კანის ვექტორის ფუძე და მოცულობა


კანის ვექტორის ფუძე და მოცულობა
ფუძე  

მოდით ჯერ ზოგადად ვთქვათ რა არის ფუძე. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ფუძეზე ვგულიგხმობთ სისტემური წესრიგის მიზეზს, ნებისმიერ გამოვლინებას აქვს რაღაც მიზეზი. სისტემური ფსიქოანალიზის მიხედვით არსებობს სულ 8 ფუძე. მაგალითად: ადამიანს სურს გახდეს იურისტი, რატომ? იმიტომ რომ მას ეს მოსწონს. რატომ მოსწონს? იმიტომ რომ მას აქვს ასეთი თვისებები და როცა ამ სამუშაოს ასრულებს თავს კარგად გრძნობს. რატომ? იმიტომ რომ ის ასეთი დაიბადა და ასეთად განვითარდა. (კანის ვექტორიანი ადამიანი ყოველთვის იტყვის, რომ განვითარება მხოლოდ მისი დამსახურებაა). რეალურად ამ ყველაფრის მიზეზი შემდეგია: არსებობს ვექტორები, რომელებიც უბრალოდ კი არ არსებობენ არამედ აქვთ გარკვეული ფუნქცია, ამ ფუნქციის შესასრულებლად გააჩნია კონკრეტული თვისებების ნაკრები, რომლებიც უბიძგებენ მას პროფესიის არჩევისკენ, ამის მიზეზი კი ვექტორია.

რა არის კანის ვექტორის ფუძე? ესაა ფორმა, ესაა სხეული შემოსაზღვრული კანით, კანის ვექტორი კაცობრიობისთვის იგივეა რაც კანი სხეულისთვის, ის იგივეა რაც ფორმის ქონა ნებისმიერი გამოვლინებისთვის, ამიტომ ის პასუხისმგებელია აბსოლუტურად ყველა ფუნქციაზე, რომელიც კავშირშია ფორმასთან. თუკი კანის ვექტორს განვიხილავთ სხვა ვექტორების ფონზე, ის ვლინდება როგორც უთხელესი საზღვარი, რომელიც აცალკევებს ერთმანეთისგან შიდა და გარე სამყაროს. არის გარე ლანდშაფტი და ვართ ჩვენ, ჩვენს შორის კი მოქცეულია კანი, საკაცობრიო მასშტაბით კანის ვექტორი ზუსტად იგივე ფუნქციას ასრულებს, ის შემოსაზღვრავს ყველა დანარჩენს. წარმოვიდგინოთ სწორად რანჟირებული ადამიანთა ჯგუფი: ამ შემთხვევაში კანის ვექტორიანები განლაგებული იქნებოდნენ განაპირას, სხვების გარშემო, ანუ კანი შემოკრული იქნებოდა საკაცობრიო სხეულის ირგვლივ.

წინ იქნებოდა ურეთრალი, კანის ვექტორიანები კი ურეთრალის უკან შემოწყობილი იქნებოდნენ მთელი ჯოგის ირგვლივ. თუ ჩვენ შევხედავთ არმიის სტრუქტურას არიან რიგითი ჯარისკაცები და არის გენერალი, მათ შორის კი არის ოფიცერთა ჩინების საკმაოდ დიდი რაოდენობა: სერჟანტები, ლეიტენანტები და ა.შ. მათი აბსოლუტური უმრავლესობა კანის ვექტორიანები არიან. რაც უფრო მეტად განვითარებული და რაც უფრო მაღალი ტემპერამენტი აქვს კანის ვექტორიანს, მით უფრო მაღალია მისი ჩინი ამ იერარქიაში. ეს იერარქია ჩანს ყველგან, და როგორი ჯგუფიც არ უნდა იყოს მას ყოველთვის შემოსაზღვრავენ კანის ვექტორიანები, რომლებიც არიან სწრაფები, მოქნილები, ნებისმიერ სიტუაციაში მათ აქვთ სწრაფი რეაგირების უნარი და ამ მოქნილობის წყალობით საფრთხისგან იცავენ მთელ სხეულს, როგორც ადამიანის, ისე კაცობრიობის. კანის ვექტორიანის აზრები მიმართულია არა გუშინდელ ან ხვალინდელ დღეზე, არამედ დღევანდელზე, აწმყოზე. საითაც არ უნდა გავიხედოთ ამ იერარქიულ მოდელს ვხვდებით ყველგან, თუ ეს იერარქია იქნება სხვანაირი ჯგუფი უბრალოდ იღუპება, იმიტომ რომ ბუნებაში ყველაფერი იდეალურადაა მოწყობილი.

