კანის ვექტორი - მოძრაობა (მოქმედება)


კანის ვექტორი - მოძრაობა (მოქმედება)

კანის ვექტორის ფსიქიკის შემდეგ ფენას ეწოდება მოძრაობა. დავუბრუნდეთ წინა სტატიებში ნახსებებ მოდელს. ჯგუფი რომელიც მოძრაობს წარსულიდან მომავლისკენ, ყოველი ნაბიჯი არის ახალი მდგომარეობა, ახალი საფეხური განვითარებისკენ, კაცობრიობას არ შეუძლია შეჩერება, მან უნდა იმოძრაოს, ბუნებაში არ არსებობს უძრაობა, თუ ყველა მოძრაობს და თქვენ უძრავი ხართ, რაღაც აზრით თქვენ მოძრაობთ უკან, ჯგუფი რომელიც არ მოძრაობს (არ მოქმედებს) განწირულია დასაღუპად. ამიტომ ყველა მიდის წინ, ის ვინც პირველი დგამს ნაბიჯს მომავლისკენ, არის ურეთრალი, მთელი ჯგუფი კი მიდის მის უკან, ასეთ დროს საჭიროა ვიღაც, ვინც ორგანიზებას გაუკეთებს ბელადის უკან მიმავალ ჯგუფს, ვიღაცამ უნდა დაიჭიროს ურეთრალის მიერ აღებული მიმართულება და ორგანიზება გაუკეთოს ყველა დანარჩენის მოძრაობას. ეს ვიღაც უნდა იყოს ის ვისაც აქვს მოქნილი ფსიქიკა და შეუძლია სწრაფად გაერკვეს შექმნილ ვითარებაში, ვისაც შეუძლია იმოქმედოს ურეთრალის დასახული გეგმით, მაგრამ თავად არ შეუძლია მომავლისკენ წასვლა, ის ვერ ხედავს მომავალს, მაგრამ შეუძლია სწრაფად მიყვეს ბელადს, რადგან ძალზე მოძრავია. ახალი მდგომარეობა მათთვის იმის მანიშნებელია რომ გაჩნდა ახალი რესურსი. ახალ მდგომარეობაში ყველა ფიქრობს, რომ საბოლოო მიზანს მიაღწიეს, გარდა ურეთრალური ვექტორის მქონე ბელადისა, რომელმაც იცის რომ მალე კიდევ იქნება ნაბიჯი გადასადგმელი, ანუ კიდევ შეიცვლება მდგომარეობა. სანამ ბელადი ისვენებს, ყველა დანარჩენი ცდილობს ახალ სიტუაციას მოერგოს, ამიტომ კვლავ ხდება საჭირო მოძრავი ხალხი, რომლებიც დაეხმარებიან ყველა დანარჩენს სიტუაციის ორგანიზებულად მორგებაში. არსებობენ ანალის ვექტორიანები, რომლებმაც ყველაფერი იციან რა როგორ უნდა იყოს, მათ შეუძლიათ იმის მოყოლა რა როგორ უნდა იყოს, მაგრამ თავად ამის განხორციელება არ შეუძლიათ, იმიტომ რომ ისინი არ არიან მოძრავები, ამისთვის საჭიროა მოქნილი ფსიქიკა, ისეთი როგორიც კანის ვექტორიან ადამიანებს აქვთ, კანის ვექტორიანებს რა თქმა უნდა არ შეუძლიათ დაუსახონ ჯგუფს მიმართულება, არ შეუძლიათ უჩვენონ ვინ საით წავიდეს, მათ არ აქვთ ყველას გაყოლიებისთვის საჭირო თვისებები, მაგრამ თავისი სწრაფი მოქმედების და სიტუაციაში სწრაფად გარკვევის უნარების წყალობით, მათ კარგად შეუძლიათ მოაწყონ გარემო. კუნთის ვექტორიანების მასა, დგანან ერთად და არ იციან რა მოიმოქმედონ, ანალის ვექტორიანებს შეუძლიათ მოუყვნენ რა როგორ უნდა იყოს, მაგრამ ფუნქციებს ვინ გადაუნაწილებს? სწორედ აქ არიან საჭირო კანის ვექტორიანები, რომლებიც გადაუნაწილებენ ფუნქციებს მასას, ყველას დაასაქმებენ, ორგანიზებას გაუკეთებენ და მთელი ჯგუფი უკვე ახალ სიტუაციას შეგუებულია. ჯგუფში არიან ძალზე მოძრავები, ნაკლებ მოძრავები და საერთოდ ინერტულები. კანის ვექტორიანები არიან ძალზე მოძრავები, მათი მოძრაობის თვისებები შეიძლება აღვწეროთ ორი სიტყვით: სწრაფი და მოძრავი. ეს ორი სიტყვა აღწერს როგორც მათ ფსიქიკურ, ისე ფიზიკურ მოქმედებას. თქვენ უკვე იცით, რომ ფსიქიკის ყოველი მომდევნო ფენა ეფუძნება წინებს და მოიცავს მათ. კანის ვექტორიანები აზროვნებენ გათვლით და შედარებით, სწორედ ამიტომ როდესაც ისინი ურთიერთობენ და