არაცნობიერის ბინდი – ფსიქიკური პროცესები
არაცნობიერის ბინდი – ფსიქიკური პროცესები
ჩვენ ფსიქიკურ პროცესებზე ძუნწი, სამეცნიერი ენით გადმოცემულ ინფორმაციას კი არა პასუხებს ვეძებთ ჩვენს კითხვებზე. სვფ-ში კი გვეძლევა უნიკლური შესაძლებლობა ყველაფერს სხვა ადამიანის თვალით შევხედოთ. პრინციპი – ,,100% გავიგოთ რა ემართება მას”.
თანამედროვე ფსიქოლოგიაში ტერმინი ფსიქიკური პროცესები საკმაოდ პირობითია და თეორიული საფუძველიც არ გააჩნია.
თუ თქვენ ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი არ ხართ გაგიჭირდებათ გუგლის 9 მილიონი ვარიანტიდან მოკლე და ზუსტი პასუხი შეარჩიოთ. რადგან ფსიქიკური თემების კვლევა ფსიქოლოგიაში რადენიმე თემად იყოფა და ესენი კი თავის მხრივ უამრავ პარაგრაფად სხვა და სხვა მოვლენაზე და თავში მსუბუქი დაბნეულობის გრძნობას გვიტოვებენ. რამდენიმე სტატიის ნახვის შემდეგ კი ხვდები რომ ფსიქოლოგიის სპეციალური მომზადების გარეშე დაძლევა შეუძლებელია.
თავდაპირველად მეცნიერებმა ცნობიერების შესწავლა დაიწყეს და ის რამოდენიმე შემადგენელ ნაწილად დაყვეს. ხოლო მიმდინარე ფსიქიკური პროცესების შესწავლამ და კლასიფიკაციამ შესაბამისობები გამოავლინა. თუმცა მარავალწლიანმა კვლევამ გვაჩვენა რომ – მეხსიერება, ყურადღება, შეგრძნება, საუბარი, აზროვნება, აღქმა და გრძნობები ისეა დაკავშირებული, რომ იზოლირებულად რომელიმეს განხილვა არ შეიძლება.
მართლაც, აბა სცადეთ ამ ჯაჭვიდან თუნდაც ერთი რგოლის მოკლება. თუ ეს მაინც ხდება ფსიქოლოგები უკვე ადამიანის არასრულფასოვნებაზე იწყებენ საუბარს. ამიტომ ადამიანის ფსიქიკაში მიმდინარე ყველა ზემოთხსენებული დინამიური პროცესი განსაზღვრულია ერთი სიტყვით – ფსიქიკა.
და ეს სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საქმის გასაადვილებლად არა.
მართალია დღეს “ჩვეულებრივი” ადამიანების ფსიქოლოგიისადმი ინეტერესი გაიზარდა ბევრი ყოყმანებს მის ღრმად შესწავლას სწორედ სამეცნიერი ტერმინების სიჭარბის გამო. ამავე დროს ჩვენ ფსიქიკურ პროცესებზე ძუნწი, სამეცნიერი ენით გადმოცემულ ინფორმაციას კი არა პასუხებს ვეძებთ ჩვენს კითხვებზე.
კითხვა კი ძალიან ბევრია …
მშობლები წუხან – რატომ პარავს მათი ვაჟი კლასელებს წვრილმანებს? რატომ მასტურბირებს გოგონა საბავშო ბაღის უცოდველ ასაკში? აი ეს ბიჭი – საკმარისია ეზოში გამოჩნდეს და ყველა ბიჭუნა და გოგონა მისდევს მშობლების აკრძალვის მიუხედავად? 14 წლის მოზარდმა კი სავსებით უზუნველყოფილი ოჯახიდან ფანჯრიდან გადაფრენა არჩია? რატომ? რატომ? რატომ?
მოზარდები აქეთ-იქეთ აწყდებიან არ იციან რაში გამოცადონ თავი, დაუხარჯავ ენერგიას სხვა და სხვა სახის დამოკიდებულებებში წავავენ – სექსი, ალკოჰოლი, ადრენალინი, კაზინო, ვირტუალური სამყარო, ნარკოტიკები… არ შეუძლიათ სხვათან ურთიერთობის ფორმირება არ იციან ღმერთმა იცის საიდან გაჩენილ მარტოობის და სიცარიელის გრძნობასთან გამკლავება.
ქალები და კაცები ვერაფრით აღწევენ ურთიერთგაგებას. როგორ? ფსიქიკური პროცესებიო? ფსიქოლოგიას მაინც შეუძლია ამიხსნას რა ხდება ჩემი მეგობრის თავში? როგორ ავაწყო მასთან ურთიერთობები? როგორ გავექცე წყენას, ღალატს და უბრალოდ ვიყო მასთან ბედნიერი?
ხან კი ცხოვრება ისე გვაბნევს, რომ პასუხებს ყავის ჭიქის ფსკერზე და ტაროს კარტში ვეძებთ, წინასწარმეტყველის ყოველ სიტყვას ხარბად ვეჭიდებით, ვეძებთ ნიშნებს ზემოდან, ჩაგვესმის ხმები – ერთი სიტყვით ვაკეთებთ ყველაფერს ოღონდ არ ვიფიქროთ. არ შეგვიძლია საკუთარ თავში გარკვევა და მით უფრო გარშემომყოფების ამა თუ იმ საქციელის ახსნა.
სვფ ყველა ფსიქოლოგიურ პროცესს განუყოფლად ერთ მატრიცაში გვაჩვენებს. ყოველი ჩვენგანი გარკვეული ბუნებრივი თვისებების – თვისებათა კავშირების მატარებელია. და ყოველივეს რასაც ცხოვრებაში ვაკეთებთ ამ თვისებებიდან გამომდინარეა. თევზად დაბადეული ფრენას ვერ დაიწყებს.
