კანის ვექტორი - განვითარება


კანის ვექტორი - განვითარება

  განვიხილოთ კანის ვექტორიანი ადამიანის ფსიქიკის ბოლო დონე, განვითარება. თქვენ უკვე საკმაოდ ბევრი იცით კანის ვექტორიანი ადამიანის შესახებ, იცით მისი ფუნქციის შესაქებ, ის პასუხისმგებელია მატერიისთვის ფორმის მიცემაზე, იცით რომ კანის ვექტორიანები აზროვნებენ დათვლით და გათვლით, ურთიერთობენ იმ პრინციპით, რომ მიიღონ მაქსიმალური სარგებელი, იცით რომ ისინი სწრაფად მოძრაობენ და რეაგირებენ, მაგრამ განსახილველია ფსიქიკის კიდევ ერთი დონე, რომელიც აღწერს კანის ვექტორიანის განვითარებას. თუ ჩვენ განვიხილავთ 100 ერთვექტორიან კანს, ისინი ყველანი არიან კანის ვექტორიანები, მოქნილები, მოხერხებულები, აქვთ მსგავსი თვისებები, მაგრამ ყველა მათგანს ექნება განსხვავებული ცხოვრება, განსხვავებული იქნება მათი მიღწევებიც, მათი იერარქია. პირველ რიგში ეს სხვაობა დამოკიდებულია თანდაყოლილ მახასიათებელზე, რომელსაც ეწოდება ტემპერამენტი, ანუ სურვილის თანდაყოლილი ძალა, სურვილის ძალა მიიღოს ტკბობა თავისი თანდაყოლილი თვისებებით. სწრაფი და მოქნილი კანის ვექტორიანები მაშინვე რანჟირდებიან სწორედ თავისი სისწრაფის და მოქნილობის შესაბამისად. თუ პირობითად შევაფასებთ ტემპერამენტს ათბალიანი სისტემით, ყველაზე სწრაფი და მოქნილი კანის ვექტორიანი იქნება ის ვისაც აქვს ტემპერამენტი 10 ბალი, ყველაზე ნაკლებად სწრაფი კი იქნება ის ვისი ტემპერამენტიცაა 1ბალი. ასეთივე გრადაცია ტემპერამენტის მიხედვით არის ყველა ვექტორში. რაც უფრო მაღალია ინდივიდის ტემპერამენტი, მით უფრო დიდ ჯგუფში ახერხებს ის რეალიზებას. მაგალითად: ურეთრალი ტემპერამენტით 5, იქნება არც თუ ისე დიდი ჯგუფის ბელადი, მაგრამ ურეთრალი ტემპერამენტით 10, შეიძლება იყოს მთელი სახელმწიფოს ბელადი. ტემპერამენტი ასევე თანდაყოლილია და მრავალვექტორიან ადამიანს ყველა ვექტორი ერთნაირ ტემპერამენტში აქვს. ვთქვათ დაიბადა კან-კუნთ-ანალი ტემპერამენტით 6, ეს ის პარამეტრია რომლის შეცვლაც მას არანაირად არ შეუძლია. სწორედ ამ ბაზაზეა დაწყობილი ფსიქიკის ფენები, ფსიქიკური სხეულის მოცულობა, აზროვნება, ურთიერთობა, მოძრაობა (მოქმედება) და განვითარება.

მოდით ახლა დავუბრუნდეთ ზემოთ მოყვანილ მაგალითს სადაც ვახსენეთ 100 კანის ვექტორიანი და განვიხილოთ ერთ-ერთი მათგანი, საშუალო ტემპერამენტით. როგორც წესი ამ ასიდან დაახლოებით 70 აქვს საშუალო ტემპერამენტი, ანუ არის 70 კანის ვექტორიანი რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა რეალიზდონ ერთნაირი მოცულობის ჯგუფში. ყველა მათგანი კანის ვექტორიანია, ყველანი ერთნაირად აზროვნებენ, აქვთ ერთნაირი თვისებები და ყველას ერთნაირი ტემპერამენტი, ანუ ამ თვისებების რეალიზების ერთნაირი ძალა აქვს, მაგრამ ამის მიუხედავად მათი ცხოვრება მაინც განსხვავდება ერთმანეთისგან, არის ფაქტორების მთელი რიგი რომლებიც განაპირობებს ამ სხვაობას: აღზრდა, ოჯახი, გარემო. მაგრამ ამაზეც არ ვსაუბრობთ, ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილიც რომ ერთნაირად ქონდეთ, ისინი მაინც სხვადასხვა იერარქიულ საფეხურზე აღმოჩნდებოდნენ, თავდაპირველად დაიყოფოდნენ განვითარების დონის შესაბამისად, პირობითად ვთქვათ 4 ჯგუფად, თითოეული ჯგუფის შიგნით კიდევ დაიყოფოდნენ რეალიზაციის საფეხურის მიხედვით. ისინი სხვადასხვა საფეხურზე ლაგდებიან სწორედ იმ დონით, რომელსაც ეწოდება განვითარება.

განვითარება არის ინდივიდის შესაძლებლობის ხარისხი, რამდენად შეუძლია გავლენის მოხდენა ჯგუფის მოძრაობაზე, ანუ ინდივიდის მონაწილეობის ზომა ჯგუფის მოქმედებაში, რამდენად აქვს ინდივიდს უნარი ჩაერიოს ჯგუფის მოქმედებაში.

ურეთრალი დგამს ნაბიჯს, კანის ვექტორიანი აიტაცებს, ხოლო ანალის ვექტორიანი ამთავრებს მოქმედებას, ანუ იყენებს წინა გამოცდილებას. როგორც უკვე გითხარით, ერთნაირი ტემპერამენტის მქონე კანის ვექტორიანები, რეალიზდებიან ერთნაირი მოცულობის ჯგუფში, მაგრამ ამ ჯგუფში მათი მოქმედების ზომა ერთმანეთისგან განსხვავებული იქნება, ვიღაც იქნება რანგით მეორე (ურეთრალის შემდეგ), ვიღაც კი ოცდამეორე. რაზეა ეს დამოკიდებული? არის რაღაც მამოძრავებელი, რაც ინდივიდს საშუალებას აძლევს რანჟირდეს ისეთივე შესაძლებლობების მქონე ადამიანთა გარემოცვაში, როგორიც თვითონაა, არის მთელი რიგი შესაძლებლობები იმისთვის, რომ მან ამ ჯგუფში წაიწიოს რანგით წინ და გახდეს სხვა თავისნაირებზე უფრო წარმატებული.

როგორც ვიცით არის 4 ქვედა ვექტორი: ანალი; კანი; კუნთი და ურეთრალი, ფსიქიკის ნებისმიერ დონეზე, ნებისმიერ ხარისხში ეს ვექტორები იყოფიან ორ ჯგუფად. თუ ფსიქიკურ დონეზე ვიტყვით ორ მათგანს აქვს დიდი მოცულობის ფსიქიკა ესენია: ანალი და ურეთრალი, ხოლო კანს და კუნთს პატარა მოცულობის ფსიქიკა. ზუსტად ასევეა ფიქიკის მეხუთე (განვითარების) დონეზეც, არის ორი ვექტორი რომელებიც მოქმედებენ გარე სტიმულით (კუნთი და ურეთრალი) და არის მეორე ორი ვექტორი რომლებიც მოქმედების სტიმულს იღებენ საკუთარი თავის შიგნიდან (ანალი და კანი).

