წყენის ფსიქოლოგია გამრუდებული სულის ამბავი
წყენის ფსიქოლოგია გამრუდებული სულის ამბავი
წყენა წყევლაა, რომელიც ძირფესვიანად ანგრევს ჩვენს ცხოვრებას და ამას ვერც კი ვამჩნევთ. ხშირად დარწმუნებით ვამტკიცებთ რომ არა სულ არ ვართ ნაწყენები, მაშინ როცა ქვეცნობიერი წყენა ჩვენს ყველა მოქმედებას გასდევს. გარკვეულ ცხოვრებისეულ სცენარც გვიქმნის სადაც ნდობისა და სიხარულისთვის ადგილი აღარ რჩება.
გაუცნობიერებელი გეომეტრია. სწორი ხაზების მძევლები.
წყენა (როგორც სცენარული მოცემულობა) მხოლოდ ერთ - ანალურ ვექტორში წარმოიშობა. მისი წარმოქმნის მიზეზი კი ანალის ვექტორიანის ფსიქიკის თავისებურებაში დევს. კომფორტის არაცნობიერი გეომეტრია ანალში წარმოადგენს კვარდატს. უკეთ რომ ვთქვათ ეს ის შაბლონია რომლითაც ანალი აფასებს გარე სამყაროს. ანალური კვარდატი ესაა გასაღები როგორც ვექტორის ისე მისი მატარებლების უკეთ გასაგებად.
ამ ხალხის საკვანძო სიტყვებია - თანაბრად, სამართლიანად, ერთნაირად. ეს ცნებები ნათლად აღწერს მათი აზრების მიმართულებას. კვადრატს მყარი სტრუქტურა აქვს, სულ მცირე გადახრაც კი თუნდაც მხოლოდ ერთი წახნაგის მთელი ფუგურის გამრუდებას იწვევს. ასევე ანალის ვექტორიანის ფსიქიკაშიც ნებისმიერი გადახრა იმისგან რაც მას სწორად და სამართლიანად მიაჩნია ამ ვექტორის მატარებლის მძიმე ფსიქიკურ დისკომფორტს იწვევს.
ნებისმიერი ნეგატივი ანალის მისამართით იქნება ეს სიტყვა თუ საქციელი მაშინვე იწვევს მსგავს გამრუდებას და უსამართლობის შეგრძნებას. იღვიძებს წყენა ადამიანი საკუთარ თავში იკეტება და ხასიათიც ფუჭდება. ამ წუთიდან ის უკვე საავდრო ღრუბელია რომელიც ნელ-ნელა უფრო მუქდება “ეს უსამართლობა იყო ჩემს მიმართ! როგორ შეეძლო! მე ხომ კარგის მეტი არაფერი გამიკეთებია, მან კი…” – არაცნობიერი გადახრები დაფიქსირებულია, ფსიქიკური კვარდატი გამრუდდა. ხოლო ეს უზარმაზარი ფსიქიკური დისკომფორტი კი გასწორების რეჟიმს რთავს. მე ცუდად მომექცნენ ახლა მეც იგივეთი უნდა ვუპასუხო, რომ ფსიქოლოგიური კომფორტი ისევ დავიბრუნო. შურისძიების გაგება მხოლოდ ანალურ ვექტორშია. შურისძიება - ეს გამრუდებული კვადრატის გასწორებაა.
როცა წყენა დროზე მრავლდება, მდგომარეობაც რთულდება. დრო წყენას არ კურნავს, უფრო პირიქით. დრო წვეთ-წვეთობით უფროდაუფრო აღრმავებს ნეგატიურ გამრუდებას, იზრდება “გამოსასყიდის” ფასიც რომელიც წყენის მიზეზმა უნდა გადაიხადოს. თავიდან თუ უბრალოდ ბოდიშის მოხდაც საკმარისია, სულ ცოტა ხნის შემდეგ წყენის “ფასი” მკვეთრად იზრდება. ისე, რომ მისი კომპენსირება უკვე შეუძლებელია. წყენის მძევალი მისი ყველა მონაწილე ხდება და ურთიერთობაც უკვე ვეღარ იქნება ძველებური.
ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ
ბავშვობა - ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ანალისთვის ყველაზე კრიტიკული პერიოდია, ყველაზე უფრო შესაფერისი ნიადაგი წყენებისთვის. ამის მიზეზიც არსებობს. ანალს გააჩნია თანდაყოლილი თვისება დააგროვოს და გადასცეს ინფორმაცია დროში. ყველაფერი რასთანაც საქმე აქვს, მნიშვნელოვანია როგორც გამოცდილება. განსაკუთრებით ის, რაც პირველად ხდება. ბავშვობა კი სწორედ ამ პირველი გამოცდილებების პერიოდია რომელებიც მერე მთელს ცხოვრებაზე ახდენენ გავლენას.
შეიძლება იქვას, რომ ისინი წარსულის ადამიანები არიან, მათი მოწოდება ხომ ინფორმაციის შეგროვება და შემდეგი თაობისთვის გადაცემაა. ამიტომ, რაც გუშინ ხდებოდა რა თქმა უნდა დღევანდელზე უკეთესია, ხოლო მომავალი წარსულის პროექციაა. გუშინ ყველაფერი უკეთესად იყო – წყალი უფრო სველი, ცა უფრო ლურჯი, ხალხიც უფრო კეთილი …. ობიექტური არაა, მაგრამ ასეთია მათი ფსიქიკა, არც ეკითხება ისე გადააქვს ყველაფერი წარსულში. წარსულის ყველაფრის ეტალონია, მსოფლმხედველობის ღერძი.
პირველი გამოცდილება გადამწყვეტი ხდება. ასეთია ანალების თავისებურება – დასკვნების წინასწარ გამოტანა, განზოგადება, წარსულის გამოცდილებაზე დაყრდნობით. თუ ბავშვობაში ანალი ბავშვი ქუჩაში მანქანამ გაწუწა და მძღოლმა ბოდიშიც არ მოუხადა, მაშინ ეს ბავშვი არა მხოლოდ კონკრეტულად ერთ ადამიანზე არამედ ყველა მძღოლზე იქნება ნაწყენი და შეძლებს ყველანაირი ცოდვა მიაწეროს მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას მანქანა ჰყავს.
და ასე ხდება ყოველი პირველი გამოცდილებისას. პირველი ქალი/კაცი… პირველი სამსახური… პირველი მეგობარი… - სია უსასრულოა.
ანალის ვექტოპრიანის დედა - წყენის დედა
ანალის ცხოვრებაში დედის როლის შედაფასება ძნელია. დედა მისი საყრდენია, რომელზეც მთელი სამყარო დგას. ანალი ბავშვი თავისი ფსიქიკის თავისებურებიდან გამომდინარე სხვა ბავშვებზე მეტად უსუსურია და უფრო დამოკიდებული დედაზე. დედასთან კავშირი ანალური ბავშვის განვითარების შეუცვლელი საფუძველია, მას უსიტყვოდ ენდობა. ის ბავშვისთვის ყველაფერია - მისი გადარჩენის გარანტიც, მისი პირველი გამოცდილებების შემქმნელიც და ფსიქიკის კვარდატის პირველი ოპერატორი. მერე კი ყველფერი მარტივადაა. თუ დედა ინტუიციურად მიხვდება მისი ფსიქიკის საჭიროებებს ე.ი. ძალიან გაუმართლა, თუ არადა … თავადაც ხვდებით.
ანალური ბავშვი ძალიან დამჯერია. ისინი გაუცნობიერებლად განსჯიან და თვლიან, რომ თუ მორჩილებას გასცემენ სამაგიეროდ ქებას და დაცვას მიიღებენ რაც მათ ასე სჭირდებათ. ჩვენ გარკეულ ქმედებს მივმართავთ და მეორე მხრიდან საპასუხო რეაქციას ველოდებით. თუ ჩვენი ძალისხმევა არ თანაბრდება ასევე დადებითი ქმედებებით. როცა ასე არ ხდება ჩნდება უკმარისობა - ვერ დააფასეს, ის ხომ ასე კარგია დედა კი ვერ ამჩნევს.
