წყვილში ურთიერთობა


წყვილში ურთიერთობა

ლექციაში საუბარი გვექნება წყვილში ურთიერთობებზე მამრსა და მდედრს შორის. ეს თემა თავისთავად საკმაოდ სიღრმისეულია. ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ სვფ-ს თვალსაზრისით. ასევე შევეხებით მენტალიტეტის გავლენას ურთიერთობებზე. გასულ ლექციებში ჩვენ ვთქვით, რომ ურთიერთლტოლვას სქესის გარდა ასევე განაპირობებს ვექტორული წყობა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ორ სქესად გაყოფა ბევრად უფრო სიღრმისეულია და არ იქნება სწორ თუ სქესთა შორის ურთიერთობებს მხოლოდ ვექტორული წყობით განვიხილავთ, მითუმეტეს არასწორია, თუ ამას შევხედავთ მხოლოდ ქვედა ვექტორების ლიბიდოური ურთიერთლტოლვით.

იმისთვის, რომ თემა უფრო სიღრმისეულად გაიშალოს საჭიროა შევხედოთ ქმნილების სხვადასხვა დონეს. უკვე იცით რომ ქმნილების პირველადი სახე არაცოცხლი ბუნებაა (ქვები, ქვიშა, ქიმიური ელემენტები), შემდეგ ვლინდება მცენარეული ბუნება, შემდეგ ცხოველური და ადამიანური. ყოველი მომდევნო დონე თავის თავში მოიცავს ყველა წინა დონეს. იგივე ოთხ დონეს ჩვენ ვხვდებით ადამიანის ფსიქიკაშიც. თუ შევხედავთ არაცოცხალი დონის სურვილი ადამიანში არის მხოლოდ არსებობის სურვილები. მცენარეულ დონეში უკვე ვხვდებით გაყოფას. ქმნილების მცენარეული დონე პირველია, სადაც ვლინდება გაორება, სქესებად გაყოფა. რას ვხედავთ ცოცხალი ნივთიერების მცენარეულ დონეზე? აქ ვხვდებით მთელ რიგ გაორებებს, თუ არაცოცხალი დონე უძრავი და სტატიკურია, მცენარეულ დონეზე პირველად ვხვდებით მდედრობით და მამრობით გამოვლინებას, ვხვდებით დაბადებას და სიკვდილს. იგივე გაორებები დევს ადამიანის ფსიქიკის მცენარეულ საფეხურში. მცენარეული დონის ბუნებამ მოახდინა გაყოფა სქესებად და ამით დააჩქარა ქმნილების ევოლუციის პროცესი. ეს გაორება იმდენად სიღრმისეულია, რომ შემდეგ (ცხოველურ და ადამიანურ) დონეებში მათ შორის სხვაობა აისახა ფიზიკურ სხეულზეც. ადამიანის ფსიქიკის არაცოცხალ საფეხურზე დევს მხოლოდ არსებობის სურვილი, რაც გარეთ გამოიხატება სიკვდილის შიშით. ხოლო მცენარეულ დონეზე, უკვე ჩნდება ორი სქესი და მათ შორის წარმოიშობა ურთიერთლტოლვა. ეს არის ქმნილების კვლავ გაერთიანების პირველქმნილი სურვილის კვალი. ადამიანის ფსიქიკის ცხოველურ დონეზე ჩნდება შემდეგი გაყოფა (დაყოფა ვექტორებად), დაყოფა ფუნქციათა მიხედვით, აქ ჩნდება ადამიანის ცხოველური ბუნება (ქვედა ვექტორები). ადამიანურ დონეზე ჩვენ უკვე ვხვდებით ხარისხობრივად ახალ დაყოფას, ზედა ვექტორებს, ოთხ ადამიანური საფეხურის ვექტორს. როგორც გახსოვთ, ვექტორი ესაა ადამიანის სურვილის მიმართულება, მისი სახეობრივ-ფუნქციური მოდელი. სვფ ამოდის მოსაზრებიდან, რომ არსებობს რვა განსხვავებული ფსიქოტიპი, რომლებსაც ეწოდება ვექტორები. სვფ გამოყოფს ოთხ ქვედა და ოთხ ზედა ვექტორს. ქვედა ვექტორებია: კუნთი, ანალი, კანი და ურეთრა, ისინი გამოხატავენ ადამიანის ცხოველურ დონეს, მის ცხოველურ სურვილებს. ხოლო ზედა ვექტორებია: ორალი, ვიზუალი, ყნოსვა და სმენა, ისინი გამოხატავენ ადამიანურ დონეს ადამიანში. ჩვენ ზემოთ ვთქვით, რომ გამოვლენილი ბუნება იყოფა ოთხ დონედ, ეს ოთხი დონე გამოვლენილია ადამიანის ფსიქიკაშიც.