ურეთრალური ვექტორის მქონე, ყველაზე ვნებიანი ადამიანია ჯგუფში, ადამიანი-ცეცხლი, რომელიც იწვის შიგნიდან და აღანთებს დანარჩენებსაც, მისი შინაგანი წვა დამოკიდებულია გარე ფაქტორებზე, ამას განაპირობებს განსაკუთრებული მდედრი (კან-ვიზუალი), რომელსაც ურეთრალი ხვდება ცხოვრების გზაზე, წყვილის ურთიერთობა არ ლაგდება ისე, უბრალოდ, (მაგალითად: კანის ვექტორიანი ყოველთვის ირჩევს ანალს) ურეთრალი ყოველთვის ირჩევს განსაზღვრულ მდედრს, ამაზე დაწვრილებით მოგვიანებით ვისაუბრებთ, მაგრამ ამჯერად აღვნიშნავთ, რომ არის გარკვეული გარე ფაქტორები და ორიენტირები რომლისკენაც ურეთრალი მოძრაობს და ეს მას აძლევს მოძრაობის ძალას. ეს მოტივატორი მისთვის ისევე მოქმედებს როგორც ბავშვისთვის კანფეტის შეპირება, რაც უფრო ტკბილია კანფეტი მით მეტია მოქმედების მოტივაცია. კუნთის ვექტორიანებს ასევე არ აქვთ შინაგანი სტიმული, ის რაც მათ ამოძრავებს, არის სხვა ვექტორების სურვილის ძალა, მოქმედებისთვის მათ ჭირდებათ მითითება, ან ბრძანება სხვებისგან. ასევე არის ორი ვექტორი რომლებიც არ საჭიროებენ სტიმულს გარედან რადგან ის მათ აქვთ შიგნით, სწორედ ამის მიხედვით ვითარდებიან ისინი. ანალური ვექტორის შემთხვევაში ეს შინაგანი მოტივატორი არის ნებისყოფა, კანის ვექტორის შემთხვევაში კი თვითკონტროლი და დისციპლინა, საკუთარი თავის კონტროლი, რომელიც ეხმარება სხვების გაკონტროლებაში. ეს ყველაფერი უკეთესად რომ გავიგოთ, განვიხილოთ ყველაზე დიდი კანური ორგანიზაცია, ესაა არმია. არმია შედგება გენერლისგან და რიგითი ჯარისკაცებისგან რომლებიც ერთიანდებიან ერთ ორგანიზებულ სხეულად, ამ ორ პოლუსს შორის კი არის ბევრი კანის ვექტორიანი ოფიცერი, სხვადასხვა რანგისა. ანუ ესაა კანური ფენა, რომელიც გარს ერტყმის კუნთოვან მასას და ფორმას აძლევს მას, ისე როგორც სხეულში. ისინი გვხვდებიან ყველგან გენერალსა და რიგითებს შორის (ისე არ გაიგოთ, თითქოს რიგითი ჯარისკაცი არ შეიძლება იყოს კანის ვექტორიანი, ჩვენ აქ უბრალოდ ფუნქციურ მოდელზე ვსაუბრობთ), არის მთელი რიგი ჩინებისა, რას ნიშნავს ეს, რაზე მიანიშნებს რომ ერთი კანის ვექტორიანი არის ლეიტენანტი და მეორე პოლკოვნიკი? არის ორი მთავარი განსხვავება, პირველი: თუ კანის ვექტორიანი იმყოფება მაღალ რანგში, ეს ნიშნავს, რომ არის საკმაოდ ბევრი რესურსი (არა მხოლოდ ხალხი), რომელიც მას ანდო ჯგუფმა, რაც უფრო მაღლა იმყოფება იერარქიაში მით მეტი რესურსია მის განკარგულებაში, თუ ხალხზე ვილაპარაკებთ, მის განკარგულებაში მეტი ადამიანია, რომლებიც მის განკარგულებას ემორჩილებიან. მეორე მხრივ ეს ნიშნავს, რომ ის რანგით ახლოსაა ურეთრალთან, ეს ნიშნავს, რომ ის იერარქიაში არის (პირობითად) მეხუთე და არა მეთხუთმეტე და მას ეკისრება უფრო მნიშვნელოვანი და მრავალმხრივი ფუნქცია. ერთი მხრივ მას აქვს მეტი რესურსი, ხოლო მეორე მხრივ ეკისრება მეტი პასუხისმგებლობა.

დღეს ჩვენ ვიმყოფებით განვითარების კანურ ფაზაში, ამიტომ დღევანდელი დაპირისპირებები და ომებიც კი მიმდინარეობს ნამდვილი კანური ფასეულობით, ანუ ფინანსებით. ჩვენს დროში წამყვანი სფერო გახდა კანური ბიზნესი, ბიზნეს კომპანიებშიც ჩვენ ვხედავთ იგივე იერარქიულ მოდელს, ვიღაც არის უბრალო სპეციალისტი, ვიღაც კი მთავარი სპეციალისტი, ვიღაც არის მუშა, ვიღაც მენეჯერი, ვიღაც კი მთავარი მენეჯერი, ყველა ვიღაცას ემორჩილება. თითქმის იგივე იერარქიაა რაც არმიაში, არიან რიგითი თანამშრომლები, არის გენერალური დირექტორი და არის მთელი რიგი შუალედური თანამდებობები, რომელთა დახმარებითაც ხდება თანამშრომელთა ორგანიზება, თითოეული თანამდებობის პირის რანგი დამოკიდებულია მათ განვითარებაზე. იმის მიხედვით თუ რამდენად შეუძლია განკარგულების გაცემა და რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობა. მხოლოდ კანის ვექტორიანს შეუძლია შეასრულოს რამდენიმე მოქმედება ერთდროულად. ანალის ვექტორიანი აკეთებს მხოლოდ ერთ საქმეს მანამ სანამ უწვრილმანეს დეტალებამდე არ დააბოლოვებს. კუნთის ვექტორიან ადამიანს შეუძლია ერთი საქმიდან მეორეზე გადაერთოს, მაგრამ ამისთვის ჭირდება ვიღაცის მითითება და სწავლება, ამიტომ მას არ შეუძლია ინიციატივის გამოჩენა. ურეთრალის ვექტორიანს რა თქმა უნდა შეუძლია რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება, მაგრამ მას სხვა ფუნქცია აქვს, მისი მოქმედება ნებისმიერი მიმართულებით ნახტომისებურია. კანის ვექტორიანს კი საკმაოდ კარგად შეუძლია ერთდროულად რამდენიმე დავალებას გაართვას თავი. ალბათ გახსოვთ, თავიდან აღვნიშნეთ, რომ კანის ვექტორის ფუძეა ფორმა, ფორმა არის ის რაც მატერიასთან ურთიერთობისას ასრულებს ორგანიზების ფუნქციას, სწორედ კანის ვექტორის წყალობით ჯგუფი კი არ იფანტება და იშლება, არამედ იკვრება ერთიან ორგანიზმად, სწორედ კანის ვექტორიანები კრავენ განსხვავებულ და დაცალკევებულ ადამიანებს ერთ საკაცობრიო ორგანიზმად, ისინი ამას ახერხებენ შემოსაზღვრის მეშვეობით, ისინი შემოსაზღვრავენ სხვა ადამიანთა სურვილებს, კანონის დახმარებით. ყველა ადამიანი ცხოვრობს მინდა-არ მინდას პრინციპით, ბუნებაში არ ხდება ისე, რომ ვინმემ საკუთარი ნებით გააკეთოს ის რაც არ უნდა, ადამიანები ცხოვრობენ სურვილებით და აკეთებენ მხოლოდ იმას რაც უნდათ. ანუ როცა ადამიანს უნდა რაღაცის გაკეთება ეს ნიშნავს, რომ მან არჩევანი გააკეთა და ყველა დანარჩენი ქმედება მან გამორიცხა. მაგრამ როდესაც საუბარია ჯგუფზე, იქ არის ბევრი განსხვავებული ადამიანი, ე.ი. ბევრი განსხვავებული ,,მინდა“, ამიტომ ზოგჯერ ჯგუფის წევრთა სურვილები გადაიკვეთება (ხდება ინტერესთა კონფლიქტი), რამდენიმეს უნდა მიიღოს ერთი და იგივე, აქ წამოიჭრება კითხვა, ვის სურვილს უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი?

