კანის ვექტორი - ოჯახური ურთიერთობები


კანის ვექტორი - ოჯახური ურთიერთობები

  ჩვენ უკვე ბოლომდე აღვწერეთ კანის ვექტორის ფსიქიკა. უკვე საკმაოდ კარგად შეგიძლიათ მისი ამოცნობა, იცით თუ როგორ ფიქრობენ და როგორ იქცევიან კანის ვექტორიანები. თქვენს ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ ის რაც გავიარეთ, მხოლოდ პირველი ნაბიჯია სვფ-ს შესწავლისკენ. შემდეგში კანის ვექტორს განვიხილავთ კიდევ უფრო ღრმად, ჩვენს მიერ გავლილ ფსიქიკის ხუთი ფენიდან თითოეულს გავყოფთ ორ ნაწილად და აღგიწერთ თითოეულ ნაწილში არსებულ თვისებებს. ეს მოხდება მხოლოდ რვავე ვექტორის გავლის შემდეგ, მანამდე კი არის ერთი საკითხი, რომელიც ცოტა უფრო დაწვრილებით უნდა განვიხილოთ. ესაა კანის ვექტორის ოჯახური ურთიერთობა.

ჩვენ ვახსენეთ თუ როგორ ურთიერთობს კანის ვექტორიანი ერთი-ერთთან, როგორ ურთიერთობს წყვილში და როგორ ქმნის ოჯახს. ამ ლექციაში ცოტა უფრო ფართოდ გავაანალიზებთ კანის ვექტორის ოჯახურ ურთიერთობებს. ყოველი შემთხვევისთვის შეგახსენებთ, რომ ქვედა ოთხი ვექტორი არის ლიბიდო (სექსუალურობა). რაღაც კუთხით ადამიანი არის გარკვეული სისტემა, ხოლო სამყარო მის გარშემო არის ზესისტემა, ან თუ პირიქით ვიტყვით, არსებობს სამყარო და მასში არსებული პაწაწინა ელემენტი ადამიანის სახით. ეს ელემენტი ხასიათდება ორი შესაძლებლობით, პირველი არის ამ ლანდშაფტში გამოვლენის შესაძლებლობა, რომელიც ჩვენი დაკვირვების ობიექტში, ანუ ადამიანში გამოხატულია ქვედა ვექტორებით, ქვედა ვექტორების დახმარებით ჩვენ უზრუნველვყოფთ მატერიაში ჩვენს არსებობას და ვტოვებთ ლანდშაფტში საკუთარ კვალს. სხეულზე ეს ჩანს იმით, რომ ქვედა ეროგენული ზონები გამოყოფენ განსაზღვრულ სითხეებს გარემომცველ სამყაროში, ქვედა ვექტორებიდან მხოლოდ კუნთებია სხეულში მთლიანად ჩაკეტილი, მას მთლიანად კანი აკრავს გარშემო, ამიტომ კუნთი სითხეს სხეულის გარეთ ვერ უშვებს, მაგრამ გამოყოფს გარკვეულ მჟავას შიგნით.

ამ ეტაპზე ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომ ერთადერთი რაც ახლა უნდა ვიცოდეთ არის ის, რომ არსებობს ვექტორების ორი ტიპი: ზედა და ქვედა. ქვედა ვექტორები ის ვექტორებია, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რომ ადამიანმა გამოავლინოს თავი გარემომცველ სამყაროში, გამოვლინდეს ადამიანი ლანდშაფტში, როგორც ამ ლანდშაფტის შემადგენელი ელემენტი. რომელი მეოთხედიდანაც არ უნდა ვიყურებოდეთ გარემომცველ სამყაროში, იქნება ეს ენერგია, ინფორმაცია, სივრცე, თუ დრო, ყოველ მეოთხედში ადამიანი იკავებს საკუთარ ადგილს ქვედა ვექტორების დახმარებით. მეორე მხრივ ჩვენ ვიცით, რომ თუ არის ელემენტი, პაწაწინა წერტილი უზარმაზარ თეთრ ფურცელზე, ანუ ელემენტი (ადამიანი) გარემომცველ სამყაროში, მას აქვს არა მხოლოდ ამ ლანდშაფტში გამოვლენის შესაძლებლობა, არამედ მას უნდა ქონდეს იმის გამოვლენის შესაძლებლობაც, თუ როგორ ზემოქმედებს მასზე გარემომცველი სამყარო. პირიქით თუ ვიტყვით, ადამიანი ტოვებს გარკვეულ კვალს ლანდშაფტზე, ლანდშაფტი კი თავის მხრივ კვალს ტოვებს ადამიანზე, ანუ ადამიანსა და ლანდშაფტს შორის არის გარკვეული ურთიერთქმედება, გარესამყაროდან ადამიანზე დატოვებული კვალის აღქმაზე პასუხისმგებელნი არიან ზედა ვექტორები, თუ რა თქმა უნდა ადამიანს ისინი აქვს. ადამიანს შეიძლება ზედა ვექტორებიდან არცერთი არ ქონდეს, მაგრამ მინიმუმ ერთი ქვედა ვექტორის ქონა აუცილებელია, იმიტომ რომ ქვედა ვექტოერის გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ ლანდშაფტში გამოვლენას, ქვედა ვექტორები ეს ჩვენი სხეულია, ჩვენი ცხოველური ბუნება.

ვინაიდან ამჟამად ჩვენ ვსაუბრობთ ქვედა ვექტორებზე, როგორც უკვე ვთქვით ქვედა ვექტორები პასუხს აგებენ იმაზე, თუ როგორ გამოვავლენთ თავს გარემომცველ სამყაროში. თუ ჩვენ გარემომცველ სამყაროს დავყოფთ 4 მეოთხედად: ინფორმაცია, ენერგია, დრო, სივრცე. ამათგან სწორედ ენერგიაა პასუხისმგებელი იმაზე თუ როგორ აწყობენ ადამიანები ურთიერთობას წყვილში. ენერგია, ეს არის რანჟირების კანონი, წყვილის შეწყობა, მათი სწორად ურთიერთობის დალაგება არის სწორედ რანჟირება. უბრალოდ თუ ვიტყვით, ლიბიდო, ანუ სექსუალური ენერგია, არის ენერგიის მეოთხედიდან დანახული ფსიქიკური სხეულის მოცულობა. ენერგიის მეოთხედიდან დანახვა იმისა, თუ როგორ გამოავლენს თავს ადამიანი გარემომცველ სამყაროში. ადამიანის ყოველი თვისება ვექტორის შიგნით რანჟირდება ენერგიის მეოთხედის დახმარებით. ეს საკმაოდ რთული და აბსტრაქტული თემაა, ამიტომ თუ ამჯერად ეს თქვენთვის ცოტა გაუგებარია, არ შეგეშინდეთ, მოგვიანებით ჩვენ გვექნება რამოდენიმე ლექცია ამ საკითხზე ჩასაღრმავებლად. ამჟამად მთავარია იმის გაგება, რომ ყველა ურთიერთობა, მითუმეტეს ურთიერთობა წყვილში, ლაგდება ლიბიდოთი, ანუ სექსუალური ენერგიით. ლიბიდო არის ის რაც უზრუნველყოფს თაობათა ცვლას (ხარისხობრივად ახალი სხეულების წარმოქმნას), სქესთა გადანაწილებას სვფ-ს მეორე დონეზე შევეხებით, ამჟამად კი უბრალოდ ვიტყვით: სქესთა განაწილების არსი არის იმაში, რომ ცოცხალ ნივთიერებას მიეცეს საშუალება უფრო ხარისხიანი, სწრაფი და ეფექტური განვითარებისთვის, იმისთვის რომ შესაძლებელი იყოს ევოლუცია. ჩვენი ლიბიდო კი ქმნის და უზრუნველყოფს მიზიდულობას სქესთა (მამრსა და მდედრს) შორის, რაც ხელს უწყობს სხეულების (თაობების) ცვლას. იმისთვის რომ ლიბიდომ შეასრულოს თავისი ძირითადი ფუნქცია, მან უნდა შეძლოს ამ მიზიდულობის შექმნა იმისთვის, რომ ცოცხალმა ნივთიერებამ იურთიერთოს, შეეხოს ერთმანეთს, გამრავლდეს. ეს ასე მუშაობს ყველა ქვედა ვექტორში.

