რატომ იკარგებიან ბავშვები? პირველი ნაწილი


რატომ იკარგებიან ბავშვები? პირველი ნაწილი

სად ქრებიან ბავშვები

ყოველდღე მსოფლიოს ყველა კუთხიდან იკარგებიან ბავშვები. მათ სხვა და სხვა კატეგორიის დამნაშავეები იტაცებენ – გამტაცებლები გამოსასყიდის მიღების მიზნით, პედოფილები გაუპატიურების მიზნით, პათოლოგიური სადისტები – წამებისა და მკვლელობისთვის… გაფიქრებაც კი, რომ ბავშვი შესაძლოა მოიტაცონ და მონობაში გაყიდონ მათ შორის სექსუალურ მონობაშიც, აუტანელია. ძნელი დასაჯერებელია მაგრამ ჩვენს ცივილიზებულ სამყაროშიც არსებობს ბავშვებით ვაჭრობა.

მსოფლიოში მილიონობით დაკარგული ბავშვია. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაცემებით ევროპიდან საშუალოდ ყოველწლიურად – 70000 ბავშვი იკარგება, რუსეთიდან – 55 000, აშშ-დან – 800 000-მდე. ეს ციფრები ოფიციალური მონაცემებია, არაოფიციალური მონაცემებით უფრო მძიმე სურათია. ყოველწლიურად დაკარგული ბავშვების რაოდენობა იზრდება…

დრო და დრო თვალში გვხვდება განცხადებები, სადგურზე ანდა მორბენალ სტრიქონში “დაიკარგა ბავშვი …” სუნთქვა შიშისგან გეკვრის და შენს შვილს უფრო მაგრამ ჰკიდებ ხელს, რომ არც ერთი ნაბიჯით არ დაგშორდეს.

ბავშვი კი იზრდება და ადრე თუ გვიან მისი ავტონომიურობისა და დამოუკიდებლობის საკითხი დგება. ნებისმიერ ადექვატურ მშობელს ესმის, რომ დგება დრო როცა ბავშვს მეტი თავისუფლება უნდა მისცეთ, მხოლოდ ასე განვითარდება ის ფსიქოლოგიურად და სოციალურად. ხოლო თუ მოზარდის ხელცაკიდებული ტარებას განაგრძობთ მაშინ ასოციალურ უსუსურ არაადაპტირებულ ადამიანს მიიღებთ.

სხვისი შვილები არ არსებობენ

უბრალო მოქალაქემ არ იცის ბავშვების დაკარგვის მსოფლიო სტატისტიკა. ამიტომაც დაკარგული ბავშვების ისტორიები ხშირად უნდობლობას იწვევენ და მასმედიის მოგონილი საშინელი ზღაპრები გვგონია. შესაძლოა გვეგონოს, რომ ეს ჩვენ არ გვეხება და ჩვენს შვილს ეს არასოდეს დაემართება ჩვენ ხომ ყურადღებიანი მშობლები ვართ. მით უფრო, რომ ახლა ქალაქებში უკვე ყველგანაა ვიდეოთვალი. იქმნება შემოღობილი დაცული საბავშო მოედნები. ბავშვებსაც უკვე აქვთ დაკავშირების საშუალებები, რომლებას მდებარეობის კოორდინატების დადგენაც შეუძიათ. სკოლებს დაცვა ჰყავს. და მიუხედავად ამისა ბავშვვების დაკარგვის ფაქტები ისევ არსებობს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ არც ოჯახის და არც სახელმწიფოს მიღებული ზომები, არც დაცვის და პროფილაქტიკური ღონისზიებები არ გავძლევს 100% უსაფხრთხოების გარანტიას. რა თქმა უნდა შეიძლება თვალი დავხუჭოთ სიმართლეზე და ილუზიაში ვიცხოვროთ. მაგრამ აუცილებელია სასტიკი რეალობის გაცნობიერება, იმისა რომ ამისგან დაცული არავინაა!