მოკლედ რომ ვთქვათ კანის ვექტორი არის ფორმა ნებისმიერი მატერიისთვის, ფორმა სხეულისთვის, ფორმა კაცობრიობისთვის. კანის ვექტორიანებს ჯგუფში საკმაოდ ბევრი ფუნქცია აკისრიათ: ისინი ძველ ჯოგში იყვენ მონდირეები და ნადავლის გამნაწილებლები, დღეს ისინი არიან ორგანიზატორები. კანის ვექტორიანები არიან ისინი ვინც ეხმარება კაცობრიობას შეცვლილ ლანდშაფტთან შეგუებაში და მის ათვისებაში.

როგორც უკვე გითხარით ნებისმიერ ვექტორს აქვს ფსიქიკის 5 დონე, კანის ვექტორიანი (ისევე როგორც ყველა სხვა) შეიძლება დამუხრუჭდეს განვითარების ნებისმიერ ეტაპზე და აირჩიოს თავისთვის ის საქმიანობა რომლის შესრულების საშუალებასაც მისცემს თვისებათა ის ნაკრები რომლებიც მას განვითარების მოცემულ დონეზე გააჩნია, სწორედ ამიტომ განვითარების სხვადასხვა დონეზე ის შეიძლება გახდეს: საწყობის გამგე ან მენეჯერი, მონადირე ან სპორტსმენი, ესენი ერთი და იგივე ფუნქციის სხვადასხვა რანგებია.

შემდეგი სტატიიდან დავიწყებთ კანის ფექტორიანის ფსიქიკის განხილვას ფენების მიხედვით

და შევხედავთ როგორ გავლენას ახდენს განვითარების დონე კანის ვექტორიანის ბედზე, როგორ განსაზღვრავს ეს მის როლს ჯგუფში, როგორ იძლევა ეს სისტემა რეზულტატს იმ კანის ვექტორიანებისთვის რომლებსაც ვხედავთ ჩვენს ირგვლივ. ამ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენს მიერ შემუშავებული მოდელის მიხედვით. ფსიქიკური სხეულის მოცულობა ფსიქიკის პირველი ფენა რომელსაც განვიხილავთ არის: ფსიქიკური სხეულის მოცულობა. მოდით დავუბრუნდეთ ჯგუფის მოძრაობის ილუსტრაციას, კაცობრიობა მოძრაობს წარსულიდან მომავლისკენ, ყოველი ვექტორი (ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ქვედა ვექტორებზე) ამ ჯგუფში ასრულებს თავის მოვალეობას. ურეთრალი არის ვექტორი რომელიც დგამს ნაბიჯს წინ, მას ძალზე მძლავრი ფსიქიკა აქვს, რადგან მან უნდა შეძლოს ამ ნაბიჯის დანახვა, მის უკან დგას მთელი ჯგუფი და ურეთრალმა უნდა შეძლოს მათი ანთება რომ მათ შეძლონ ურეთრალის მიყოლა და ერთად მოახდინონ გარღვევა კაცობრიობის ფსიქიკაში, ამ გარღვევაზე მთავარი პასუხისმგებელი არის სწორედ ურეთრალი. მაგალითად ავიღოთ რიჩარდ ლომგული: ის მცირე ჯარით ებრძოდა მავრების კოალიციურ ჯარს, როდესაც ისინი ხედავდნენ შეტევაზე გადასულ რიჩარდ ლომგულს ავიწყდებოდათ საკუთარი მრავალრიცხოვნება, ეუფლებოდათ პანიკური შიში და როგოც წესი ან გარბოდნენ, ან ნადგურდებოდნენ. ასეთები ურეთრალის ვექტორიანი ადამიანები, მაგრამ ამჯერად ჩვენი ლექციის მთავარ თემას ისინი არ წარმოადგენენ. არის კიდევ სხვა ფსიქიკა, რომელიც პასუხისმგებელია წარსული გამოცდილების შენარჩუნებაზე, ჩვენ გავლილი ათასწლეულების მანძილზე დავგროვეთ რაღაც მიღწევები, ჯგუფში არიან ადამიანები (ანალის ვექტორიანები) ვინც იმახსოვრებს და ინახავს ამ მიღწევებს, ისინი კითხულობენ ტომეულებს, სწავლობენ ისტორიას, თავში აქვთ ინფორმაციის ნამდვილი საწყობი და ამით განიცდიან კმაყოფილებას, ეს მოითხოვს უზარმაზარ და მძიმე ფსიქიკას, რომ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ შეძლოს ამ ინფორმაციის დაგროვება. წარსულსა და მომავალს შორის არის პატარა აწმყო, რომელიც მუდმივად იცვლება და დროის ყოველ მონაკვეთში დღევანდელ დღეზეა მიმართული, ესაა კანის ვექტორი. მათ აქვთ ძალზე პრაქტიკული აზროვნება, მათ არ აინტერესებთ რა იყო გუშინ, ან რა იქნება ხვალ, მათი ინტერესის სფეროს წარმოადგენს აწმყო, აქ და ახლავე. სწორედ ამიტომ მათი ფუნქცია მოითხოვს ძალზე მსუბუქ და მოქნილ ფსიქიკას, ისინი არიან ძალზე სწრაფები, მოქნილები, მოძრავები. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ფსიქიკური სხეულის ზომაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს მომავალი რომელიც მოითხოვს დიდი მოცულობის ფსიქიკას, არსებობს წარსული რომელიც კიდევ უფრო დიდი მოცულობის ფსიქიკას საჭიროებს, მათ შორის კი მოქცეულია პაწაწინა აწმყო რომელსაც ასევე წერტილივით პატარა ფსიქიკა ჭირდება.

