დეპრესია, სიბნელე და სიჩუმე მარტოხელა გულში.
დეპრესია, სიბნელე და სიჩუმე მარტოხელა გულში
სიცოცხლის ხალისი აღარ გაქვთ მაგრამ არც ექიმთან მიხვალთ და ერთი ორი დღით დეპრესიისგან სამკურნალო ცნობასაც ვერ გამოაწერინებთ. საიდან ჩნდება ან სად მიდის ის? დეპრესიისგან განთავისუფლების ერთადერთი გზა მის არაცნობიერ ფესვებში გარკვევაა.
შავი კაცი, შავი კაცი, შავი კაცი
საწოლზე ჩამომიჯდება
შავი კაცი
მთელი ღამე არ დამაძინებს…
ს.ესენინი
ეს ლექსი ესენინმა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დაწერა, მისი ადრინდელი შემოქმედება გვიანდელისგან საგრძნობლად განსხვავდება. ჩემმა ორსულმა თანაკურსელმა უარიც კი თქვა ესენინის შემოქმედების სპეცკურსზე – იმდენად დამთრგუნველი იყო ეს ლექსები.
დეპრესიის მკურნალობა ესენინის დროს მხოლოდ ბრომსა და შთაბეჭდილებების შეცვლას ითვალისწინებდა. მას შემდეგ მედიცინის კოლოსალური განვითარების მიუხედავად დეპრესიასთან ბრძოლა ისევ რჩება ფსიქოთერაპიის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემად. მისი მიზეზები დაწვრილებითაა აღწერილი, შემუშავებულია ფსიქოკორექციის უამრავი მედიკამენტოზური თუ სხვა მეთოდი, მისგან თავის საბოლოოდ დაღწევის გზა კი მაინც ვერ მოინახა, რადგან სრულიად უგულებელყოფილია ავადმყოფის არაცნობიერის სტრუქტურა, ან თუ სვფ-ს ტერმინებს გამოვიყენებთ – ვექტორული შემადგენლები.
ის რაც ესენინის თავს ხდებოდა სვფ სუიციდალურ კომპლექსს უწოდებს, რომელიც ურეთრალ-სმენებს ახასიათებს. დროსთან ერთად სმენური ჩავარდნები უფრო ხანგრძლივი და მძიმე ხდება, ურეთრალური აღმასვლები კი უფრო იშვიათი. ვიდრე ხანგრძლივი დეპრესია სიუციდალური მიდრეკილებების წარმოქმნას არ განაპირობებს. ამვარი დეპრესიის მკურნალობა განსაკუთრებით ძნელია – ურეთრალ-სმენის დეპრესია – უეცარია. ცუდად ორგანიზებული ჩაღრმავება საკუთარ თავში ყველაზე დიდი მხიარულების დროს, როცა ამას ვერავინ წარმოიდგენს.
დაზიანებული სმენისთვის ნებისმიერ ვექტორულ კომბინაციაში ძნელია ავსება, სმენური ძიება ხომ უსასრულოა, მისთვის სწორი მიმართულების მიცემა სისტემური ცოდნის გარეშე შეუძლებელია. თუ ინდივიდის ფსიქიკური სტრუქტურა გესმით, დეპრესიასთან ბრძოლა იოლდება. ვიდრე გიპასუხებთ კითხავეზე როგორ მოვიშოროთ დეპრესია, აუცილებელია ვიცოდეთ, რომ დეპრესიისგან თავის დაღწევის გზები ყოველთვს არსებობს, მაგრამ ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.
დეპრესიის სიმპტომები.
ხშირად დეპრესიასთან ბრძოლას ართულებს ისიც, რომ ვერც სხვებსა და ვერც საკუთარ თავს ვერ უხსნით კონკრეტულად რა გაწუხებთ. ბევრს მათგანს ცხოვრებას არ აცდის… რაღაც საშინელი, აუხსნელი. არ აძლევს საშუალებას იმუშაონ, გაიღიმონ, ნორმალური ურთიერთობები დაამყარონ, უბრალოდ იცხოვრონ. ეს დეპრესიაა. მოარული სიტყვა რომელიც არაფერს ნიშნავს. ადამიანი სმენურ დაპრესიაში ისე გრძნობს თავს თითქოს აკვარიუმში, ან მდინარის ფსკერზე იყოს. სადღაც ახლოს ხალხი ცხოვრობს, მაგრამ შენ მათთან საქმე არ გაქვს, სადღაც რაღაცეები ხდება მაგრამ შენ ამ მოვლენებთან არანაირი კავშირი არ გაქვს.
