შურის ჭია
შურის ჭია
კანური შეფასება
წარმატება და გამართლება შეფასების კანური კატეგორიებია, ამით აფასებენ სად არიან თვითონ და სად სხვები. კანური შედარება ცნობს ადამიანთა ორ ტიპს: პირველი კატეგორია არის საკუთარი თავის სხვებთან (წარუმატებლებთან) შედარება, ანუ მათ აქვთ ვიღაცაზე მეტი, არიან ვიღაცაზე წარმატებულები და ძლიერები, მეორე კატეგორია არის სხვების (წარმატებულების) შედარება საკუთარ თავთან, ანუ როცა სხვას აქვს მათზე მეტი, სხვა არის მათზე წარმატებული. ეს მათ უყალიბებს რეაგირების ორ სტილს:
1. როცა ვიღაცას მათზე მეტი აქვს, კანის ვექტორიანები ამას ასე უყურებენ – ვიღაცამ მოიხვეჭა მათზე მეტი, ამიტომ ეს მათში წარმოშობს შურს. კანებისთვის ძნელია იმაზე ცუდ სიტუაციაში ჩავარდნა როდესაც უწევთ თანამშრომელს მიულოცონ ახალი მანქანის ყიდვა, სიტყვით ალბათ მიულოცავენ, გულში კი ფიქრობენ: ,,ამის დედაც, ამნაირმა დამპალმა ასეთი მანქანა როგორ იყიდა, ნეტა დაემტვრეს”. სხვისთვის ასეთი მანქანის არსებობა მათ თავმოყვარეობაზე აწვება, ამით იღებენ მინიშნებას რომ თვითონ ნაკლებწარმატებული არიან. შური კანის ვექტორიანებისთვის ძლიერი მამოძრავებელი ძალაა, ასეთ დროს ხშირად აძაგებენ მათზე წარმატებულს, შური თავისზე წარმატებულის მიმართ ახასიათებს როგორც განუვითარებელ, ისე განვითარებულ კანის ვექტორიანს, იმიტომ რომ ეს მათი აზროვნებიდან გამომდინარეობს და ნებისმიერ კანის ვექტორიანს აზროვნება ასე უმუშავებს, მაგრამ ეს შური განვითარებულში და განუვითარებელში სხვადასხვანაირან ვლინდება: განუვითარებელ კანის ვექტორიანს შური დესტრუქციული მოქმედებისკენ უბიძგებს, მაგალითად შეიძლება ღამით თანამშრომელს იმ ახალი მანქანა დაუჩხაპნოს, ან საბურავში ლურსმანი ჩაურჭოს, მიდგომა ასეთია: თქვენ უნდა ჩამოვარდეთ ისეთ ცუდ მდგომარეობამდე სადაც ჩვენ ვართ. განვითარებული კანის ვექტორიანს კი შური უბიძგებს მოქმედებისკენ, ანუ ეცდება გახდეს ისეთივე წარმატებული როგორც მისი თანამშრომელია და თვითონაც შეძლოს ისეთივე მანქანის ყიდვა, ანუ ეს შური მისთვის პოზიტიურად მუშაობს და აიძულებს გახდეს უფრო წარმატებული.
