ანალური ფსიქოტიპის სტრესები
ანალური ფსიქოტიპის სტრესები
ბინძურის სცენარი
ვიქტორ ტალკაჩოვი თავის ლექციებში აღწერდა სიტუაციას, როდესაც კანის ვექტორიანი მშობელი, ანალის ვექტორიან შვილს არ აძლევს საშუალებას დიდხანს იჯდეს ღამის ქოთანზე და ბოლომდე დაასრულოს დეფეკაციის პროცესი. მონელების პროცესი პირდაპირ კავშირშია ანალების ეროგენულ ზონასთან, ამიტომ როდესაც საშუალება არ ეძლევათ დაასრულონ მონელების პროცესი, ეს ანალის ვექტორიანი ბავშვების ფსიქიკას ტრავმას აყენებს. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს მათი ეროგენული ზონა ღია და დაუცველია. ყველაფერი რაც მონელების დარღვევასთანაა კავშირში, ანალის ვექტორიანი ბავშვის ფსიქიკას სტრესს აყენებს. ამიტომ თუ მშობელი ძალით აყენებს ღამის ქოთნიდან და ეს ხშირად მეორდება, ანალის ვექტორიანი ბავშვი სასჯელის თავიდან ასაცილებლად, ძალას იტანს, რომ ,,სწრაფად მოითაოს საქმე“ და დროულად ადგეს.
თუ უფრო ჩავუღრმავდებით, დავინახავთ, რომ საქმე მხოლოდ მონელების პროცესის რღვევას არ ეხება. ანალური ფსიქოტიპის ფსიქიკა, მოწყობილია ისე, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ისწავლოს ნებისმიერი ქმედების დასრულება. მისი შინაგანი ბალანსისთვის აუცილებელია მის ქმედებას მოჰყვეს რეზულტატი. ანალის ვექტორიანი ბავშვი დინჯია, მას არ შეუძლია კანივით, ან ურეთრალივით სწრაფად რეაგირება. ნებისმიერ ქმედებას ის დინჯად, აუღელვებლად, მაგრამ სრულყოფილად ასრულებს. თუ ანალის ვექტორიან ბავშვს მუდმივად აჩქარებენ, არ აცლიან საქმის თავის გემოზე დაბოლოებას, ის კიდევ უფრო ნელდება, იბნევა, ხელები უშეშდება, ხოლო თუ კიდევ უფრო ეცდებიან მის აჩქარებას, შესაძლოა საერთოდ გაიყინოს და ჩავარდეს ანალურ გაშეშებაში.
თუ მსგავსი რამ ხშირად ხდება, ანალის ვექტორიანში ფორმირდება ე.წ. ,,ბინძურის სცენარი“. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ანალის ვექტორიანს საერთოდ არცერთი საქმის დაბოლოება აღარ შეუძლია, რადგან მის ქვეცნობიერში გაჯდა აზრი, რომ რაც არ უნდა გააკეთოს, მას საქმის დამთავრების საშუალებას არ მისცემენ, არ მისცემენ შესაძლებლობას თავისი საქმე სუფთად გააკეთოს. ასეთი ანალის ვექტორიანის ფსიქიკაში არის უზარმაზარი დისბალანსი, მისი განვითარება რაღაც საფეხურზე შეწყდა, ეს ის დონეა, როცა ანალის ვექტორიან ბავშვს, უნდა ესწავლა თავისი შინაგანი მდგომარეობის გარე ლანდშაფტში გადმოკოპირება. მაგრამ მას ამის კარგად გაკეთებაში ხელი შეუშალეს, ამიტომ ამას აკეთებს ცუდად, უხარისხოდ.
