პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე (4)


პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე (4)

კითხვა: რატომ ხდება ზოგჯერ დიაგნოსტიკაში შეცდომები?

პასუხი: სისტემა საკმაოდ მკაფიოდ განსაზღვრავს ფსიქოტიპებს, მათ ქცევებს, მანერებს გამოხატულებებს, მათ ფუნქციებსა და გამოვლინებებს. მაგრამ არის სუბიექტური ფაქტორი მადიაგნოსტირებლის სახით: 1. მას შეიძლება არ ჰქონდეს საკმარისი ინფორმაცია. 2. შეიძლება ეყრდნობოდეს არასწორ ინფორმაციულ წყაროს 3. შეიძლება მოხდეს თვისებათა ერთმანეთში არევა 4. შეიძლება არ გაითვალისწინოს დაშენება, ან პირიქით დაშენებული ვექტორი არსებულში შეეშალოს. 5. შესაძლოა მოხდეს მაღალი ტემპერამენტის არევა სმენის ან ურეთრალურ ვექტორში. 6. თავად ფსიქოლოგის გამოცდილება და ცოდნა.

კითხვა: რომელ ვექტორში ვლინდება განსხვავებულისადმი შიში?

პასუხი: განსხვავებულის შიში ძირითადად ორ ვექტორში გვხვდება: ესაა ანალური – განსხვავებული ხარისხის სიძულვილი (ხშირად ეთნიკური, ან რასობრივი ნიშნით გამოხატული) და კუნთური – სოციუმისაგან განსხვავებულის შიში (ქსენოფობია).

კითხვა: ვინ წერს ძირითადად სქელტანიან (მრავალგვერდიან) წიგნებს? ან რატომაა რომ ძველ დროში დაწერილი წიგნები ხშირად ასობით გვერდია?

პასუხი: ზოგადად ანალური ეპოქის წიგნების სრული უმრავლესობა ანალური ფასეულობის გავლენას განიცდის. სქელტანიანი, მძიმე, მოცულობითი, ინფორმაციითა და ბიოგრაფიებით დატვირთული. ამას ემატება ისიც, რომ მწერალთა 99% აქვს ანალური ვექტორი, რაც დამატებით ქმნის წიგნებში ანალურ ფასეულობათა გავლენას.

კითხვა: რა ძირითადი სხვაობაა კან-ორალსა და კან-ყნოსვას შორის. ორალი და ყნოსვა ხომ ორივე ენერგიის მეოთხედის ვექტორებია?

პასუხი: კან-ორალი და კან-ყნოსვა საკმაოდ ადვილი გასარჩევია, ორივე კანია, ორივეს აქვს კანური სურვილიბი, მაგრამ ზედა ვექტორი რადიკალურად ცვლის მის გამოვლენას. მაგრამ ერთს სურს ისაუბროს გამოჩნდეს, ჯგუფი ვერბალურად აიყვანოს. მეორეს კი უნდა იყოს შეუმჩნეველი, ის ჩუმია, როცა საუბრობს იფიქრებთ ლაპარაკი ტანჯავსო, მანიპულატორია, ურჩევნია კულისებიდან მართოს და არ გამოჩნდეს, მართოს სხვისი ხელით. ამიტომ ეს ორი სცენარი რთული გასარჩევი არ არის.

კითხვა: რომელ ვექტორს ახასიათებს კაცთმოძულეობა?

პასუხი: ეს შეიძლება ჰქონდეს სმენას, ვიზუალს და ყნოსვას. სმენის შემთხვევაში ეს ჭარბი ეგოცენტრიზმის შედეგია. ვიზუალთან – სნობიზმის. ყნოსვასთან კი მიზანთროპიის. თუმცა თითოეული ნეგატიური სცენარის გამოვლინებაა.

კითხვა: რატომ არის, რომ ურეთრალებს ასე იშვიათად ვხვდებით?