,,რამოდენიმე წელი ვერ ვიგებდი რა მემართებოდა. დრო და დრო მდგომარეობა ძალიან რთულდებოდა… როგორ ავუხსნა ვინმეს რას ნიშნავს ეს “გართულება”?“ ეს არც გადაღლაა და არც ფიზიკური ავადმყოფობა. თუმცა კლასიკურ ფსიქოლოგიაში ამას სწორედ ავადმყოფობა ჰქვია. მაგრამ თქვენ ვერ მიხვალთ თერაპევტთან და ვერ სთხოვთ ცნობა გამოგიწეროთ ორი დღისთვის დეპრესიის სამკურნალოდ. ის, რომ ადამიანს რეალურად არ შეუძლია მუშაობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა გონებრივი სამუშაო აქვს, ეს არავის ანაღვლებს. რჩება ერთი გამოსავალი – დამოუკიდებლად გაუმკლავდეთ დეპრესიას.
სიმპტომები, დეპრესიის ნიშნები? დაკარგულია სიცოცხლის ხალისი, ჭამის, სუნთქვის… მხოლოდ ძილი გინდათ, მთელი სამყაროსგან მოწყვეტა, რომ ხელი არავინ გახლოთ. და სულ ასე იცხოვრო ჰაერიც არ შეაწუხო შენი სიტყვებით. როგორ უნდა გამოხვიდე დეპრესიისგან როცა უბრალოდ ქუჩაში გასვლაც კი წარმოუდგენელ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული – ფიზიკურთანაც და ფსიქიკურთანაც.
მძიმე სათრევია დასუსტებული სხეული, რომელსაც ხან ლიფტიც კი ვერ ძრავს – მძიმეა. მძიმე სათრევია სული, რომელიც არაფერს იწონის, მაგრამ – მძიმეა. მიმდინარე მოვლენების უაზრობა, შინაგანი ვაკუუმი, შავი კაცი ნაცრისფერ ყრუ ღამეში… როცა ფიქრობ რომ შიზოფრენია დაგეწყო და არც კი იცი, რომ თუ ის ადრე არ გამოვლინდა შენს ასაკში მისი დიაგნოსტირება უკვე შეუძლებელია. შენნაირ ადამიანს უყურებ ხვდები, რომ ერთმანეთს გავხართ, მაგრამ არ იცი ის ვინაა, იმიტომ, რომ ისიც არ იცი შენ ვინ ხარ. როგორ დავაღწიოთ თავი დეპრესიას როცა ისიც კი არ იცი იქ როგორ შეაღწიე. ხშირად ხომ დეპრესიას კონკრეტული სიმპტომიც არ აქვს. არანაირი გამხიარულების მცდელობები არ გშველიან, არც გაუნძრევლად წოლა არაფერი არ გაინტერესენს, არაფერი გინდა…
დეპრესას სქესი არ აქვს, თუმცა შეიძლება სხვადასხვაგვარდ მჟღავნდებოდეს. ერთ საიდუმლოსაც გაგანდობთ – ყველას არ ემართება, მხოლოდ სმენის ვექტორიანებს. ეს ის ადამიანებია რომელიც ნახევარი ცხოვრება იმაზე ფიქრობენ – ვინ ვარ მე? საიდან ვარ? რისთვის მოვედი? ეძებენ სინათლეს შემეცნების უსასრულო გვირაბის ბოლოს და ვერ პოულობენ. გულში შავი წერტილივით კი სწორედ ამ მთავარი აზრის ძიებაა.