კანის ვექტორიანებს აქვთ ყველაზე პატარა და მოქნილი ფსიქიკური სხეული. სანამ ერთნი ფიქრობენ წინსვლაზე, მეორენი კი სწავლობენ ათასწლეულების ისტორიას, საჭიროა ვიღაც ვინც ამდენ უსაქმურს ყურადღებას მიაქცევს (სწორედ ასე ფიქრობენ კანისვექტორიანები დანარჩენებზე), უნდა არსებობდეს ვიღაც ვინც იმოქმედებს აქ და ახლავე. ისინი არ ფიქრობენ გუშინდელ ან ხვალინდელ პრობლემებზე, ისინი ცდილობენ მიმდინარე პრობლემების მოგვარებას. ჩვენ ვცხოვრობთ მუდმივად ცვალებად ლანდშაფტში, ამიტომ საჭიროა ვინმე ვისი ფსიქიკაც ლანდშაფტთან ერთად იცვლება, რომ დაეხმაროს დანარჩენებს ამ ცვლილებებთან შეგუებაში. წარმოიდგინეთ სიტუაცია ანალის ვექტორიანი ქმარი და კანის ვექტორიანი ცოლი არიან მანქანის ასარჩევად, ანალის ვექტორიანი ქმარი პირდაპი ჯიპს დაადგამს თვალს რადგან ის მასავით დიდი და მასიურია, კანის ვექტორიანი ცოლი უკივის რად გინდა მაგხელა ჯაბახანა! აგერ პატარა მანქანა, ბენზინსაც ნაკლებს წვავს, უფრო მოძრავიცაა და უფრო იაფიც ღირს! კანის ვექტორიანებისთვის სტრესია ყოველგვარი უმოქმედობა, მათი დევიზია: ,,იცხოვრე დღევანდელი დღით!", ემოციურადაც კი არ იტვირთავენ თავს. არის ადამიანების კატეგორია (ვიზუალები), რომლებიც წერენ სატრფიალო ლექსებს, აქვთ ძალზე ემოციური განცდები, კანის ვექტორიანები ასეთებზე ფიქრობენ: რად უნდათ ეს ყველაფერი? მათ ეზედმეტებათ ჭარბი რომანტიზმი, მათთვის მთავარია პრაქტიკული სარგებელი, სისულელედ თვლიან თვლიან ლექსების მიძღვნას და მსგავს რაღაცეებს. ეს იმას არ ნიშნავს რომ სიყვარული არ შეუძლიათ, მაგრამ ზედმეტი რომანტიზმი მათთვის გაუგებარია (თუ ვიზუალი არ ერთვით), სამაგიეროდ ძალიან უყვართ საჩუქრები.