ანალისთვის დედა მთელ გარე სამყაროსთან ასოცირდება. ამიტომაც დედაზე წყენები გროვდება და მომავალში მთელს სამყაროზე წყენად გარდაიქმნება. ბავშვობაში დაკლებული დაცულობის შეგრძნება, შემდგომში ყველაფრის მიმართ უნდობლობას და ეჭვის თვალით ყურებას იწვევს. გაზრდილი მოთხოვნილებები არ ესმით გარშემომყოფებს, რაც იწვევს ნეგატიური მგომარეობების გაუარესებას, ვიდრე შინაგანი გამრუდება კრიტიკულ წერტილს არ აღწევს და ანალი თავად მიდის იმის ასაღებად რაც დააკლეს. მისი შურისძიება ამ დროს შესაძლოა საშინელი იყოს.
პირველი სიყვარული როგორც განაჩენი
ანალისთვის ოჯახი ყველაფერია. მის საფუძველში ღრმა მეტაფიზიკური აზრია. მისი პირველყოფილი სახეობრივი როლი გამოქვაბულის დაცვა და მის თანატომელებზე ზრუნვაა. ფსიქიკური პროგრამებისთვის სიძველის ვადა არ არსებობს და ეს მოდელი დღემდე გავცელებულია. ანალური ვექტორის მატარებლები ესაა მზრუნველი ქმრები, საუკეთესო მამები და პატრონები. ისინი უზრუნველყოფენ ჩვენთვის საიმედო ზურგსა და სახლს.
ჯერ კიდევ სულ თავიდან, ჯერ კიდევ მხოლოდ ფიქრებში თავის პირველ ურთიერთობაზე საწინააღმდეგო სქესთან ეს თემა მისთვის უკვე იდეალიზებულია. ანალები ეძებენ კავშირებს მთელი ცხოვრებისთვის. ხოლო თვისება ყველაფერი სუფთა და ბინძურის კატეგორიებად დაყონ განსაზღვრავს მათ არჩევნს, მათი რჩეული ქალი უნდა იყოს სუფთა ყველა გაგებით.
აქ მას ისევ ორი ხაფანგი ელოდება. პირველ რიგში მას ურთიერთობები დედიდან ყველა სხვა ქალზე გადააქვს. ხოლო თუ ეს კავშირი (დედა-შვილის) არ იყო ზოგადად ურთიერთობის ეტალონი, მაშინ ანალური კვარდატის მეტნაკლები გამრუდება გარანტირებულია. დიდი დროის გასვლის შემდეგაც კი დედაზე წყენა განუზომელ მასშტაბებს აღწევს. სწორდ ეს წყენა განსაზღვრავს მის დანარჩენ ცხოვრებას, ხოლო დესტრუქციული გათანაბრებისკენ სწრაფვა დაფიქსირდება ყველა ქალთან ურთიერთობაში.
გავიხსენოთ, რომ ეს გაუცნობიერებელი თვისებაა და ანალი მას ვერ აკონტროლებს. ის უბრალოდ ემორჩილება ასეთ მდგომარეობას და აქედა გამომდინარე ისეთ ურთიერთობებს მოძებნის რომლებიც მის ნეგატიურ წარმოდგენას ქალებზე გაამართლებენ. გაუცნობიერებლად ის ისეთ პრეტენზიას წაუყენებს ქალს რომლის შესრულება მისთვის შეუძლებელი იქნება, მოლოდინები რომლებსაც ქალი ვერასოდეს გაამართლებს. საკუთარ იდეალებზე, დიდი ხნის ჩავლილი წარსულზე ჩაციკვლა ადრე თუ გვიან ანგრევს ურთიერობას.