2. როცა მათ აქვთ ვიღაცაზე მეტი. ეს მათ აძლევს განცდას რომ არიან სხვებზე ეფექტური, სხვებზე წარმატებული. ეს კი კანის ვექტორიანებს ხდის ამპარტავნებს. მუდმივად ხაზს უსვამენ რომ სხვაზე მაღალი რანგი აქვთ. ისინი ხშირად უსვამენ ხაზს რომ მათთან შედარებით სხვები წარუმატებლები და უიღბლოები არიან. მათზე დაბლა მდგომებს თავის ტოლად არ თვლიან და მათთან ურთიერთობაზე უარს ამბობენ, ამიტომ ასეთი კანის ვექტორიანები (თუ მათ რომელიმე ზემო ვექტორი არ ერთვით) არიან ძალზე თავხედები. თუ მაგალითად ასეთ მდგომარეობაში მყოფ კანს ერთვის სმენა ან ვიზუალი, შეიძლება იყოს ძალზე ინტელიგანტური. განვითარებული კანის ვექტორიანი არ იქნება თავხედი, ის იქცევა თავდაჭერილად. კანის ვექტორიანს გააჩნია შინაგანი სასწორი, რი მიხედვითაც მუდმივად თვლიან, ანაწილებენ ადამიანებს. სწორედ კანის ვექტორიანების მოგონილია სხვადასხვა ჰიტ-პარადები და ტოპ ათეულები, ამით ითვლიან ვინ არის მეორე, ან მეათე, ან ყველაზე საუკეთესო. კანის ვექტორიანები ადგენენ ფინანსურ რეიტინგებს, ვინ ვიზე მდიდარია, რომელმა მილიონერმა რამდენი იშოვა ან დაკარგა ამ წელიწადში, ვინ რომელ ადგილზეა ფინანსურ რეიტინგებში. კანის ვექტორიანებმა მოიგონეს სპორტული მედლები, ოქროთი ხაზს უსვამეთ რომ მისი მფლობელი ყველაზე სწრაფი კანის ვექტორიანია, ვერცხლის მფლობელი ოდნავ მასზე ნელი და ა.შ.
შურის ჭია
ნებისმიერ კანს აქვს შურის შეგრძნება. თუმცა, ეს ყოველთვის დესტრუქციული მოვლენა არ არის. განვითარებული კანისთვის სხვა ადამიანის ქონებრივი უპირატესობა, სტიმული ხდება უფრო მეტი ძალების მობილიზაციისთვის, მამოძრავებელი ძალაა, რათა მეტად მოინდომოს და მეტი ფული გამოიმუშავოს – იყიდოს წარმატებული მეზობლის მსგავსი მანქანა, ან უფრო უკეთესიც კი, დაიკავოს უფრო მაღალი თანამდებობა და ა. შ. ასეთ შურს „თეთრსაც“ უწოდებენ ხოლმე.
განუვითარებელი, ან ცუდ მდგომარეობაში მყოფი კანი სხვებისთვის მეტი რესურსების აღმოჩენისას გრძნობს ნამდვილ „შავ“ შურს. ასეთი შურიანი კანი განსაკუთრებულად ღიზიანდება, თუ ახლობელი და ერთ დროს მის მსგავს პოზიციაზე მყოფი ადამიანი ხდება მასზე უფრო მეტად წარმატებული. ასეთ შემთხვევებში შურიანი კანი გამალებულად იწყებს წარმატებული ადამიანის თვალში ბეწვის ძიებას.
ყველა თავისთვისაა
თუ რომელიმე მისი ახლობელი წარმატებული გახდა, შურიანი კანისთვის ეს პირადი შეურაცხყოფაა და თავს დამარცხებულად გრძნობს. მეგობრისთვის ახალი სახლის ყიდვის მილოცვა, მისთვის საშინლად უსიამოვნო და მძიმე პროცესია. „როგორ“– იტყვიან ვიზუალები – „ჩვენ ხომ ყველანი ძმები და დები ვართ, ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს, ერთმანეთს მხარში უნდა ამოვუდგეთ და ერთმანეთის წარმატებაც უნდა გვიხაროდეს“. კიიი როგორ არა. ასეთმა კანებმა მშვენივრად იციან როგორაა მოწყობილი სამყარო. „აი, საიდან აქვს ახალი სახლის საყიდელი ფული?“ ფიქრობს ის, „რა თქმა უნდა მოიპარა. იქნებ საერთოდ მისი სახლი არცაა“.
ამავე დროს მეგობარს აჩვენებს, რომ ძალიანაც გაუხარდა მისი წარმატება, რამე იაფფასიან საჩუქარსაც იყიდის, სამაგიეროდ ჭორებს დაყრის, რომ მისი მეგობარი სხვისი ადამიანის სახლში შეძვრა, რომელიც იპოთეკით ქონდა აღებული, აი ასე. თუმცა საინტერესოა ის ფაქტი, რომ მასზე ძალიან დიდი უპირატესობის მქონე ადამიანების მიმართ, მაგალითად პრეზიდენტის მიმართ, მას ასეთი გრძნობა არ უჩნდება, რადგან კარგად ესმის, რომ სახელმწიფოს მეთაურთან თავის შედარება უაზრობაა.
