – კვადრატია და კვადრატის ხაზის ნებისმიერი დარღვევა საშინელ დისკომფორტს იწვევს. სხვების ქცევას ჩვენი სუბიექტური ხედვის პრიზმიდან აღვიქვამთ
თუ ჩვენი აზრით ვინმემ უსმართლობა დაუშვა, ხდება ჰორიზონტალის შიგნით გარდატეხა და ეს ბადებს ნაკლოვანების შეგრძნებას. ”ჩვენის ვერ მიღების” კომპენსაციის სურვილით აღვსილნი, ვიწყებთ შურისძიებას, რათა აღვადგინოთ დანაკარგი, ჩვენი ფსიქიკის ჰორიზონტალი მხოლოდ ამ შემთხვევაში ხდება ისევ გაწონასწორებული. სამართლიანობა აღდგენილია!
თუ შედეგს შურისძიებით ვერ ვაღწევთ, შერიგებას ვცდილობთ, თუმცა ეს შერიგებაც თავისებურებით ხასიათდება: შერიგებას საყვედურებით ვცდილობთ – ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რომ ადამიანმა, რმელმაც გული გვატკინა თავად მიხვდეს თავის შეცდომას და აღარასოდეს აღარ გაიმეოროს… უარესია როცა წყენა გროვდება ”წართმეულის” დაბრუნების შეუძლებლობის გამო. ამ დროს მამის ან სხვა ვინმეს პატიება არ გამოვა. წყენა იზრდება და ყალიბდება ადამიანი, რომელიც გარშემო ყველას საყვედურობს, პატარა რაღაცაზეც კი ბუზღუნებს, სიამოვნებით ახდენს სხვებით მანიპულირებას საყვედურებით ან ვერბალური სადიზმით, ამ დროს წყენა მართვის სადავეებს თავის ხელში იღებს და ადამიანი უკვე თავისი ცხოვრებით ვეღარ ცხოვრობს.. მისი სცენარი გადაწერილია
როგორ ვაპატიოთ მამას და დავტკბეთ მასთან გატარებული ყოველი წუთუთ
სვფ გვასწავლის ადამიანთა ქცევის შეფასებას არა გარეგნული ნიშნების მიხედვით, არამედ მათი ქცევის შეფასებას ფსიქოლოგიური არსის შესაბამისად, ამ დროს თითქოს ადამიანს შიგნიდან ხედავ, მეც სწორედ ასე დავინახე ზემოთაღწერილი მამის და ჩემი სიტუაცია.
მე დავინახე ჩემი მოულოდნელად დაბრუნებისგან გამოწვეული მამის სირცხვილის და შიშის განცდა მეზობლების წინაშე, დავინახე მისი სულიერი წუხილი იმაზე, როგორ გამოვიდოდა ამ სიტუაციიდან… მე ხომ მხოლოდ მისი სიტყვები მესმოდა და გულს მიკლავდა, არადა არ გამითვალისწინებია მისი დანაშაულის გრძნობა, რომელშიც თავსაც კი არ უტყდებოდა, თავს დამნაშავედ გრძნობდა წარსულის შეცდომების გამო. ეს ყველაფერი გავიგე… ამის მერე მამის პატიება უფრო გამიადვილდა, მე უკვე მესმოდა მისი საქციელის ისევე, როგორც გავიგებდი ჩემს ქცევებს.
პატიების ფსიქოლოგია
ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ადამიანები ვართ, ადამიანები, რომლებმაც ყალბი ჩაბეჭდილი წესების და კომპლექსების გამო ცხოვრების ორიენტირი დავკარგეთ, თუმცა ყველაფრის მიუხედავად ვცდილობთ ცხოვრებას. და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული რა გადაწყვეტილებას მივიღებთ მომავალში… მინდა მამაზე, მეგობარზე თუ ყოფილ ცოლზე/ქმარზე გაბრაზება და ამით სამუდამოდ წარსულში ჩარჩენა, თან ისე რომ ბედნიერი აწმყოს და მომავლის შანსიც არ დავუტოვო ჩემს თავს? თამამად ვიტყვი – არა!
მე ჩემი არჩევანი გავაკეთე…
მთარგმნელი: ლიზი ხუციშვილი
წყარო
იხილეთ ასევე: როგორ ვაპატიოთ შვილებს