შურისძიება, გამოხატული თუ დაფარული ნაწყენი ადამიანის ურთიერთობების შემადგენელი ნაწილი იქნება. ასეთია მისი კომპენსაცია - მისი მეთოდი გამოასწოროს ძველი წყენა “მე დამიშავეს და ახლა მეც ვუშავებ სხვას - ყველაფერი თანაბრად”.
ეს ყველაფერი ვერბალურ ანდა ფიზიკურ სადიზმში გამოვლინდება. ურთიერთობა სქემით - სიფრთხილე და უნდობლობა (ისევ რომ არ ატკინონ) - თავისი უნდობლობის დადასტურება (“ასეც ვიცოდი რომ ამის ნდობა არ შეიძლებოდა, ყველა ქალი ერთნაირია”) - წყენის კიდევ უფრო გაღრმავება. ამჯერა დესტრუქტივის დონე უკვე სხვაგვარი იქნება - წყენა უფრო გაიზრდება ერთი კონკრეტული ადამიანისგან (დედა) მთელს ჯგუფზე (ქალები საერთოდ) გავრცელდება.
ყველა შედგომი ურთიერთობა - გაუმართავი თვითმფრინავია რომელიც განუხრელად პიკირებს ძირს.
მეორე ხაფანგი - მისი პირველი წარუმატებელი ურთიერთობა ქალთან. საბოლოოდ ისინის ზემოთ აღწერილ შედეგამდე მიიყვანენ მხოლოდ გარკვეული ცვლილებებით დროში.
ბუნებრივი ალგორითმის მიხედვით ანალი მამაკაცები იზიდავენ სრულიდ საწინააღმდეგო ფსიქოტიპის ქალებს. საუბარია კანებზე. მათი სულ სხვა ფასეულობები და სურვილები ამოძრავებთ - კარიერული წინსვლა ანდა საკუთარი მიზნები, სოციალური სტატუსი, მატერიალური კეთილდღეობა და ა.შ. და მათი გაცილებით უფრო მოქნილია.
არქეტიპური მდგომარების კანები გამომყენებლები არიან, ისინი პირველები წყვეტენ კავშირს, როგორც კი უფრო უკეთეს პერსპექტივას იყნოსავენ სხვაგან. ანალი კი ამ დროს უბრალოდ ნაწყენი კი არა მთელი ცხოვრება ტრავმირებული რჩება.
მას შეიძლება მრავალი წელი დასჭირდეს რომ ისევ გონზე მოვიდეს. ამ პერიოდში კი საკმაო რაოდენობის წყნისა და ფრუსტრაციის დაგროვებას ასწრებს, და ყველას საყვედურით, კრიტიკულად და უნდობლად უყურებს. მას ისედაც ყველაფერი ნელა გამოსდის ხოლო ეჭვების გარსი ამ პროცესებს უფრო ანელებს. იმის მაგივრად, რომ ნორმალურად ცხოვრება და ახალი ურთიერთობა დაიწყოს, ის უცდის და რამდენიმე წელი აკვირდება “ამანაც რომ მომატყუოს?” და მორიგი დარტყმის შიშით სულაც უარს ამბობს ცხოვრებაზე.