კანის ვექტორიანისთვის მოსაბეზრებელია ხანგრძლივი ლექციები, ის ასე ფიქრობს: რა საჭიროა ამდენი ლაქლაქი და ახსნა? თქვით სათქმელი მარტივად და მოათავეთ. მოსმენითაც ასევე უსმენენ, ერთ ყურში შეუშვებენ და მეორიდან გამოუშვებენ. ისინი აწმყოს ადამიანები არიან, ამიტომ თავს არ იტვირთავენ გუშინდელ, ან ხვალინდელ დღეზე ფიქრით. დღეს უკან დარჩა ანალური ცოდნის ეპოქა, თუმცა რაღაც ტიპის ცოდნა კანის ვექტორიანებსაც ჭირდებათ, მაგალითად: ეკონომიკის, მენეჯმენტის და ა.შ. მაგრამ სწავლობენ ცოტას და ზედაპირულად, წარმოდგენა რომ ქონდეთ. მათთვის სისულელეა ისწავლო 5-7 წელი და მერე ფული არ გქონდეს. მაგალითად: ანალის ვექტორიანები სწავლობენ ჯერ სკოლაში, მერე უნივერსიტეტებში, შემდეგ გადიან პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე, მერე მუშაობას იწყებენ უმცროს სპეციალისტად და ა.შ. მთელი ცხოვრება ანდომებენ პროფესიის სწავლას. კანის ვექტორიანებისთვის ყველაფერი პირიქითაა, ისინი თუ საერთოდ ჩააბარეს უნივერსიტატში, სწავლის პარალელურად კიდეც მუშაობენ და სწავლითაც ცდილობენ ისწავლონ ისეთი რამ რაც პრაქტიკულად გამოადგებათ. სწორედ კანის ვექტორიანების გამოგონილია ტესტირება, ამით ზოგავენ დროს და ენერგიას, ზედმეტი წერის გარეშე შემოხაზავენ ვარიანტს და მორჩა, მათი ფსიქიკა ვერ უძლებს ზედმეტ დატვირთვას. ყველაფერს აკეთებენ სწრაფად, მოქნილად და არასიღრმისეულად. სულ ჩქარობენ სწრაფი მოქმედება, სწრაფი კვება, იმიტომ რომ მათ მობილური ფსიქიკა აქვთ. მათი ფუნქცია მოიცავს დღევანდელ დღეს, ის კი მუდმივად იცვლება, ამიტომ მათთვის ზედმეტია ყოველგვარი დროის კარგვა. ისინი მუდმივად უყურებენ ცვალებად ლანდშაფტს, სწრაფად ეგუებიან ცვლილებებს და აკვირდებიან რა სარგებლის მიღება შიძლება ამ ცვლილებებიდან. მათ არ შეუძლიათ დაკარგონ დრო რაიმე არაპრაქტიკულის შესასწავლად. თუ დროს კარგავენ, ეს ნიშნავს რომ დააგვიანეს რეაგირების მოხდენა ცვლილებაზე, ანუ ვერ შეასრულეს საკუთარი ფუნქცია. ფუნქცია აწმყო ნიშნავს, რომ მუდმივად მოქმედებდე, მუდმივად მოვლენების ეპიცენტრში იყო, მუდმივად ინარჩუნებდე ფორმას, მუდმივად ფიქრობდე რა სარგებლის მიღება შეგიძლია აქ და ახლა.

