ურეთრალ-სმენური სუიციდალური კომპლექსი


ურეთრალ-სმენური სუიციდალური კომპლექსი

ფრაგმენტი ლექციიდან „ურეთრალ-სმენის კომბინაცია“

სიცოცხლის წყურვილი ყველაზე მეტად გამოვლენილია ურეთრალურ ვექტორში – როგორც ლიბიდო, როგორც მჩქეფარე სიცოცხლე. სიცოცხლის სურვილის სიმცირე კი ყველაზე აშკარა სმენის ვექტორშია – როგორც ილუზორულობისა და ფიზიკური არსებობის უაზრობის შეგრძნება. მთელი სექსუალობა ურეთრალში და ასექსუალობა სმენაში ისევე ახლოსაა ერთმანეთთან, როგორც სულიერება და ერბოკვერცხი. ეს არის ორი ყველაზე უკიდურესად დაშორებული მდგომარეობა.

ამ ორ მდგომარეობაში ერთდროულად ყოფნა შეუძლებელია. ისინი ორივე იმდენად მკვეთრი, იმდენად დომინანტურია, რომ ადამიანი ვერ შეძლებს მათ შეზავებას თავის თავში. ეს არის ის ორი ვექტორი, რომელიც ვერასდროს ბალანსდება. სხვა ვექტორები ამას ახერხებენ და რაც უფრო განვითარებულია ადამიანი, მით უფრო სწრაფად ძალუძს ერთი ვექტორიდან მეორეზე გადართვა. ურეთრასა და სმენის შემთხვევაში ასეთი რამ ვერ ხერხდება (აქ ბურლანი უშვებს გავრცელებულ შეცდომას. რეალურად ურეთრალური და სმენის ვექტორები ისევე კომბინირდებიან, როგორც ნებისმიერი სხვა და ქმნიან სრულიად უნიკალურ, სულიერი ბელადის სცენარს. მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ორი დომინანტური ვექტორის სიმბიოზირებისას, დიდია იმის რისკი, რომ ერთერთმა მეორე მთლიანად დაიქვემდებაროს. ეს საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობაა ურეთრალ-სმენებს შორის. სწორედ ამ ფაქტორს შეჰყავს ბურლანი შეცდომაში, რის გამოც ამტკიცებს, რომ ურეთრალ-სმენებისთვის დაზიანება – ნორმაა – ს.ღ.).

სოციალური გარდაქმნის ნებისმიერი იდეა იბადება სმენის ვექტორში, რომელსაც რეალობად ურეთრალი აქცევს. ამიტომაც ურეთრალ-სმენები თავიანთი განვითარების პიკზე ცვლიან სამყაროს, ბოლო ორი ათასი წლის განმავლობაში ესენი იყვნენ წინასწარმეტყველები, სულიერი ბელადები, გენიალური პოეტები და საზოგადო მოღვაწეები და ა. შ. თუ კი ეს ორი დომინანტი ვექტორი ახერხებს ერთ ადამიანში რეალიზებას, შედეგი ყოველთვის მასშტაბურია. წარსულში კი – განსაკუთრებით მასშტაბური.

სისტემა მიდის აჩქარებისა და გართულებისკნ. ამიტომ რაც უფრო მეტად წავალთ წარსულში, მით უფრო დიდია გაყოფა ამ გონებრივ და ფსიქიკურ იერარქიაში. რაც უფრო ვუახლოვდებით აწმყოს, ეს იერარქია მით უფრო იცვლის ფორმას. ამიტომ, უკვე არც ისე შორეულ წარსულში, ურეთრალ-სმენები გახდნენ არა წინასწარმეტყველები, არამედ უბრალოდ პოეტები, თუმცა გენიალური პოეტები.

სამწუხაროდ ურეთრალ-სმენები იშვიათად ახერხებენ სწორ რანჟირებას. ესაა ბელადი, მაგრამ არა ჯოგის, არამედ იდეების. ის ვერ ახერხებს ურეთრალურ ვექტორში ბოლომდე რეალიზებას. ერთია, იყო ჯოგის ბელადი და მეორე – იდეის. ამ შემთხვევაში ადამიანები მისი ჯგუფის წევრები კი არა, იდეური მოსწავლეები ხდებიან.

სმენა სიტყვაა. განსაკუთრებული უნარია, იგრძნოს, დაიჭიროს რიტმი, ვიბრაციები რხევები. სმენების უნარია, ზუსტად გაიგონოს და გამოხატოს ნებისმიერი სახის ცვლილება რხევა თუ სხვაობა სიტყვებსა და ხმებში. პოეტი ჯერ შინაგან რიტმს აწყობს და მხოლოდ შემდეგ ალაგებს სიტყვებს. სმენის ვექტორიანი ხვდება, რომ სიტყვის უკან არის ნიშანდობლიობა, რაღაც დაფარული, დედააზრი, ამიტომაც სწორედ მათზეა კონცენტრირებული – სწავლობს და ქმნის სიტყვებს.