დღეს უკვე ყველამ უნდა იცოდეს ამ პრობლემაზე, რადგან მხოლოდ გაერთიანებით შევძლებთ რაღაცის გაკეთებას – დაკარგული ბავშვების ძებნის ორგანიზებას, შევქმნით კოლექტიური უსაფრთხოების სისტემას, სიფრთხილეს გამოვიჩენთ არა მხოლოდ ჩვენი შვილების მიმართ არამედ ზოგადად ყველა ბავშვთან. ვისწავლოთ მსგავსი დანაშაულის იქმდე აღმოფხვრა, სანამ მას ჩაიდენენ.

ამისთვის კი როგორც მინიმუმ პრობლემაში გარკვევაა საჭირო. არა მხოლოდ გვეშინოდეს ჩვენი შვილების გამო და ვიდარდოთ სხვა ბავშვების ტრაგიკულ ბედზე, არამედ მივიღოთ კონკრეტული ზომები რომლებიც შეძლებენ ამჟამად არებული მძიმე სურათის ოდნავ მაინც შეცვლას. შიში ცუდი მრჩეველია, ის პარალიზებას ახდენს და მოქმედების ძალას თრგუნავს. რომ აღარ გვეშინოდეს და ვიცოდეთ თავს ვისგან ვიცავთ, საჭიროა დანაშაულის ფსიქოლოგიში გავერკვეთ – გავიგოთ დამნაშავის მოტივები მის ფსიქიკაში ჩავიხედოთ.

ვინ იტაცებს ბავშვებს გამოსასყიდის მიღების მიზნით

ბავშვში გამოსასყიდის მიღების, ან მისი გასაყიდად მოტაცების იდეა მხოლოდ კანის ვექტორიანს შეიძლება გაუჩნდეს, მის ყველაზე მძიმე მდგომარეობაში (არაცოცხალი დონის განვითარება). ასეთი ადამიანისთვის მატერიალური გამორჩენა ყველაზე მთავარია და დიდად არ ანაღვლებს ზნეობის ნორმები და სისხლის სამართლის კოდექსი.

განვითარებულ და რეალიზებულ მდგომარეობაში კანი ვექტორიანი ესაა ბიზნესმენი, ინჟინერი ანდა კანონმდებელი. მაგრამ ბავშვობაში ნაცემი ანდა დამცირებული კანი ვეღარ ვითარდება და აღარ შეუძლია თავისი წარმატებისა და ლეგალური შემოსავლის მიღებისკენ მიმართული თვისებების რეალიზება. ამიტომ ის ან პათოლოგიური უიღბლო ხდება ან გაიძვერა და ქურდი და თავისი კანონსაწინააღმდეგო საქციელით საზოგადოებას აზარალებს.

მოქნილი და ცბიერი, ის დაუდარაჯდება ბავშვს როგორც ბნელ მოსახვევში, ისე სოციალურ ქსელში. ამას ვერ აღუძრავ სიბრალულს, არც სინდისის ქენჯნა შეაწუხებს, წაიღებს თავის გამოსასყიდს და წავა – ბავშვის ბედი მას სულ არ აღელვებს.

როგორ ამოვიცნოთ მოძალადე

შეგიძლიათ ამოიცნოთ მამაკაცი რომელიც ლტოლვას განიცდის ბავშვის მიმართ? წინასრაწ ამოიცნოთ ვიდრე დანაშაულს ჩაიდენს? როგორც წესი ადამიანს ეს არ შეუძლია. ამას ვერც შინაგანი ორგანოების თანამშრომელი, ან ფსიქიატრი შეძლებს. მხოლოდ სვფ გვაძლევს ამის გასაღებს – სისტემური აზროვნების სახით.