ორ სქესად გაყოფას პირველად ვხვდებით მცენარეულ დონეში. თუ ადამიანურ დონეს შევხედავთ ორ სქესად გაყოფა უფრო სიღრმისეულია, ვიდრე ვექტორები, ამიტომ სქესთა ურთიერთლტოლვა არაა დამოკიდებული ვექტორულ წყობაზე (ლექციის ავტორი აქ უშვებს რამდენიმე აშკარა შეცდომას, რადგან ვექტორებს ვხვდებით თვით არაცოცხალ დონეშიც კი, ამასათან ვექტორებს შორის არსებობს სისტემური წყვილები და არის როგორც ურთიერთმიზიდვა, ისე განზიდულობაც, მაგალითისთვის სმენის ვექტორიანს არასოდეს გაუჩნდება ლტოლვა ისეთი ადამიანისადმი, რომელსაც ზედა ვექტორები არ აქვს - მთარგმნელის შენიშვნა). ყოველ ვექტორში ეს ლტოლვა ვლინდება თავისებურად. ერთი მხრივ სქესთა შორის ვხვდებით ურთიერთლტოლვას, თუ უფრო მაღალ დონეზე შევხედავთ ეს ურთიერთლტოლვა ყოველ ვექტორთან უკვე საკუთარი მექანიზმით მუშაობს.

როგორ ვლინდება ურთიერთლტოლვა ქვედა და ზედა ვექტორებში.

დავიწყოთ კუნთის ვექტორით. კუნთის ვექტორის ფუძეა - მატერია. კომბინაციებში დართულ ვექტორად ის ადამიანთა დაახლოებით 98% აქვს (რეალურად კუნთის ვექტორი, როგორც დართული ვექტორი აქვს ყველას, რადგან კუნთის ვექტორი არის სხეულებრივი ბაზა, ინსტინქტები და ა.შ. რომელთა გარეშე არსებობა უბრალოდ შეუძლებელია - მთარგმნელის შენიშვნა), ერთვექტორიან კუნთებს კი თანამედროვე სამყაროში შედარებით იშვიათად ვხვდებით. ვნახოთ რა განსაკუთრებულობებს ვხვდებით კუნთის ვექტორში სქესთა შორის ურთიერთლტოლვის კუთხით. თუ სხეულზე შევხედავთ კუნთურ ეროგენულ ზონას, ის გამოვლენილია სხეულის ფუნდამენტად და შემოსაზღვრულია კანით. კუნთური მასა იცავს ჩვენს შინაგან ორგანოებს დაზიანებისაგან, ასევე გვაძლევს საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას. არსობრივად კუნთის ვექტორი იგივე ფუნქციას ასრულებს საკაცობრიო მასშტაბითაც. კუნთის ვექტორიანები შეადგენენ ჯგუფის სხეულს და უზრუნველყოფენ მის სიცოცხლისუნარიანობას. კუნთის ვექტორიანებს არ აქვთ ,,მე“, ისინი აზროვნებენ კოლექტიური ,,ჩვენ“ პრინციპით. ამასთან კუნთის ვექტორი ერთადერთია, რომელიც სრულიად კომპლიმენტარულია ნებისმიერ ვექტორთან და კომბინაციაში სრულიად ერწყმის მათ (სწორედ ამიტომაა კუნთის ვექტორის დიაგნოსტირება ყველაზე რთული). კუნთის ვექტორიანები (სხვა ვექტორების გარეშე) ყველაზე ხშირად ერთმანეთთან წყვილდებიან და ამ შეწყვილების ერთადერთი მიზეზი შთამომავლობის გაგრძელებაა. არც კუნთის ვექტორიან მამრს და არც კუნთის ვექტორიან მდედრს არ გააჩნიათ ინდივიდუალიზმი, მათი კოლექტიური ,,ჩვენ“ ერთიანდება წყვილში და ემსახურება შთამომავლობის გაგრძელებას.