ჩვენ ახლა ვსაუბრობთ კანის ვექტორზე (ზედა ვექტორების გარეშე). კანის ვექტორიანი კაცი ან ქალი, თავისთვის პარტნიორად ირჩევს იმას, ვის მიმართაც აქვს მიზიდულობა, კერძოდ ანალურ ვექტორს.

სწორედ ანალის მიმართ აქვს ძლიერი მიზიდულობა, ნორმალური არჩევანის პირობებში სწორედ მას ირჩევს. ურეთრალის ვექტორიანი თავისთვის ირჩევს კანის ვექტორიანს და ისიც რა თქმა უნდა თანხმდება, არის ორი ძირითადი ტიპი კანის ვექტორიანის წყვილში ურთიერთობისა, თავისი ბუნებრივი არჩევანით ის ირჩევს ანალის ვექტორიანს, ესაა აქტიური არჩევანი და პასიური არჩევანი, როდესაც თვითონ კი არ ირჩევს, არამედ მას ირჩევს ურეთრალის ვექტორიანი და ისიც თანხმდება. თქვენს ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ ბუნებაში არცერთი ვექტორი არ ირჩევს თავისნაირს, გარდა კუნთის ვექტორისა. როგორ დავიმახსოვროთ ვინ ვის ირჩევს? დავუბრუნდეთ ჩვენს მოდელს, ჯგუფი მოძრაობს წინ, თუ ჯგუფს დავაკვირდებით, ის რაღაცით გავს ადამიანის სხეულს, წინ არის ურეთრალი, ცენტრში კუნთები, ისინი შემოსაზღვრულია კანით, უკან კი არის ანალი, რადგან ანალები მოძრაობაში არ მონაწილეობენ. თუ ჯუფს შევხედავთ, გამოჩნდება რომ წინ დგას ურეთრალი, მას მიდევენ კანები, უკან კი დგანან ანალები, კუნთები არ ჩანან, რადგან ისინი მთლიანად შემოსაზღვრულნი არიან კანით. ასევე წრიულად მუშაობს არჩევანიც, ურეთრალი ირჩევს კანს, კანი ირჩევს ანალს, ანალი კი ირჩევს ურეთრალს. კიდევ ერთი დეტალი, პრაქტიკულად არ ხდება ისე, რომ ის ვისაც თქვენ ირჩევთ, ბუნებრივად გირჩევდეთ თქვენც, ასეთ შემთხვევაში წრე პირველივე წყვილის შემთხვევაში შეიკვრებოდა, ამას შეიძლება დავარქვათ ბუნების ხუმრობა. მძლავრი, მონოგამური, ერთგული ანალის ვექტორიანი ადამიანი, ირჩევს ურეთრალის ვექტორიანს, რომელიც მასავით მძლავრი, მაგრამ პოლიგამია, ურეთრალი არ არის იმისთვის დაბადებული, რომ ერთ პარტნიორთან იცხოვროს, ან ვინმეს ეკუთვნოდეს. მძლავრი, პოლიგამი ურეთრალი თავისთვის ირჩევს პატარა, ეშმაკუნა, მოძრავ კანს. ურეთრალი რომელსაც ბუნებრივად საერთოდ არ აქვს შემოსაზღვრულობის განცდა, ამის გამო არის ყველაზე წინ, ასეთი ადამიანი ირჩევს თავისთვის იმას ვინც მთელი თავისი არსებით საზღვარია, ანუ კანის ვექტორიანს. პატარა ლიბიდოს მქონე, მატყუარა, მუდმივად ცვალებადი კანი, თავისთვის ირჩევს მძლავრ, ყველაზე დიდი ლიბიდოს მქონე ანალს, ანუ ის ვისთვისაც სიახლე ყველაზე სასიამოვნოა, ირჩევს იმას, ვისთვისაც ნებისმიერი სიახლე სტრესია.

ვერ ვიტყვით, რომ ეს ასე მუშაობს მხოლოდ იმიტომ, რომ განსხვავებულები ერთმანეთს იზიდავენ და ავსებენ. ოთხივე ქვედა ვექტორი თვისობრივად ურთიერთსაწინააღმდეგოა. დავუბრუნდეთ კანის ვექტორს, საკმაოდ სრულფასოვანი ვექტორია, ვერ ვიტყვით, რომ კანის ვექტორს აკლია ანალური, ან ურეთრალური თვისებები, ის ამათგან სრულიად განსხვავდება, ამიტომ მათი თვისებების ქონა არც არაფერში ჭირდება.

თვით ვექტორების დაყოფა, ჩვენ მიგვანიშნებს იმაზე, მხოლოდ ერთი ადამიანი (ან მხოლოდ ერთი კატეგორიის ადამიანები) უძლურია გადარჩეს გარე სამყაროში, იმიტომ რომ მას არ შეუძლია ყველა ფუნქციის ერთდროულად შესრულება. იმ შემთხვევაშიც კი თუ დაიბადა რვა ვექტორიანი ადამიანი (ასეთები კი არსებობენ მაგრამ ძალიან იშვიათად), ის მაინც ვერ გადარჩება, მართალია ის რვავექტორიანი იქნება, მაგრამ ყველა ფუნქციის შესრულება მაინც არ შეეძლება, ის როგორც ცოცხალი ნივთიერების კაფსულა, დროშია შეზღუდული. ყველაფერი რომ აკეთოს ამისთვის საჭიროა ყოველ ფუნქციას დაუთმოს თავისი დრო სრულფასოვნად, რის გაკეთებასაც თავისი რვა ვექტორის მიუხედავად ვერ შეძლებდა, ვექტორული კომბინაცია, დომინანტი ვექტორების დახმარებით, თავადვე მიანიშნებდა რომელი საქმიანობაა მისთვის იდეალური. ცოცხალი ნივთიერების შენარჩუნებისთვის საჭიროა ჯგუფი, რომელიც ცოცხლობს მასში შემავალი წევრების განსხვავებულობის წყალობით.

ოჯახი არის ჯგუფის შემცირებული მოდელი, მაგრამ გაცილებით უბრალო, თუმცა რაღაც აზრით, მასში იგივე წესრიგი მუშაობს რაც ჯგუფში. ოჯახს წარმატების მეტი შანსი აქვს, თუ მასში შემავალ წევრებს აქვთ განსხვავებული ვექტორები, კანის და ანალის წყვილს, ლანდშაფტში გადარჩენის და რეალიზების მეტი შანსი აქვთ, ვიდრე ორი ანალის წყვილს.

