კანის ვექტორის გარეგნული იერსახე


კანის ვექტორის გარეგნული იერსახე

  გახსოვდეთ! ადამიანთა დიაგნოსტირებისას ნუ იხელმძღვანელებთ მხოლოდ გარეგნული ნიშნებით!

კანის ვექტორი, კანის ადამიანები, როგორები არიან ისინი? ალბათ გსმენიათ პომპეის შესახებ, ესაა ქალაქი რომელიც ერთ დღეში განადგურდა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, არქეოლოგებმა დაადგინეს, რომ ბევრი დაღუპული, მოკვდა მაშინ როდესაც ცდილობდნენ არა საკუთარი სიცოცხლის, არამედ ძვირფასეულობის გადარჩენას. წარმოიდგინეთ კადრი: ირგვლივ ყველაფერი ინგრევა, მოდის ლავა, ასეთ უბედურებაში კი ზოგიერთი ბრუნდება უკან იმიტომ რომ სახლში დარჩათ რაიმე ძვირფასეულობა, ან სახლის კარი დარჩათ ჩასარაზი. აგროვებენ მთელ ძვირფასეულობას, თავისასაც და სხვისასაც რადგან ფიქრობენ რომ ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ცხოვრება უნდათ, გათვლა ასეთია: როცა ყველაფერი გაივლის მე ყველაზე მდიდარი ვიქნები, მოკლედ არ უშვებენ სწრაფად გამდიდრების შანსს. ასწლეულების შემდეგ არქეოლოგები პოულობენ გვამებს რომლებსაც აქვთ სახეზე შეყინული ბედნიერი ღიმილი, ხელში კი ძვირფასეულობა, ან მონეტები აქვთ ჩაბღუჯული. მათი ოცნებიდან დარჩა მხოლოდ სიმდიდრის კანური სურვილი, სინამდვილეში დაიხოცნენ ფულით ხელში. ჩვენი კურსების შემდეგ თქვენ იოლად მიხვდებით ვინ იყვნენ ეს ხალხი.

მაშ ასე, კანის ვექტორი, საერთო რაოდენობა ადამიანთა 24%, როგორც ერთვექტორიანებში ისე სხვა ვექტორებთან ერთად, მათი კომფორტის ფიგურაა ჯვარი, ესაა ფიგურა რომელიც გამოხატავს კანის ვექტორის არსს, კომფორტული ფერია ხაკისფერი (ეს ყველაფერი გამოთვლილია ვიქტორ ტალკაჩოვის მიერ) (კომფორტული ფიგურების და ფერების შესახებ დაწვრილებით მეორე დონეზე ვისაუბრებთ), თანამედროვე ეპოქაში, მითუმეტეს ქალაქებში, ძალზე ძნელად შეხვდებით ერთვექტორიან კანს, ქალაქი თანამედროვე ეპოქაში არის ისეთი სივრცე, სადაც ერთვექტორიანი ადამიანისთვის ძალზე ძნელია რეალიზება, მითუმეტეს მრავალვექტორიანი ინდივიდების ფონზე, ქალაქი საკმაოდ რთული ლანდშაფტია და იქ გადასარჩენად საჭიროა უფრო მეტი და რთული თვისებების გამომუშავება ვიდრე ეს გააჩნია ერთვექტორიან ინდივიდს. ამიტომ თქვენ თქვენს გარშემო სავარაუდოდ ვერ ნახავთ ერთვექტორიან კანს, სამაგიეროდ საკმაოდ ხშირია სხვა ვექტორებთან შერწყმული კანი მაგალითად: კან-კუნთ-ანალები, შეიძლება მათ ერთვოდეთ კიდევ რომელიმე სხვა ვექტორიც. დაიმახსოვრეთ, რომ თანამედროვე გარემოში ადამიანებს როგორც წესი აქვთ 3, 4 ან 5 ვექტორი (იშვიათად მეტი ან ნაკლები), ამიტომ იშვიათია ცალკე კანის ან კან-კუნთის ადამიანი გაითვალისწინეთ რომ კუნთის ვექტორი სხვა ვექტორებთან აბსოლუტურად ერწყმის და კან-კუნთის ადამიანს შეიძლება ვუწოდოთ გაძლიერებული კანის ვექტორიანი. თუმცა როგორც გითხარით მხოლოდ კანის, ან კან-კუნთის კომბინაცია შეიძლება ნახოთ მხოლოდ პატარა, მივარდნილ სოფლებში, სადაც საარსებო სივრცე გაცილებით უბრალო და მარტივია ვიდრე ქალაქში, სამაგიეროდ სოფლებში ისევე იშვიათია მრავალვექტორიანი ადამიანი, როგორც დიდ ქალაქებში 1 ან 2 ვექტორიანი. დავუბრუნდეთ კანის ვექტორიანებს. აღვწეროთ კანის ადამიანების გარეგნული ფიზიკური ნიშნები: კანის ვექტორიანები შეიძლება სხვადასხვანაირად გამოიყურებოდნენ სხვადასხვა ვექტორულ წყობაში, ასევე გავლენას ახდენს გარემო პირობები, ცხოვრების წესი და ა.შ. ამიტომ ნუ იმსჯელებთ მხოლოდ ფიზიკური ნიშნებით. კანის ვექტორიანები შეიძლება სხვადასხვანაირად გამოიყურებოდნენ, მაგრამ ყველა მათგანს თვისებათა ერთნაირი ნაკრები აქვს (განსხვავებულია მხოლოდ ამ თვისებათა რეალიზაციის დონე). ამიტომ მხოლოდ გარეგნული ნიშნები სადიაგნოსტიკოდ არ კმარა, მაგრამ ძალიან კარგი დამხმარე საშუალებაა.

