ურეთრალური ფსიქოტიპის დარღვევები
ურეთრალური ფსიქოტიპის დარღვევები
ანარქია
კანის და ანალურ ვექტორებში ჩვენ გითხარით, რომ განსაზღვრული გადახრისას, განსაზღვრულ კომბინაციებში ისინი ქმნიან მთელ რიგ ფილოსოფიებს. როდესაც მათ ერთვით სმენა, ის დარღვეული ვექტორის ფასეულობებში აღძრავს მთელ რიგ ფილოსოფიებს, რაც კავშირშია ამ გადახრასთან. თუ გახსოვთ ჩვენ მოვიყვანეთ მაგალითებიც: კანის ვექტორში, ,,ზიდე საკუთარი ჯვარი”, ან ,,ბედნიერება მხოლოდ ტანჯვით მიიღწევა”. ანალურ ვექტორში, ,,გამოსცადე შენი თავი, დაამტკიცე რომ შეგიძლია!”. ყველაფერი ეს ძირითადად კან-სმენის, ან ანალ-სმენის სიტუაციებია, ქვედა ვექტორში დარღვევის დროს. აქ კომბინირდება მდგომარეობა ქვედა ვექტორში და იდეა ზედა ვექტორში. რა განსაკუთრებულობაა ურეთრალთან? პირველ რიგში, როგორც უკვე გითხარით, აქ არ გვხვდება შუალედური მდგომარეობები. აქ არის ან კი – ან არა. ურეთრალი ან ახერხებს ბელადობას და მაშინ ყველაფერი რიგზეა, ხოლო თუ ბელადობას ვერ ახერხებს, ეს გადახრა კი არა, არამედ ნეგატიური ცხოვრებისეული სცენარია, ეს ნევროზია. თუ განვითარების ტერმინებით ვისაუბრებთ, ესაა მდგომარეობა როდესაც ურეთრალს მიუღწეველი მიზნები კი არ აღანთებს, არამედ აშინებს. ურეთრალური შიში, ჩვეულებრივი ადამიანების შიშს არ ჰგავს, ესაა ჯგუფის წინაშე პასუხისმგებლობის აღების შიში. ამ შიშის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ურეთრალი ვეღარ გრძნობს საკუთარ ფუნქციას, ვერ გრძნობს მომავალს. აქედან კი გამომდინარეობს მომავლის მოყვანის უნარში დაურწმუნებლობა. არა საკუთარი, არამედ – ჯგუფის მომავლის. რაც ძალზე საინტერესოა, ურეთრალის ცუდ სცენართან დაკავშირებული რაიმე ფილოსოფია, პრაქტიკულად არ არსებობს. სამაგიეროდ ურეთრალებს აქვთ საკუთარი უტოპიური იდეა, რომელსაც ეწოდება: ანარქია. ანარქია, ესაა საზოგადოება, რომელსაც არ აქვს კანონები. რეალობაში ჩვენ ვხვდებით 8 ვექტორს, მათ შორისაა კანის ვექტორი, რომელიც ქმნის კანონს, ის თავადა კანონი. ამიტომ რეალობაში საზოგადოება რომელსაც არ აქვს კანონები, არც არსებულა და არც არასოდეს იარსებებს. მაგრამ ყოველი ვექტორი სამყაროს საკუთარი გადმოსახედიდან უყურებს, ურეთრალიც ასევე. ურეთრალურ გონებაში დაიბადა მოდელი საზოგადოებისა, რომელიც ურეთრალური წესებით ცხოვრობს. საზოგადოებისა, სადაც თავისუფლება უდრის პასუხისმგებლობას. ეს ბუნებრივად ასე მხოლოდ ურეთრალურ ვექტორში მუშაობს, ყველა დანარჩენი აქამდე უნდა გაიზარდოს. ამიტომ ასეთი საზოგადოება იქნება დაუბალანსებელი. თუ გახსოვთ, ჩვენ აღვწერეთ მეკობრეთა ერთობა და დონელი კაზაკები. ეს ერთობები ურეთრალური კანონებით იყო მოწყობილი. მაგრამ ამას მუდამ გარე ლანდშაფტის, სხვების ხარჯზე აღწევდნენ. ცხოვრობდნენ ყაჩაღობით. მთელი სახელმწიფოს ასეთი პრინციპით მოწყობა კი ვერასოდეს ვერ გამართლებს.
