ჰიპერაქტიური ბავშვი: ღვთის რისხვა თუ საჩუქარი?


ჰიპერაქტიური ბავშვი: ღვთის რისხვა თუ საჩუქარი?

ერთი წუთიც ვერ ჩერდება ერთ ადგილას. საბავშო მოედანზე გასეირნებისას უნდა ილოცო რომ კისერი არ მოიტეხოს. ამ წუთას ხომ ყიჟინით მოქროდა სასრიალოდან ახლა სადაა? აი სადაა - ფეხებით კიდია ტურნიკზე.

და თუ შემთხვევით წვიმიანი დღეა, სახლი ნახევარ საათში სანაგვეს დაემსგავსება. ყველა უჯრიდან იღებს ყველანაირ საგნებს. ზეწრებისგან კარავს დგამს. მარცხენა კუთხეში კოსმოსური ხომალდია - რიგში ჩამწკრივებული სკამები ფრანის ფრთებით. ოთახის ცენტრში კი უზარმაზარი გროვა სადაც რას არ იპოვით - კონსტრუქტორის დეტალები, მანქანის ნაწილები, დედის თმის სამაგრი, მამის ჩაქუჩი, დანა-ჩანგლები სამზარეულოდან...

ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ძალიან მოსწონს ჩვენს მეგობრებს და ნათესავებს. მაგრამ მითხარით მშობლებმა რა ქნან? აი საცაა სკოლაში უნდა მივიდეს და ბავშვი ხუთი წუთიც კი ვერ ჩერდება წყნარად მაგიდასთან. როგორ უნდა ისწავლოს? აი მეზობლის სასკოლე ბავშვი უკვე სუფთა წერაში ვარჯიშობს თან ისე წერს თვალს ვერ მოსწყვეტ. მშობლებს წიგნსაც უკითხავს ხმამაღლა. ჩვენთან რაღა ხდება? ალბომში ნაჯღაბნი, ნათხიპნი და ამისთვისაც კი ორი წუთსაც ძლივს ძლებს. კითხვაზე ხმასაც აღარ ვიღებ, ფერად-ფერადი ილუსტრაციები წიგნებიდან, დედისგან მალულად უკვე დიდი ხანია თვითმფრინავებად გაფრინდნენ.

ხშირად ასეთ ბავშვს უსვამენ დიაგნოზს: ყურადღების დეფიციტის სინდრომი ჰიპერაქტიურობით. იწყება მის "დასამშვიდებლად" მიმართული მკურნალობის კურსი. მაგრამ ასეთ რადიკალურ ზომებსაც კი იშვიათად მოაქვს შედეგი. სინამდვილეში რა ემართება ბავშვს და როგორ დავეხმაროთ?

როგორ დავაშვიდოთ?

უამრავ მშობელს მართლაც სერიოზულად აწუხებს ბავშვის ასეთი ჰიპერაქტიურობა და დაუდეგარი ხასიათი. ისინი დახმარებას ბავშვის ფსიქოლოგებს სთხოვენ, უშედეგო ძალისხმევის მერე კი უკვე ნევროლოგთან მიდიან. ხშირად ასეთ ბავშვს უსვამენ დიაგნოზს: ყურადღების დეფიციტის სინდრომი ჰიპერაქტიურობით. იწყება მის "დასამშვიდებლად" მიმართული მკურნალობის კურსი. მაგრამ ასეთ რადიკალურ ზომებსაც კი იშვიათად მოაქვს შედეგი. სინამდვილეში რა ემართება ბავშვს და როგორ დავეხმაროთ?

ადამიანის ფსიქიკის გამოცანები

ადამიანის ფსიქიკის ბუნების საიდუმლოს სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგია გაგვიმხელს. ის განსაზღვრავს რომ ადამიანის ფსიქიკა ფორმირდება რვა ვექტორისგან და ყოველი მათგანი მფლობელს განსხვავებულ თავისებურებებს სურვილებს და თვისებებს სძენს. ყოველი ბავშვი ვექტორების განსაზღვრული ჯგუფით იბადება (3-5 და ზოგჯერ მეტიც) და ისინი განსაზღვრავენ მის ინდივიდუალობას.