ის ვერ აგებინებს კანის ვექტორიან მშობლებს, რომ მას სხვა ცხოვრების რიტმი აქვს და მათსავით სწრაფად მოქმედება არ შეუძლია. კანის ვექტორიანი მშობელი ცდილობს მას დისციპლინა და თვითკონტროლის უნარი გამოუმუშაოს, მაგრამ ეს თვისებები ანალურ ვექტორში საერთოდ არ არსებობს, შესაბამისად მათი გამომუშავება შეუძლებელია. ანალის ვექტორიანის თვისება დახარისხებაა, ის ახარისხებს ყველაფერს ფიზიკურადაც და ფსიქიკურადაც. ფიზიკურ დონეზე ეს ასე ვლინდება: ვინაიდან ანალური ვექტორის ეროგენული ზონა არის მთელი საჭმლის მომნელებელი სისტემა, ამიტომ აქ ხარისხდება მიღებული საკვები, საკვებიდან საჭირო ნივთიერებები შეიწოვება ორგანიზმში, უვარგისი კი გადამუშავდება და გამოიდევნება ორგანიზმიდან. ზუსტად ასევეა ფსიქიკურ დონეზეც, ანალი იღებს ინფორმაციას, ახარისხებს, განათავსებს გონების განყოფილებებში, საჭირო ინფორმაციას ინახავს, ,,ცუდ“ ინფორმაციას კი გამოდევნის.
თუ პუბერტატამდე ასაკში ანალური ფსიქოტიპის ბავშვს არ ეძლეოდა საქმის ბოლომდე, კარგად გაკეთების საშუალება, ამის გამო მასში ირთვება პროგრამა, რომ ის ვერასოდეს გააკეთებს საქმეს კარგად. ხშირად კანის ვექტორიანი მშობელი თავისი უაზრო წესებით და მუდმივად აჩქარებით გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ანალის ვექტორიანი შვილის ფსიქიკას. ასეთ ანალის ვექტორიანებს ზრდასრულობისას საქმე ბოლომდე ვეღარ მიყავთ, შეიძლება კიდეც უნდოდეთ, რომ რამე გააკეთონ, მაგრამ ამაში რაღაც მუდამ ხელს უშლის (რეალურად ის ყველა შესაძლო მიზეზს იყენებს, რომ საქმე არ გააკეთოს). მათ ფსიქიკაში ვითარდება ძალზე ცუდი მდგომარეობა, რადგან საქმის სრულყოფილად შესრულება მათ ძალებს აღემატება, ამიტომ უწევთ საქმე შეასრულონ ცუდად, ეს მათ ტანჯავს და უჩნდებათ ამ საქმის ხელახლა გაკეთების სურვილი, იწყებენ თავიდან, რაღაც ეტაპზე დაუშვებენ შეცდომას და მთელი სამუშაო წყალში ეყრებათ, ამის შემდეგ ისინი საერთოდ ჩაიქნევენ ხელს საქმის კეთებაზე.
მდგომარეობაში მყოფი ანალები საქმეს უკვე პროფესიონალურად კი არა, ზედაპირულად აკეთებენ, მერე კი ამბობენ ეს ძნელი საქმეა და მისი გაკეთება შეუძლებელიაო. სინამდვილეში საქმის გაკეთება შესაძლებელია, მაგრამ მისი შესრულება შედარებით დიდ ძალისხმევას მოითხოვს, მათ კი ამ საქმის შესასრულებლად საჭირო ნებისყოფა არ გააჩნიათ. ასეთ ანალის ვექტორიანებს არ აქვთ ის შინაგანი აკურატულობა, რაც ნორმალურად რეალიზებულ ანალებს.
ყველაზე ცუდია როდესაც ეს სცენარი იმდენად შორს მიდის, რომ ანალის ვექტორიანს არაფრის კეთება აღარ შეუძლია, არც არაფრის გაკეთება არ უნდა და ცხოვრებას უბრალოდ მიათრევს. ასეთებს მუდმივად დაულაგებელი პირადი ცხოვრება აქვთ. მათთვის აღარ არის სხვაობა საქმეს კარგად შეასრულებენ – თუ ცუდად, მოწესრიგებულად ეცმევათ – თუ არა, ისინი თვლიან, რომ უკვე მაინც ყველაფერი სულერთია, მაინც ყველაფერი ცუდად არის (სხვათა შორის ასეთი ანალის ვექტორიანი ხშირად ერევათ მოუწესრიგებენ და დეპრესიულ სმენის ვექტორიანში). ასე მიათრევენ ცხოვრებას წლების მანძილზე, იტანჯებიან, ცხოვრებისგან ვერანაირ სიამოვნებას ვერ იღებენ.
