განსხვავება კანური და ურეთრალური ფსიქოტიპის ბავშვებს შორის


განსხვავება კანური და ურეთრალური ფსიქოტიპის ბავშვებს შორის

მნიშვნელოვანია გავარჩიოთ

ხანდახან შეიძლება კანური რანჟირების მდგომარეობაში მყოფი მოზარდი ლიდერისა და ურეთრალური ბელადის ერთმანეთში არევა. ორივე მოძრავია, ორივე მათგანის გარშემო ბავშვები გროვდებიან, ორივეს გოგონები ეხვევიან გარს. ურეთრალურის გარშემო კი გაცილებით მეტი. ყველაფერი მეტია – ბიჭების, გოგონებიც, ძალაც , ფერომონებიც. თუმცა, მათ შორის კოლოსალური სხვაობაა.

კანი გამუდმებით რანჟირების მდგომრეობაშია, ხშირად, მაგრამ არც ისე მაგრად ჩხუბობს; ხელის კვრა, ფეხის წამოდება. მოხერხებული მანევრი, არც ზურგიდან დარტყმას ერიდება, თუ ჩხუბის თავიდან არიდების საშუალება არის ყოველთვის გამოიყენებს, ხოლო თუ ჩხუბის მიზეზი არაა არაფრის დიდებით არ დაიწყებს. აი, როგორია კანური ხელწერა ლანდშაფტზე. კანური მოზარდი გამუდმებით თავის პირველობას ამტკიცებს. ცდილობს ყურადღება აქტიურობით მიიქციოს. ეს ბავშვები ყველაზე ხშირად ხდებიან ჰიპერაქტიურობის დიაგნოზის მსხვერპლი.

ურეთრალურ მოზარდს არაფრის დამტკიცება არ სჭირდება. ერთი-ერთზე ჩხუბში ის მხოლოდ თავის თანასწორ მოწინააღმდეგესთან ურეთრალურ ბელადთან გადის. თუ ფერომონების დონეზე კონფლიქტი ვერ წყდება, მაშინ სამკვდრო-სასიცოცხლოდ იბრძვის. მაგრამ, ეს იშვიათობაა. როგორც წესი, ერთი უბრალოდ მიდის, კოლექტივში ორი ბელადი არ არსებობს. კანი ურეთრალთან უშუალო კონფლიქტში არ შედის. შურს, ბაძავს, ინტრიგებსაც ხლართავს, მაგრამ პირისპირ შეჯახებას მაინც გაურბის.

კანური და ურეთრალური ბავშვების განსხვავება ძალიან მნიშვნელოვანია, მათთან მოქცევის წესები ხომ დიამეტრალურად განსხვავდება. თუ კანისთვის ადექვატური შეზღუდვები და აკრძალვები მხოლოდ დისციპლინირებული განვითარებისკენ უბიძგებს, მაშინ ურეთრალური ბელადისთვის, რომელსაც ჯოგისთვის სიცოცხლის დათმობაც კი შეუძლია ნებისმიერი წინააღმდეგობა მხოლოდ საკუთარი მზაობის გადამოწმების საშუალებაა.ასე წვრთნის საკუთარ თავს მომავალში ყოველგვარ აკრძალვებს მოკლებული ჯოგის გაძღოლისთვის. გახსოვდეთ! თქვენი აკრძალვა შეიძლება შეიძლება სრულიად გაუთვალისწინებელ შედეგამდე მიიდეს და კარგია თუ ის მხოლოდ გაიქცევა.