სვფ ფსიქიკურ პროცესებს გრიფ საიდუმლოს ხსნის. თქვენ საოცარი შესაძლებლობა გეძლევათ – შეხედოთ სამყაროს სხვა ადამიანის თვალებით. ,,მე ასე გავაკეთებდი” ანდა ,,მე ვფიქრობ ასე საჭირო” პოზიციებიდან კი არა… რეალურ სიტუაციებში ესენი არ მუშაობენ.
ირთვება პრინციპი “100% გავიგოთ როგორ აღიქვამს ამას სხვა”
დასაწყისისთვის რა თქმა უნდა საკუთარ თავში გარკვევას შეეცდებით. გაიგებთ და დაინახავთ თქვენს ძველ პრობლემებს, თქვენი სურვილების საფუძვლებში გაერკვევით. გააზრებულად დააღწეთ თავს “არასრულფასოვნების კომლექსს”, საკუთარი თავის რწმენის უქონლობასა და სხვა არასასიამოვნო შეგრძნებებისა და მდგომარეობების ნაგავს. ამგვარად ცხოვრებისგან ოდნავ მეტი სიხარულისა და სიამოვნების მიღებას დაიწყებთ.
მერე კი სხვა ადამიანებში მიმდინარე ფსიქიკურ პროცესების და საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენების სიღრმისეული მიზეზების საიდუმლოებს აეხდებათ ფარდა.
დღეს უკვე გაქვთ თქვენი თვალსაწიერის გაფართოების საშუალება – მიიღებთ პასუხს ყველა, ზოგჯერ ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ კითხვაზე და შეისწავლით ადამიანის ფსიქოლოგიას საუნივერსიტეტო განათლების გარეშე. თუმცა აი კონსპექტების წერას ვერ აცდებით. საგნის უკეთ ათვისებისთვის. გამოცდას კი საკუთარ თავს ჩააბარებთ. ამისთვის კი გონებაში სისტემური აზროვნების მატრიცის ფორმირებაა საჭირო.
დააკვირდით გარშემომყოფებს. აგერ ბებია – სოფლელი და გაუთლელი კი არა, ქალაქელი, თანამედროვე, განათლებული – აი პროდუქტები კი თითქმის 5 წლისთვის მოიმარაგა. შავი დღისთვის აგროვებს. ფსიქოლოგები ამას ნაწილობრივ შიმშილს და ომის დროს გატარებულ ბავშვობას მიაწერენ. მაგრამ აი ახალგაზრდა ქალი (რომელსაც ომი მხოლოდ სკოლიდან გაუგია) ისეთ მარაგებს აკეთებს აკეთებს ნებისმიერ პრაგმატიკოსს შეშურდება.
ანდა მეზობელი მეხუთე სართულიდან, მასაც ძალიან უყვარს მომარაგება რასაც დაინახავს სანაგვეზე სახლისკენ მიარბენინებს ყველფერი სჭირდება. ძალიან ჩაკეტილია, არავისთან მეგობრობს არავის არაფერს არ უყვება, ძუნწად მოგესალმებად და უცებვე გაქრება.
აგერ ცნობილი მსახიობი მაღაზიაში შევიდა და უიაფესი სავარცხელი მოიპარა. თავადაც არ ესმის ეს რაში სჭირდება.
იცით კი რომ ეს ყველაფერი ერთი ჯაჭვის რგოლებია?
აი კიდე ერთი მაგალითი: ცოლ-ქმარი – უზომო ვნება – უერთმანეთოთ ვერ ძლებენ. ფსიქიკური პროცესები მძვინვარებს, ემოციების ტაიფუნი. ყურებამდე შეყვარებულები არიან.საცხოვრებელი ადგილი შეიცვალეს და კატასტროფაც დაიწყო. სულ რაღაც 6 თვის შემდეგ ერთმანეთის დანახვაც კი აღარ უნდათ. რა მოხდა? რამ შეატრიალა ერთმანეთის მიმართ 180 გრადუსით?
იმ მომხიბლელ ქალბატონს რაღა დაემართა რატომ მოაწყო გუშინ საღამოს ისტერიკა პოპულარულ რესტორანში?
ან ეს დაცვის “სამკარიანი კარადა” რაღას გაფითრდა და დაეცა სისხლის დანახვაზე?
სამი მცირეწლოვანის დედამ კი ხანძრის დროს პირველ რიგში ფულიან ჩანთას რატომ დასტაცა ხელი შვილის მაგივრად?
თქვენ მხოლოდ ვარაუდები გექნებათ აი სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგია კი აგიხსნით რა ფსიქიკური პროცეები იმალება ამ მოვლენების მიღმა.
თქვენ ისწავლით მოვლენათა რიგის არა მხოლოდ გაგებას, არამედ წინასწარ განჭვრეტასაც.
მსოფლიოს მთელი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კერძოდ ფსიქოლოგიის განვითარების სამი განსაზღვრული ფსიქოლოგია არსებობს; ცნობიერების მეცნიერება, სულის მეცნიერება და ქცევის მეცნიერება.
და ეს სამივე სვფ-შია თავმოყრილი. ყველაზე ზუსტი და მოცულობითი და ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანისთვის ხელმისაწვდომ მეცნიერებაში.
ავტორი: იური ბურლანი
მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე
იხილეთ ასევე: არაცნობიერი, ქვეცნობიერი და ცნობიერი სვფ-ს მიხედვით