როგორც გითხარით არის ურთიერთობის აქტიური და პასიური მოდელი, აქტიურ მოდელში კანი ირჩევს ანალს, ანალი ურეთრალს, ურეთრალი კი კანს, პასიური არჩევანი კი მუშაობს პირიქით: ანალი, რომელიც თვითონ ურეთრალს ირჩევს, თანხმდება კანს, კანი, რომელიც თვითონ ირჩევს ანალს, თანხმდება ურეთრალს და ა.შ. რა თქმა უნდა არსებობს გამონაკლისებიც და შეიძლება შეგხვდეთ ორი ანალის, ორი კანის, ან ორი ურეთრალისგან შექმნილი ოჯახი, მაგრამ ეს როგორც წესი, ბუნებრივი მდგომარეობა არ არის, ასეთი ქორწინებები დაფუძნებული არ არის ლიბიდოზე, რადგან ეს ქორწინება ეყრდნობა არა ბუნებრივ მისწრაფებას, არამედ სხვა ფასეულობებს. წარმოიდგინეთ ორი ანალის წყვილი, ისინი ან მეგობრობენ, ან შუბლით ასკდებიან ერთმანეთს,

რომლის ნებისყოფა გადაძალავს, ისინი რა თქმა უნდა მონოგამები არიან, ამიტომ დაშორება ვერ წარმოუდგენიათ, ამიტომ მანამ ,,აწვებიან“ ერთმანეთს სანამ ერთერთი არ ,,დაიჩოქებს“. ორი ურეთრალის წყვილი ისეა როგორც ცაზე ორი კომეტის შეჯახება, ეს შეჯახება მათში წარმოშობს უზარმაზარ ვნებას, (ურეთრალი ყოველთვის ვნებაა, ორი ურეთრალი ერთად კი ვნებაა კვადრატში), მაგრამ ეს უმეტესად ხანმოკლე ურთიერთობაა, ცოტა ხნით შეერთდებიან, ექნებათ ,,ცეცხლოვანი“ ურთიერთობა და მალევე დაშორდებიან. ორი კანის წყვილი, რომლებსაც აქვთ პატარა ლიბიდო, ერთიანდებიან არა ვნების, არამედ როგორც წესი საერთო ფინანსური ინტერესისთვის, ამიტომ როცა ორი კანის ვექტორიანი ქორწინდება, ეს ქორწინება არის ან ფინანსური გათვლა, ან ორი ,,ტუსოვშჩიკის“ წყვილი, რომლებიც რაღაც ეტაპზე ერთმანეთს რაიმეში არგიან, მათ როგორც წესი არანაირი ილუზიები არ აქვთ და კარგად იციან რა როგორ არის, ორივეს თავის ფული აქვს, რესტორანში თუ ერთად მიდიან ორივე საკუთარ დანახარჯს იხდის, კანური ქორწინება გათვლას ეფუძნება, კანებს პატარა ლიბიდო აქვთ, ამიტომ ისინი არ ,,იწვიან ვნებით“, არ ვარდებიან დეპრესიაში, ერთფეროვნება მალე ბეზრდებათ, ამიტომ ორი კანის ვექტორიანის ქორწინება, როგორც წესი ხანმოკლეა, ეს ქორწინება რა თქმა უნდა ყოველთვის ფულზე არ არის დაფუძნებული, შეიძლება იყოს რაიმე სხვა საერთო ინტერესი, მაგალითად, ორი რეალიზებული კანის ვექტორიანი, რომლებიც ეძებენ შესაფერის მეწყვილეს, ვინც საზოგადობაში მათ სტატუსს გაამყარებს, ამერიკასა და ზოგ დასავლეთ ევროპულ ქვეყანაში სადაც განვითარებულია კანური ეპოქა, ასეთი ქორწინებები შედარებით ხშირია. ნებისმიერი მონომორფული ქორწინება პრობლემატურია ბავშვებისთვის, რადგან ორივე მშობელს აქვს მხოლოდ ერთი კატეგორიის თვისებები და ისინი არ ბალანსდება საწინააღმდეგო თვისებებით, ეს ბავშვს აუცილებლად ნეგატიურ ცხოვრებისეულ სცენარს განუვითარებს.

კანის ვექტორიანი ქალი არის სიმპათიური, მოქნილი, ნამდვილი ქალი-კატა, ხოლო თუ კან-ვიზულია, მასზე მოთხოვნა გარანტირებულია. რაც შეეხება კანის ვექტორიანი მამრის ამორჩევას. ბუნებაში მდედრის ფუნქცია პირველადია, ესაა შობის უნარი. თუ ქალის და მამაკაცის სისტემებს დავუკავშირებთ არსებობას, სიცოცხლის ხაზი გადის სექსსა და მკვლელობაზე, ანუ სიცოცხლესა და სიკვდილზე, ქალი არის შობა, ანუ სიცოცხლე, ხოლო მამრი მკვლელობა, ანუ სიკვდილი. როდესაც პირველყოფილ ჯოგში ქალი იმშობიარებდა, ის გარკვეული პერიოდის მანძილზე მიჯაჭვული იყო ჩვილზე, ამიტომ ამ დროის მანძილზე მას ჭირდებოდა ვინმე, ვინც მას დაიცავდა და უზრუნველყოფდა საკვებით, ამიტომ ,,დაცვის ინსტრუმენტი“, ანუ მამრი რომ არ გაქცეულიყო საჭირო იყო გარკვეული პერიოდის მანძილზე შენარჩუნებულიყო მისწრაფება მდედრზე, იმდენ ხანს მაინც სანამ ბავშვი შეძლებდა დამოუკიდებლად არსებობას. ალბათ გასაგებია, რომ პირველყოფილ დედას ამისთვის არც ისე ბევრი დრო ჰქონდა. ამისთვის არსებობდა მისწრაფების ინსტუმენტი, ლიბიდო, რომელიც უზრუნველყოფდა, რომ ამ პერიოდში მამრი არსად გაიქცეოდა და არ მიატოვებდა ორსულ ქალს უპატრონოდ. ამიტომ როდესაც ვსაუბრობთ მდედრის მამრისადმი მისწაფებაზე, ეს არ არის იგივე მოვლენა, რაც მამრის მისწრაფება მდედრისადსმი. მამრის მდედრისადმი მისწაფება, არის მხოლოდ ლიბიდო, როდესაც პირველყოფილი მამრი დაინახავდა მდედრს რომელიც მას იზიდავდა, მისთვის თავის მოსაწონებლად ყვიროდა და გულში მუშტებს იბრაგუნებდა და ყველაფერს აკეთებდა რომ მდედრისთვის თავი მოეწონებინა. მდედრისთვის კი ყველაფერი განსხვავებულად იყო, გარდა ვექტორალური მისწრაფებისა რომელზეც ვისაუბრეთ, არსებობდა მეორადი გამოსავალი, მამრს ეგრძნო რომ მას ირჩევდა არა მხოლოდ ლიბიდოთი, არამედ მისი შესაძლებლობით, უზრუნველეყო საკუთარი პატარა. ამიტომ ყოველი მამრისთვის, ჯგუფში მისი წარმატება, საკუთარი ფუნქციის შესრულება, ასევე აღნიშნავდა მისი სექსუალობის ზრდას. ამიტომ თუ კანის ვექტორიანი ახერხებს ფულის გამომუშავებას, კარიერულ წინსვლას, ის ამით თავის ბუნებრივ რანგთან ერთად იმაღლებს სექსუალურ რანგსაც. ეს მას უზრუნველყოფს იმით, რომ მასზე მისწრაფება ქონდეთ უფრო მეტად მაღალ ხარისხიან, ან უფრო მეტად მიმზიდველ მდედრებს.