ბავშვის მიმართ გაუცნობიერებელ ლტოლვას შეიძლება განიცდიდეს მხოლოდ ანალის ვექტორიანი ხანგრძლივი სექსუალური ფრუსტრაციის შედეგად. ჩვენი წარმოსახვა არაადამიანური გარეგნობის მონსტრს გვიხატავს. განა შეუძლია ნორმალურ ადამიანს უსუსრ ბავშვში სექსულური ლტოლვის ობიეექტი დაინახოს? არა მხოლოდ არაადამინს შეუძლია ეს. თუმცა ცხოვრებაში ყველაფერი სხვაგვარადაა. გარეგნულად ის შესაძლოა ძალიან სასიამოვნო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდეს, იწვევდეს ნდობასა და სიმპათიას, განსაკუთრებით თუ ანალ-ვიზუალია.

ანალ-ვიზუალ პედოფილს თავისუფლად შეუძლია ბავშვის ნდობა მოიპოვოს. ესაა დახვეწილი მაცდური, რომელსაც მიტყუება და მოხიბვლა შეუძლია. ხშირად ეს ადამიანი ბავშვის გარემოცვიდანაა – მეზობელი, მისი რომელიმე ნათესავი, ან მასწავლებელი. ვიზუალური ვექტორის წყალიბით ის ემოციურ კავშირს ამყარებს თავის მომავალ მსხვერპლთან.

პედოფილის მაგალითი კარგადაა მოცემული რუსულ კრიმინალურ სერიალში “მეთოდი” ტურისტული წრის ხელმძღვანელი პიონერთა სახლში, რომელსაც ძალიან უყვარდა თავისი აღსაზრდელები და მათთან ერთად დადიოდა ლაშქრობებში. ამასთან ერთი მეორის მიყოლებით იტყუებდა მოსწავლეებს ყელზე ყულფს აცვამდა (რათა ბავშვს გონება დაეკარგა მოხრჩობისგან და ვერაფერი დაემახსოვრებინა) და აუპატიურებდა.

არც ერთ მშობელს არაფერი ცუდი არ უფიქრია მასზე. ეს მრავალი წელი გრძელდებოდა. შედეგად კი პატარა საიდუმლო სასაფლაო, საზიზღარი საყურებელია როგორ ტირის მოძალადე თავისი პატარა მსხვერპლის გვამთან.

როგორ ამოვიცნოთ მწამებელი და მკვლელი

თუ ფრუსტრირებულ მამაკაცს ანალის ვექტორით არ აქვს ვიზუალი, ის შეიძლება სასტიკი სადისტი გახდეს. ეს ადამიანი სიამოვნებას იღებს იმისგან, რომ აწამებს, ტანჯავს და კლავს მსხვერპლს. თავის ამ გაუცნობიერებელ სურვილს მიმართავს ბავშვებისკენ, რადგან იცის, რომ ისინი დაუცველები არიან და წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ. მაგრამ უფრო ხშირად ადგილი აქვს გაერთიანებს – სადიზმი და პედოფილია.

ამასთან უნდა გვახსოვდეს, რომ სექსუალური ძალადობისგან არაა დაცული არც ერთი საქესის ბავშვი. ანალის ვექტორიანი მამაკაცის ფსიქიკაში თავიდანვე ჩადებული ლტოლვა ბიჭების მიმართ. ამას მაშინვე ედება ტაბუ და სუბლიმირდება სურვილში ასწავლოს და გამოცდილება გადასცეს ბავშვებს. განვითარებულ და რეალიზებულ მდგომარეობაში ანალის ვექტორიანი მამაკაცი მასწავლებელი ხდება, რომელიც გულწრფელი ინეტერსით გადასცემს მოზარდ თაობას ფიზიკის, მათემატიკის თუ ასტრონომიის სიყვარულს. მაგრამ ხანგრძლივი ფრუსტრაციის მდგომარეობაში ირღვევა ტაბუ და მამაკაცს შეიძლება გაუჩნდეს ლტოლვა პატარა ბიჭების მიმართ. თუ შინაგანი ტაბუ ერთსქესიან ლტოლვაზე ძლიერია, ასეთი მამაკაცი გოგონებზე გადაერთობა. რა თქმა უნდა შინაგანი ტაბუს სისტემის მიხედვით არასრულწლოვან გოგონებთან კავშირიც აკრძალულია, მაგრამ სამწუხაროდ ამის დაძლევა უფრო იოლად ხდება.