ადაპტირდებიან სიტუაციასთან, ისინი ეფუძნებიან პრინციპს: მიიღონ იმაზე მეტი ვიდრე გაცეს, ამიტომ ნებისმიერი მოქმედება აქვთ გათვლილი, რომ შეძლონ მაქსიმალური სარგებლის მიღება. სწორედ ამიტომ მათი მოქმედების შესაძლებლობაც გამოიყურება სწორედ ასევე, ყოველი ახალი მდგომარეობა, ყოველი ახალი ლანდშაფტი, არის მეტი რესურსების, მეტი სარგებლის მიღების შესაძლებლობა, თავისთვისაც და ჯგუფისთვისაც. სწორედ მათი გარემოსთან სწრაფად ადაპტირების შესაძლებლობა ეხმარება მათ იმოქმედონ მდგომარეობის შესაბამისად. იცვლება ლანდშაფტი - დაუყოვნებლივ იცვლებიან კანის ვექტორიანებიც, ისინი მოძრაობენ დროსთან ერთად და გაუჩერებლად იჭერენ ყოველგვარ რესურსს, იმიტომ რომ ისინი არიან მოქნილები, სწორედ ასეთი ადამიანები არიან საჭირო მდგომარეობაში გასარკვევად და რაციონალური გადაწყვეტილების მისაღებად (არა მხოლოდ თავისთვის, არამედ მთელი ჯგუფისთვის). სწორედ აქედან მოდის მათი მოქმედების სისწრაფე და სწორად რეალიზების პირობებში მათი მოქმედების სისწრაფე ხდება დამხმარე მთელი ჯგუფისთვის. ურეთრალი ყოველთვის ყველაზე წინ არის და მისი მოძრაობა უსწრაფესია, სწორედ ამიტომ ის პირველი დგამს ნაბიჯს, ანალები ყოველთვის მიდიან ყველაზე უკან და ყოველგვარი ცვლილება აშინებთ, კანის ვექტორიანები კი ყოველთვის ისე მოქმედებენ როგორც მოცემულ მომენტშია საჭირო, არ იყურებიან არც წინ, არც უკან, არამედ მიყვებიან დროს. ვნახოთ როგორ ჩანს ეს პრაქტიკაში. უკვე აღვნიშნეთ, რომ კანის ვექტორიანი ბავშვები არიან სწრაფები და მოქნილები, ისინი სწრაფად ლაპარაკობენ, მაგრამ არა ორალებივით ყველაფერზე, არამედ მხოლოდ კონკრეტულზე. მაგალითად: ვიღაცამ კედელზე უხამსი სიტყვა დაწერა, ანალის ვექტორიანი ბავშვი ქოშინით მიირბენს მასწავლებელთან და ენის ბორძიკით ეუბნება: მასწავლებელო -კე-კე-კედელზე ცუ-ცუ-ცუდი სიტყვა წერია, კანის ვექტორიანი კი სწრაფად მიირბენს და ასევე სწრაფად ეტყვის: მასწ კედელზე უზრდელური სიტყვაა. ნებისმიერი შეცვლილი სიტუაცია კანის ვექტორიანისთვის ნაკლებ სტრესულია ვიდრე ანალის ვექტორიანისთვის, ისინი სწრაფად ერკვევიან მდგომარეობაში და ხვდებიან რის გაკეთებაა საჭირო. კანის ვექტორიანი ბავშვი როდესაც გაკვეთილზე ზის ყოველთვის ან სკამს აკოტავებს, ან ფეხებს იქნევს, არ შეუძლია ერთ ადგილას გაჩერება, სულ ცქმუტავს, ხან მიტრიალდება, ხან წინ მჯდომ გოგონას თმებზე მოქაჩავს, ისინი მოძრავი ადამიანები არიან და ამიტომ უჭირთ ერთ ადგილას დიდი ხნით გაჩერება. გაკვეთილზე სულ საათს უყურებენ და ითვლიან რამდენი წუთი დარჩა (პრინციპში საათიც არ ჭირდებათ, რადგან დროის და რიტმის საუკეთესო შეგრძნება აქვთ), ზარის დარეკვისთანავე წამოხტებიან, თუ ზარის შემდეგ მასწავლებელი ეტყვის რომ ჯერ არ დაუმთავრებიათ და უნდა დასხდნონ, ისინი კი უჯერებენ, მაგრამ მათ შეგნებამდე არასოდეს არ დადის ზარის შემდეგ ნათქვამი სიტყვები. იცით რას ნიშნავს ზარი კანის ვექტორიანი ადამიანისთვის? როგორც იცით კანის ვექტორიანის აღქმაში არსებობს საზღვრები, ზარი კი მათთვის არის საზღვარი გაკვეთილსა და დასვენებას შორის, ეს მათთვის არის კანონი რომლის დარღვევაც არ შეიძლება, ეს არის რეგლამენტირებული დრო, როცა უნდა იჯდნენ გაკვეთილზე და ყოველი დამატება მისთვის ნიშნავს რომ მას საკუთარი დასვენების დროს პარავენ.