წარმოიდგინეთ რომ ჯგუფში არ არსებობს კანის ვექტორი, ურეთრალი მიდის თავის ჯგუფთან, რომლებიც მას ემორჩილებიან და აძლევს ბრძანებას, მტერი მოდის, ისინი უნდა გავანადგუროთ, მომყევით! თვითონ ურეთრალი როგორც ყოველთვის ჯგუფს მიუძღვის წინ, კუნთის ვექტორიანები წამოიშლებიან, რადგან იციან რომ ბელადმა ბრძანა და საჭიროა მას დაემორჩლონ, მაგრამ უჩნდებათ კითხვა, ჩვენ ბევრნი ვართ, როგორ მოვეწყოთ, ვინ სად დავდგეთ, რა გავაკეთოთ? ვიღაცამ გაიგონა ბელადის ბრძანება, ვიღაცამ ვერა და კანის ვექტორის გარეშე არ იარსებებდა არავინ, ვინც ორგანიზებას გაუკეთებდა მთელ ამ მასას, დაიწყებოდა ქაოსი, ვიღაც ვერ დადგებოდა, ვიღაცას იარაღის აღებაზე მოუვიდოდა ჩხუბი, ამასობაში კი ურეთრალი, რომელსაც არ აქვს ბუნებრივი მუხრუჭი, მარტო შეუტევდა მტერს და ბოლოდ ყველას მტერი გაანადგურებდა. ეს მოხდებოდა იმიტომ რომ ვერავინ მოახდენდა მასის ორგანიზებას, ვერავინ ვერ განკარგავდა ვის რა გაეკეთებინა, არ არის კანი, ე.ი. არ არის უმცროსი მეთაური, ლიდერი ბელადის შემდგომ, სხეული უბრალოდ დაიშლებოდა, იმიტომ რომ ჯგუფს ეკლებოდა ერთი ზომა რვიდან. მაშინ როცა მოწინააღმდეგე ჯგუფში ყველაფერი ნორმაში იქნებოდა, კანის ვექტორიანი მეთაურები რიგითებს მწყობრში მოაწყობდნენ და გადასცემდნენ ურეთრალის ბრძანებას. ნებისმიერი ვექტორის გარეშე ჯგუფი ვერ იარსებებს. მნიშვნელობა არ აქვს იქნება ომი თუ მშვიდობა, არმია თუ კომპანია, ფორმის გარეშე ყველაფერი დაიშლება. ნებისმიერ ჯგუფში არსებობს რაღაც დავალებები, რომლების შესრულებასაც ჭირდება ხელმძღვანელობა. კანის ვექტორიანს, ისევე როგორც სხვებს, უნდა ცხოვრებით დატკბობა, დროის ყოველ მომენტში მაქსიმალურად. თუ კანის ვექტორიანი სადმე ხედავს მანქანას რომელიც მისას ჯობია, ნებისმიერ ნორმალურ კანის ვექტორიანს გაუჩნდება ისეთი მანქანის ყოლის სურვილი. მას რა თქმა უნდა შეუძლია ამ მანქანის მოპარვა, მაგრამ სწორედ ამ ეტაპზე ჩნდება კანური რეგლამენტაციის და აკრძალვის ძალა, რომელსაც ეწოდება კანონი. არსებობს კანონი რომელიც ქურდს ეუბნება, არ შეიძლება ამ მანქანის წაყვანა, ის შენ არ გეკუთვნის, თუ ასეთი მანქანა გინდა უნდა გამოიმუშავო და იყიდო, თორემ დაგაპატიმრებთ, ანუ შეგიზღუდავთ სამოქმედო სივრცეს. არსებობს ძალიან ბევრი ურთიერთგადმკვეთი ,,მინდა“ და უნდა არსებობდეს რაიმე გამოსავალი ამ ყველაფრის დასარეგულირებლად, სწორედ ეს არის კანონი. ერთს უნდა მუსიკას ხმამაღლა უსმინოს, მეორეს კი ამ დროს ძილი უნდა, ამას აგვარებს კანონი, ვიღაცას უნდა ბებოს პენსია მოიპაროს და დისკოთეკაზე დახარჯოს, ბებოს კი ჭამა უნდა ამასაც კანონი აგვარებს, მოკლედ საითაც არ უნდა გაიხედოთ ყველგან შეხვდებით კანონს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, იმიტომ რომ კანონი ეს ფორმის ნაირსახეობაა, ფორმა კი თავად კანის ვექტორია, რომელიც რანგობრივად მეორეა და ყოველთვის ჩამორჩება ურეთრალს. რადგან კანის ვექტორი მეორეა, ის გრძნობს, რომ არის ვიღაც მასზე წინ, იმ პირველისთვის კი ყველაფერი არც ისე ჩვეულებრივადაა (რადგან ურეთრალი საკუთარ თავს აღიქვამს ლანდშაფტზე მაღლა), დანარჩენებისთვის კი ცნება ,,კანონის წინაშე ყველა თანასწორია“ მისაღებია, კანონი აწესებს ბევრ ,,არ შეიძლებას“ და ყველა იძულებულია ამ აკრძალვას დაემორჩილოს. მაგალითად: არ შეიძლება დაძინება საგუშაგო პოსტზე, რატომ? როდესაც ჩვენ ვცხოვრობდით განვითარების არა კანურ, არამედ უძველეს, კუნთურ ფაზაში, არმია წარმოადგენდა ჯგუფის სიცოცხლის გარანტიას, გუშაგი კი იცავდა მძინარე არმიას მოულოდნელი თავდასხმისგან, შესაბამისად ნელ-ნელა ჩამოყალიბდა ქცევის რეგლამენტი, რომელიც იქცა კანონებად. დღეისთვის, კანურ ფაზაში რომელიც დაიწყო დაახლოებით 70 წლის წინ, რამოდენიმე სახელმწიფომ საერთოდ უარი თქვა არმიის ყოლაზე, ამით სხვებს უთხრეს: ჩვენ ძალზე დიდხანს ვცხოვრობდით იმ რეალობაში როცა ყველაფერს ძალა წყვეტდა და ეს უნდა დამთავრდეს. დღეს ურთიერთობების გარკვევა ხდება ეკონომიკისა და ფინანსების ,,ომით“. ყოველთვის არსებობდნენ განუვითარებელი კანის ვექტორიანები რომლებიც საკუთარი სარგებლისთვის მზად იყვნენ გაექურდათ ნებისმიერი, საკუთარი ჯგუფიც კი, ამიტომ მათ შესაჩერებლად საჭირო გახდა კანონი, რომელიც მათ ასეთ ქმედებას აუკრძალავდა და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დაემუქრებოდა ციხით, ან რაიმე სხვა სასჯელით. სწორედ ასეთი საყოფაცხოვრებო საკითხების მოსაგვარებლად, დღეს ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანას გააჩნია ,,სამოქალაქო კოდექსი“, რომელიც არეგულირებს საკუთრების უფლებებს. უკვე აღვნიშნეთ რომ დღეს კაცობრიობა ცხოვრობს განვითარების კანურ ფაზაში, კანური ფასეულობების გავლენით: სარგებლის, ეფექტურობის, ფულის. დემოკრატია, როგორც სახელმწიფო მოწყობის ფორმა, (დემოკრატია ასევე კანური ფასეულობაა) იცავს კერძო საკუთრების უფლებას და არეგულირებს მისი ერთი პირიდან მეორისთვის გადაცემის გზებს. ყოველ ეპოქას აქვს საკუთარი ფასეულობები, რომლებიც წარმართავს ურთიერთობებს, კუნთურ ფაზაში ეს ფასეულობა იყო ფიზიკური ძალა, ანალურ ეპოქაში ასეთ ფასეულობას წარმოადგენდა რწმენა, სარწმუნოება, ამიტომ ანალურ ფაზაში მთავარი მტკიცებულებები იყო რელიგიური მცნებები, ამჟამად არის კანური ერა, ამიტომ ჩვენი განხილვის მთავარი თემაა რატომ არსებობს ამდენი აკრძალვები და რითია ისინი მნიშვნელოვანი. მაგალითად: კანონი ამბობს, რომ არ შეიძლება დედმამიშვილზე დაქორწინება, რატომ? ასევე ჯგუფის საკეთილდღეოდ, საქმე იმაშია, რომ და-ძმას აქვს მსგავსი (ზოგჯერ იდენტური) გენები, ამიტომ მათი შეწყვილება იწვევს გენის ,,გაღარიბებას“ და თუ ამან მიიღო სისტემური ხასიათი დროთა განმავლობაში ხდება შთამომავლობის დეგრადაცია. კანურ ზომაში ყველაფერი რეგლამენტირებული და კანონით განსაზღვრულია, არის უამრავი აკრძალვები, ამით კანის ვექტორი დანარჩენებს თავს ახვევს თავის შინაგან წესრიგს. ძველ დროში, როცა კაცობრიობა მტრულ ჯგუფებად იყო დაყოფილი, ეს აკრძალვები მუშაობდა მხოლოდ ჯგუფის შიგნით, მაგალითად: არ შეიძლებოდა საკუთარი თანატომელი ქალის გაუპატიურება, მაგრამ თუ სხვა ტომის ქალს გააუპატიურებდა ვინმე ამისთვის არცერთი თანატომელი არ განსჯიდა, ასევე იყო მკვლელობის შემთხვევაშიც, თანატომელის მკვლელობისთვის საკმაოდ მკაცრი სასჯელი იყო, მაგრამ თუ მტრული ტომის წევრს მოკლავდა ვინმე ამისთვის ჯილდოსაც აძლევდნენ, ამას უმეტეს შემთხვევაში აკეთებდნენ ომის მდგომარეობაში მყოფი კანის ვექტორიანები. დღეს დრო შეიცვალა, მკვლელობა ყველასთვის ყველგან აკრძალულია, ამიტომ ომის მდგომარეობაში მყოფი კანის ვექტორიანები მეომრებიდან ბიზნესმენებად გარდაიქმნენ, ბიზნესი პრინციპში იგივე ომია, ოღონდ ფინანსებით. კანის ვექტორიანებმა რაც არ უნდა გააკეთონ, ყველაფრისთვის ადგენენ წესებს, თუ მათი ქმედებები არ არის წესებით და კანონებით განსაზღვრული, ეს ნიშნავს რომ მათ არ იციან ,,თამაშის წესები“, ამის გამო განიცდიან შინაგან დისკომფორტს. ყველას თავისი ფასეულობები აქვს, არიან ვიზუალის ვექტორიანები რომელთა ფასეულობაც არის თანაგრძნობის უნარი, მათ აქვთ სიღრმისეული მორალურ-ეთიკური განცდა, ვიზუალებს უყვართ კულტურა, ხელოვნება, ისინი ყველაფერში ,,სულიერ ასპექტს“ ეძებენ, როგორც ამას თვითონ უწოდებენ. სინამდვილეში სულიერება და ,,სულიერი ასპექტები“, ვიზუალის კი არა, სმენის ვექტორის ფასეულობებია, ხოლო ვიზუალის მთავარი ფასეულობა არის ეთიკა. კანის ვექტორიანისთვის ასეთი ცნებები საერთოდ გაუგებარია, თვითონ წარმოიდგინეთ ეს არარეგლამენტირებული ცნებებია, როგორ უნდა განსაზღვროს კანონმა ეთიკა ან სულიერება? ეს მათ ფასეულობებში არ დევს და როგორც თავად ამბობენ, სხვის ტყავში ხომ ვერ შეძვრებიან, მათ აქვთ საკუთარი ფასეულობა, ყველა შესაძლო სიტუაცია ჩაწერილი აქვთ სხვადასხვა კანონთა კოდექსებში. კანის ვექტორიანები კარგად ადაპტირდებიან ნებისმიერ სიტუაციასთან, ამიტომ თუ ჩათვლიან რომ ეს მათ სარგებელს მოუტანს, შეიძლება თქვან რომ ისინი ეთიკურები არიან, მაგრამ სინამდვილეში მათი მთავარი ფასეულობა კანონია. კანის ვექტორიანები ქმნიან და ემორჩილებიან კანონებს, ისინი სხვებსაც აიძულებენ კანონის მორჩილებას, მაგრამ თუ კანონის მორჩილება თვითონ ხელს არ აძლევთ, ამ კანონის გვერდის ასავლელად მოიგონებენ სხვა კანონს. კანის ვექტორიანებისთვის გაუგებარია სხვათა ფასეულობები, ისეთი ცნებები როგორიცაა ეთიკა, მორალი, მათ შეგნებამდე არ დადის.