პასუხი: ურეთრალის ვექტორიანი მეთაურია, ბელადია, წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა ერთ სამეფოს 5 მეფე რომ ყავდეს, რამდენიმე ბელადი ერთ ჯგუფში უეჭველად განხეთქილებას გამოიწვევდა, ამიტომაცაა რომ ურეთრალები ცოტანი არიან. რაც შეეხება დიგნოსტიკის სირთულეს, ურეთრა არც ისე რთულად გამოცნობადია, უბრალოდ მცირე რაოდენობის და განსაკუთრებული ფუნქციის გამო მათ ყოველ ნაბიჯზე ვერ ნახავთ. მითუმეტეს იშვიათია ერთვექტორიანი ურეთრალები. არის მეორე საკითხიც: როგორც წესი ძირითადად ვადიაგნოსტირებთ იმ ადამიანებს რომლებიც ჩვენს გარშემო არიან. შესაძლოა ჩვენს სამეგობროში, ან თანამშრომლებში ურეთრალი ვერ ვნახოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ურეთრალები საერთოდ არ არიან, უბრალოდ ისინი ცოტანი არიან და თან ურეთრალებს, მითუმეტეს თუ მათ ზედა ვექტორი ერთვის, პატარა სივრცე იშვიათად ყოფნით სარეალიზაციოდ. ამას ემატება ისიც თუ სად ეძებთ. მაგალითად: თუ თქვენ წახვალთ რომელიმე ფინანსურ კომპანიაში იქ ძირითადად კანის ვექტორიანები დაგხვდებიან, მაგრამ თუ საავიაციო სკოლას ეწვევით, მაშინ იქ მყოფთა უმეტესობა ურეთრალის, ან სმენის ვექტორიანი იქნება.

კითხვა: მაინტერესებს, როცა ურეთრალი აერთიანებს გაუცნობიერებლად, ანუ ინსტინქტის დონეზე, სანამ ცნობიერის დონეზე ავა სურვილი და იდეა რა პროცესს გადის ურეთრა და მისი ჯოგი? უბრალოდ იწყებენ გაერთიანებას და შემდეგ იყენებენ იდეას მიზნად?

პასუხი: პირველ რიგში საჭიროა გავიგოთ, რომ ურეთრალის ვექტორიანი ასაკთან ერთდ კი არ გადაიქცევა ბელადად, არამედ პირდაპირ ასეთი იბადება, ამიტომ მას თანდაყოლილი აქვს სხვებზე დომინირება. ამიტომ ის მუდამ ბელადად აღიქვამს თავს, და მის დომინაციას სხვებიც გრძნობენ. ჯერ კიდევ პატარაობაში მის გვერდით მუდმივადაა რაღაც ტიპის ჯგუფი, თანატოლები. შემდეგ კი უკვე იწყება ჯგუფის ფორმირება, ესეც ავტომატური პროცესია, ურეთრალს შეუძლია შეიგრძნოს მომავალი და თავისი შინაგანი ვნების წყალობით სხვებიც აღნთოს მომავლისკენ სწრაფვის სურვილით.

კითხვა: ურეთრალ-სმენის კომბინაცია, ადამიანების დაახლოებით რა პროცენტს ექნება?

პასუხი: როგორც აღვნიშნეთ ურეთრა სხვებთან შედარებით იშვიათი ვექტორია, ზედა ვექტორებიც ყველას არ აქვს (აქვს დაახლოებით 20%) აქედან სმენით სულ 7-8%, შესაბამისად ურეთრალ-სმენები საკმაოდ ცოტაა. არაუმეტეს ადამიანთა 1%. შეიძლება იყოს ამ სცენარის მატარებელი, შეიძლება უფრო ნაკლებიც.

კითხვა: რამდენად არიან ურეთრალი მამაკაცები ისეთ სისტემებში, როგორიცაა პოლიცია, ჯარი, უშიშროება და ა.შ. ოღონდ არ ვგულისხმობ გენერლებს და ძალიან მაღალი თანამდებობის პირებს. უბრალოდ მაინტერესებს, რამდენად შეუძლიათ კანურ სისტემებში შედარებით დაბალ თანამდებობებზე ყოფნა?

პასუხი: ურეთრალის ვექტორიანი ჯარში, ან რაიმე მსგავს სისტემაში, ვიღცის კონტროლქვეშ, თავს ისე გრძნობს, როგორც მხეცი გალიაში. ურეთრალი არ ჯდება ჩარჩოებში, არ კონტროლდება, ის ბუნებით მმართველია და თუ ამას ვერ ახერხებს მაშინ ის ვერ ასრულებს ფუნქციას, თუ ფუნქციას ვერ ასრულებს ე.ი. ვერც შედგა სრულფასოვან პიროვნებად.

კითხვა: იცვლება თუ არა ვექტორების რაოდენობა ერთ ადამიანში მისი ცხოვრების მანძილზე?