სხვა ვექტორებთან შეხამებაში სმენის ვექტორს აღარ აქვს საშუალება ასე მასშტაბურად გამოავლინოს თავისი უნარი – ზემდეტად ძლიერი ფიზიკური სურვილები, ლიბიდო და ა.შ. ზოგჯერ ხელისშემშლელი ხდება. ურეთრალთან ერთად სმენა იდეების, სულიერების, სიტყვების სამეფოში მეფობს.

ხშირად ურეთრალ-სმენები ბოლომდე ვერ რანჟირდებიან, ამ დროს თავს ან მთლიანად ურეთრალურად, ან მხოლოდ სმენურად ავლენენ. როდესაც ურეთრალ-სმენა ვითარდება სმენაში, ქმნის, მაგალითად უსუფთავეს მუსიკას, როგორც მოცარტი, ან უსუფთავეს რიტმს – როგორც ბაირონი. როცა დომინანტი ურეთრალია, გვეყოლება ყველაზე არარანჟირებული ადამიანი, თავგადაკლული მოქეიფე, მექალთანე, აწყვეტილი ჩხუბისთავი და ა.შ.

ადამიანების უმრავლესობა ახერხებს თავის ნაწილობრივ გამოვლენას მაინც, შეუძლიათ მეტ-ნაკლებად აივსონ, მოახდინონ თავის რეალიზება გარე სამყაროში. ურეთრალ-სმენა ან უსასრულოდ ივსება, ან საერთოდ ვერა. როდესაც რეალიზდება – ვიღებთ გენიალურ პოეზიას, როდესაც ვერ ივსება – სუიციდს.

ურეთრალი იწვის სიცოცხლის ბოლომდე, მთელი ცხოვრების განმავლობაში აქტიურია. სმენის ვექტორიც სიცოცხლის ბოლომდე არ წყვეტს სმენურ აზროვნებას – სხეული უკვე დასუსტებულია, ფიქრები კი კვლავაც სხარტი, ბასრი და ნათელი. ურეთრალ-სმენებს ამოუწურავი პოტენციალი აქვთ.

ასეთი ადამიანი მუდმივად ავსების მდგომარეობაში უნდა იყოს, აუვსებლობის მცირე ფრაგმენტმაც კი შეიძლება მიიყვანოს სუიციდამდე. ურეთრალ-სმენები არაფრად აგდებენ სიცოცხლეს. სმენაში მხოლოდ აბსტრაქტული იდეაა, რომლისათვისაც მარტივად შეიძლება სხეულის გაწირვა, როგორც თავისი, ისე – სხვისი. ურეთრალურ ვექტორში კი პრიორიტეტი ჯოგის ინტერესებს ეძლევა და არა საკუთარი სიცოცხლეს.

როდესაც ურეთრალ-სმენა ავსებას ურეთრალურად ცდილობს, შედის ბალანსის მდგომარეობაში. შემდეგ მოდის სმენაში გადავარდნის ფაზა, რომელიც ყოველთვის უცნაურად გამოიყურება – ადამიანი, ეს წუთია, ერთობოდა, გრანდიოზულ გეგმებს აწყობდა, მხიარულობდა, ხუთი წუთის შემდეგ კი უემოციო სახით დაჯდა და გარემოს მთლიანად მოსწყდა. თუ ასეთ დროს სმენა აუვსებელია, ადამიანი მჩქეფარე ცხოვრების შუაგულიდან გამაყრუებელ სიჩუმეში, სიბნელესა და უაზრობაში ვარდება. სწორედ ასეთ დროს შეიძლება მოიკლას მან თავი. თუ სმენა კარგ მდგომარეობაშია, მაშინ სმენაში გადასვლისას ურეთრალ-სმენა ეშვება დაუკმაყოფილებლობაში, რომელიც გამოაქვს გარეთ სიტყვით, შემოქმედებით, ან გენიალური იდეის საშუალებით.

თუ სმენიდან ურეთრალზე და პირიქითა გადასვლები ხშირდება, ურეთრალური ფაზა კი ხანმოკლე ხდება და ემსგავსება ჰიპომანიაკალურს, სახეზე გვაქვს მოსალოდნელი სუიციდის ნიშნები.

ურეთრალ-სმენამ უნდა შეძლოს და იპოვოს სმენის რეალიზაციის საშუალება. მონახოს გზა – გამოხატოს თავი სმენით. შემდეგ უკვე თავისთავად მოახერხებს თავის დაბალანსებულად გამოვლენას. წინააღმდეგ შემთხვევაში ფორმირდება სუიციდალური კომპლექსი.

მთარგმნელი: ნუცა ნიკოლიშვილი

იხილეთ ასევე: ურეთრალური და სმენის ვექტორების კომბინაცია

  • გრძნობა და გონება

  • სმენა ყნოსვის საპირისპიროდ. რომელი რომელს…

  • სმენითი ფსიქოტიპის ბნელი მხარე

  • კან-სმენური ფსიქოტიპის რეალიზაცია

  • სმენის ვექტორი სისტემურ-ვექტორულ ფსიქოლოგიაში

  • ფსევდოაუტიზმი – ანუ, არა მცდარ დიაგნოზს!!!

  • კან-სმენა მდედრი

  • კლასის ყველაზე ჭკვიანი ბავშვი