მატრიცა - სისტემური თვალთახედვით


მატრიცა - სისტემური თვალთახედვით

მატრიცა. შედევრი სამყაროს შესახებ, რომელშიც ყველანი ვცხოვრობთ

ფილმმა «მატრიცა» მსოფლიო დაიპყრო XX საუკუნის ბოლოს. მან მსოფლიო პოპულარობა მოუტანა სცენარისტებს და რეჟისორებს - ძმებ ვაჩოვსკებს. ფილმმა მიიღო 4 ოსკარი და 28 სხვა პრემია, ასევე 36 ნომინაცია, და მის შემქმნელებს მილიარდობით დოლარი მოუტანა.

ამ ტრილოგიამ დიდი ზეგავლენა მოახდინა მსოფლიო კინო-ინდუსტრიაზე. იგი დღესაც არ კარგავს პოპულარობას. მას ახლაც უყურებს მილიონობით მაყურებელი. რაშია ამ ყველაფრის საიდუმლო? მოდით, ვცადოთ, რომ გავერკვეთ სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგიის მეშვეობით.

რამდენად შორსაა რეალობისგან ფანტასტიური იდეა?

ამ ფილმის საიდუმლო მდგომარეობს მის უჩვეულო იდეებში, რომლებიც მაყურებლებში მწვავე ინტერესს იწვევენ. ოდესმე გიფიქრიათ, რომ ამ სამყაროს რაღაც აკლია? შესაძლოა იმის გაგება, თუ რა უდევს საფუძელს ყოველივე იმას, რაც ჩვენს გარშემოა? რატომ ვიქცევით ასე და არა სხვაგვარად?

ფილმის მთავარ გმირს, ნეოს, ზუსტადაც რომ ეჩვენებოდა, თითქოს მისი გარშემომყოფი სამყარო არასაკმარისად რეალური იყო, და რომ არის რაღაც უფრო დიდი, რასაც თვალებით ვერ დაინახავ. ნეოს ვარაუდებმა უეცრად რეალური სახე მიიღეს, როცა მან თავისი მონიტორის ეკრანზე მატრიცის შესახებ შეტყობინება დაინახა. «შენ მატრიცაში გაიხლართე» - ეს საშიშადაც ჟღერდა და საინტერესოდაც.

სისტემურ-ვექტორულ ფსიქოლოგიაში არის ცნება «ვექტორი», რომელიც აღნიშნავს გარკვეული სურვილებისა და ადამიანის ფსიქიკის თვისებათა ჯგუფს. ასეთი ვექტორი სულ რვაა. ერთ-ერთი მათგანია - სმენის ვექტორი. სმენის ვექტორის მქონე ადამიანებში იდეა იმის შესახებ, რომ მსოფლიოს შესაძლოა მანქანები მართავენ და ადამიანები უბრალოდ ძილის მდგომარეობაში არიან, აუცილებლად ჰპოვებს ღრმა გამოძახილს, რადგანაც მისი მთავარი სურვილია - შეიცნოს საგანთა არსი და სამყაროს კანონები, გაიგოს - რა იმყოფება «იქ», სიცოცხლის მეორე მხარეს.

მას ნაკლებად აინტერესებს გარშემომყოფი მატერიალური სამყარო, მთელი მისი ყურადღება მიპყრობილია ცხოვრების საზრისის შესახებ შინაგანი კითხვებზე: «ვინ ვარ მე?», «რატომ ვარ აქ?», «რასი მდგომარეობს ყოფიერების აზრი?» - ესაა ის, რაც მას სინამდვილეში აღელვებს. ოდესღაც წარსულში, უძველეს ადამიანურ ჯოგში, იგი ღამის მეთვალყურე იყო და სავანის ბგერებს აყურადებდა, ცდილობდა რა დაეფიქსირებინა მოახლოვებული ლეოპარდის ხმა. სწორედ მაშინ ისწავლა ღამის ცის თვალიერება და მიწიერი ამაოებისგან შორს მყოფი კითხვების დასმა.