საქმის დასრულების უუნარობა ყოველ წვრილმანშია შესამჩნევი. მაგალითად: დაიწყებს კითხვას და რამოდენიმე ხაზის წაკითხვის შემდეგ უკვე გასაგრძელებლად ნერვები აღარ ყოფნის. თუ რამეს აკეთებს აუცილებლად მიფუჩეჩებული და უხარისხო გამოსდის. თუ ,,ბინძურის“ სცენარს ემატება წყენის მდგომარეობაც, ხშირად საქმე ფიზიკურ სიბინძურემდეც მიდის. ასეთი ანალის ვექტოიანები ხშირად დადიან თვეობით დაუბანლები. მათ სახლში კი არა მხოლოდ უწესრიგობა, არამედ სრული ანტისანიტარია სუფევს.
ბინძურ ანალებს არ შეუძლიათ სუფთად, გამართულად მეტყველება, მათ შიგნით არეულობაა, ისინი აკოპირებენ თავის შინაგან მდგომარეობას, ამიტომ ,,ბინძური“ ანალები ხშირად ამახინჯებენ სიტყვებს. სიტყვების ეს დამახინჯება ბინძური ანალის ყველაზე მსუბუქი დარღვევის დროსაც კი ვლინდება. ეს ძალზე მკაფიო ნიშანია (არ აგერიოთ ეს სიტყვების კანურ შემოკლებაში, კანის ვექტორიანი სიტყვებს ამოკლებს ეკონომიის მიზნით, მაგ: არა ესე იგი – არამედ ე.ი. არა ეგრეთ წოდებული – არამედ ე.წ. ეს კანური შემოკლებებია) ამას ზოგჯერ სპეციალურად, ზოგჯერ კი გაუაზრებლადაც აკეთებენ. არსებობს ამ შინაგანი სიბინძურის უფრო ცუდი გამოვლინებებიც, ბინძურ მდგომარეობაში მყოფი ანალის ვექტორიანები საუბრისას გამუდმებით ხმარობენ ანალურ სიტყვებს: ტ-კი, მძღ-ი, და ა.შ. ალბათ ხვედებით, რომ ნორმალურად განვითარებული ანალისთვის ასეთი ლექსიკა მიუღებელია. ბინძური ანალებს კი პირიქით, ძალიან უყვართ ასეთი სიტყვების გამოყენება, განსაკუთრებით იმით ტკბებიან, სხვები ამ სიტყვების გაგონებაზე უხერხულად რომ იშმუშნებიან.
,,ბინძურის“ მდგომარეობაში მყოფი ანალები ხშირად იგინებიან, მათ უყვართ სხვების გალანძღვა, დამცირება, ამით ქვეცნობიერად ცდილობენ სხვების ხარისხი ქვემოთ დაწიონ.
,,სუფთას“ სცენარი
ზემოთაღწერილისგან რადიკალურად განსხვავებული ტიპის ანალია ,,სუფთა“. ,,სუფთა“ სცენარის მქონე ანალებისთვის ნებისმიერ დაუმთავრბელი საქმე, ან უმცირესი სიბინძურეც კი, უბრალოდ აუტანელია. ნებისმიერი უმცირესი სიბინძურე, ნებისმიერი დაუმთავრებელი საქმე, უმცირესი არასრულყოფილად დამაგრებული დეტალი მათ სიცოცხლეს უწამლავს. თუ რაღაც წვრილმანი მაინც დარჩა გაუკეთებელი, ან დაუმთავრებელი მაშინ მუდამ უსიამოვნო შეგრძნება აქვს. ასეთი მდგომარეობა ზოგჯერ შეიძლება მივიდეს ისეთ უკიდურესობამდე, რომ ფანჯარაზე დარჩენილმა შეუმჩნებელმა ლაქამ შეიძლება ჭკუიდან გადაიყვანოს.