ნებისმიერი მოძრაობა, იქნება ეს სპორტი თუ სირბილი, ძირითადად კანის ვექტორიანებისაა, განსაკუთრებით სირბილი, კანის ვექტორიანებს უყვართ დილით 2-3 კილომეტრის გარბენა, კვირაში 3-4-ჯერ. ცოტა და ხშირად, ეს ნამდვილი კანური საქმიანობაა. კანის ვექტორიანებს პატარა მოცულობის ფსიქიკა აქვთ, ამიტომ ის ვერ უძლებს დიდ დატვირთვას. ანალის ვექტორიანს სხვანაირი ფსიქიკა აქვს, უზარმაზარი მოცულობის, ის რაღაცის გასაკეთებლად დიდხანს ემზადება, იკრებს ნებისყოფას, და როდესაც გარბის, ამას ისე აკეთებს თითქოს ცხოვრებაში უკანასკნელად გარბოდეს, ძუნძულით გაირბენს 15 კილომეტრს შესვენების გარეშე, ქოშინით მიირბენს დანიშნულების ადგილზე და მომავალ წლამდე აღარ გაინძრევა. კანის ვექტორიანები კი ხშირად, სწრაფად და ცოტას მოძრაობენ, მათ კარგად შეუძლიათ სხვისი მოძრაობების გამოჯავრება,