ნეოს, როგორც სმენის ვექტორის ჭეშმარიტ მფლობელს, ასევე არ ეძინა ღამეები. იგი ეძებდა ადამიანს, რომელსაც, როგორც იგი ფიქრობდა, ექნებოდა პასუხები მის მტანჯველ კითხვებზე. როდესაც მან მორფეუსი იპოვა და მის წინაშე დადგა არჩევანი - წითელი ტაბლეტი აეღო და გაეგო სიმართლე, თუ ლურჯი აეღო და უმეცრებაში დარჩენილიყო - დიდხანს არ უფიქრია. რა თქმა უნდა, ისევე როგორც ნებისმიერი სმენის ვექტორიანისთვის, მისთვის უფრო მნიშვნელოვანი ჭეშმარიტების გაგება იყო. და ნეომ გაიგო, რომ მთელი თავისი ცხოვრება ილუზიაში ცხოვრობდა, რეალობაში კი სამყაროს მანქანები მართავდნენ.

აქ შეგვიძლია გავავლოთ პარალელი სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგიის ცოდნასთან, რომ ჩვენ კი არ ვცხოვრობთ, არამედ ჩვენით ცხოვრობენ ჩვენსავე არაცნობიერში დაფარული ფსიქიკის ღრმა მექანიზმები.

ისინი განსაზღვრავენ იმას, თუ რას ვაკეთებთ, და იმას, თუ როგორ ვხედავთ გარესამყაროს. არ ჰგავს მანქანებს, რომლებმაც მატრიცას ილუზორული სამყარო შექმნეს? განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ჩვენი შინაგანი მექანიზმები ძალიან ზუსტადაა აწყობილი და ვერასოდეს დაგვაზიანებენ, თუ სწორად გამოვიყენებთ. მაგრამ მანამ, სანამ არ ამოვხსნით, თუ როგორ მოქმედებენ ისინი, ჩვენ ბრმად ვემორჩილებით საკუთარ არაცნობიერს. უმეტესად გაუცნობიერებელი მოქმედებებით ვცხოვრობთ და ბოლომდე არ გვესმის, რატომ ვიქცევით ასე და არა სხვაგვარად.

კოვზი არ არსებობს

«კოვზი არ არსებობს», – ეუბნება ნეოს ერთ-ერთი ბავშვი წინასწარმეტყველ პითიასთან. მატრიცა, მხოლოდ ილუზიაა, ამიტომ გრავიტაციის კანონსაც კი შეგვიძლია ავუაროთ გვერდი. მსგავსად იმისა, თუ როგორ ბოლომდე შეიცვალა ნეოს ცხოვრება, როცა მან მატრიცა აღმოაჩინა, ასევე ჩვენთვისაც, უკანდასახევი გზა უკვე აღარ არსებობს მას შემდეგ, რაც აღმოვაჩენთ, თუ რა იმალება ჩვენს არაცნობიერში, და ჩვენს წინაშე სრულიად სხვა სამყარო წარსდგება. მაგრამ ეს რეალური სამყარო არც გვაბრაზებს და არც გვაშინებს. პირიქით, ჩვენ გვიჩნდება შესაძლებლობა, რომ ვაკონტროლოთ საკუთარი ცხოვრება, დავინახოთ მასში ღრმა აზრი, ჭეშმარიტად ბედნიერებად შევიგრძნოთ თავი.

როდესაც ვხსნით იმას, რაც დაფარულია, გრავიტაციის კანონი ფიზიკურ სამყაროში არ წყვეტს მოქმედებას, მაგრამ ჩვენ უკვე ვხედავთ არა უბრალოდ მატერიალურ ობიექტებს, ჩვენ შეგვიძლია სხვა ადამიანსაც ჩავხედოთ სულში და დავინახოთ ის, რასაც თვალებით ვერ დაინახავ.

