კახა კალაძის მოკლე ვექტორული ანალიზი


კახა კალაძის მოკლე ვექტორული ანალიზი

კახა კალაძე (დ. 27 თებერვალი, 1978) — ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი. 2012 წლის 25 ოქტომბრიდან – 2017 წლის 6 ივლისამდე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი. თამაშობდა მარცხენა და ცენტრალურ მცველად. 2001 წელს კალაძე გახდა ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი, მილანმა მის ტრანსფერში 16 მილიონი ევრო გადაიხადა. 9 წლის მანძილზე იყო საფეხბურთო კლუბ „მილანის“ წევრი. მილანში ჩარიცხვამდე იგი თბილისის „დინამოსა“ (1993-1997) და კიევის „დინამოში“ (1998-2001) თამაშობდა. კალაძე ყველაზე მეტჯერ, ხუთჯერ დაასახელეს წლის საუკეთესო ქართველ მოთამაშედ. 25.10.2012 – დღემდე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი/ვიცე-პრემიერი. პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი.

აქვს 5 ვექტორი: კუნთის, ანალური, კანის, ორალური და სმენის. სცენარით კან-ორალი.

ანალური ვექტორი – განვითარების მცენარეულ დონეზე (განათლებით ისტორიკოსია). ამ ვექტორში აქვს გარკვეული სტრესები.

კანის ვექტორი – განვითარების ცხოველურ დონეზე. ეს ვექტორი ყველაზე კარგად აქვს განვიტარებული. მითუმეტეს სმენა ამ ვექტორის მდგომარეობაში იმყოფება და უფრო მეტ ენერგიას აძლევს მას. შეუძლებელია ასეთი დონის საფეხბურთო კარიერა კარგად განვითარებული კანის ვექტორის გარეშე. არის წარმატებული ბიზნესმენი, „პროგრეს ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 2008 წ. – საქველმოქმედო ფონდი „კალა ფონდი” დამფუძნებელი. 2007 წ. – საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი „კალა კაპიტალი” დამფუძნებელი.

ორალური ვექტორი – განვითარების მცენარეულის მცენარეულ (2.2) დონეზე. გარკვეული სტრესები აქაც შეინიშნება.

სმენის ვექტორი – განვითარების მცენარეულის მცენარეულ (2.2) დონეზე. სმენა იმყოფება კანის მდგომარეობაში, რაც მის არასაკმარის განვითარებაზე მიანიშნებს. შესაბამისად ადაპტირდა არა კან-სმენის, არამედ კან-ორალის სცენარში.

აქვს ვიზუალური ვექტორის დაშენება (ეს ნიშნავს, რომ ვიზუალური ვექტორი არ აქვს, მაგრამ გარემოს გავლენით, პერიოდულად თავს ავლენს როგორც დემონსტრაციულ მდგომარეობაში მყოფი ვიზუალი).

ტემპერამენტი ძალიან მაღალი აქვს – 8-9 (ათბალიანი შკალით).

ავტორი: მამუკა გურული

  • ფრიდა კალოს ვექტორული ანალიზი

  • ზაალ უდუმაშვილის მოკლე ვექტორული ანალიზი

  • გრიგოლ ვაშაძის მოკლე ვექტორული ანალიზი

  • კახა კალაძის მოკლე ვექტორული ანალიზი

  • ალეკო ელისაშვილის მოკლე ვექტორული ანალიზი

  • სერგო ღამბაშიძის მოკლე ვექტორული ანალიზი

  • ელენე ხოშტარიას მოკლე ვექტორული ანალიზი

  • დიაგნოსტიკა (ტემპერამენტი)