აუტიზმი (პირველი ნაწილი).


აუტიზმი (პირველი ნაწილი)

(იური ბურლანს ლექციათა მოცემულ ციკლში აქვს გარკვეული შეცდომები. მაგალითად: ჩვენი დაკვირვებით გარდა სმენის ვექტორისა, აუტისტური სპექტრის ნებისმიერ ადამიანს აქვს ვიზუალური ვექტორიც. აქედან გამომდინარე არის მთელი რიგი თავისებურებანი, რომლებიც ბურლანს არ აქვს გათვალისწინებული. ამის მიუხედავად ლექცია აჩენს საინტერესო ტენდენციებს, რის გამოც გადავწყვიტეთ ლექციის თარგმნა. სვფ-ს ქართული ჯგუფი ეცდება ახლო მომავალში ამ თემაზე შემოგთავაზოთ უფრო დეტალური ლექცია. – ს.ღამბაშიძე). 

როდესაც ბავშვს დაუსვამენ ხოლმე აუტიზმის დიაგნოზს, მშობლებს უმეტესად არ ყოფნით ძალა, გაუმკლავდნენ ერთბაშად თავს დატეხილ ტკივილს, დაბნეულობას, დანაშაულის გრძნობასა და უმწეობას. თითქოსდა ნისლში მოესმით ფსიქიატრის კითხვა: „გააფორმებთ ინვალიდობას?“ კი მაგრამ, რა ინვალიდობას? ვის? ვინაა ინვალიდი, ჩემი შვილი? გონებას არ სურს დაიჯეროს მსგავსი რამ (რეალურად თქვენი შვილი უბრალოდ განსხვავებულია, განსაკუთრებულიც კი – მთარგმნელის შენიშვნა). 

მეხსიერებაში ჯერ ისევ არ გაბუნდოვანებულა მისი გაჩენის მოგონებები. დაიბადა ზუსტად ვადაში, კარგი წონითა და სიმაღლით, გაჩნდა ჩვეულებრივი, ჯანმრთელი ბავშვი, მთელი ოჯახის სიხარული. სხვებივით ისწავლა თავის დაჭერა, ჯდომა, ადგომა და სიარული. კი, მაგრამ რა მოხდა? რა შეიცვალა? 

რა თქმა უნდა, სხვებისგან ოდნავ განხვავდებოდა – განმარტოება ერჩივნა, ახლობლებთანაც კი ცოტა ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ადამიანები ხომ განვსხვავდებით ერთმანეთსგან! ნუთუ მხოლოდ ესაა საკმარისი დასკვნისათვის, რომ ჩემი შვილი ვერასდროს შეძლებს სრულყოფილი ცხოვრებით ცხოვრებას და საზოგადოების ნორმალურ წევრად ყოფნას? 

და დაიწყება სპეციალისტების, მეთოდების, წამლების, ლოცვების, ექიმბაშებისა თუ ნათელდებული ხუცესების ძებნის ციებ-ცხელება. სადღაც ხომ უნდა იყოს გამოსავალი? ხომ უნდა ჰქონდეს ახსნა იმას, რაც ჩემ შვილს სჭირს? სად ვიპოვოთ ეს გასაღები? 

აუტისტი ბავშვების თავისებურებები. რა უნდა ვიცოდეთ

ამ ყველაფრის ახსნა ნამდვილად არსებობს და მშობლები ინტუიციურად ხვდებიან ამას. პასუხი იმალება ფრაზაში – „ყველა ადამიანი განსხვავდება“. სვფ ადამიანებს განასხვავებს ფსიქოლოგიური თავისებურებების მიხედვთ და გვიხსნის, რომ აუტისტ ბავშვებს აქვთ ფსიქიკის განსაკუთრებული ტიპი, გააჩნიათ ე.წ. სმენის ვექტორი. მათი განსაკუთრებულობა იმაშია, რომ ამ პატარებს აქვთ ზემგრძნობიარე სმენა. მათ არამარტო ესმით სხვებზე უკეთ, არამედ მტკივნეულად რეაგირებენ ხმამაღალ ხმებსა და ხმაურზე. 