პასუხი: რა თქმა უნდა არა. იცვლება მხოლოდ მასში უკვე არსებული ვექტორების განვითარება და მათი გარეგანი გამოვლინება. თუ პირობითად ავიღებთ ექვს ვექტორიან ადამიანს, ის მთელი ცხორება იქნება ექვს ვექტორიანი, ვერც შვიდ ვექტორიანი გახდება და ვერც ხუთ ვექტორიანი. ხოლო რა სცენარი ექნება და როგორ განვითარდება საკუთარი ვექტორული წყობის ფარგლებში, ამას უკვე უამრავი ფაქტორი განაპირობებს. ადამიანების უმრავლესობა, თვითდიაგნოსტირებისას ცდილობს მოირგოს ყველა ვექტორი. ზოგან კი არსებობს გავრცელებული მცდარი შეხედულება, რომ ყველა რვა ვექტორიანი იბადება, მაგრამ არასწორი აღზრდის გამო მათში მხოლოდ ვექტორების ნაწილი ვითარდება, ფიქრობენ, რომ სწორი აღზრდის შემთხვევაში ყველა ურეთრალ სმენა იქნებოდა, მაგრამ ეს უბრალოდ სისულელეა, რადგან ასე რომ იყოს, სხვა ფუნქციები უბრალოდ შეუსრულებელი დარჩებოდა. ის ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ ამ მოსაზრებას ვერ ხვდებიან სისტემური აზროვნების არსს. ვერ აანალიზებენ, რომ მთელი მსოფლიო ერთიანი ორგანიზმია. ეს ორგანიზმი კი მხოლოდ მაშინ შეძლებს არსებობას, თუ მისი ყოველი ნაწილი თავის ფუნქციას შეასრულებს. ვექტორები ჩვენში ვლინდება ჩვენი გამოვლენისთანავე და მათი დაკარგვა, ან ახლის შეძენა შეუძლებელია. არარსებულ ვექტორს თქვენში ვერ გამოზრდით ვერც ვარჯიშით, ვერც ქირურგიული ოპერაციით, ვერც ლოცვით და ვერც მედიტაციით. ხოლო არსებულ ვექტორს ვერც თავად დაკარგავთ და ვერც მისტიური ზეარსებები ვერ წაგართმევენ. მოკლედ თუ ვიტყვით, თქვენ დაიბადეთ კონკრეტული ვექტორული წყობით, დავალებათა კონკრეტული ნაკრებით და ეს ყველაფერი თქვენს სიკვდილამდე თქვენთან დარჩება. რამდენი ვექტორიც 2 წლის ასაკში გქონდათ, იმდენივე გექნებათ 82 წლის ასაკშიც. ერთადერთი რაც შეგიძლიათ, არის ამ ვექტორული კომბინაციის ფარგლებში სწორი განვითარება. ასაკთან ერთად თქვენს ვექტორულ წყობაში შენდება თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილება და ის საკუთარ ასახვას პოვებს ვექტორების მდგომარეობასა და განვითარებაში. ვექტორები და მათი თვისებები თქვენში უცვლელი რჩება, მაგრამ იცვლება მათი განვითარება და შესაბამისად მათი გამოვლინებაც.

კითხვა: იცვლება თუ არა ერთ ადამიანში გამოვლენილი ვექტორების რაოდენობა ისტორიის მანძილზე?

პასუხი: მთელი ჯგუფი მოძრაობს დროის ღერძზე და გადის განვითარების გზას არაცოცხალიდან ადამიანური დონისაკენ. საშუალო სტატისტიკით 100 წლის წინ ერთ ადამიანს ჰქონდა ნაკლები ვექტორი, თანამედროვე ადამიანთან შედარებით. კუნთურ ფაზაში და ანალური ფაზის დასაწყისში ადამიანებს ჰქონდათ 1 ან 2 ვექტორი. ისინი იდეალურად იყვნენ რანჟირბულნი ფერომონებისა და სუნების დახმარებით. დღეს კი შეგიძლიათ გახვიდეთ ნებისმიერი დიდი ქალაქის ქუჩაში და იქ თავისუფლად ნახოთ 6-7 ვექტორიანი ადამიანები. შეიძლება ითქვას, რომ კუნთურ ფაზაში ერთ ადამიანს საშუალოდ 1-2 ვექტორი ჰქონდა. ანალურ ფაზაში ერთ ადამიანს ჰქონდა საშუალოდ 2-3 ვექტორი. კანურ ფაზაში საშუალოდ ერთ ადამიანს უკვე 3-5 ვექტორი აქვს. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ურეთრალური ფაზის ზღვართან, ამიტომ თუ თქვენ პატარა ქალაქში ცხოვრობთ, თქვენს გარშემომყოფებს საშუალოდ 3-4 ვექტორი ექნებათ, მაგრამ თუ თქვენ ცხოვრობთ დიდ ქალაქში, სადაც მოსახლეობის რიცხვი მილიონს აჭარბებს, მაშინ თქვენს ირგვლივ მყოფთა უმრავლესობას საშუალოდ 4-6 ვექტორი ექნება. თუმცა შეიძლება არც ისე იშვიათად ნახოთ 7 ვექტორიანებიც, ხოლო უკიდურესად იშვიათად შეიძლება 8 ვექტორიანსაც კი გადაეყაროთ, ან ტელევიზორში მოკრათ თვალი.

