ანალური ვექტორი. ლოგონევროზი


ანალური ვექტორი. ლოგონევროზი

ანალური ვექტორის გაგონებისას საკმაოდ ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ ანალური ვექტორის ეროგენული ზონა მხოლოდ ანალური ხვრელია, ეს ასე არ არის. ანალური ვექტორის ეროგენულ ზონას წარმოადგენს მთელი მომნელებელ-გადამამუშავებელი სისტემა და საყლაპავი მილი. მთელი საყლაპავ-მომნელებელი სისტემა შედგება სპინქტერებისგან (მომჭერი კუნთები), ამ სისტემაში სპინქტერების, ანუ მომჭერი კუნთების მეშვეობით საკვები მოძრაობს ზემოდან ქვემოთ. გასაგებია, რომ რადგან მომნელებელი სისტემა მთლიანად ეროგენული ზონაა ანალის ვექტორიანებისთვის, ამიტომ ის რეაგირებს ნებისმიერ მოვლენაზე. ძლიერად შეშინდა? ანალებს მაშინვე ტუალეტში უნდებათ, გარბიან და იქ იხსნიან სტრესს. როგორც კი სტრესი მოეხსნებათ, მათი მომნელებელი სისტემაც მაშინვე ნორმაში დგება. ეს ასე აქვს თითქმის ყველა ანალის ვექტორიანს. თუ ანალური სტრესი ხანგრძლივია და ის უკვე ცხოვრების სცენარადაა ქცეული, ანალის ვექტორიანებს ემართებათ სპინქტერების მასშტაბური შეკუმშვა, მთელი მოუნელებელი მასა მათ ნაწლავში იწყებს გამაგრებას და მონელების აქტი უკვე მტკივნეული და უსიამოვნო ხდება. ხანდახან, როდესაც ანალის ვექტორიანი რაღაცას ძალიან განიცდის, მაგალითად: როდესაც ძალიან შეშინებულია, მის მომნელებელ სისტემაში ყოველი სპინქტერი ერთიმეორის მიყოლებით იწყებს ძლიერ შეკუმშვას. ის ვარდება ისეთ მდგომარეობაში როდესაც მისი სპინქტერები ნერვიულობისგან უკიდურესად შეკუმშულია. ვთქვათ: პატარა ანალს მამა დაემუქრა – ცემით მოგკლავო, მას ძალზე ეშინია, ის ფიქრობს რომ შეიძლება ცოცხალი ვერ გადარჩეს, ფიქრობს რომ აბსოლუტურად დაუცველია. თუ ასეთი სახის მუქარა ხშირია, პატარა ანალის ვექტორიანს იმდენად ეშინია, რომ მამის ოდნავ ხმის აწევაზეც კი შიშისგან ცახცახებს, მისი ყოველი კუნთი შიშისგან იკუმშება. ყველაზე მთავარი, როგორ სასაცილოდაც არ უნდა ჩანდეს ეს, ანალის ვექტორიანს ძლიერი შიშისგან უკანალი უთრთის და შემდეგ ძლიერად ეკუმშება. როდესაც ანალ ბავშვს ხშირად აშინებენ, ეს მიდის იქამდე, რომ შეკუმშული სპინქტერები ბოლომდე აღარ იშლება და მას ეწყება კუჭში შეკრულობა. შეცდომაა იმის ფიქრი, რომ ყველაფერი ყველაზე ქვედა სპინქტერის შეკუმშვით მთავრდება. პირიქით, ეს მხოლოდ დასაწყისია, თუ მამაც ანალის ვექტორიანია და გადაწყვეტილი აქვს შვილის ,,აღზრდას“ სერიოზულად მოეკიდოს და შვილის მისამართით ყვირილს და მუდმივ მუქარას განაგრძობს, შვილს ერთიმეორის მიყოლებით, ქვემოდან ზემოთა მიმართულებით შეკუმშვას უწყებს სპინქტერები და ერთ დღეს კიდევ მომდევნო სპინქტერი კარგავს მოქნილობას და ბოლომდე გაშლის უნარს, კიდევ და კიდევ, სანამ სპინქტერების შეკუმშვა არ მიაღწევს ბოლო, საყლაპავის სპინქტერს. რაც უფრო მაღალია ანალური სტრესი, მით უფრო ზედა სპინქტერს ურტყამს ის. მაშინაც კი როდესაც მამა უკვე დიდი ხნის მკვდარია, თვითონ კი უკვე ზრდასრულია, მისი სპინქტერები მაინც შეკუმშულადაა დარჩენილი და მთელი ცხოვრება ასეთად რჩება. რაღც ეტაპზე სტრესი თავის ზენიტს აღწევს, ამის გამო იკუმშება ყველაზე ზემო, საყლაპავის სპინქტერი, ეს შეკუმშვა ზოგჯერ ისეთი ძლიერია, რომ სუნთქვაც კი ძნელდება, ძნელდება მეტყველებაც. თუ გახსოვთ, წინა ლექციებში ვახსენეთ, რომ ანალის ვექტორიანები ,,წყენას ყლაპავენ“, როდესაც რაღაც ძალიან წყინთ, სტესისგან ყელში თითქოს რაღაც ეჭედებათ, თითქოს ,,წყენა გადაეყლაპათ“ და ეს გადაყლაპული წყენა მათ შიგნით დაგროვდა. ძლიერი წყენა ანალებს სპინქტერებს უკუმშავს.