ანალური ვექტორი. აქ უკვე განსხვავებული სურათია. ანალურ ვექტორზე და მის ურთიერთობებზე ჩვენ უკვე გვქონდა რამოდენიმე ლექცია, ამიტომ ამ თემას მხოლოდ ზოგადად შევეხებით. ანალური ვექტორის ფუძეა წარსული. რას ნიშნავს წარსული? ეს არის ყველაფერი, რაც იყო ადრე, ეს არის უზარმაზარი მოცულობის პერიოდი. წარსული უკვე მომხდარი და უცვლელი ფაქტია, ასეთივე პრინციპს ეფუძნება ანალის ვექტორიანის აზროვნებაც, ნებისმიერი მნიშვნელოვანი მოვლენა მისთვის ერთხელ და სამუდამოდ ხდება და არ იცვლება. ანალის ვექტორიანი იღებს ინფორმაციას და ახარისხებს მას გონების დანაყოფებში, რაც უფრო ახლოს დგას რაღაც მის პირად ფასეულკობათა დონესთან, მით უფრო მაღალ ხარისხს ანიჭებს მას. ყველაფერს რასაც ანალის ვექტორიანი ირჩევს თავისთვის, ირჩევს ერთხელ და სამუდამოს პრინციპით. ზუსტად ასევე აწყობს წყვილში ურთიერთობებსაც. ის დიდხანს ფიქრობს სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს, მისთვის ძნელია გადადგას ნაბიჯი. მაგრამ თუ გადადგა, მთელი ძალით მიდის მისკენ. თუ პარტნიორს გონების განყოფილებაში მიუჩინა მეუღლის ადგილი, თუ დაარქვა: ჩემი ცოლი/ქმარი, მისთვის ამას ვეღარაფერი შეცვლის. ეს მისთვის მთელი ცხოვრების გადაწყვეტილებაა. განვითარების მცენარეულ დონეზე მყოფი ანალის ვექტორიანი ბოლომდე ვერ იაზრებს მონოგამიის სურვილს, მას უბრალოდ ლტოლვა აქვს საწინაღმდეგო სქესისადმი (რა თქმა უნდა მონოგამიის ჩანასახი მცენარეულ დონეშიც აქვს, მაგრამ რეალურად ის უბრალოდ ამბობს ,,ჩემი ცოლი“, თუმცა სხვებთან გავლის შესაძლებლობასაც უშვებს. უბრალოდ ამას იმით ამართლებს, რომ ეს მისი ცოლია, ის კი ვიღაც ,,ბოზი“ რომელიც ქალად არ უნდა ჩათვალოს - მთარგმნელის შენიშვნა). ხოლო თუ ცხოველურ დონემდე განვითარდა, აქ მთლიანად ანალური ფასეულობით უყურებს და სურს ყავდეს ,,თავისი ქალი/კაცი“, მას სურს მოაწყოს ოჯახი, რომელიც სამუდამო და ურღვევი იქნება ,,სანამ სიკვდილი არ დაშორებთ“. საერთოდ ოჯახი, ქორწინება, ანალური ფასეულობებია. ანალის ვექტორიანისთვის ურთიერთობები მნიშვნელოვანია და ძალზე ბევრს ნიშნავს (ანალის ვექტორიანის ფსიქიკაში არ არსებობს სიტყვა განქორწინება, თუ მან ვიღაცას მეუღლე დაარქვა, ის მისია და მორჩა. მაშინაც კი თუ მოხდა რომ რაღაც მიზეზის გამო მეორედ დაოჯახდა, ახალ მეუღლეს ყოველთვის პირველს შეადარებს. ალბათ გახსოვთ პერსონაჟი ფილმიდან ,,სიყვარული ყველას უნდა“, რომელიც მთელი ფილმი პირველ ქმარს მისტირის ,,ასი წელიც რომ გავიდეს მაინც ჩემი ქმარი გქვია!“- მთარგმნელის შენიშვნა).