გახსოვთ, როგორ ხედავდა ნეო სამყაროს? იგი ხედავდა იმას, რისგანაც იყო მოქსოვილი თავად მატრიცა, ხედავდა კოდს, თავად პროგრამის არსს. იგი ასევე ხედავდა ადამიანის სულსაც. ხოლო მანქანების ქალაქში ყველაფერი თვალნათლივ დაინახა. ასევე ნათლად წარსდგება ჩვენს წინაშე რეალობა, როდესაც დაფარულს ვხსნით. ამაშია საოცრება ფილმის იდეის გადაკვეთისა იმ ახალ ცოდნასთან, რომელსაც სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგია იძლევა.

რას ნიშნავს - «იყო რჩეული»?

თუ «მატრიცას» ფანატი ხართ, ალბათ გიოცნებიათ, რომ თქვენც ასევე გქონდეთ ისეთივე მისია, როგორიც ნეოს ჰქონდა. ან შესაძოა მოგსვლიად აზრი, რომ განსაკუთრებული ხართ, განგიცდიათ საკუთარი უნიკალურიბის შეგრძნება. ან გიგრძვნიათ, რომ ვერ პოულობთ ადგილს ამ სამყაროში, თითქოს ვერ ეწერებით მასში. ნაკლებად გაინტერესებთ ყველაფერი მატერიალური, მაგრამ აზრი, რომ ხილულის მიღმა რაღაც არსებობს, შინაგან აღტაცებას იწვევს თქვენში.

იმ კომპანიის დირექტორი, რომელშიც ნეო მუშაობდა, ასევე ამტკიცებდა, რომ ნეო საკუთარ თავს განსაკუთრებულად თვლიდა და არ ზრუნავდა იმ წესებზე, რომლებიც მისთვის თითქოს არ იყო დაწერილი. დირექტორი ასევე ამატებდა, რომ კომპანიის ყველა თანამშრომელი თავს ერთიანი მთელის ნაწილად გრძნობდა, მაგრამ ნეო ამ საუბრის დროს ფანჯრის მიღმა ხმაურს აყურადებდა. მას ნაკლებად აღელვებდა დირექტორის სიტყვები, რადგანაც არსებობდა რაღაც უფრო მნიშვნელოვანი, რასაც მისი გონება ეკავა.

ფილმის გმირები ნეოს რჩეულად თვლიან. პრინციპში, ნებისმიერ სმენის ვექტორიანს შეუძია თავი რჩეულად შეიგრძნოს. მაგრამ რისთვისაა რჩეული? ადამიანებმა, რომლებმაც სიმართლე აირჩიეს და გამოეთიშნენ მატრიცას, მიზნად დაისახეს, რომ ეს თავისუფლება ყველასთვის ეჩუქებინათ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა არ იყო მზად ამის მისაღებად, რაც კარგად ჩანს საიფერის მაგალითზე. მან ვერ მიიღო რეალობა და სცადა, რომ კვლავ დაბრუნებულიყო გონების ციხეში.

ამ თვალსაზრისით საინტერესოა, რომ ჩვენს სამყაროში ყველა ადამიანს არ აინტერესებს ის, რაც ფიზიკური სამყაროს ზღვარს მიღმა დგას. ამასთან ისინი, ვისაც ეს არ აინტერესებს - უმეტესობაში არიან. როგორც სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგია ამტკიცებს, ასეთი ინტერესი საკუთარი თავის შეცნობისადმი და სამყაროს კანონ-ზომიერებების ამოხსნისადმი - მხოლოდ სმენის ვექტორიანებს აქვთ, ეს კი პლანეტის მოსახლეობის მხოლოდ 5%-ია.