როგორ დავეხმარებით საკუთარ თავს დეპრესიისას როცა მისი მიზეზები არ ვიცით? ვერანაირად. როგორ დავაღწიოთ თავი დეპრესიას დამოუკიდებლად? რა დაგვეხმარება დეპრესიისას? შესაძლებელია კი მძიმე დეპრესიიდან გამოსვლა?
როგორ გამოვიდეთ დეპრესიიდან?
ზემოთ აღწერილი დეპრესია სმენურია, ყველაზე მძიმე და ყველაზე ღრმა. სმენურ დეპრესიასთან ბრძოლა საკუთარი თავის ჭაობიდან თმით ამოთრევას გავს. ხანდახან გამოსავალი არ არსებობს. ისეთი სულელური რჩევები როგორიც “ვითარების შეცვლაა” – სმენებს ეს არ შველით. მხოლოდ საკუთარ თავში ღრმად წასვლა, მხოლოდ იქ მიმდინარე პროცესების გაცნობიერება, გვაძლევს ერთადერთ გამოსავალს დეპრესიიდან.
ძალიან გავრცელებული აზრი: რომ ქალური და მამაკაცური დეპრესია განსხვავდება მცდარია და ეფუძნება ორ შეცდომას: პირველი – ტერმინ დეპრესიის არასწორი განსაზღვრება. ჩვენ მიდრეკილნი ვართ ეს ლამაზი სახელი დავარქვათ ნებისმიერ ცუდ განწყობას, სევდას, ვიზუალურ – გარშემო ფერადი შთაბეჭდილებების არქონით გამოწვეულ მოწყენილობას, ანალურ ბევრი ცუდი გამოცდილებით დაგროვილ გაშეშებას, კანურ – უამრავი არასაჭირო ნივთების ყიდვით გამოწვეულ სტრესს და კუნთურ სიზამრაცესაც. მეორე – ზოგადად მიღებული სტერეოტიპია, რომ ქალები უფრო ემოციური და ექსპრესიული არსებები არიან, ხოლო მამაკაცები პირიქით, უფრო მდუმარე და თავშეკავებული.
იმისთვის რომ გავიგოთ – როგორ გამოვიდეთ დეპრესიიდან, საჭიროა კარგად გავერკვეთ როგორი ვექტორული ნაკრები და შესაბამისად ფსიქიკის როგორი სრუქტურა გააჩნია კონკრეტულ ინდივიდს. სვფ-ს თანახმად ნამდვილი დეპრესია მხოლოდ სმენით ფსიქოტიპს ახასიათებს. სმენის ვექტორის თავისებურებების ცოდნა, საშუალებს გვაძლევს სმენური დეპრესიის წინაპირობები გამოვიცნოთ. საკუთარი ფსიქიკური თავისებურებების გაცნობიერებით შევძლებთ არამხოლოდ თავი დავაღწიოთ დეპრესიას, არამედ იმასაც, რომ აღარ ჩავვარდეთ მასში.
დაკვირვებები გვაჩვენებს, რომ მსგავსი ვექტორული სტრუქტურის ქალისა და მამაკაცის დეპრესიები ერთმანეთისგან თითქმის არ განსხვავდება თუმცა ფიზიოლოგიას მაინც შემოაქვს თავისი კორექტივები. ქალ და მამაკაც სმენებს დეპრესიის ნიშნები ერთნაირი აქვთ საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვა, გაღიზიანებადობა, გულგრილობა. ქალის სმენური დეპრესიის გაღრმავება შეიძლება ბავშვის დაბადებამაც გამოიწვიოს. ბავშვის გამუდმებული ტირილი, განსაკუთრებით ღამით, დედას კონცენტრაციის საშუალებას უკარგავს და დეპრესიაში აგდებს, აქდან კი გამოსავალი მხოლოდ ერთია – ახლობლების დახმარება. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვერავინ ეხმარება სმენის ვექტორის შესახებ ლექციების დროული მოსმენა ეხმარება სმენა ქალს მდგომარეობის შემსუბუქებაში. სვფ-ს მეთოდით მშობიარობის შემდგომი დეპრესიის მკურნალობა ძალიან ეფექტური და მოსახერხებელია.