 

ფსიქიკის დაცვითი მექანიზმი 

მაშ ასე, თუ კი ორსულობის პერიოდში მშობლები ხშირად ჩხუბობენ ყვირილით, ან თუ დედა ცეკვავს დისკოთეკებზე, ან უსმენს მუსიკას ძალიან ხმამაღლა, ასევე თუ კი მშობლები ხშირად ჩხუბობენ ახალშობილი პატარას თანდასწრებით, ისინი მძმე ტრამვას აყენებენ სმენის ვექტორიან შვილს. 

ასეთი ტრამვების შემდეგ, ბავშვი იკეტება თავის თავში, ერიდება გარე სამყაროს და კარგავს კონტაქტის უნარს. ასეთია ბავშვის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ფსიქიკის რეაქცია გარე სამყაროს მტკივნეულ ზეგავლენაზე. ასე ჩაკეტილი ბავშვები კი უკვე აღარ რეაგირებენ მათკენ მიმართულ საუბარზე და ვეღარც ნორმალურად ვითარდებიან. 

ასეთ დროს კი ზიანდება არამარტო სმენის, არამედ სხვა დანარჩენი ვექტორებიც, რომლების ბავშვს აქვს. რადგანაც ყველა ადამიანს აქვს მინიმუმ ორი, ხოლო ხშირ შემთხვევაში 3-4 ვექტორი მაინც. თითოეულ ვექტორს კი მახასიათებლებისა და სურვილების თანდაყოლილი ნაკრები, რომლებიც საჭიროებენ განვითარებას. შევხედოთ, როგორ აისახება ეს ყველაფერი ბავშვის საქციელზე სვფ-ს გადმოსახედიდან. 

 

განვითარების თავისებურებები. როცა ბავშვი ერთ ადგილას ვერ ჩერდება 

კანის ვექტორის ქონა ბავშვს ხდის მოძრავს, აქტიურს, პატარა დაინტერესებულია სარგებლისა და მოგების მიღებით, რაც, სწორი განვითარების შემთხვევაში, მას აძლევს ინჟინერულ უნარებს რაიმეს კონსტუირებისადმი მიდრეკილებით. თუმცა, სმენის ვექტორის ტრამვა და აუტიზმი, როგორც ამ უკანასკნელის შედეგი, ხელს უშლიან კანის ვექტორის სწორ განვითარებას – შემოქმედებითი აქტიურობის ნაცვლად ბავშვი ფიზიკურად მოუსვენარი ხდება და უჭირს კონცენტრირება. აუტიზმის მძიმე ფორმებისას ასეთი ბავშვი უაზროდ და განწუყვეტლივ მოძრაობს ოთახში, იღებს და მაშინვე ყრის ნივთებს. სპეციალიტები ამას „საველე ქცევას“ უწოდებენ. სვფ გვეხმარება მისი წარმოშობის მიზეზების გარკვევაში. 

ვექტორის არსის გააზრებით ჩვენ მივდივართ ქცევითი გადახრების გაგებამდე. ეს საშუალებას გვაძლევს, ვექტორის თვისებებს მივცეთ საჭირო მიმართულება და ბავშვს განვითარებაში დავეხმაროთ. ასე რომ, დამამშვიდებლების ნაცვლად ჰიპერაქტიურ ბავშვებს კანის ვექტორით, ჯობია შევთავაზოთ სათამაშო კონტრუქტორები, დავალებები თვლასა და გამოთვლაზე, ასევე დავალებების სწრაფი ცვლა. 

 

სიჯიუტე და ჩამორჩენილობა 

ანალური ვექტორის მქონე ბავშვი, სწორი განვითარების შემთხვევაში, გამოირჩევა განსაკუთრებული ნებისყოფით და კონცენტრირების უნარით. ის აკეთებს ყველაფერს ნელა, თუმცა ყურადღებით და აკურატულად. აუტიზმს აქვს დამანგრეველი ეფექტი ანალური ვექტორის განვითარებაში: ჩვენ წინ იქნება ბავშვი, რომელიც საათობით ასრულებს ერთსა და იმავე მოქმედებას, თითქმის არ მოძრაობს და ეწინააღმდეგება ისეთ მცირე ცვლილებასაც კი, როგორიც განსხვავებული საკვების შეთავაზებაა. 

არის გამოსავალი ასეთი სიტუაციიდან? როგორ დავეხმაროთ ბავშვს ისეთი ღრმა ინტოვერსიით, რომ შეუძლებელი ხდება მისი ნორმალური ცხოვრებით ცხოვრება? 