სწორედ სმენების წინაშე დგას ამოცანა, გახსნან ცხოვრების საზრისი და სამყაროს მოწყობის კანონ-ზომიერებები ყველა ადამიანისთვის, და ამგვარად გადაიყვანონ მთელი კაცობრიობა განვითარების შემდეგ ფაზაში - სულიერ ფაზაში. ნუთუ არ ჰგავს ეს ხომალდ «ნაბუქოდონოსორის» ეკიპაჟის მისწრაფებას? 

ნეო რჩეულია, რადგანაც იგია სმენის ვექტორიანი, რომელმაც თავისი ყველაზე მაღალი დანიშნულება აღასრულა - გაუხსნა ადამიანებს ჭეშმარიტება და საკუთარი სიცოცხლე კაცობრიობის ხსნას შესწირა.

ერთი გუნდი. სმენური კავშირები

ჭეშმარიტების მაძიებელნი ეძებენ ერთმანეთს, რადგან მხოლოდ ერთად შეძლებენ თავისი გეგმის რეალიზაციას. ხომალდის ეკიპაჟის ყველა წევრს ერთი მიზანი აერთიანებდა. ასეთი გლობალური მიზნის მიღწევა მხოლოდ ძალისხმევათა გაერთიანებითაა შესაძლებელი. ცალ-ცალკე ამის მიღწევა შეუძლებელია. აქ კვლავაც მოდის პარალელი სისტემურ ცოდნებთან.

სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგია ამბობს, რომ ჩვენს სამყაროში შვიდმა ვექტორმა უკვე შექმნა თავიანთი კავშირები (ემოციური კავშირები, თაობათა შორის კავშირები და ა.შ.), ხოლო სმენური კავშირები, რომლებსაც შეგვიძლია ვუწოდოთ სულიერი, ჯერ კიდევ შექმნის პროცესში იმყოფება. ისინი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ სხვა ადამიანის ღრმა გაგებას, მისი, როგორც საკუთარი თავის შეგრძნებას. მხოლოდ ამ ახალი კავშირების შექმნით, ჩვენს ფსიქიკაში დაფარული მექანიზმების ახსნისა და საკუთარი თავისა და სხვების შეცნობის მეშეობით, შესაძლებელია მივიდეთ მომავლის საზოგადოებამდე.

შეუძლებელია არ ავღნიშნოთ, რამდენად ძლიერია კავშირი ტრინიტისა და ნეოს შორის. მათ უყვართ ერთმანეთი ერთი იდეით გაერთიანებულნი ერთად მიდიან გეგმის რეალიზაციის გზაზე. სმენის ვექტორის მფლობელი ტრინიტი ელოდა მამაკაცს, რომელიც მისი პოტენციალის თანასწორი იქნებოდა. ეს ნეო აღმოჩნდა, სმენის ვექტორიანი - ჭეშმარიტების შეცნობის მძლავრი სურვილით და კაცობრიობის გადარჩენის პოტენციალით.

როგორც სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგია ამტკიცებს, სმენის ვექტორიანი ქალისთვის აუცილებელია სმენის ვექტორიანი მამაკაცი, წინააღმდეგ შემთხვევაში ურთიერთობებში ყოველთვის დააკლდება რაღაც, სახელდობრ: ნატიფი, ინტელექტუალური სმენური კავშირები. მას სურს, რომ მამაკაცს ესმოდეს მისი, იზიარებდეს მის სმენურ კითხვებს, მოთხოვნილებებს, სამყაროს მოწყობისადმი ინტერესს, ცხოვრების საზრისის ამოხსნის სურვილს.

ასეთი კავშირები მყარდება წყვილში ორ სმენისვექტორიანს შორის, და დროთა განმავლობაში მათ შეუძლიათ ისე ნათლად გაუგონ ერთმანეთს, თითქოს მათ შორის რაღაც ზღვარი დადნა, და უკვე აღარაფერი ყოფთ ერთმანეთისგან. ეს ისევე უჩვეულოდ ჟღერს,მ როგორც ყოველივე ფანტასტიური, რაც შეგვიძლია დავინახოთ ფილმში - «მატრიცა», მაგრამ საბედნიეროდ არც ჩვენი სამყაროა სასიამოვნო სიურპრიზების გარეშე. ეს შესაძლებელია. ეს მომავლის ურთიერთობებია.