მოქალაქეობა და პასპორტი ასევე კანური ფასეულობებია, ეს იმის მანიშნებელია რომ მათი მფლობელი კონკრეტულ ჯგუფში ცხოვრობს და ამით ვალდებულებას იღებს დაემორჩილოს ამ ჯგუფში არსებულ კანონებს. სწორედ კანონით უდგენენ ჯგუფის წევრებს მოქმედების საზღვრებს, კანონის გარეშე ჯგუფი უბრალოდ დაიშლებოდა. ისეთი პატარა დეტალი როგორიცაა პასპორტი კანურ ფასეულობებში ატარებს სიღრმისეულ ფუნქციას, თუ შენ იღებ პასპორტის, ე.ი თანხმდები იმ ჯგუფის შიგნით არსებულ ,,თამაშის წესებს“, ერთი მხრივ შენ იღებ პასუხისმგებლობას, რომ დაიცავ ჯოგის კანონებს, ხოლო მეორე მხრივ ეს კანონები გიცავს თავად შენც, ეს რეგულირდება უფლება-მოვალეობით. კანური ფასეულობა განსაზღვრავს სრულწლოვანების ასაკსაც კი, თუმცა ამ თემას ყველა თავისებურად აღიქვამს, 18 წლის ურეთრალი უკვე აბსოლუტურად ჩამოყალიბებული ბელადია, რომელსაც შეუძლია გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ 18 წლის ანალ-ვიზუალი ჯერ კიდევ მშობლებზეა მიჯაჭვული და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება უჭირს. კანის ვექტორისთვის კი სრულწლოვანება იმის მაჩვენებელია, რომ მას კანონიერად შეუძლია განკარგოს საკუთარი ცხოვრება.

კანის ვექტორიანის განვითარება ნიშნავს რომ მას შეუძლია განკარგოს არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ გარკვეული ჯგუფიც, რაც უფრო განვითარებულია კანის ვექტორიანი მით მეტი ადამიანის და რესურსის განკარგვა შეუძლია მას. კანის ვექტორიანის განვითარება შეიძლება აღიწეროს ორი მთავარი სიტყვით: განკარგვა და მოქმედების მრავალმხრივობა. რაც უფრო მეტ სფეროს მოიცავს კანური კანონები, მით უფრო კარგად აკონტროლებს ჯგუფი საკუთარ რესურსებს. იქმნება ტექნიკური სიახლეები, ელექტრონული რესურსები, პირველი ვინც ამ სიახლეებით სარგებლობენ, სწორედ კანის ვექტორიანები არიან.

ლანდშაფტი შეიცვალა და რეალიზებულმა კანის ვექტორიანებმა მაშინვე მოიგონეს კანონები და წესები ახალ ლანდშაფტთან შესაგუებლად, ახალმა ეპოქამ გააჩინა უამრავი ფინანსური თუ ელექტრონული მაქინაციის შესაძლებლობა, ამიტომ დაუყოვნებლივ შეიქმნა საჭირო კანონები ასეთი ტიპის დანაშაულთან საბრძოლველად. პრინციპში სწორედ ესაა კანური ეპოქის განვითარება, მმართველობა კანონებით. ეს ერთნაირად მუშაობს როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ დონეზეც. ასეთი გრძელი ლექცია საჭირო გახდა იმისათვის, რომ საფუძვლიანად აღგვეწერა კანური განვითარების არსი, განვითარება არის ფსიქიკის უმაღლესი ფენა, ესაა კაცობრიობის აღქმა ადამიანში, ესაა კანური რეალიზაცია კაცობრიობაში. მოდით შევხედოთ როგორ ჩანს თვითკონტროლი და დისციპლინა პრაქტიკაში. კანის ვექტორიანს შეუძლია ერთდროულად რამდენიმე საქმე აკეთოს, ილაპარაკოს ტელეფონზე, იკეთოს მაკიაჟი და თან იკითხოს საბუთები, 5 წუთში შეიძლება 20 საქმის გაკეთება მოასწროს. ანალის ვექტორიანს არ შეუძლია ასეთი რამ, ის ჯერ კიდევ სახლში გეგმავს რა როგორ უნდა გააკეთოს და ზუსტად მიყვება ინსტრუქციებს, გეგმავს როდის მივა სამსახურში, რას გააკეთებს, როდის შეისვენებს, რას შეჭამს შესვენებაზე და შეიძლება ისიც კი დაგეგმილი ქონდეს როდის მოუნდება ტუალეტში შესვლა და დეტალურად, ნაბიჯ-ნაბიჯ უწვრილმანეს დეტალებამდე მიყვება გეგმას. კანის ვექტორიანებს პატარა მოცულობის ფსიქიკა აქვთ, ამიტომ არ შეუძლიათ ასეთი მძლავრი ძალისხმევით საქმის მიყოლა, ისინი საქმეს აკეთებენ ყოველდღიურად და ცოტ-ცოტას, მათ სისულელედ მიაჩნიათ 5 საათი გაუნძრევლად ჯდომა და ერთი საქმის კეთება, ისე კი არ მუშაობენ, რომ ჯერ ერთი საქმე მიიყვანონ ბოლომდე და სხვა მერე დაიწყონ, არამედ ყველაფერს ერთდროულად აკეთებენ. კანის ვექტორიანის SV თუ ჩახედავთ, ნახავთ რომ უამრავ სხვადასხვა სამსახურში აქვს ნამუშევარი, შეიძლება არ ქონდეს არცერთი დიპლომი, მაგრამ ქონდეს 15 სერთიფიკატი, მზარულის, მყვინთავის, საოფისე პროგრამების და სხვა, გაივლიან 2 კვირიან კურსებს, აიღებენ სერთიფიკატს და მორჩა, მას ეს სპეციალობები მხოლოდ საჩვენებლად ჭირდება, სინამდვილეში მისი ცოდნა არასოდეს მიდის ანალურ პროფესიონალიზმამდე. კანის ვექტორიანებს, ანალებისგან განსხვავებით, პატარა მოცულობის ფსიქიკა აქვთ, ამიტომ ყველაფერში ცოტათი ერკვევიან, სამაგიეროდ თავად თვლიან რომ ყველაფერში ,,მაგრები“ არიან. სასურველია კანის ვექტორიანებს ბავშვობიდანვე ასწავლოთ თვითკონტროლი, ისინი როგორც წესი საშუალო ნიშნებზე სწავლობენ, თუ მშობლები მუდმივად უმოწმებენ გაკვეთილებს, ყველაფერი რიგზეა, მაგრამ საკმარისია რამდენიმე დღე არ შეუმოწმონ საშინაო დავალება და მისი ნიშნები ქვემოთ წამოვა, მისი აზრები ასე მუშაობს: -რა საჭიროა გაკვეთილების სწავლაში დროის კარგვა, თუ არავინ შემიმოწმებს და ისე გამოვძვრება, თუ არსებობს წესები, კანის ვექტორიანი ამ წესებს ემორჩილება. ანალის ვექტორიანები პირიქით, ბეჯითი მოსწავლეები არიან, თუნდაც არავინ შეუმოწმოს მაინც ფრიადზე სწავლობენ, მათ თავად უყვართ როცა მცოდნეები არიან, რადგან ასეთია მათი ფუნქცია (თუმცა ანალის ვექტორიან ბავშვებს უყვართ შექება, სასურველია თუ მათ პერიოდულად შეაქებთ, მაგრამ მხოლოდ მაშინ როცა შექებას იმსახურებენ), ერთვექტორიანი ანალები დიდხანს უნდებიან გაკვეთილების სწავლას, რადგან ყველაფერს საფუძვლიანად სწავლობენ, განსაკუთრებით თუ ვიზუალიც ერთვით, ანალ-ვიზუალები საუკეთესო მოსწავლეები არიან, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც ყავთ კანის ვექტორიანი მშობელი რომელიც მუდამ აჩქარებს და არ აძლევს საფუძვლიანი მომზადების საშუალებას. კანის ვექტორიანებს კი მოქმედებისთვის ჭირდებათ მოტივატორი, მისთვის საჭიროა წესები, ოღონდ არ შეიძლება მისი ზედმეტად დატვირთვა ამ წესებით. კანის ვექტორიანები ძირითადად არ არიან ფრიადოსნები (ფრიადოსნები ანალები არიან), მაგრამ შეუძლიათ იყვნენ ნორმალური მოსწავლეები.