განსაკუთრებით იმათი ვინც მათზე ნელია: კუნთის, ანალის ან სხვა კანის ვექტორიანების, მაგრამ არა ურეთრალის, ეს საკმაოდ უჭირთ, ურეთრალის მოძრაობები არაპროგნოზირებადია და ძნელია იმის გათვლა თუ რას მოიმოქმედებს. საერთოდ კარგ მსახიობს, როგორც მინიმუმ აუცილებლად უნდა ქონდეს კანი და ვიზუალი, კანი მოქმედებების, ხოლო ვიზუალი ემოციების დასაკოპირებლად, თუ რაიმე სხვა ვექტორიც ერთვის, ეს მსახიობის მონაცემებს მხოლოდ გააუმჯობესებს, მაგრამ კანის და ვიზუალის გარეშე კარგი მსახიობი პრაქტიკულად არ არსებობს.

კანის ვექტორიანებს უყვართ ახალი ცვლილებები, რადგან ეს მათთვის შანსია მიიღონ დამატებითი სარგებელი. მათ ასევე უყვართ ახალი ნივთები და ტექნიკური სიახლეები, კანის ვექტორიანები პირველები ყიდულობენ უახლეს მობილურებს, სმარტფონებს და ა.შ. ისინი ძალზე ცნობისმოყვარეები არიან და ყველა ღილაკს ხელს აჭერენ. კანის ვექტორიანები ხშირად იცვლიან სამსახურს, როგორც წესი 1-2 წელზე მეტს ვერსად ჩერდებიან, თუმცა თუ ანალიც ერთვით, შეიძლება 5 წელიც გაძლონ. ერთ ადგილზე ყოფნა მათთვის სტრესია, ხშირად ამბობენ: ასეთ სამსახურში პირდაპირ ვლპებით. მათ ჭირდებათ ახალი მდგომარეობები, სწორედ ისინი სინჯავენ პირველად ახალ პროდუქციას, ისინი ნერგავენ სიახლეებს სამსახურებში, რადგან მათ სიამოვნებას ანიჭებს სიახლის განცდა. კანის ვექტორიანები ყოველთვის ინტერესდებიან ახალი მეზობლით და თუ საშუალება მიეცათ არც მასთან სექსზე იტყვიან უარს, მათთვის ესეც გარკვეული სიახლეა. კანის ვექტორიანები ხშირად ამბობენ, რომ არ შეუძლიათ მთელი ცხოვრება აკეთონ ერთი და იგივე. ასევე არ შეუძლიათ იყვნენ ერთი პარტნიორის ერთგული, ანალის ვექტორიანები ასეთ საქციელს ვერ გაიგებენ, რადგან ისინი მონოგამები არიან (მონოგამია- მთელი ცხოვრების ერთ პარტნიორთან გატარება), კანის ვექტორიანები კი არა, მათ სწრაფად შეუძლიათ იფიქრონ, რომ ქორწინებაში ბედნიერები არ არიან, ამიტომ განქორწინდებიან და მზად არიან ახალი ურთიერთობებისთვის.

კანის ვექტორიანებს როგორც წესი კარგად შეუძლიათ ქალაქებში ორიენტირება, იმიტომ რომ ქალაქი კანური ცივილიზაციაა. ანალური ცივილიზაცია უფრო სოფელია, ამიტომ ანალები (თუ სხვა ვექტორი არ ერთვით) სოფელში თავს კარგად გრძნობენ, იქ დრო ნელა გადის, ირგვლივ ყველა ნაცნობია, ამიტომ სოფელი მათი ლანდშაფტია. კუნთის ვექტორიანები ყველაზე კარგად ორიენტირებენ ბუნებაში, საერთოდ დაუსახლებელ ადგილებში, ტყეში, მთაში, სტეპებში, კუნთის ვექტორი ერთადერთია ვისაც არ ჭირდება ტყეს გარშემო შემოუაროს, მათ აქვთ მსგავს ადგილებში ბუნებრივი ორიენტაციის უნარი, იმიტომ კი არა რომ შეუძლია გზა ვარსკვლავებზე დაკვირვებით, ან რამე მსგავსით გაიკვლიოს, ის უბრალოდ ინსტიქტურად იღებს სწორ ორიენტირს. ურეთრალის ვექტორიანს კონკრეტული ლანდშაფტი არ აქვს, მას შეუძლია ყველგან მოახერხოს ორიენტირება, ის ლანდშაფტზე აღმატებულია, ამიტომ ნებისმიერ გარემოს უყურებს იმ მხრივ, თუ რამდენად გამოადგება ეს გარემო მის ჯგუფს. კანის ვექტორიანის გარემო კი ქალაქია, მხოლოდ ქალაქი.