როგორ მიყავთ ანალი ბავშვები ენის მოკიდებამდე? ამისთვის მშობლებმა ბევრი სისულელე ერთდროულად და ხშირად უნდა ჩაიდინონ. 1. მიყავთ შვილი ცრემლებამდე, თან ისე რომ თან ტირილის ეშინია და იძულებული ხდება ცრემლი შეიკავოს. 2. ხშირად უღრიალებენ მას რაც შეიძლება ხმამაღლა, ისე, რომ ამ ხმისგან ბავშვი შეხტება ხოლმე. ამას ემატება სხვადახსვანაირად დასჯის მუქარაც. ამ დროს მას ეშინია, თავს დაუცველად გრძნობს და შიშისგან ადგილს ვერ პოულობს. 3. მშობლები მას გამუდმებით ადანაშაულებენ რაღაცაში, ასე, რომ ანალის ვექტორიან ბავშვს უვითრდება დანაშაულის გრძნობა. ეს განსაკუთრებით ცუდ შედეგს იღბს მაშინ, როდესაც მას ისეთ რამეს აბრალებენ, რაშიც დამნაშავე არ არის. ბავშვი ამ ყველაფრის შემდეგ დგას, სლუკუნებს, სახეზე ცრემლები ჩამოსდის, თავი ჩაქინდრული აქვს, სრუტუნებს, ცრემლებს და ცინდლს ერთდროულად ყლაპავს, ეს ნიშნვს რომ ენის დაბმის პირველი ნიშნები უკვე სახეზეა. თუ მშობლები ამას ცემასაც უმატებენ, რომ მას ეტკინოს, თან ცემენ უდანაშაულოდ და თან ეუბნებიან შემდეგში უარესი დაგემართებაო, ეს საერთოდ საშინელებაა. თუ ანალ ბავშვს მაღალი ტემპერამენტი აქვს, მაშინ მშობლების ასეთი ქცევა მას ადვილად ვერ გატხს. მაგრამ ბოლოს ისიც ნებდება. მაშინ მშობლები ხედავენ ასეთ სურათს:

ბავშვი დგას, უკვე სრულიად დათრგუნული, ნამტირალევი, მის სახეზე იკითხება უსიამოვნო ემოციების მთელი ნაკრები, ის ნაწყენია, უსამართლოდ ნაცემი, მის სახეზე იკითხება – ,,მე უდანაშაულო ვარ“ და ეს ყველაფერი მას ლუკმასავით აქვს ყელში გაჩხერილი, ის ტირის და თან ასე სლუკუნებს: დე-ე-ე-ე-ე-და-ა-ა ჩე-ე-ე-მი-ი-ი ბრალი-ი-ი ა-ა-არ ა-ა-არის. ის მთელ თავის ემოციებს ამაში დებს, თითქოს ყოველ ამოქვითინებაზე თითო ბგერას ამბობს. მას თანდათან ეს ყოველდღიურობად ჩამოუყალიბდება და თანდათან ყოველდღიურ საუბარშიც დაიწყებს ენის ბორძიკს. იწყებს ასეთ საუბარს: დე-ე-ედა ა-ა-არ მცე-ე-ეე-ემო.


YOU MAY ALSO LIKE

  • ზედა ვექტორების გავლენა წყენის მდგომარეობაზე (ანალ-ვიზუალი)

  • ანალური ფსიქოტიპის სტრესები

  • როგორ უთანაბრდება ანალის ვექტორიანი ლანდშაფტს

  • ანალური ფსიქოტიპის ხასიათი

  • გადადებული ცხოვრების სინდრომი

  • წყენის 4 დონე ანალურ ვექტორში

  • ანალური ვექტორი - ფუძე

  • რას გვატყობინებენ ჩვენი შიშები