პედოფილია – გზა დაუსჯელი დანაშაულისკენ

საიდან მოდიან ასეთი მონსტრები? ყველა ხომ უცოდველ ჩვილებად ვიბადებით. მაგრამ ერთნი თუ კარგ, საზოგადოებისთვის სასარგებლო ადამიანებად იზრდებიან სხვები ამ საზოგადოებას ზიანს აყენებენ. ბევრი ზრდასრულის ნეგატიური ქცევის მიზეზი შეიძლება შორეულ ბავშობაში იმალებოდეს. ბავშვი რომ ნორმალური გაიზარდოს, მას განვითარების საშუალება უნდა მივცეთ. ამისთვის კი საჭიროა ზუსტი წარმოდგენა გვქონდეს ბავშვის ფსიქიკის მოწყობაზე – მის ვექტორულ წყობაზე.

ანალის ვექტორიანი არ უნდა ავაჩქაროთ, არ უნდა მოვწყვიტოთ ღამის ქოთანს, ვასწავლოთ საქმის ბოლომდე მიყვანა, შევაქოთ შესრულებული სამუშაოსთვის მხოლოს ასე შეძლებს ის ისწავლოს და მერე ასწავლოს სხვებსაც, თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი, საუკეთესო მეოჯახე გახდება. ხოლო თუ ყველაფერს პირიქით გააკეთებთ გაიგებთ რა შეიძლება მოჰყვეს ამას…

სამწუხაროდ ცხოვრებაში ყველაფერი ისე კი არ ხდება როგორც ბავშვისთვის ყველაზე სასურველი იქნებოდა არამედ როგორც გამოვა. მშობლები კი, რომლებსაც საკუთარი შვილის ფსიქიკის თავისებურებები არ ესმით მის აღზრდაში საბედისწერო შეცდომებს უშვებენ.

უნდა აღინიშნოს, რომ პედოფილია თანდათან ყალიბდება. თავიდან როგორც წესი მამაკაცს ძალიან აშინებს ასეთი სურვილები, ცდილობს ჩაიკლას ისინი, დიდხანს და ტანჯვით ებრძვის მათ. მაგრამ თუ ბავშვის მიმართ ლტოლვა გაჩნდა, ის იშვიათად თუ დაექვემდებარება კონტროლს, როგორც წესი ის მხოლოდ იზრდება და რაღაც მომენტში უკონტროლო ხდება. აკრძალულ სურვილებთან ბრძოლაში მამაკაცმა შესაძლოა სმა დაიწყოს. ბილწსიტყვაობა და ფიზიკური სადიზმი სექსუალური ფრუსტრაციის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რასაც ადრე თუ გვიან დანაშაულამდე მივყავართ.

რა ხდება ძალადობის აქტის შემდეგ? ნებისმიერი ადამიანის საბაზისო მოთხოვნილებაა საკუთარი თავის გადარჩენა. დანაშაულის ჩადენის მომენტიდანვე პედოფილის თავის ტვინის ბიოქიმია იცვლება. მას ჩადენილის გამო შიში იპყრობს. ამ მომენტიდან მთავარი ამოცანაა გადარჩეს, ანუ გააკეთოს ყველაფერი რათა სასჯელს გაექცეს. და დანაშაულის კვალის დასაფარად ის კლავს თავის პატარა მსხვერპლს.

მანიაკი-ფსიქოპათები ჩვენს შორის

კრიმინალისტიკასა და ფსიქიატრიაში შესაძლოა შეხვდეთ აღნიშვნას, რომ ფსიქოპათოლოგიის პროცენტი ადამიანების პოპულაციაში არ იცვლება. განვითარების აქამდე არსებულ “ანალურ ფაზაში” ეს შესაძლოა შეესაბამებოდა კიდევაც სინამდვილეს. მაგრამ ახლა ჩვენ კანურ ფაზაში ვცხოვრობთ რომელსაც ახასიათებს მკვეთრი ცვლილებები განსაკუთრებით ტექნოლოგიაში. სამყარო დღითიდღე იცვლება და ცხოვრების ტემპიც თანდათან ჩქარდება. შეიძლება ვთქვათ, რომ მხოლოდ ერთი თაობის ცხვრების მანძილზე სულ სხვა სამყაროში აღმოვჩნდით. უბედურება კი იმაშია, რომ ამ სამყაროში ადაპტირება ყველამ ვერ შეძლო.