როცა ლანდშაფტი იცვლება, კანის ვექტორიანები ჩქარობენ, რომ ცვლილებებზე რეაგირება არ დააგვიანონ, ამიტომ პირველები რეაგირებენ ცვლილებებზე. სწორედ ისინი ქმნიან ტექნიკურ პროგრესს, ოდესღაც არსებობდა მხოლოდ ციფერბლატიანი და ,,შნურიანი" ტელეფონები, კანის ვექტორიანების დახმარებით შეიქმნა უფრო პატარა დეტალები, ამან კი კაცობრიობას საშუალება მისცა შეექმნა მობილური ტელეფონები, ასევე მოხდა ნებისმიერი აპარატურის შემთხვევაში და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარდა ტექნიკური პროგრესი. ოღონდ კანური ცვლილებები ხდება ნაბიჯ-ნაბიჯ და არა ურეთრალურად მყისიერად. ყოველ ახალ ცვლილებაზე კანის ვექტორიანები რეაგირებენ მაშინვე, იყენებენ ახალ რესურსებს კიდევ უფრო რაციონალურად.

კანის ვექტორიანის მთავარი ძალა მისი მოქნილობა და სისწრაფეა, ამიტომ როდესაც სტრესი აქვს ზღუდავს კვებას, იმისთვის რომ გახდეს კიდევ უფრო მსუბუქი და მოქნილი. ანალის ვექტორიანი პირიქით, მას დიდი მოცულობის ფსიქიკა აქვს, ამიტომ მისი ძალა მის სიმძიმეშია, ამიტომ სტრესისას ქვეცნობიერად უნდება რომ გახდეს კიდევ უფრო დიდი, რაც აიძულებს ჭამას მოუმატოს, შეჭამს და მერე დიდხანს ზის ტუალეტში. ანალებისთვის ცვლილებები სტრესია, ამიტომ მათ ხშირად აქვთ წარსულის ნოსტალგია. კანის ვექტორიანებს კი წარსული საერთოდ არ აინტერესებთ, არც არანაირი ნოსტალგია არ აწუხებთ. რა დროს წარსულია როდესაც კაცობრიობა ასეთ პროგრესს განიცდის, ეს მათი მიდგომაა.

კანის ვექტორიანები იოლად იძენენ ახალ ნაცნობებს, ახალი ადამიანი ახალი სიტუაციაა, შეიძლება ახალგაცნობილი ადამიანი პირველივე დღეს ჩაიზე, ან ყავაზე დაპატიჟოს, სადილზე არა, სადილი ძვირია. ანალის ვექტორიანი ძალზე დიდხანს აკვირდება ახალ ნაცნობს, შეიძლება თუ არა მისი ნდობა, შეიძლება თუ არა მისი მიყვანა ისეთ წმინდა ადგილზე, როგორიც სახლია, ხომ შეიძლება გულში ცუდი განზრახვა ედოს (ანალის ვექტორიანები ყველას და ყველაფერს შეფასებას ხარისხობრივად უკეთებენ და არა კანის ვექტორიანებივით რაოდენობრივად).