ნებისმიერი საკითხისადმი ყველას თავისებური მიდგომა აქვს, არის ანალური მიდგომა: ესაა ფუნდამენტალური ანალიზი, მათ უყვართ დეტალურად გაანალიზება, ისინი ნახევარი წელი ზიან, სწავლობენ კომპანიის მდგომარეობას და საბუთების მიხედვით აანალიზებენ და ბოლოს დებენ დასკვნას. კანის ვექტორიანს კი თავისებური მიდგომა აქვს, რადიკალურად განსხვავებული, ისინიც აკეთებენ ანალიზს, მაგრამ მათი ანალიზი ტექნიკური ხასიათისაა, დილით გახსნიან საიტს, შეადგენენ კომპანიის შემოსავალ-გასავლების გრაფიკს, სწრაფად გააანალიზებენ ამ გრაფიკს და ერთ საათში დასკვნა მზად აქვთ. ანალის ვექტორიანს შეუძლია წლობით დაელოდოს თავისი მოქმედების შედეგებს, კანის ვექტორიანისთვის კი ერთი თვის ლოდინი უკვე კატასტროფაა. ერუდიციაზეც განსხვავებული წარმოდგენები აქვთ, არის ანალური ერუდიცია, ესაა რა სად როდის, ანუ იციან ყველაფერი ყველაფერზე. კანის ვექტორიანების ერუდიცია კი პრაგმატული ხასიათისაა, ისინი ფიქრობენ: რა საჭიროა ამდენი ნაგვით თავის გამოტენა? ისინი საერთო ცოდნიდან გამოყოფენ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს და ამით ხელმძღვანელობენ, კანის ვექტორიანებისთვის ბევრი ინფორმაცია ზედმეტია, იმიტომ კი არა რომ კანის ვექტორი სხვა რომელიმეზე უარესი, ან უკეთესია, უბრალოდ ყველას თავისი ფუნქცია აქვს. არ შეიძლება პასუხისმგებელი იყო დღევანდელ დღეზე და თავი დაიტვირთო გუშინდელი ან ხვალინდელი დღით. მათი მეხსიერებაც ასეთივეა, დიდხანს არაფერი ამახსოვრდებათ. ვთქვათ გამოცდების შემდეგ ერთმანეთს შეხვდენ ანალის და კანის ვექტორიანები: ანლის ვექტორიანი ფრიადოსანია, ყველაფერი ახსოვს რაც კითხეს და რაც უპასუხა, კანის ვექტორიანს ეკითხება -რა ქენი? პასუხი: ჩავაბარე. - და რა გკითხეს? მე რა ვიცი, მთავარია ჩავაბარე. ასეთები არიან კანის ვექტორიანები, რაც წასულია მათთვის მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს, მათ უკვე ახალი დავალება აქვთ. რეალიზებული კანის ვექტორიანის სახლში თქვენ ვერ ნახავთ ზედმეტ ნივთებს, არ აქვს არანაირი ბაროკოსა და როკოკოს ჭურჭელი. კმაყოფილდება მინიმალური საჭიროების ნივთებით. თუ მარტო ცხოვრობს, შეიძლება მხოლოდ ერთი სკამი ქონდეს, თუ სტუმრად მოდიხარ იატაკზე დაჯექი. ლოგიკა ასეთია: მე მარტო ვცხოვრობ, რად მინდა ზედმეტი ნაგავი? ყველაფერი ზედმეტი მისი ფსიქიკისთვის დატვირთვაა, ამიტომ ის ზედმეტს არ იყიდის, თუ უფასოდ აჩუქებთ ან სადმე იპოვის ეს სულ სხვა ამბავია, კანის ვექტორიანებს უფასო ყველაფერი უყვართ. ჭამითაც საკმაოდ ცოტას ჭამენ, ხანდახან შეიძლება ერთი ვაშლიც არ შეჭამონ ბოლომდე.

მათი ფსიქიკის პატარა მოცულობა მნიშვნელოვნად აისახება მათ სექსუალურობაზეც, კანის ვექტორიანებს (თუ სხვა ვექტორი არ ერთვის) ძალზე პატარა სექსუალური სურვილი აქვთ. ვიღაც მოეწონებათ, უტრიალებენ გარშემო, ჩუქნიან საჩუქრებს, დაითანხმებენ სექსზე, აქვთ 3-7 წუთიანი სექსი, ერთს შეიფართხალებენ, გადაბრუნდებიან და მორჩა, 1 წუთის შემდეგ შეიძლება მოფერების მსურველ პარტნიორს უკივლონ: არ შემეხო! პარტნიორი ცდილობს მიეალერსოს, თხოვს მოფერებას, ეს კი - შემეშვი! მას მართლა აღარ უნდა, სრულიად გამოცარიელებულია, ამიტომ სექსის შემდეგ ზოგჯერ შეხებაც კი აღიზიანებთ.