მოძრავი და დაუგდეგარი ხასიათი დამახასიათებელია კანის ვექტორიანი ბავშვებისთვის. ძალიან აქტიურები არიან, ბევრს მოძრაობენ, მიზანდასახული და ამბიციურნი არიან. ლიდერობასა და სოციალურ მიღწევებს მიელტვიან, სიამოვნებთ კონკურენცია და ყველაფერში პირველობა.

ასეთი თავისებურებები მათთვის ბუნებრივია და არანაირ მედიკამენტურ თუ პედაგოგიკურ ჩარევას არ საჭიროებენ. მაგრამ აი კანური ბავშვისთვის შესაძლებლობების მაქსიმალურად წახალისებისთვის ოპტიმალური გარემოს შექმნა აუცილებელია. ამაში ასეთი ბავშვის ფსიქიკისამდი სისტემური მიდგომა დაგეხმარებათ.

სიმშვიდე მხოლოდ გვესიზმრება...

კანის ვექტორიან ბავშვს ბავშვობიდან უყვარს ძალიან მოძრავი და სწრაფი თამაშები. ასეთი თვისებების გამოყენების ერთერთი სფერო კი სპორტი და ცეკვაა.

ცეკვის შეთავაზება კარგი იქნება იმ ბავშვისთვის რომელსაც კანის გარდა ვიზუალური ვექტორიც აქვს რაც მასში სილამაზისა და ესთეტიკის ინტერესს განაპირობებს.

აი სპორტული წრეები კი სასარგებლოა ყველა კანის ვექტორიანი ბავშვისთვის. გარდა გამუდმებული მოძრაობის, რაც ასე სჭირდება კანის ვექტორიანს სპორტს პირველობისთვის კონკურებციის შეთავაზებაც შეუძლია. აქ შეუძლია თავისი წარმატებისადა და პირველობისადმი მისწრაფება დაიკმაყოფილოს.

თუ გარკვული გარემოებების გამო ბავშვისთვის ამგვარი განათლების საშუალება არ არის, ნაწილობრივ დილის გიმნასტიკით მაინც შეიძლება ამის კომპენსირება. რა თქმა უნდა არ უნდა დაგვავიწდეს მეტი აქტიური თამაშები სუფთა ჰაერზე.

ენერგიის, სივრცის, დროისა და ინფორმაციის სტრუქტურირება

განვითარებული კანის ვექტორიანი ადამიანი დისციპლინისა და თვითკონტროლისკენ მიილტვის, მოზრდილ ასაკში კი ამავე ფუნქციებს უკვე საზოგადოებისთვის ასრულებს. ისინი მშვენიერი ლიდერები, მმართველები და ორგანიზატორები არიან. ბავშვს ამ თვისებების მაქსიმალურად განვითარებაში რომ დავეხმაროთ ჯერ კიდევ ბავშვობაში უნდა შევუქმნათ ამისთვის სათანადო პირობები.

უპირველესი და ძირითადი პირობა - დღის რეჟიმი და დისციპლინაა. ეს კანის ვექტორიან ბავშვს საკუთარი საქმიანობის დროში ორგანიზების და სრუქტურირების საშუალებას აძლევს. ხშირადასეთი ბავშვის მშობლები ჩივიან რომ ბავშვი საერთოდ არ იცავს რეჟიმს, საღამოსთვის ძალიან გაღიზიანებულია, მისი თავის დროზე დაძინება კი შეუძლებელია.

მიუხედავად ამისა რეჟიმი ეს სწორედ ისაა რაც ასე სჭირდება კანის ვექტორიან ბავშვს. მოთმინება მოიკრიბეთ და შეეცადეთ რეჟიმის ძირითადი მომენტები როგორიცაა - გაღვიძება, მეცადინეოდა, სეირნობა, კვება და ა.შ. მკაცრად ორგანზებული იყოს. შემდგომში თქვენი პატარა სიამოვნებით დაიცავს ამას. ეს ხომ მისი ბუნებრივი მისწრაფებაა.

აქტიური და მოძრავი თამაშები ჯობს დაწოლამდე ორი საათით ადრე მაინც დაასრულოს, რომ დაძინებამდე დასვენება შეძლოს. კანის ვექტორიანი ბავშვისთვის საღამოთი სათამაშოდ შესაფერისია რაიმე კონსტრუირება ან პაზლები. მომავალი მთავარი ინჟინერიც ხომ კანის ვექტორიანია. სხვა და სხვა კონსტრუქციების შექმნა ეს მინი ბუნებრივი თავისებურებაა რომელიც აუცილებლად უნდა განვითარდეს.