კანის ვექტორი თავად არის კანონი ფსიქიკის ყველა დონეზე, თვით მათი ფუნქცია, რომელიც არის ფორმა, გამოხატულია მათი ფსიქიკური სხეულის მოცულობაში, ეს არის ის რაც აორგანიზებს და რეგლამენტს უწესებს ცოცხალი ნივთიერების კაფსულას (ცოცხალი ნივთიერების კაფსულა - ასე აღინიშნება სისტემა ვექტორულ აზროვნებაში ცალკეული ადამიანი, ინდივიდი), მათი აზროვნება მუშაობს დათვლით და გათვლით, სწორედ ამიტომ მხოლოდ მათ შეუძლიათ ნებისმიერი სიტუაციის შემოსაზღვრა, მათი მოქნილობა ურთიერთობის დონეზე ეხმარება სწორად გაანაწილონ რესურსები, სისწრაფე კი ეხმარება ნებისმიერ ლანდშაფტთან სწრაფ ადაპტაციაში, ეს ყველაფერი განვითარების დონეზე მიდის კანონამდე, ეს კი ეხმარება კანის ვექტორს, რომ არ ჩამორჩეს ცვლილებებს, ამიტომ განვითარებული კანური მენტალიტეტის ქვეყნებში კანონმდებლობა უმეტესობა რეალობის ადეკვატურია. თავისი განვითარების ბოლო დონეზე კანის ვექტორიანებს შეუძლიათ განკარგონ და დაემორჩილონ, ანუ დაიცვან კანონი.

  კანონთან ურთიერთობაში კანის ვექტორიანები იყოფიან ორ ჯგუფად, ერთი ნაწილი კანონმორჩილია და ასევე უზრუნველყოფს რომ სხვებიც ემორჩილებოდნენ კანონს, მეორე ნაწილი კი კანონისთვის გვერდის ავლას ცდილობს. კანის ვექტორიანებს ფსიქიკის ხუთივე დონეზე აქვთ აბსოლუტური ჰარმონია (თუ რომელიმე დონეზე დარღვევა არ მოხდა), მისი ყველა თვისება ემსახურება ერთ ფუნქციას, ესაა მატერიისათვის ფორმის მიცემა. ისინი თავის ირგვლივ ყველაფერს შემოსაზღვრავენ, სხეულებრივ სურვილებსაც კი, ამისთვის მიმართავენ დიეტებს, სუნთქვით პრაქტიკებს, რეგლამენტში აქცევენ ძილს. კანის ვექტორიანები ყველაფერს აკეთებენ სარგებლისთვის და იოლად შეუძლიათ საკუთარ თავს რაღაც აუკრძალონ, მაგალითად: ვიზუალებს ტკბილეულზე უარის თქმა, ანალებს საკვებზე, კანის ვექტორიანებს კი თვითკონტროლის წყალობით ეს ყველაფერი საკმაოდ უადვილდებათ. იური ბურლანი ამბობს: კანის ვექტორიანებს პატარა ლიბიდო იმიტომ აქვთ, რომ დიდ ლიბიდოს ვერ გააკონტროლებდნენო. რეალურად კანის ვექტორიანები ნამდვილ თვითკონტროლს მხოლოდ განვითარების დონეზე აღწევენ, თვითკონტროლისთვის კი მათ ჭირდებათ სწორედ ისეთი ზომის ლიბიდო როგორიც აქვთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, არ აგერიოთ თვითშემოსაზღვრა თვითკონტროლში, ესენი ერთი და იგივე მოვლენის ორი საზღვარია, მაგრამ მუშაობენ ფსიქიკის სხვადასხვა ფენაზე, თვითშემოსაზღვრა ხდება აზროვნების დონეზე და ის არ შეიცავს მოქმედებას, მაგრამ საკუთარი თავის არა მხოლოდ აზრებში, არამედ დროსა და სივრცეში შემოსაზღვრა უკვე თვითკონტროლია.

კანის ვექტორიანების თვითკონტროლი იქამდე მიდის, რომ შეზღუდვებს აწესებენ სექსუალურ აქტზეც კი, მათი ფსიქიკა ყველაფერს კონტროლს უწევს. ისინი როგორც წესი არ არიან რელიგიური ხალხი (თუმცა თუ ეს სარგებელს მიცემს შეუძლიათ მორწმუნეებიც იყვნენ), მათი ღმერთი ციფრებშია, ისინი აღმერთებენ სხვებისთვის შეზღუდვების დაწესებას, ამიტომ აწესებენ თვით სექსის შეზღუდვებსაც კი, მთელი ტანტრები, სექსუალური აკრძალვები, სუნთქვითი აკრძალვები სწორედ კანის ვექტორიანების მოგონილია. ისინი აღმერთებენ კონტროლს, ამიტომ იჩენენ ზომიერებას ყველაფერში, გამრავლების პროცესშიც კი. კანის ვექტორიანები კონტროლს უწევენ ყველაფერს თავის ირგვლივ, აკონტროლებენ ქონებას და იცავენ მას ღობეებით და საკეტებით. ისინი აკონტროლებენ მეუღლეებსაც, ისე კი არა ანალივით ცოლს ყველგან გასვლას რომ უშლიდნენ, არა, თუ ცოლს შემოსავალი მოაქვს შეუძლია გავიდეს, მაგრამ მათ ყოველთვის უნდა იცოდნონ სად არის ის. ეს კონტროლი ზოგჯერ იქამდე მიდის რომ უმოწმებენ ყოველ წუთს სად იყო, რამდენი დრო დაჭირდა მისასვლელ-მოსასვლელად, ასეთივე კონტროლის ქვეშ ყავთ შვილებიც, ისინი შვილს ისე ექცევიან თითქოს მათი ჯარისკაცი იყოს რომელიც ისე უნდა გაწვრთნა, რომ ყველა ბრძანება უსიტყვოდ შეასრულოს, ამის გამო შეიძლება ძალზე პატარა ასაკშივე შვილს უამრავი სტრესი და კომპლექსი განუვითარონ. რეალურად ასეთ მშობლებს არ ყოფნით განვითარება იმის გასააზრებლად, რომ უმიზნო შეზღუდვები და ზედმეტი კონტროლი მხოლოდ ცუდ შედეგს მოიტანს. თუ გინდათ, რომ წესებს აზრი ქონდეს, უნდა იცოდეთ რის მიღწევა გინდათ ამ წესების შესრულებით. თუ კანის ვექტორიანი მშობელი განუვითარებელია, მაშინ ის აწესებს აკრძალვებს აკრძალვისთვის, ეს არ გააკეთო, არ ილაპარაკო, არ გაინძრე, არსად წახვიდე, არ ისუნთქო, შვილს ყველაფერს უკრძალავს და ასეთი უაზრო აკრძალვებით შვილსაც ნეგატიურ სცენარს უვითარებენ. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია თუ ასეთ კანის ვექტორიანს ყავს ანალის ვექტორიანი შვილი, ანალები დინჯები არიან, მათ არ შეუძლიათ სწრაფად რეაგირება, ამიტომ კანის ვექტორიანი დედა მათ უყვირის,ხანდახან ცემს კიდეც, ანალის ვექტორიან ბავშვს ამის გამო აქვს განცდა რომ უსამართლოდ ექცევიან, ეს ნელ-ნელა გადაუდის ნერვოზში და ხმის ამოღებისაც კი ეშინია, ლაპარაკი უჭირს, სიტყვები ყელში ეჭედება და თანდათანობით ენას უკიდებს, როცა დედა უყვირის ის ნერვიულად პასუხობს: დდდედა, მმმე ააარაფეერი დდდააამიშშაავვეებია, ზრდასრულობის დროსაც ეს შეიძლება კიდეც გამოუსწორდეს, მაგრამ როცა განერვიულდება აუცილებლად დაებმება ენა.

კანის ვექტორიანებს რეზერვების დაგროვება, უძველეს ჯოგში სწორედ კანის ვექტორიანები ინახავდნენ და ანაწილებდნენ რეზერვს. კანის ვექტორიანები აკონტროლებენ სხეულებრივ მოთხოვნილებებსაც კი (ჭამა; სმა; სუნთქვა; ძილი), სწორედ კანის ვექტორიანები აწესებენ რეგლამენტს რამდენჯერაა საჭირო ჭამა დღეში, თუ დადგენილზე ცოტას შეჭამ დასუსტდები და აღარ შეგეძლება მოქმედება, ხოლო თუ ზედმეტს შეჭამ დამძიმდები და ასევე უმოძრაო იქნები. ძველ დროში ხშირი იყო ხანგრძლივი ომები, ამიტომ რეზერვების არსებობას ყოველი ჯგუფისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ქონდა, სწორედ ამ რეზერვების არსებობას და მის ეკონომიურად განაწილებას უზრუნველყოფდენ კანის ვექტორიანები. თუმცა ზოგჯერ ეს დამზოგველობა სიძუნწეში გადადის, ასეთ დროს შეიძლება ერთჯერადი ჩაის ერთი პაკეტი 2 დღის მანძილზე იხმაროს. კანის ვექტორიანები მოხარულები არიან თუ ვინმეს გაკონტროლება შეუძლიათ, სწორედ ამისთვის აწესებენ წესებს რომლებსაც ყველა უნდა დაემორჩილოს. კანის ვექტორიანებს აკრძალვა მეტ სიამოვნებას ანიჭებთ, ვიდრე რაიმეზე თანხმობის მიცემა. უყვართ ბრძანებების გაცემა, მითუმეტეს თავისი ხელქვეითებისთვის, ყველას სათითაოდ ეუბნებიან რა უნდა გააკეთონ, შემდეგ ჩამოუვლიან და ამოწმებენ.