კანის ვექტორი. კანის ვექტორში უკვე აღარ არსებობს მონოგამია. კანის ვექტორის ფუძეა ფორმა. კანური ეროგენული ზონა სხეულზე გამოვლენილია საზღვრად სხეულსა და გარე სამყაროს შორის. კანის ვექტორის ფუნქციაა კონტროლი და შემოსაზღვრა. კანის ვექტორი ჯგუფში ვლინდება საზღვრად გუშინდელსა და ხვალინდელს, წარსულსა და მომავალს შორის. ის აწმყოა, აქ და ახლა. კანური შეგრძნების სენსორით (შეხებით) ჩვენ ვიღებს ინფორმაციას გარე სამყაროზე. ზუსტად იგივეს აკეთებს კანის ვექტორიც, ის ეწევა აწმყოში არსებული მდგომარეობის მონიტორინგს. მისთვის წარსული აღარ არსებობს, მომავალი კი ჯერ არ არსებობს. ასეთივე პრინციპით აწყობს ურთიერთობებს, მოეწონა ვიღაც, ის დღესვე უნდა, ცოტა ხნის შემდეგ სიტუაცია იცვლება და იცვლება მისწრაფების ობიექტიც. კანის ვექტორიანისთვის მნიშვნელოვანია სიახლის ფაქტორი. თუმცა აქაც არის თავისი შტრიხები: კანის ვექტორიანებს უყვართ კონტროლი, ამიტომ ხშირად ცდილობენ პარტნიორი აკონტროლონ. ამიტომ პარტნიორს მუდმივად აკონტროლებენ: ,,სად იყავი?“ ,,სად მიდიხარ?“ ,,როდის მოხვალ?“.

ურეთრალური ვექტორი. მისი ფუძეა მომავალი დრო. ურეთრალური ვექტორის ფუნქციაა ბელადობა, ის მიუძღვის ჯგუფს მომავლისაკენ. ურეთრალური ვექტორის ეროგენული ზონაა შარდ-სასქესო სისტემა. ურეთრალური ვექტორის სურვილი იმდენად დიდია, რომ ხდება მისი ამოტრიალება. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ის ვერ კმაყოფილდება მხოლოდ მიღებით და უჩნდება სურვილი გასცეს. ანუ მას სურს არა მხოლოდ თავისთვის, არამედ მთელი ჯგუფისთვის. ანუ მისი სურვილი მოიცავს მთელ მის ჯგუფს. მისი პასუხისმგებლობა ჯგუფის მომავლისკენ გაძღოლისა აისახება მის სექსუალურობაზეც. ურეთრალის ვექტორიანი ბუნებით პოლიგამია. ამიტომ მას შეუძლია სრულფასოვანი ურთიერთობის დამყარება რამოდენიმესთან ერთდროულად. პირველყოფილ ჯოგში ეს მას საშუალებას აძლევდა უზრუნველეყო ჯოგი ახალი სხეულებით. (მომავალი ნიშნავს იმას, რომ ყველა გზა გახსნილია, არ არსებობს შეზღუდვა მიმართულებაში, ეს ფუნქცია აისახება ურთიერთობაზეც, ამიტომ ურეთრალის ვექტორიანს აქვს ბუნებრივი პოლიგამიურობა - მთარგმნელის შენიშვნა). ურეთრალის ვექტორიანი ადამიანი ატარებს ყველაზე მძლავრ სექსუალურ სურვილს და პოტენციალს. ურეთრალის ვექტორიანი არის ის, ვინც ჯგუფს მიუძღვის წინ, როგორც ფიზიკურ, ისე ურთიერთობათა დონეზე. ურთიერთობის დონეზე ეს ნიშნავს იმას, რომ ურეთრალი ბუნებრივად უზრუნველყოფილია საწინაღმდეგო სქესისგან ყურადღებით, რაც მას საშუალებას აძლევს უზრუნველყოს ჯოგის გამრავლება. ურეთრალის ვექტორიანს სურს არა ერთი კონკრეტული, არამედ ყველა, განურჩევლად ასაკისა, ამასთან სურს არა ყველა სათითაოდ, არამედ ყველა ერთად (არ აგერიოთ ეს კანურ სიმრავლეში ,,რაც მეტი უკეთესი“, ან ანალურ ,,ყველა ქალი ერთნაირია“-ში).