გარეგნული მიმზიდველობის დაკარგვა, მენოპაუზა, დაბერება, პენსიაზე გასვლა და ამ ყველაფერთან დაკავშირებული შინაური რუტინა აქტიურობისა და სასარგებლო საქმიანობის მაგივრად კან-ვიზუალ ქალებში განწყობას აუარესებს. ამ შემთხვევაში დეპრესიასთან ბრძოლა უფრო ეფექტური იქნება თუ ქალი განაგრძობს მუშაობას, ხელოვნებით დაკავდება და იმოგზაურებს. ტრენინგის საშუალებების გამოყენებით, ჯგუფთან აქტიური მუშაობით, სხვების დახმარებით ვიზუალები ადვილად პოულობენ ახალ რეალიზაციასა და ისევ იბრუნებენ ცხოვრების ხალისს.
სოციუმში ადაპტაციის შეუძლებლობა, ჩვეული გარემოს, სამსახურის, მეგობრების დაკარგვა ანალ-სმენა მამაკაცისთვის შეიძლება დეპრესიის სერიოზული მიზეზი გახდეს. მამაკაცური დეპრესიის გამოვლინებები და უფრო სწორედ კი მისგან თავის დაღწევის მცდელობები ძირითადად ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება ხდება ხოლმე. ანალის ვექტორიანი ქალი დეპრესისთან ბრძოლას ხშირად ბევრი ჭამით ცდილობს, ეს წონის მატებას იწვევს და კიდევ უფრო აღრმავებს დეპრესიას.
კან-ვიზუალმა ქალმა კი პირიქით შეიძლება სულაც უარი თქვას საჭმელზე და თავი ანორექსიამდე მიიყვანოს. ეს მადგომარეობა მკაცრად დეპრესიული არ არის მაგრამ მაინც ძალიან მძიმეა. ახლობლების გამო გამუდმებული წუხილი სმენა-ვიზუალურ ადამიანებში ხშირად ქრონიკული დეპრესიის (დისტიმიის) მიზეზი ხდება. ასეთ შემთხვევაში დეპრესიია სიმპტომები ხშირად სომატურად ვლინდება: სახსრების ტკივილი, საერთო სისუსტე, უძილობა, ტკივილები გულის არეში, ნევრალგია. ადამინმა შეიძლება წლები იაროს ექიმთან და მაინც ვერ განთავისუფლდეს სომატური ჩივილებისგან. რადგან მათი ნამდვილი მიზეზი ქვეცნობიერში იმალება.
როგორ გამოვიდეთ დეპრესიიდან? როგორ გავარღვიოთ მოჯადოებული წრე “დეპრესია – თავის დაღწევის მცდელობები – უფრო ღრმა დეპრესია”? გამოსავალი ერთია – გავიაზროთ რა ხდება და დეპრესიული სიცარიელე სისტემური აზრით შეავავსოთ.
და მაინც, როგორ გამოვიდეთ დეპრესიიდან და შეიძლება თუ არა სმენურ დეპრესიას დავაღწიოთ თავი?
შენი თანდაყოლილი თვისებების ცოდნის გარდა, რომლებიც მიზეზია და არა შედეგი, როგორ განკურნოს დეპრესია არავინ იცის. დეპრესიის სამკურნალო მოქმედი საშუალება ეს დაავადების დამამუხრუჭებელი მედიკამენტები არაა, არამედ საკუთარი ფუნქციური მოდელის გაცნობიერება, რომელიც გვათავისუფლებს. ძალიან ცოტას შეუძლია დეპრესიის მიზეზების გაგება. საიდან ჩნდება ის და სად მიდის? მასთან ერთად ცხოვრობენ. ერთადერთი მისგან თავის დაღწევის საშუალება – მისი მიზეზების გააზრება და იმის გაგება როგორ გავუმკლავდეთ მას დამოუკიდებლად.
მთარგმნელი; ეკატერინე სამხარაძე
წყარო
იხილეთ ასევე:
შენიღბული დეპრესია
ჰიკიკომორი. შავი ცრემლები საბნის ქვეშ მონიტორთან