არსებობს მინუსები. როგორც იცით კანური აზროვნება ყველაფერს შემოსაზღვრავს, ყველაფერს აღრიცხავს ციფრებით, ყველაფეს ითვლის. მაგალითად: სამუშაო დღეს აქვს დასაწყისი და დასასრული, კანის ვექტორიანები უყურებენ საათს, თუ თვითონ მუშაობენ სამუშაო დროს წამითაც არ გადააცილებენ, მაგრამ თუ სხვებს ამუშავებენ მაშინ მიდგომა ასეთია, იმუშაონ კიდევ ერთი-ორი საათი, არაფერი მოუვათ, თუ ვინმე შეახსენებს რომ სამუშაო დღე უკვე დასრულდა, მას რა თქმა უნდა გაუშვებს, მაგრამ გააფრთხილებს სხვებს არ უთხრა, ჯერ იმუშაონო. ერთხელ თუ იგრძნეს მბრძანებლობის სიამოვნება, ყველაფერს გააკეთებენ თანამდებობის შესანარჩუნებლად.

ისინი განკარგულებას აძლევენ ყველას, თანამშრომლებსაც და ოჯახის წევრებსაც, ხშირად საკმაოდ თავხედურად.

კანის ვექტორიანები შესანიშნავი ცხოველთა მომთვინიერებლები არიან, პრინციპში ერთადერთნი არიან ვისაც მოთვინიერება შეუძლია. კანის ვექტორიანებს რომ ძალაუფლება მისცე, მთელ მსოფლიოს ვეფხვებივით ახტუნავებდნენ ცეცხლოვან რგოლში. განკარგულების გამცემები რეალურად მხოლოდ კანის ვექტორიანები არიან. ურეთრალში ეს ცოტა სხვანაირად მუშაობს, ურეთრალები განკარგულებებს არ იძლევიან, ისინი უბრალუდ თავიანთი შინაგანი ვნებით აღანთებენ მთელ ჯოგს. ანალის ვექტორიანებს პრინციპში ლიდერული თვისებები საერთოდ არ გააჩნიათ, თუ ანალის ვექტორიანს დაჭირდებოდა ლიდერობა, მაშინ ის დაიწყებდა სიარულს ტრენინგზე, სადაც ასწავლიდნენ როგორ გამხდარიყო ლიდერი, სადაც ლექტორის ყოველ სიტყვას ჩაიწერდა რვეულში, ყველაფერს დააკონსპექტებენ, დამატებით ლიტერატურასაც წაიკითხავენ, როცა მათი რვეულებიც და თავიც ინფორმაციით გაიტენება ისინი ჩათვლიან რომ მზად არიან, როცა მუშაობას დაიწყებენ და სამსახურში გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდება, ანალები ჩახედავენ კონსპექტს, რომ ნახონ როგორ იქცევა ასეთ შემთხვევაში ლიდერი, მაგრამ თუ მომხდარი სიტუაცია მათ კონსპექტში არაა აღწერილი ისინი უბრალოდ იბნევიან და მოქმედების უნარს კარგავენ, მათ არ აქვთ იმპროვიზაციის უნარი, რომელიც მოითხოვს სწრაფ რეაქციას და მოქმედების უნარს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ: დამოკიდებულება დაქვემდებარებასთან, კონტოლის უნარი, არის ნამდვილი ბუნებრივი მდგომარეობა, რომელიც აქვს რვიდან მხოლოდ ერთ, კანის ვექტორს. ეს უნარი მათში თანდაყოლილია და ბუნებრივად დევს.

ნებისმიერი ცოცხალი ნივთიერება განიცდის განვითარებას და იცვლის ხარისხს, როგორ? ის იცვლის სხეულს, არაცოცხალი დონე ცოტა სხვანაირადაა, ის შეიძლება ათასწლეულების მანძილზე უძრავი იყოს, მცენარე უკვე ფორმაცვალებადია და სიცოცხლის ხანგრძლივობაც ნაკლებია, ხე შეიძლება ცოცხლობდეს საშუალოდ 300-500 წელი, ცხოველები უკვე მოძრავები არიან, თუმცა მათი სიცოცხლე კიდევ უფრო ნაკლებია მათ შორის ყველაზე სიცოცხლისუნარიანებიც კი, მაგალითად კუ, საშუალოდ 150-200 წელი ცოცხლობს, ადამიანი კი რომელიც მოაზროვნე არსებაა დაახლოებით 70-80 წელს ცოცხლობს, სიცოცხლე განიცდის მუდმივ განახლებას შთამომავლობის მეშვეობით. რაც მეტად განვითარებულია ცოცხალი ნივთიერება, მით უფრო სწრაფად განიცდის ის განახლებას, იმიტომ რომ შეიცვალოს და ხარისხობრივად კიდევ უფრო განვითარდეს. ლანდშაფტი იცვლება და სიცოცხლეც აღმავალი გრაფიკით ვითარდება, განახლებულ ლანდშაფტში საარსებოდ საჭიროა სიცოცხლის ფორმების და განვითარების დონეების ცვალებადობა, ამიტომ სიცოცხლე რაც უფრო მეტად ვითარდება, დროის მით უფრო მოკლე მონაკვეთებში განიცდის ცვლილებებს, ამის უზრუნველყოფა ხდება საწინააღმდეგო სქესთა არსებობით (ყველა ვექტორში, ვიზუალურის გარდა, არის მდედრობითი და მამრობითი ფუნქციები, რაც შეეხება ვიზუალურ ვექტორს, მასში მდედრობითი ინდივიდები მეტად არიან წარმოჩენილი და მხოლოდ თანამედროვეობაში ხდება მამრი ვიზუალების ფუნქციის წარმოჩენა). ურთიერთობას მდედრსა და მამრს შორის ვსწავლობთ ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან, როდესაც ხდება სქესის გაცნობიერება, ოღონდ ყველა ვექტორს საწონააღმდეგო სქესთან ურთიერთობის საკუთარი მეთოდები აქვს. რაღაც აზრით კანის ვექტორიანები ურთიერთობენ ურთიერთდაქვემდებარების პრინციპით, მათ შორის საწინააღმდეგო სქესთანაც, რაც მათ გარდა არცერთ სხვა ვექტორში არ ვლინდება, ასეთი პრინციპი ავლენს ისეთ თვისებას როგორიცაა კონტროლი, სწორედ ესაა ლიდერობა, აღმავალი იერარქიით ქვემოდან ზემოთ, კანის ვექტორი იერარქიაში მუდმივად მეორეა და სწორ პირობებში ვერასოდეს მიაღწევს პირველ ადგილს, რომელიც ეკუთვნის ურეთრალის ვექტორიანს. ეს კანის ვექტორიანებისთვის შეჯიბრის ტოლფასია და მათში ავლენს ამბიციებს, მათ ქვეცნობიერად იციან, რომ პირველი ადგილი არ ეკუთვნით და ამისთვის საჭირო თვისებები არ აქვთ, თუმცა როდესაც კანის ვექტორიანები გადადიან ომის მდგომარეობაში, ურთიერთკონკურენციისას იმდენად იჭრებიან მბრძანებლის როლში, რომ აღარ შეუძლიათ ამაზე უარი თქმა და უნდებათ პირველ საფეხურზე ყოფნა, აღარ აკმაყოფილებთ დაქვემდებარებაში ყოფნა, ჩასაფრებულები ელიან როდის წაიფორხილებს ურეთრალი ბელადი, რომ მისი ადგილი თავად დაიკაონ, თუმცა ბუნებრივად კანის ვექტორს ეს ადგილი არ ეკუთვნის, არ შეუძლია სრულყოფილად მართვა, ამიტომ ამ შემთხვევაში ჯგუფი უბრალოდ იშლება, რადგან ბუნებრივი იერარქიით არ არის რანჟირებული. მაგრამ კანის ვექტორიანები ამდენს ვერ აცნობიერებენ, მათ შინაგანად ყველა თავისნაირი გონიათ, მათი აზრით ყველას უნდა ფული და ძალაუფლება, ხოლო ვინც სხვა რამეს ამბობს, თვალთმაქცობს, თვლიან რომ მათზე დაბლა მდგომებს მათი ადგილის დაჭერა უნდათ, მათზე მაღლა მდგომები კი უბრალოდ თანამდებობას ებღაუჭებიან (ასე თვლიან სხვებზე რადგან თავად არიან ასეთები), კანის ვექტორიანი ცოლი მუდამ უჩიჩინებს ანალის ვექტორიან ქმარს: ,,გაინძერი, სად არის შენი ამბიციები!“, მათი აზრით ურეთრალები ყველაზე ,,გაქნილი“ და წარმატებული კანის ვექტორიანები არიან, ანალები კი ძალზე ზანტი კანის ვექტორიანები. განვითარებულ კანის ვექტორიანებს პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ, განუვითარებლები კი საერთოდ უპასუხისმგებლოები არიან. კანის ვექტორიანების თვისებებს შორის, არ არსებობს ურეთრალის ვექტორიანის მსგავსი შინაგანი თავისუფლება, სწორედ ამიტომ კანის ვექტორიანებს იერარქიაში ქვემოდან, ურეთრალის თავისუფლებისმოყვარეობა, კანურ უპასუხისმგებლობად ეჩვენებათ. კანის ვექტორიანებს ანალიც კანის ვექტორიანი გონიათ, ოღონდ ძალზე ზანტი, ისეთი ლიდერის თვისებები რომ არ გამოუმუშავებია, კანის ვექტორიანებს არ ესმით, რომ თუ ანალი გახდება ლიდერი, ის ვერ შეძლებს ჯგუფის გაკონტროლებას, მას არ აქვს საჭირო მოქნილობა ადაპტაციისთვის, მისი თვისებები კი წარსულისკენაა მიმართული, ამიტომ როცა წინ წასვლა იქნება საჭირო, ანალი ხელს უკან გაიშვერს, კანის ვექტრიანები სწრაფები არიან და ალბათ დაემორჩილებოდნენ მის ბრძანებას, სწრაფად გაიქცეოდნენ უკან და როცა ანალის ზანტი ტვინი გაიაზრებდა რომ წინ წასვლაა საჭირო, ეს დაგვიანებით მოხდებოდა და ის მარტო დარჩებოდა მდგომარეობის პირისპირ, ანალის ფუნქცია განსხვავებულია და მას ამ ფუნქციის შესასრულებლად სიჩქარე არ ჭირდება. სწორედ ამიტომ ურთიერთდაქვემდებარება მხოლოდ კანური თვისებაა, ამ თვისების წყალობით იკეთებენ ისინი სამსახურებრივ კარიერას, ანალებმაც შეიძლება წაიწიონ წინ, მაგრამ ეს ძირითადად პროფესიონალური წინსვლაა და არა კარიერული, კანის ვექტორიანი კი შეიძლება ისე ,,გაძვრეს“ მაღალ თანამდებობაზე, რომ საერთოდ არ იყოს პროფესიონალი. ურეთრალს რაც შეეხება, მას მორჩილება საერთოდ არ შეუძლია.