კანის ვექტორიანებს აქვთ განსაკუთრებულად მგრძნობიარე კანი, ეს უცებ იგრძნობა, მათი კანი თხელი და ნაზია. მაგალითად მას შეუძლია მთელი სხეულით შეიგრძნოს ნიავის ქროლვაც კი, რომელიც ნაზად ეალერსება მის სხეულს, ეს მათთვის ძალზე სასიამოვნოა.

კანის ვექტორიანი ბავშვები ხშირად თხოვენ მშობლებს მოფერებას, მათ სიამოვნებთ როცა ეფერებიან ყელზე, კისერზე, ზურგზე, უყვართ ნაზი შეხება (ტაქტილური კონტაქტი), ზრდასრულ კანის ადამიანებსაც ასევე სიამოვნებთ ნაზი შეხება და ალერსი, უყვართ როცა ეხებიან, ეფერებიან, მათ მოწონთ როცა მათ ნაზად ეხებიან და სამაგიეროდ თვითონაც მზად არიან იგივე გააკეთონ სხვებთან მიმართებაში. ალერსიანები არიან, ზრდასრულ კანის ვექტორიან მამაკაცსაც კი ძალზე მგრძნობიარე კანი აქვს, უბრალოდ ხშირად ამის გამომჟღავნების კომპლექსი აქვთ, რადგან ეშინიათ რომ არასწორად გაუგებენ. კანის ვექტორიანი გოგონები ზემგრძნობიარენი არიან, უხეში შეხებისას იოლად ულურჯდებათ კანი.

ალბათ გსმენიათ ზღაპარი ,,პრინცესა მუხუდოს მარცვალზე", ის პრინცესა ნამდვილი კანის ვექტორიანი იყო, იწვა 5 ლეიბზე, მაგრამ მათ ქვეშ დადებული პაწაწინა მარცვალი მაინც შეიგრძნო. პატარაობაში ხშირად აქვთ საყვარელი ფუმფულა სათამაშო რომელსაც ნაზად იხუტებენ (ზოგჯერ ბიწებიც კი), ზრდასრულები კი ბეწვის ქუდს და სიამოვნებთ როგორ ეხება ის მათ კანს.

არის საწინააღმდეგო სიტუაციაც. როდესაც კანის ვექტორიან ადამიანს აქვს ნერვოზი, ამ დროს მისი თვისებები ამოტრიალებულია, მაშინ პირიქით მათი კანი უხეშდება და ისე გამოიყურება როგორც დამსკდარი მიწა უდაბნოში (ამ დროს ხშირად უვლინდებათ კანის დაავადებები: ჰერპესი, ფსორიაზი, ეგზემა და ა.შ.), ასეთ დროს მათი კანი ხშირად საერთოდ ან ნაწილობრივ კარგავს მგრძნობიარობას. არის სხვა ტიპის ნერვოზიც როდესაც მათი კანი უბრალოდ ზემგრძნობიარე ხდება, იმდენად რომ ოდნავი შეხებაც კი მათში უსიამოვნო განცდას იწვევს.