კანის ვექტორიანებს აქვთ არც თუ ისე კარგი მდგომარეობა, როდესაც უჩნდებათ იოლად გამდიდრების სურვილი, ისინი ამ დროს თვლიან რომ გარკვეულმა სიახლემ მათ შეიძლება მოგება მოუტანოს, ასეთ დროს ხდებიან აზარტული მოთამაშეები და გარბიან კაზინოში, მთელ ფულს დებენ რაღაცაზე, რულეტი ტრიალებს, ბურთულა დარბის, გადის რაღაც მცირე დრო სანამ ბურთულა შეჩერდება, ამ წამების მანზილზე ის განიცდის ემოციების კოლოსალურ მოზღვავებას, წარმოიდგინათ რამდენიმე წამში ის ან ყველაფერს დაკარგავს, ან სწრაფად გამდიდრდება, ეს ფანტასტიური განცდაა, ტვინში ადრენალინის აფეთქებაა, ბოლო წამებზე დაძაბულობა პიკს აღწევს, თვითონ არც კი ინძრევა, მხოლოდ მისი თვალები დარბიან და მიდევენ ბურთულას, თითქოს ამ ბურთულამ დააჰიპნოზაო, როგორც კი ბურთულა შენელებას იწყებს, კანის ვექტორიანს დაძაბულობისგან სახეზე წითელი ლაქები გამოდის (ყველა ვექტორს საკუთარი ემოციური სენსორი აქვს, რომელზეც სტრესი აისახება, კანის ვექტორიანის ყოველგვარი სტრესი მის კანზე გამოვლინდება), გამოუვა თუ არა (კანის ვექტორიანები ნამდვილი ადრენალინის ნარკომანები არიან), სხვა, შედარებით რეალიზებული კანის ვექტორიანები ხსნიან კაზინოებს და მსგავს დაწესებულებებს და ასეთი დასტრესილი კანის ვექტორიანების ხარჯზე მდიდრდებიან. როდესაც ჩვენ ადრენალინზე ვსაუბრობთ ეს უმთავრესად კანის ვექტორიანების მახასიათებელია, ყოველგვარი შეჯიბრისას კანის ვექტორიანებში სწორედ ადრენალინი გამოიყოფა, ავტორალი, დუელები, ყველაფერი სადაც უკიდურესი რისკია საჭირო, კითხვა: გამომივა თუ არა, შემიძლია თუ არა, მათ აიძულებს გარისკონ. მონაწილეობენ რბოლაში, სახიფათო მოსახვევში შევარდებიან მთელი სიჩქარით და რისკის განცდა მათში იწვევს ადრენალინის მოზღვავებას. მოყვებიან ავარიაში, ნახევარ წელიწადს თაბაშირში გაატარებენ, გამოკეთდებიან თუ არა ისევ იგივეს უბრუნდებიან, მათ სურთ მძაფრი ემოციები, როგორც თვითონ ამბობენ ამით ,,კაიფს იჭერენ". სასურველია რომ კანის ვექტორიანი ბავშვები არ მიაჩვიოთ აზარტულ თამაშებს. კანის ვექტორიანები მიდრეკილნი არიან აზარტისკენ, თუმცა აქაც არის სხვაობა, ძალზე განუვითარებელი კანის ვექტორიანები თამაშობენ ისეთ აზარტულ თამაშებს სადაც ყველაფერი იღვალზეა დამოკიდებული მაგ: რულეტს, ხოლო შედარებით უკეთ განვითარებულები ამჯობინებენ ისეთ აზარტულ თამაშებს სადაც გათვლაა საჭირო მაგ: პოკერს ან პრეფერანსს, თუმცა პრინციპში ერთიც და მეორეც აზარტული თამაშებია, უბრალოდ სხვადასხვა მდგომარეობაში მყოფებისათვის.