იური ბურლანს აქვს გაკეთებული კანის ვექტორიანის სექსუალური ლტოლვის გრაფიკი, აგზნება ნელ-ნელა იმატებს, ეაკულაციის შემდეგ კი მყისიერად ეცემა და ნულდება, ამიტომ კანის ვექტორიანს სექსის შემდეგ საერთოდ აღარ უნდება შეხებაც კი. სექსის შემდეგ შეიძლება აბსოლუტურად გაცივდეს იმის მიმართ ვის მიმართაც ამდენ ხანს ქონდა ლტოლვა. კანის ვექტორიანის ფსიქიკაში დიდხანს არაფერი რჩება, მათ შორის ადამიანებიც, თუმცა ჯანმრთელ კანის ვექტორიანს ესაჭიროება რეგულარული სექსი და თუ ცოლი არ ყავს, ამისთვის მეზობელი ან პირველივე შემხვედრიც გამოდგება. ოჯახური ერთგულება, მოვალეობის გრძნობა და მსგავსი რამეები მისი სტიქია არ არის, მოვალეობები მასში ცუდ განცდებს აღძრავს და აშინებს. არ შეუძლია ერთი საქმის ხანგრძლივად კეთება, მაქსიმუმ რამდენიმე დღე და შემდეგ უკვე დიდი ენთუზიაზმით დაწყებული საქმე მისთვის მოსაბეზრებელი ხდება. ანალები კანის ვექტორიანებს უპრინციპოებს და უნებისყოფოებს უწოდებენ და პრინციპში მართლებიც არიან, ნებისყოფა არ არის ის თვისება კანის ვექტორიანების ფსიქიკას რომ ამუშავებს. ყოველ ვექტორს აქვს რაღაც უმაღლესი თვისება რომლის გამომუშავებითაც ვითარდება ეს ვექტორი, ნებისყოფა არის ის თვისება რომელიც აქვს ანალის ვექტორიან ადამიანს, კანის ვექტორისთვის კი მთავარი თვისება არის დისციპლინა, თვითკონტროლი. სწორედ ამიტომ ისინი რეალიზდებიან ისეთ პროფესიებში რომლებიც ითხოვს მეტ გათვლას ვიდრე ცოდნას: მათემატიკა, ეკონომიკა, ბუღალტერია, და ა.შ. ისეთ პროფესიებს სადაც საქმე აქვს ციფრებთან და ზედმეტი სიტყვები და ბლა ბლა ბლა არ ჭირდება.

უკვე აღვნიშნეთ რომ ფსიქიკა შედგება 5 დონისგან,

პირველი მათგანი: ფსიქიკური სხეულის ზომა, არის ყველაზე სიღრმისეული, სწორედ მასზე ლაგდება ფსიქიკის ყველა დანარჩენი ფენა. ყველა ადამიანს დაბადებიდან აქვს რაღაც ვექტორი, ან ვექტორები, ანუ ფსიქიკის რაღაც ფორმა, ფსიქიკის მოცულობა, სწორედ ეს განსაზღვრავს მის ფუნქციას. ამ ძირითად ბაზაზე ლაგდება ფსიქიკა და მისი განვითარება. სწორედ ეს ზომა განაპირობებს კანის ვექტორის ფუნქციას: აწმყოს.

სტატიის ავტორი ვ.იუნევი

მთარგმნელი: სერგო ღამბაშიძე


მსგავსი სტატიები

  • კანის ვექტორის გარეგნული იერსახე

  • კანის ვექტორის რანჟირება და ოჯახური ურთიერთობები

  • კანის ვექტორი - მოძრაობა (მოქმედება)

  • კანის ვექტორი - გარეგნული იერსახე

  • როგორ მუშაობს კანური და ანალური ვექტორების აზროვნება

  • კანის ვექტორის ფუძე და მოცულობა

  • ბიზნესმენი თუ ფასდაკლებების მომხმარებელი

  • განსხვავება კანური და ურეთრალური ფსიქოტიპის ბავშვებს შორის