ასეთ სცენარში მყოფ ანალებს ხშირად ახასიათებთ გადაჭარბებული ეჭვიანობა. მუდამ სურს იცოდეს სად დადის მისი ცოლი/ქმარი, სად შეიარა სამსახურის შემდეგ. ის ურეკავს ცოლს/ქმარს, ეკითხება სად ხარ ამდენ ხანსო, თუ ამ დროს პარტნიორი გაეხუმრა, ან ირონიულად ელაპარაკა, ,,სუფთა“ მდგომარეობაში მყოფი ანალი, ამაზე უბრალოდ ცოფდება, უყვირის ახლავე სახლში მოეთრიეო და თუ პარტნიორმა ამ დროს არ დაუჯერა, ან რაც უფრო უარესია ტელეფონი გაუთიშა, ამის გამო შეიძლება კიდეც მიახრჩოს.
წარმოიდგინეთ, სუფთა მდგომარეობაში მყოფი ანალი, რომელსაც უყვარს ნებისმიერი საქმის ბოლომდე მიყვანა, რომლისთვისაც ნებისმიერი რამ, რაც იდეალურად არ არის დასრულებული, მიფუჩეჩებული და არასრულყოფილი შედეგია, ასეთი ანალი ცოლმა/ქმარმა დატოვა ისეთ მდგომარეობაში, რომ არ აცალა სიტყვის დასრულება, ანუ დატოვა უკმარისობის მდგომარეობაში. ჩვენი ანალი ამისგან შეიძლება ისე გაცოფდეს, რომ ცოლის/ქმრის მთელი ტანსაცმელი დაფლითოს და ფანჯრიდან გადაყაროს. უკიდურეს შემთხვევაში ეს ყველაფერი შეიძლება მკვლელობამდეც კი მივიდეს.
ამ მდგომარეობაში მყოფ ანალის ვექტორიანებს ახასიათებთ ვერბალური სადიზმი: ისინი იწყებენ სადიზმის გამოვლენას, ისეთი მსუბუქი ფორმებით, როგორიცაა სხვებისთვის ყოველი სიტყვის შესწორება, ზოგჯერ შეიძლება მაშინაც კი შეუსწორონ, როდესაც შეცდომა არავის დაუშვია, რადგან ასეთი ანალების მიზანი შეცდომის აღმოფხვრა კი არა, სხვების განაწყენებაა. საინტერესო ისაა, რომ ასეთი ანალების უმეტესობა საკმაოდ ნაკითხი და ინტელექტუალურია, თუმცა ამის მიუხედავად ასეთი განვითარებული, განათლებული ადამიანი მთელ თავის პოტენციალს პროფესიულ განვითარებას კი არა, წვრილმანების კირკიტს და სხვათა კრიტიკას ახმარს. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ანალები, მასხარად იგდებენ ყველას, ვისაც მათნაირი ცოდნა არ აქვს. ვთქვათ ვიღაც ეკითხება ამდენი საიდან იციო, ეს ანალი აგდებით პასუხობს: ,,შენ როგორ ფიქრობ გენიოსო, საიდან მეცოდინება ამდენი?! არ გიცდია ორი წიგნი მაინც წაგეკითხა?!“. მუდმივად ცდილობენ წარმოაჩინონ რა სულელები არიან სხვები მათთან შედარებით. ასეთი ქცევით თითქოს მსოფლიოს უცხადებენ პროტესტს იმის გამო, რომ მათ ვერ მიიღეს იმდენი რამდენის მიღების იმედიც ქონდათ. ამიტომ ესაუბრებიან სხვებს ასეთი ტონით, რომ მათ გაიგონ სად არის მათი ადგილი, გაიგონ რომ ამ ანალის ხარისხამდე ვერ ამოაღწევენ.
ეს სცენარი როგორც წესი მაშინ ფრომირდება, როდესაც ანალის ვექტორიანს ბავშვობაში ზედმეტად დიდი პასუხისმგებლობის ,,წამოკიდება“ უწევს, ან მაშინ, თუ მშობლები ყოველი წვრილმანისთვის სჯიან და მისგან სრულყოფილებას მოითხოვენ.
ავტორი: სერგო ღამბაშიძე