ყველა ვექტორში ეს მისწრაფება თავისებურად მუშაობს. ურეთრალისთვის ის მუშაობს რანგით, ის პირველია, ამიტომ მას უფლება აქვს ჯოგის ყოველ მდედრზე, კანის ვექტორიანში ეს მუშაობს მისი ფასეულობებით, ესენია მისი ჩინი, საზოგადოებრივი და ფინანსური მდგომარეობა, ანალის ვექტორიანისთვის ეს მუშაობს პროფესიონალიზმით, რაც უფრო მაღალხარისხიანი პროფესიონალია, მით მეტი შანსი აქვს რომ შეეძლოს საკუთარი მდედრის უზრუნველყოფა. ყოველი მდედრი რომელიც უყურებს ამ მამრებს, მათ ქვეცნობიერად აფასებს ამ კრიტერიუმებითაც. ჯგუფში როგორც წესი ანალის ვექტორიან მდედრს ირჩევს კანის ვექტორიანი მამრი, ამ მდედრმა უნდა გააკეთოს საკუთარი არჩევანი, მას რა თქმა უნდა ურეთრალი ურჩევნია, მაგრამ ურეთრალის ვექტორიანი ცოტაა და ყველას არ შეხვდება, ამიტომ ის თანხმდება კანის ვექტორიან მამრს. ფული საერთოდ არ წარმოადგენს ანალური ვექტორის ბუნებრივ ფასეულობას, მისთვის მნიშვნელოვანი სხვა რამაა, მაგრამ როგორც მდედრი, ქვეცნობიერად ყოველთვის ესწრაფვის, რომ მამრს შეეძლოს მისი და პერსპექტივაში მისი მომავალი შვილის უზრუნველყოფა, ბუნებრივი მისწრაფების შემდეგ ეს მეორე ფაქტორია რაზეც მდედრი ყურადღებას ამახვილებს. რაც არ უნდა ვთქვათ, ქალების აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს პერიოდი, როცა ის ორსულადაა, შემდეგ ყავს ჩვილი და ამ პერიოდში მას ძალიან უჭირს დამოუკიდებლად თავისი თავის და ბავშვის უზრუნველყოფა, ამიტომ რაღაც დონეზე ითვალისწინებს მამრის შესაძლებლობას უზრუნველყოს ის და ბავშვი. კანის ვექტორიანი მდედრი კი განსაკუთრებით ფიქრობს იმაზე რამდენად კარგად იცხოვრებს შემდეგ. კანის ვექტორი ერთადერთია რომლისთვისაც ფული მთავარ ფასეულობას წარმოადგენს, ბევრი ფული კი მისთვის იმის მანიშნებელია, რომ ის და ბავშვი იქნებიან უზრუნველყოფილნი. კანის ვექტორიანი გარემოს რაოდენობრივი ფასეულობით უყურებს, ბევრი ფული მისთვის მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ კანის ვექტორიანი მდედრი ფულს აქცევს უფრო მეტ ყურადღებას, ვიდრე ნებისმიერი სხვა.

მოდით გადავხედოთ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი რეალურ ცხოვრებაში. ვინაიდან კანის ვექტორიანები ყველაფერს სწრაფად აკეთებენ, ისინი ქორწინებითაც სწრაფად ქორწინდებიან. კანის ვექტორიანებს საკმაოდ ადრე უდგებათ რეპროდუქციული პერიოდი და ვინაიდან პატარა ლიბიდო აქვთ, ეს პერიოდი ასევე ყველაზე მალე უმთავრდებათ. ისინი გრძნობენ რომ დაუდგათ რეპროდუქციის პერიოდი და თუ სწრაფად არ იპოვიან მეწყვილეს, ეს პერიოდი სხვებზე მალე დაუმთავრდებათ. კანის ვექტორიანები ყველაფერს გათვლით უყურებენ, ამიტომ როგორც კი აუჩქროლდებათ სისხლი, მაშინვე უნდებათ შეწყვილება. ვთქვათ ჯარიდან ბრუნდებიან ანალის და კანის ვექტორიანი მამრები, ანალი ფიქრობს, რომ ცხოვრება მხოლოდ ახლა იწყება, ამიტომ იწყებს გეგმის შედგენას, რომელიც როგორც წესი მთელ ცხოვრებას მოიცავს: ჯერ ვიშოვი სამსახურს, ვიყიდი ბინას, მერე გავარემონტებ, შემდეგ დავქორწინდები, მეყოლება შვილები და ცოლ-შვილთან ერთად დავბერდები ტკბილად. ანალები მონოგამები არიან, ისინი ქორწინდებიან ერთხელ და სამუდამოდ, ამიტომ ისინი გადაწყვეტილების მიღებამდე დიდხნს ფიქრობენ. კანის ვექტორიანი კი დროს არ კარგავს, პოულობს ანალის ვექტორიან მდედრს, იცის რომ ის პატიოსანია, დიდ დროს არ კარგავს, აჩუქებს მას ერთ-ორ ყვავილების თაიგულს, მოიყვანს ცოლად, არის მასთან ორი-სამი წელი, შეიძლება უფრო ნაკლები, შემდეგ მოწყინდება (კანებს ერთფეროვნება მალე ბეზრდებათ), იფიქრებს გარშემო ამდენი ლამაზი ქალია და მე ერთზე რატომ მივეჯაჭვოო, იპოვის სხვა ქალს, ,,დაიკიდებს“ ცოლ-შვილს, გამოეკიდება ახალ ,,სიყვარულს“ და თუ სასამართლომ არ აიძულა ძველ ოჯახს ალიმენტსაც კი არ უხდის. კანის ვექტორიან მდედრებში ეს ცოტა სხვანაირად მუშაობს, ვინაიდან კანის ვექტორიანი მამრები ქორწინდებიან ადრე, ისინი კი ირჩევენ ანალის ვექტორიან მდედრებს, ამიტომ ანალის ვექტორიანი მდედრებიც, როგორც წესი მალე თხოვდებიან. ხოლო ვინაიდან კანის ვექტორიან მდედრებს ირჩევენ ანალი მამრები, ანალი მამრები კი გადაწყვეტილების მიღებამდე დიდხანს ფიქრობენ, არ ჩქარობენ, ამიტომ კანის ვექტორიანი ქალები კარგა ხანს ვერ თხოვდებიან. თქვენ კარგად იცით რომ კანის ვექტორიანებს მოქნილი ფსიქიკა აქვთ, ამიტომ ამ საკითხს ისინი თავისებურად აგვარებენ, კანის ვექტორიან ქალს, როგორც წესი შეგულებული ყავს რამოდენიმე პოტენციური საქმრო, ყველას ცოტ-ცოტა იმედს აძლევს, სამამ ეს ანალები გადაწყვეტილების მიღებაზე ფიქრობენ, ჩვენი კანის ვექტორიანი მდედრი სხვა კანის ვექტორიან მამრთან ერთობა (აქ აუცილებლად სექსუალური გართობა არ მოიაზრება, უმეტესად ეს მხოლოდ ფლირტია). როგორც სექსუალური პარტნიორები, კანის ვექტორიანები მამრები არ არიან განსაკუთრებულად ფანტაზიორები, მათი პარტნიორების ხშირი ცვლილება კი უბრალოდ საკუთარი სტატუსის ამაღლების სურვილია, ისინი ამაყობენ რომ უკვე 29 პარტნიორი ყავდათ, ამიტომ მათ აქვთ სწრაფი, მშრალი და ,,საქმიანი“ სექსი. კანის ვექტორიანები ხშირად უყურებენ პორნოგრაფიას. გასული ლექციებიდან თქვენ იცით, რომ კანის ვექტორიანები, როგორც მდედრები ისე მამრები, შეიძლება იმყოფებოდნენ სხვადასხვა მდგომარეობაბში, მათ შორის არც ისე კარგში, როცა მათ აღენიშნებათ მაზოხისტური ტენდენციები, ამ შემთხვევაში შეიძლება მის საწოლში აღმოაჩინოთ მთელი მაზოხისტური არსენალი. ისინი უყურებენ ინტერნეტში პორნოს და სწავლობენ იქიდან მაზოხისტურ სექსს.

ასეთ მდგომარეობაში მყოფ ქალებს ეყვართ ,,მსხვერპლის“ როლის მორგება, მაგალითად გაუპატიურების იმიტაცია,  უყვართ ოდესაც სექსისას მათ ჩმეტენ, თმებს ქაჩავენ, ეუბნებიან უცენზურო სიტყვებს, ამიტომ ხშირად პოულობენ თავისთვის პარტნიორად ანალის ვექტორიანს სადისტური ტენდენციებით, ასეთი სექსისას მაზოხისტურ მდგომარეობაში მყოფ კანს აქვს საკმაოდ მძაფრი შეგრძნებები. თუ წინა ლექციები ნახეთ, გეცოდინებათ ეს როგორც ხდება. ანალის ვექტორიან ქალი ასეთ მოპყრობას არასოდეს დაუშვებს და თუ ასეთ რამეს შეთავაზებთ, შეიძლება იქით მოგხვდეთ ყბაში.