ყველაზე რთული ეს სწორედ ანალის ვექტორიანებისთვის აღმოჩნდა, რომლებსაც ერთი მხრივ ახასიათებთ წარსულისა და ტრადიციების სიყვარული, ცხოვრების აუჩქარებელი რიტმი, ხოლო მეორე მხრივ (ფრუსტრაციის შემთხვევაში) – მიდრეკილება ძალადობისკენ.

მათი ფსიქიკა რიგიდულია, ისინი სხარტი აზროვნებით ვერ დაიკვეხნიან, ბევრი მათგანი დროისა და თანამედროვე სიჩქარის ზეწოლას ვერ უძლებს. როცა საკუთარ სურვილს დიდი ხნის განმავლობაში ვერ ისრულებ, იზრდება უკმაყოფილება და დაძაბულობა, რომლებიც სოციალურ და სექსუალურ ფრუსტრაციად გადაიქცევა. სწორდ ამის ზრდის ფონზე იზრდება ბაშვთა წინააღმდეგ დანაშაულთა რიცხვი.

როგორ შეიძლება ამის შემოწმება? ქუჩაში ხომ სავსებით ნორმალური ხალხი დადის. ადამიანთა ფსიქკის განსაზღვრა შეიძლება სვფ-ს მეშვეობით. ანალის ვექტორში ფრუსტრაციის გამოვლენას შეიძლება დავაკვირდეთ სოციალურ ქსელებში აგრსეიისა და ტროლინგის ზრდის ფონზე. ყველაფრის კრიტიკა, ბილწსიტყვაობა და ტუალეტის ლექსიკა – ყველასთვის მტკივეულად ნაცნობი სიმპტომებია. ოჯახში ძალადობის გამოვლინება – ცოლისა და შვილების ცემა, ვერბალური სადიზმი – პოსტსაბჭოთა ქვეყნებში უკვე კატასტროფულ მასშტაბებს აღწევს.

დაკარგული, გაუპატიურებული და მოკლული ბავშვების სტატისტიკა, რომელიც განუხრელად იზრდება თავისთავად მეტყველებს კატასტროფულ შედეგებზე. მხოლოდ სვფ-ს ცოდნით იხსნება მიმდინარე მოვლენების ნამდვილი სურათი. ჩვენ ვხედავთ რეალობას ისეთს, როგორიცაა სინამდვილეში. და იმ სოციალური კატარსტროფის გაცნობიერებით რაც მოცემულ მომენტში ხდება, ყველა ერთ დასკვნამდე უნდა მივიდეთ – მხოლოდ გაერთიანებით შევძლბთ წინ აღვუდგეთ საფრთხეს, და დავიცვათ ბავშვები. ბავშვები ხომ ჩვენი მომავალია და არ უნდა მივცეთ მათი დაჩაგვრის საშუალება, არ არსებობს სხვისი და ჩვენი შვილები – ყველა ბავშვი ჩვენია!

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარძე

წყარო


მსგავსი სტატიები

  • როგორ გვზღუდავს ჩვენივე გონება?

  • რეალური მშობლები და ვირტუალური შვილები. კომპიუტერი – ზიანი თუ სარგებელი?

  • სამყარო ვერ მიტანს

  • ინფარქტი და არითმია (ორიოდე სიტყვა ანალური ფსიქოტიპის შესახებ)

  • შენიღბული დეპრესია. სულის ყვირილი ღამურას ულტრაბგერით

  • წყენის 4 დონე ანალურ ვექტორში

  • სტრესები და დაზიანებები. ზედა ვექტორების თავისებურებები

  • ანალური ფსიქოტიპის სტრესები