უკან მომავალში
ცალკე აღნიშვნის ღირსია ანალის მიერ ახალი ინფორმაციის აღქმა. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ანალური ვქტორი პასუხისმგებელია გამოცდილების დაგროვებაზე და შემდეგი თაობისთვის გადაცემაზე. ისინი ვერ გადასცემენ შეუმოწმებელ მონაცემებს. აქედან მოდის მისი ასეთი ვნება კითხვისა და წიგნების მიმართ. მათთვის წიგნები სწორედ ის გამოცდილებაა, რომელიც უნდა დაგასცენ. წიგნებს ისინი აღიქვამენ როგორც ცოდნის შემოწმებულ წყაროს “რადგან ეს დაბეჭდილია ე.ი. ძვირფასია“. უჯერებენ წიგნებს და იმას რაც ამ წიგნებში წერია. და სწორედ ამიტომ ზეპირად გადმოცემული ახალი ინფორმაციის მიმართ ანალს ასეთი რეაქცია აქვს “სად წერია ეს? სად შეიძლება ამაზე წავიკითხო?”. დღეს ეს პრაქტიკულად ნონსენსია, მაღალი ტექნოლოგიისა და არანორმალური სისწრაფის საუკუნეში. ეს ჯოჯოხეთია ანალისთვის. კლასიკური წიგნის ფორმატი არყოფნაში იძირება. როგორც ნებისმიერი ინფორმაცია ცოდნაც გადაეცემა უფრო სწრაფი და უფრო ეფექტური გზით - ტელევიზია, ინტერნეტი, მობილური კავშირგაბმულობა. ანალს კი უბრალოდ არ შეუძლია არ ისწავლოს.
ინფორმაციის დაგროვების შეკავება მას უბრალოდ არ შეუძლია. იძულებული როგორმე ადაპტირდეს. და აი აქედან იწყება საინტერესო პროცესი. ადამიანი იღებს ახალ ინფორმაციას და ცოდნას. მაგრამ თუ აღმოჩნდება, რომ ახალი ცოდნა უკიდურესად მოწინავეა და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს წარსულის მთელ გამოცდილებას, ჩნდება პარადოქსი.
ერთი მხრივ ინფორმაციის უპირატესობა ისე თვალნათელია, რომ მისი არ მიღება უბრალოდ შეუძლებელია. მაგრამ როდესაც ანალი ამას აკეთებს ის მაშინვე მთლიანად ან ნაწილობრივ აუქმებს იმ ფუნდამენტს, რომელსაც მანამდე ეყრდნობოდა. ამასთან ერთად წარსულის შეფასებაც იცვლება პოზიტიურიდან ნეგატიურისკენ. ასე ხომ გამოდის, რომ წინა წყაროები უბრალოდ იტყუებოდნენ. ფსიქიკურად ეს ძალიან დისკომფორტულია, როცა მომავლის ინექციას იღებ და ამავე დროს კარგავ წარსულ მსოფლხედველობას, და ახალიც ჯერ ბოლომდე ფორმირებული არაა.
გაუცნობიერებელი მტერი იმაშია, რომ როგორც კი არსებული ცოდნის უფრო ახლით და უკეთესით ჩანაცვლებს იწყებ, ძველი მაშინვე ნეგატიურ კონტექსტში გადადის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კვარდატი ჩვენდაუნებურად მრუდდება, რაც წარსულის წყაროებზე გამოხატული ანდა ფარული წყენით ვლინდება. და როგორც უკვე მიხვდით ეს მდგმარეობა ჯაჭვური რეაქციით ვეცელდება ყველა შემდეგ წყაროზე. გარშემო ყველა ტყუის! ადამიანი შესაძლოა ვერც კი აცნობიერებდეს ამას მაგრამ ეს ასეა.
ეს ინფორმაციაში ჩაღრმავების სურვილის არქონით მჟღავნდება, არც ავტორს ენდობა და არც სხვა მსგავს წყაროებს. ანალს არ შეუძლია მთლიანად გააუქმოს წარსული ეს მისთვის იგივეა რაც ფეხქვეშ მიწა გამოეცალოს, მისი მთელი სამყარო ინგრევა.
სოდომი და გომორი
ცდებით თუ ფიქრობთ, რომ ანალის წყენა ყოველთვის შურისძიებით ანდა სხვა ნეგატიური მოქმედებით მჟღავნდება. გარგნულად ადამიანი სავსებით ჩვეულებრივად გამოიყურება, ჩვეულებრივი ურთიერობები აქვს, არავიზე ნაწყენი არ ჩანს და არც ვითარდება… ინერტულია.