კანის ვექტორიანი დაქორწინებამდე ყველანაირ შეფასებას უკეთებს პოტენციურ მეუღლეს, სად მუშაობს, რამდენს შოულობს, რა რესურსები აქვს და ა.შ. როდესაც კანის ვექტორიანი რაიმე ნაბიჯს დგამს, ამ ნაბიჯმა მას რაიმე სარგებელი უნდა მოუტანოს. ვიზუალი შეიძლება გათხოვდეს მხოლოდ სიყვარულისთვის, მაგრამ კანის ვექტორიანისთვის მხოლოდ სიყვარულით გათხოვება სისულელეა, თუ ამ სიყვარულის უკან გარკვეული ფინანსური რესურსი არ დგას. კანის ვექტორიანებისთვის ქორწინება გარკვეული სარფიანი გარიგებაა, რომლის დახმარებითაც სასურველია შეძლონ წინსვლა. თქვენ იცით, რომ კანის ვექტორიანებს სიახლე მალე ბეზრდებათ 2-3 წელიწადში. როგორც იური ბურლანი ამბობს თუ ცოლიც და ქმარიც კანის ვექტორიანები არიან, წელიწადი ქონების გაყოფაში ეხერჯებათ. დაშორების შემდეგ კი სრულიად მზად არიან ახალი ნაბიჯისთვის. კანის ვექტორიანის სახლიდან წასვლის შემდეგ, ნათურებიც კი მოხსნილია ჭაღიდან, მაცივრიდან თავისი წილი საჭმელიც კი მიაქვს, ჩემია და სხვას რატომ დავუტოვოო. როდესაც ერთვექტორიანი კანის ქალი ტოვებს ქმარს, ან პარტნიორს, ეს იმის ნიშანია, რომ მან გარანტირებულად იპოვა უფრო წარმატებული პარტნიორი, შეიძლება წინა პარტნიორს წერილი დაუტოვოს: - ცხოვრება მოკლეა, არ ვაპირებ ის შენნაირ წარუმატებელთან გავატარო, ამიტომ ბოდიში, მაპატიე, არაფერი პირადული, კარგად! კანის ვექტორიანი კაციც იმავე მიზეზით ტოვებს ძველ პარტნიორს, მაგრამ მამრის შემთხვევაში ეს აუცილებლად ასე არ არის, მამრმა კანის ვექტორიანმა ცოლი შეიძლება უბრალოდ სიახლის გამოც მიატოვოს. კანის ვექტორიან მამაკაცებს მთელი ცხოვრება ერთი ქალის კი არა, ერთი და იგივე შამპუნის გამოყენებაც კი არ შეუძლიათ. არის კიდევ ერთი სასაცილო ვარიანტი, თუ რატომ მიდის კანის ვექტორიანი მამრი, ეს ის შემთხვევაა როცა ის პასუხისმგებლობას გაურბის, როცა მას არ უნდა ზურგზე წამოიკიდოს ისეთი მუქთამჭამელები, როგორებიც არიან შვილები, რატომ უნდა არჩინოს ჯერ არ გაზრდილი ცოცხალი ნივთიერბა, რომელიც მას მამას ეძახის.

  კანის ვექტორიანი მოქმედების ადამიანია, ის მოქმედებს მოქნილად და თავდაჯერებულად, მაგრამ არის ერთი რამ რისთვისაც კანის ვექტორიანს ჭირდება მომზადება, ესაა განქორწინება, რომელიც შეიძლება ნახევარ წელიწადს გაგრძელდეს, ის ჯერ ყველანაირად უზრუნველყოფს თავის მომავალს, იშოვის სამსახურს, შეიგულებს ბინას, შემდეგ კი მეუღლეს ეტყვის რომ მისი წყენინება არ უნდა, მაგრამ გრძნობები გაქრენ და მოდი მეგობრებად დავრჩეთ, თუ ცოლი კითხავს ბავშვებს რა ვუყოთო, ის უპასუხებს: ეს მე არ მეხება, ისინი შენი ინიციატივით გააჩინე და რაც გინდა უქენიო. ის ტოვებს ოჯახს და დარბის ერთი ქალიდან მეორესთან, როდესაც შეატყობს რომ მოტყდა და ძალები გამოელია, მაშინ უნდება, რომ ვიღაცამ მასზე იზრუნოს და პატიების სათხოვნელად და შესარიგებლად ბრუნდება თავის ყოფილ, მონოგამ, ანალის ვექტორიან ნაცოლართან, რომელიც საკმაოდ ხშირად განქორწინების შემდეგ სრულიად მარტო რჩება. ანალი მონოგამია, ამიტომ მეორედ გათხოვება მის ფსიქიკაში არ დევს. თუ ძველმა ცოლმა არ მიიღო იპოვის ვინმე შვილიან ქალს და მას შეირთავს, მაგრამ ერთ ვექტორიანი კანი არასოდეს იქნება გერისთვის მამასავით, მხოლოდ ანალის ვექტორიან მამაკაცს შეუძლია შეიყვაროს სხვისი შვილი საკუთარივით და მას ამდვილი მამობა გაუწიოს, ანალის ვექტორიან ადამიანებს ბავშვები ძალიან უყვართ, უცხო ბავშვებიც კი. კანის ვექტორიან მამრებს კი ხშირად საკუთარი შვილიც კი არ აინტერესებთ, არ იციან რომელ კლასშია, როდის აქვს დაბადების დღე, თუ იძულებული არ გახდა, შვილს სწავლის ფულსაც კი არ უხდის, მაგრამ თუ შვილი წარმატებული გაიზარდა და შემოსავლიანი სამსახურიც იშოვა, ჩვენს კანის ვექტორიან მამას ახსენდება რომ ის მისი შვილია და ყველანაირად ,,ეტენება“.

 როდესაც ვსაუბრობთ ქორწინებაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ ქორწინება ანალური ეპოქის ფასეულობაა, კანის ვექტორს არცერთ თავის თვისებაში, არ არ აქვს ისეთი ფასეულობა, როგორიცაა ქორწინება. კანის ვექტორს ყველაზე პატარა ფსიქიკური სხეულის მოცულობა აქვს, რომელიც ვერ იტანს განცდების სიჭარბეს, ვერ იტანს ძალდატანებას. აი ანალის ვექტორიან ადამიანებს კი ყველაზე დიდი მოცულობის ფსიქიკური სხეული და  უზარმაზარი ლიბიდო აქვთ, ამიტომ როდესაც ანალი აკეთებს რაიმე არჩევანს, ის მთელი ცხოვრების არჩევანია, მას მთელი ცხოვრება აქვს ერთი პროფესია, ერთი სახლი რომელშიც უნდა მთელი ცხოვრება გაატაროს, ის მონოგამია და შესაბამისად პარტნიორიც მთელი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ერთი უნდა. კანის ვექტორიანს ყველაფერი პირიქით აქვს, მისთვის ყველაფერი წარმავალია, არსად ღრმად არ შედის, აზროვნების დონეზე ის სამყაროს რაოდენობრივად უყურებს, მის ხასიათში კი დევს გარემოს მუდმივი ცვალებადობის განცდა, ურთიერთობის დონეზე კანის ვექტორი ყველაფერს ითვლის და ანგარიშობს, რაც ასევე ცვალებადობას გულისხმობს, იმიტომ რომ ცხოვრება იცვლება, მიდის ერთთან, მიიღებს რაც უნდოდა, უკვე სხვისკენ იყურება და ელოდება ახალ სარგებელს, მოძრაობის დონეზე მისთვის მთავარი უკვე სიახლის ფაქტორია, არ არის მოძრაობა, არ არის არც სიახლე, ამიტომ აქედან საერთოდ არ შეიძლება საუბარი ისეთ ფასეულობაზე როგორიცაა ქორწინება, განვითარების დონეზე კანური ფასეულობა რანგის ცვალებადობაა, ის იზრდება კარიერული წინსვლით, პირადი სტატუსის ამაღლებით, მატერიალური კეთილდღეობისაკენ მისწრაფებით, რანგის ამაღლებასთან ერთად იზრდება მისი უფლებები ხარისხობრივად უკეთეს ქალებზე, ამიტომ ყოველი დაწინაურებისას კანის ვექტორიანს უნდება უფრო უკეთესი ქალი. სამყარო შეიცვალა, მას უკვე უფრო მაღალი რანგი აქვს, ბევრი ადამიანია მის დაქვემდებარებაში და ცოტაა რანგით მასზე მაღლა, შესაბამისად მას უკვე აღარ აკმაყოფილებს ის პარტნიორი, ვინც თავის ძველ რანგს შეახსენებს, მას უკვე ჭირდება უფრო მაღალხარისხიანი პარტნიორი, რომელიც მისი ახალი რანგის შესაფერისი იქნება, ეს ასე მუშაობს კანის ვექტორის ფსიქიკის ყველა ფენაში.