კანური მახასიათებლები ყველაზე მკაფიოდ ვლინდება თანამედროვე ეპოქაში, როდესაც კაცობრიობა შევიდა განვითარების კანურ ფაზაში, ამიტომ კანური თვისებები დღეს აყვავებას განიცდის, თუმცა სხვა ვექტორებისთვის და მათი თვისებებისთვის ყველაფერი ასე კარგად არ არის, რადგან მათში არ დევს ურთიერთდაქვემდებარების თვისება, ამიტომ სხვა ვექტორები ვერ ხედავენ საკუთარ თავს ლიდერად და არც იმის მექანიზმი აქვთ, რომ ეს ლიდერი კანის ვექტორში დაინახონ. რა ხდება ამ დროს? მოდის კანის ვექტორიანი, რომელსაც აქვს ლიდერობის შინაგანი განცდა და უნდა რომ სხვები მას დაექვემდებარონ, მათ კი დაქვემდებარება არ სურთ, იმიტომ რომ ისინი ლიდერს ვერ შეიგრძნობენ. რატომ? ჯგუფში ნებისმიერი ურთიერთობა მყარდება ,,სუნებით“, სწორედ ამიტომ საკადრო განლაგებაზე პასუხისმგებელი ყნოსვის ვექტორია, ის გრძნობს ,,ეგოს“ ხარისხს და მთელი იერარქიულ განლაგებას აწარმოებს სუნების, ფერომონული ფონის დახმარებით, ყნოსვის ვექტორიანები შეიგრძნობენ, რომ კანის ვექტორიანებს თუმცა საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვთ მაგრამ რეალურად მათ შეუძლიათ მხოლოდ ლიდერობა და არა ბელადობა, ასეთი კანის ვექტორიანი ხდება მოჩხუბარი, ყველას უყვირის, მას როგორც წესი აქვს საშუალო ტემპერამენტი და შეუძლია საშუალო მასშტაბებში ლიდერობა, მაგრამ ის თავის თავს აღიქვამს ზედმეტად მაღლა, ის ვერასოდეს შეძლებს სრულყოფილად ლიდერობას, რადგან ტემპერამენტი ამის საშუალებას არ მისცემს, ამიტომ ის ხდება თავხედი, თავი დიდი ვინმე გონია და სალამსაც კი არ კადრულობს. ასეთი კანის ვექტორიანი მუდმივად თავხედობს, სინამდვილეში განიცდის შინაგან დაუკმაყოფილებლობას, რადგან გარემოცვა მას ისეთად არ აღიქვამს, როგორადაც თვითონ მიაჩნია საკუთარი თავი. ეს განსაკუთრებულად მკაფიოდ ჩანს, თუ ასეთ მდგომარეობაში მყოფ კანს ერთვის ორალური ვექტორი,

კანის ვექტორში თავს გრძნობს იმაზე მაღალ რანგში ვიდრე რეალურადაა და ამას აჟღერებს ორალური მძლავრი ვერბალით და სკანდალურობით, ასეთები მუდმივად თავხედობენ, არასოდეს ელოდებიან რიგს, ხოლო თუ ამის გამო ვინმემ შენიშვნა მისცა, ყვირილისა და ლანძღვის ნიაღვარს გადმოაფრქვევენ, ოღონდ ასეთები არ ილანძღებიან ბინძური სიტყვებით, ბინძური სიტყვებით მხოლოდ განსაზღვრულ მდგომარეობაში მყოფი ანალები ილანძღებიან, კან-ორალები კი უბრალოდ თავხედი სკანდალისტები არიან, ორალური ვექტორი ამ ყველაფერს ენერგიულობას და მკაფიოობას მატებს, კანის ვექტორიანს ყვირილის დროს აქვს მწივანა, წიკვინა ,,ფალცეტი“.

განვითარების დონე კანის ვექტორში მიანიშნებს მის რანგს, თუ მაღალი რანგი აქვს, ეს ნიშნავს რომ შეუძლია აკონტროლოს ბევრი რესურსები და ადამიანები, ხოლო თუ დაბალი რანგი აქვს, ეს მისთვის ნიშნავს რომ თავადაა სხვისი კონტროლის ქვეშ. განვითარებული კანის ვექტორიანი, რომელმაც შეძლო ლიდერული თვისებების გამომუშავება (მენეჯერი, მეთაური), ყოველთვის ატარებს პასუხისმგებლობის გრძნობას, ასეთები პასუხისმგებლობას გრძნობენ ჯგუფის წინაშე და იციან, რომ ვალდებულნი არიან ოპტიმალურად განკარგონ ჯგუფის მიერ მათზე მინდობილი რესურსები. ეს ასე მუშაობს: განვითარებული კანის ვექტორიანი შეიგრძნობს, რომ ჯგუფმა მას მისცა რანგი, ანდო რესურსები, ამის გამო მას ეკისრება ჯგუფზე პასუხისმგებლობა და თავის ლიდერულ თვისებებს აყენებს ჯგუფის სამსახურში. ეს არ აგერიოთ ანალურ პასუხისმგებლობაში, ის მუშაობს პროფესიონალიზმით, ანალი ბედნიერია როცა მას ენდობიან და თავს ვალდებულად გრძნობს იმედი არ გაუცრუოს იმას ვინც მას ენდო, ანუ ანალებს აქვთ ვალდებულების და არა პასუხისმგებლობის გრძნობა, კანის ვექტორიანისთვის კი ეს მუშაობს როგორც მოლაპარაკება, თუ უნდა ჯგუფისგან რაღაცის მიღება, თავადაც რაღაც უნდა გააკეთოს. ამის საწინააღმდეგო მხარეა განუვითარებელი კანის ვექტორიანები რომლებიც აბსოლუტურად უპასუხისმგებლოები არიან, მათი მიდგომა ასეთია: ,,მე თავისუფალი ადამიანი ვარ და ყველანი მკიდიხართ“, ასეთები არასოდეს აქცევენ ყურადღებას სხვებს, ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ სხვა ადამიანთა გარემოცვაში ცხოვრობენ და მათ გარდა უფლებები სხვებსაც აქვთ, ისინი საკმაოდ უხეშები და გამომწვევები არიან, უსმენენ მუსიკას მთელ ხმაზე შუაღამით, თუ ვინმე თხოვს ბავშვს ვაძინებ და იქნებ დაუწიოო, ის უხეშად მიუგებს მე ჩემ სახლში ვარ და რასაც მინდა გავაკეთებ, მიმიფურთხებია შენთვისაც და შენი ბავშვისთვისაცო. ეს სცენარი ვლინდება მაშინ როდესაც ხდება დარღვევა განვითარების დონეზე.

კანის ვექტორიანი ბავშვებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ისწავლონ პასუხისმგებლობა. კანის ვექტორიანები დისციპლინირებული ხალხია, ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია არ დაკარგონ დრო უაზროდ, ეს იგივეა რაც რესურსების გაფლანგვა, რადგან დრო-ფულია. სასურველია რომ კანის ვექტორიანი ბავშვი წაახალისოთ, მაგრამ ზედმეტად არ გაათამამოთ, რადგან ის ბავშვობაშივე აყალიბებს თავის კანურ თვისებებს და ზედმეტი ზეწოლით მას უიღბლოს სცენარს განუვითარებთ, ზედმეტად გათამამებით კი გაათავხედებთ. კანის ვექტორს უნდა შეეძლოს რესურსების კონტროლი, ნეგატიური სცენარისას კი ვიღებთ სიტუაციას, როცა საჭიროა გააკონტროლოს, მაგრამ ეს არ შეუძლია, რადგან შინაგანი განვითარება არ ყოფნის.