წყენა ყოველთვის მოქმედების არქონით მჯღავნდება - ჩერდება განვითარება. ადამიანის შეგრძნებეში ეს მჟღავნდება როგორც მოქმედების სურვილის გაქრობა. უბრალოდ არაფერი უნდა. ზის დივანზე და ასეც კარგადაა. ფიქრებში კი ელოდება როდის მოვა სამყარო და თავად მოუხრის ქედს და გაასწორებს მის გამრუდებულ ხაზებს. რადგან ეს როგორც წესი ბავშვობის ანდა დიდი ხნის წინ დაიწყებული წყენის შედეგია. ასეთ შემთხვევაში უმოქმედობის რეალური მიზეზის თვალის მიდევნება ძალიან ძნელია.
ასეთ გაჩერებებს მივყავართ რეალიზაციის უუნარობასთან, ეს კი ზრდის ფრუსტრაციას და ამავე დროს გვაძულებს ყველაფერ ცოცხალს. “როგორ ბედავთ სიხარულს როცა მე ასე ცუდად ვარ?” – ჩკეტილი წრე და გადაუვალი სავალალო დასასრული. შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენი ახალი ამბები სავსეა ძალადობით. დღეს ანალებს ძალიან უჭირთ, ისინი დიდი ძალისხმევით ეძებენ თავიანთ ადგილს და ვერ პოულობენ, ვერ ეწევიან კანურ აჩქარებულ რიტმს. ნუთუ გამოსავალი არაა?
ცხოვრება ისეთია როგორიც არის. მაგრამ ჩვენი შინაგანი შეფასება გარე სამყაროში მიმდინარე მოვლენების პოლარულობას განსაზღვრავს. შეუძლებელი ჩვენი ფიქრების ნაკადის გაცნობიერება ვიდრე გრძნობები საკუთარი წარმოდგენების მძევლებად გვტოვებს. კარგია როცა შეფასება აქტიური მოქმედებისა და განვითარებისკენ გვიბიძგებს… მაგრამ როცა პირიქითაა? როცა ჩვენი ნეგატიური მსჯელობანი ნებისმიერ მოქმედებასა და გავითარებას აფერხებენ?
დაფიქრდი რამხელა საფასურის გადახდა გიწევს წყენისთვის როცა ცხოვრების ნაცვლად მხოლოდ მის ჩრდილს იღებ?
ბუნება შეფერხებასა და კონსერვაციებს არ ითვალისწინებს, წყენა ადამიანს მოქმედების სურვილს უკარგავს, გამოიხატება ეს ცუდი შეგრძნებებით, ავადმყოფობებით ანდა ცხოვრებისეული წარუმატებლობებით.
საუკეთესო თერაპია ანდა ,,ბედნიერების ტაბლეტი” ამ დროს იმის გაცნობიერებაა თუ როგორ ცხვორობენ ჩვენივე შგრძნებები ჩვენს მაგივრად და როგორ განსაზღვრავენ ისინი ჩვენს ცხოვრებისეულ სცენარს. უბრალოდ უთხრა შენს თავს “არ გეწყინოს” არ გამოვა, ეს ასე არ მუშაობს. მაგრამ როცა ღრმად გესმის წყენის მექანიზმი, მისი ქარგა, შეძლებ გათავისუფლდე შინაგანი ტვირთისგან, თითქოს ეს გაცნობიერება ყველაფერს თავის ადგილას ალაგებს. და ბუნებრივი მექანიზმიც უკვე შეუფერხებლად იწყებს მუშაობას როგორც მოცემული იყო დადებიი კუთხით.
დაიწყეთ ფიქრი რისი მიცემა შეგიძლიათ იმ საზოგადოებისთვის სადაც ცხოვრობთ და უბრალდო ამის კეთება დაიწყეთ. ძალიან მალე გასაოცარ კანონზომიერებას შეამჩნევთ, რომ შინაგანი კომფორტის დონე და ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება იმის პირდაპირპროპორციულია თუ რას გაუკეთებთ სხვას.
მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე
წყარო