თუ სისტემურად შევხედავთ თითოეული ვექტორის სურვილი და მისწრაფება გამოიყურება თავისებურად. კუნთის ვექტორიანის სურვილია გაერთიანდეს საერთო, ჯოგურ ,,ჩვენ“-ში სხეულებრივად. ანალის ვექტორიანის სურვილი არის ფლობდეს სხვა ადამიანს და დომინირებდეს მასზე. კანის ვექტორიანის სურვილია აკონტროლოს ფასეული რესურსი, პრტნიორი მისთვის ასევე რესურსია, მისი სტატუსის ხაზგასმა, ამიტომ მას სურს პარტნიორის კონტროლიც. ურეთრალის სურვილია შექმნას მომავალი საკუთარი ჯგუფისთვის, გამრავლება მომავლის ერთერთი გარანტია, ამიტომ ურეთრალის სურვილია გაამრავლოს ჯგუფი და უზრუნველყოს ის სხეულებით.

ახლა კი შვხედოთ ადამიანის ადამიანურ ბუნებას, ოთხ ზედა ვექტორს. რა ხდება აქ სქესობრივი ლტოლვის კუთხით? რა თქმა უნდა სქესობრივი ლტოლვა ზედა ვექტორებშიც ისევე არსებობს, როგორ ქვედებში, მაგრამ აქ ის ცოტა განსხვავებულად ვლინდება. თუ ქვედა ვექტორებში ეს იყო მხოლოდ სხეულებრივი, ფიზიკური ლტოლვა სქესთა შორის, აქ უკვე ემატება სხვა (ფსიქიკური) ელემენტებიც. ზედა ვექტორებთან ყველაფერი ბევრად უფრო რთულდება.

ორალური ვექტორი, მისი ფუძეა გაერთიანება. ორალური ვექტორი ადამიანებს აერთიანებს ვერბალური ძაფებით და მარტივი ადამიანური ურთიერთობებით, ლაყბობით, კვებით, სასმელით, სექსით. სექსთან ორალის ვექტორიანებს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ. მისთვის ესაა ჩვეულებრივი ცხოველური სურვილი, რომლის საშუალებითაც ერთი ინდივიდი ერთიანდება მეორესთან. სადაც ორალის ვექტორიანია, იქ აუცილებლად მოისმენთ ხუმრობებს სექსუალურ თემებზე. რა თქმა უნდა ორალის ვექტორიანები სექსით უდიდესი სიამოვნებით კავდებიან (განსაკუთრებით ორალური სექსით). ორალის ვექტორიანი არ განაცალკევებს საკუთარ თავს ჯგუფისგან, პრინციპში ორალური ვექტორი ზედა ვექტორებს შორის, თითქმის იგივეა, რაც კუნთი ქვედა ვექტორებში. ორალური ვექტორის ურთიერთობები არის ცხოველურ სურვილთა ერთიანობა.

ვიზუალური ვექტორი. ვიზუალური ვექტორის ფუძეა კერძო, ცალკეული. ვიზუალის ვექტორიანები თავს აღიქვამენ როგორც ცალკეულ ინდივიდს. ვიზუალის ვექტორიანის სიკაშკაშე პირდაპირ კავშირშია მის თვითაღქმასთან. ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი ატარებს სურვილს მუდმივად იბრწყინოს, გამოირჩეოდეს დანარჩენებისაგან. აქედან გამომდინარეობს ვიზუალის ვექტორიანების მოთხოვნილება მუდმივად კავშირი ჰქონდეთ გარესამყაროსთან. ვიზუალის ვექტორიანებს აუცილებლად ჭირდებათ შეიგრძნონ უკუკავშირი. ვიზუალებს სურთ იგრძნონ რომ სხვები მათ ამჩნევენ. სურთ ადამიანების მათკენ მიმართული აღტაცებული მზერის ხილვა. ამ უკუკავშირის შეგრძნება მათ ფსიქიკაში არის საკუთარი თავისთვის საკუთარი მნიშვნელობის დამტკიცების მცდელობა. ეს განსაკუთრებულობა განაპირობებს ვიზუალის ვექტორიანების მაღალ მგრძნობელობას. ვიზუალის ვექტორიანებს სურთ ყველა ადამიანში დაინახონ რაღაც კარგი, რაღაც განსაკუთრებული. ვიზუალის ვექტორიანს აქვს უნარი მთლიანად ჩაიძიროს სხვა ადამიანის გრძნობებში. მას შეუძლია სრულფასოვნად გაატაროს საკუთარ თავში სხვისი განცდები და შეიგრძნოს მისი ემოციური მდგომარეობა. ეს კი წარმოშობს ისეთ უნიკალურ მოვლენას, როგორიცაა ემპათია (თანაგრძნობა). ვიზუალის ვექტორიანი ფლობს სიყვარულის გამორჩეულ უნარს, მას შეუძლია მთელი არსებით მიეცეს სიყვარულს და საკუთარი სურვილები მთლიანად შეურწყას თავისი სიყვარულის ობიექტის სურვილებს.