ქედმაღალი და შურიანი
კანს ძალიან ეშინია, რომ ვინმეს მასზე მეტი რესურსი ექნება, შიშის ეს გრძნობა ხშირად კანის თავხედურ თვისებასთანაც თანაარსებობს. ასეთი ადამიანი ძალიან ქედმაღლურად იქცევა და სხვებს დამამცირებლადაც კი ეპყრობა. ეს განსაკუთრებით მძაფრდება, თუ კანი საკმაოდ მაღალ თანამდებობას იკავებს, მაგალითად, მსხვილ კორპორაციას ხელმძღვანელობს. კანი პირველობისთვის არ არის დაბადებული, მას ამისთვის შესაბამისი თვისებები არ აქვს, მის ზევით აუცილებლად ვიღაც უნდა იდგეს, ის, ვინც თავად სამყარომ დაბადა მეთაურად–ურეთრალური ბელადი. კანი საკმაოდ დიდი ადგილის დაკავებისას, თავს დისკომფორტულად გრძნობს და ქვეცნობიერად სურს კომფორტის ზონაში დაბრუნება, მაგალითად უფრო დაბალი თანამდებობის დაკავება, თუმცა მაღალი თანამდებობის და შემოსავლის დათმობაც არ უნდა. ამ შემთხვევაში მისი ქცევა თავხედური ხდება. მთელი თავისი არსით აჩვენებს ყველას, რომ ის მაღალი დონისაა, უკეთესია სხვებზე და დანარჩენები მასთან ურთიერთობის ღირსნიც არ არიან. ქვეცნობიერად მას იმის იმედი აქვს, რომ გამოჩნდება ვინმე, რომელიც თავის ადგილს მიუჩენს, ასეთ მძიმე ტვირთს მოხსნის და დააბრუნებს თავის ადგილზე, თავის ბუნებრივ მდგომარეობაში. თავხედი და შურიანი კანი ზედ ევლება ყველას, ვინც რითიმე მასზე მაღლა დგას თუნდაც თანამდებობრივად, სამაგიეროდ დანარჩენებს ძაღლადაც არ აგდებს, დაბალი დონის ადამიანებივით ექცევა. თუ ამავე დროს განუვითარებელი ვიზუალიც ერთვება სცენარში, მაშინ ასეთ სურათს მივიღებთ – „ ეს რა ბოსელია, სად მომიყვანე? ეს კლუბი კი არა რაღაც სანაგვეა. ერთი შეხედე რა აცვიათ, ფუ, ეს ხომ ჩინელებმა შეკერეს სადღაც სარდაფებში, ასეთი ძონძები საერთოდ როგორ უნდა ჩაიცვა? წავიდეთ რა აქედან“. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ასე ქედმაღლურად საუბრისას და თავისი უპირატესობის დემონსტრირებისას ის შიშით კვდება, კანს ეშინია, რომ მის გვერდით აღმოჩნდება მასზე უკეთესად ჩაცმული ადამიანი და დასცინებს მას ზუსტად ისე, როგორც ის სხვებს დასცინოდა.
შურის ტყვეობაში მყოფნი, საშინლად ვიზღუდებით და ვაფრთხობთ ადამიანებს. სვფ კარგად გვიხსნის რამდენად დესტრუქციული შეიძლება იყოს შური და გვეხმარება ეფექტურად მივმართოთ ჩვენი თვისებები საჭირო მიმართულებით. ამ დროს სხვების მატერიალური უპირატესობით უკვე აღარ დავპანიკდებით, შვებით ამოვისუნთქებთ და უფრო ლაღ ცხოვრებას დავიწყებთ.
https://archive.is/NMbTc#selection-2707.0-2717.16
მთარგმნელი: ლიზი ხუციშვილი