კანის ვექტორიანების უმეტესობას არ უყვარს ღიტინი. მათ ძალიან უყვართ მაზები, კოსმეტიკური კრემები, იმისთვის რომ მათი კანი ინარჩუნებდეს ბრწყინვალებას და სინაზეს. ძალიან უყვართ შხაპის ქვეშ დგომა, როცა ოდნავ იცვლება ტემპერატურა, ოღონდ ყოველგვარი ზედმეტობის გარეშე (წყალი არ უნდა იყოს ზედმეტად ცივი ან ცხელი), ძალიან უყვართ როდესაც წყალი კანზე ესხმევათ.

ეს ყველაფერი კანის ვექტორიანისთვის უაღრესად სასიამოვნოა. შხაპს უბრალოდ აღმერთებენ. (ანალის ვექტორიანები მაგალითად სრულიად საწინააღმდეგოდ იქცევიან: ავსებენ აბაზანას წყლით და საათობით წვანან შიგ სპილოებივით).

ვერ იტანენ როცა საწოლში თუნდაც პატარა ნამცეცი მოხვდება, მათ კანს არ სიამოვნებს არაფერი ზედმეტი. ალბათ მიხვდებოდით რომ მათთვის ძალზე სასიამოვნოა ყოველგვარი მასაჟი, სპა სალონები, შეუძლიათ 2-3 საათი იტარონ მასაჟის პროცედურები, დაბრუნებულები კი პარტნიორს ეუბნებიან: ძვირფასო ნახე როგორი ლამაზი ვარ, შეხედე რა ნაზი და ელასტიურია ჩემი კანი. მაგალითად ერთ ვექტორიანი ანალი არასოდეს გადაიხდის ფულს მასაჟში, მისთვის ეს სისულელე და დროის კარგვაა, რადგან ანალებს არ ესმით რას ნიშნავს განსაკუთრებული კანი. კანის ვექტორიანის კანი იდეალურად ასახავს მის შინაგან მდგომარეობას, დაკარგავს ლარს და ნერვიულობისგან შეიძლება ქავილი აუტყდეს, საშუალო დანაკარგზე შეიძლება ბუსუსი გამოუვიდეს, დიდ დანაკარგზე კი უკვე სერიოზული კანის დაავადებები ემართება (აქ იგულისხმება არა მარტო დანაკარგები, არამედ ნერვოზებიც). ნებისმიერი სტრესის დროს ქავილი უტყდებათ, ასე უკეთებენ სტიმულირებას თავის ეროგენულ ზონას, სწორედ კანის ვექტორიანები იკვნეტენ ფრჩხილებს, ფრჩხილებით აწვალებენ ნუნებს და იფიცქნიან კანს, ყოველგვარი კანის დაავადება სწორედ კანის ვექტორიან ადამიანებს ემართებათ. კანის ვექტორიანებს ადვილად ემჩნევათ პატარა ნაკაწრიც კი, იოლად რჩებათ შრამები. კანის ვექტორიანი მამაკაცებისთვის აუცილებელია გამოიყენონ სპეციალური საპარსი კრემები.

კანის ვექრორს ახასიათებს განსაკუთრებული და სპეციფიური სექსუალურობა. ყოველი ნაზი შეხება უკიდურესად სასიამოვნო განცდას უღვიძებს მათ, განსაკუთრებით კანის ვექტორიან ქალებს, მათ აქვთ შეხებითი მეხსიერება და თუ რომელიმე შეხება მათთვის სასიამოვნო იყო ეს დიდხანს ახსოვთ, განსაკუთრებით მაშინ თუ ამ შეხებას მოჰყვა ნაზი და სასიამოვნო სექსი.

ვიქტორ ტალკაჩოვი წერდა, რომ კანის ვექტორიან ქალებს აქვთ განსაკუთრებით მგრძნობიარე კლიტორი, მამაკაცებს კი უკიდურესად მგრძნობიარე ფალოსი. თუმცა ისიც აღსანიშნავია რომ მათ პატარა ლიბიდო აქვთ და საკმაოდ სწრაფად კმაყოფილდებიან სექსით (თუ ანალი, ორალი, ან ურეთრა არ ერთვით).