ყნოსვის ვექტორი. მისი ფუძეა რანჟირება. საერთოდ ყნოსვის ვექტორი რაოდენობრივად ყველაზე იშვიათი და რთულადგასაგები ვექტორია. ის იმდენად უცნაური ტიპაჟია, რომ ფსიქოტიპების გახსნის დროსაც კი ჩრდილშიმყოფი და ბურუსით მოცული რჩება, ხოლო მისი ფენომენი ჯერ კიდევ არაა სრულფასოვნად ახსნილი. ყნოსვის ვექტორიანი იყენებს ნებისმიერ საშუალებას, რომლის დახმარებითაც შეიძლება ადამიანებით და მათი სურვილებით მანიპულაცია და ამით საკუთარი მიზნის მიღწევა. ყნოსვის ვექტორიანის არქეტიპია შამანი, რუხი კარდინალი, ,,ბაბაიაგა“. დღევანდელ ეპოქაში ყნოსვის ვექტორიანებს შეხვდებით იქ, სადაც არსებობს რეალური ძალაუფლება: პოლიტიკა, ფინანსები, მასმედია, დაზვერვა, დიპლომატია, ნარკოვაჭრობა, ტრეფიკი, უმაღლესი სასულიერო იერარქია. როგორები არიან ყნოსვის ვექტორიანები ურთიერთობებში? ზუსტად იდენტურები, აქაც ეწევიან სხვა ადამიანებით მანიპულირებას. რატომ? იმისთვის რომ მიაღწიონ საკუთარ მიზანს, ადამიანებზე ძალაუფლების მოპოვებას (ყნოსვის ვექტორიანებს ძალაუფლება ჭირდებათ იმისთვის, რომ შეძლონ ჯგუფის რანჟირება და მისი გაწმენდა ჯგუფისთვის საზიანო ელემენტებისაგან - მთარგმნელის შენიშვნა).

სმენის ვექტორი. მისი ფუძეა საერთო. ძირითადი ფუნქცია არის ჩაწვდეს სამყაროს უმთავრეს კანონზომიერებებს. სმენის ვექტორიანი მთელ სამყაროს უყურებს ზემოდან ქვემოთ. საკუთარი გონებით მთელ სამყაროს ერთიან ორგანიზმად აერთიანებს. ამის გამო სმენის ვექტორიანი ადამიანი საკუთარ თავს არ აიგივებს თავის სხეულთან. ფიზიკური სამყარო სმენის ვექტორიანის ინტერესის აღსაზვრელად ძალზე მცირე და არასაკმარისია. ასევეა ურთიერთობებშიც. სმენის ვექტორიანი ურთიერთობს იდეებით. ის ადამიანებს აღიქვამს მათი იდეებიდან გამომდინარე. სმენის ვექტორი ასევე პოლიგამიური ვექტორია. ოღონდ მისი პოლიგამურობა გამომდინარეობს არა სხეულებრივი ლტოლვიდან, არამედ იდეურიდან. არის ორი პოლიგამიური ვექტორი ურეთრა და სმენა, მაგრამ ურეთრალურ ვექტორს სურს ჯგუფი გაამდიდროს სხეულებით და ყველას უწილადოს საკუთარი ლტოლვა, სმენის ვექტორიანს კი სურს ყველას უწილადოს საკუთარი იდეები. მისი ურთიერთობები მისი აღქმიდან და მსოფლმხედველობიდან გამომდინარე.

წყარო

მთარგმნელი: სერგო ღამბაშიძე

  • დომინანტობა

  • ასაკი (ნაწილი მეორე)

  • პასუხი კითხვაზე ონანიზმის შესახებ

  • როგორ ვაპატიოთ მამას

  • თვითგადარჩენის ინსტინქტი

  • ინტროვერტი. ადამიანი, რომელიც ისწრაფვის საკუთარი შინაგანი სამყაროს სიღრმეებისკენ

  • ბუნებრივი კანონები სისტემურ-ვექტორული ანალიზის საფუძველში

  • ხანდახან აწმყოშიც ვხვდებით ხოლმე.