ისინი ერთმანეთის ღირსნი არიან - ნეო და ტრინიტი. მათ ერთად გაიარეს გზა მანქანების ქალაქში და თავიანთი სიცოცხლე კაცობრიობის ხსნას მიუძღვნეს. მათი სიყვარული და სმენური კავშირი მარადისობაში დარჩება.

როცა მსახიობის შერჩევა სასწაულებს ახდენს

უნდა ავღნიშნოთ, რომ კიანუ რივზი, ნეოს როლის შემსრულებელი, თავიდანვე ძალიან მოიხიბლა ფილმის სცენარით. ისიც მისი გმირივით სმენის ვექტორიანია. და მთელი ცხოვრება სმენურ ძიებაშია - ეძებს პასუხებს კითხვებზე ცხოვრების აზრის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ კიანუ ცნობილი ათეისტების სიაში მოხვდა, მას არაერთხელ უსაუბრია ღმერთისადმი და სხვა მაღალი ძალებისადმი რწმენის შესახებ. მას ყოველთვის აინტერესებდა მეტაფიზიკური საკითხები, ისევე, როგორც მის გმირ ნეოს აინტერესებდა, თუ რა არის დაფარული ჩვენთვის, რა ვერ არის ისე ჩვენს სამყაროში. უბრალოდ კიანუ თვლის, რომ რელიგია - ძალიან პირადულია და არ საუბრობს მასთან საკუთარ დამოკიდებულებაზე. როგორც სმენის ვექტორის ჭეშმარიტი მფლობელი, იგი თითქმის გულგრილია სახელისა და დიდებისადმი, ყოფითი კომფორტისადმი, არ უყვარს ხმაური და მარტოობას ამჯობინებს.

აი, რატომ ჩაეწერა მსახიობი ასე ორგანულად ნეოს როლში. იგი თითქოს საკუთარ თავს თამაშობს. შედეგად 2000 წელს სხვადასხვა ჯილდოები მიიღო ამ როლისთვის:

- «Blockbuster Entertainment Award»-ის პრემია, როგორც „ექშენის“ ჟანრის საუკეთესო მსახიობმა;

- «Golden Slate»-ს პრემია, როგორც საუკეთესო მსახიობმა;

- MTV-ს კინო-ჯილდო ფილმში საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციაზე. მფლობელი, იგი თითქმის გულგრილია სახელისა და დიდებისადმი, ყოფითი კომფორტისადმი, არ უყვარს ხმაური და მარტოობას ამჯობინებს.

მაგრამ საქმე ჯილდოებში არაა. საოცრება ისაა, რომ ფილმი დღესაც არ კარგავს წარმატებას. არ შეიძლება არ ავღნიშნოთ, რომ მარადიული საკითხები გენიალურადაა გადმოცემული სცენარისტების მიერ და შესანიშნავადაა მოწოდებული კარგი მსახიობური შესრულებით.

წყარო

მთარგმნელი: მამუკა გურული


მსგავსი სტატიები

  • საშუალო ასაკის კრიზისი მამაკაცებში

  • მართვის კანონები. ურეთრალი ბელადი და ზედა ვექტორების ოთხეული

  • ყველა ფსიქოტიპი ამახინჯებს თუ არა ინფორმაციას?

  • საშუალო ასაკის კრიზისი

  • პოლიგამია ურეთრალურ ვექტორში

  • უყურებთ პორნოგრაფიას?

  • დაწინაურებული მომხმარებლებისათვის

  • რომელი ფსიქოტიპი (ვექტორი) როგორი მეგობარია (პირველი ნაწილი)