თუ კანის ვექტორიანები ცხოვრობენ ისეთ ქვეყანაში სადაც არ არის კანური მენტალიტეტი, ისინი ბევრს საუბრობენ ქორწინებაზე, კანის ვექტორიანები ადვილად ადაპტირდებიან ნებისმიერ სიტუაციასთან, ამიტომ ისინი ეგუებიან განსხვავებული ფასეულობების დომინაციას (მაგალითად ანალურის) და საუბრობენ ისე, თითქოს ანალური ფასეულობები მათი ფასეულობებიც იყოს, კანები ერგებიან სიტუაციას, მაგრამ შინაგანად იციან, რომ ეს მათი ფასეულობები არ არის, მათში არცერთი თვისება არ არის ისეთი რომელიც მათ აიძულებდა მონოგამურ ქორწინებას, ამ სიტყვის ანალური გაგებით. საქმე იმაში კი არ არის, კანები ერთგულები არიან თუ არა, ან იმაში არის თუ არა ქორწინება რვიდან მხოლოდ ერთი ვექტორის ფასეულობა, არამედ იმაში, რომ კანის ვექტორიანებს ბუნებისგან მინიჭებული აქვთ საკუთარი ფუნქცია, მატერიისთვის ფორმის მინიჭება და ამ ფუნქციის შესრულებას ჭირდება სწორედ ისეთი თვისებები, როგორიც აქვთ კანის ვექტორიანებს. ამიტომ როგორც არ უნდა ეცადონ, კანის ვექტორიანები (თუ მათ არ ერთვით ანალი) ვერ შეძლებენ გამოიმუშაონ ისეთი ანალური თვისებები როგორიცაა მონოგამია, ერთგულება და მუდმივად ერთი საქმის კეთება. ამიტომ თუ კანი ცხოვრობს ანალური მენტალიტეტის ქვეყანაში, დაოჯახებისას პარტნიორს ანალივით პირდება, რომ მას მთელი ცხოვრება უერთგულებს და ეყვარება სანამ სიკვდილი არ დააშორებთ, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ეს მეწყვილე ყელში ამოსდის და უკვე მისი დანახვასაც ვეღარ იტანს, კანის ვექტორიანის ფსიქიკა ასეა მოწყობილი და რაც არ უნდა გააკეთოს ამას ვერაფერს მოუხერხებს და არც უნდა მოუხერხოს, იმიტომ რომ თუ თეორიულად დავუშვებთ მისი შეცვლის შესაძლებლობას, ეს საკუთარი ფუნქციის შესრულების შესაძლებლობას მოუსპობდა არა მხოლოდ მას, არამედ ყველა დანარჩენსაც. კანის ვექტორიანები პირველები გარბიან ქორწინებიდან ვიზეც არ უნდა იყვნენ დაქორწინებულნი, მაგალითად კანის ვექტორიანი ქალი მიდის უკან მოუხედავად, ისე რომ აღარც კი იხსენებს იმას ვისგანაც წავიდა, ყოველგვარი ნოსტალგიის და სენტიმენტების გარეშე, მისთვის ახალი პარტნიორი მხოლოდ მომდევნო ეტაპია. ანალისთვისკი მეუღლე მთელი ცხოვრებაა, ის მონოგამია, ამიტომ ცოლის (ან ქმრის) მიტოვება თავში არასოდეს მოუვა აზრად, ხოლო თუ მას მიატოვებს ცოლი, ის ჯერ დაბრუნებას ევედრება, მერე ემუქრება მოგკლავ თუ არ დაბრუნდებიო, მისთვის ის ერთადერთია, მაშინაც კი თუ ანალი მეორედ დაქორწინდა, მას მუდმივად ახსოვს თავის პირველი მეუღლე, პირველი გამოცდილება, ანალური გული მის გახსენებაზე მტკივნეულად იკუმშება, მასზე მოგონებებს და მის ფოტოებს მთელი ცხოვრება ინახავს. კანის ვექტორიანი მამრის შემთხვევა განსხვავდება კანის ვექტორიანი ქალის შემთვხვევისგან, ის თვლის რომ თავისუფალი ადამიანია და მადლობა ღმერთს რომ დღეს უკვე სხვა დროა და მას შეუძლია როგორც უნდა ისე მოიქცეს. კანურ მენტალიტეტში საკმაოდ ხშირია ორი კანის წყვილი, რომლებიც მეგობრობენ, ქორწინდებიან, რაღაც დროს ატარებენ ერთად, დაშორდებიან, იცლიან პარტნიორებს, შემთხვევით შეხვდებიან ქუჩაში ერთმანეთს, ცოტა ხანს ისევ ერთად არიან, სანამ მობეზრდებათ და ა.შ. ანალის ვექტორიანი ქალი არასოდეს დათანხმდებოდა ასეთ ურთიერთობას, როგორც თვითონ იტყოდა: ასეთ ,,დამცირებას“ ვერ აიტანს, ვერ აიტანს რომ ჭუჭყიანი თეთრეულივით მოისროლონ. ერთვექტორიანი ანალები ასეთ ურთიერთობას არასოდეს დათანხმდებიან. კანის ვექტორიანი კაცი, ანალის ვექტორიან ქალთან ქორწინებას უყურებს როგორც მუხრუჭს, ის თავისუფალი ადამიანია, ანალი ცოლი კი მისთვის არის ღუზა რომელიც მას აიძულებს ერთ ადგილს მიეჯაჭვოს. ერთვექტორიანი კანი ანალთან ქორწინებისას თავს გრძნობს უღელში შებმულად, ის მოძრავია, მაგრამ იძულებულია ერთ ადგილზე გაიყინოს და ათრიოს ოჯახის ტვირთი, ეს მას მთელ ქმედითუნარიანობას უკარგავს, ყოველ შემთხვევაში თვითონ ასე თვლის, ამიტომ ადრე თუ გვიან ის აიშვებს, მოიცილებს ღუზას და გაიქცევა.

თუ კანის ვექტორიან გოგონას ზრდიდნენ ფულის ფასეულობებით, როდესაც ის გაიზრდება, მხოლოდ ფულზე იფიქრებს, ამიტომ ყოველ მამაკაცს იმის მიხედვით შეაფასებს, თუ რა შეიძლება მისგან ,,გამოდნეს“ და იმოგზაურებს ერთი კაციდან მეორისკენ.