ძველ დროში კანის ვექტორიანებმა კარგად იცოდნენ სად შეიძლებოდა ეშოვათ ნადავლი, იცოდნენ სად რა რესურსი იყო, თანამედროვეობაშიც ბევრი არაფერი შეცვლილა, თანამედროვე ქალაქში კანის ვექტორიანებმა ყველაზე კარგად იციან სად რა შეიძლება იშოვონ უფასოდ, ან უკიდურეს შემთხვევაში იაფად. კანის ვექტორიანები კარგად იცნობენ თავის საარსებო გარემოს, ისინი აკონტროლებენ საკუთარ სივრცეს.

კანის ვექტორიანები განქორწინების საქმეს ყველაზე სწრაფად აგვარებენ, ისინი ირჩევენ უფრო მომგებიან ვარიანტს. კანის ვექტორიანი ქალი რომელიც თვლის რომ მისი ქმარი იდიოტია, სწრაფად იღებს წასვლის გადაწყვეტილებას, შეაგროვებს ყველაფერს რაც კი ფასეული გააჩნია და წასვლის წინ შეიძლება წერილი დაუტოვოს: მშვიდობით, შენ მე მომბეზრდი, არ გაბედო ჩემთან დარეკვა! და მორჩა, ურთიერთობა შეწყვეტილია. თუ ქმარიც კანის ვექტორიანია ის უბრალოდ ყურადღებასაც არ მიაქცევს, წავიდა ჯანდაბამდე გზა ქონია, მაგრამ თუ ქმარი ანალის ვექტორიანია (ანალები მონოგამები არიან), ურეკავენ, თხოვენ დაბრუნებას, მათ უმოძრაო ფსიქიკა აქვთ, რომელიც ცვლილებებს ვერ ეგუება. კანის ვექტორიანები კი ნებისმიერ ცვლილებას მხოლოდ მიესალმებიან, გამოცვლიან მანქანას და მათ ფსიქიკაში ძველი უკვე აღარ არსებობს, ასევეა პარტნიორიც. ასეთი სისწრაფის გამო, როცა კანის ვექტორიანები სხვა ადამიანებს უყურებენ, განსაკუთრებით კი ანალებს, მათ აღიქვამენ როგორც მუხრუჭს. კანის ვექტორიანები ყველაფერს ნაუცბათევად აკეთებენ, ანალის ვექტორიანები კი ნელა, დინჯად, ხარისხიანად, არც ერთი უმნიშვნელო დეტალი რომ არ გამორჩეთ, რაიმეს ახსნასაც დიდხანს უნდებიან. სანამ ანალის ვექტორიანი ლაპარაკობს რა როგორ უნდა გაკეთდეს, კანის ვექტორიანს უკვე დამთავრებული აქვს საქმე. მაგალითად იყიდეს მიქსერი, კანის ვექტორიანი სწრაფად ააწყობს, და გასინჯავს მუშაობს თუ არა, ანალის ვექტორიანი ჯერ ინსტრუქციას წაიკითხავს, მერე ააწყობს. კანის ვექტორიანები სწრაფები და ეფექტურები არიან, ამიტომ არ უყვართ ზედმეტი მოქმედებების კეთება და თუ აუცილებლობას არ წარმოადგენს, ინსტრუქციის კითხვას ნამდვილად არ დაიწყებენ.

წარმოიდგინეთ დიდ დაწესებულებაში, სადაც უამრავი ხალხი მოძრაობს, ლიფტთან დგანან ანალის და კანის ვექტორიანი გოგონები, ლიფტი მოდის, კარი იღება, ლიფტი ხალხითაა გადაჭედილი, ისე რომ ნემსიც არ ჩავარდება, კანის ვექტორიანი სწრაფად შევარდება შიგნით, დააჭერს ხელს ღილაკს და ამ ყველაფერს ისე სწრაფად გააკეთებს, რომ გარეთ დარჩენილი ანალის ვექტორიანი აღშფოთებასაც ვერ მოასწრებს, მათ განსხვავებული ფუნქციები აქვთ, ამიტომ მათი მოქმედების სიჩქარეც განსხვავებულია. როგორი ფუნქციაც აქვს ვექტორს, ისეთივეა მისი თვისებები. კანის ვექტორიანის მოძრაობისა და მოქმედების სიჩქარე, მოქცეულია ურეთრალის მყისიერებასა და ანალის სიდინჯეს შორის, კანის ვექტორიანები არც უსწრებენ და არც ჩამორჩებიან ცვლილებებს, არამედ ყოველთვის არიან ლანდშაფტის თანაბრად.