ლოთობა
ურეთრალური ვნება განსაკუთრებით მკაფიოდ ვლინდება მაშინ როდესაც საქმე შეეხება მის დამოკიდებულებას ალკოჰოლთან, ან ნარკოტიკთან. ურეთრალის ვექტორიანი ბუნებრივად ვნებიანია, ამიტომ ყველაფერს რასაც ის აკეთებს, აკეთებს მთელი ძალით, მთელი არსებით, მთელი ენერგიით, 100% -იანი დატვირთვით. ურეთრალი თავის ენერგიას, ანალის ვექტორიანივით მთელ ცხოვრებაზე კი არ ანაწილებს, არამედ ნებისმიერ მოქმედებაში ბოლომდე იხარჯება. სწორედ ამიტომ ის მთელი ვნებით მიესწრაფვის ქალებსაც (თუ მდედრია – კაცებს), მთელი ვნებით მიუძღვის ჯარს ბრძოლაში, მთელი ვნებით ომობს. მაგრამ თუ ურეთრალი გალოთდა, ასევე მთელი ვნებით ეძლევა ლოთობას, სვამს გათიშვამდე, სიკვდილამდე. თუ ის გალოთდა, ან განარკომანდა, ამაში იმდენად ეშვება, რომ მოკლე დროში ეღება ბოლო. გალოთებულ, ან განარკომანებულ ურეთრალს, პრაქტიკულად არ აქვს გამოსწორების შანსი. რატომ? იმიტომ რომ ურეთრალის ვექტორიანს ფსიქიკაში არ აქვს მუხრუჭი. ლოთობას ისიც პიროვნული არარეალიზებულობის გამო იწყებს, მაგრამ ეს ანალივით სექსუალური არარეალიზებულობის გამო კი არ ხდება, არამედ ჯგუფში ვერ რეალიზების გამო. მაგრამ ურეთრალური ლოთობის განსაკუთრებულობა ისაა, რომ მას სხვებისგან განსხვავებით ლოთობისკენ უბიძგებს არა მხოლოდ გარეგანი, არამედ შინაგანი ფაქტორებიც, რომელთა გამოც სიტუაცია კატასტროფულად მძიმდება. ჩვენ ვსაუბრობთ ურეთრალის ვნებაზე, რომელიც სწორი რეალიზაციის დროს მისი წამყვანი ფაქტორია, მაგრამ არარეალიზეულობის დროს მთავარი დამღუპველი ფაქტორი ხდება. როგორც გითხარით, რაც არ უნდა აკეთოს ურეთრალმა, ამას აკეთებს მთელი არსებით, მთელი ენერგიით. ურეთრალური ვექტორის სახეობრივი როლი, მისგან მოითხოვს მუდმივ მოქმედებას. წაიყვანს ჯგუფს მომავლისაკენ, დაინახავს ახალ მომავალს, ახლა მისკენ გაუძღვება ჯგუფს და ასე უსასრულოდ, რადგან თავად მომავალიც ასევე უსასრულოა. ამიტომ ურეთრალის ვექტორიანი მუდმივ მოძრაობაშია. ეს მუდმივი და კოლოსალური ფსიქიკური დაძაბულობაა, მუდმივი მოთხოვნილება – გაუძღვეს ჯოგს მომავლისაკენ. თუ ის ვერ რეალიზდება ბელადად, წინამძღოლობის მოთხოვნილება აქვს, მაგრამ შესაძლებლობა არა, ანუ ფსიქიკა დაძაბულია, მაგრამ ამ დაძაბულობას ბელადობით ვერ იხსნის და ცდილობს მის მოხსნას სასმელით. მისი ფსიქიკა მუდმივად ითხოვს უფრო მეტს, თუ ბელადია ის ჯოგს მიუძღვის უფრო და უფრო წინ, მაგრამ თუ გალოთდა სვამს უფრო და უფრო მეტს. არარეალიზებულ ურეთრალს მაინც აქვს თავისი სახეობრივი როლის შესრულების მოთხოვნილება, მაგრამ იმის გამო რომ ამის შესაძლებლობა არ აქვს, თავისი შეუსრულებელი ფუნქცია, მას თითქოს ახრჩობს და ცდილობს ეს შეგრძნება სასმელით მოიხსნას. რა თქმა უნდა ეს ურეთრალისთვის ცუდი მდგომარეობაა.
ავტორი: ვ.იუნევი
მთარგმნელი: სერგო ღამბაშიძე