კანის ვექტორიანებს აქვთ შეხებითი ტალანტი, რაც იმას ნიშნავს რომ მათ განსაკუთრებულად მგრძნობიარე თითები აქვთ, თუკი ისინი უკრავენ რაიმე ინსტრუმენტზე, ეს ინსტრუმენტი იქნება ძირითადად სიმებიანი ან დასარტყამი. მათი თითები ძალზე მოქნილია, ამიტომ თუ არარეალიზებულები არიან, შეიძლება გახდნენ ჯიბის ქურდები. კანის ვექტორიანებს, განსაკუთრებით ქალებს აქვთ ძალზე ლამაზი, მოხდენილი და მგრძნობიარე ხელები. კანის ვექტორიანები არიან მოქნილები, სპორტულები, მოყვანილი სხეულით, აქვთ იდეალური მეტაბოლიზმი (საკვების მონელება).

აქვთ ჯანმრთელი, აქტიური სხეული, უმეტესად გამხდრები, თხელი ტუჩებით, (კუნთ-ანალებს კი არ გვანან დათვებივით რომ დაბაჯბაჯებენ), მათ ყველაფერი ნორმაში აქვთ. მოქნილობა, სპორტი, ფიზმომზადება, სხეულის გაკაჟება, სირბილი დილაობით, ამ ყველაფრით მხოლოდ კნის ვექტორიანები არიან დაკავებული.

კანის ვექტორიანები არიან ძალზე მოძრავები, სწრაფები, მოქნილები, თუმცა თუ სწორად არიან რეალიზებულები არ უყვართ არანაირი ზედმეტი მოქმედება. განუვითარებელი კანის ვექტორიანები პირიქით სულ ცანცარებენ და ასრულებენ უამრავ არასაჭირო მოქმედებას. განვითარებული კანის ვექტორიანები ასრულებენ მხოლოდ იმ მოქმედებებს რომლის შესრულებაც საჭიროა, ქუჩაში მოძრაობენ ისე მოხდენილად და მოქნილად რომ იშვიათად ეხებიან ვინმეს, ნებისმიერ მოქმედებას ასევე მოქნილად და მოხდენილად ასრულებენ. მაგალითად: თუ ძირს დაუვარდა ცხვისახოცი ის ერთი მოხდენილი მოძრაობით აიტაცებს და გზას გააგრძელებს, ანალის ვექტორიანი იგივე სიტუაციაში, შეჩერდებოდა, ფეხებს განზე გაწევდა, ხვნეშით დაიკუზებოდა და ცხვირსახოცს ნელა აიღებდა. კანის ვექტორიანები კარგად ფლობენ საკუთარ სხეულს, აქვთ სივრცის შეგრძნების იდეალური უნარი, პრინციპში ასეც უნდა იყოს, რადგან კანის ვექტორი სივრცის მეოთხედის გარე ნაწილს განეკუთვნება.

სივრცის მეოთხედის შიდა ნაწილი კუნთის ვექტორია, ისინი აბსოლუტურად განსხვავებული ხალხია, მათ მოგვიანებით დავახასიათებთ.

კანის ვექტორიანები ძალზე კარგად ცეკვავენ, კარგად გრძნობენ რიტმს, ისინი ტკბებიან ცეკვით, რიტმის აყოლით. კანის ვექტორიან გოგონებს ცეკვა განსაკუთრებით უყვართ და ხშირად დადიან კიდეც ცეკვაზე. კანის ვექტორიან ბიჭებს ასევე უყვართ მოძრაობა და ისინი დადიან სპორტის სხვადასხვა სახეობებზე. ანუ კანის ვექტორიანი გოგონები სხეულს აქტივაციას უკეთებენ ცეკვით, ბიჭები - სპორტით.

კანის ვექტორიანებს გააჩნიათ დამახასიათებელი ჟესტიკულაცია: ახასიათებთ თითის დაქნევა განსაკუთრებით როცა რაღაცას გიკრძალავენ: ,,არ შიძლება!" თან თითს იქნევენ, ასევე დამახასიათებელი ჟესტია დოინჯი (ძირითადად კანის ვექტორიანი ქალებისთვის). არ აგერიოთ კანის და ანალის ვექტორიანების ჟესტები! კანის ვექტორიანების ჟესტები უმეტესად არის მიმანიშნებელი, ან ამკრძალავი (ხშირად ახასიათებთ თითის გაშვერა, ან სწრაფი და განმეორებადი ჟესტები), ანალის ვექტორიანის ჟესტები კი დამრიგებლური (ანალის ვექტორიანს დინჯი ჟესტიკულაცია აქვს). კანის ვექრორიანებს ასევე უყვართ თითების ტკაცუნი, ახასიათებთ თითით საკუთარი კანის ფიცქნა, ტანსაცმლიდან ზედმეტი გამონაძენძების მოწიკნა, ასევე ხშირად ახასიათებთ ნერვული ჟესტები.