თუ რაღაც მიზეზის გამო ვერ ასწრებენ ცვლილებებზე რეაგირებას, მაშინ იწყებენ ზედმეტი მოძრაობების კათებას, ანუ მუდმივად ჩქარობენ და არარეალიზებულობის გამო მათ მიერ გაკეთებული მოქმედებების უმეტესობა საერთოდ არაა საჭირო, აბსოლუტურად უსარგებლოა. მაგალითად: კანის ვექტორიანი (არც თუ ისე რეალიზებული) გოგონას მიყავს მანქანა, შორს გზაზე ხედავს დაგდებულ ქვას, ის იბნევა, ხან მარჯვნივ მიატრიალებს საჭეს, ხან მარცხნივ და ამ დაბნეულობაში შეიძლება მაინც ქვას დაეტაკოს. ანალის ვექტორიანსაც შეიძლება იგივე დაემართოს ოღონდ სხვა მიზეზით, ის დაბნეულობის დროს საერთოდ წყვეტს მოძრაობების კეთებას, მთელი ძალით ჩააფრინდება საჭეს და შეშდება. კანის ვექტორიანი ტრანსპორტითაც და ისეც ხშირად მოძრაობს ზიგზაგებით და ასეთი მოქმედების სტილი აისახება მთელ მის ცხოვრებაზე, როდესაც ასეთი ცუდი სცენარი უვითარდებათ, უკვე მოზარდობიდან არიან დაბნეულები, უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, ვერ ახერხებენ პროფესიის არჩევას, ასეთ დროს არასწორად აღიქვამენ საკუთარ რანგს, ასეთი კანის ვექტორიანები საკმაოდ თავხედები არიან, გიჟებივით ატარებენ მანქანას, ამით ქვეცნობიერად უსვამენ ხაზს, რომ სხვებზე სწრაფები არიან და სხვებზე უკეთ შეუძლიათ სივრცის გაკონტროლება, ასეთები სხვებს არაფრად აგდებენ, თუკი ასეთს დაინახავთ, მაშინვე მიხვდებით ვინ ზის საჭესთან და რა მდგომარეობაშია.

როგორც უკვე ვთქვით კანის ვექტორის როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ მოძრაობას (მოქმედებას) აღწერს ორი სიტყვა: სწრაფი და მოძრავი. ისინი ყოველთვის არიან ლანდშაფტის თანაბრად, ხოლო თუ ეჩვენებათ, რომ ცვლილებებს ან ჩამორჩებიან, ან უსწრებენ, ეს ორივე მათ ცუდ ცხოვრებისეულ სცენარს უვითარებს, ეს ნიშნავს, რომ ის ვერ მოქმედებს საკუთარი შინაგანი ფუნქციის შესაბამისად.

  შემდეგ ლექციაში განვიხილავთ კანის ვექტორის განვითარებას.

სტატიის ავტორი: ვ. იუნევი

მთარგმნელი: სერგო ღამბაშიძე

  • როგორ სარგებლობს კანური ზომა ანალური აზროვნებით

  • ომის და მშვიდობის მდგომარეობები კან-ორალურ ფსიქოტიპში

  • ფრთხილად, სკანდალისტია!

  • ურეთრალური და კანის ვექტორების შეთავსება.

  • ქვედა ვექტორები კომბინაციებში

  • კანის ვექტორი - განვითარება

  • კანის ვექტორი - აზროვნება

  • კანის ვექტორი - გარეგნული იერსახე