რატომ მოხდა ასე? რატომ შეიცვალა ფაზების განმავლობაში ერთ ადამიანში გამოვლენილი ვექტორების რაოდენობა? აქ საკმაოდ ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, მაგალითად გართულდა საარსებო ლანდშაფტი და იმისთვის რომ ჩვენ ამ გართულებულ გარემოში ადაპტაცია შევძლოთ, ყოველ ადამიანს ჭირდება მეტი თვისებები, ამ ლანდშაფტში გადარჩენისთვის. შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენს ზრდასთან ერთად (ვგულისხმობთ მთელ სოციუმს), ჩვენში იზრდება მიღების სურვილი, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს სოციუმის საშუალო წევრში ახალი თვისებების გამოზრდაზე ვექტორების საშუალო რაოდენობის ზრდით. დღევანდელ ადამიანს მეტი თვისებები აქვს და შეუძლია უფრო მეტი კუთხით მოახდინოს გამოვლენა ლანდშაფტში.

გარემო ჩვენგან მოითხოვს უფრო და უფრო მეტ ძალისხმევას თვითრეალიზაციისათვის. თუ შევხედავთ სხვაობას იმ მინიმალურ საჭიროებებს შორის რაც ადამიანს ჭირდებოდა კუნთურ ფაზაში და რაც ჭირდება დღეს, სხვაობა უზარმაზარია. კუნთურ ფაზაში ერთი ადამიანისთვის საკმარისი იყო ერთი ბიზონის ტყავი, ერთი შუბი, ქვის ცული, ორი კაჟის ქვა ცეცხლის დასანთებად, საკვები და თავშესაფარი (გამოქვაბული), ოღონდ ეს უკანასკნელი საერთო იყო მთელი ჯოგისთვის და ეს ყველაფერი მათ სრულიად აკმაყოფილებდათ. დღეს საშუალო ადამიანს აქვს 2-3 ოთახიანი ბინა, მანქანა, ავეჯი, ტელევიზორი, კომპიუტერი და ეს ეცოტავება. 10000 წლის წინანდელ კუნთის ვექტორიან მეომარს ამ ყველაფრის მხოლოდ დანახვაზეც კი ტვინი აუფეთქდებოდა. ჩვენთვის კი ეს ყველაფერი ჩვეულებრივი მოვლენაა. ჩვენ გავდივართ ღამით ლამპიონებით განათებულ ქუჩებში, ყველაფერი კარგად ხილულია. 10000 წლის წინ კი სინათლეს ღამით ყველაზე თამამ ფანტაზიებშიც ვერ წარმოიდგენდნენ. ყოველ შემდეგ თაობას, სურს უფრო მეტი – ვიდრე წინას. როგორც ჩვენი ბებია-ბაბუები ცხოვრობდნენ, ცხოვრების ასეთი წესი უკვე ვერანაირად ვერ დააკმაყოფილებს ჩვენს თაობას. ამ ყველაფრიდან შეიძლება გამოვიტანოთ ორი ძირითადი დასკვნა:

1. ყოველი ახალი ფაზის მოსვლასთან ერთად საშუალო ადამიანში იზრდება ვექტორების რიცხვი.

2. თანამედროვე ადამიანი არის არა ქმნილების ადამიანური ტიპის უმაღლესი განვითარება, არამედ ერთგვარი გარდამავალი სტადია.

კაცობრიობის განვითარება ჯერ კიდევ გრძელდება, წინ არის ურეთრალური ფაზა, ამ ფაზაში ადამიანებში კიდევ გაიზრდება ვექტორების საშუალო რაოდენობა და დაახლოებით 6-8 ვექტორი გახდება. თითოეული ჩვენგანი არის ევოლუციის შუალედური და არა საბოლოო საფეხური.

სტატიის ავტორი: სერგო ღამბაშიძე


მსგავსი სტატიები

  • დაცარიელებული ბუდის სინდრომი

  • ვინაა ალფა-მამრი? ფსიქოლოგია მამაკაცებისთვის

  • რომელი ფსიქოტიპი (ვექტორი) როგორი მეგობარია (ნაწილი მეორე)

  • ეჭვიანობა (მესამე ნაწილი)

  • სექსუალობის სისტემური ტიპოლოგია

  • პოლიგამია ურეთრალურ ვექტორში

  • ჯგუფი, როგორც სისტემა მოქმედებასა და განვითარებაში

  • დამღალა ცხოვრებამ. საიდან მოდის დაღლილობა.