კანის ვექტორიან გოგონებს ხშირად აქვთ ერთად შეკრული თმები, ცხენის კუდივით, ბიჭებს ხშირად აქვთ გვერდიდან შემელოტებული თმები.

კანის ვექტორიანებს აქვთ თხელი ტუჩები, განსაზღვრულ მდგომარეობაში ტუჩები მჭიდროდ აქვთ მოკუმული, ისე რომ ზედა ტუჩი ქვედას ქვეშ თითქმის იკარგება.

განუვითარებელ კანის ვექტორიანებს აქვთ არამეტყველი თვალები, რომლის თვალის კაკლები სულ აქეთ იქით დარბიან, განვითარებულებს განსაკუთრებული მახასიათებელი თვალებზე არ აღენიშნებათ.

აქვთ სწრაფი და ლაკონური მეტყვლება, უყვართ აბრევიატურების გამოყენება, იტყვიან: სვპ და არა სისტემა ვექტორული ფსიქოლოგია. საუბრისას ზოგჯერ სიტყვებსაც ყლაპავენ, აქვთ წვრილი ხმა (თუ ანალი ან ორალი არ ერთვით), არ გაგიკვირდეთ თუ საუბრისას კანის ვექტორიანი თქვენი შემოსავლით დაინტერესდა, ისინი ძალიან ცნობისმოყვარეები არიან, ხშირად ინტერესდებიან სხვების პირადულით, მაგრამ არ უყვართ საკუთარ თავზე ლაპარაკი. საუბრისას ხშირად იყენებენ სიტყვებს: სწრაფი, სასარგებლო, ეფექტური, კონტროლი, დისციპლინა, რეჟიმი, არა, არ შეიძლება, გამორჩენა და ა.შ.

კანის ვექტორიან მამაკაცებს ხშირად უყვართ ფორმის ჩაცმა, ქვედა 4 ვექტორიდან ორს (კუნთს და კანს) ფსიქიკაში გააჩნია ომის და მშვიდობის მდგომარეობები, დანარჩენ ორს რაც შეეხება: ურეთრალი ყოველთვის ომის მდგომარეობაშია, რადგან ის ბელადია და მუდამ მზადაა წაუძღვეს ჯგუფს, ანალი კი მუდმივად მშვიდობის მდგომარეობაში, რადგან ის ფსიქიკურად უმოძრაოა, მისი ყურადღება მთლიანად წარსულისკენაა მიმართული.

კანის ვექტორიანებს კი აქვთ ორივე მდგომარეობა და ძალზე მკაფიოდ ავლენენ ომის მდგომარეობას (განსაკუთრებით კაცები), სწორედ ომის მდგომარეობაში მყოფ კანის ვექტორიანებს უყვართ ფორმა, თუ ჯარში არიან ეს ფორმა არის სამხედრო, თუ არ მაშინ უყვართ მომდგარი კოსტუმები და ჰალსტუხი. მშვიდობის მდგომარეობაში იცვამენ თავისუფლად, შეიძლება ეცვათ შორტები, სპორტულები და ა.შ. კანის ვექტორიანი ქალები ხშირად იცვამენ შარვლებს ასევე კანის ვექტორიანები იხვრეტენ ტუჩებს, ენას, ჭიპს, ცხვირს, ძუძუს თავებს, ატარებენ სხვადასხვა სახის პირსინგებს, ოღონდ განსაზღვრულ მდგომარეობაში (ამ მდგომარეობას ცოტა მოგვიანებით დავუბრუნდებით).

სტატია თარგმნილია ვ.იუნევის ლექციებიდან

მთარგმნელი: სერგო ღამბაშიძე


მსგავსი სტატიები

  • კანის ვექტორიანი ბავშვები

  • კანის ვექტორის საუკეთესო განვითარება

  • ქვედა ვექტორები კომბინაციებში

  • კანის ვექტორი - ოჯახური ურთიერთობები

  • ქალი მომავლიდან

  • ფრთხილად, სკანდალისტია!

  • კანური ფსიქოტიპის ხასიათი

  • კანის ვექტორი - აზროვნება