ხშირად ისმის კითხვა, შეიძლება თუ არა კანის ვექტორიანი იყოს ქორწინებაში ერთგული? პასუხია არა, ერთვექტორიანი კანის, ან თუ ინდივიდი კან-კუნთია, ქორწინება მთავრდება ან განქორწინებით, ან იმყოფება ქორწინებაში, მაგრამ ხშირად ღალატობს ცოლს/ქმარს.

ერთვექტორიანი კანის, ან კან-კუნთის, ქორწინებაში გაჩერება იგივეა, ციყვს რომელიც ხიდან ხეზე ხტება, აიძულო ბეჰემოტივით ერთ ადგილას წოლა. კანის ვექტორს ეს არ შეუძლია, ყოველი მცდელობა მისი ერთ ქორწინებაში გაჩერების, არის მის ბუნებაზე ზეწოლა. ციყვი რომ გალიაში დაამწყვდიოთ, ნახავთ, რომ ის გალიის გისოსებს ღრღნის, ან გალიაში უნდა ჩამოუკიდოთ ბორბალი, რომ მასში ირბინოს, რაც ცვალებადობის ილუზიას უქმნის, ასევეა კანიც. შევხედოთ ამ მდგომარეობას სხვა მხრიდან, ეცადეთ აიძულოთ ბეჰემოტი მოიქცეს ციყვივით, ეს იგივეა ანალს აიძულო კანივით იცხოვროს, თქვენ ამას ვერ შეძლებთ, ეს მის ბუნებაზე ზეწოლაა, ამას მთელი მისი არსება შეეწინააღმდეგება. ისევე როგორც ანალი არ არის შექმნილი აქეთ-იქით სირბილისთვის, ისევე კანის ვექტორიანი არ არის შექმნილი მონოგამური ქორწინებისათვის. განვითარებულ, კარგად რეალიზებულ ანალს, თქვენ ვერ აიძულებთ ცოლს უღალატოს, სწორედ ასევე ვერ აიძულებთ ნორმალურად რეალიზებულ კანს, იყოს ბედნიერი ერთ ქორწინებაში.

რა შემთხვევაში შეიძლება კანის ვექტორიანი გაჩერდეს ქორწინებაში?

პირველი: თუ ის დაამუხრუჭებს თავის ნამდვილ ბუნებას (ეს ხდება მაშინ როცა ის იზრდება ანალური ფასეულობებით), როდესაც ცხოვრობს მკაფიო ანალურ მენტალიტეტში (მაგალითად მთაში) სადაც ოჯახი ყველაფერზე მაღლა დგას, ეს ნიშნავს რომ შენ ან ამ ფასეულობებს დაემორჩილები, ან ჩაგქოლავენ და მოგკლავენ, ამიტომ კანის ვექტორიანი ამ დროს ბედნიერი რა თქმა უნდა არ არის, მაგრამ იძულებულია ქორწინებაში გაჩერდეს, ბუნება არავის პატიობს საკუთარ თავზე უარის თქმას, ამიტომ ამ დროს ის იტანჯება, ეს სტრესი და ტანჯვა კი გამოვლინდება მის სხეულზე დაავადებების სახით, როგორც ცუდი მდგომარეობის გამოხატულება. ვლინდება დაავადებები, მაგალითად კანის მძიმე ავადმყოფობები, ან ავთვისებიანი სიმსივნე. ეს ცუდი სცენარია, არსებობს კარგი სცენარიც. როცა ვსაუბრობთ განვითარებულ კანის ვექტორზე, მას შეუძლია თავის მისწრაფება სიახლისადმი, გადაიტანოს საკუთარ სამსახურზე, თავის ჯგუფურ რეალიზებაზე, ამ დროს მას აღარ აქვს ძლიერი მისწრაფება, რომ სიახლის ფაქტორი ჩამოიტანოს ურთიერთობის დონეზე და ასახოს ეს პარტნიორების ხშირ ცვლაში. როდესაც კანის ვექტორიანი არის, მაგალითად დიდი კომპანიის მენეჯერი, მის გარშემო ყოველ წუთს ხდება რაღაც ახალი, სიტუაცია ყოველ წუთს იცვლება, კანის ვექტორიანი კი ამ ცვლილებებს უნდა გაუმკლავდეს, ამ დროს ახალი პარტნიორის გაჩენის აუცილებლობა აღარ აქვს, იმიტომ რომ თავის მისწრაფებას სიახლის ფაქტორისადმი სამსახურში სრულიად იკმაყოფილებს. ასეთ მდგომარეობაში შესაძლებელია კანის ვექტორიანმა არ იცვალოს პარტნიორები ხშირად. ის შინაგანად არ არის ქორწინების ერთგული, იმიტომ რომ სიტყვა ერთგულება მისი თვისება არ არის, მას უბრალოდ აღარ აქვს სურვილი წყვილში ზედმეტი ურთიერთობების, იმიტომ რომ ის მთლიანად თვითრეალიზაციითაა დაკავებული, პარტნიორების ცვლა კი მას დროს აკარგვინებს. ეს არ მოხდება ისეთი განუვითარებელი, ,,მუქთახორა“ და მომხვეჭელი კანის ვექტორიანების შემთხვევაში, როგორებიც მრავლად არიან ჩვენს ირგვლივ. განვითარებული კანის ვექტორიანი არ კარგავს დროს, ის თავის თვისებებს აყენებს ჯგუფის სამსახურში, ჯგუფი კი მას სამაგიეროდ აძლევს რანგს, მას აქვს აზარტი აიმაღლოს რანგი, მთელი მისი ენერგია ამაზე იხარჯება, ამიტომ პარტნიორების ხშირ ცვლას აღარ საჭიროებს. ეს ეხება მხოლოდ მაღალრეალიზებულ კანის ვექტორიანებს, რომლებიც არც თუ ისე ბევრნი არიან. თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ სტანდარტული კანის ვექტორიანები ასეთები არ არიან, მათ გაცილებით მეტის მიღება უნდათ, ვიდრე გაცემა შეუძლიათ, ისიც აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ეპოქაში ერთვექტორიან კანს პრაქტიკულად ვერ შეხვდებით, სხვადასხვა ვექტორულ წყობაში კი კანის ვექტორი სხვადასხვანაირად მოქმედებს, ამიტომ მისი ურთიერთობები ვექტორულ წყობაზეა დამოკიდებული. კანი ვიზუალთავ ერთად შეიძლება იმყოფებოდეს ხანგრძლივ ურთიერთობაში, ვიზუალის წყალობით ის ურთიერთობას სიყვარულზე აფუძნებს, კან-ანალის კომბინაციისას ანალის წყალობით შეიძლება იყოს ერთგული მეუღლე, სხვა დართული ვექტორები ეხმარება კანს, ქონდეს ნორმალური ოჯახური ურთიერთობა.