 

აუტისტი ბავშვის აღზრდა. ვითვალიწინებთ საჭიროებებს. 

სვფ-ს დახმარებით შვენ შეგვიძლია, ზუსტად ჩავწვდეთ ბავშვის პოტენციალსა და თავისებურებებს და ვიცოდეთ, როგორი გავლენა იქნება მისთვის სასარგებლო და როგორი მოქცევა გააუარესებს სიტუაციას. 

სმენის ვექტორის მქონე ბავშვებს უნდა ვესაუბროთ მშვიდად, ხმადაბლა, კეთილგანწყობით ხმაში. მას სხვებზე უკეთ შეუძლია ინტონაციის გარჩევა და სიამოვნებით გაამახვილებს ყურადღებას დაბალ ხმებზე, ხმაური და ხმამაღალი საუბარი კი მისთვის სტრესული და მტკივნეულია. 

სმენითი ბავშვის ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც არაა ხმაური. მშვიდი კლასიკური მუსიკა კი მას კონცენტრირებაში დაეხმარება. როდესაც სმენით ბავშვს მიმართავთ, გახსოვდეთ, რომ მას სხვებზე გაცილებით მეტი დრო დასჭირდება რეაგირებისათვის, მას დრო სჭირდებათ თავის თავში ჩაღრმავების მდგომარეობიდან გამოსასვლელად. ასე რომ, არ ღირს მისი აჩქარება ან ხმის აწევა, რომ „გააგებინოთ“. სმენით პატარას სჭირდება სრული ფსიქოლოგიური კომფორტი და მშვიდი გარემო, რათა ეს საკუთარი თავიდან „გარეთ გამოსვლა“ საერთოდ მოახერხოს. 

თუ ბავშვს, გარდა სმენისა, აქვს ასევე კანის ვექტორიც, მაშინ მას უნდა მივცეთ საშუალება იმუშაოს ფიზიკური ფორმის, ფაქტურისა და ზომის მქონე მატერიებთან, ასევე უფროსების მიბაძვის გზით თანდათანობით ისწავლოს კონსტრუირება. გარდა ამისა, კანის ვექტორიანი ბავშვებისათვის აუცილებელია ფიზიკური მოძრაობა, დივანზე ჯდომა სახემძღვანელოებთან ერთად არ იქნება საკმარისი მისი ადეკვატური განვითარებისათვის. 

სმენისა და ანალის ვექტორიანი ბავშვების აჩქარება სასტიკად აკრძალულია. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სიჯიუტე და პროტესტი მხოლოდ და მხოლოდ მოიმატებს. ეს ბავშვები ძნელად ეგუებიან ჩვეული განრიგისა და გარემოს ცვლას, ამიტომ საქმიანობისა და აქტივობების ცვლა უნდა მოხდეს ნელა და თანდათანობით. 

სწორედ ამ ვექტორული ნაკრების მქონე ბავშვებთანაა დაკავშირებული მშობლების მოყოლილი უამრავი ისტორია, რომ აუტიზმი იეჭვეს სწორედ მაშინ, როდესაც შეიცვალეს საცხოვრებელი ადგილი ან/და წაიყვანეს პატარა დასასვენებლად. ანალ-სმენა აუტისტი ბავშვში ასეთი სიტუაციები იწვევს პროტესტის უკიდურეს ფორმას, ისინი უარს ამბობენ ჭამონ ან ეძინოთ ახალ ადგილას. ეს პატარები ძალიან კონსერვატორულები არიან, ამიტომ ახალი ადგილების სანახავად წასვლას, ან ახალი სახის საკვების მიღებას ისინი ნელ-ნელა უნდა მივაჩვიოთ. 

წყარო: https://www.yburlan.ru/biblioteka/pochemu-voznikaet-autizm-rekomendacii-po-vospitaniju-rebenka-s-autizmom 

მთარგმნელი: Nutsa Yen Nikolishvili  

  • იტყუება თუ არა?!

  • აუტიზმი (მესამე ნაწილი)

  • ანალური ვექტორი. ლოგონევროზი

  • ენერგეტიკული ვამპირები – ვინ არიან ისინი?

  • რას გვატყობინებენ ჩვენი შიშები

  • ევოლუციის იმედი - ჰიპერაქტიური ბავშვები

  • ბინძური ლექსიკის საიდუმლოებები

  • სიმაღლის შიში – გულის გაჩერება საშინელებისგან.