ნებისმიერ ვექტორს აქვს შინაგანი და გარეგანი ბალანსი, ამათგან რომელიმეს დარღვევისას კი ჩნდება უკმარისობის გრძნობა. როგორი განვითარებულიც არ უნდა იყოს კანის ვექტორიანი, მან შინაგანად ყოველთვის იცის, რომ იერარქიაში მის მაღლა მუდამ არის ვიღაც, ვისაც შეუძლია საკუთარ თავზე უმაღლესი პასუხისმგებლობის აღება. რეალურად ეს არ არის კანის ვექტორიანის ადგილი, ის მუდამ ურეთრალს ეკუთვნის, კანის ვექტორიანები მუდმივად ცდილობენ ამ ადგილის ,,დათრევას“, მაგრამ მათ ამისათვის საჭირო თვისებები არ აქვთ, ისინი რეაქციის სიჩქარით ბევრად ჩამორჩებიან ურეთრალს, კანის ვექტორიანებს არ შეუძლიათ მტელი ჯოგის სამოქმედოდ ანთება, მათ შეუძლიათ გასცონ განკარგულებები, მარამ არა ბრძანებები. არის სიტუაციები როცა კანის ვექტორიანს არ ყოფნის სისწრაფე მოქმედებისთვის, მაგალითად: ომი, როდესაც ყოველი წამი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, მდგომარეობა ყოველ წამს იცვლება, ეს ჯერ კიდევ აუთვისებელი ახალი ლანდშაფტია, რომელიც ჯოგს ჯერ არ დაუკავებია, აქ კანის ვექტორიან არ ყოფნის მოქმედების სიჩქარე, რადგან გადაწყვეტილება წამის მეასედშია მისაღები, ხოლო რისკი მეტისმეტად მაღალია, საფასური აქ საკუთარი სიცოცხლეა, ეს კი კანის ვექტორიანისთვის ზედმეტად დიდი პასუხისმგებლობაა. ეს ლანდშაფტისგან ისეთი მასშტაბის ზეწოლაა, რისი გაძლებაც კანის ვექტორიანის ძალას აღემატება, ამიტომ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩენილი კანის ვექტორიანი ქაოსურად აწყდება აქეთ-იქით, თვით ომის მდგომარეობაში მყოფი, განვითარებული კანის ვექტორიანიც კი, ვერ შეძლებს ასეთ დროს გაუძლოს ლანდშაფტის ზეწოლას და აიღოს პასუგისმგებლობა ჯგუფის გადარჩენაზე, სანამ ის რეაგირებას მოასწრებს, შეიძლება ბრძოლა უკვე წაგებული იყოს. კანის ვექტორიანებს შეუძლიათ დაძლიონ ეკონომიკური კრიზისი, ჩავარდნა ბიზნესში, მაგრამ ექსტრემალურ პირობებში რეაქციის სისწრაფე არ ყოფნით, რატომ? იმიტომ რომ ეს მათი ფუნქცია არ არის, არც მათი კუთვნილი რანგია, მათი ფუნქციაა ჯგუფს გადასცენ ურეთრალის ბრძანება, გასცენ განკარგულებები, მაგრამ პირველი რანგი მათ არ ეკუთვნით.

2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, იყო მინიშნება სამყაროსგან, რომ კანური ფასეულობები როგორიცაა სისწრაფე, ეფექტურობა, მოქნილობა, ძალზე კარგი რამაა, მაგრამ ეს დროებითი ეტაპია, ისევე როგორც სხვა ყველაფერი. კანის ვექტორს პატარა ლიბიდოს გამო არ შეუძლია ხანგრძლივი ძალისხმევა, ამიტომ ეკონომიკა რომელიც კონტროლდება კანური ფასეულობებით, განიცდის პერიოდულ ვარდნას, იწყებს ზრდას, ცოტა ხანს წინ იწევს, მერე კი ეცემა და ასე მეორდება გარკვეული სიხშირით, იმიტომ რომ კანური ფასეულობები ვერ შენარჩუნდება ხანგრძლივად, ამიტომ ის განიცდის პერიოდულ რღვევას. არ იფიქროთ რომ ეკონომიკა და სხვა კანური ფასეულობები ცუდია, ის უბრალოდ დროებითია, ეს აუცილებლად გასავლელი ეტაპია და ის სხვანაირი არ შეიძლება იყოს. კაცობრიობამ გაიარა განვითარების კუნთური და ანალური ფაზები, დღეს გადის კანურ ფაზას, შემდეგი კი ურეთრალური ფაზა იქნება. განვითარების ამ გზაზე კანური ფაზა აუცილებლადაა გასავლელი, უნდა ვიცოდეთ რომ არცერთი ფაზა არ არის მარადიული, კანური ეპოქაც გაივლის, ისევე როგორც წარსულს ჩაბარდა წარსულისკენ მიმართული ანალური ეპოქა.

მაშ ასე, კანის ვექტორი ჯგუფში ყოველთვის არის ნომერი ორი, ამიტომ ნებისმიერ საქმეში ის არის არა საქმის წამომწყები არამედ გამგრძელებელი. ურეთრალური ვექტორი იწყებს მოქმედებას, კანის ვექტორი აიტაცებს და აგრძელებს, ანალური ვექტორი კი აბოლოებს. ამითომ უნდა ვიცოდეთ, რომ ანალური ნებისყოფა, არ არის კანური თვითკონტროლის იდენტური,

ეს სხვადასხვა ვექტორების, განსხვავებული თვისებებია, ნებისყოფა ანალური ვექტორის თვისებაა, თვითკონტორლი კი კანური, ეს თვისებები მუშაობენ განსხვავებულად და სხვადასხვა მიზანს ემსახურებიან. კანის ვექტორს შეუძლია რეგულარულად ირბინოს ყოველდღე სამი კილომეტრი, ანალს კი ეს არ შეუძლია, სამაგიეროდ თუ მოემზადა შეუძლია გაირბინოს მარათონული დისტანცია, ოღონდ წელიწადში ერთხელ, შეიძლება ინფაქტამდე მივიდეს, აქოშინდეს მაგრამ რომც მოკვდეს ანალი მიზანს ბოლომდე მიიყვანს. კანის ვექტორიანს შეუძლია ყოველდღე მსუბუქად ივარჯიშოს, მაგრამ არ შეუძლია 5 წელი ისწავლოს და გახდეს პროფესიონალი, ამისთვის კანს უბრალოდ მოთბინება არ ეყოფა, ანალმა კი შეიძლება საჭმელიც არ ჭამოს სანამ საქმეს არ დააბოლოებს, სამაგიეროდ ანალს არ შეუძლია დიეტა დაიცვას და ჭამისგან თავი შეიკაოს ანალს არ აქვს ამისთვის საჭირო თვითკონტროლი, სამაგიეროდ კანს არ გააჩნია ანალური ნებისყოფა. ნებისყოფას სამუშაოდ ჭირდება მოთბინება და ხანგრძლივი შრომა, დისციპლინას და თვითკონტროლს კი სწრაფი და პერიოდული მოქმედებები. ანალის ფუძე წარსულია, კანის-ფორმა, ესენი განსხვავებული ვექტორების სხვადასხვა ფუნქციებია.

თქვენს ყურადღებას გავამახვილებ ერთ პატარა დეტალზე, განვითარება არის ის დონე რომელიც არ გააჩნიათ ცხოველებს, ცხოველური რეალიზაცია მთავრდება მოძრაობის დონეზე, ამიტომ განვითარების თვისება არის ის, რაც ადამიანს განასხვავებს ცხოველისგან, ცხოველებს არ შეუძლიათ აღიქვან თავისი მოქმედების შედეგი ჯგუფისთვის, ცხოველებშიც არსებობს რანგის ჩანასახი, მაგრამ ეს მათში მუშაობს ბუნებრივად, ინსტიქტების დონეზე, ცხოველური რანგი არაა დამოკიდებული მათ თვითრეალიზაციაზე. ამიტომ ცხოველებს არ აქვთ ფსიქიკის მეხუთე ფენა - განვითარების დონე. სწორედ ამ მეხუთე დონის წყალობით არის ადამიანი ხარისხობრივად განსხვავებული არსება ყველა დანარჩენ არსებას შორის.

ამითომ არ არსებობს ამბიციური, კანის ვექტორიანი ცხოველი, შეიძლება ცხოველებს შორის ნახოთ მხოლოდ სხვებზე მოქნილი და სწრაფი, მაგრამ ამბიციური ცხოველი გამორიცხულია. ამ განსხვავებას ყველა თავისი განვითარების დონით ახსნიდა, ვიზუალი იტყოდა, რომ ეს განსხვავება არის სიყვარულის უნარი, ორალი - ლაპარაკის უნარს დაასახელებდა, ანალი - სწავლას, სმენა - შემეცნებას, ვიზუალ-სმენა - შემოქმედების უნარს, მაგრამ რეალურად ეს განსხვავება არის განვითარების დონე, რომელიც ყველა ვექტორს თავისებური აქვს.

ავტორი: ვ.იუნევი
მთარგმნელი: სერგო ღამბაშიძე

  • კანის ვექტორი - ურთიერთობა

  • კანის ვექტორის დამახასიათებელი დაზიანებები და სტრესები

  • კანის ვექტორი - ოჯახური ურთიერთობები

  • კანური ფსიქოტიპის დაზიანებები და სტრესები

  • კანის ვექტორი - აზროვნება

  • კანის ვექტორის გარეგნული იერსახე

  • როგორ აყალიბებს სტრესი მდგომარეობებს

  • ომის და მშვიდობის მდგომარეობები კან-ორალურ ფსიქოტიპში