მოგვიანებით, როდესაც სხვა ვექტორებს გავივლით, ჩვენ უფრო დაწვრილებით შევეხებით სხვა ვექტორებთან ერთად კანის ვექტორის ურთიერთობებს, ასევე იმასაც, თუ რომელი ვექტორი როგორ აღიქვამს კანის ასეთ ქმედებებს. ამჟამად კი მნიშვნელოვანი მხოლოდ იმის ცოდნაა, რომ კანის ვექტორი თვისობრივად კონტრარულია (კონტრარულობა - ურთიერთწინააღმდეგობა ან შეუთავსებლობა ვექტორული სურვილების და თვისებების რომლებიც იწვევენ შინაგან წინააღმდეგობას და შეუთავსებლობას, ასევე დაძაბულობას. ამ წინააღმდეგობის გამო ადამიანში შეიძლება გაჩნდეს შინაგანი კონფლიქტი) ყველა ვექტორთან, ეს ნიშნავს, რომ კანის ვექტორს ყველა დანარჩენი ვექტორის თვისებებთან აქვს შინაგანი შეუთავსებლობა და წინააღმდეგობა, კანის ვექტორი ერთადერთია, რომელიც კონტრარულია ყველა ვექტორთან. თქვენ იცით, რომ კანის ვექტორის ფუძე არის ფორმა, ამიტომ ნებისმიერ ვექტორს ის უყურებს როგორც მატერიას და დაუყოვნებლივ ცდილობს მის ფორმაში მოქცევას და ორგანიზებას,

ცდილობს ნებისმიერი ვექტორი ჩასვას იმ ფორმაში რომლითაც შედგენილია ჯგუფი. თუ ამას შევხედავთ აბსტრაქტულად, ყველანაირი კონკრეტიკის გარეშე, კანის ვექტორი იღებს თითოეული ვექტორის ენერგიას, რომელიც მიმართულია სიამოვნების მიღებისკენ, იღებს იმ მდუღარე ენერგიას, იმ მხეცს რომელიც მოთავსებულია თითოეული ვექტორის შიგნით და განკარგულებას აძლევს მათ, თითოეულმა უნდა შეძლოს მოთოკოს თავი, იმისთვის რომ ჯგუფმა შეძლოს არსებობა და გადარჩენა. ის თითქოს ეუბნება თითოეულს: შენ გაქვს საკუთარი სურვილები, მაგრამ მე არ მოგცემ საშუალებას რომ ისინი უკონტროლოდ მიუშვა შენს ნებაზე. ის არ აძლევს საშუალებას ყველამ ყველაფერი აკეთოს, კანის ვექტორმა შექმნა კანონი, რომელიც ზედმეტის მსურველებს ეუბნება: არ შეიძლება. კანის ვექტორმა კანონის შემოღებით, თითოეულ ადამიანში არსებული მხეცი ჩასვა გალიაში და წაუყენა პირობა, თუ საზოგადოებრივ წესრიგს არ დაემორჩილები არ გამოგიშვებო. დაემორჩილები ჯგუფის კანონებს, იქნები ჯგუფთან ერთად, არ დაემორჩილები და მაშინ იჯექი ციხეში, ამიტომ ყოველი ვექტორი იძულებულია დაემორჩილოს კანურ კანონს, გარდა ურეთრალისა, თუმცა კანის ვექტორი ცდილობს ისიც ჩასვას რაღაც ჩარჩოში, მაგრამ ურეთრალისგან ვერ იღებს კანონმორჩილების სურვილს. დანარჩენებს კი აიძულებს კანონს დაემორჩილდნენ, სამაგიეროდ უფლებას აძლევს რეალიზდნენ და განვითარდნენ.

როდესაც ჩვენ გავივლით ვექტორულ კომბინაციებს, დავინახავთ რომელი ვექტორი როგორ კომბინირდება კანის ვექტორთან, ასევე დავინახავთ რომ ყველაზე მეტი კომპლექსი, სხვა ვექტორებში ვითარდება კანის ვექტორთან ერთად, სწორედ ზემოთხსენებული კონტრარულობის გამო.

ამ ლექციით სრულდება კანის ვექტორი. დამატებით რისი თქმაც საჭიროა ისაა, რომ უნდა გვახსოვდეს, ნებისმიერ ვექტორულ კომბინაციაში განვითარებული ადამიანს ყოველთვის შეუძლია საკუთარი ფუნქციის შესრულება, მისგან არ მოდის აგრესია. ხოლო განუვითარებელი ინდივიდის ხილვა მუდამ უსიამოვნო განცდას აღძრავს, ის ამ განუვითარებლობას ავლენს ნებისმიერ ქმედებაში, იქნება ეს სამუშაო, ტელეფონზე საუბარი, თუ ინტერნეტში კომენტარების კეთება. ის ყოველმხრივ აფრქვევს თავის არარეალიზებულობას და მარტივად ცანს, რომ მან ვერ მოახერხა საკუთარი ფუნქციის ამოცნობა. ამიტომ ვამბობთ: არ არსებობს ცუდი ვექტორი, ან ცუდი ადამიანი, არის მხოლოდ განსხვავებული მდგომარეობები და არსებობენ არარეალიზებულობის გამო ,,გაცუდებული“, ან გაბოროტებული ადამიანები.

დიაგნოსტირებისას ბევრმა თქვენგანმა ალბათ უკვე აღმოაჩინა თავის თავში, ან გარშემომყოფებში კანის ვექტორი, ზოგი თვისება აბსოლუტურად გესადაგებათ, ზოგი არც ისე. დიაგნოსტირებისას გაითვალისწინეთ, რომ ვექტორულ კომბინაციაში ვექტორი ცოტა განსხვავებულად ავლენს თავს, ასევე გაითვალისწინეთ, რომ რეალიზაციასა და გამოვლენაზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ თვითრეალიზაცია, არამედ აღზრდა, მენტალიტეტი და ბევრი სხვა დეტალი. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: თითოეულ ჩვენგანს აქვს ინფორმაციის აღქმის საკუთარი შინაგანი ფილტრი. მაგალითად: როცა ვამბობთ, რომ ვიღაცამ ცუდად შეასრულა თავისი სამუშაო, კანის ვექტორიანისთვის ეს ნიშნავს, რომ ვიღაცამ საქმე ნელა გააკეთა, ანალის ვექტორიანი ამაში იგულისხმებს საქმის უხარისხოდ შესრულებას. თითოეულს ესმის ერთი და იგივე მაგრამ ყველა მაინც თავისებურად აღიქვამს, ეს საკმაოდ ართულებს სისტემური აზროვნების აღქმას, ამიტომ შეიძლება გარკვეული დრო დაგჭირდეთ იმის გასათავისებლად, რომ ადამიანები განსხვავდებიან, ისინიშინაგანად აბსოლუტურად სხვადასხვანაირად არიან მოწყობილები. თეორიულად 256 შესაძლო კომბინაცია არსებობს, მაგრამ მთელი რიგი მიზეზების გამო, რეალურად მხოლოდ 80-მდე კომბინაცია გვხვდება, სამყარომ სანამ ადამიანურ დონემდე მივიდოდა, გაიარა არაცოცხალი, მცენარეული და ცხოველური დონეები. ადამიანურ დონეზე კი შემდეგი ევოლუცია მიმდინარეობს ადამიანის შიგნით, ყოველ მომდევნო თაობაში ფუნქციები განიცდის დახვეწას და გართულებას, ამიტომ ადამიანებს შორის იმატებს პოლიმორფთა რიცხვი.

თქვენ უკვე საკმარისი იცით იმისთვის, რომ შეძლოთ ადამიანში კანის ვექტორის დიაგნოსტირება, ერთადერთი რაც გაკლიათ, ესაა პრაქტიკა. ჩვენ დავამთავრეთ ერთი ვექტორი რვიდან, თუ თქვენ ყურადღებით ეცნობოდით ლექციებს თქვენში უკვე მოიხაზებოდა მთლიანი სურათის კონტურები, ყოველი მომდევნო ვექტორის გავლისას ეს სურათი უფროდაუფრო მკაფიო გახდება.

სტატიის ავტორი: ვ.იუნევი

მთარგმნელი: სერგო ღამბაშიძე


მსგავსი სტატიები

  • ნეგატიური სცენარები კანის ვექტორში

  • კანის ვექტორი - გარეგნული იერსახე

  • კანის ვექტორის რანჟირება და ოჯახური ურთიერთობები

  • კულტურული აღმასვლა მასებში

  • კანის ვექტორის ზოგადი მიმოხილვა

  • ფრთხილად, სკანდალისტია!

  • ბიზნესმენი თუ ფასდაკლებების მომხმარებელი

  • როგორ აღვზარდოთ კანის ვექტორიანი ბავშვი