სკოლის ასაკის კანურ ბავშვს შეგიძლიათ თამამად აჩუქოთ დღიური ანდა რაიმე ცხრილი ფერადი პლაკატის სახით. მშობლის ამოცანა კი მისთვის ამ საჭირო ნივთებით სარგებლობის სწავლებაა. ეს დაეხმარება მას ყველა მნიშვნელოვანი საქმის დაფიქსირებაში, დამახსოვრებასა და დროულად შესრულებაში.

სივრცის ორგანიზება და სტრუქტურირება - კანური ბავშვის სათანადოდ აღსაზრდელად მნიშვნელოვანი პირობაა. სასურველია ბავშვის ოთახის ზონებად დაყოფა - სამეცადინო ადგილი, სათამაშო, ძილისა და დასვენებისთვის.

თავისი ენერგია რომ ადექვატურად გადაანაწილოს ბავშვობიდანვე მასთან ერთად განიხილავენ სხვა და სხვა საქმეებს იმის მიხედვით თუ რამდნეად მნიშვნელოვანია ისინი და რამდენ ენერგიას მოითხოვენ.

რაშია ძალა?

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ კანის ვექტორიან ბავშვებს კონსტრუირების ნიჭი აქვთ. ამიტომ პაზლებისა და კონსტრუქტორების გარდა მიეცით მას საშუალება მსგავსი პროფილის წრეებზეც იაროს.

კანური ბავშვების კიდევ ერთი ძლიერი მხარე ლოგიკაა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების შემნა, ადვილად სწავლობენ ანგარიშს. მომავალში ამ ადამიანების კიდევ ერთი სოციალური რეალიზაციის სფერო ბიზნესი, ვაჭრობა და წარმოებაა. კარგად ორიენტირებენ სარგებელზე, გამორჩენაზე, რაციონალობასა და პრაგმატულობაზე დამყარებულ კავშირებზე.

კარგია ასეთი ბავშვისთვის ლოგიკური და არითმეკიტული ამოცანების შეთავაზება ბავშვობიდანვე. ეს რომ მისთვის მოსაწყენ რუტინად არ იქცეს, საჭიროა ამოცანებში სხვადასხვა ელემენტების შემოტანა. მოგვიანებითეს შეიძლება სხვადასხვა პრობლემური ამოცანისადმი მხატვრული მიდგომა გახდეს.

უნიჭო ბავშვები არ არსებობენ. ყველა ბავშვს გააჩნია უნიალური უნარი, რომლის ადექვატურად განვითარების შემთხვევაში ის საზოგადოების სრულფასოვანი წევრი ხდება, სავსე და ბედნიერ ცხოვრებას ატარებს და გარშემომყოფებს შორის რეალიზდება.

ამ პროცესს კი მხოლოდ ჩვენ - უფროსები ვამუხრუჭებთ. იმ თვისებებზე ჩივილის ნაცვლად რომელიც ბავშვს არ აქვს (სკურუპულუზორობა, ერთ ადგილზე ჯდომა და ა.შ) ჯობს მის თანდაყოლილ თვისებებს მივაქციოთ ყურადღება.

სისტემურ ანალიტიკური მიდგომა კი რომელსაც სვფ გვთვაზობს, საშუალებას გვაძლევს ბავშვის ყველა ტალანტი და შესაძლებლობა დავინახოთ.

თვენი პატარას ფსიქიკის განუმეორებელი სურათის ახსნა და გააზრება კი მომავალი გენიოსისთვის განვითარების ოპტიმალური პირობების უნიკალურ საშუალებას გაძლევთ.

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

წყარო

  • წყენის 4 დონე ანალურ ვექტორში

  • ინფარქტი და არითმია (ორიოდე სიტყვა ანალური ფსიქოტიპის შესახებ)

  • ჰიკიკომორი. შავი ცრემლები საბნის ქვეშ მონიტორთან

  • ნეგატიური სცენარი ანალურ ფსიქოტიპში (2)

  • პიროვნების ობსესიურ-კომპულსური აშლილობა – რა არის ეს?

  • სუიციდალური კომპლექსი

  • ენერგეტიკული ვამპირები – ვინ არიან ისინი?

  • სტოკჰოლმის სინდრომი – მსხვერპლის ცნობიერების პარადოქსები