ბუნებრივი რანგის ზემოთ

როდესაც კანის ვექტორიანი იკავებს კუთვნილზე მაღალ რანგს, მაგალითად: ხდება რომელიმე დიდი კომპანიის გენერალური მენეჯერი და მის ზემოთ თანამდებობრივად არავინ არ არის, ის ვარდება ძალზე არაკომფორტულ მდგომარეობაში. ის მუდმივად შეჯიბრის რეჟიმშია. რეალურად, ჯგუფში კანის ვექტორიანის რანგი არის მეორე და უფრო ქვემოთ, მაგრამ არა პირველი, რადგან პირველი ადგილი ურეთრალს ეკუთვნის, კანი კი მის შემდეგაა. რადგან ურეთრალის ვექტორიანს შეუძლია გაიხედოს მომავლისკენ, დაინახოს სამომავლო მდგომარეობა და მისცეს ჯგუფს მიმართულება. ნორმალურ მდგომარეობაში კანის ვექტორიანი, ურეთრალის მიერ მიცემულ მდგომარეობას აიტაცებს. კანის ვექტორი მხოლოდ აწმყოა, არც წარსული, არც მომავალი, არამედ მხოლოდ დღევანდელი დღე, მაგრამ როგორ უცნაურადაც არ უნდა ჩანდეს, დღევანდელი დღე ხვალინდელის საწინდარია, რადგან ის რასაც კანის ვექტორიანი აწმყოში აკეთებს, არის იმის რეზულტატი, თუ სად მიყავს ჯგუფი ურეთრალს, რომელიც იყურება მომავალში. ის რასაც კანის ვექტორიანები ხედავენ დღეს (აწმყოში), მაშინ როდესაც მთელი ჯგუფი მიდის წინ ლანდშაფტში, ეს არის იმის რეზულტატი რითაც ურეთრალის ვექტორიან ბელადს მიყავს ჯგუფი იმ მომავალში, სადაც ისინი ხვალ იქნებიან. დღეს, ანუ აწმყოში ჯგუფი არის გზაში, კანის ვექტორიანი თვითონ ვერ იყურება მომავალში, ის ვერ წარმართვს ჯგუფის მოძრაობის მიმართულებას, ის მხოლოდ იმ მოძრაობის ორგანიზებას აკეთებს, რომელსაც იძლევა ურეთრალი. ამიტომ კანის ვექტორიანი არ შეიძლება იყოს იერარქიაში ყველაზე მაღლა, ხოლო თუ კანის ვექტორიანი რაღაც შემთხვევის გამო მაინც სათავეში აღმოჩნდა, ის იქცევა ძალიან ქედმაღლურად, ძალზე უცერემონიოდ, რეალურად მას ამ მდგომარეობაში დისკომფორტი აქვს, რადგან დაკავებული რანგი აღემატება მის შესაძლებლობებს. რაც შეეხება ანალის ვექტორიანებს, ანალები არ აზროვნებენ დონეების მიხედვით, მათ გონებაში არ არის მაღლა-დაბლა, მათ გონებაში არის აქეთ ან იქით, მათ აქვთ საკუთარი ხარისხი და სხვისი ხარისხი. ანალის ვექტორიანებს კანის ვექტორიანებივით აქვთ იმის განცდა, რომ ყველაზე ზემოთ უნდა იყოს სულ სხვა ხარისხის ადამიანი, ადამიანი რომელსაც შეუძლია გაიხედოს წინ, ადამიანი რომელსაც შეეძლება მყისიერი მოქმედება. თუ ისე მოხდა, რომ ანალის ვექტორიანმა ადამიანმა შემთხვევით ხელში ჩაიგდო ძალაუფლება, ან აღმოჩნდა ხელისუფლების სათავეში, რომელიც ბუნებრივად მისი კუთვნილი ადგილი არ არის (მისი მოვალეობა ხელმძღვანელობა კი არა, მასწავლებლობაა), ამ დროს ის ავტორიტეტის მიხედვით ურთიერთობას, ამას განახორციელებს დიდი ინტენსივობით და ეს იქნება იმაზე ფართო მასშტაბიანი, ვიდრე ნორმალურ მდგომარეობაში შეიძლება იყოს. ეს კი მას ასევე ძალიან სტრესავს. თუ კანის ვექტორიანი, რომელიც კუთვნილზე მაღალ რანგს იკავებს, გახდება კომპანიის დირექტორი, ის დანარჩენ თანამშრომლებთან ერთად საერთო სასადილოში სადილობას აღარ კადრულობს. სხვებმა შეიძლება თქვან, რომ ის გაამაყდა, მაგრამ რეალურად სიამაყე კანის ვექტორის თვისება არ არის, ის უბრალოდ მაღლა-დაბლას პრინციპით ხელმძღვანელობს. ასეთ მდგომარეობაში მყოვი კანის ვექტორიანი ქალი, თუ თანამდებობის პირის ცოლია, სხვა რანგის ხალხთან ერთად კინოთეატრშიც კი არ კადრულობს დაჯდომას. კანის ვექტორიანები ყველას აჩვენებენ, რომ მათ უფრო მაღალი რანგი აქვთ.

ანალის ვექტორიანები სხვაგვარად აზროვნებენ.ანალები ფიქრობენ, რომ ყველამ უნდა იცოდეს საკუთარი ადგილი. ამიტომ ანალები, რომლებიც თავს რეალურზე მაღლა აღიქვამენ, ხდებიან მოსადისტო ხელმძღვანელები, ავტორიტარული მმართველები. მათი ავტორიტეტებით ურთიერთობა, გადადის ავტორიტარულ (დიქტატორულ) მმართველობაში. ის ხდება ისეთი მმართველი, რომელიც ცდილობს ყველას მიუთითოს, თუ სად არის მათი ადგილი. ასეთი ანალის ვექტორიანები თავის დიქტატორულ სადიზმს ოჯახის წევრებთანაც კი ავლენენ. მას უნდა რომ ოჯახის წევრები მას უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ. ასევე იქცევა კოლეგებთან სამსახურში, ნებისმიერ თანამშრომელს ეუბნება შენი აზრი არავის აინტერესებს, შენ ის გააკეთე რასაც გეტყვიანო.

YOU MAY ALSO LIKE

  • მართვის კანონები. ურეთრალი ბელადი და ზედა ვექტორების ოთხეული

  • ურეთრალური და ყნოსვითი ფსიქოტიპების კომბინაცია

  • ქვედა ვექტორები კომბინაციებში

  • ანალის ვექტორიანი მშობლების ურეთრალი შვილი

  • ურეთრალური ვექტორის დაზიანებები და სტრესები

  • მეფე ქალი - ფარით ან ფარზე

  • ურეთრალური და ორალური ვექტორების კომბინაცია

  • გონებაში მეფის გარეშე. საკუთარი შვილის რეგენტობა